რეინკარნაცია, გჯერათ? |
რეინკარნაცია, გჯერათ? |
Apr 5 2007, 12:22 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 958 Joined: 14-March 07 Member No.: 15 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გჯერათ თუ არა რეინკარნაციის? თუ კი მაინტერესებს თქვენი აზრი თუ რატომ, თუ არა მაინც მაინტერესებს )
(მაგარი სმაილია) -------------------- "To do is to be" - Nietzsche; "To be is to do" - Kant; "Do Be Do Be Do" - Sinatra |
|
|
Jun 5 2008, 12:25 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE აი ის ვერ გამირკვევია, ჩვენი ცნობიერება ესე იგი მუდმივია? ანუ თუ არც არასდროს ვიბადებით და რეალურად არც არასდროს ვკვდებით ე ი მუდმივები ვყოფილვართ... აი აქ ვიჭედები... ანდა კიდევ თუ არ გვახსოვს ვინ ვიყავით მაშინ ესე იგი ეს სხვა "მე"-ა და ის სხვა "მე" იყო არა? მაშინ ჩვენ რომელი ვართ? რა რჩება უცვლელი ? ანუ რა აქვს საერთო იმ და ამ თვითაღქმას? შეძლებისდაგვარად გიპასუხებ. ჩვენი სულია მუდმივი და არა ცნობიერება. ცნობიერება ყოველ ახალ რეინკარნაციაში ერთი და იგივე ვერ იქნება. ჩვენს სულს ახსოვს ვინ ვიყავით წინა ცხოვრებებში და ამ ცხოვრებების გამოცდილება - დადებითი თუ ნეგატიური ინახება მასში და ამის მიხედვით განისაზღვრება ჩვენი შემდეგი ცხოვრება. ანუ სულმა იცის რა ასპექტებში ვერ განვითარდა და ამის მიხედვით ირჩევს თავის მომდევნო ცხოვრებას. QUOTE კიდევ ის მაინტერესებს, ერთი სიკვდილიდან მეორე დაბადებამდე რას ფიქრობთ, ვინა ვართ? მაშინაც ვაზროვნებთ? ან რომელი "ტვინით" ვაზროვნებთ, ანუ რომელი რეინკარნაციის ტვინს ვიყენებთ? თუ არის კიდევ ნეიტრალური "ნამდვილი" ტვინი, რომელიც გვაქვს? ეს ყველაფერი ნიუტონს უწერია დაწვრილებით. დაბადებებს შორის შუალედებში სული იმყოფება ასტრალურ სამყაროში და ემზადება შემდეგი ცხოვრებებისთვის. თავის გიდთან და მეგობარ სულებთან განიხილავს რა გამოუვიდა და არ გამოუვიდა ბოლო ცხოვრებაში. სული აზროვნებს ყველა თავისი ცხოვრების ტვინებით. აი წარმოიდგინე შენი 100 სიცოცხლის ტვინი, რომელიც უერთდება ერთ დიდი ტვინს, ანუ "სულის ტვინს", ეს დაახლოებით იგივეა რაც ქვეცნობიერი. ძნელია ასე ორი სიტყვით ახსნა ძაან მატერიალური ტერმინებით. წაიკითხე აუცილებლად მაიკლ ნიუტონის"სული მოგზაურობა". არ გეგონოს ეს ვინმე მესია და მოძღვარი ეს არის ფსიქოთერაპევტი, რომელიც პაციენტებთან მუშაობისას იყენებს ჰიპნოთერაპიას. ჰიპნოზის დროს ადამიანები უკავშირდებიან თავის ქვეცნობიერს და იხსენებენ თავის წინა ცხოვრებებს, სად იმყოფებოდნენ სიკვდილის შემდეგ, რატომ აირჩიეს კონკრეტულად ეს სხეული და რა მისია აკისრიათ ამ რეინკარნაციაში და სხვა. -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 07:00 PM |