Neuro-linguistic programming2 (NLP), მარტივ და გასაგებ ენაზე :) |
Neuro-linguistic programming2 (NLP), მარტივ და გასაგებ ენაზე :) |
Apr 10 2011, 05:08 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 450 Joined: 28-December 09 Member No.: 6,104 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
წინა თემაში ნლპ -ზე ალბათ ცოტა გაუგებრად დავწერე(და აღარ დავასრულე ) ამიტომ ახლა უფრო მარტივად და გასაგებ ენაზე ვისაუბროტ რა არის ნლპ? ჩვეულებრივ, ამ სიტყვის (ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება) გაგონებისას დამფრთხალი ობივატელი აღშფოთებისგან ყირაზე დგება, რადგან სიტყვას - პროგრამირება უკავშირებს ღვთისპირიდან გადავარდნილი ჯადოქრის მცდელობას, მისი ნებართვის გარეშე ტვინში საზიზღარი პროგრამები ჩაუდოს. და ამაში გარკვეულწილად ბრალი თავად ნლპ-ს შემქმნელებს მიუძღვით. ალბათ უმჯობესი იქნებოდა სიტყვა “პროგრამირება” ჩაენაცვლებინათ სიტყვით “დეპროგრამირება,” მაგრამ მათივე თქმით, ეს ტერმინი შერჩეული იქნა იმისათვის, რომ კლასიკურ მეცნიერებებს ნლპ ერესად არ გამოეცხადებინათ და კვლევები თავისუფლად ჩატარებულიყო. როცა ჯონ გრინდერი ერთ მშვენიერ დღეს რიჩარდ ბენდლერს შეხვდა, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო ორი ტალანტის შეხვედრისას – თითოეულმა მათგანმა სცადა, საერთო მიზნისთვის საკუთარი კიბე მიედგა. ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ “დამფუძნებელმა მამებმა” იმ კანონების შესწავლა დაიწყეს, რაც ერთ ადამიანს მეორეზე ზემოქმედების საშუალებას აძლევდა. თუმცაღა, ფსიქოლოგებისგან განსხვავებით, გრინდერსა და ბენდლერს არა მხოლოდ ამ კანონების აღმოჩენა, არამედ მათ საფუძველზე ასეთი ზემოქმედების ალგორითმების შექმნა სურდათ. მსოფლიოში ყოველდღიურად გამოიცემა წიგნები, რომლებშიც პრობლემების მქონე ავტორები (ისინი თავს ფსიქოლოგებს უწოდებენ) სხვა ადამიანებს “ასწავლიან,” როგორ უნდა გადაწყვიტონ ეს პრობლემები… სპეციალურმა გამოკვლევებმა უჩვენა, რომ უმრავლეს შემთხვევაში, როცა ადამიანი ფსიქოლოგიის შესწავლას იწყებს, მას ამოძრავებს ან გარშემომყოფთა მანიპულირების დაუძლეველი სურვილი, ანდა… საკუთარი მწარე გამოცდილება, რომელიც “თვითშემეცნებასა” და “სრულყოფას” აიძულებს. ამ მეორე მოტივს დასაძრახი არაფერი ექნებოდა, მჭიდროდ რომ არ იყოს დაკავშირებული პირველ მოტივთან… “ფსიქოლოგები” ის ადამიანები არიან, ვისაც საერთო ჰალუცინაცია აერთიანებთ: მიაჩნიათ, რომ გარშემომყოფების შინაგან სამყაროსა და მოტივებში ჩინებულად ერკვევიან. ეს მშვენიერი ჰალუცინაციაა და არაფრით ჩამოუვარდება იმ ჰალუცინაციას, რომელიც ადამიანს აიძულებს, თავი ნაპოლეონად ან სულაც, მესიად მიიჩნიოს… საერთოდ, კი, ყველა ჩვენგანს ეჩვენება, რომ რაც ეჩვენება, სწორედ ის ხდება სინამდვილეში. რა თქმა უნდა, ჰალუცინაციები ნლპ-ერებსაც აქვთ, იმ განსხვავებით, რომ მშვენივრად იციან – ეს მხოლოდ ჰალუცინაციებია! ამიტომაც ნლპ-ერისგან ვერასდროს