![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
WHITE soul ![]() Group: Members Posts: 22 Joined: 22-January 17 Member No.: 7,591 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
მოკლედ , ჩემი პრობლემა მდგომარეობს ჩემს დამოკიდებულებებში. ახლა რასაც დავწერ ჭეშმარიტებად არ ვთვლი , ანუ ჩემი მოსაზრებები მაქვს გარკვეულ საკითხებზე და არავისთან მისაუბრია ამ თემებზე . ჩემი მეგობრები თავს არიდებენ ასეთ საუბრებს და ყოველდღიურობით კავდებიან. ჩემთვის კი ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა არა აქვს , ანუ ყოველდღიურობას. მე უფრო მაინტერესებს ადამიანი , მისი ფიქრები და გონება. შინაგანი , სულიერი სამყარო. ხანდახან საკუთარ თავს ვეუბნები , რომ ეს სამყარო რეალური არ არის, ის მხოლოდ უკვე მომხდარის ანარეკლია მეთქი.
რამდენად არის ეს სიმართლე არ ვიცი მაგრამ მაშ რითი აიხსნება მატერიის ატომური პროექცია. ის ხომ შეიძლებოდა არეული და უფორმო ყოფილიყო მაგრამ ახლა მას დალაგებულად აღვიქვავთ .. ანუ, ფიქრი აყალიბებს მის ამჟამინდელ ფორმას და ესეიგი მას შეუძლია მისი შეცვლაც. მაგრამ აქ მთავარი ჩვენი წარმომავლობაა. სინამდვილეში რა ვართ? სულიერი ქმნილებები? მაშ რა მიზნით არიან ეს ქმნილებები ამ უსაზღვრო ,უხეში , ფანტაზიის დონემდე შეკუმშული ენერგიის მასაში გახვეული? ვერ ვხვდები ადამიანის და ამ სამყაროს დანიშნულებას. ვიცი ეს ყველაფერი სულელურად ჟღერს მაგრამ მე არანაირი ცოდნა არ მაქქვს ეზოთერიის მხრივ. მიდრეკილება დიდი მაქვს მაგრამ ყოველთვის მაკავებდა რაღაც. მაგრამ როდესაც ვუყურებ ადამიანებს , როგორ ოცნებობენ პროკურორობაზე და ბანკირობაზე , ან ჩაქცეულ მილიონერობაზე , ვფიქრობ : ნუთუ არასდროს უფიქრიათ სად ცხოვრობენ მეთქი. ნუთუ არ დაფიქრებულან სინამდვილეში რა არიან. ამ დროს კი მეცინება , რადგან მე მიფიქრია და ვფიქრობ ამაზე და და მეთვითონაც წარმოდგენა არ მაქვს მოცემულ საკითხზე ![]() |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 15th June 2024 - 11:35 AM |