IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ფსიქიკური დაავადებები, ეზოთერულად და არა მარტო
old_man
post Jan 9 2012, 08:29 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,964
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაინტერესებს ეზოთერული კუთხით ვის რა ინფორმაცია გაქვთ, როგორ იხსნება? რა არის თანდაყოლილი ფსიქიკური დაავადებებების მიზეზები?
საინტერესოა თქვენი პირადი აზრიც..
ასევე საინტერესო იქნება სხვადასხვა რელიგიები როგორ ხსნიან მათ
(ოღონდ სამგვერდიან ქადაგებებს ნუ დააკოპირებთ რა, მცირე რეზიუმე დაწერეთ თქვენი სიტყვებით wink.gif )


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
narilla
post Nov 12 2012, 11:21 AM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბიპოლარული აშლილობა

რა არის ბიპოლარული აშლილობა?
ბიპოლარული აშლილობა, ანუ მანიაკალური დეპრესია, არის სამედიცინო დაავადება, რომელიც იწვევს გუნება – განწყობილების, ენერგიის და პიროვნების ფუნქციონირების უკიდურეს ცვლილებებს. ეს ცვლილებები შეიძლება იყოს შეუმჩნეველი ან გამოხატული, და ტიპიურად დიდად იცვლებოდეს ადამიანის ცხოვრების მანძილზე, ისევე როგორც ცალკეულ პიროვნებებში. ამერიკაში 10 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ბიპოლარული აშლილობა, და ეს დაავადება ერთნაირად მოქმედებს როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზე. ბიპოლარული აშლილობა წარმოადგენს ქრონიკულ და, როგორც წესი, მუდმივ მდგომარეობას მანიის და დეპრესიის პერიოდულად განმეორებადი ეპიზოდებით, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს დღეებიდან თვეებამდე. ის ხშირად იწყება მოზარდობის ან ადრეულ მომწიფების ასაკში, და იშვიათად ჩნდება ბავშვებშიც კი. ადამიანთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, მოითხოვს გარკვეული სახის მუდმივ მკურნალობას მთელი ცხოვრების მანძილზე. იმ დროს როდესაც მედიკამენტოზური მკურნალობა წარმოადგენს მნიშვნელოვან საკვანძო ელემენტს ბიპოლარული აშლილობის წარმატებული მკურნალობისათვის, ფსიქოთერაპია, მხარდაჭერა და განათლება მოცემული დაავადების შესახებ ასევე წარმოადგენენ მკურნალობის პროცესის არსებით კომპონენტებს.

რას წარმოადგენს მანიაკალური აშლილობის სიმპტომები?
მანია არის სიტყვა, რომელიც აღწერს ბიპოლარული აშლილობის აქტივიზირებულ ფაზას. მანიის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
• ან ხალისიან და ბედნიერ, ან გაღიზიანებულ, გაბრაზებულ, არასასიამოვნო განწყობილებას
• მომეტებულ ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას და მოჭარბებულ ენერგიას
• სწრაფად მორბენალ აზრებს და ერთი აზრიდან მეორეზე გადახტომას
• მოჭარბებულ საუბარს, ჩვეულებრივზე უფრო სწრაფ მეტყველებას
• ამბიციურ, ხშირად გრანდიოზულ გეგმებს
• რისკის გაწევას
• იმპულსურ ქმედებას, როგორიცაა ფულის ფლანგვა, სექსუალური გაუფრთხილებლობა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
• ძილის შემცირებას დაღლილობს განცდის გარეშე

რას წარმოადგენს დეპრესიის სიმპტომები?
დეპრესია არის ბიპოლარული აშლილობის სხვა ფაზა. დეპრესიის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
• ენერგიის დაკარგვას
• გახანგრძლივებულ სევდას
• დაქვეითებულ აქტივობასა და ენერგიას
• მოუსვენრობასა და გაღიზიანებადობას
• კონცენტრაციისა და გადაწყვეტილების მიღების უუნარობას
• წუხილისა და შფოთვის განცდის ზრდას
• ინტერესისა და მონაწილეობის შემცირებას, ნაკლები სიამოვნების მიღებას იმ საქმიანობისაგან, რომელიც ჩვეულებრივ სიამოვნების მომგვრელი იყო
• დანაშაულისა და უიმედობის განცდას
• სუიციდურ აზრებს
• მადის ცვლილებებს (ან მეტის ან ნაკლების ჭამას)
• ძილის ხასიათის ცვლილებას (მეტი ან ნაკლები ძილი)

რას წარმოადგენს "შერეული" მდგომარეობა?
შერეული მდგომარეობა არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც მანიისა და დეპრესიის სიმპტომები ერთდროულად გვხვდება. შერეული მდგომარეობის დროს დეპრესიულ განწყობას თან ახლავს მანიაკალური აქტივაცია.

