სადჰგურუ |
სადჰგურუ |
Apr 30 2018, 02:22 PM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სადჰგურუ ჯაგი ვასუდევი (Jaggi Vasudev Sadhguru)
https://www.youtube.com/user/SadhguruRussia ოფიციალური არხი რუსულ ენაზე https://www.youtube.com/user/sadhguru ოფიციალური არხი ინგლისურად ახლახანს აღმოვაჩინე ეს პიროვნება და ძალიან შეეხო ჩემს გულს, ყოველნაირად მოვიხბლე რომელი ლექცია გამოვარჩიო არ ვიცი ყველა კარგია მაგრამ დავიწყებ ლექციით ასტროლოგიის შესახებ, რაც ემსახურება ადამიანთა განთავისუფლებას სტერეოტიპებისაგან, გავლენებისაგან, იდეებისაგან, მიჯაჭვულობებისაგან, მოკლედ ემსახურება ადამიანის განთავისუფლებას, რომ ადამიანმა თავად გადაწყვიტოს როგორ იცხოვროს და არა პლანეტათა განლაგებამ... ეს კი თარგმანი: მუშაობს თუ არა ასტროლოგია მე ახლა არ შევეხები ყველა დეტალს. ასტროლოგია _ როგორ მუშაობს ის თქვენი აზრით? თქვენ არკვევთ ამა თუ იმ პლანეტის მდგომარეობას და ცდილობთ ამის მიხედვით მოახდინოთ წინასწარმეტყველება. მინდა რომ გაიგოთ, ადამიანები რომლებიც აკეთებენ ზუსტ წინასწარმეტყველებებს, გიყვებიან თქვენი წარსულის ან მომავლის შესახებ ცხადად ამბობენ რაც მოხდება, ისინი არ უყურებენ პლანეტებს, ისინი გიყურებენ თქვენ. განსაზღვრული სახის ინტუიცია ყველა ადამიანს აქვს. იმის მაგივრად რომ იოგა მესწავლა, შემეძლო ვმჯდარიყავი ჩანაიში და უბრალოდ მეწინასწარმეტყველა ადამიანთათვის მომავალი. ზუსტად შემიძლია გითხრათ რაც მოხდება თქვენს ცხოვრებაში უახლოეს 10 წელიწადში, სამ დღეში ისეთ რეპუტაციას მოვიპოვებ, რომ ჩანაის მოსახლეობის ნახევარი აქ რიგში დადგება. მე იოლად შემიძლია ამის გაკეთება. იოგა ცენტრშიც არიან ადამიანიები ვისაც ეს შეუძლია მათ ჰყავთ უამრავი სიდჰები და ამის გაკეთება შეუძლიათ. თუ ისინი ამას როდესმე გააკეთებენ მე ამას შევაჩერებ, არ მივცემთ ამ სისულელეს განვითარების უფლებას. ჩვენ მათ ეგრევე განვდევნით. იმიტომ რომ მომავლის წინასწარმეტყველებით თქვენ ვერასდროს ვერ ცვლით ცხოვრების ხარისხს, თქვენ არ მოგაქვთ რაიმე სახის კეთილდღეობა, თქვენ უბრალოდ კიდევ უფრო ეფლობით უცოდინრობაში. მაშასადამე თუ თქვენ შეგიძლიათ თქვენი მომავლის ხედვა, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ უფრო უცოდინარი ეგოისტი და მავნებელი. ეს ცხოვრების ნორმალური წესებია. თქვენ არ გჭირდებათ იმის ცოდნა თუ რა მოხდება ხვალ. თქვენ საკუთარ მომავალს განსაზღვრავთ იმით თუ რას აკეთეებთ ახლა თქვენი ცხოვრების წესით და ხარისხით. თუ თქვენ ახლა გეცოდინებათ რას იზამთ ხვალ, თქვენ არ იქნებით დღევანდელ დღეში, მაგალითად გეტყვით, რაც არ უნდა მოხდეს არ მოკვდეით, თქვენ დაიწყებთ მოქმედებას სრულიად უპასუხისმგებლოდ... ამიტომ არ გჭირდებათ მომავლის ცოდნა, ეს არ არის აუცივლებელი. შეიძლება წინასწარმეტყველება? კი ზოგჯერ მაგრამ არა 