მოწონება / სიყვარული |
მოწონება / სიყვარული |
Sep 12 2012, 02:05 AM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 200 Joined: 31-March 12 Member No.: 6,772 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოკლედ ერთი გოგო მომწონს.ერთხელ მყავს ნანახი , ჩერეზ მეგობარი გამოდის.ძალიან გამოსული გოგოა , ტელევიზიით და მთელი ამბები . სხვა სახელით დავამატე და ისე ვეკონტაქტებოდი იმიტო რომ ჩემი სახელით , იმ გოგოსთვის უცხო ვიქნებოდი და მე თვითონ შემრცხვებოდა ესეც ჩემი კომპლექსია, ნუ სხვა ახსნა ის არის კიდევ რომ ჩემი სახელით ვერ დავაინტერესებდი და არც მომწერდა არაფერს, სხვა დატვირთვა მივეცი მის დამატებას და მანაც დაიჯერა. ხოდა ვაივაგლახით გავიგე სადაც ცხოვრობს , სადაც სწავლობს.მინდა , რომ დავხვდე თავის სკოლასთან გავიცნო რამენაირად და გამოვუტყდე , რომ მიყვარს.მაგრამ ვერ ვბედავ ამ ყველაფრის გაკეთებას იმიტომ , რომ თავდაჯერებულობა მაკლია და რაღაც სულელური კომპლექსები მაწუხებს იმ ადამიანთან დაკავშირებით ვინც მომწონს ან მიყვარს ხოლმე.სულ ვინც მომწონს ან მიყვარს აღვიქვამ , რომ მისი ღირსი არ ვარ და არაფრით მას არ შევეფერები . აღარ შემიძლია რა უკვე ესე შებოჭილად ცხოვრება. ცნობისთვის 15 წლის ვარ. დავრწმუნდი , რომ ეს გოგო ძალიან მიყვარს , იმიტომ , რომ აქამდე ვინც მყვარებია ყველა მალევე დამავიწყდა იმათაც ვერ გავუბედე გამოტყდომა. ხოდა ეს გოგო უკვე დიდი ხანია რაც მიყვარს და მაგიტომ დავიწყე პრობლემის გადაჭრის გზის ძიება.
მოკლედ კითხვა რაში მდგომარეობს: ყოფილხართ თუ არა ჩემნაირ სიტუაციაში ? და რა მოგიმოქმედებიათ? როგორ ვებრძოლო და დავამარცხო ეს კომპლექსები და როგორ გავხდე თავდაჯერებული? - რავიცი მემგონი სწორ ადგილას გავხსენი ეს თემა და თუ რამე შემეშალა ბოდიშს გიხდით. პ.ს. გთხოვთ ესეთი პასუხები არ მომწეროთ : "ადექი და პირდაპირ უთხარი რისი გეშინია" "რა არის ამაში ძნელი" და ა.შ. მაინც არ დამეხმარება ეს პასუხები და მაგიტომ ვწერ აქ , სხვას ვისაც ვკითხე ყველამ ესეთი პასუხები გამცა და თქვენ რასაც გიყურებთ ჭკვიანი ხალხი ხართ. ყველას განსხვავებული და თავისებურად , მართალი აზრი გაქვთ ხოლმე და ვინმე თუ დამეხმარებით დიდად მადლობელი დაგრჩებით. |
|
|
Sep 13 2012, 01:19 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,554 Joined: 11-September 10 Member No.: 6,263 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
wox1997
რაღა დროის თრილერია კინო გამოვიდა უკვე კაი ხანია მე2რე ნაწილი -------------------- Если человек ищет мудрости, он умен, если думает, что нашел ее, он безумен!
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th September 2024 - 02:17 AM |