ძველი აღთქმის ღმერთ(ებ)ი |
ძველი აღთქმის ღმერთ(ებ)ი |
Feb 13 2013, 10:12 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს თემა ეხება იმ მოვლენებს რომელიც ძველ აღთქმაში ვითარდებოდა. კერძოდ ღმერთად წოდებულ სუიექტებზე, რომლეთა კარნახითაც ხორცილდებოდა ესე თუ ის ქმედება.
დღეს-დღეისობით გავრცელებული რწმენით ის ვინც ძველ აღთქმაში იწოდება ღმერთად არის სწორეს ის ვინც შექმა ყველაფერი რაც კი არსებობს და ნუ მოკლედ ყველაფერი რა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.. ჩემი აზრით კი ბევრი ვისაც ამის სჯერა, კაკ მინიმუმ წაკითხულიც არ აქვთ რა წერია მანდ, ხოდა დავდებ გარკვეულ ფრაგმენტებს და განვიხილოთ თU რა მოვლენასთან შეიძლება გვქონდეს საქმე პ.ს. ეს არ არის რელიგიურ განხილვების თემა და ყოველი მცდელობა რო გადავიდეს მაგ მხრივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი პოსტებიც წაშლილი და ტყუილად არ შეიწუხოთ თავი.. იმსჯელეთ მხოლოდ არსებული ფაქტებით და არა რწმენაზე, რომელიც ინდივიდუალური მოვლენაა და არ ნიშნავს ობიექტურ რეალობას -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Feb 15 2013, 01:35 AM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td......... ხორცის ჭამის ნება ნოეს დართო წარღვნის შემდეგ
ციტატა 1. აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა. 2. თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე, და ზღვის ყველა თევზს. თქვენს ხელთ არიან ისინი. 3.ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს. უფალმა წარღვნით დასაჯა კაცობრიობა იმიტომ, რომ 'ღვთისშვილებთან' ჰქონდათ კავშირი და ვინ იყვნენ ეს ღვთისშვილები და მათი ჩამომავალი ბუმბერაზები, ასე რომ აღაშფოთა უფალი, საინტერესოა, გენი ეცვლებოდათ ამით ადამიანებს თუ სხვა პრობლემა იყო? 1. როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, 2. დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. 3. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. 4. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი. 5. დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა. 6. ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა. 7. თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 8th June 2024 - 11:27 AM |