IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ჯიდუ კრიშნამურტი
shotazi
post Jun 15 2012, 01:17 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 45
Joined: 20-June 11
Member No.: 6,493

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვერ ვნახე ამ კაცზე თემა და თქვენის ნებართვით არსებობდეს კრიშნამურტის კუთხე ამ ფორუმზე.

უმეტეს თგვენგანს ეცოდინება და ვინც არ იცით ჯიდუ კრიშნამურტი იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე და მასწავლებელი.

რაც აუცილებლად უნდა ითქვას მასზე არის ის რომ ვერ იტანდა გურუებს, და თვლიდა რომ ყველა ადამიანს თვითონ უნდა ეპოვნა ჭეშმარიტება.

მას მიიჩნევდნენ მესიად, თოეოსოფიური საზოგადოება ფიქრობდა რომ ის იყო ჭურჭელი და მასში უნდა შესულიყო ახალი მესია და მსოფლიო მასწავლებელი. მას ადრეული ასაკიდანვე ყავდა უამრავი მიმდევარი და იყო მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაციის ლიდერი, რომელიც შემდეგ თავადვე დაშალა და უარყო იდეა, რომ ის იყო მომავალი მესია.

და როგორც თვითონ თქვა, მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ადამიანების განთავისუფლებას.

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
shotazi
post Jun 15 2012, 01:23 PM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 45
Joined: 20-June 11
Member No.: 6,493

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



განთავისუფლება შეცნობილისგან / Freedom From The Known


თავი 1

კაცობრიობა, მთელი თავისი არსებობის მანძილზე საკუთარი თავის მიღმა რაღაცას ეძებს, რაღაცას მატერიალური კეთილდღეობის მიღმა. ამას ჩვენ ვეძახით ჭეშმარიტებას, ან ღმერთს, ან რეალობას, დროის მიღმა მდგომარეობას. ვეძებთ იმას რაც შეუძლებელია დაირღვეს შემთხვევითი მოვლენის, აზრის ან ადამიანის კორუმპირებულობით.

ადამიანი ყოველთვის სვამდა კითხვას: რა ხდება ჩვენს თავს? აქვს კი ცხოვრებას საერთოდ რაიმე მნიშვნელობა? ის ხედავს უზარმაზარ დაბნეულობას ცხოვრებაში - სისასტიკეს, ამბოხს, დაუსრულებელ რელიგიურ, იდეოლოგიურ და ნაციონალურ დაყოფებს და დაუსრულებელი იმედგაცრუების განცდით, ის სვამს კითხვას: რა უნდა გავაკეთო? რა არის ის, რასაც ჩვენ ცხოვრებას ვუწოდებთ? არის რაიმე ამ ყველაფრის მიღმა?

ადამიანი როდესაც ვერ პოულობს ამ უსახელო საგანას, რომელსაც ამავდროულად უამრავი სახელი აქვს და რომელსაც იგი ყოველთვის ეძებდა, მაშინ ის ახდენს რწმენის კულტივირებას. მხსნელის მიმართ რწმენის, იდეის მიმართ რწმენის, რწმენა კი აუცილებლად წარმოშობს ძალადობას.

ამ გამუდმებულ ბრძოლაში, რასაც ჩვენ ცხოვრებას ვუწოდებთ, ვცდილობთ, რომ შევიმუშავოთ გარკვეული ქცევის წესები იმ საზოგადოებaსთან მიმართებით, რომელ საზოგადოებაშიც ჩვენ გავიზარდეთ, იქნება ეს კომუნისტური საზოგადოება, თუ ეგრედ წოდებული “თავისუფალი საზოგადოება”. ჩვენ ვიღებთ გარკვეულ ქცევის ნორმებს, ტრადიციების სახით - ქრისტიანული, მუსლიმური, ინდუისტური თუ რაიმე სხვა ფორმით. ჩვენ ვუყურებთ სხვებს, ვინც გვეტყვის რა არის სწორი საქციელი და რა - არასწორი, რა არის სწორი და არასწორი მოსაზრება და ამ ნიმუშების მიყოლით, ჩვენი ქცევა და ჩვენი აზროვნება ხდება მექანიკური, ჩვენი რეაქცია ავტომატური. ძალიან მარტივად შეგვიძლია ჩვენს თავში დავაკვირდეთ ამ მოვლენას.

საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობას კვებავდნენ მასწავლებლები, ავტორიტეტები, წიგნები და წმინდანები. ჩვენ ვიკითხავდით, გვითხარით ყველაფერი ამაზე, თუ რა არის მთების, გორების, დედამიწის მიღმა? და შემდეგ ჩვენ ვკმაყოფილდებით მათ მიერ მოცემული განმარტებით, რაც ნიშნავს რომ ჩვენ ვცხოვრობთ სიტყვებით და ჩვენი ცხოვრება არის ზერელე და ცარიელი. ჩვან ვართ მეორადი ხალხი. ჩვენ ვცხოვრობთ ისე როგორც გვითხრეს, მიუხედავად იმისა რამ გვიბიძგა აქეთ, ჩვენმა მისწრაფებებმა, ჩვენმა ტენდენციებმა თუ ეს იძულებითი იყო შემთხვევითობისა და გარემოსგან. ჩვენ ვართ ყველა სახის გავნელის შედეგი და არაფერი ახალი არ არის ჩვენში. არაფერი, რაც ჩვენ საკუთრივ აღმოვაჩინეთ, არაფერი ორიგინალური, სუფთა და ნათელი.

ისტორიის მანძილზე სხვადასხვა რელიგიური ლიდერები გვარწმუნებდნენ, რომ თუ ჩვენ შევასრულებდით გარკვეულ რიტუალებს, გავიმეორებდით გარკვეულ ლოცვებს და მანტრებს, მოვიქცეოდით გარკვეული ნიმუშის მიხედვით, ჩავახშობდით ჩვენს სურვილებს, გავაკონტროლებდით ჩვენს ფიქრებს, გავაიდეალებდით ჩვენს ვნებებს, შევზღუდავdით ჩვენს მადას და თავს შევიკავებდით სექსუალური ცხოვრებისაგან. ამ ყველაფრის შესრულების შემდეგ, გონების და სხეულის საკმარისად წამების შემდეგ, ვიპოვიდით რაიმეს ამ პატარა ცხოვრების მიღმა. და ეს არის ის, რასაც საუკუნეების მანძილზე მილიონობით ე.წ. რელიგიური ადამიანები აკეთებდნენ. ამას აკეთებდნენ განმარტოებით, უდაბნოში, გამოქვაბულებში ან მთებში წასვლით, ან სოფლიდან სოფლამდე ხეტიალით, მონასტრულ ცხოვრებაში ჩართვით. აძალებდნენ თავიანთ გონებას მოქცეულიყვნენ დადგენილი ნორმების მიხედვით. მაგრამ ნაწამები, დანაწევრებული გონება, გონება რომელიც ცდილობს, რომ გაეცქეს ყველანაირ შფოთვას და ღელვას, რომელმაც შეწყვიტა გარე სამყაროსთან კონტაქტი, მოდუნდა დისციპლინითა და მორჩილებით. ასეთი გონება, რაც არ უნდა შორს ეძებდეს, იპოვნის მხოლოდ მისი გამრუდების მიხედვით.

ადამიანი, მე ვფიქრობ სულ სხვაგვარად უნდა მიუდგეს საკითხს, იმისთათვის რომ აღმოვაჩინოთ სინამდვილეში არის თუ არა რაიმე ამ შემაშფოთებელი, კონკურენტული და საშიში არსებობის მიღმა. ტრადიციული მიდგომა არის შინაგანი პერიფერიებიდან დროის, პრაქტიკის და შეზღუდვების ხარჯზე ნელ-ნელა მისვლა შინაგან ყვავილამდე, შინაგან მშვენიერებამდე და სიყვარულამდე. მაგრამ რეალურად ამით ადამიანი ხდება მერკანტილური, ყალბი და შემოფარგლული. ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაც დროის შემდეგ, ხვალ, შემდეგ ცხოვრებაში ის გააკეთებს ამას. მაგრამ, როდესაც საბოლოოდ ის მიდის ცენტრში ნახულობს, რომ იქ არაფერი არ არის, რადგან მის უგრძნობ და დაჩლუნგებულ გონებას აღარ შეუძლია აღქმა. ამ ყველაფრის შემხედვარე ადამიანი იკითხავს, ნუთუ არ არის სხვა საშუალება? რაც რა თქმა უნდა არის. ის იკითხავს, - ნუთუ არ შეიძლება ცენტრიდან აფეთქება?

