ალბათ იტყვით, ის ვერ გაგვირკვევია ჩვენს თავს რა ხდებაო, მაგრამ ვარაუდების გამოთქმა ხომ შეგვიძლია, თუ ჭეშმარიტებებს არ ვიღაღადებთ
მოკლედ - ცხოველები, ფრინველები, მწერები და მთელი ფაუნა...
ვინ არიან ისინი?
აშკარაა რომ ჩვენი ყველაზე ხილული ნაწილებით, მათი მსგავსნი ვართ - ბიოლოგიური აგებულება და ინსტიქტები საერთო გვაქვს. ბოლოს და ბოლოს ადამიანი ოფიციალურად მიეკუთვნება ძუძუმწოვართა კლასს და ა.შ. ცნობიერება-ინტელექტშიც საერთო ბევრი გვაქვს. მაგ. ცხოველს ესმის მუქარა, გაბრაზება, მოფერება, დარიგება, სწავლება - ე.ი. საერთოა ჩვენთვის ემოციები და მათი გაგება... ამიტომ ის აზრი, რომ ჩვენ გონიერი ცხოველები ვართ და ისინი არა, მცდარი მგონია.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენი მეტი გვესმის და მათ ნაკლები. სადღაც გაზომეს რომ ძაღლს 5-6 წლის ბავშვის დონის ინტელექტი აქვსო. მაგრამ ეს ჩვენ ვაფასებთ იმ კრიტერიუმით, რაც ნაცნობია ჩვენთვის. მე ასე ვიტყოდი - ძაღლს იმდენად შეუძლია გაიგოს ადამიანის (ადამიანური), როგორც 5-6 წლის ბავშვს. ამის იქით რა ესმის, რას გრძნობს და ხედავ - ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, რადგან არ ვართ ძაღლები, ცხენები, ვირთხები და ა.შ.
ახლა ვნახოთ აქვს თუ არა მათ არჩევანის თავისუფლება?
მე ვფიქრობ აქვთ. ხომ ცნობილია რომ ცხოველები ინსტიქტურად მოქმედებენ - კვება, გამრავლება, გადარჩენა. მაგრამ რა ხდება, როცა ვეფხვი შვლის ნუკრს უვლის? (იყო ასეთი კადრები ინტერნეტში,ა ხლა ვერ ვიპოვნი) არ თქვათ შეეცოდაო ;დ უამრავი ვიდეოა მტაცებელი ცხოველების ნადირობაზე იუთუბზე, აფთრები, დათვები, ვეფხვები და რაც გინდა, როცა თავს ესხმის ირმის და ანტილოპის და გინდაც კამეჩის ჯოგს, ზრდასრულ ცხოველს ნაკლებად ესხმიან თავს, უფრო იოლი ნადავლია მათი შვილები. თუ ჩვილია სადმე , ყველა ჩვილზე ინადირებს, მის დაჭერას შეეცდება, იმიტომ რომ წარმატების შანსი მეტია.
ასე რომ შვლის ნუკრი ვეფხვისთვის იოლი ნადავლი უფროა ვიდრე საყვარელი უმწეო არსება. მაგრამ არის კადრები, როა ვეფხვმა ახალდაბადებული უდედოდ დარჩენილი შვილს ნუკრი შეიბრალა და მოუარა (მერე რა რო არ შიოდა. შეეძლოა მიტრიალებულიყო და წასულიყო იქედან) ადამიანებიც გაუზრდიათ და რა ვიცი, ბევრი რამე გექნებათ გაგონილი, როცა ცხოველები დაფიქრდებიან, იღებენ გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ ინსტიქტს, ჩვევას და რაღაცაც სხვანაირად აკეთებენ.
ფიქრობთ მათშიცაა სული? რაიმე მისი მსგავსი? ვითარდებიან? ხვდებიან სადმე სიკვდილის შემდეგ? თუ დეკორაციაა ჩვენთვის?
