IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ანნუნაკთა ნაკვალევზე, ანუ ნაკლებად დრამატული რე
Emigranti
post Nov 8 2009, 06:29 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იმის შესახებ თუ Zetatalk.com-ი რა რის, ზეტები ვინ არიან და სიმკვრივეები რას ნიშნავს აქ დავწერე http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=817 . ქვემოთმოყვანილი სტატია მხოლოდ ანუნაკებს ეხება.

Zetatalk-ზე უამრავი ინფორმაციაა სხვადასხვა ეზოთერულ თემებზე. იქიდან ჩემთვის ყველაზე საინტერესო ანუნაკთა ისტორია აღმოჩნდა. სიტყვა “ანნუნაკი” შუმერულიდან ითარგმნება როგორც ”ვინც ციდან მოვიდა დედამიწაზე”. ანუ ისინი არ იყვნენ დეამიწიდან. იმის შესახებ თუ ვინ იყვნენ და საიდან, ბევრი რამაა მოთხრობილი არა მხოლოდ Zetatalk.com-ზე, არამედ ასევე მრავალ სხვა წყაროებშიც. მე უბრალოდ მინდოდა ამ ინფორმაციებისთვის, მეტ ნაკლებათ, თავი ერთად მომეყარა და რაღაც უფრო ერთიანი სურათი დამეხატა. არ ვიცი რამდენად გამომივა, მაგრამ ვეცდები. თუ თქვენც რაიმე საინტერესო იცით დადევით.

Zetatalk -ის განცხადებით ის დიდი ცოდნა ასტრონომიისა და კოსმიური ციკლების შესახებ, რაც შუმერებს გააჩნდათ, მათ სწორედ უცხოპლანეტელ ანუნაკთაგან ჰქონიათ. მაგრამ არა მხოლოდ შუმერებს. ასევე მაის ტომებსაც. მაის კალენდარი სწორედ მათი შექმნილია. სამხრეთ ამერიკული პირამიდების უკანაც ისინი იდგნენ. მათი იდეა იყო ასევე პირამიდები ეგვიპტეში. ალბათ მიწაზე გამოსახული ნასკას ხაზები გაგიგიათ, პერუში (http://ka.wikipedia.org/wiki/ნასკას_ხაზები) ასევე მათი ხელობაა. ხომალდების დაჯდომისას ორიენტაციისთვის იყენებდნენ. ანუნაკები, წარსულში არაერთხელ ჩამოსულან დედამიწაზე. მაგრამ ასევე დაბოდიალობდნენ ჩვენი (ანუ ასევე მათი) გალაქტიკის სხვა პლანეტებზეც. მათი ნახელავია ასევე მიტოვებული ნაგებობები მარსზეც


რას ეძებდნენ?
მათი ამ აქტიური მიმოსვლის მიზეზი ყოფილა წიაღისეულების ძიება. კონკრეტულად კი ოქროსი. მათ პლანეტაზე ის ძალიან ესაჭიროებათ. Zetatalk-ის განმარტებით, ისინი რაღაც, სპეციალური პრინციპით, ოქროს იყენებენ, რომ მათი პლანეტის მიერ გამოშუქებული სითბო და სინათლე, კოსმოსში არ გაიფანტოს და ისევ უკან იქნას არეკლილი პლანეტის ზედაპირისკენ.

რომელ პლანეტაზე ცხოვრობენ?
ანუნაკები სწორედ იმ წითელ პლანეტაზე ცხოცრობენ, რომელიც ყოველ 3657 წელიწადში ერთხელ, დედამიწას უახლოვდება. მას შუმერები ნიბირუს უწოდებდენ. სხვადასხვა ცივილიზაციებსა და ეპოქებში გამოიყენებოდა ასევე სხვა სახელიებიც: მარდუკი, მეთორმეტე პლანეტა, პლანეტა იქსი და ა.შ (სურათი სადაც განმარტებულია რატომ ეწოდებოდა ნიბირუს ასევე მეთორმეტე პლანეტა: http://www.crystalinks.com/nibiru2.gif ).

