ფსიქიკური დაავადებები, ეზოთერულად და არა მარტო |
ფსიქიკური დაავადებები, ეზოთერულად და არა მარტო |
Jan 9 2012, 08:29 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,964 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მაინტერესებს ეზოთერული კუთხით ვის რა ინფორმაცია გაქვთ, როგორ იხსნება? რა არის თანდაყოლილი ფსიქიკური დაავადებებების მიზეზები?
საინტერესოა თქვენი პირადი აზრიც.. ასევე საინტერესო იქნება სხვადასხვა რელიგიები როგორ ხსნიან მათ (ოღონდ სამგვერდიან ქადაგებებს ნუ დააკოპირებთ რა, მცირე რეზიუმე დაწერეთ თქვენი სიტყვებით ) -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Dec 12 2012, 04:36 PM
Post
#2
|
|
RED soul Group: Members Posts: 148 Joined: 14-January 12 Member No.: 6,693 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობათ ეზოთერიკებო!
თითქმის ერთი წელი სრულდება რაც "მე თქვენთან ვარ", მაგრამ ჯერ ერთი პოსტიც არ დამიპოსტავს. მიჩნდებოდა კითხვები, მაგრამ თქვენი პოსტები ამომწურავად მპასუხობდნენ.(ახლა დაპოსტვის სურვილი იმან გამიჩნია კიდე, რომ ზეტს თურმე წაუშლია ისეთი მომხმარებლები, რომლებიც საერთოდ არ პოსტავდნენ... ხო და ახლა წაშლა მინდა მე? " ანანდა QUOTE ეს ”მეგობარი” - სხვადასხვა განმარტებებით განიხილება როგორც ”მფარველი ანგელოზი”, ”კეთილი სული” ამ თემაში იმიტომ ვპოსტავ, რომ მეც "მყავდა ბავშვობის მეგობარი". ეს დამეწყო შარშან, მას შემდეგ, რაც წავიკითხე რონ ჰაბარდის - "დიანეტიკა" (ეს წიგნი ცოტა უცნაურად "გავიცანი", რაზეც ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დავფიქრდი. არამგონია ეს აქ გამოგვადგეს ამიტომ გვერდს ავუვლი). როგორც თქვით ეს "ბავშვობის მეგობარი გვტოვებს" რაღაც დროის განმავლობაში. დაახლოებით მეც იგივე დამემართა. ჩვენი უწყვეტი "მეგობრობა", მხოლოდ 7-8 თვე გაგრძელდა. დღესაც მახსენებს თავს, ოღონდ ძალიან დიდი შუალედებით... იმ წიგნის წაკითხვის შემდეგ შემიბყრო აპათიამ იმ გარემოს მიმართ, სადაც მე ვიმყოფებოდი. მე მათთან ვიყავი მაგრამ ამავდროულად არც ვიყავი, რადგან სულ ჩაფიქრებული და მდუმარე ვიყავი. ჩემი აზრით ამ დუმილმა ჩემში რაღაც მიმალული უნარები გააღვიძა, რამაც სრულიად შემცვალა. მეგობრებისგან ვისმდენდი ათას შენიშვნას: "ასე ნუ აკეთებ; ისე ნუ აკეთებ; არ შეიძლება ასე, როგორც იქცევი". ბოლოს ისე მოხდა რომ ისინი ჩემთვის უინტერესო ადამიანებად იქცნენ. იმ პერიოდში თითქმის სულ ვლოცულობდი და ვმარხულობდი, რამაც ალბათ ის უნარი გამიღვიძა რასაც "ფიქრების წაკითხვა" ქვია. ოღონდ მას ვერ ვაკონტროლებდი. თავისით მეუფლებოდა რაღაც, რის შემდეგაც მე ეს გამომდიოდა... ერთი პერიოდი სულ მზეს ვუყურებდი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ვუყურებდი. ბუნებას ვუგდებდი ყურს, ვგრძნობდი თითოულ წამს. მერე პრახტის - "ოკულტიზმი" წავიკითხე, რამაც რაღაც გარკვეული დონით ამამაღლა და გამარკვია იმ მოვლენებში რაც ხდებოდა ჩემში... მერე თქვენ გიპოვეთ და აეწყო ცხოვრება . ჩემი აზრით შესაძლებელია ამ "ბავშვობის მეგობრის" მართვა (ჩართვა/გამორთვა). ეს ჩემი პირველი პოსტია. თან დღეს ოცდამეერთე საუკუნის მეთორმეტე წლის მეთორმეტე თვეა (12.12.12). მადლობა -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 05:29 AM |