კაჰუნების საიდუმლო ცოდნა |
კაჰუნების საიდუმლო ცოდნა |
Feb 7 2013, 09:40 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,579 Joined: 5-June 12 Member No.: 6,820 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ ბოლო დროს შეხება მქონდა ჰავაელი შამანების - კაჰუნების სიბრძნესთან და მომინდა თქვენც გაგიზიაროთ...
ჰუნა (კაჰუნების სწავლება, კაჰუნები – საიდუმლოს მცველები) (ჩრდილოეთ ამერიკა, ძველი ეგვიპტე, ჩრდილოეთ აფრიკა (ბერბერები), ინდოეთი, პოლინეზიის კუნძულები, ჰავაი) "ცოტა თუ დაეჭვდება იმაში, რომ თანამედროვე მსოფლიო გადამწყვეტი გარდატეხის და სიცოცხლის სისავსის მოპოვების წინაშე დგას. ცვლილებებისკენ სწრაფვა პლანეტისა და კაცობრიობისთვის სასიკეთოდ და არა მათ წინააღმდეგ ან მხოლოდ საკუთარი თავისთვის, სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იპყრობს." ამ სიტყვებით იწყებს თავის წიგნს "ჰავაელი ექიმბაშები: მკურნალობის საიდუმლოებანი" სუზანა ვიგელი, წიგნს, რომელიც დაწვრილებით გადმოსცემს კაჰუნების ცოდნის არსს და პრაქტიკულ მეთოდებს. სახელწოდება "ჰავაი" კაჰუნების გადმოცემით ნიშნავს მიწის ნაგლეჯს საუკუნეების განმავლობაში სიცოცხლის სუნთქვის შესახებ ცოდნის შენარჩუნებისათვის. უძველესი ლეგენდების თანახმად ამჟამინდელი კუნძულები ესაა მთის მწვერვალები ხმელეთის იმ იდუმალი ჩაძირული ნაწილისა, რომელსაც ერქვა ლემურია და რომელსაც მუს ქვეყანასაც ეძახიან. ზოგიერთი ამ მიწას იმ კაცობრიობის აკვანსაც ეძახის, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. ამ ლეგენდების თანახმად ლემურიის ჩაძირვისას მოხდა რაღაც ხალხის გადასახლებისმაგვარი და მრავალმა მისმა ბინადარმა გაიარა გზა ამერიკის კონტინენტისა და ევროპასა და ამერიკას შორის მოქცეული ატლანტიდის გავლით, საიდანაც, როგორც ფიქრობენ, უძველესი ცოდნა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. "კა" ნიშნავს "ოსტატს" (мастер), ხოლო "ჰუნა" ნიშნავს "საიდუმლოს", ან "დაფარულ ცოდნას". სავარაუდოდ, კაჰუნა – ესაა მასწავლებელი, რომელიც ეყრდნობა დაფარულ ცოდნას ან განდობილია ამ ცოდნაში. არის მოსაზრება, რომ ამ კუნძულის მცხოვრებლები როგორღაც იყვნენ დაკავშირებულნი უძველეს ეგვიპტელებთან და კოლუმბამდელ ინდიელ ხალხთან ჩრდილოეთ ამერიკაში – ანაზიელებთან და ჰოპებთან, რადგანაც საოცრად ბევრი მსგავსებაა მათ საიდუმლო ცოდნასა და რიტუალებში, საუკუნეების მანძილზე შენახულ სიბრძნესა და წეს-ჩვეულებებში. აფრიკელი ბერბერები რომლებიც ატლასის მთებში ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ აფრიკაში, მაგიაში იმავე სიტყვებს