Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები _ სადჰგურუ

Posted by: ano Apr 30 2018, 02:22 PM

სადჰგურუ ჯაგი ვასუდევი (Jaggi Vasudev Sadhguru)

https://www.youtube.com/user/SadhguruRussia ოფიციალური არხი რუსულ ენაზე

https://www.youtube.com/user/sadhguru ოფიციალური არხი ინგლისურად

ახლახანს აღმოვაჩინე ეს პიროვნება და ძალიან შეეხო ჩემს გულს, ყოველნაირად მოვიხბლე რომელი ლექცია გამოვარჩიო არ ვიცი ყველა კარგია
მაგრამ დავიწყებ ლექციით ასტროლოგიის შესახებ, რაც ემსახურება ადამიანთა განთავისუფლებას სტერეოტიპებისაგან, გავლენებისაგან, იდეებისაგან, მიჯაჭვულობებისაგან, მოკლედ ემსახურება ადამიანის განთავისუფლებას, რომ ადამიანმა თავად გადაწყვიტოს როგორ იცხოვროს და არა პლანეტათა განლაგებამ...



ეს კი თარგმანი:
მუშაობს თუ არა ასტროლოგია
მე ახლა არ შევეხები ყველა დეტალს. ასტროლოგია _ როგორ მუშაობს ის თქვენი აზრით?
თქვენ არკვევთ ამა თუ იმ პლანეტის მდგომარეობას და ცდილობთ ამის მიხედვით მოახდინოთ წინასწარმეტყველება.
მინდა რომ გაიგოთ, ადამიანები რომლებიც აკეთებენ ზუსტ წინასწარმეტყველებებს, გიყვებიან თქვენი წარსულის ან მომავლის შესახებ ცხადად ამბობენ რაც მოხდება, ისინი არ უყურებენ პლანეტებს, ისინი გიყურებენ თქვენ. განსაზღვრული სახის ინტუიცია ყველა ადამიანს აქვს.
იმის მაგივრად რომ იოგა მესწავლა, შემეძლო ვმჯდარიყავი ჩანაიში და უბრალოდ მეწინასწარმეტყველა ადამიანთათვის მომავალი. ზუსტად შემიძლია გითხრათ რაც მოხდება თქვენს ცხოვრებაში უახლოეს 10 წელიწადში, სამ დღეში ისეთ რეპუტაციას მოვიპოვებ, რომ ჩანაის მოსახლეობის ნახევარი აქ რიგში დადგება. მე იოლად შემიძლია ამის გაკეთება. იოგა ცენტრშიც არიან ადამიანიები ვისაც ეს შეუძლია მათ ჰყავთ უამრავი სიდჰები და ამის გაკეთება შეუძლიათ. თუ ისინი ამას როდესმე გააკეთებენ მე ამას შევაჩერებ, არ მივცემთ ამ სისულელეს განვითარების უფლებას. ჩვენ მათ ეგრევე განვდევნით. იმიტომ რომ მომავლის წინასწარმეტყველებით თქვენ ვერასდროს ვერ ცვლით ცხოვრების ხარისხს, თქვენ არ მოგაქვთ რაიმე სახის კეთილდღეობა, თქვენ უბრალოდ კიდევ უფრო ეფლობით უცოდინრობაში. მაშასადამე თუ თქვენ შეგიძლიათ თქვენი მომავლის ხედვა, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ უფრო უცოდინარი ეგოისტი და მავნებელი.
ეს ცხოვრების ნორმალური წესებია. თქვენ არ გჭირდებათ იმის ცოდნა თუ რა მოხდება ხვალ. თქვენ საკუთარ მომავალს განსაზღვრავთ იმით თუ რას აკეთეებთ ახლა თქვენი ცხოვრების წესით და ხარისხით.
თუ თქვენ ახლა გეცოდინებათ რას იზამთ ხვალ, თქვენ არ იქნებით დღევანდელ დღეში, მაგალითად გეტყვით, რაც არ უნდა მოხდეს არ მოკვდეით, თქვენ დაიწყებთ მოქმედებას სრულიად უპასუხისმგებლოდ...
ამიტომ არ გჭირდებათ მომავლის ცოდნა, ეს არ არის აუცივლებელი. შეიძლება წინასწარმეტყველება? კი ზოგჯერ მაგრამ არა 100% ით.
