კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Jun 11 2012, 09:04 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Helen
მოიშორე ეგ ქვა. დაბადების საათი თუ იცი ზუსტად, იოლად დავადგენთ ზოდიაქოს. თხის რქის ქვები ესაა: ამეთვისტო, იაშმა, ონიქსი, ძოწი, მთვარის ქვა, ლაზურიტი, აქატი, ალქსანდრიტი მშვილდოსნის: ამეთვისტო, საფირონი, ზურმუხტი და აქატი. ეს მთვარის ქვის შესახებ და გაერკვიე გჭირდება თუ არა მთვარის ქვა - [ მთვარის ენერგიის მშთანთქმელი]. ეს დასახელება ამ მინერალმა მიიღო ცისფერი და ვერცხლისფერ-თეთრი ფერების ერთი მეორეში გადასვლის გამო. ძველ აღმოსავლეთის ქვეყნებში მას უბრალოდ აკავშირებდნენ მთვარესთან. ტიბეტში თვლიდნენ, რომ ეს მინერალი უნდა გამოიყენოთ მთვარის ფაზების გათვალისწინებით. ვინაიდან მისი მისტიკური ძალა საუკეთესოდ მოქმედებს მთლიანი მთვარის ფაზის დროს. კენინგემის მიხედვით ეს მინერალი აღიქვამს და იზიდავს სიყვარულს. მას ატარებენ ცხოვრებაში სიყვარულის მოსაზიდად. ინდოეთში მას ეძახიან ”ჯანდარაკანდ-ს” რაც თარგმანში ნიშნავს მთვარის ნათებას. ისინი თვლიან, რომ ქვა შთანთქამს მთვარის ცივ ენერგიას, აცივებს და აწყნარებს გონებას, რითაც ადამიანებში აღვიძებს ოცნებებს და სინაზეს. ტიბეტში მას ხმარობდნენ ეპილეფსიის და ფსიქიკური დაავადებებისგან განმკურნებისთვის. ითვლება რომ, მთვარის ქვიდან დამზადებული სამკაულები ეხმარებიან ინტუიციის განვითარებაში და წარმოსახვაში. ეს მინერალი დადებითად მოქმედებს ანაჰატაზე [გულის ჩაკრა] მის ენერგიას აღიქვამს ადამიანში ”ინ” საწყისი. ( ამ დახასიათების შემდეგ ცუდად რატომ უნდა იმოქმედოს ვერ ვხვდები, მაგრამ შეიძლება შენამდე ეკეთა ვინმე ისეთს, ვისი ენერგიაც გამოყვა) http://www.aura-help.ge/node/95 - ეს საიტი ქვების შესახებ. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 03:02 AM |