IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

15 Pages V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვეგეტარიანული სამზარეულო, Lacto-ovo vegetarianism
sentimennte
post Feb 1 2010, 02:00 PM
Post #21


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საზაფხულო სალათაsmile.gif
2 ცალი კიტრი,
2 ცალი პომიდორი,
1 ჩაის ჭიქა ბრინჯი,
მწვანე ხახვი,
მაიონეზი,
ქინძი,
ყველი,
მოვხარშოთ ბრინჯი და მაგრად გავწუროთ,
კუბიკებად დავჭრათ კიტრი, პომიდორი და ყველი,დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი,მოვასხათ მაიონეზი, ავურიოთ ერთმანეთში და მოვაყაროთ ოდნავ მარილი, ძალიან გემრიელია,თან მსუბუქია,თან ძალიან ლამაზად გამოიყურება


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 1 2010, 02:46 PM
Post #22


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოხარშეთ მაკარონი,(450გ.)
გახეხეთ 2 ცალი სტაფილო და 3 ცალი პატარა ბოლოკი,
წვრილად დაჭერით ოხრახუში,
დაასხით მაიონეზი,
დაუმატეთ ცოტა წითელი წიწაკა,უცხო სუნელი და ყვითელი ყვავილი(ზაფრანა)
მოაყარეთ ცოტა მარილი და მზადაა smile.gif

მერე ბრინჯის და წიწიბურას კატლეტების რეცეპტსაც ვნახავ და დავდებ smile.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
teo-
post Feb 2 2010, 12:35 AM
Post #23


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 90
Joined: 14-April 09
Member No.: 5,941

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვეგეტარიანელებო გამრავლდით biggrin.gif

ხოდა სოიო არ გიყვართ? მე ძალიან მიყვარს.სოიოს ფარშს ჯერ მოხარშავთ მარილიან წყალში მერე ტაფაზე გადაუძახებთ რასთანაც გინდათ იმასთან მე ვურევ ხან კარტოფილს,სოკოს,კვერცხს,ყველ
ვწვავ და მერე ბევრ მწვანილებს ვაყრი.. მნიამნიამნიამ გემრიელიაა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 2 2010, 09:53 AM
Post #24


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სოიო გენმოდიფიცირებული შემოდისო გამიგია და მართალია?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Feb 2 2010, 10:19 AM
Post #25


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman

კი, მართალია. და ყველაფერი რაც სოიოსაგან მზადდება. ეეეჰ, ჩემი საყვარელი სოუსი girl_sigh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 2 2010, 10:24 AM
Post #26


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გენმოდიფიცირებული სოიოს ჭამას ისევ შიმშილობა ჯობია მგონი sad.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Feb 2 2010, 08:28 PM
Post #27


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე მიყვარს ტოFუ გუმბაო)) ჩინურშია, ძააან მაგარია იმენნნა..

ტოFუ სოიოსგან კეთდება?
Go to the top of the page
 
+Quote Post
serafinapekkala
post Feb 2 2010, 08:38 PM
Post #28


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 359
Joined: 2-November 09
From: თბილისი
Member No.: 6,059

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კი ტოფუ სოიოსგან კეთდება smile.gif


--------------------
A si duarth u ortho... U or le a U or nin
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 2 2010, 08:46 PM
Post #29


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მართლა?? უიმეე რა უბედურებაა ვერაფერი ვერ უნდა ჭამო რაა ტან გული უნდა გისკდებოდეს რამეს რომ იდებ პირში.sad.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
serafinapekkala
post Feb 2 2010, 09:21 PM
Post #30


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 359
Joined: 2-November 09
From: თბილისი
Member No.: 6,059

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კი, ტოფუ მართლა სოიოა smile.gif და ყველა სოიო გენმოდიფიცირებული არ იქნება... იმედია smile.gif


--------------------
A si duarth u ortho... U or le a U or nin
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Feb 14 2010, 02:58 PM
Post #31


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დღეს უბრალო ბორში გავაკეთე

მოვხრაკე ხახვი ზეთში და ჩავაყარე წვრილად დაჭრილი კომბოსტო, სტაფილო, კარტოფილი, მწარე წიწაკა წითელი(გამომშრალი), ტომატი, მარილი, მოვხარშე.
წინასწარ მქონდა ჭარხალი მოხარშული, გავფცქვენი და წვრილად დაჭრილი ჩავყარე ბორშში, ასევე ქინძიც ვუყავი.