ჯერ ეს, მერე კიდე მაქვს კითხვები ადამიანის და ცხოველთა ურთიერთობაზე
ანგელოზუკები
http://radikal.ru/fp/a7f24c0976de4e6d8552ef8aa94e2a24
არ ვიცი მგონი მათ საერთო სული აქვთ რომელიც იმის მიხედვით ახდენს გამოვლინებას "ჭურჭელი" რამდენსაც შეძლებს,
ვიდეოს ვუყურე სადაც რაღაც მოწყობილობაში რობოტის მსგავსი იყო ჩადეს ობი, ხის ობი, და მან მოძრაობა დაიწყო, ანუ რაღაც გონებამ ამოძრავა მოწყობილობა, იმის მიხედვით რა შესაძლებლობაც ჰქონდა, ეს ჩემი აზრია რომ ყველა ისე ავლენს მას როგორც შეძლებს
ახლა ჩემს დაკვირვებებს რაც შეეხება, ჩემს ქათმებს ვაკვირდები, ყველა ქათამი ერთად ცხოვრობს, ერთმა კრუხმა გამოჩეკა, ერთნაირ პირობებში გაიზარდნენ, მაგრამ ყველას სხვადასხვა ხასიათი აქვს:
ერთმა ამოიჩემა მიწაყრილი და მთელიდღე იქ წევს, ცოტას გაივლ გამოივლის შეჭამს და ისევ იქ წვება, ღამეც იქ არის სხვა ქათმები საქათმეში ქანდარაზე იძინებენ ეს მიწაზე.
მეორე ქათამია თეთრი სულ დადის და დადის ერთ ადგილას არ ჩერდება სულ ეძებს სასუსნავს მერე გარეთაც გადმოდის ფრინდება და სხვაგანაც სულ ეძებს, ფრთები დავაჭერი და მაინც ფრინდება ვერ ჩერდება.
მესამე მოკრუხდა მაგრამ ვერ დავაჯენდი, და ბუდეში რო არ ყოფილიყო ხეზე ვაბამდი 1 კვირა 1 კვირის მერე დაბმა არ დაჭირდა ჩამოვიდა და თავისით დადგა ხის ქვეშ.
მეოთხე ქათამიც მყავს მაგრამ რამე განსაკუთრებული ხასიათის ნიშნები არ შემინიშნავს ჯერჯერობით მასში.
ხო მეხუთე მეზობლის ქათამია სანამ დავკლავ თქვენთან იყოსო, ეს ქათამი ღამის 9 საათამდე დაბოდიალობს, არ ვიცოდი ქათმები ღამე თუ ხედავდნენ ეს კი კიტრის კანებს ჭამდა და რო დამინახა გაიქცა
ano
კარგია ქათმები რომ ახსენე :დ ქათმებთან ბევრი შეკითხვა მაქვს
აბსოლუტურად მოშინაურებულები არიან, უადამიანოდ ვერ იცხოვრებენ. შეიძლება საჭმელი იპოვნონ, მაგრამ თავს ვერ დაიცავენ, ბუდეს ვერ მოიწყობენ. ვიტყვით, ცოდვაა მათი გაზრდა იმისთვის, რომ ვჭამოთ. მაგრამ სხვა რა უნდა აკეთონ სახლში? იცხოვრონ კვერცხები დადონ, გამოჩეკონ უამრავი და ველოდოთ როდის დაიხოცებიან? იცხოვრონ როგორც ოჯახის წევრებმა?
თუ დარჩება ადამიანის მფარველობის გარეშე - გაწამდებიან, ათწლეულები მაინც და უამრავი ქათმის სიცოცხლე და ტანჯვა შეეწირება, სანამ საქათმის იქით დამოუკიდებელ ცხოვრებას ისწავლიან და საჭირო უნარებს გამოიმუშავებენ. სახეობა ალბათ გადარჩება (ან ვერა), მაგრამ ამას დიდი დრო და მსხვერპლი დასჭირდება. და რისთვის? იმისთვის რომ ქათამი როგორც სახეობა არსებობდეს ფაუნის მრავალფეროვნებისთვის? და რო გადაშენდეს ვის დააკლდება მათი არარსებობა?
