ადამიანების მართვა |
ადამიანების მართვა |
Jan 12 2013, 05:22 PM
Post
#61
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 2,056 Joined: 28-June 12 Member No.: 6,848 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ასე მგონაიხოლმე
მიდის ადამიანი გზაზე და ფეხებზე და ხელებზე აწებებული აქვს ნაგვები. გრუხუნით და სიმძიმით მიდის. სიმძიმებ აწუხებს და ხმაც.. მხოლოდ თვითონ ვერ ხვდება რო აკიდებული აქვს ეგ რაღაცეები. სუნიც აწუხებს მარა მაგასაც ვერ ხვდება და გონია მის გარშემო სამყაროა ეგეთია.. ხმაურიანი, მძიმე და მყრალი. ხო და მე ვეუბნებიხოლმე "ჰეი, მეგობარი მოიშორე ეგ ნაგავი" ))))) ასეა ძირითადად. მაგრამ ალბათ არ უნდა უთხრა.. თუ თვითონ არ გკითხავს -------------------- love the life you live,
live the life you love |
|
|
Jan 12 2013, 05:36 PM
Post
#62
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,708 Joined: 9-September 10 From: Somewhere Over The Rainbow Member No.: 6,258 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
anima mundi
იქნებ ამ ცხოვრებაში ნაგვის ტარებაა მისი მისია? და შენ თუ ნაგავს მოაშორებ გზას ააცდინო ან რამე გამოუსწორებელი ჩაიდინოს? |
|
|
Jan 12 2013, 05:50 PM
Post
#63
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 2,056 Joined: 28-June 12 Member No.: 6,848 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Ever
ჰო.. თითქოს უფრო სწორად ჟღერს. პირად უსაფრთხოებას მაინც უზრუნველყობს -------------------- love the life you live,
live the life you love |
|
|
Dec 17 2017, 11:55 PM
Post
#64
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 41 Joined: 16-August 16 Member No.: 7,552 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძალზე კომიკურია, როდესაც ვიღაცას ჰგონია, რომ იმ დონემდე იცის რა არის მართებულობა ამა თუ იმ საკითხში, სხვა ადამიანის ნების დაუსწრებლად, უნდა მის გონებაში შეუყვანოს, თანაც ამას კეთილშობილური განზრახვით ნათლავს.
რაც შეეხება ჩემს ზოგად დამოკიდებულებას მოცემულს საკითხისადმი, ერთით, არ დავეთანხმები თემის ავტორს იმაში, რომ მსგავსად იმას მართავენ, ვისაც საკუთარი თავი ნაპოვნი არ აქვს. მეტიც, მე ვიტყოდი, პირიქით, მოცემულ ხერს, თუგინდ ყველაზე გალანტურს, რაფინირებულ აღსავსე იდეით გაჯერებულს, სწორედ ამგვარი ადამიანები მიმართავენ თვითონ, პლუს მათ ახასიათებს საკუთარი ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობა – უბედურების შეგრძნება, არასრულფასოვნების კომპლექსი იმაზე მკვეთრი სახით, ვიდრე, ჩვეულებისამებრ, ბუნებრივ ადამიანურ საწყისში ვაწყდებით ხოლმე და ცხადია, ყოველივე ზემო თქმული არაცნობიერად მიმდინარეობს, ქვეცნობიერული სახით. 10-დან 10-ვე შემთხვევაში, შემიძლია, დაბეჯითებით, უტყუარად ვთქვა, რომ ასეა. მეორე – ვეთანხმები იმაში, რომ სტიმულირებადი განწყობით პრევალირება, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი ადამიანის მე-2-ს აპათეოზი, რომელიც არ შეიცავს რეალობას, წინასწარ განზრახულია, გარკვეული მიზნის მისაღწევად, ერთ-ერთი ფუნდამენტალურია თავისი შედეგიანობით. უბრალოდ, ადამიანის „დამუშავება“ კარგად უნდა მოხდეს, მიწოდებული უნდა იქნას იგი დროდადრო, ეტაპობრივად, მოცემული პირის სუბიექტურობაში შეჭრით, იქიდან გადმოხედვით და გათვალისწინებით. აი, მაგალითისთვის, თუ ადამიანს აქვს წერილობითი ნიჭი და იგი ამასთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, უფრო მეტიც – ეს საკითხი მისთვის რელევანტურია, სწორედ ამას უნდა „დაეყრდნოს“ პირი, რომელიც ამ ხერხით არის დაკავებული – გრადაციულად უნდა იქნას „საკენკი“ დაყრილი, არა ერთიანად, თუმცა, როდესაც ადგილი ექნება, ესე იგი, იგი ამაზე ხაზგას მოახდენს, ეს უნდა იყოს, რაც შეიძლება, აპათეოზური სახით, მაგალითი რომ გავაგრძელოთ – „ბევრი ადამიანი შემინიშნავს, ვისაც წერილობითი ნიჭი გააჩნია, მაგრამ იმგვარი, როგორიც შენ გაქვს, ჯერ არ შევხვედრილვარ, აღფრთოვანებული ვარ“. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, უნდა იყოს თითოეულ სიტყვაში მოჩვენებითი შეგრძნობადობა ჩაქსოვილი, ანუ სხვაგვარად – ობიექტი დარწმუნებული უნდა იყოს თქვენს გულწრფელობაში, უტყუარობაში და ამასთან, ემოციურ, გრძნობით განწყობა-დამოკიდებულებაში, რომელიც, თითქოსდა, მისდამი გაგაჩნიათ. კიდევ ერთი ამგვარი, ნათესაობრივი ხერხია, როდესაც ადამიანს შენს სიცოცხლეზე დამოკიდებულს გახდი – გააცნობ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, საქმიანობას, რომელსაც ეწევი – ადევნებინებ თვალს შენს ყოველდღიურობისდამი და აქაც, როგორც წინაში, ყველაზე მთავარი ილუზიური შეგრძნებადობაა, რომლსაც, ძირითადად, უნდა დაეყრდნოს ეს უკანასკნელი. P.S. ვიმედოვნებ, მოცემულს ხერხს არც ერთი თვენგანი არ გამოიყენებს, ეს მეტად იმათვის დავწერე, ვინც ამგვარი ხერხის მსხვერპლია, რომ მალევე მოახდინონ იდენტიფიკაცია, გააცნობიერონ და გათავისუფლდნენ. P.P.S. თავად ვიყავი ოდესღაც მოცემული სფეკულაციის მსხვერპლი და რაც დავწერე, პირადი, ემპირიული ჭრილია, სუბიექტურ რეფლექსიაზე დაყრდნობით. |
|
|
Dec 18 2017, 12:22 AM
Post
#65
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 41 Joined: 16-August 16 Member No.: 7,552 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
და კიდევ, დამავიწყდა მეთქვა, – მოდერატორს ვთხოვ, წინა, ბოლო პოსტთან გააერთიანოს, ვერ ვარედაქტირებ, – რომ ადამიანები, ვინც ამგვარ ტექნიკას მიმართავენ, ბოლოს, ძირითადად, ერთგვარად ასრულებენ ხოლმე – გიქმნიან ილუზიურ ფონს, თითქოს კოლოსალური სურვილის მიუხედავად, ფიზიკური ჭრილის გადამკიდე, ვერ ახერხებენ თქვენთან ურთიერთობას, ვთქვათ, იმის გამო, ანაზდად გამოკვლებას აჩვენა, რომ გარკვეული დაავადება სჭირს და მალე გარდაიცვლებიან, ამიტომ მოვალედ თვლიან თავს, რომ დროულად დაასრულონ თქვენთან ურთიერთობა, ვინაიდან და რადგანაც მოგცენ სრულფასოვნური სიცოცხლის საშუალება. – თქვენ ხომ გარკვეული ხანი კიდევ იცოცხლებთ, ყველაფერი წინ გაქვთ. –
ერთი სიტყვით, მიზეზი პირობითი იყო, მაგრამ მეტწილად, კონტექსტურად ამგვარ სიტყვას ამბობენ – ვითომდა, მსხვერპლზე მივდივართ თქვენს საკეთილდღეოდ. რატომ? იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში, დატოვონ თქვენში კვალი და „არ დაიწვან“. ხოლო მთავარი მამოძრავებელი სურვილი, თუ რატომაც არის ადამიანი ამით დაკავებული, ზემო თქმულის გარდა, არის ის, რომ ამით, თითქოს და, საკუთარ თავს რაღაცას უმტკიცებს, თანაც ეჭვგარეშედ, ეგოს იკმაყოფილებენ, უკიდეგანო ეგოცენტირიკობის ფონზე. |
|
|
Dec 20 2017, 09:18 AM
Post
#66
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემი აზრით ადამიანის მართვა შეუძლებელია მეორე ადამიანის მიერ, მაგრამ ეს ადამიანი თუ რობოტია მაშინ ყველაფერს გააკეთებინებ, ის რაც ხდება დღეს ჩემი აზრით ამის ნათელი მაგალითია.
მთელი სისტემა არის მართვის ძლიერი მექანიზმი(ფული, საზოგადოებრივი წნეხი, ტრადიციები, ადათ წესები, რელიგია და ა.შ.) |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 12:22 AM |