სამყარო იღებს და მიყვება ტრადიციულ მიდგომებს. სხვების დაპირებული რეალობის ლოდინი, არის მთავარი მიზეზი ჩვენში არსებული არეულობის. ჩვენ მექანიკურად მივყვებით მას, ვინც გვპირდება კომფორტულ სულიერ ცხოვრებას. გასაოცარია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უმეტესი ჩვენთაგანი ეწინააღმდეგება ტირანიას და დიქტატს, შინაგანად ჩვენ მაინც ვიღებთ ავტორიტეტს, ტირანიას. ასე ვიმრუდებთ და ვხლართავთ ჩვენს გონებას და ჩვენი ცხოვრების გზას. ჩვენ თუ მთლიანად ვუარყოფთ და არა ინტელექტუალურად, არამედ რეალურად ვუარყოფთ ყველა ეგრედ წოდებულ სასულიერო ავტორიტეტს, ყველა ცერემონიას, რიტუალს და დოგმას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავრჩებით მარტო და აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე კონფლიქტში ვართ საზოგადოებასთან, ჩვენ აღარ ვიქნებით პატივსაცემი ადამიანები. პატივსაცემ ადამიანს არ შეუძლია ახლო მივიდეს ამ უსასრულო, გაუზომელ რეალობასთან.

თქვენ ახლა დაიწყეთ აბსოლუტურად ტყუილი რამის უარყოფა, ანუ ტრადიციული მიდგომის უარყოფა. მაგრამ, თუ ეს უარყოფა არის რეაქცია, მაშინ თქვენ იქმნით კიდევ ერთ შაბლონს, რომელშიც თავს გაიბავთ. თუ თქვენ ეტყვით თქვენს თავს ინტელექტუალურ დონეზე, რომ ეს უარყოფა ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ არაფერს მოიმოქმედებთ, მაშინ თქვენ ვერ წახვალთ უფრო შორს. მაგრამ, თუ თქვენ უარყოფთ მას, რადგან დაინახავთ და მიხვდებით ტრადიციული მიდგომის ჩამოუყალიბებლობას და უაზრობას და თუ უარყოფთ მას მთელი თქვენი ჭკუითა და გონებით, არა შიშის გამო არამედ თავისუფალი აზროვნებით, მაშინ თქვენ შექმნით დიდ ღელვას თვენში და თქვენს გარშემო, მაგრამ თქვენ გადააბიჯებთ პატივცემული ადამიანობის მახიდან. შემდეგ თქვენ აღმოაჩენთ, რომ თქვენ მეტად უკვე აღარ ეძებთ. ეს არის პირველი რაც უნდა ისწავლოთ: არ ეძებოთ. როდესაც თქვენ ეძებთ, სინამდვილეში თქვენ მხოლოდ ათვალიერებთ.

კითხვას, არსებობს თუ არა ღმერთი ან ჭეშმარიტება, რეალობა ან რაც გინდათ ის ვუწოდოთ, ვერასდროს გავცემთ პასუხს წიგნების, მქადაგებლების, ფილოსოფოსების ან მხსნელების საშუალებით. ვერავინ და ვერაფერი შეძლებს უპასუხოს ამ კითხვას თქვენს გარდა და ამიტომაც თქვენ უნდა შეიცნოთ თქვენი თავი. განუვითარებლობა გამოწვეულია საკუთარი თავის ტოტალური შეუმეცნებით. და საკუთარი თავის შეცნობა არის სიბრძნის დასაწყისი.

და რას მოიაზრებთ თვენს თავში - ინდივიდუალს? მე ვფიქრობ არის განსხვავება ადამიანსა და ინდივიდს შორის. ინდივიდი ლოკალური ობიექტია, რომელიც ცხოვრობს კონკრეტულ ქვეყანაში, ეკუთვნის კონკრეტულ კულტურას, კონკრეტულ საზოგადოებას, კონკრეტულ რელიგიას. ადამიანი არ არის ლოკალური ობიექტი. ის ყველგან არის. ინდივიდი თუ ცხოვრების ვრცელი ველის მხოლოდ კონკრეტულ კუთხეში მოქმედებს, მაშინ მისი ქმედება სრულებით არ არის დაკავშირებული მთელთან. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მთელზე და არა ნაწილზე, რადგან მეტში არის ნაკლები, მაგრამ ნაკლებში ვერ იქნება მეტი. ინდივიდი ცოტათი განპირობებული, უბედური და იმედგაცრუებულია, კმაყოფილდება თავისი პატარა ღმერთებით და ტრადიციებით, მაშინ როდესაც ადამიანს აღელვებს მთელი კეთილდღეობა, მთელი ტანჯვა და მთელი დაბნეულობა ქვეყნიერებაზე.