ყოველი საგანი ასე თუ ისე მოქმედებს თქვენზე, შეხედეთ ამ ჭურჭელს (უჭირავს პატარა ლარნაკი) მას აქვს გარკვეული გავლენა, ვიბრაცია, თუ მე ამ ჭურჭელს მივცემ უფლებას გავლენა იქონიოს ჩემზე, თანდათან მე მისნაირი გავხდები. ეს მოხდება თქვენთანაც, ბევრი ადამიანი გახდა ჭურჭელივით, ისინი იმდენად დიდი გავლენის უფლებას აძლევენ ნივთებს, რომ თავადაც ნივთებად იქცნენ.
ახლა მე ამ მავნე ჭურჭელს არ ვაძლევ უფლებას გავლენა იქონიოს ჩემზე, მაგრამ რადგან ის ჩემს გვერდით იმყოფება მე ვიქონიებ გავლენას მასზე. მაგალითად მომეცით რაიმე ნივთი 20 წამით მე მას დავიჭრ ხელში და დაგიბრუნებთ, თუ თქვენ მგრძნობიარე ადამიანი ხართ, იგრძნობთ რომ ის საგრძნობად განსხვავებული გახდა.
აი რას ვამბობ: აძლევთ ნივთებს უფლებას, რომ გავლენა მოახდინონ თქვენზე, თუ თქვენ თავად მოახდენთ მათზე გავლენას?
პლანეტები რა თქმა უნდა დიდი ობიექტები არიან, მათ აქვთ გარკვეული ვიბრაციები, ასე თუ ისე ისინი მოქმედებენ გარემო სამყაროზე. გსმენიათ ახალმთვარეობა და სავსემთვარეობა? ადამიანები არამდგრადი ფსიქიკით და სუსტი ნერვებით ხდებიან არამდგრადები ასეთ დღეებში. ოკეანეც კი ჭკუიდან გადადის. წყნარი ფსიქიკის ადამიანი გაცილებით მდგრადია, როგორიც არ უნდა იყოს მთვარე, თქვენ არ გადადიხართ ჭკუიდან.
თუ თქვენ მდგრადი ფსიქიკის ადამიანი ხართ, სადაც არ უნდა იყვნენ პლანეტები, თქვენ ჭკუიდან არ გადახვალთ, სულ ესაა.
თქვენი ცხოვრების მიზანი და მომავალი თქვენზეა დამოკიდებული და მეტი არავიზე. კი ყველაფერს აქვს თავისი გავლენა, თუ რას გააკეთებთ ამ გავლენებზე ეს თქვენს ხელთაა.
მაგრამ თუ თქვენ გინდათ დამოკიდებული იყოთ უსულო საგნებზე, კი თქვენ იქნებით მათზე დამოკიდებული. ეს ასეც მუშაობს. მე მინდა გითხრათ, როდესაც ღვთაებრივი მუშაობს თქვენს შიგნით, როდესაც შემოქმედი მუშაობს თქვენს შიგნით, რატომ აძლევთ უსულო საგნებს, გავლენა მოახდინონ თქვენს ცხოვრებაზე.
თუ თქვენ ამ ასპექტს მისცემთ უფლებას აყვავდეს შიგნით, თქვენ მიხვდებით რომ ცხოვრება მიედინება ფანტასტიურად. დაე ვარსკვლავები წავიდნენ სადაც უნდათ და პლანეტები განლაგდნენ როგორც უნდათ, თქვენ წახვალთ იქ სადაც გინდათ რომ წახვიდეთ.
თქვენ გინდათ გააკეთოთ ის რაც გინდათ, თუ დამოკიდებულნი იყოთ უსულო საგნებზე. თქვენ ეს უნდა გადაწყვიტოთ.
ახლა თქვენს ჰოროსკოპში დაგიწერონ თუ როგორ უნდა იცხოვრო. მითხარი არის ამ დარბაზში გონიერი ადამიანი? შეგიძლიათ მითხრათ რას გააკეთებს ის მომდევნო მომენტში? მას შეუძლია გააკეთოს რაღაც რაც არასდროს არავის არ გაუკეთებია. თუ აქ არის ვინმე სულელი _ თქვენ მასზე იტყვით, დიახ ის იცხოვრებს აი ასე.
თუ მე თქვენ ფურცელზე დაგიწერთ თუ როგორ უნდა იცხოვროთ, ეს ნიშნავს რომ თქვენ უარს ამბობთ საკუთარი გონების გამოყენებაზე, ხომ ასეა.