100% ით. ყოველი საგანი ასე თუ ისე მოქმედებს თქვენზე, შეხედეთ ამ ჭურჭელს (უჭირავს პატარა ლარნაკი) მას აქვს გარკვეული გავლენა, ვიბრაცია, თუ მე ამ ჭურჭელს მივცემ უფლებას გავლენა იქონიოს ჩემზე, თანდათან მე მისნაირი გავხდები. ეს მოხდება თქვენთანაც, ბევრი ადამიანი გახდა ჭურჭელივით, ისინი იმდენად დიდი გავლენის უფლებას აძლევენ ნივთებს, რომ თავადაც ნივთებად იქცნენ. ახლა მე ამ მავნე ჭურჭელს არ ვაძლევ უფლებას გავლენა იქონიოს ჩემზე, მაგრამ რადგან ის ჩემს გვერდით იმყოფება მე ვიქონიებ გავლენას მასზე. მაგალითად მომეცით რაიმე ნივთი 20 წამით მე მას დავიჭრ ხელში და დაგიბრუნებთ, თუ თქვენ მგრძნობიარე ადამიანი ხართ, იგრძნობთ რომ ის საგრძნობად განსხვავებული გახდა. აი რას ვამბობ: აძლევთ ნივთებს უფლებას, რომ გავლენა მოახდინონ თქვენზე, თუ თქვენ თავად მოახდენთ მათზე გავლენას? პლანეტები რა თქმა უნდა დიდი ობიექტები არიან, მათ აქვთ გარკვეული ვიბრაციები, ასე თუ ისე ისინი მოქმედებენ გარემო სამყაროზე. გსმენიათ ახალმთვარეობა და სავსემთვარეობა? ადამიანები არამდგრადი ფსიქიკით და სუსტი ნერვებით ხდებიან არამდგრადები ასეთ დღეებში. ოკეანეც კი ჭკუიდან გადადის. წყნარი ფსიქიკის ადამიანი გაცილებით მდგრადია, როგორიც არ უნდა იყოს მთვარე, თქვენ არ გადადიხართ ჭკუიდან. თუ თქვენ მდგრადი ფსიქიკის ადამიანი ხართ, სადაც არ უნდა იყვნენ პლანეტები, თქვენ ჭკუიდან არ გადახვალთ, სულ ესაა. თქვენი ცხოვრების მიზანი და მომავალი თქვენზეა დამოკიდებული და მეტი არავიზე. კი ყველაფერს აქვს თავისი გავლენა, თუ რას გააკეთებთ ამ გავლენებზე ეს თქვენს ხელთაა. მაგრამ თუ თქვენ გინდათ დამოკიდებული იყოთ უსულო საგნებზე, კი თქვენ იქნებით მათზე დამოკიდებული. ეს ასეც მუშაობს. მე მინდა გითხრათ, როდესაც ღვთაებრივი მუშაობს თქვენს შიგნით, როდესაც შემოქმედი მუშაობს თქვენს შიგნით, რატომ აძლევთ უსულო საგნებს, გავლენა მოახდინონ თქვენს ცხოვრებაზე. თუ თქვენ ამ ასპექტს მისცემთ უფლებას აყვავდეს შიგნით, თქვენ მიხვდებით რომ ცხოვრება მიედინება ფანტასტიურად. დაე ვარსკვლავები წავიდნენ სადაც უნდათ და პლანეტები განლაგდნენ როგორც უნდათ, თქვენ წახვალთ იქ სადაც გინდათ რომ წახვიდეთ. თქვენ გინდათ გააკეთოთ ის რაც გინდათ, თუ დამოკიდებულნი იყოთ უსულო საგნებზე. თქვენ ეს უნდა გადაწყვიტოთ. ახლა თქვენს ჰოროსკოპში დაგიწერონ თუ როგორ უნდა იცხოვრო. მითხარი არის ამ დარბაზში გონიერი ადამიანი? შეგიძლიათ მითხრათ რას გააკეთებს ის მომდევნო მომენტში? მას შეუძლია გააკეთოს რაღაც რაც არასდროს არავის არ გაუკეთებია. თუ აქ არის ვინმე სულელი _ თქვენ მასზე იტყვით, დიახ ის იცხოვრებს აი ასე. თუ მე თქვენ ფურცელზე დაგიწერთ თუ როგორ უნდა იცხოვროთ, ეს ნიშნავს რომ თქვენ უარს ამბობთ საკუთარი გონების გამოყენებაზე, ხომ ასეა. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 01:53 PM |