Saxaliso gamocanebi, Saxaliso gamocanebi |
Saxaliso gamocanebi, Saxaliso gamocanebi |
Mar 28 2012, 10:48 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 637 Joined: 20-March 12 From: tbilisi Member No.: 6,761 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოკლედ ცოტა გავმხიარულდეთ ამ თემაში დავწეროთ სახალისო გამოცანები თავის სახალისო პასუხებით (შეიძლება სააზროვნოებიც) მოკლედ მე დავიწყებ და თქვენ მხოლოდ მას შემდეგ დადეთ კითხვები როდესაც ყველა ჩემ კითხვებს გაეცემა პასუხები
აბა მზად ხართ? 1.პირველი მარცვალი — ასოა ბერძნული, მეორე მარცვალი — ღმერთი ძველეგვიპტური, მესამე მარცვალი — ნოტი მუსიკალური, მეოთხე მარცვალი — კავშირია ქართული. გამოიცანით ეს სიტყვა… 2.არნოლდ შვარცენეგერს იგი გრძელი აქვს, მაიკლ ფოქსს — მოკლე, ჯოკონდას იგი საერთოდ არ აქვს, რომის პაპი კი დიდი ხანია მას არ იყენებს. რა არის ეს? 3.აშშ-სა და კანადაში — 1, რუსეთში — 7, იტალიაში — 39, იაპონიაში — 81, საქართველოში — ? 4.არცერთ ორგანოს არ ჭირდება იმდენი კუნთი, რამდენიც მას. ჩემს მიერ აღმოჩენილებს თუ არ ჩავთვლით, როგორც ცნობილია, ამ კუნთების რაოდენობა 24-ია. ხოლო მოძრაობების რაოდენობით, იგი ყველა ორგანოს უსწრებს წინ.” რომელ ორგანოს აღწერდა ასე ლეონარდო და ვინჩი? 5. აშშ-ში 1965 წლის 9 ნოემბერს მომხდარი ეს ფაქტი მიზეზი გახდა 1966 წლის აგვისტოში შობადობის რიცხვის გაზრდისა. რა მოხდა 1965 წლის 9 ნოემბერს? 6.მეტის დედას ჰყავს 12 შვილი სახელად: იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი და . . . ? 7.ჯეკი სასეირნოდ იყო გასული როცა წვიმა დაიწყო. მას არც ქოლგა, არც ქუდი და არც კაპიშონი არ ჰქონია. მისი ტანსაცელი სრულიად დასველდა, მაგრამ მის თავზე ერთი ღერი თმაც კი არ დასველებულა. რატომ მოხდა ასე? 8.წამში ერთხელაა,წუთშიც ერთხელ,წელიწადში ორჯერ და საუკუნეში არცერთხელ აბა რა არის? პ.ს თუ რომელიმე ვერ გამოიცანით პასუხები აუცილეცბლად იქნება -------------------- |
|
|
May 16 2012, 09:29 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,268 Joined: 12-March 11 From: დედამიწა :) Member No.: 6,417 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Cyber
QUOTE კაცი მიდის გზაზე დაინახავს ბარს და შევა, ბარმენს ეუბნება ერთი ჭიქა წყალი დამისხიო ბარმენმა ხელი წაიღო ვითომ წყლის აღება უნდოდა და ამოიღო იარაღი, და დაემუქრა არ გაინძრე თორემ გესვრიო, ხით წუთში კლიენტი ბარისან გაბრწყინებული სახით გამოდის... წყლის ტოფით გაწუწა? ))) -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 12:02 AM |