Posted by: INVICTUS Apr 30 2018, 03:41 PM

აუცილებლად მოვუსმენ, დავიწყე მაგრამ საქმე გამოჩნდა სამსახურში, საღამოს მოვუსმენ და დავიწყე საღამოობით Мудрые притч-ების მოსმენა, იუოთუბზე ბლომად არის და ძილის წინ ხოლმე ვუსმენ smile.gif

Posted by: INVICTUS Apr 30 2018, 04:33 PM

ტექსტი არ წამიკითხია მოვუსმინი და მომეწონა,

მაგრამ ერთი მომენტია ვარსკვლავები ჰო შესაძლო ზეგავლენაზე წინასწარ გვაფრთხილებენ რომ ჩვენ არ მოვექცეთ მოსალოდნელი უარყოფითი ზეგავლენის ქვეშ, თუ ამ ვიდეოს მიხედვით ვიმსჯელებთ ეს გაფრთხილებაც შეგვიძლია დავაიგნოროთ და სადაც უნდა იქ წავიდ წამოვიდეს ვარსკვლავები, ჩვენ ხომ გონიერი არსებები ვართ რომელსაც ნება გაგვაჩნია

Posted by: earth May 1 2018, 12:06 AM

ano
ძალიან კარგი ვიდეოა და მართლაც ვეთანხმები მაგ პიროვნებას. მკითხაობა და ჰოროსკოპებითაც მომავლის განსაზღვრა არასწორია.

QUOTE(*ANO* @ 30th April 2018 - 03:22 PM) *
ყოველი საგანი ასე თუ ისე მოქმედებს თქვენზე, შეხედეთ ამ ჭურჭელს (უჭირავს პატარა ლარნაკი) მას აქვს გარკვეული გავლენა, ვიბრაცია, თუ მე ამ ჭურჭელს მივცემ უფლებას გავლენა იქონიოს ჩემზე, თანდათან მე მისნაირი გავხდები. ეს მოხდება თქვენთანაც, ბევრი ადამიანი გახდა ჭურჭელივით, ისინი იმდენად დიდი გავლენის უფლებას აძლევენ ნივთებს, რომ თავადაც ნივთებად იქცნენ.
ახლა მე ამ მავნე ჭურჭელს არ ვაძლევ უფლებას გავლენა იქონიოს ჩემზე, მაგრამ რადგან ის ჩემს გვერდით იმყოფება მე ვიქონიებ გავლენას მასზე. მაგალითად მომეცით რაიმე ნივთი 20 წამით მე მას დავიჭრ ხელში და დაგიბრუნებთ, თუ თქვენ მგრძნობიარე ადამიანი ხართ, იგრძნობთ რომ ის საგრძნობად განსხვავებული გახდა.

აი ამან დამაინტერესა, როგორ აკეთებს და უცვლის საგანს ვიბრაციას. ესაა ძაან საინტერესო.

Posted by: ano May 1 2018, 10:28 AM

ასეთი გასხივოსნებული ადამიანები ამაღლებულ ვიბრაციებს ფლობენ შესაბამისად დიდ რადიუსში ახლომყოფ გარემოსაც უწილადებენ ამ ვიბრაციებს, სადღაც მაქვს წაკითხული როდესაც თქვენ გასხივოსნდებით საგნებიც კი გახარებული არიანო და მთელს სამყაროს უხარია და გილოცავთო

Posted by: INVICTUS May 1 2018, 10:33 AM

ფლობენ ენერგეტიკულ ველებს კარგად, არიან პროფესიონალები ენერგო მიმოცვლაში, ამავე დროს ძალიან დიდი როლს თამაშობს მათი პიროვნული ავტორიტეტი.

Posted by: earth May 2 2018, 07:06 AM

სწორედ მასეა... ერთი გასხივოსნებული ადამიანი მთელი ქალაქისთვისაც შეიძლება კარგი იყოს.
ასევე ოჯახში, ხშირად ერთია სუფთა და მთელ ოჯახს ეხება მისი დადებითი ენერგია და კარგ შედეგს იწვევს.

Posted by: brevalo May 2 2018, 10:14 AM

საკმაო ხანია მის ვიდეოებს ვუსმენ და ყველაფერში ვეთანხმები. უდაოდ ბრძენი კაცია.

ისე ერთი კითხვა გამიჩნდა: სიტყვაზე ადამიანმა მიაღწია განსხივოსნებას. ის სულ განსხივოსნებული იქნება სიცოცხლის ბოლომდე? გარე ფაქტორებმა იმოქმედონ ისე, რომ საჰასრარა ჩაკრა ჩაეკეტოთ და დაკარგონ განსხივოსნების მდგომარეობა რამდენად არის შესაძლებელი?

