კლიმატის არაპროგნოზირებადობა, ამინდი სხვადასხვა ქვეყნე |
კლიმატის არაპროგნოზირებადობა, ამინდი სხვადასხვა ქვეყნე |
Apr 18 2011, 11:02 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გუშინ სახლში რომ მოვედი და ცოტათი გავთბი, ჩემებს ვკითხე - ასეთი ცივი აპრილი ოდესმე ყოფილათქო თბილისში? არა, არ გვახსოვსო. შარშანდელთან შედარებით, ზედმეტად ცივი და წვიმიანი ჩანს. კლიმატი თითქოს არანაირად არ შეესასბამება წარსულის კანონზომიერებებს.
შეიძლება ეს ჯერჯერობით მხოლოდდამხოლოდ მიკროკლიმატის ცვლილება იყოს, ეკოლოგიური დაბინძურებაო და ა.შ. მაგრამ მინდა სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ფორუმელებს ვკითხო, ისინი როგორ აღიქვამენ ამჟამინდელ ამინდს წარსულთან შედარებით (მათ საცხოვრებელ ადგილას)? რამდენად შეესაბამება იგი წინა წლების იმავე დროის მონაკვეთს? საქართველოში კი ეს არაპროგნოსტიცირებადობა სულ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. ადრე სოფლის მეურნეობაში ჩართული ხალხისგან მესმოდა - ის ნიშნები და კანონზომიერებები რითიც აქამდე ვსაზღვრავდით ამინდს, აღარ მართლდებაო. არანაირ კანონზომიერებას აღარ ექვემდებარება კლიმატიო. შემდეგ - ეს მოსავლების ჩავარდნები, რომელზეც ყველა ალაპარაკდა. ეხლა კი ქალაქში მცხოვრებნიც ატყობენ რომ ამინდი აშკარად აირია. ეს ყველაფერი რატომ დავწერე? მნიშვნელოვანია გამოჩნდს ეს ლოკალურად ხდება თუ გლობალურად, მთელს დედამიწაზე. რადგან თუ ეს მთელს დედამიწას ეხება, მაშინ გამოდის რომ აქ ისეთ ზეგავლენებზეა საუბარი, რომლებიც დედამიწაზე მასშტაბურია, ანუ კოსმიურ-გალაქტიკური დონისაა. ვიცი ყველა ეზოთერიკმა იცის ეს რაც არის და როგორ მოქმედებს. ამ პოსტში უბრალოდ მინდოდა არაეზოთერული მასალები შეგვეკრიბა. უბრალო ფაქტები და დაკვირვებები. ვფიქრობ ეს კარგ ბაზას შექმნის ადამიანების თვალის ასახელად. პირდაპირ ეზოთერული წყაროებით საუბარი ძალიან აფრთხობს ხალხს. უჭირთ გაგება რაზე საუბრობ. მოდით აქ დავდოთ ყველა კლიმატის არაკანონზომიერობის ცნობები (წარსულთან შედარებით) რასაც სადმე წავაწყდებით. კიდევ უფრო საინეტერესოა თქვენი პირადი დაკვირვებები. -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Apr 10 2012, 12:13 AM
Post
#2
|
|
RED soul Group: Members Posts: 154 Joined: 26-February 12 Member No.: 6,735 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თუ აღდგომის წინ არ იწვიმა ჩათვალეთ რომ დაგვერხევა. აღდგომამდე ერთი კვირა მაინც უნდა იყოს წვიმიანი.
|
|
|
Apr 10 2012, 04:53 AM
Post
#3
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თუ აღდგომის წინ არ იწვიმა ჩათვალეთ რომ დაგვერხევა. აღდგომამდე ერთი კვირა მაინც უნდა იყოს წვიმიანი. ანუ დარხევაში გვალვებს თუ სწორად მივხვდი.. -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th September 2024 - 01:09 PM |