Zetatalk-ის ავტორის ჩანახატი:


ნიბირუ სინამდვილეში (თითქმის) ჩამქრალ ვარსკვლავს წარმოადგენს, რომელზეც საკმარისადაა სითბო და მცირედი სინათლე შემორჩენილი, იმისათვის, რომ იქ სიცოცხლემ იარსებოს ყოველგვარი გარეგანი მზის გარეშე. იქ მუდმივი დილა და მუდმივი ზაფხულია თურმე.

ანუნაკებს არ მოსწონდათ დედამიწის პირობები, მისი ცვალებადი წელიწადის დროებით და დღე-ღამით. მას ჭაობად აღიქვამდნენ . ეს არცაა გასაკვირი, ისინი ისეთი ფუფუნებით აღსავსე სასახლებში ცხოვრობდნენ, მაშინდელ ადამიანებს რომ არც დასიზმრებოდათ. თან დედამიწაზე ჩამოსვლისას აკლიმატიზაციასაც განიცდიდნენ.

ნიბირუზე აქ ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ მისი საოცრად ხანგრძლივი ციკლი (3657 წელი) განპირობებულია იმით, რომ იგი არა მხოლოდ ჩვენი მზის, არამედ ჩვენი მზისა და კიდევ ერთი ვარსკვლავის გარშემო ტრიალებს. ის მეორე ვარსკვლავი ჩვენგან, პლუტონზე 18-ჯერ შორს მდებარეობს (სქემა zetatalk-დან http://www.zetatalk.com/science/sdist.gif). ნიბირუს რაღაც გაწელილი ელიფსოიდი ორბიტასავითა აქვს ( სქემა http://www.kidsread.net/planetx.jpg )

ვინ იყვნენ და როგორ გამოიყურებოდნენ?
ანუნაკები მართალია უცხოპლანეტელები იყვნენ, მაგრამ ისინი ზეტებისავით მეოთხე სიმკვრივიდან არ იყვნენ (არიან). ე.ი. უფრო დაბალგანვითარებულნი არიან. ისინი ჩვენსავე, მესამე სიმკვრივეში ცხოვრობენ და ამდენად ისინი დაახლოებით ჩვენსავე ევოლუციის საფეხუზე განიხილებიან. მატერიალური და ტექნიკური თვალსაზრისით ისინი მაშინდელი დედამიწის ცივილიზაციაზე უფრო მაღლა იდგნენ, მაგრამ ზეტები ირწმუნებიან, რომ სულიერი თვალსაზრისით ჩვენ უფრო წინ ვართ. დედამიწელები აგერ უკვე მეოთხე სიმკვრივეში გდასასვლელად ემზადებიან, ხოლო ნიბირუელები კი ისევ მესამეში დარჩებიან.

Zetatalk -ის თანახმად, მათი (დედამიწელებთან შედარებით) უფრო მაღალი ტექნიკური და მატერიალური პროგრესი, განპირობებულია, მათი პლანეტის წარსულში, არსებული უფრო ხანგრძლივი სტაბილურობის ფაზით. მაშინ როდესაც დედამიწაზე, ყოველ ახლად წამოჩიტულ ცივილიზაციას კატაკლიზმები ანადგურებდნენ, მათი ცივილიზაციები შეუფერხებლად ვითარდებოდნენ მრავალი ათასი წლის მანძილზე.

მაგრამ ჩემი აზრით, ზუსტად ამიტომაცაა, რომ სულიერი თვალსაზრისით ადამიანები უფრო წინ არიან. ყოველი არასტაბილურობა, მართალია მატერიალურ ყოფას აკნინებს, მაგრამ სულს ასევთქვათ წმინდავს.

მათი ფიზიკური გარეგნობა ძალიან მგვანებია ადამიანებისას. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ისინი 4 მეტრამდე სიმაღლისა იყვნენ, უფრო დაკუნთული, ათლეტური ტანი ჰქონიათ (მათ - დიდი გრავიტაციის მქონე - პლანეტაზე სხვანაირად ვერ გაძლებ) და ადამიანებთან შედარებით უფრო მოგრძო ფორმის სახე გააჩნდათ. მართალია ისინი საჭიროებდნენ რეგულარულ დასვენებას, მაგრამ არ შეძლებიათ (თუ არ ჭირდებათ) ძილი.

სამხრეთ ამერიკაში, დღემდეა შემონახული მათი უცნაური თავის ქალები.