ჩემი საყვარელი საჭმელია. აჯაბსანდალი ზაფხულში და ზამთარში ბორშიwink.gif



პ.ს. სურათი ჩემი არ არის blush.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
jgvenza
post Feb 25 2010, 09:57 AM
Post #32


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 691
Joined: 15-January 10
From: yvelgan da arsad
Member No.: 6,118

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მალე კანონს მიირებენ და გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს ეტიკეტი ექნება ამის ამღნიშვნელი, ან სულ აიკრძალება. სოიო მეც მიყვარს და დიდი შანსია გენმოდიფიცირებული იყოს, მაგრამ შემიძლია გითხრათ ორმ კარტოფილის, პამიდვრის, კიტრის და ხილის ბევრი სახეობაც გენმოდიფიცირებული შემოდის. ის კი არა გენმოდიფიცირებული შემოაქვთ კარტოფილი და აქ მოყავთ , განსხვავება არანაირი არაა..


--------------------
-----------------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Feb 27 2010, 10:36 AM
Post #33


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩვენი ანონიმუშკას პოსტი ვიპოვე მეზობელ ფორუმზე და ვაკოპირებ biggrin.gif

QUOTE
ლობიოს წვნიანი

გადარჩეული, გარეცხილი ლობიო მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება, ნახარში წვენი გადაღვარეთ. ბლომად დაასხით ცივი წყალი და ადუღეთ ლობიოს მოხარშვამდე. შემდეგ დაუმატეთ: სიგრძეზე ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ნიორი, მაკარონი, ორად გაჭრილი კარტოფილი და 2 ცალი დაფნის ფოთოლი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, როცა კარტოფილი მოიხარშება, შეურიეთ კერძს. (თუ წვენი სქელი გამოვიდა, დაუმატეთ ცხელი წყალი). დაუმატეთ ტომატი ან მსხვილ სახეხზე გახეხილი პამიდორი. შეაზავეთ მარილით და წიწაკით. 1-2 წუთის შემდეგ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.
მასალა:

კაკალი ლობიო - 2 ჩაის ჭიქა
კარტოფილი - 2-3 ცალი
სტაფილო - 2 ცალი
ხახვი - 2 თავი
მაკარონი (სამარხვო) - 50-60 გ.
დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
ზეთი - 100-150 გ.
მარილი, წიწაკა - გემოვნებით
ნიორი - 3-4 კბილი
ტომატი - 1 სუფრის კოვზი ან პამიდორი - 2-3 ცალი
ქინძი, ნიახური, ოხრახუში - 3-3 ძირი



წვნიანი ყვავილოვანი კომბოსტოთი

წვრილად დაჭრილი ხახვი და მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო მოშუშეთ ზეთში. შეურიეთ გახეხილი პამიდორი ან ტომატი. დაასხით მდუღარე წყალი (სასურველი რაოდენობით). ჩაყარეთ პატარა კონებად დანაწევრებული ყვავილოვანი კომბოსტო და დაჭრილი ნიორი. როცა კომბოსტო მოიხარშება, შეაზავეთ მარილით, წიწაკით, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.
მასალა:

ზეთი - 100-150 გ.
ხახვი - 2 თავი
სტაფილო - 2 ცალი
ყვავილოვანი კომბოსტო - 1 პატარა თავი
პამიდორი - 2-3 ცალი ან ტომატი - 2 სუფრის კოვზი
ოხრახუში, კამა - თითო პატარა კონა
მარილი, წიწაკა - გემოვნებით



წვნიანი ბარდით

წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ღერებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა (შეიძლება უამისოდაც), მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო და ორად გაჭრილი კარტოფილი. ქვაბს დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ. როცა კარტოფილი ნახევრად მოიხარშება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, გახეხილი პამიდორი ან ტომატი და მოურიეთ. დაასხით მდუღარე წყალი (სასურველი რაოდენობით), მაშინვე ჩაყარეთ ბარდა და ადუღეთ კარტოფილის სრულ მოხარშვამდე. შეაზავეთ მარილით, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და გადმოდგით ცეცხლიდან.
მასალა:

ზეთი - 100-150 გ.
ხახვი - 2 თავი
სტაფილო - 2 ცალი (საშუალო)
ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
ნიორი - 3-4 კბილი
კარტოფილი - 3-4 ცალი
დაკონსერვებული ბარდა - 1,5 ჩაის ჭიქა
პამიდორი - 2-3 ცალი ან ტომატი - 2 სუფრის კოვზი
მარილი - გემოვნებით
ოხრახუში, კამა, ნიახური - სამ-სამი ღერო


პ.ს არ ვიცი როგორია, დავაკოპირე... რავი, მგონი კარგი უნდა იყოს )))


ანონიმუშკა l_daisy.gif kiss1.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Feb 27 2010, 10:39 AM
Post #34


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაგრძელებაsmile.gif
QUOTE
კარტოფილის ხინკალი

ფქვილს შეურიეთ მარილი და წყლით მოზილეთ მაგარი ცომი (დიდხანს ზილეთ). მოზელილი ცომი ამოაგუნდავეთ ფქვილმოყრილ ხის ფიცარზე, გააბრტყელეთ და ჭიქით ამოჭერით რგოლები.

თითოეული რგოლი გააბრტყელეთ, მასზე მოათავსეთ კარტოფილის გულსართი და თავი მოუკარით ნაოჭებად (ისე, როგორც ხორცის ხინკალს აკეთებთ).

გამზადებული ხინკალი მოათავსეთ მდუღარე მარილიან წყალში და მოხარშეთ. როდესაც ხინკალი ამოტივტივდება, ის უკვე მზად არის. მიირთვით სამარხვო კარაქთან ერთად.

კარტოფილის გულსართის მომზადების წესი: მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად. ალუმინის ქვაბში მოათავსეთ სამარხვო, ნებისმიერი ცხიმი, როგორც კი წამოდუღდება, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ (ხახვი ცხიმში თეთრად უნდა მოიშუშოს). შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი, ქვაბს დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე. როგორც კი კარტოფილი ჩაითუთქება, ჩაზილეთ კარგად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით.
მასალა:

ფქვილი - 1 კგ.
მარილი - 0,5 ჩაის კოვზი
კარტოფილი - 1-1,5 კგ.
სამარხვო კარაქი - 50 გ.
ზეთი - 100-150 გ.
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით



ხინკალი სოკოთი

ცომის მომზადების წესი იხ. კარტოფილის ხინკალის რეცეპტში (ზემოთ).

გულსართის მომზადების წესი: დაკონსერვებული სოკო გადაწურეთ საწურზე, მოასხით ცხელი წყალი, როცა დაიწურება, დაჭერით პატარა ნაჭრებად.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში ან სამარხვო კარაქში. შეურიეთ დაჭრილი სოკო და მოშუშეთ ხახვთან ერთად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, აურიეთ კარგად, გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.

მოზელილი ცომი გააბრტყელეთ. ჭიქით ამოჭერით რგოლები. თითოეული რგოლი სათითაოდ გააბრტყელეთ, მოათავსეთ სოკოს გულსართი და თავი მოუკარით (ისე, როგორც ხორცის ხინკალს აკეთებთ). გამზადებული ხინკალი მდუღარე მარილწყალში ჩააწყვეთ და მოხარშეთ.

შეგიძლიათ გამზადებული ხინკალი მაცივრის საყინულეში გაყინოთ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ (ასევე შეიძლება კარტოფილის ხინკალიც).
მასალა:

წყალი - 0,5 ლ.
ფქვილი - 1 კგ.
მარილი - 0,5 ჩაის კოვზი
სოკო - 800-1000 გ. (1 ქილა)
ზეთი ან სამარხვო კარაქი - 100 გ.
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით


კარტოფილის ფუნთუშები

1 სუფრის კოვზი საფუარი გახსენით ნახევარ ლიტრ ნელთბილ წყალში და გააჩერეთ თბილ ადგილას 10 წუთი. შეურიეთ 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი სპირტი ან არაყი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ საშუალო სიმაგრის ცომი (დიდხანს ზილეთ). შეფუთეთ და დაელოდეთ ცომის აფუებას (ზაფხულში შეფუთვა არ არის საჭირო, მხოლოდ ტილო გადააფარეთ).