რა არის ციკლის სწრაფი ცვლილება?
ზოგჯერ ადამიანებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ეპიზოდების სიხშირის ზრდა. როდესაც დაავადების ოთხი ან მეტი ეპიზოდი თავს იჩენს 12 თვის მანძილზე, ამბობენ რომ ასეთ პიროვნებას აქვს ბიპოლარული აშლილობა ციკლთა სწრაფი ცვლილებით. ციკლის სწრაფი ცვალებადობა უფრო გავრცელებულია ქალებში.

რა არის ბიპოლარული აშლილობის მიზეზები?
მართალია, ბიპოლარული აშლილობის გამომწვევი ზუსტი მიზეზი არ არის ცნობილი, მაგრამ მეცნიერთა უმეტესობას სჯერა, რომ ბიპოლარულ აშლილობას შესაძლებელია ის მრავალი ფაქტორი იწვევდეს, რომელიც ურთიერთქმედებს ერთმანეთთან ქიმიური დისბალანსის წარმოსაქმნელად, რაც, თავის მხრივ, ზემოქმედებას ახდენს ტვინის გარკვეულ ნაწილებზე. ბიპოლარული აშლილობა ხშირად ერთი ოჯახის ფარგლებში მიმდინარეობს, და კვლევები მიუთითებენ მოცემული დაავადების გენეტიკურ კომპონენტზე. სტრესულმა გარემომ ან ნეგატიურმა ცხოვრებისეულმა მოვლენებმა შესაძლებელია იმოქმედონ ძირითად გენეტიკურ და ბიოლოგიურ მოწყვლადობაზე და წარმოქმნან აშლილობა. არსებობს ბიპოლარული ეპიზოდების სხვა შესაძლებელი “გამომწვევები”: დეპრესიის მკურნალობამ ანტიპერესანტული პრეპარატებით შესაძლებელია მოახდინოს მანიაკალურ მდგომარეობაზე გადართვის პროვოცირება, ძილის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს მანია, ან ჰიპეთირეოზმა შეიძლება წარმოშვას დეპრესია ან გუნება-განწყობილების გაუწონასწორებლობა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბიპოლარული ეპიზოდები შესაძლებელია და ხშირად ჩნდება აშკარად გამოკვეთილი გამომწვევების გარეშეც.

როგორ იკურნება ბიპოლარული აშლილობა?
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ბიპოლარული აშლილობის განკურნების საშუალება, ის მაინც ექვემდებარება მკურნალობას და მართვად დაავადებას წარმოადგენს. ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ, ადამიანების უმრავლესობამ შეიძლება მიაღწიოს დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელი მდგომარეობის ოპტიმალურ დონეს. მედიკამენტოზური მკურნალობა წარმოადგენს წარმატებული მკურნალობის არსებით ელემენტს ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებისათვის. ამასთან, ფსიქოსოციალური თერაპიები, კოგნიტურ–ბიჰევიორულიი თერაპიის, ინტერპერსონალური თერაპიის, ოჯახური თერაპიის ჩათვლით, და ფსიქოგანათლება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დავეხმაროთ ადამიანებს მოცემული დაავადების გაგებაში და იმ უნარ-ჩვევების ათვისებაში, რომელიც გაუმკლავდება ბიპოლარული ეპიზოდების მაპროვოცირებელ სტრესულ ფაქტორებს. დაავადების სხვადასხვა ეტაპზე მედიკამენტების ან დოზირების ცვლილება შეიძლება ისეთივე აუცილებელი იყოს, როგორც ცვლილებები მკურნალობის გეგმაში.


მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის კენ დაკუორტის მიმოხილვა, ოქტომბერი, 2006

