ფსიქიკური დაავადებები, ეზოთერულად და არა მარტო |
ფსიქიკური დაავადებები, ეზოთერულად და არა მარტო |
Jan 9 2012, 08:29 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,964 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მაინტერესებს ეზოთერული კუთხით ვის რა ინფორმაცია გაქვთ, როგორ იხსნება? რა არის თანდაყოლილი ფსიქიკური დაავადებებების მიზეზები?
საინტერესოა თქვენი პირადი აზრიც.. ასევე საინტერესო იქნება სხვადასხვა რელიგიები როგორ ხსნიან მათ (ოღონდ სამგვერდიან ქადაგებებს ნუ დააკოპირებთ რა, მცირე რეზიუმე დაწერეთ თქვენი სიტყვებით ) -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Jul 13 2012, 02:02 PM
Post
#2
|
|
RED soul Group: Members Posts: 188 Joined: 12-June 12 From: თბილისი Member No.: 6,828 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძალიან სწორედ გადმოსცემს ეს ნაწყვეტი იმ შეგრძნებებს რომელიც მახსოვს. ერთ ჩემს ნარკვევს დავდებ აქ. მართალია უცნაური დაბადება მქონდა, ისე გავჩნდი თავდაყირა და არ მიტირია, თუმცა დედაჩემის გადმოცემით ზალიან ბევრი მირტყეს.
უცნაური შეგრძნება, რომელიც აქამდე ჯერ არასოდეს განმეცადა, მახვედრებდა, რომ რაღაც ისეთი ხდებოდა, რომელიც მთლად შეცვლიდა ჩემს აქამდე, თითქმის უმოქმედოდ არსებობას. არც კი ვიცოდი, რა დამერქვა ამ ყოფისთვის, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. ვგრძნობდი ისევე, როგორც სიცივეს, როგორც სითბოს, ტკივილს. დანარჩენის შეგრძნება მე ხომ ჯერ არ შემეძლო. ამიტომ გრძნობა, რომლის ტყვეობაშიც აღმოვჩნდი, უცხო იყო ჩემთვის. თითქოს რაღაც ძალამ მთელი ძალით დამქაჩა ქვევით. ტკივილი ვიგრძენი, ტკივილი, რომელიც უსაზღვროდ გაიწელა და გაწყდა. ვიგრძენი, რომ აქამდე უზრუნველი ყოფა მე თვითონ უნდა შემეცვალა რაღაცით, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მომემოქმედებინა. არადა, ძალა, რომელიც დაჟინებით მქაჩავდა ქვევით, არ ჩერდებოდა და მეც უმწეოდ ვემორჩილებოდი. უცებ, უცნაური ხმა ჩამესმა. ხმები, რომლებიც აქამდე მესმოდა, სულ არ ჰგავდა ამ ხმას. ის უფრო გარკვეულად, ჩემივე სმენის ორგანოსთან თუ უფრო ახლოს, ჩემივე გულში ჟღერდა: იბრძოლე, გესმის! იბრძოლე, შენ უნდა შეძლო, შენ უნდა გააკეთო ეს! ამას შენს მაგივრად ვერავინ გააკეთებს. დაემორჩილე განგების ძალას! ჩვენ გარკვეული დროით ვეღარ შევხვდებით, მაგრამ მოვა შენი დროც და მე ისევ მოვალ შენთან. შენ გაქვს იგივე გზა გასავლელი, ოღონდ ზევით, შეხვედრამდე... ხმა შეწყდა თუ არა, აქამდე სიბნელეში ფართოდ გახელილი თვალები რაღაც უცნაურმა ნათებამ დამახუჭინა, მაგრამ ვძლიე გრძნობას, რომელიც გულს გამალებით თავის ნებაზე ათამაშებდა და ისევ გავახილე თვალები. წინ, ჩემს წინ გვირაბი მოჩანდა, რომლის ბოლოს თეთრი შუქი დამაბრმავებლად მოქმედებდა ჩემს თვალებზე. ისევ უცნაური გრძნობა დამეუფლა. ხმაც, რომელიც დაჟინებით მთხოვდა რაღაცას, რომელიც თითქმის ვერ გავიგე, ისევ განმეორდა და ვიგრძენი, რომ ბრძოლა სწორედ ამ გვირაბის დაძლევა იყო. მე უნდა წავსულიყავი იქ, იმ შუქისკენ და მეც მთელი ძალების მოკრებით დავიძარი წინ. საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ტკივილი, რომელიც არ მთავრდებოდა, გაუსაძლისი აღმოჩნდა, მაგრამ ძალას, რომელიც ქვევით მექაჩებოდა და სურვილს ჩემსას, მენახა ის სამყარო, რომელიც უცხო იყო ჩემთვის, ვერაფერი აღუდგებოდა წინ. საშინელი ტკივილი არ თმობდა ჩემს არსებას. უცებ, თბილი ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას, რომელიც იგივეს იმეორებდა, რასაც ვგრძნობდი. მასაც სტკიოდა, მაგრამ, ჩემგან განსხვავებით, ის ყვიროდა, შველას ითხოვდა. იმ წუთებში საკუთარი ტკივილის შეგრძნებამ მიმატოვა და მხოლოდ ვფიქრობდი, როდის დამთავრდებოდა ეს ყოველივე, მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ აქ მთავრდებოდა რაღაც და იწყებოდა უფრო მთავარი. მთელი ძალით გავიწიე წინ, შუქისკენ, გაწელილი ტკივილიც სადღაც გაჰქრა. უცებ, გავიგე ხმა, თბილი, ნაზი ხმა, რომელიც, ალბათ, არასოდეს დამავიწყდებოდა. - ის დაიბადა.. ვინ? დამებადა პირველი კითხვა, ან რას ნიშნავს “დაიბადა”? პირველს მოჰყვა მეორე და ისევ ფართოდ გავახილე თვალები. თურმე, დაბადება ჩემი ბრძოლის დასასრულს ერქვა, დაბადებით კი მე დავიბადე. აი, აქ კი უკვე გავიგე რა ერქვა ამ გრძნობას, რომელიც დამეუფლა. ეს იყო შიში. ვიგრძენი, რომ ეს ბრძოლის დასასრული კი არა, დასაწყისი იყო და ჩემდა უნებურად უცნაური ხმები აღმომხდა. მე ავტირდი!... ავტირდი იმიტომ, რომ დავიბადე, იმიტომ, რომ უკვე ვიცოდი რა იყო ტკივილი, რა იყო შიში და ვიცოდი, რომ დაბადებას თან მოყოლილი ორი განცდა თან გამყვებოდა იქამდე, სანამ ხმა, რომელმაც მომაცილა ამ ქვეყანაზე, უკან არ წამიყვანდა იქ, ზევით.. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 07:16 AM |