აფუებული ცომი ამოაგუნდავეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად, ამოავლეთ ფქვილში და სათითაოდ გააბრტყელეთ. თითოეულზე მოათავსეთ კარტოფილის პიურე და მოუკარით თავი სიგრძეზე. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი ბლომად და აადუღეთ. მოათავსეთ გამზადებული ფუნთუშები და შეწვით ორივე მხრიდან.

კარტოფილის პიურე შემდეგნარად მზადდება: მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი, მოასხით 1 სუფრის კოვზი წყალი, ქვაბს დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ. როცა კარტოფილი ჩაითუთქება, ჩაზილეთ კარგად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით.
მასალა:

საფუარი - 1 სუფრის კოვზი
წყალი - 0,5 ლ.
შაქრის ფხვნილი - 1 სუფრის კოვზი
სპირტი - 1 სუფრის კოვზი
მარილი ცომისთვის - 0,5 ჩაის კოვზი
ზეთი შესაწვავად - 1,5-2 ჩაის ჭიქა
ზეთი ცომისთვის - 2 სუფრის კოვზი
ფქვილი - რამდენიც საჭიროა
კარტოფილი - 1,5 კგ.
ხახვი - 2-3 თავი
შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Fee
post Mar 2 2010, 09:45 PM
Post #35


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 737
Joined: 2-March 10
Member No.: 6,165

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(serafinapekkala @ Feb 2 2010, 09:21 PM) *
კი, ტოფუ მართლა სოიოა smile.gif და ყველა სოიო გენმოდიფიცირებული არ იქნება... იმედია smile.gif

ყველა სოიო ნამდვილად არ არის გენმოდიფიცირებული smile.gif აი საქართველოში რა შემოდის არ ვიცი sad.gif

გამიხარდა ეს თემა რომ ვნახე, რომ არ მენახა ძალიან გამიკვირდებოდა smile.gif ოვო ლაქტო ვეგეტარიანელი ვარ მალე 1 წელი გახდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
moonbayer
post Mar 2 2010, 10:21 PM
Post #36


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 731
Joined: 6-September 09
Member No.: 6,025

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Fee
hi, ise ra mizeziit gaxdi vegetarianeli?


--------------------
ძალიან საინტერესოა, ძალიან!!

იმეგობრე შენს სიზმრებთან!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fee
post Mar 2 2010, 11:44 PM
Post #37


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 737
Joined: 2-March 10
Member No.: 6,165

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(moonbayer @ Mar 2 2010, 10:21 PM) *
Fee
hi, ise ra mizeziit gaxdi vegetarianeli?

hi smile.gif
ცხოველები ძალიან მიყვარს და როცა გავაცნობიერე, რომ ცოცხალ არსებას ვკლავთ, მარტო იმიტომ რომ ვჭამოთ, ძალიან არ მომეწონა ეს ფაქტი sad.gif აღარაფერს ვამბობ იმ პირობებზე, სადაც ისინი მასობრივად ყავთ, მაგას თუ ყოფა ქვია ეგეც საკითხავია და ქიმიკატების შემადგენლობაზე ხორცში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
moonbayer
post Mar 3 2010, 02:16 AM
Post #38


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 731
Joined: 6-September 09
Member No.: 6,025

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Fee
oho, ra ketili xar smile.gif


--------------------
ძალიან საინტერესოა, ძალიან!!

იმეგობრე შენს სიზმრებთან!
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Mar 6 2010, 03:40 PM
Post #39


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს ფლავი საინტერესოაsmile.gif

http://www.perfectcook.org/index.php?optio...3&Itemid=55


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
user name
post Mar 8 2010, 04:29 PM
Post #40


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 8-March 10
Member No.: 6,171

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეც დავუბრუნდი ვეგეტარიანელობას smile.gif

პ.ს. კეთილი იყოს ჩემი მაუსი თქვენს ფორუმზე


--------------------
Любите друг друга! (только себе не лгите).
Go to the top of the page
 
+Quote Post

15 Pages V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 18th April 2024 - 10:39 AM