მასალის წყარო: www.nami.org


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
old_man   ფსიქიკური დაავადებები   Jan 9 2012, 08:29 PM
Atman   წინა ცხოვრებიდან (...   Jan 9 2012, 08:36 PM
kindatma   წინა ცხოვრებიდან (...   Apr 11 2012, 04:07 PM
td.........   ფრიად და ღრმად გათ...   Jan 9 2012, 08:44 PM
Barmalei   გენეტიკური ფაქტორ...   Jan 9 2012, 09:02 PM
Atman   გენეტიკური ფაქტორ...   Jan 9 2012, 09:14 PM
old_man   მეც ასე მგონია... ჩ...   Jan 9 2012, 10:02 PM
old_man   ფსიქიკური დაავადე...   Jan 9 2012, 10:11 PM
ანანდა   ფსიქიკური დაავადე...   Jan 10 2012, 01:19 PM
Atman   აი მაგალითად ავიღო...   Jan 9 2012, 10:22 PM
tikoroma   ანანდა მართლაც რთ...   Jan 10 2012, 05:47 PM
old_man   ანანდა ჰო ფსიქიატ...   Jan 10 2012, 07:06 PM
ანანდა   ანანდა ჰო ფსიქიატ...   Jan 11 2012, 12:38 PM
narilla   რაც შეეხება გაორებ...   Jul 12 2012, 01:05 PM
old_man   ანანდა საყურადღე...   Jan 11 2012, 10:40 PM
nibiru3013   თუმცა არსებობს გამ...   Jan 14 2012, 09:32 AM
I AM   ფსიქიკური დაავად...   Jan 14 2012, 10:23 AM
daliela   ჩაკეტილი წრეა რომლ...   Jan 18 2012, 08:59 PM
old_man   daliela შეგიძლია კონკრ...   Jan 18 2012, 09:36 PM
daliela   daliela შეგიძლია კონკრ...   Jan 19 2012, 12:37 AM
td.........   ჩვენი ერთი ახლობელ...   Jan 18 2012, 10:42 PM
old_man   daliela ეს დაახლოებით ...   Jan 19 2012, 12:19 PM
daliela   კი ბიბლიური სცენებ...   Jan 20 2012, 12:52 AM
old_man   შიზოფრენიაზე ვკით...   Feb 3 2012, 09:19 PM
Lashapoli   ოლდ ნახე აბა მგონი ...   Feb 12 2012, 09:31 PM
ანანდა   გამოგონილი მეგობა...   Apr 11 2012, 04:04 PM
narilla   ძალზე გამიგრძელდა ...   Jul 12 2012, 01:09 PM
tamriko_faso   ჩემ მეგობარს მამა ...   Jul 12 2012, 09:35 PM
td.........   tamriko_faso ბაბუას დაენა...   Jul 12 2012, 10:50 PM
tamriko_faso   გასაკვირი არა უბრა...   Jul 12 2012, 11:16 PM
earth   tamriko_faso ხშირად რჩები...   Jul 13 2012, 12:08 AM
tamriko_faso   ხო ასეა, ჩემი ბავშო...   Jul 13 2012, 10:43 AM
ანანდა   ხო ასეა, ჩემი ბავშო...   Jul 13 2012, 01:36 PM
tamriko_faso   ძალიან სწორედ გადმ...   Jul 13 2012, 02:02 PM
kate   tamriko_faso ძალიან ლამაზ...   Jul 13 2012, 06:41 PM
earth   tamriko_faso :bigarmhug: :kiss1: შენი ...   Jul 14 2012, 09:56 AM
tamriko_faso   ჯერ მინდა Dიდი მადლ...   Jul 15 2012, 07:28 PM
ანანდა   tamriko_faso მადლობა თბილ...   Jul 16 2012, 03:07 PM
tamriko_faso   ანანდა კიდევ ერთი ...   Jul 16 2012, 06:49 PM
ანანდა   ანანდა კიდევ ერთი ...   Jul 17 2012, 02:09 PM
earth   tamriko_faso საინტერესო ი...   Jul 16 2012, 08:23 PM
tamriko_faso   დავდე რამდენიმე, ე...   Jul 16 2012, 09:54 PM
tamriko_faso   დავდე რამდენიმე, ე...   Jul 16 2012, 09:54 PM
tamriko_faso   http://http://a1.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-s...   Jul 16 2012, 10:28 PM
tamriko_faso   არ ხსნის მგონი ნახ...   Jul 16 2012, 10:38 PM
tikoroma   tamriko_faso ძალიან ლამაზი...   Jul 17 2012, 12:17 AM
earth   tamriko_faso ულამაზესიაა)))...   Jul 17 2012, 07:42 AM
tamriko_faso   მადლობა earth- მოკლეთ ...   Jul 17 2012, 10:12 AM
tamriko_faso   მადლობა ანანდა, არ...   Jul 17 2012, 03:03 PM
ანანდა   მადლობა ანანდა, არ...   Jul 17 2012, 04:21 PM