Posted by: earth May 2 2018, 08:15 PM

ვფიქრობ გარე ფაქტორი ვერ იმოქმედებს მათზე. მხოლოდ თვითონ თუ შეცვალეს რამე.

Posted by: INVICTUS May 3 2018, 11:36 AM

brevalo
კარგი კითხვაა, არ მიფიქრია მაგაზე, ანუ გასხივოსნება რომ დაკარგოს ანუ მართლმადიდებლებში რომ არის რომ ბერი გახდეს და ცოდვაში დაეცეს მაგალითად ჰო?

Posted by: INVICTUS May 3 2018, 11:39 AM

თუმცა მართლმადიდებლებში მონანიება ხდება, ან გასხივოსნება ცოტა სხვა რამეა რომ დავფიქრდი ბერად შედგომისგან განსხვავებით, თუმცა ალბათ რისკი გასხივოსნების დაკარგვის არსებობს

Posted by: brevalo May 3 2018, 04:25 PM

INVICTUS

QUOTE(INVICTUS @ 3rd May 2018 - 11:36 AM) *
ანუ მართლმადიდებლებში რომ არის რომ ბერი გახდეს და ცოდვაში დაეცეს მაგალითად ჰო?



კი ბატონო, ზუსტად ეგ ვიგულისხმე smile.gif

უკუპროცესი ანუ დაცემა ალბათ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ საცდუნებელის ენერგეტიკა თავად განსხივოსნებულის ენერგეტიკაზე და ნებისყოფაზე მძლავრი იქნება.

Posted by: ano May 6 2018, 04:55 PM

თუ გასხივოსნებას მიაღწია ადამიანმა მისი ეგო უკვე აღარ არსებობს, გასხივოსნებული იქნება ბოლომდე,
არის მანამდე ეტაპები აქ ორი ფორუმელი იყო სამადჰის მდგომარეობას უწოდებდნენ თავად, უკან დაიხიეს ანუ როგორც თავად თქვეს შეეშინდათ საკუთარი ეგოს დაკარგვის, გრძნობ როგორ იწვის შენი ეგოო და მიდიხარ იმ ეტაპზე როცა ძალიან გეშინია რადგან შენ აღარ იქნები და გაქრებიო, ანუ ან ეგო იმარჯვებს ან გასხივოსნდები და ეგო აღარ არის

Posted by: INVICTUS May 15 2018, 08:26 PM

ano


სადჰურუს შენი მეშვეობით გავეცანი, ვუსმენ მის ვიდეობს და მომწონს.

დღეს ხელში ჩამივარდა მისი წიგნი 2018 წელს გამოცემული რუსულად ნათარგმნი
Леонтьева Е., перевод на русский язык, 2018

Садхгуру
Внутренняя инженерия. Путь к радости. Практическое руководство от йога
Великие учителя современности
თუ გინდა მეილზე გამოგიგზავნი.


https://eksmo.ru/book/vnutrennyaya-inzheneriya-of-2-ITD907851/

Posted by: ano May 16 2018, 01:54 PM

კი საინტერესოა მადლობელი ვიქნები

Posted by: INVICTUS May 16 2018, 02:27 PM

გამოგიგზავნე

Posted by: ano May 20 2018, 01:17 PM

ციტატა(INVICTUS @ May 16 2018, 03:27 PM) *
გამოგიგზავნე

მოვიდა მადლობა,
გადავხედე, კარგი წიგნი ჩანს
bf_nonew.gif

Posted by: INVICTUS May 20 2018, 08:20 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 20th May 2018 - 01:17 PM) *
მოვიდა მადლობა,
გადავხედე, კარგი წიგნი ჩანს

არაფრის smile.gif

Posted by: INVICTUS Sep 27 2018, 09:44 PM

kiss1.gif bf_nonew.gif


https://www.youtube.com/watch?v=IbRosKbM6bg

Posted by: INVICTUS Sep 27 2018, 10:14 PM

https://www.youtube.com/watch?v=WrUVLaVAS70

Posted by: brevalo Oct 1 2018, 08:27 PM

ეს პერიოდი სადჰგურუმ მთელი დსთ-ს ქვეყნები შემოიარა და არ გაქვთ სურვილი რომ საქართველოში ჩამოვიყვანოთ? ვის უნდა დავუკავშირდეთ ამისთვის?