ბევრი სახეობაა განადგურების პირას... უამრავი პროექტი არსებობს მათ გადასარჩენად და შესანარჩუნებლად. მაგრამ ვერ ვხვდები ამ ილუზორულ სამყაროში ვის სჭირდება მათი არსებობა?
ახლა არ ვიცით, რომ სადღაც არსებობდა ერთი ვარდისფერი ფრინველის სახეობა - ასეთი და ისეთი ჩვევები ჰქონდა, აქ და აქ ცხოვრობდა, შვილებს ასე ზრდიდა, ასეთი და ისეთი სარგებლობა მოჰქონდა ბუნებისთვის. იქნებ არ არსებობდა? იქნებ კი? არ ვიცით და გვკიდია, ხო?
მაგრამ თუ გეტყვით, რომ ლურჯი ვეშაპის მხოლოდ 1000 ეგზემპლარი დარჩა დედამიწაზე და მორჩა, ისინი გაქრებიან სადაცაა- მაშინ იწყება ოხვრა და ჩალიჩი, მოდი გადავარჩინოთ, შევინარჩუნოთ, დედამიწის შვილები არიან და ა.შ.
დედამიწის კი არა ჩვენი მშობლების შვილები არა ვართ ;დ
საერთო სული კარგი იდეაა, მაგრამ ზოგი ამტკიცებს, რომ ადამიანებსაც საერთო სული აქვთ. არის სადღაც თემა სულის დანაწილებაზე და ამ ნაწილების ცალ-ცალკე გამოვლენაზე, მერე მიღმიერ სამყაროში ისევ გაერთიანებაზე...
გამოდის რომ სულის საკითხშიც ერთიანობა გვაქვს...
ფუტკრები, ჭიანჭველები სოციალური მწერები არიან და მათ თითქოს საერთო სული მართავს. მეტერლინკის კარგი წიგნი არსებობს ამაზე ქართულად. ვითხოვებ მალე და ბლოგისთვის მოვამზადებ თემას, ძალიან საინტერესოა.
ano
ano
tikoroma
tikoroma
ჩემ კატას ვუყურებ ხოლმე თვალებში, აშკარად საიდანღაც მოვიდა ჩვენისა არ იყოს.
http://pix.ge/
ჰა ჰა. მოსულია, ეს გავს იმას ორი დინოზავრი რო გამოძერწო და ერთი მარცხენა ხელში გეჭიროს მეორე მარჯვენაში და რო აჩხუბებ ბაბშვობაში, ვინ მოერევა. ერთიც შენ გიჭირავს და მეორეც. წაგებულიც შენ ხარ და მოგებულიც. ახლა ჩვრნ ვფიქრობთ, რომ ცხოველებმაა წააგეს და ჩვენ მოვიგეთ დანარჩენი თქვენთვითონ მიხვდით. აბა გამოიცანით ვის უჭირავს ცხოველთა სამყარო და ადამია თა სამყარო ხელში?
ასეა თუ ისე, ისინი ჩვენსავით აიგივებენ თავს თავის სხეულთან და ამქვეყნიურ არსებობასთან. მათ თავისი "მე"აქვთ. შეიძლება რაღაც ჰქონდეთ, გაცნობიერების მსგავსიც
David Monny
tikoroma
სამაგიეროდ გამოხედვები აქვთ ისეთი. მაგალითად კატებს... იგრძნობა რომ შენზე მეტი იცის ;დ რად უნდათ ლაპარაკი
tikoroma
კიდევ ვკითხულობდი ამ ბოლოს, მგონი ოშოს წიგნში შემხვდა:
ცხოველებს ვაიძულებთ ბუნებრივი წესებიდან გადაუხვიონო, მაგალითად ძაღლს რომელიც სახლში გვყავს - ვაიძულებთ ვუყვარდეთ, ისწავლოს ჩვენი ენა, გაგვიგოს, იყოს დამოკიდებული ადამიანის სიყვარულზე და ა.შ. მოკელდ მათ ბუნებრივი განვითარების გზას ვუმრუდებთ, როცა სახლში მოგვყავს და ჩვენს ადამიანურ ცხოვრებაში ჩავრთავთ ხოლმე...