tamriko_faso   არის ასთი ლიტერატუ...   Jul 17 2012, 06:46 PM
tamriko_faso   http://urakparaki.com/?m=4&ID=13247 დამ...   Jul 17 2012, 06:48 PM
ანანდა   http://urakparaki.com/?m=4&ID=13247 დამ...   Jul 18 2012, 11:32 AM
Legatus   tamriko_faso გაამჯობათ, ის...   Jul 18 2012, 10:25 PM
tamriko_faso   არ ვიცი, მე არ მინახ...   Jul 18 2012, 10:40 PM
kate   tamriko_faso ძალიან ლამაზ...   Jul 19 2012, 05:24 PM
tamriko_faso   რათქმაუნდა შეიძლე...   Jul 19 2012, 06:02 PM
tamriko_faso   http://a3.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc7/420...   Jul 19 2012, 06:10 PM
narilla   ფსიქიკური პრობლემ...   Jul 29 2012, 12:51 PM
earth   narilla შეგიძლია დაახ...   Jul 29 2012, 02:52 PM
narilla   შემიძლია... ხვლიკივ...   Jul 29 2012, 06:05 PM
earth   რა სახით მოახდინა ...   Jul 29 2012, 07:16 PM
narilla   ავხსნი უფრო დეტალუ...   Jul 29 2012, 08:01 PM
damiana   ავხსნი უფრო დეტალუ...   Aug 12 2012, 04:50 PM
narilla   ვახ, :JC_cupidgirl: პირიქი...   Aug 12 2012, 10:38 PM
earth   narilla კარგია რომ ყვე...   Jul 29 2012, 09:56 PM
narilla   [b]narilla კარგია რომ ყვ...   Jul 30 2012, 11:28 PM
Existence   damiana +   Aug 12 2012, 07:37 PM
narilla   ასევე, ერთ რამეს ავ...   Aug 13 2012, 01:10 AM
damiana   ასევე, ერთ რამეს ავ...   Aug 13 2012, 02:15 AM
narilla   ბიპოლარული აშლილო...   Nov 12 2012, 11:21 AM
narilla   ფსიქოლოგიური განვ...   Nov 12 2012, 11:37 AM
narilla   ფსიქოლოგიური განვ...   Nov 28 2012, 07:00 PM
anima mundi   რა "ანიმა", პლაგ...   Nov 12 2012, 02:03 PM
narilla   რა "ანიმა", პლაგ...   Nov 14 2012, 06:13 PM
old_man   ნაირილია ბიოპოლარ...   Nov 14 2012, 06:54 PM
narilla   ნაირილია ბიოპოლარ...   Nov 14 2012, 08:06 PM
Atm@n   რას წარმოადგენს მა...   Nov 14 2012, 07:07 PM
chemikerin   old_man სად აქ? :D :D   Nov 14 2012, 07:19 PM
tikoroma   Atm@n მე კი პირიქით :D   Nov 14 2012, 07:45 PM
kindatma   ვა რა საინტერესო ს...   Nov 29 2012, 07:35 PM
kindatma   ჩემი კლასელი გაგიჟ...   Nov 29 2012, 07:47 PM
Lashapoli   ჩემი კლასელი გაგიჟ...   Nov 30 2012, 09:32 AM
anima mundi   narilla კიდევ როცა წახ...   Nov 30 2012, 01:32 AM
narilla   narilla კიდევ როცა წახ...   Nov 30 2012, 01:15 PM
kindatma   :D   Nov 30 2012, 03:52 PM
anima mundi   ყველაზე დიდ ფსიკურ...   Nov 30 2012, 05:05 PM
narilla   anima ძალიან მინდა რო ...   Dec 1 2012, 03:14 PM
narilla   დღეს იყო მორიგი ტრ...   Dec 3 2012, 12:02 AM
kindatma   ააა ეე მარტო ქალებ...   Dec 3 2012, 12:49 AM
narilla   ააა ეე მარტო ქალებ...   Dec 3 2012, 07:27 PM
kindatma   ვა ვაა იმედია გაიხ...   Dec 3 2012, 11:05 PM
kindatma   სავარაუდოდ კაცს ნი...   Dec 3 2012, 11:05 PM
MinD   გამარჯობათ ეზოთერ...   Dec 12 2012, 04:36 PM
tikoroma   MinD კეთილი იყოს შენი...   Dec 12 2012, 05:04 PM
MinD   tikoroma რაც არ უნდა გამ...   Dec 12 2012, 06:24 PM
tikoroma   MinD მე რეალში არ მქო...   Dec 12 2012, 06:51 PM
MinD   tikoroma ამან ერთი მომე...   Dec 12 2012, 07:28 PM
tikoroma   MinD მეც ასე ვარ :D ძალ...   Dec 12 2012, 07:54 PM
MinD   ძალიან კარგი. წარმ...   Dec 12 2012, 09:01 PM
2 Pages V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 5th June 2024 - 03:00 PM