Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება _ 5 ტიბეტელი

Posted by: Emigranti Jun 29 2011, 04:11 PM

მოკლედ ერთი ადამიანის რჩევით დავიწყე ამ ვარჯიშების კეთება. იგი უკვე დიდი ხანია მათ აკეთებდა და როგორც მომიყვა ბევრი ჯანმრთელობის პრობლემა გაუქრა. თან ძალიან საინტერესო ფორმით - თავიდან ეს პრობლემები გამწვავდა და როდესაც ერთგვარ პიკს მიაღწია, სამუდამოდ გაქრა. როგორც მითხრეს მთავარია ამ დროს არ მიანებო ვარჯიშს თავი.

მე სულ რამდენიმე კვირაა ვაკეთებ მათ, მაგრამ უკვე შემიძლია გარკვეულ შედეგებზე ვისაუბრო. უფრო ადრე მეძინება და ადრე მეღვიძება, მყოფნის ცოტა ძილი. ეს მარტივად ჟღერს, მაგრამ ვინც მიცნობს იცის თუ რამდენად ძნელი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. განსაკუთრებით ადრე დაძინებას რაც შეეხება. smile.gif

ეს ვარჯიშები შეიძლება ცოტათი იოგას გავს, მაგრამ ისინი სინამდვილეში ჩინურ უშუსთან და თაი-ჩის, ან ჩიგუნის სისტემებთან უფრო ახლოა. მე პირადად მათმა სიმარტივემ მომხიბლა. სულ 5 დან 15 წუთამდე უნდა.

წესით ამ ხუთიდან ყოველი სავარჯიშო 21-ჯერ უნდა გააკეთო (მეტი არაა საჭირო), მაგრამ ეგრევე 21-ით დაწყება არ შეიძლება. 7 ეტაპად უნდა დაყო. პირველ ეტაპზე 3 ჯერ უნდა გააკეთო ყოველი სავარჯიშო. მაგალითად მარტო სამჯერ დატრიალდე. შემდეგ ყოველ ეტაპზე 3 ჯერი უნდა დაუმატო, ანუ 6-ჯერ, 9-ჯერ და ა.შ. გააკეთო ყოველი სავარჯიშო.

ეტაპიდან ეტაპზე გადასვლა ნელა უნდა მოხდეს, საშუალოდ ყოველ ერთ კვირაში. მაგრამ თუ ისეთ სტადიაზე მიხვედი, რომ რომელიმე სავარჯიშოს კეთება გაგიჭირდა, იმ ეტაპზე უფრო დიდხანს უნდა დარჩე, სანამ არ გაგიადვილდება. მე როგორც მითხრეს ზოგი მეხუთე ეტაპზე (15-ჯერ) ყოვნდება რამდენიმე კვირა, ზოგი მესამეზე (9 -ჯერ). ეს ყველასთვის ინდივიდუალურია.

მოკლედ სცადეთ და თქვენთვითონ შეაფასეთ.



Пять тибетских жемчужин
Тибетец 1

Станьте прямо, руки разведите в стороны (рис. 1). Пальцы вместе, ладони открыты и обращены вниз. Не меняя положения рук, сделайте полный оборот по часовой стрелке (т. е. вправо). Повторите оборот двадцать один раз без перерыва.

Когда закончите вращение, станьте прямо, ноги вместе, руки на бедрах (рис. 2). Сделайте глубокий, полный вдох через нос. Выдыхайте ртом, губы сложите в форме буквы «О». Повторите вдох и выдох дважды, прежде чем перейти к выполнению Тибетского Упражнения 2.

Возможно, вы почувствуете головокружение, впервые выполняя это упражнение. Будьте осторожны, не переусердствуйте. Это упражнение укрепляет вестибулярный аппарат — механизм баланса, находящийся во внутреннем ухе. При регулярных упражнениях головокружение прекратится и не будет возникать даже при большой скорости вращения, движение станет легким и плавным. Это то же вращение, которое практикуют дервиши, суфийские мистики, которые вертятся с большой скоростью в течение долгого промежутка времени. Они и известны как «вращающиеся дервиши».





Тибетец 2

Лягте на спину на мат или коврик. Ноги полностью вытянуты, щиколотки касаются друг друга. Руки вытянуты вдоль тела, ладони на полу (рис. 3). Вдохните носом, поднимите ноги чуть больше, чем на девяносто градусов, и поднимите голову, коснувшись подбородком груди (рис. 4). Это все выполняется одним плавным движением. Пальцы ног обращены вверх, поясница не должна отрываться от пола.

Выдохните носом или ртом, возвращая ноги и голову в стартовое положение, — полностью расслабьтесь на полу. Повторите упражнение двадцать один раз без перерыва, вдыхая при подъеме ног и головы и выдыхая при опускании.