Deformed skulls in the Museo Regional de Ica








ხოლო ასე კი, მათ, შუმერები გამოსახავდნენ თიხის ფილებზე. მარჯვნივ ტახტზე მჯდომარე, ერთი შეხედვით იგივე სიმაღლისაა, მაგრამ ის სინამდვილეში ადამიანებზე (მარცხნივ) თითქმის ორჯერ მაღალია: http://www.xfacts.com/lemshay.jpg ეს განსხვავებ აქ უკეთ ჩანს: http://www.ahura.info/images/neil_freer.jpg

Zetatalc-ის ავტორის ჩანახატი:


სხვადასხვა არქეოლოგიური გათხრებისას პოულობენ ხლომე მათ ძვლებსაც:


მათი საფრენი ხომალდები
(ეს მგონი ეგვიპტეში იპოვეს)


აქ უკეთ მოჩანს (დაზუმებულია) http://www.hottnez.com/wp-content/uploads/...untitled-15.jpg

(სამხრეთ ამერიკიდან)


გვერდხედი http://www.bibliotecapleyades.net/imagenes...nescol02_03.jpg

შენიშვნა: ზემოთ მოყვანილი ფოტოები არამხოლოდ Zetatalk-იდან, არამედ სხვადასხვა გვერდებიდანაცაა

რატომ გაქრნენ?
ანუნაკები არ იყვნენ ადამიანთა მიმართ კეთილიგანწყობილი. ისინი დედამიწაზე მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის ჩამოვიდნენ. სიძლიერე და უპირატესობა, მათ მეტად ამპარტავნს ხდიდა. ისინი ძალიან თავხედობდნენ - ეწეოდენ მონათმფლობელობას, ყოველგვარი სახის ექსპლუატაციას, აუპატიურებდნენ ქალებს, მჩაგვრელობდნენ ხალხს და ა.შ. ამიტომ, ოდესღაც, ზედა “ინსტანციებში” გადაწყდა, რომ ასეთი არათანასწორი ურთიერთობები მესამე სიმკვრივის არსებებს შორის, მათი განვითარებისთვის ხელშემშლელია და ამიტომ ისინი ერთმანეთისგან იზოლირებული უნდა იქნენ. ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს ნიბირუელებს აეკრძალათ დედამიწელებთან ყოველგვარი ურთიერთობა და რაიმე სახის კონტაქტში შესვლა. შეიქმნა ეგრედწოდებული კარანტინი. ისინი იძულებული გახდნენ დედამიწა დაეტოვებინათ. და ასევე ეხლაც, მათ ხომალდებს დედამიწასთან მოახლოების უფლებაც კი არ აქვთ.

მათი კვალი რელიგიურ ტექსტებსა თუ ზღაპრებში
ანუნაკები სხვადასხვა სახელებით არა მხოლოდ შუმერულ ტექსტებში მოიხსენიებოდნენ. მათ შესახებ არის ასევე მოთხრობილი მაგალითად ბიბლიაშიც. ისინი იქ ამაყ ბუმბერაზებად და ტიტანებად მოიხსენიებიან. მაგალითად დავითისა და გოლიათის ამბავი ალბათ ყველას გაუგონია. გოლიათი Zetatalk-ის თანახმად სწორედ ასეთი ანნუნაკი იყო.

მართალია ეს არსად წამიკითხავს და მხოლოდ ჩემი აზრია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთ ცნობილ ინგლისურ ხალხურ ზღაპარში (ჯეკი და ლობიოს ხე), სწორედ ანუნაკთა სამფლობელოზეა საუბარი. ეს ზღაპარი დაახლოებით ასეთი შინაარსისაა: ერთი მოხუცი კაცი ჯეკს ლობიოს სამ ჯადოსნურ მარცვალს მისცემს. როდესაც მათ დათესავს, იქ უზარმაზარი ლობიოს ხე ამოვა, რომლის მწვერვალიც ცას წვდება. როდესაც ის ამ ხეზე ავა, ცაში მცხოვრები გოლიათის მდიდრულად მოწყობილ სასახლეს მიადგება და იქ გოლიათს ოქროს მოჰპარავს . აქ ჩემი აზრით ნიბირუელებზეა საუბარი, რომლებიც ასე ვთქვად “ცაში” ცხოვრობენ.