მე კი მგონია - ეს გადახვევები (ძაღლის სახლში ყოფნა კი არა, ბუნებრივი, საკუთარი გადაწყვეტილებების გამოვლენა ცხოველის მიერ) იგივეა მათთვის, რაც ჩვენთვის "გამოღვიძება"
ოშოს აქვს ნათქვამი რაღაც ფსიქოლოგიურ კონტექსტში თუ რატომ ყავთ ადამიანებს ცხოველები,
ახლა მაგას აქ არ დავწერ, თუმცა რაღაც მხრივ მართალია მაგრამ ჩემთვის ცალმხრივი, გაგიტომ არ დავაციტირებ
ჩემი აზრით ცხოველები უფრო მარტივია სამყაროს აღსაქმელად, გეხმარებიან.. ზოგჯერ კი მიშლიან ნერვებს მაგრამ მერე ვფიქრობ ნეტავი რა უნდა თქო? ენა არა აქვს და უნდა მიხვდე რატო აჩმახებს, ჩემი კატა ზოგჯერ მთელი დღე გაღიზიანებულია და დაძაბული საკმაოდ დიდხანს იმახსოვრებს წყენას, ერთხელ ვეჩხუბე და მეორე დღეს მთელი დღე გაბუსული იყო არ მეკარებოდა, საჭმელს რო ვუყრი თუ მოვეფერე მერე ბოლომდე ჭამს, თან უნდა გავყვე მარტოც კი ჭამს მაგრამ ურჩევნია კომპანიაში,
ქათმები უფრო მარტივია მაგრამ მაგათაც სულ ადამიანების მხარეს უყვართ ყოფნა, მშიშრები კი არიან მაგრამ სულ აქეთ იყურებიან და კარებთან ახლოს არიან, რა ვიცი მიჩვევაზეა კი, თავიდან ვფიქრობდი ალბათ საჭმლის გამო თქო მაგრამ არც ასე მარტივები არიან მგონი?
ეს წიწილობისას, სულ კარების წინ იყვნენ და გვიყურებდნენ ასე
http://www.radikal.ru
ano
ქათამი რომ არ გაფრინდეს, ერთ ფრთას აჭრიან და არა ორივეს, ასე გამიგია
ano
ანაბელი ხართ ფორუმ.ჯიდან თუ მეშლება?
სტილი მივამსგავსე....
კი, უყვართ ადამიანთან ყოფნა. ჩემი კატა სულ ეზოშია და უნდა ჩვენც მათთან ვიყოთ. ეზოში რომ ჩავდივართ, უხარია, გვეძახის, გვეთამაშება. პატარა რომ იყო, სულ კნაოდა მარტო რომ რჩებოდა ოთახში. ვინმესთან ერთად უნდა ყოფილიყო. ჩემი ქმარი რომ მუშაობდა კომპიუტერთან, მასაც იმ ოთახში ეძინა. მე ვმუშაობდი, და ისე უხაროდა რო დავბრუნდებოდი სახლში, ამაცოცდებოდა ფეხზე და შარვალზე დაკიდებულს ვატარებდი სანამ საჭმელს ვიმზადებდი, ჭურჭელს ვრეცხავდი და ა.შ. ეშინოდა, არ წავსულიყავი ისევ და მარტო არ დამეტოვებინა
ძაღლი პატარა ყურადღებითაც ბედნიერია ხოლმე
http://www.radikal.ru
თვალებზე ეტყობოდა
tikoroma
ძაან მაგარი ანეგდოტია, მართლაც ბევრი ვიცინე
აი კიდევ რა, ზემოთ ქათმებზე იყო ლაპარაკი და ის მინდა ვთქვა, რომ მეც მიყვარდა მათზე დაკვირვება.
მეცნიერები ამბობენ, რომ ქათამი დინოზავრის გადმონაშთია, მისი ასე ვთქვათ ევოლუცია. ხო მაგარია, ასეთი ძლიერი არსება, რომელმაც გადაჭამა დედამიწა ქათმად გადაიქცა.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)