Posted by: eternity Oct 1 2018, 10:12 PM

რამოდენიმე თვეა ხანდახან ვუსმენ ხოლმე, კაი ტიპია

Posted by: INVICTUS Oct 21 2018, 09:53 AM

https://www.youtube.com/watch?v=xW3ZjO67LsA

Posted by: ano Feb 16 2019, 01:36 PM

დიდი ბედნიერებაა რომ არსებობს სადჰგურუ, არსებობს მისი ვიდეო ჩანაწერები, არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, ნებისიერ დროს შემიძლია ჩავრთო და დავივიწყო ყველაფერი,
და ვცხოვრობ ამ ეპოქაში, ბევრი პრობლემა შეიძლება იყოს მორიგი შანსი ცვლილებებისთვის
ბიძგი გამოღვიძებისაკენ rolleyes.gif

Posted by: jarmen Feb 23 2019, 03:57 AM

ალბათ ფიქრობთ ჩემზე რომ ყველას ვაკრიტიკებ, მაგრამ ვერ მოგართვით ამ ჰიპოთეზას ძირში მოვსპობ და ვიტყვი რომ სადგური ძალიან მაგარი ვინმეა, რასაც საუბრობს ჯდება მაგიურ კანონებში (ყოველ შემთხვევაში, არ მინახავს სადმე სადაც არასწორი ინფორმაცია გაევრცელებინა).

ამ ადამიანში მომწონს ბევრი რამ, პირველ რიგში ის რომ სადგურუ თანამედროვე ენით და თანამედროვე მაგალითებით, თანამედროვე ხალხისთვის გასაგებად ხსნის იმას რასაც თავის დროზე ქადაგებდა ბუდა ან იესო ანდაც ზარადუსტრა. მეორე რაც მომწონს ამ ადამიანში არ ახდენს საკუთარი ცოდნით მანიპულაციას, არასდროს არ აჩვენებს ფაქტებს მხოლოს ერთი, მისთვის ხელსაყრელი ხედვით, ყოველთვის ფართოდ შლის საკითხს და ორივე პოლუსზე საუბრობს.

Posted by: tikoroma Jul 6 2019, 02:23 PM

ანო გამარჯობა
პატარა ნაწყევტს ავიღებ თარგმანიდან ფს გევრდისთვის smile.gif

Posted by: INVICTUS Jul 9 2019, 10:41 AM

ძალიან კარგი გურუ არის, მის საუბრებს ყიველდღიურად ვუსმენ, ახლა დავიწყე თარგმნა იმ საუბრების რომლებიც აქტიურია. ჩემთვის ეგ ადამიანი არის ამ ეპოქის აღმოჩენა.

Posted by: tikoroma Jul 11 2019, 09:15 PM

გაგვიზიარე

Posted by: Merlin Jul 14 2019, 10:13 AM

არ არსებობს კარგი გურუ... არსებობს ცუდი და უარესი...

Posted by: jarmen Jul 14 2019, 10:39 PM

biggrin.gif

Posted by: INVICTUS Jul 19 2019, 05:15 PM

tikoroma
კი თიკო, იმდენად რამდენადაც კარგად ვიცი რუსული და რუსულიდან ვთარგმნი, მინდა არამხოლოდ სკურპულოზულად ვთარგმნო , არამედ შინაარსი, აზრი გადმოვცე, დაწყებული მაქვს ერთი ვიდეო ფაილის თარმნა, წიგნში ვწერ რომ კარგად დამამახსოვრდეს მეც. აქაც დავდებ რომ დავაკორექტირებ. ცოტა სამსახურში დაზაბული პერიოდი მაქვს და ვეღარ დავუბრუნდი რომ დამესრულებინა

Posted by: ano Jan 4 2020, 01:52 PM

იშა კრია ძალიან კარგი პრაქტიკა
მოკლე შინაარსი : შესუნთქვისას წარმოთქვამ მე არ ვარ ეს სხეული, ამოსუნთქვისას მე არ ვარ არც ეს გონება....


Posted by: chemikerin Apr 4 2020, 10:02 PM

https://www.youtube.com/watch?v=1Ea-vfXZtzU&feature=youtu.be&fbclid=IwAR11r-rmfVq81CuVmQXFk0eComyYJfsC1tP1S_vJPeq9SyerVMTVktRyL4w

აუცილებლად სანახავი, ვისაც სადჰგურუ გაინტერესებთ.
ამომწურავი ინფორმაციაა სადგურუს ცენტრზე და პროგრამებზე.

Posted by: chemikerin Jul 4 2020, 03:48 PM

https://www.youtube.com/watch?v=3WBhpSnfcEI

კარგად ილაპარაკა კარმულ ამბებზე...

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)