მცდარი მტკიცებულებები მათ შესახებ
Zetatalk-ზე ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა ასევე ისიც, რომ იქ ანნუნაკთა შესახებ ბევრი მცდარი ინფორმაციაა მხილებული, რომელსაც სხვადასხვა წყაროები ავრცელებდნენ. რამდენიმე მათგანი:

1. ერთი პერიოდი, ინტერნეტში გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, თითქოს ოდესმე ნიბირუელები დედამიწაზე გადმოსხდებიან. ან პირიქით ადამიანები გადავლენ ნიბირუზე საცხოვრებლადო. არ დაიჯეროთ. ეს სიცრუეა ან რაღაც აბნეული გონების ნაყოფი. ისინი კარანტინში იმყოფებიან და ვერასოდეს გადმოვლენ დედამიწაზე. ასევე არც ადამიანს მიეცემა უფლება, რომ იქ იცხოვროს.

2. არის ასეთი ცნობილი ამერიკელი შუმეროლოგი ზექარია სიჩინი (Zecharia Sitchin http://store.innertraditions.com/assets/sk...ors_lg/639.jpg)

მან ბევრი უნიკალური ნაშრომი გამოაქვეყნა ნიბირუსა და ანნუნაკებზე. ის ამ სფეროში ერთ-ერთ პიონერთაგანია. მან სწორედ ამოიცნო, რომ ის, რაც მეცნიერებს, შუმერულ ტექსტებში აღწერილი, უბრალო მითი და ზღაპარი ეგონათ, სინამდვილეში რეალური ისტორია იყო ადამიანთა და უცხოპლანეტელთა ურთიერთობისა.

მაგრამ Zetatalk -ის განცხადებით სიჩინს გამოეპარა ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა. მან ერთ-ერთ შუმერულ ფილაზე ნახა სურათი, სადაც გამოსახულია, თუ როგორ აკეთებენ ანნუნაკები ადამიანის გენეტიკურ მოდიფიცირებას. ამიტომ მან დაასკვნა, რომ ადამიანები ანნუნაკების მიერ შექმნილი, ასე ვთქვათ, გენეტიკურად გამოყვანილები ვართ. მაგრამ ეს არასწორია და მცდარი ინტერპრეტაციაა. ის რაც იმ ფილაზეა გამოსახული, იყო მხოლოდდამხოლოდ, ყოყოჩა და კვეხნია ანნუნაკთა მედიდური გეგმა, რასაც ისინი ვერასოდეს განახორციელებდნენ. ეს ფილა დარჩა მხოლოდ, როგორც მონახაზი, იმ არარეალური პროექტისა, რაზეც ნიბირუელები ოცნებობდნენ. ადამიანები არ არიან ანნუნაკთა მიერ გამოყვანილი ან შექმნილი არსებები. ეს მცდარი წარმოდგენაა.

ლინკები
ანნუნაკთა შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ნახოთ ლინკები რუსულენოვანი Zetatalk-იდან:
http://www.google.de/search?as_q=%D0%B0%D0...amp;safe=images

შენიშვნა:
ერთი რამ მინდა განვაცხადო. მე უამრავი რამ არ მესმის და ძალიან ბევრ შეცდომებს ვუშვებ, შიანაარსის გაგებისას, თარგმანისას, ბეჭდვით შეცდომებზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ. ასე რომ, ამ ინფორმაციას არანაირი პრეტენზია, სიზუსტეზე არ გააჩნია. გარდა ამისა, Zetatalk.com-ის ავტორი არის უბრალო კონტაქტიორი (შუამავალი), ამერიკის ერთ-ერთი პტარა სოფლიდან, არა მგონია მან ყველაფერი იცოდეს და არაფერი ეშლებოდეს. ამიტომ მოხარული ვიქნები მოვისმინო თქვენი კრიტიკული, თუ სკეპტიკური შენიშვნები და შესწორებები. ისინი აბსოლუტურად სასურველია.
დადევით თუ კიდევ რაიმე იცით.

