IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ფილიპ კ. დიკი
tikoroma
post Mar 28 2020, 06:54 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფილიპ კინდრედ დიკი — ამერიკელი მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. მისი ნაშრომები მოიცავს ფილოსოფიურ, სოციალურ და პოლიტიკურ თემებს, ასევე მნიშვნელოვანი როლი უკავიათ მონოპოლისტ კორპორაციებს, ალტერნატიულ სამყაროებს, ავტორიტარულ მთავრობებს და ცნობიერების სახეცვლილ მდგომარეობას.

მე წავიკითხე "ოცნებობენ ანდროიდები ცხვრებზე"
ვისაც ფანტასტიკა გიყვართ, ძალიან საინტერესო და დინამიური თხრობა აქვს.

მაგრამ თემა სხვა წიგნის გამო გავხსენი.
ესაა "ვალისი"

ამჟამად ვკითხულობ, შეგახსენებთ საბა.ჯიზე უფასოდაა ხელმისაწვდომი ალბათ კიდევ ორი-სამი კვირა იქნება ასე.

„ვალისი“ - ფილიპ დიკის მიერ სიცოცხლის მიწურულს დაწერილი ტრილოგიის პირველი წიგნია. ესაა ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი გაგიჟების პირას მყოფ ადამიანზე, რომელიც აცნობიერებს, რომ რეალობასთან კავშირს კარგავს. 1974 წლის მარტში ფილიპ კ. დიკს ღმერთი გამოეცხადა. იყო ეს ჭეშმარიტი თეოფანია თუ ნარკოტიკებით მოხარშული ტვინის მიერ შეთხზული ჰალუცინაცია? ამის გასარკვევად მწერალმა ფილოსოფიურ-თეოლოგიური ჩანაწერების კეთება დაიწყო. საღი გონების შესანარჩუნებლად ის თავისი მდომარეობის ამხსნელი თეორიების შემუშავებას იწყებს. მასთან ერთად წიგნის სხვა პერსონაჟებიც ცდილობენ გაერკვნენ, რა ხდება მათი მეგობრის თავს. თითოეული მათგანი თავისებურად სცემს პასუხს მთავარ კითხვაზე – რა არის რეალობა? მკითხველს კი სხვა რამ აქვს გასარკვევი: რა არის „ვალისი“ – სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლის მიერ ნაწინასწარმეტყველები ინტერნეტის ერა, შიზოფრენიული გონის მიერ შეთხზული ფანტაზია, თუ დედამიწაზე კაცობრიობის დასახმარებლად ჩამოსული ღმერთის მიერ ნაკარნახევი წმინდა წერილი?


ეს რეცენზიაა საბაზე.

მე კი მოკლედ ვიტყვი, რომ ცოტა რთული თხრობაა, მაგრამ მაინც იკვეთება მთავარი მესიჯები პირველივე თავებში:
მაგალითად: როგორ იმართება ჩვენი რეალობა, რა არის დრო, სივრცე. როგორ იცვლება და აღვიქვამთ მას. და რაც მთავარია, ეს არ ხდება ბუნებრივად და ავტომატურად, არსებობს ვიღაც, ვინც მართავს მას და ჩვენს ბედსაც.

პ.ს. შემახსენეთ ფოტოებს როგორ ვტვირტავთ biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
tikoroma
post Apr 28 2020, 07:13 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფილიპ კინდრედ დიკი (ინგლ. Philip Kindred Dick; დ. 16 მარტი, 1928 — გ. 2 მარტი, 1982) — ამერიკელი მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. მისი ნაშრომები მოიცავს ფილოსოფიურ, სოციალურ და პოლიტიკურ თემებს, ასევე მნიშვნელოვანი როლი უკავიათ მონოპოლისტ კორპორაციებს, ალტერნატიულ სამყაროებს, ავტორიტარულ მთავრობებს და ცნობიერების სახეცვლილ მდგომარეობას. მის ნაშრომებში ასახული იყო ავტორის დაინტერესება მეტაფიზიკური და თეოლოგიური თემების მიმართ. რეალობის, იდენტობის, ნარკოტიკული დამოკიდებულების, შიზოფრენიის და ტრანსცენდენტალური გამოცდილების შესახებ წერისას ფილიპ დიკი ხშირად იყენებდა საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს.

საოცარი ადამიანია
"ოცნებობენ ანდროიდები ცხვრებზე" ამის მიხედვით ყოფილა გადაღებული "დანის პირზე მორბენალი" ძველი გადაღება ძნ კარგია


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 16th April 2024 - 06:18 PM