ტყუილი |
ტყუილი |
Nov 21 2011, 11:32 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,489 Joined: 9-November 11 From: გზაზე.. Member No.: 6,612 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დღეს დილით ექვს დსაათზე ავდექი, გავედი ვირბინე, ვივარჯიშე. ალისტერ კორულის სული შემხვდა, იჯდა და ეწეოდა ბალახზე.. ქართული არ იცოდა, ცოტა იცოდა უფრო სწორად და ნუ მერე გნახავო, ეხლა ვირაცას ველოდებიო. მერე მოვედი, გემანული ვიმეცადინე, მერე სახლი დავალაგე, საჭმელი გავკეთე, მერე ვიკითხე, და ეხლა ვხატავ.
<< ტყუილები რა არის ტყუილი ჩემო ეზოტერიკო მეგობრებო? ეს ახლა მე ყველაფერი მოვიტყუე, თქვენ უკვე მოასწრებდით რამის მოტყუებას, ყველა იტყუება, როგორც ექიმი ჰაუსი იტყოდა )) მაგრამ რას გვავნებს ის? რატომ ვიტყუებით? ყოველდღიური ჩვეაა, მაგრამ საინტერესო ფენომენია.. პირველი ტყუილი ადამმა თქვა, არ მიგემია ნაყოფიო.. მერე? ძალიან საინტერესოა მთვრალი ადამიანი რატომ ამბობს სიმართლეს? როდესაც გარკვეული რაოდენობის სიმღერებს მოასმენინებენ ადამიანს, ის ვერ იტყუება ასევე (რომელიღაც შტატების ციხეში არის ეს პრაქტიკა). მოკლედ ვისაუბროთ ტყუილის შესახებ სიმართლე -------------------- Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
|
|
|
Feb 6 2012, 03:22 PM
Post
#2
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 32 Joined: 8-November 11 Member No.: 6,609 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა ხდება როცა არამიანი განერიდება სიცრუეს და ცდილობს სწორი აზრებით მართოს ცნობიერება? ცხადია ერთი სწორი აზრით ის მოიზიდავს მეორე სწორ აზრს, რადგან მსგავსი მსგავს იზიდავს. სწორი აზროვნებით ადამიანი ამზადებს ნიადაგს მისი სულიერი უნარების გამოსაღვიძებლად. ცხადია საპირისპირო ხდება, როცა ადამიანი ტყულით ცხოვრობს (დააკვირდით, დილით ნათქვამი ერთი ტყული რამდენ ტყულს გათქმევინებთ დღის განმავლობაში და ეს მსგავსება გადაიტანეთ ცხოვრების ხანგრძლივობის პერიოდზე). არასწორი აზრები და ტყუილი პირიქით კასტრაციას უკეთებს ადამაინის სულიერ უნარებს, დაბლა სცემს მისი სულიერი ძალების იმუნიტეტს იმ ძალთა წინააღმდეგ, რომლების სწორედ რომ დადარაჯებულნი არიან დაიკავონ ცარიელი ადგილი, ის ადგილი რომელიც წესით ადამიანის ღვთაებრივ მესთვისაა განკუთვნილი.
ცხადია, ტყუილზე უარის თქმა უნდა იქცეს ცხოვრების წესად. და არა ერთჯერად აქტებად, ისე როგორც ეკლესიაში შესულს რომ ღმერთი მხოლოდ მაშინ ახსენდება). აქვე უნდა დაზუსტდეს ერთი რამ. ყოველდღიური ცხოვრებაში ადამიანის ცნობიერ საქმიანობას ძნელია ეწოდოს აზროვნება, ესაა ერთი მოგონებიდან მეორეზე გადახტომა, ასოციაციებზე დამოკიდებული განწყობები (ერთი ნაკადიდან მეორეზე ფოლკნერის სტილში) რომლებიც როგორც ნაფოტს მდინარის ნაკადი, ისე ახეთქებს ადამიანის ყურადღებას ერთი მოვლენიდან მეორეზე. ამას შეიძლება ეწოდოს პასიური აზროვნება, ან მისი აჩრდილი. შენიშვნები ვარენო? |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 6th June 2024 - 07:33 PM |