ემოციების მართვა, როგორ ახერხებთ? |
ემოციების მართვა, როგორ ახერხებთ? |
Jan 12 2010, 05:09 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 90 Joined: 14-April 09 Member No.: 5,941 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რატომღაც მგონია რო ყოველთვის არ შემიძლია ჩემი ემოციების კონტროლი და გარკვეულწილად მაკომპლექსებს ეს ყველაფერი და მინდა რაღაც ისეთი ვიპოვო ჩემს თავში რო დამამშვიდებს და ამ მხრივ პრობლემა არ მქონდეს საკუთარ თავთან
უკაცრავად თუ თემა არასწორად ან არასწორ განყოფილებაში გავხსენი, უფრო კითხვის დასმა მინდოდა მაგრამ შესაფერისი განყოფილება ვერ ვიპოვე და თემის გახსნა ვამჯობინე, თუ რამეა წაშალეთ |
|
|
Mar 2 2012, 10:56 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 361 Joined: 11-November 10 Member No.: 6,306 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
როდესაც ემოციას მართავ მაშინ როდესაც ვიღაცამ რამე დაგიშავა და არ გინდა იგივე ნაირად უპასუხო რა თქმა უნდა კარგია ოღონს ეს გულში არ უნდა დაგროვდეს ბოღმის სახით. მაგრამ რაც მთავარია ამაზე მნიშვნელოვნად ვთვლი საკუთარ თავზე წამოსული უარყოფითი ემოციების დათრგუნვას და გაქრობას, ეგ უფრო დიდ ზიანს გვაყენებს ჩემი აზრით, თან ძალიან დიდს. ამის გადალახვის შემდეგ გარემოც ნაკლებად ნეგატიურია გამოცდილებიდან ვამბობ. რაც უფრო მეტად ეჯიკავები, ლანძღავ განიხილავ საკუთარ თავს მით უფრო უარესი გემართება.
მე მახასიათებდა ესეთი რამ. ვთქვათ ვუპასუხე ისევე როგორც მომექნცნენ ხომ, გავა რაღაც დრო, ვთქვათ 10 წუთი და სულ გული მქონდა დაწყვეტილი რომ რატომ გავაკეთე ეს, მეცოდებოდა ის ადამიანი, ვამართლებდი სხვადასხვა მიზეზებით, პრობლემების ქონით და მაგრად ვსაყვედურობდი ჩემს თავს. და ეს 10-15 ჯერ მეტ ზიანს მაყენებდა ვიდრე ის რაც იმ ადამიანმა დამიშავა. ეს მაწუხებდა სულ და სადღაც 14 წლისამ 2 გამოსავალი ვიპოვე. დავაკვირდი ჩემს თავს მივხვდი რომ ეს ჩემ თავზე ჩხუბის ამბები სადღაც 4-5 დღეში მივლიდა და მერე აღარც მახსენდებოდა (თუმცა ენერგიულად მფიტავდა) ამიტომ დასაწყისშივე ვიცოდი რომ 4-5 დღეში ასე აღარ ვიქნებოდი და მაშინვე კარგად ვხდებოდი და მეორე - რა თქმა უდნა შევამცირე საპასუხო რეაქციები. ვცდილობდი ნაკლებად მიმებრუნებინა ის რაც დამიშავეს. ხოდა ამ 2-მა ფაქტორმა გამოიწვია ის რომ აღარც არაფერზე მეშლება ნერვები და არც არავინ ცდილობს ამას (თუმცა ადრეც არ იყო ხშირად). და კიდევ ერთი რჩევა ისევ ჩემი გამოცდილებიდან, ძალიან მოქმედებს ტელევიზია და ინტერნეტი - სულ ძებნაში ვიყავი სიახლეების და ნახევარი ცუდი იყო, მერე ამის გამო სულ ცუდ ამბებს მიგდებდა და ემატებოდა და ემატებოდა, ამიტომ ერთ დღეს გადავწყვიტე და მის მერე ნაგვით აღარ ვიტენი ტვინს. ვთქვათ მოხდა ისე რომ ვუყურებ ტელევიზორს და იწყება გადაცემა რაღაც უაზრო და საშინელი განხილვებით ეხლა უბრალოდ ავდგები და გამოვრთავ ადრე კიდე ვუყურებდი ხოლმე გამწარებული, ნერვები მეშლებოდა მეთქი რა უაზრობები ხდება და რავიცი რა რამხელა პოსტი გამომივიდა |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd September 2024 - 09:18 PM |