IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ადამიანის პოტენციალი, ქვის ხანიდან მთვარეზე გაფ
ichi
post May 22 2018, 07:32 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როდესაც ადამიანის განვითარებას აკვირდები ხვდები, რომ ზღვარი თითქოს არ არსებობს, ანუ თითოეული გამოგონება ჯაჭვივით მოქმედებს სხვა სფეროებზე და ადამიანი წინ მიდის.
უკვე ელექტრო მანქანებიც შემოვიდა თბილისში.
მაშინ როცა რამოდენიმე ათეული წლის წინ კომპიუტერი იყო მაცივრის ხელა, დღეს იმავე ფუნქციას ასრულებს ტელეფონი, რომელიც ჯიბეში გვეტევა.
აქ უნდა დაისვას კითხვა სადამდე წავა ადამიანი? არსებობს ზღვარი? წარმოიდგინეთ 500 წლის შემდეგ სამყარო. ალბათ მაშინაც მოხდება გამოგონებები, ხოდა მე ვფიქრობ ადამიანის ინტელექტს-ცნობიერებას ზღვარი არ აქვს. ე.ი. ის რაც დღეს ფანტასტიკაა, მაგალითად პორტალი 200 წლის შემდეგ შეიძლება რეალობად იქცეს, ეს ფაქტია. ისევე როგორც ტელევიზორს ვერ წარმოიდგენდა ადამიანი 400 წლის წინ და ტელეფონზე და ვეტფრენზე საუბარი ზედმეტია.

სამყარო შეიცავს ამ სასწაულებს და ჩვენ ადამიანები ვერ ვხედავთ ჯერ-ჯერობით. მე მგონია მისი პოტენციალი ამოუწურავია.
რას ფიქრობთ არსებობს ზღვარი? როგორ წარმოგიდგენიათ 500 წლის შემდეგ ადამიანი?
ხელოვნური ინტელექტი უკვე სამუშაო ადგილებს ართმევს თანამედროვე ადამიანს,მაგალითად ჩინეთში ოპერატორებად ყავთ და დამსაქმებელი ფულს ზოგავს ამით, მე ვფიქრობ ხელოვნური ინტელექტიც დაიხვეწება და ძალიან წინ წავა.

ამ საკითხზე ასევე მახსენდება ატლანტიდა. მე არ გამოვრიცხავ რომ ძველ ადამიანებს ქონდათ ეს ცოდნა სამყაროს შესახებ და მართავდნენ მას, ვერანაირად ვერ გამოვრიცხავ ამას, შემდეგ შესაძლებელია მოხდა რაღაც კატასტროფა. წარმოიდგინეთ დღეს რომ რაღაც საშინელება მოხდეს დედამიწაზე და ადამიანები გადაშენდნენ, შემდეგი ქვის ხანელისთვის ჩვენი მიღწევები სასწაული იქნება რა თქმა უნდა. იქნებ წრეზე ვტრიალებთ არ ვიცი. მე ვიცი რომ ჩვენი ტვინს და ცნობიერებას ზღვარი არ აქვს და ეს ძალიან მახარებს. რას ფიქრობთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 22nd June 2024 - 01:40 AM