საუკეთესო სურვილებით
ემიგრანტი smile.gif


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Emigranti   ანნუნაკთა ნაკვალევზე   Nov 8 2009, 06:29 PM
tikoroma   მე მგონინ ეს წიგნი ...   Nov 8 2009, 08:25 PM
Shou   მარსინიაკს უწერია,...   Nov 13 2009, 01:12 PM
TeO   Shou მეხუთე ელემენტი ...   Nov 13 2009, 01:30 PM
Atman   ტავიდან უნდა გადავ...   Nov 13 2009, 01:54 PM
Shou   Представьте себе, что Земля...   Nov 13 2009, 02:19 PM
Shou   RE: ანნუნაკთა ნაკვალევზე   Nov 13 2009, 02:28 PM
Shou   Atman ტავიდან უნდა გა...   Nov 13 2009, 02:30 PM
Atman   Shou ვედურ ლეგენდებშ...   Nov 13 2009, 06:08 PM
Shou   მეც მხიბლავს ტოლკი...   Nov 14 2009, 12:14 PM
Kaspar Hausser   მეც მხიბლავს ტოლკი...   Nov 14 2009, 01:13 PM
Kaspar Hausser   სილმარილიონიღა მი...   Nov 14 2009, 01:14 PM
serafinapekkala   Kaspar Hausser სილმარილიონ...   Nov 14 2009, 07:51 PM
Kaspar Hausser   serafinapekkala ჰეჰ... ნეტა ვი...   Nov 15 2009, 09:49 PM
serafinapekkala   Kaspar Hausser ვარ კიდეც შე...   Nov 15 2009, 09:59 PM
Shou   აი, კიდევ მარსინია...   Nov 24 2009, 02:36 PM
moonbayer   Shou მარსინიაკს უწერ...   Nov 25 2009, 04:36 PM
moonbayer   მარსიანსკი :D საინტ...   Nov 25 2009, 04:40 PM
Shou   moonbayer აი, ლინქი: http://www.ko...   Nov 25 2009, 05:45 PM
moonbayer   Shou აი, ლინქი: http://www.koob.ru/...   Nov 25 2009, 07:21 PM
Emigranti   [b]Shou დიდი მადლობაა.. ...   Nov 25 2009, 07:34 PM
moonbayer   Emigranti თეორია და მოქმ...   Nov 25 2009, 07:41 PM
Emigranti   Emigranti პრაქტიკ სადც ი...   Nov 25 2009, 07:51 PM
moonbayer   Emigranti აი მაგას არ გირ...   Nov 25 2009, 08:45 PM
Emigranti   Emigranti ვიცი :) მაგრამ რ...   Nov 25 2009, 09:02 PM
moonbayer   თუ რამეს ვიპოვი და...   Nov 25 2009, 09:04 PM
Shou   moonbayer არა მგონია იმ ...   Nov 27 2009, 01:51 PM
moonbayer   Shou არა მგონია იმ წი...   Nov 27 2009, 07:48 PM
Atman   ბოლო ჟამს ცაში ნუ დ...   Dec 18 2009, 12:08 PM
term   მდას აბა სად ველოდ...   Mar 4 2011, 01:14 PM
kate   Emigranti დადევით თუ კიდ...   Mar 8 2011, 11:09 PM
gio.geoo   Emigranti გავაგრძელებ Emig...   Mar 8 2011, 11:18 PM
kate   გაგრძელება........ ანუ...   Mar 9 2011, 04:56 AM
ირმა   kate გაგრძელება იქნე...   Mar 9 2011, 10:03 AM
term   http://www.resistance2010.com/video/jesse-ventura-...   Mar 9 2011, 12:59 PM
kate   გაგრძელება... თვინი...   Mar 9 2011, 09:24 PM
Zet   kate ძალიან საინტერე...   Mar 10 2011, 12:35 AM
td.........   მაგარია!   Mar 10 2011, 01:35 AM
Existence   მიეცათ შანსი ამ სა...   Mar 10 2011, 03:24 PM
kate   Existence ჩემი აზრით არ ა...   Mar 10 2011, 06:34 PM
td.........   როგორც კი სული დატ...   Mar 17 2011, 01:39 AM
kate   kate არის შემთხვევებ...   Mar 17 2011, 10:30 PM
kate   ეს ტიბეტელი გოლიათ...   Mar 17 2011, 11:19 PM
Joy ZAZA   ეს ტიბეტელი გოლიათ...   Apr 18 2011, 06:59 PM
IMMORTAL   :astronomer2:   Sep 6 2011, 02:54 PM


Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 31st May 2024 - 05:51 PM