კაჰუნების საიდუმლო ცოდნა |
კაჰუნების საიდუმლო ცოდნა |
Feb 7 2013, 09:40 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,579 Joined: 5-June 12 Member No.: 6,820 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ ბოლო დროს შეხება მქონდა ჰავაელი შამანების - კაჰუნების სიბრძნესთან და მომინდა თქვენც გაგიზიაროთ...
ჰუნა (კაჰუნების სწავლება, კაჰუნები – საიდუმლოს მცველები) (ჩრდილოეთ ამერიკა, ძველი ეგვიპტე, ჩრდილოეთ აფრიკა (ბერბერები), ინდოეთი, პოლინეზიის კუნძულები, ჰავაი) "ცოტა თუ დაეჭვდება იმაში, რომ თანამედროვე მსოფლიო გადამწყვეტი გარდატეხის და სიცოცხლის სისავსის მოპოვების წინაშე დგას. ცვლილებებისკენ სწრაფვა პლანეტისა და კაცობრიობისთვის სასიკეთოდ და არა მათ წინააღმდეგ ან მხოლოდ საკუთარი თავისთვის, სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იპყრობს." ამ სიტყვებით იწყებს თავის წიგნს "ჰავაელი ექიმბაშები: მკურნალობის საიდუმლოებანი" სუზანა ვიგელი, წიგნს, რომელიც დაწვრილებით გადმოსცემს კაჰუნების ცოდნის არსს და პრაქტიკულ მეთოდებს. სახელწოდება "ჰავაი" კაჰუნების გადმოცემით ნიშნავს მიწის ნაგლეჯს საუკუნეების განმავლობაში სიცოცხლის სუნთქვის შესახებ ცოდნის შენარჩუნებისათვის. უძველესი ლეგენდების თანახმად ამჟამინდელი კუნძულები ესაა მთის მწვერვალები ხმელეთის იმ იდუმალი ჩაძირული ნაწილისა, რომელსაც ერქვა ლემურია და რომელსაც მუს ქვეყანასაც ეძახიან. ზოგიერთი ამ მიწას იმ კაცობრიობის აკვანსაც ეძახის, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. ამ ლეგენდების თანახმად ლემურიის ჩაძირვისას მოხდა რაღაც ხალხის გადასახლებისმაგვარი და მრავალმა მისმა ბინადარმა გაიარა გზა ამერიკის კონტინენტისა და ევროპასა და ამერიკას შორის მოქცეული ატლანტიდის გავლით, საიდანაც, როგორც ფიქრობენ, უძველესი ცოდნა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. "კა" ნიშნავს "ოსტატს" (мастер), ხოლო "ჰუნა" ნიშნავს "საიდუმლოს", ან "დაფარულ ცოდნას". სავარაუდოდ, კაჰუნა – ესაა მასწავლებელი, რომელიც ეყრდნობა დაფარულ ცოდნას ან განდობილია ამ ცოდნაში. არის მოსაზრება, რომ ამ კუნძულის მცხოვრებლები როგორღაც იყვნენ დაკავშირებულნი უძველეს ეგვიპტელებთან და კოლუმბამდელ ინდიელ ხალხთან ჩრდილოეთ ამერიკაში – ანაზიელებთან და ჰოპებთან, რადგანაც საოცრად ბევრი მსგავსებაა მათ საიდუმლო ცოდნასა და რიტუალებში, საუკუნეების მანძილზე შენახულ სიბრძნესა და წეს-ჩვეულებებში. აფრიკელი ბერბერები რომლებიც ატლასის მთებში ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ აფრიკაში, მაგიაში იმავე სიტყვებს იყენებენ, რომლებსაც ჰავაელი კაჰუნები, თუ რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ განსხვავებას წარმოთქმაში. ჰავაური სიტყვა კაჰუნა ბერბერებში ჟღერს როგორც გუაჰუნა, ხოლო ჰავაური გამოთქმა, რომელიც აღნიშნავს ქალ-კაჰუნას ანუ კაჰუნა ვაჰინის, ჟღერს როგორც გუაჰინი. სიტყვა, რომელიც ღმერთს აღნიშნავს, ორივე ენაში თითქმის ერთაირად ჟღერს: აკუა და ატუა, ისევე როგორც სხვა მრავალი გამოთქმა. ბერბერების გადმოცემის თანახმად უხსოვარ დროს დიდ უდაბნო საჰარაში, იმ დროს მწვანე, წყლით