Закончив, встаньте, ноги вместе, руки на бедрах (рис. 2). Сделайте два глубоких вдоха-выдоха, вдыхая носом и выдыхая ртом, губы сложены в форме буквы «О».







Тибетец 3


Станьте на колени, подушечки пальцев ног касаются пола. Колени разведены примерно на 4 дюйма (10–11 см). Ладони на задней стороне бедер, сразу под ягодицами. Спина прямая, подбородок прижат к груди (рис. 5).

Вдохните через нос, выгибаясь дугой назад от поясницы. Голову запрокиньте так далеко, как можете, не причиняя себе этим неудобства (рис. 6). Ваши руки будут служить вам опорой при наклоне назад. Затем выдохните носом или ртом, возвращаясь в исходное положение. Повторите полное движение двадцать один раз в ровном, ритмичном темпе.

Закончив, встаньте, ноги вместе, руки на бедрах (рис. 2). Сделайте два глубоких вдоха-выдоха, вдыхая носом и выдыхая ртом, губы сложены в форме буквы «О».






Тибетец 4

Сядьте прямо, ноги вытянуты перед собой. Ладони плашмя на земле возле бедер. Положение рук очень важно, ладони должны быть направлены точно вдоль бедер. Подбородок касается груди (рис. 7).

Вдыхая через нос, поднимите бедра, согнув ноги в коленях и встав на стопы плашмя, голову полностью запрокиньте назад. Вы окажетесь в положении, когда туловище параллельно земле, а руки и ноги — перпендикулярны. Выдыхайте носом или ртом, возвращаясь в исходное положение. Повторите упражнение двадцать один раз в ровном, постоянном ритме. Следите за тем, чтобы подошвы ног не скользили. Стопы должны оставаться в неизменном положении до конца упражнения. Руки также не должны сгибаться, движение производится за счет плеч.

Закончив, встаньте, ноги вместе, руки на бедрах (рис. 2). Сделайте два глубоких вдоха-выдоха, вдыхая носом и выдыхая ртом, губы сложены в форме буквы «О».





Тибетец 5

Исходное положение — опора на ладони рук и подушечки пальцев ног. Руки и ноги на ширине примерно 2 фута (60–70 см). Голова поднята и запрокинута назад (рис. 9). Не сгибая рук и ног, сделайте вдох через нос, одновременно поднимая ягодицы и касаясь подбородком груди, ваше тело представляет собой правильный треугольник (рис. 10). Выдохните через нос или рот, опускаясь в исходное положение. Ваше тело должно касаться земли только ладонями и подушечками пальцев ног в течение всего упражнения, руки и ноги не должны сгибаться. Повторите упражнение 21 раз в постоянном темпе.

Закончив, встаньте, ноги вместе, руки на бедрах (рис. 2). Сделайте два глубоких вдоха-выдоха, вдыхая носом и выдыхая ртом, губы сложены в форме буквы «О».

Закончив выполнение всех пяти упражнений, лягте на пол и расслабьтесь в течение нескольких минут. Дышите легко и спокойно. Наблюдайте за новыми ощущениями в вашем теле.







კიდევ რაღაც დამატებაც არსებობს. იმაზე მერე დავწერ. ძირითადი ვარჯიშები ესაა. smile.gif


თუ თქვენც აკეთებთ ან აკეთებდით ამ ვარჯიშებს, საინტერესო იქნება თუ თქვენი გამოცდილების შესახებ მოგვიყვებით.


აი ესაა მთლიანი წიგნი საიდანაც დავაკოპირე: http://www.e-reading.org.ua/bookreader.php/148394/Kilhem_-_Pyat'_tibetskih_zhemchuzhin.html

Posted by: Existence Jul 10 2011, 09:17 PM

Emigranti

ეგ ყველაფერი კაი მაგრამ... მაგ გამოჯამრთელებას ხო ჭირდება ენერგია და მაგ ენერგიას ეგ ვარჯიშები საიდან იღებენ არ დაფიქრებულხარ?

რავი...მემგონი შენ იცი რაზეც გელაპარაკები ..... smile.gif

ყოველშემთხვევაში ადრე იცოდი რო ესე მექანიკურად განკურნება არაფერს მოუტანს ადამიანს .......

ტექნიკას რო დებ ალბათ სწორე იქნება ისიც თქვა რომ მთელი მიროვაზრენიე თუ რაშეცვალე თან მაგის პარალელურად , ძველი პრიორიტეტებით კანკურებული სხეული დიდი თავის მოტყუებაა და პრობლემის გადაგდება სხეულიდან ბედზე ან ბავშბებზე ...აშ...