ჩვენ ადამიანები ვართ ის რაც ვიყავით მილიონობით წელი: კოლოსალურად ხარბები, ეჭვიანები, აგრესიულები, შურიანები, შეშფოთებულები და სასოწარკვეთილები, იშვიათი სიყვარულისა და სიხარულის გამონათებებით. ჩვენ ვართ უცნაური შენარევი სიძულვილის, შიშის და სისუსტის. ჩვენ ვართ ძალადობაც და მშვიდობაც. მოხდა გარეგნული პროგრესი, გუთნიდან მოვედით რეაქტიულ თვითმფრინავამდე, მაგრამ ფსიქოლოგიურად ინდივიდი საერთოდ არ შეცვლილა, და საზოგადოების სტრუქტურას მთელს მსოფლიოში ქმნიდნენ ინდივიდები. გარეგანი სოციალური სტრუქტურა, არის შედეგი ჩვენი ადამიანური ურთიერთობების შინაგანი ფსიქოლოგიური სტრუქტურის. ინდივიდი კი არის შედეგი მთელი გამოცდილების, ცოდნის და ქცევის, რაც კი კაცობრიობას დაუგროვებია. ყოველი ჩვენთაგანი არის მთელი წარსულის საწყობი. კაცობრიობის ისტორია სრულად არის ჩაწერილი ჩვენში.

დააკვირდით თუ რა ხდება სინამდვილეში თქვენში და თქვენს გარშემო, სადაც თქვენ ცხოვრობთ, კონკურენტულ კულტურაში, რომელიც სავსეა წყურვილით ძალაუფლების, პოზიციის, პრესტიჟის, სახელის, წარმატების და ასე შემდეგ. დააკვირდით იმ მიღწევებს, რომლითაც ასე ამაყობთ. დააკვირდით მოქმედების არეალს, რომელსაც თქვენ ცხოვრებას ეძახით და რომელშიც ყველა ფორმის ურთიერთობა წარმოშობს კონფლიქტს, სიძულვილს, სისასტიკეს და დაუსრულებელ ომებს. ეს არეალი, ეს ცხოვრება არის ის, რაც ვიცით და რახან არ შეგვიძლია ამ უზარმაზარი არსებობის გაგება, ჩვენ ბუნებრივად გვეშინია მისი და ვეძებთ გასაქცევს მისგან ყველანაირი ხრიკებით. ჩვენს ასევე გვეშინია იმის რაც არ ვიცით, გვეშინია სიკვდილის, გვეშინია იმის, თუ რა იქნება ხვალის შემდეგ. ასე რომ ჩვენ გვეშინია იმის რაც ცნობილია და იმისაც რაც უცნობია. ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, სადაც არ არის არანაირი იმედი და ამიტომ ყველა სახის ფილოსოფია, ყველა სახის თეოლოგიური კონცეფცია, არის მხოლოდ გაქცევა ნამდვილი რეალობისგან, იმისგან რაც არის სინამდვილეში.

ყველანაირი გარეგნული ცვლილება, რომელიც გამოიწვია ომებმა, რევოლუციებმა, რეფორმებმა, კანონებმა და იდეოლოგიებმა, არ გამოდგა იმისთვის, რომ შეცვლილიყო ადამიანის ბუნება და აქედან გამომდინარე საზოგადოება. ადამიანები ცხოვრობენ ამ საზარლად უშნო სამყაროში, და ჩნდება კითხვა, რომელიც უნდა დავუსვათ ჩვენ თავებს , - შესაძლებელია რომ აღარ არსებობდეს საზოგადოება, რომელიც არის დაფუძნებული კონკურენციაზე, სისასტიკეზე და შიშზე? არა როგორც რაიმე ინტელექტუალური კონცეფცია, არა როგორც იმედი, არამედ როგორც რეალური ფაქტი, რომ ახალმა, ნორჩმა და უმანკო გონებამ შექმნას სრულიად განსხვავებული სამყარო? მე ვფიქრობ, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყოველი ჩვენთაგანი გააცნობიერებს იმ უმნიშვნელოვანეს ფაქტს, რომ ჩვენ როგორც ინდივიდები, როგორც ადამიანები, მსოფლიოს რომელ ნაწილშიც არ უნდა ვცხოვრობდეთ, რომელი კულტურის ნაწილიც არ უნდა ვიყოთ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ სრულად ვართ პასუხისმგებლები მთლიანი მსოფლიოს მდგომარეობაზე.

ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებლები ყოველ ომზე, ჩვენი აგრესიულობის გამო, ჩვენი ნაციონალიზმის გამო, ჩვენი ეგოიზმის, ჩვენი ღმერთების, ჩვენი ცრურწმენების, ჩვენი იდეალების, და ყველაფერი იმის გამო რაც გვყოფს. და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გავაანალიზებთ, მაგრამ არა ინტელექტუალურად არამედ რეალურად, ისევე რეალურად როგორც ვამჩნევთ ჩვენს შიმშილს და ტკივილს, როდესაც ასეთ დონეზე გავაანალიზებთ იმას, რომ მე და თქვენ ვართ პასუხისმგებლები ყველა ამ არსებულ ქაოსზე, ყველა ამ ტანჯვაზე და უბედურებაზე რაც ხდება მსოფლიოში. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რადგან ჩვენ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით ხელს ვუწყობთ ამ ყოველივეს და ვართ ნაწილი ამ საშინელი, დაყოფილი, მახინჯი, სასტიკი და ხარბი საზოგადოების. მხოლოდ მაშინ ვიმოქმედებთ, როცა ჩვენს პასუხისმგებლობას არსებულ სიტუაციაში ნამდვილად შევიგრძნობთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
shotazi   ჯიდუ კრიშნამურტი   Jun 15 2012, 01:17 AM
Lashapoli   თU არ ვცდები იყო ადრ...   Jun 15 2012, 02:12 AM
shotazi   ჰო მაგიტომ გავხსე...   Jun 15 2012, 01:16 PM
shotazi   განთავისუფლება შე...   Jun 15 2012, 01:23 PM
Existence   დიდი ხანი აღარ დავ...   Jun 15 2012, 06:47 PM
Adidas   მონაკვეთი წიგნიდა...   Jun 15 2012, 07:08 PM
shotazi   მაგრამ, რა შეუძლია ...   Jun 18 2012, 05:14 PM
givi   ჩვვენ არ გვჭირდება...   Jun 18 2012, 06:36 PM
shotazi   givi და მებრძოლს ყავს...   Jun 22 2012, 11:29 PM
tikoroma   shotazi :good:   Jun 23 2012, 12:12 AM
Barmalei   shotazi :good:   Jun 23 2012, 12:47 AM
givi   მოჩვენებითი კავში...   Jun 23 2012, 12:47 AM
shotazi   თავი 2 თქვენ თუ ჩათვ...   Jun 30 2012, 03:26 PM
ichi   "ბედნიერება - რომ...   Oct 29 2015, 01:31 PM
ichi   როდესაც სიკვდილი მ...   Oct 29 2015, 01:31 PM
ichi   https://www.youtube.com/watch?v=tsjCBpt49Ac...p;fe...   Oct 29 2015, 01:33 PM
ano   კრიშნამურტის წიგნ...   Nov 18 2016, 07:13 PM
ichi   ამ ადამიანს სადღაც...   Mar 24 2018, 09:01 PM
ano   კრიშნამურტი კარგი...   Mar 25 2018, 02:24 PM
chemikerin   https://i.postimg.cc/cLwpHYws/Screenshot-2022-05-0...   May 2 2022, 02:02 PM
chemikerin   https://i.postimg.cc/k58zgvQm/Screenshot-2022-07-0...   Jul 4 2022, 09:54 PM
chemikerin   https://i.postimg.cc/Y94g5V5r/Screenshot-2022-07-3...   Aug 2 2022, 11:50 AM
chemikerin   I am not attacking your system. Life is breaking i...   Aug 5 2022, 12:47 PM
chemikerin   Wisdom is when knowledge ends. Knowledge has conti...   Oct 4 2022, 01:08 PM
chemikerin   https://i.postimg.cc/cH4y7G0V/Screenshot-2022-11-0...   Nov 6 2022, 08:23 PM
chemikerin   https://i.postimg.cc/Bn0Md5kg/Screenshot-2022-11-0...   Nov 6 2022, 08:28 PM
chemikerin   https://i.postimg.cc/65v6wr1j/Screenshot-2023-03-3...   Mar 30 2023, 06:32 PM
chemikerin   Question: Is there no danger in seeking divinity o...   Aug 30 2023, 11:17 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th May 2024 - 04:40 PM