უხვ და ნაყოფიერ ადგილას კაჰუნების თორმეტი ტომი ცხოვრობდა. დროთა განმავლობაში მდინარეები დაშრა და ეს ტომები ნილოსის ველებზე გადასახლდნენ. იქ, იყენებდნენ მაგიას, რომლითაც კლდის ქვებს ამუშავებდნენ, მშენებლობის ადგილზე გადაჰქონდათ და გიგანტურ პირამიდებს აშენებდნენ. იმ დროს ეს ხალხი მართავდა ეგვიპტეს და სხვა ხალხებზე თავიანთი მაგიის წყალობით მოიპოვეს უპირატესობა. მათ წინასწარ იწინასწარმეტყველეს, რომ მომავალში დადგებოდა საყოველთაო ინტელექტუალური დაბნელების პერიოდი და მათი საიდუმლო ცოდნა დავიწყებას მიეცემოდა. იმისთვის, რომ ეს ძვირფასი განძი შეენახათ მომავალი თაობებისთვის, ეს თორმეტი ტომი რაიმე განცალკევებული ქვეყნის საძებნელად დაიძრა, სადაც გადაიტანდნენ და შეინახავდნენ საიდუმლოს (ჰუნას), სანამ დრო იმდენად არ შეიცვლებოდა, რომ მსოფლიოსთვის მისი დაბრუნება გახდებოდა შესაძლებელი. შორ მანძილზე ხედვის პარაფსიქოლოგიური უნარის მეშვეობით მსოფლიო ოკეანეში ნაპოვნი იქნა უკაცრიელი კუნძული, რომელიც მათ ჩასვლას ელოდებოდა. თერთმეტმა ტომმა წითელი ზღვიდან დინების მეშვეობით გადაცურა და შემდეგ აფრიკისა და ინდოეთის სანაპიროს გავლით წყნარ ოკეანეს მიაღწია. მრავალი წელი გავიდა და მათგან ცნობა არ მოდიოდა, ყოველ შემთხვევაში დარჩენილი მეთორმეტე ტომისთვის. ეს ტომი გაურკვეველი მიზეზების გამო ჩრდილოეთით გადასახლდა ატლასის მთებში. ზუსტად ასეთივე ისტორიას ჰყვებიან ჰავაიზე მცხოვრები კაჰუნებიც. თაობიდან თაობამდე გადაცემული ცოდნა რომ შეენარჩუნებინათ, კაჰუნები დღესაც კი ირჩევენ მოსწავლეებს და ასწავლიან არანაკლებ ოცი წლის განმავლობაში. ყოველ კაჰუნს მხოლოდ ერთი მოსწავლე ჰყავს. როგორც წესი ეს ადამიანი გაცილებით უფრო ახალგაზრდაა მასზე და ავლენს უნარს – შეინახოს და მოუფრთხილდეს ძველ სიბრძნეს ისე, რომ საკუთარი ინტერესებისთვის ბოროტად არ გამოიყენოს იგი. ისინი სწავლობენ დაკვირვებას, იმახვილებენ სმენას და ითვისებდნენ მათ გარშემო სიცოცხლის აღქმას. მოსწავლეებს არასოდეს კიცხავდნენ ან აკრიტიკებდნენ! სამაგიეროდ ხშირად ეუბნებოდნენ გამამხნევებელ სიტყვებს: "ასე განაგრძე!", "კიდევ უფრო ღრმად შეისწავლე!", "უსმინე ბუნებას!" ისინი სწავლობდნენ ზღვასთან, ხეებთან, მცენარეებთან, ქვებთან საუბარს და თავიანთი არსების ისე გახსნას, რომ მათიპასუხებიც გაეგოთ. ყველაფერი მათ გარშემო სიცოცხლის სუნთქვითაა სავსე, და თავად ისინი არიან – სიცოცხლის სუნთქვის ნაწილნი. -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
|
|
|
Feb 17 2013, 10:35 AM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,579 Joined: 5-June 12 Member No.: 6,820 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ცნობიერების სულის ნატიფი სხეული ნაკლებად "ხშირია", ვიდრე არაცნობიერის. მას შეუძლია გაატაროს დაბალი ვიბრაციის სასიცოცხლო ენერგია, მაგრამ აუცილებელი არაა ამას აკეთებდეს. ამასთან იგი გვევლნება საშუალო ვიბრაციის გამტარად, ანუ იმ ენერგიეს, რომელსაც გონების ეს ფორმა იყენებს. იგი ქმნის სულიერ სხეულს და ამ სხეულში – მოჩვენებითი (ნატიფი) სხეულის სახით – განაგრძობს ფუნქციონირებას ადამიანის სიკვდილის შემდეგ.