იყენებენ, რომლებსაც ჰავაელი კაჰუნები, თუ რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ განსხვავებას წარმოთქმაში. ჰავაური სიტყვა კაჰუნა ბერბერებში ჟღერს როგორც გუაჰუნა, ხოლო ჰავაური გამოთქმა, რომელიც აღნიშნავს ქალ-კაჰუნას ანუ კაჰუნა ვაჰინის, ჟღერს როგორც გუაჰინი. სიტყვა, რომელიც ღმერთს აღნიშნავს, ორივე ენაში თითქმის ერთაირად ჟღერს: აკუა და ატუა, ისევე როგორც სხვა მრავალი გამოთქმა. ბერბერების გადმოცემის თანახმად უხსოვარ დროს დიდ უდაბნო საჰარაში, იმ დროს მწვანე, წყლით უხვ და ნაყოფიერ ადგილას კაჰუნების თორმეტი ტომი ცხოვრობდა. დროთა განმავლობაში მდინარეები დაშრა და ეს ტომები ნილოსის ველებზე გადასახლდნენ. იქ, იყენებდნენ მაგიას, რომლითაც კლდის ქვებს ამუშავებდნენ, მშენებლობის ადგილზე გადაჰქონდათ და გიგანტურ პირამიდებს აშენებდნენ. იმ დროს ეს ხალხი მართავდა ეგვიპტეს და სხვა ხალხებზე თავიანთი მაგიის წყალობით მოიპოვეს უპირატესობა. მათ წინასწარ იწინასწარმეტყველეს, რომ მომავალში დადგებოდა საყოველთაო ინტელექტუალური დაბნელების პერიოდი და მათი საიდუმლო ცოდნა დავიწყებას მიეცემოდა. იმისთვის, რომ ეს ძვირფასი განძი შეენახათ მომავალი თაობებისთვის, ეს თორმეტი ტომი რაიმე განცალკევებული ქვეყნის საძებნელად დაიძრა, სადაც გადაიტანდნენ და შეინახავდნენ საიდუმლოს (ჰუნას), სანამ დრო იმდენად არ შეიცვლებოდა, რომ მსოფლიოსთვის მისი დაბრუნება გახდებოდა შესაძლებელი. შორ მანძილზე ხედვის პარაფსიქოლოგიური უნარის მეშვეობით მსოფლიო ოკეანეში ნაპოვნი იქნა უკაცრიელი კუნძული, რომელიც მათ ჩასვლას ელოდებოდა. თერთმეტმა ტომმა წითელი ზღვიდან დინების მეშვეობით გადაცურა და შემდეგ აფრიკისა და ინდოეთის სანაპიროს გავლით წყნარ ოკეანეს მიაღწია. მრავალი წელი გავიდა და მათგან ცნობა არ მოდიოდა, ყოველ შემთხვევაში დარჩენილი მეთორმეტე ტომისთვის. ეს ტომი გაურკვეველი მიზეზების გამო ჩრდილოეთით გადასახლდა ატლასის მთებში. ზუსტად ასეთივე ისტორიას ჰყვებიან ჰავაიზე მცხოვრები კაჰუნებიც. თაობიდან თაობამდე გადაცემული ცოდნა რომ შეენარჩუნებინათ, კაჰუნები დღესაც კი ირჩევენ მოსწავლეებს და ასწავლიან არანაკლებ ოცი წლის განმავლობაში. ყოველ კაჰუნს მხოლოდ ერთი მოსწავლე ჰყავს. როგორც წესი ეს ადამიანი გაცილებით უფრო ახალგაზრდაა მასზე და ავლენს უნარს – შეინახოს და მოუფრთხილდეს ძველ სიბრძნეს ისე, რომ საკუთარი ინტერესებისთვის ბოროტად არ გამოიყენოს იგი. ისინი სწავლობენ დაკვირვებას, იმახვილებენ სმენას და ითვისებდნენ მათ გარშემო სიცოცხლის აღქმას. მოსწავლეებს არასოდეს კიცხავდნენ ან აკრიტიკებდნენ! სამაგიეროდ ხშირად ეუბნებოდნენ გამამხნევებელ სიტყვებს: "ასე განაგრძე!", "კიდევ უფრო ღრმად შეისწავლე!", "უსმინე ბუნებას!" ისინი სწავლობდნენ ზღვასთან, ხეებთან, მცენარეებთან, ქვებთან საუბარს და თავიანთი არსების ისე გახსნას, რომ მათიპასუხებიც გაეგოთ. ყველაფერი მათ გარშემო სიცოცხლის სუნთქვითაა სავსე, და თავად ისინი არიან – სიცოცხლის სუნთქვის ნაწილნი. -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
|
|
|
Feb 8 2013, 06:39 AM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,579 Joined: 5-June 12 Member No.: 6,820 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კანე, უმაღლესი "მე"
ცნობიერების იმ დონეზე, რომელიც ადამიანზე მაღლა იმყოფება, არსებობს რაღაც (ვიღაც) რასაც ამჟამად ჩვენი გონების ზე-ცნობიერ ნაწილს დავარქმევდით. კაჰუნები მას აუმაკუას უწოდებენ, რაც ითარგმნება როგორც "უფროსი, მშობლიური, ნდობის სრულად ღირსი სული". უმაღლესი სული, ანუ უმაღლესი "მე" – ზე-ცნობიერი, რომელიც თავისუფლადაა დაკავშირებული დაბალ და საშუალო "მე"-სთან. ასრულებს ზე-"მე"-ს ანუ მფარველი მშობლის ფუნქციებს. იმდენად, რამდენადაც სიყტვა "მშობელი" მოიცავს დედასაც და მამასაც, ითვლებოდა, რომ აუმაკუა წარმოადგენს როგორც მამაკაცურ, ასევე ქალურ სულს, და ქმნის განუყოფელ წეევილს, ანუ "ასექსუალურია" და ორივე სქესის პოტენციალს მოიცავს. ყველა ლოცვა და რიტუალი ამ "ორმაგი" სულისადმი იყო მიძღვნილი. რადგანაც ითვლებოდა, რომ იგი ყოველი ჩვენგანის პიროვნების ნაწილია – მშობლიურ სულს კი არ ეთაყვანებოდნენ და პატივს კი არ სცემდნენ, არამედ უყვარდათ. მისთვის არ მოჰქონდათ არანაირი მსხვერპლი, არ მოისყიდიდნენ ხოლმე არანაირი საჩუქრით, ის კი არ აძლევდა არანაირ ბრძანებებს ორ თავის დაბალ "მე"-ს. ურთიერთობა ემყარებოდა ორმხრივ სიყვარულს და ნდობას – ისევე როგორც ურთიერთობა ბავშვებსა და მშობლებს შორის. მშობლიური სულის იგივე ცნებას კაჰუნები აღნიშნავენ სხვა სახელით, რომელიც ჟღერს როგორც კანე. კანე, უმაღლესი "მე" – წმინდა სულიერი არსების ფესვია, ჩვენი "ღვთაებრივი ნაპერწკალია". ეს ჩვენი ის ნაწილია, ჩვენი ის სულიერი ყოფიერებაა, რომელიც ყოველთვის იყო და მარადიულად იქნება. ეს სწორედ ის სინათლეა ყოველ დაბადებულში, რომელსაც ახსენებს იოანე ახალ აღთქმაში. შეუდარებელი გრძნობა მოდის იმის აღმოჩენასთან ერთად, რომ უმაღლესი "მე" (კანე) მართლაც არსებობს. კიდევ უფრო მშვენიერია შეგრძნება, რომ მასთან საუბარი შეგვიძლია, ასევე შეგვიძლია ვთხოვოთ რაიმე და ვითანამშრომლოთ მასთან. ჩვენ არანაირად არ ვართ მარტოსულები – უმაღლესი "მე" მუდმივად გვაკავშირებს მარადიულთან, წარგვმართავს