გაიგონებთ, რომ ის მართალია, თქვენ კი ცდებით! სწორედ ამის გამო აღწევენ ფანტასტიკურ წარმატებებს ნლპ-ერები რეკლამაში, თერაპიაში, სწავლებასა თუ საქმიან მოლაპარაკებაში. რატომ? იმიტომ, რომ საკმარისი არაა, ამა თუ იმ ადამიანზე თქვა, ესაო, ემოციურ-ლაბილური პიროვნებააო,” ამას გარდა, უნდა უპასუხო ერთობ საინტერესო კითხვასაც – “მერედა, რა?” “ფსიქოლოგებს” ამ კითხვაზე პასუხი არა აქვთ… “ეს კაცი ქოლერიკია… შეცბუნებასა და დაბნეულობას განიცდის…” მერედა, რა??? იქნებ იმაზე გვეფიქრა, როგორ გამოვიყენოთ ეს შეცბუნება და დაბნეულობა მისთვის მაქსიმალური სარგებლიანობით? რატომაც არა? ნათელია, რომ გრინდერმა და ბენდლერმა არცთუ იოლი ამოცანა დაისახეს. მათ გადაწყვიტეს შეექმნათ ეფექტური ურთიერთობის პროცესის განზოგადებული მოდელი არა იმ თვალსაზრისით, თუ რას ამბობს ადამიანი, არამედ იმ თვალსაზრისით, თუ როგორ აკეთებს იგი ამას. მოდელი და პროგრამა, რომლის გამოყენებასაც ნებისმიერი მსურველი ერთობ ეფექტურად შეძლებს. დახმარებისთვის, როგორც წინა პოსტში – ნლპ-მაგია ითქვა, მათ მილტონ ერიქსონს – კომუნიკაციის გენიას მიმართეს, კაცს, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ჰიპნოზში, კაცს-ლეგენდას, რომლის სახელიც ეწოდა არა მარტო “ერიქსონის ჰიპნოზს“, არამედ “აშშ-ის ჰიპნოზიორთა და ფსიქოთერაპევტთა საზოგადოებას.” გენიოსს, რომელიც ადამიანის შინაგანი ორგანიზაციის რადიკალურ ცვლილებებს ერთობ მარტივი, სწრაფი და დახვეწილი მეთოდებით აღწევდა. მან ნება დართო გრინდერსა და ბენდლერს, წლების განმავლობაში მის ზურგსუკან მსხდარიყვნენ სეანსების მიმდინარეობისას და შემდეგ ერთად გაეანალიზებინათ ისინი, ზემოქმედების განსაკუთრებული ხერხებისა და ტექნიკების მისაკვლევად. ეს დაახლოებით ასე გამოიყურებოდა: “რატომ გამოიყენეთ ეს სიტყვა?” “აი ამიტომ…” “ამ დროს რატომ ჩაეძინა თქვენს პაციენტს?” “იმიტომ, რომ აი ეს აი ასე ვთქვი…” ამგვარივე სამუშაო ჩაატარეს გრინდერმა და ბენდლერმა ოჯახური თერაპიის გენიოსთან ვირჯინია სატირთან და ამერიკელ ფილოსოფოსსა და ეთნოგრაფთან – გრეგორი ბეიტსონთან. ნლპ-ს შექმნისთანავე იგი იდუმალების საბურველქვეშ მოექცა და ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ვირჯინია სატირმა ცსს-ს (ცე-რე-უ) ხელმძღვანელებთან ერთად გამართულ ერთ ტრენინგზე განაცხადა: “გრინდერმა და ბენდლერმა ადამიანთა ცნობიერებით მანიპულირების ერთობ საინტერესო, ძალზე ეფექტური და უაღრესად საშიში ტექნოლოგიები შექმნეს. მათ გააანალიზეს სიტყვიერი ხერხები, რომლებიც სხვა ადამიანისთვის ინსტრუქციის მისაცემად გამოიყენება. ლინგვისტმა გრინერმა ეს ყველაფერი ლინგვისტური პოზიციებიდან შეაფასა, მათემატიკოსმა ბენდლერმა კი, ისინი საფეხურეობრივ პროცედურებად, ალგორითმებად აქცია. ამიტომაც ეწოდა ამას ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება…” 1983 წელს ნლპ-ს გამოყენებით პენტაგონი დაინტერესდა. nlpforu |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 12:08 AM |