ადამიანის ზე-ცნობიერის ნატიფი სხეული. სავარაუდოდ ზე-ცნობიერი ამ უჩინარ და ნატიფ სხეულში მთელი დროის განმავლობაში იმყოფება. იგი იშვიათად შედის უშუალო კონტაქტში თავის ფიზიკურ სხეულთან. თუე ს ხდება, მაშინ მთლიანად იცვლება ფიზიკური სხეულის შემადგენელი მატერიის სტრუქტურა. სხეულის უჯრედები, აკა-თოკების მიერ მიწოდებული ცნობიერების ენერგიეს შედეგად, უნარს იძენენ, რომ თავის თავში გაატარონ უმაღლესი "მე"-ს სინათლე და ხილული გახადონ ეს სინათლე, რითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ უმაღლესი "მე" ანუ ზეცნობიერი მართლაც არსებობს. ხოლო ის, რომ ეს უკანასკნელი ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე შეუცნობელი რჩება, თავად ადამიანის არჩევანს წარმოადგენს. როგორც ამაზე დონ ხუანი ამბობდა: "ისინი ცხოვრობდნენ როგორც ინდიელები და მოკვდნენ როგორც ინდიელები, და მაინც ვერ გაიგეს, რომ ადამიანები იყვნენ." და ამ თავის დასასრულს წავიკითხოთ კიდევ ერთი მონაკვეთი შუსანა ვიგელის წიგნიდან: "რას ამბობს ის, ვინც ამბობს "გამოუთქმელს". "მე ვარ ყოველივე არსებულის საწყისი. მე ვარ ყოველი სიცოცხლის წყარო. ჩემი მეშვეობით ღებულობს ყოველი ცოცხალი თავის სახეს. ადამიანებმა "სიყვარული" ან "სინათლე" მიწოდეს. მაგრამ ადამიანებმა არ უწყიან სიყვარულის და სინათლის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. მე – ყველაზე წმინდა ვარყ ველა ენერგიას შორის. მე არ განვიკითხავ და არ განვსჯი. ჩემი ერთადერთი მისწრაფებაა – სიყვარულშI გამოვავლინო ჩემი არსობა. ყველაფერი ჩემს მიერ შექმნილი – ესაა ერთგვარი გზა, რომ გაგეხსნათ ჩემს წმინდა არსებობაში. სულ თავიდან ჩემი ქმნილება ყველაზე მჭიდროდ იყო ჩემთან დაკავშირებული. ის იყო ისეთივე მარადიული, როგორც მე. მე თავისუფლად მივედინებოდი ყოველ ატომში, ენერგიად. სიკვდილი – არაა ჩემი ქმნილება. თქვენ რომ მისცეთ ნება ენერგიას და სიყვარულს თქვენში იდინოს, როგორც თავიდან, თქვენ მარადიული არსებები გახდებოდით და კვლავ წარმოშობდით სიყვარულს და სინათლეს. თქვენ თვითონ გახდებოდით შემოქმედნი და მარადიულად იქნებოდით ღმერთთან განუყრელობის ერთიანობაში. თუკი ეს გინდათ, მაშინ თქვენთვის მნიშვნელოვანია განთავისუფლდეთ ყველა სიფრთხილისგან, შიშისგან და დარდისგან, რათა თქვენმა სხეულებმა შეძლონ დასვენება და კვლავ მოიპოვონ კავშირი ჩემს ენერგიასთან, რომელსაც თქვენს თავში ყველა დროის დასაწყისიდან ატარებთ. იესო მოევლინა ადამიანებს, რათა გაეფანტა ცრუ აზრები და შიშები, და ეჩვენებინა, რომ სიკვდილის გადალახვა შესაძლებელია. იგი ცდილობდა სხვა რწმენა მოეცა თქვენთვის. მაგრამ თქვენ ვერ შეძელით მისი გაგება, რამეთუ ის, რისიც გჯერათ, განგაშორებთ თქვენი საკუთარი გულებისგან: არადა მხოლოდ გულით შეიძლება მოსმენა! მე შევქმენი მხოლოდ ერთი კანონი: მიზეზის და შედეგის საყოველთაო კანონი. მისი პრაქტიკული აზრი იმაშია, რომ თუკი ცოცხალია თქვენი სიყვარული და სიყვარულის ენერგიას თავისუფლად დინების ნებას აძლევთ, თქვენ გახდებით უფრო ძლიერნი, განსაკუთრებულნი და სიხარულით აღსავსენი – ჩემთან ერთობაში. მაშინ ყველაფერი საწყის ჰარმონიას დაუბრუნდება. თქვენ შეძლებდით კვლავ მიგეღწიათ იმ ენერგიისთვის, რომელიც თქვენშია დაფარული, და მისით გეცხოვრათ. მაშ, დაუბრუნდით ჩემს წიაღს, იყავით და დარჩით ჩემთან ერთიანნი, როგორც დროის დასაწყისში იყო. ესაა თქვენი არჩევანი!" ამ სიტყვებით დაარიგა სუსანა ვიგელი ერთმა გამოცდილმა შამანმა-კაჰუნამ ჰავაის კუნძულიდან Mოლოკაი, თხოვნის საპასუხოდ, რომ თავისი წიგნის პროლოგად გამოეყენებინა ისინი. ამასთან ერთად მან მიუთითა ყველა შესაძლო გზა ცოცხალი უკუკავშირისა "გამოუთქმელთან". კუნძული მოლოკაი ამ სტატიას მოვრჩი. კიდევ მაქვს რაღაც "ტრეინინგისმაგვარი" კაჰუნების ენერგეტიკულ კანონებთან დაკავშირებით. თუ არ დამეზარა ვთარგმნი. -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 24th May 2024 - 12:47 PM |