რა სულის სამყაროში, უფრო ზუსტად კი გამოუთქმელში. ყველა ადამიანის უმაღლესი "მე" ქმნის ერთგვარ კანეს ერთობლიობას, რომელსაც კაჰუნები ლოა აუმაკუას, "აუმაკუას უდიდეს ერთობლიობას" უწოდებენ. მათ სიყვარული აერთიანებს. ამიტომ ერთი ადამიანის კანეს შეუძლია მიაღწიოს მეორე ადამიანისას, რათა გაუგზავნოს მანა, ანუ ენერგია და დახმარება მიმართოს მისკენ. კანეს აქვს მაღალი მოთხოვნილებები, რომლებიც დაკმაყოფილებას საჭიროებენ. კანე ისწრაფვის სიბრძნისკენ, იუმორისკენ, სამართლიანობისკენ, სიმართლისკენ, სილამაზისკენ. კანე ცვლის ჩვენს მომავალს და გვატარებს ცნობიერების საფეხურებზე, თავის უფრო და უფრო მაღალ შრეებში. კანე არასოდეს პირდაპირ არ ერევა ჩვენს განცდებში, თუ არ ჩავთვლით უკიდურეს შემთხვევებს (მფარველი ანგელოზის ასპექტი). კანეს მთავარი ინსტრუმენტი – სასიცოცხლო ძალის მაღალი ვიბრაცია: მანა-ლოა (ნიშნავს უმაღლესი დონის ძალას), ენერგია, რომელსაც ამოუწურავი კოსმოსიდან ვღებულობთ და მუდმივი კავშირი გვაქვს მასთან. ამგვარად, კანე – ამოუწურავი წყაროს ასპექტია, შემოქმედის ზღვარი. იგი ასრულებს ყველა ჩვენს თხოვნას და ლოცვას, თუკი ესენი კარგად შეესაბამება ჩვენი ცხოვრების შინაგან ჩანაფიქრს. ადამიანი, რომელმაც აღადგინა კავშირი კანესთან, უკვე აღარასოდეს გრძნობს თავს მარტოდ და მიტოვებულად. კანედან ვიღებთ ასევე ინტუიციას. სიტყვა "წინასწარმეტყველი" კაჰუნების ენაზე ჟღერს როგორც კაულა. ეს სიტყვა პირველ რიგში ნინავს თოკს, ძაფს ან სიმს. თუკი გავეცნობით კაჰუნების შეხედულებას, რომლის მიხედვითაც წინასწარმეტყველი მომავალთან დაკავშირებულ ინფორმაციას უმაღლესი "მე"-სგან ნატიფი ძაფით დაკავშირების შედეგად იღებს, ასეთი ინტერპრეტაცია სრულიად გასაგები გახდება ჩვენთვის. მარცვალ "კა"-ს გააჩნია ერთიდან მეორე ადგილზე გადაადგილების მნიშვნელობა – როგორც ნატიფი ძაფია გაჭიმული. მარცვალი "კაუ" ნიშნავს "რაიმეს მაღლა დადებას (წარმართვას)" – ასე წარვმართავთ ჩვენს ლოცვებს და თხოვნებს მომავლისთვის უმაღლესი "მე"-ს ნატიფი სხეულისაკენ. მარცვალი "ლა" ავსებს ამ სურათს დ აიმ განმანათლებელი ცოდნის გარკვეული სახის სიმბოლოა, რომელიც ჩვენზე მხოლოდ უმაღლესი "მე"-სგან გადმოდის. აუმაკუა, ანუ უმაღლესი "მე" – ეს მხოლოდ ერთ-ერთი ტერმინია სამიდან, რომელიც ცნობიერების ამ სახეს აღნიშნავს. ორი დანარჩენია – აკუა-პოჰო, ანუ "ღმერთი, რომელიც ადამიანებთან ცხოვრობს", და ასევე აკუა-ულუ, ანუ "ღმერთი, რომელიც მომავლის მხილველ წინასწარმეტყველებს შთააგონებს". -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 24th May 2024 - 09:53 AM |