The Martian - მარსელი |
The Martian - მარსელი |
May 28 2015, 12:54 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
The Martian - მარსელი
რეჟისორი: რიდლი სკოტი როლებში: მეთ დეიმონი, შონ ბინი, კეიტ მარა, ჯესიკა ჩესტეინი, სებასტიან სტენი, კრისტენ უიგი... მარსზე გაგზავნილი მისია „Apec-3” ქვიშის ქარბუქის გამო სასწრაფოდ ბრუნდება დედამიწაზე, ინჟინერი და ბიოლოგი მარკ უოტნი კი პლანეტაზე რჩება, რადგან ქარბუქში სკაფანდრი დაუზიანდა. მისიის თანამშრომლებმა ის გარდაცვლილად ჩათვალეს და მიატოვეს. გონს მოსული მარკი აღმოაჩენს, რომ დედამიწასთან კავშირი გაწყვეტილია, თუმცა საცხოვრებელი მოდული სრულად ფუნქციონირებს. მთავარი გმირი იწყებს გამოსავალის ძებნას – როგორ გაძლოს 4 წელი საკვების, ვიტამინების, ჰაერის და წყლის იმ მარაგით, რაც მარსზე არსებობს, იქამდე, სანამ პლანეტაზე შემდეგი მისია „Apec-4” მიფრინდება. ის ცდილობს გააგზავნოს სიგნალი დედამიწაზე და შეატყობინოს, რომ ცოცხალია. ნასაში კი ცდილობენ სამაშველო მისია მოამზადონ. ფილმის სცენარზე მწერალთან ერთად, სცენარისტი დრიუ გოდარდი მუშაობდა. სწორედ ამ უკანასკნელის კალამს ეკუთვნის ისეთი პროექტები, როგორიცაა: „სამყაროთა ომები Z“ (2013 წ.), „მონსტრო“ (2008 წ.), სერიალი „დაკარგულები“ (2004-2010 წწ.) და სხვები. თავდაპირველად დრიუ გოდარდს უნდა გადაეღო ფილმი, თუმცა, მან უარი თქვა და „მარსელის“ რეჟისორად „ოქროს პალმის რტოს“, „ოქროს გლობუსის“ და სხვა პრესტიჟული კინოჯილდოების მფლობელი რიდლი სკოტი მოგვევლინა. „მარსელი“ ამერიკელი მწერლის, ენდი უირის პირველი სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანია. კადრები ფილმიდან: გამოსვლის თარიღი: 25 ნოემბერი 2015 წ.(USA) მგონი იმსახურებს ფილმი, რომ ერთად წავიდეთ სანახავად, თუკი გაუშვებენ ჩვენს კინოთეატრებში ეს უბრალოდ ბლოგი, საიდანაც ინფო ავიღე: https://totartgirls.wordpress.com/ ფილმის გამოსვლამდე განწყობილების შესაქმნელად შეგიძლიათ ენდი უირის წიგნს გაეცნოთ მის შესახებ ამ ბლოგზე წაიკითხავთ: ენდი უიერის თანამედროვე რობინზონი http://celsius-233.blogspot.com/2015/01/the-martian.html -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd September 2024 - 07:49 PM |