![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
RED soul ![]() Group: Members Posts: 132 Joined: 26-February 07 Member No.: 13 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ძვირფასო ეზოთერიკებო იქნებ იცოდეთ რაიმე ორიგინალური და იმავდროულად ეფექტური საშუალება: რით ვუშველოთ დეპრესიას?!
|
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() ORANGE soul ![]() Group: Members Posts: 455 Joined: 2-June 08 Member No.: 2,176 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
პირადად მე დეპრესია არ მქონია. ცუდ ხასიათზე ვყოფილვარ, მინერვიულია რაღაცაზე ხანგრძლივად, მაგრამ დეპრესია რა არის საერთოდ არ მესმის. არც ის მესმის როგორ შეიძლება წლობით იყო პესიმისტურ და მინორულ განწყობაზე, როცა ამდენი რამ არის საინტერესო თუნდაც ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში. არ ვიცი, შეიძლება სისულელეს ვამბობ, მაგრამ მგონია რომ დეპრესიის ცნება უსაქმურმა ქალებმა გამოიგონეს.
![]() თუ მეგობრები ცდებიან ჩვენს წინაშე ე.ი. სადღაც ჩვენ დავუშვით შეცდომა და ამის გამოსწორება შეიძლება. მათთან თუ არა სხვებთან და სამომავლოდ. თუ ვინმეს აღარ უნდა ჩვენთან ურთიერთობა, ეს მისი არჩევანია. სინამდვილეში შეიძლება ძალიან დიდი შეცდომას უშვებდეს... ![]() და კიდევ. მარტო ყოფნა ეს არ არის ტრაგედია. პირიქით. შანსია იმისა რომ საკუთარ თავთან დამეგობრდე. ეს პროცესი კი დიდი აღმოჩენების პროცესია. დეპრესია ავადმყოფობა არ არის, ჩემი აზრით, უბრალოდ კომფლიქტია საკუთარ თავთან. გაუცხორება. მგონი ამ დროს საკუთარი "მე"-ს სიყვარული და პატივისცემა გვავიწყდება. რაც ძალიან დიდი შეცდომა მგონია. ე.წ. დეპრესიას უნდა აღვივებდეს კიდევ ერთი რამ. თამაში და მცდელობა იმისა საკუთარი თავი წარმოაჩინო სულ სხვაგვარად, ვიდრე სინამდვილეში ხარ. მოატყუო გარშემო ყველა. ამ გზას ხომ ხშირად მივმართავთ ხოლმე?! ეს თამაში ალბათ ძალიან დამღლელია. მგონია რომ დეპრესიულები ხდებიან ორი კატეგორიის ადამიანები: ადამიანები (ძირითადად გოგონები) რომლებიც საერთოდ არაფერზე ფიქრობენ და საერთოდაც არასდროს აზროვნებენ (უკაცრავად სიუხეშისთვის) და მეორე: ადამიანები რომლებიც ძალიან ძალიან ბევრს აზროვნებენ, ეძებენ, იკვლევენ, ძირითადად სახლში სხედან, ძირითადად ეგოისტები ხდებიან და საბოლოოდ "ამაოებაში" ეხვევიან. ჩემი აზრით როგორც ერთნი, ისე მეორენი ივიწყებენ, რომ - ცხოვრება მშვენიერია ! |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 23rd June 2024 - 02:05 PM |