სამყაროები, პლანეტები, სულიერი, ფიზიკური |
სამყაროები, პლანეტები, სულიერი, ფიზიკური |
Jan 27 2013, 09:48 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,964 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
როგორც ვატყობ თემები შემოგვაკლდა. გთავაზობთ მეტად საინტერესო თემატიკას. ამ თემაში ვისაუბროთ რა ტიპის სამყაროები არსებობს გალაქტიკებში. როგორია იქ ცხოვრება, როგორ წარმოგიდგენიათ იქ არსებობა, რა იცით, გახსოვთ თუ არა თქვენი არსებობა სხვა პლანეტებზე და ა.შ.
მცირე შესავალი. აღმოსავლური ეზოთერული სწავლებებით კოსმიური სამყარო ზოგადად შედგება ორი სამყაროსგან. მუდმივი - სულიერი, სადაც მხოლოდ აწმყო დრო არსებობს და მეორე ტიპის - მატერიალური, სადაც არის დუალობის პრინციპი. არის ტანჯვა, დაბადება, სიკვდილი. სადაც არის აწმყო წარსული და მომავალი დრო. სულიერი სამყარო უსასრულოა და შეადგენს კოსმოსის სამ მეოთხედს. ასეთი ტიპის პლანეტას კურირებს რომელიმე უმაღლესი არსება. მაგალითად, არსებობს ქრისტეს, ვიშნუს, ბუდას პლანეტა. ასეთი პლანეტებიდან მოდიან სულები კარმულ მატერიალურ სამყაროში. მატერიალური სამყარო შეადგენს კოსმოსის ერთ მეოთხედს. ასეთ სამყაროებში ყველა ცოცხალ არსებას აქვს ეთერული სხეული, ხოლო უფრო დაბალ პლანეტებზე როგორც დედამიწაა, ასევე აქვთ უხეში მატერიალური ფიზიკური სხეულიც როგორც ჩვენ. სული მოგზაურობს ერთი სამყაროდან მეორეში, სიცოცხლის ერთი ფორმიდან მეორეში. ყოველ მატერიალურ სამყაროსა აქვს კვერცხის ფორმა, თავისი ბიოველი, ერთი მზე და ერთი მთავრე. ჩვენი პლანეტის გარდა არსებობს უამრავი მატერიალური პლანეტა. ყველაზე უმაღლესია 14-ე დონე ბრაჰმა-ლოკა, სადაც ყველაზე კარგი პირობებია არსებობისთვის. სიცოცხლის ხანგრძლივობაც გაცილებით მეტია. ჩვენი პლანეტარული სისტემა არის შუაში მე-7 დონეზე. ქვედა დონის პლანეტებზე მცხოვრებლებს აქვთ ეთერული და ასტრალური სხეულები. ეს არის ე.წ. "ჯოჯოხეთური პლანეტები", სადაც სულები იტანჯებიან. მარა ეს მათი ბრალია, მათი სულიერი მდგომარეობის მიხედვით ხვდებიან იქ. ანუ მათი ვიბრაცია ავტომატურად იქით მიიზიდავს. ეთიკურად სუფთა ადამიანები ზედა პლანეტებისკენ მიიზიდებიან. არსებობს ასევე დედამიწის პარალელური სამყარო, რომელშიც სულები პლაზმურ მდგომარეობაშ ცხოვრობენ. სხვადასხვა რელიგიაში მიმოფანტულია ასეთი ტიპის სამყაროების აღწერა. მათზე ყურადღება ნაკლებად მახვილდება. მაგალითად, ბუდიზმის თეორია სამყაროს 31 იერარქიულად ორგანიზებულ დონედ ჰყოფს. ინდუიზმშიც აღწერილია სამყაროების ასეთივე სტრუქტურა "მაჰაბჰარატაში". (იმედია ატმანი ამ საკითხში გაგვარკვევს). ძველი იუდაიზმშიც აღწერილია სამყაროები, რომლებიც ერთმანეთში ეწყობა მატრიოშკების პრინციპით. -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Jan 29 2013, 03:06 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
http://think-aboutit.com/aliens/alientype.htm რამდენნი არიან, ამას რა დაიმახსოვრებს
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 5th June 2024 - 11:52 AM |