Posted by: Emigranti Jul 10 2011, 09:57 PM

QUOTE(Existence @ Jul 10 2011, 09:17 PM) *
Emigranti

ეგ ყველაფერი კაი მაგრამ... მაგ გამოჯამრთელებას ხო ჭირდება ენერგია და მაგ ენერგიას ეგ ვარჯიშები საიდან იღებენ არ დაფიქრებულხარ?

რავი...მემგონი შენ იცი რაზეც გელაპარაკები ..... smile.gif

ყოველშემთხვევაში ადრე იცოდი რო ესე მექანიკურად განკურნება არაფერს მოუტანს ადამიანს .......

ტექნიკას რო დებ ალბათ სწორე იქნება ისიც თქვა რომ მთელი მიროვაზრენიე თუ რაშეცვალე თან მაგის პარალელურად , ძველი პრიორიტეტებით კანკურებული სხეული დიდი თავის მოტყუებაა და პრობლემის გადაგდება სხეულიდან ბედზე ან ბავშბებზე ...აშ...

ეგ ყველაფერი სწორეა. უბრალოდ რა არის კიდევ იცი? ამას ახლახანს მივხვდი მხოლოდ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ "მიაგდო" ფიზიკური სხეული. და მას სჭირდება არა მხოლოდ სწორი კვება და სუფთა ჰაერი, არამედ ბევრი მოძრაობაც. ეს თურმე ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია რომ არ გაჩერდეს ენერგია. არსებობდენ წმინდა მამები, ვინც მაგალითად ესეთ რამეს აკეთებდნენ, იღებდნენ შეშას ეზოს ერთი ბოლოდან და გადაჰქონდათ მეორეში, შემდეგ უკან აბრუნებდნენ. ჩვენი საზოგადოება კი ზის - ოფისებში, სახლებში, მანქქნებში, კომპიუტერთან, ტელევიზორთან...

Posted by: Existence Jul 10 2011, 09:59 PM

QUOTE(Emigranti @ 10th July 2011 - 09:57 PM) *
ეგ ყველაფერი სწორეა. უბრალოდ რა არის კიდევ იცი? ამას ახლახანს მივხვდი მხოლოდ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ "მიაგდო" ფიზიკური სხეული. და მას სჭირდება არა მხოლოდ სწორი კვება და სუფთა ჰაერი, არამედ ბევრი მოძრაობაც. ეს თურმე ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია რომ არ გაჩერდეს ენერგია. არსებობდენ წმინდა მამები, ვინც მაგალითად ესეთ რამეს აკეთებდნენ, იღებდნენ შეშას ეზოს ერთი ბოლოდან და გადაჰქონდათ მეორეში, შემდეგ უკან აბრუნებდნენ. ჩვენი საზოგადოება კი ზის - ოფისებში, სახლებში, მანქქნებში, კომპიუტერთან, ტელევიზორთან...


მაგაში მეც გეთანხმები ......

Posted by: kate Jul 10 2011, 10:36 PM

Existence
Emigranti
ორივეს გეთანხმებით, იმას დავამატებ მხოლოდ, რომ ვინც ამ ვარჯიშების სისტემა შეიმუშავა თავისთავად იგულიხმა, რომ ეს მხოლოდ მექანიკური მოძრაობები კი არ არის, არამედ სულისა და სხეულის შეთანხმებული მოძრაობა, პრინციპში, როგორც ყველა აღმოსავლური ვარჯიში დასავლურ აერობიკისაგან და კუნთების ხელოვნურად დაბერვისაგან განსხვავებით. აღმოსავლური ჰარმონიული მოძრაობებით კი შენ მხოლოდ ენერგიებს ცვლი და აბალანსებ. და თუ რომელიმე ავადმყოფობა შენი არჩეულია, კარმით ან რაიმე მიზეზით, ამგვარი ვარჯიშებით არ განიკურნება, აი, ზოგ ენერგეტიკულ მკურნალს კი შეუძლია გაგკურნოს, მაგრამ თუ ეს მოხდა შენს უმაღლეს მესთან შეთანხმების გარეშე (და როგორც აკეთებს "ექსტრასენსთა" უმეტესობა), დიდ ზიანს გაყენებს შენც და საკუთარ თავსაც.

Posted by: tikoroma Jul 18 2011, 10:23 PM

Emigranti
http://www.youtube.com/watch?v=jeKTFrJgBPU

ეს ვარჯიშები იგივეა?

კარგად ვერ ვიგებ, როგორ ამბობს, თავიდან 3ჯერ აკეთებ თითო ვარჯიშს და მერე უკლებ? შენ პირიქით გიწერია

Posted by: მზეონა Jul 18 2011, 10:48 PM

თიკო რა კარგი ვიდეო იპოვე, აი, ეს მეორეც კარგია, ვიზუალიზაციაც აქვს დამატებული >> http://www.youtube.com/watch?v=a6fw8Y5TLWw&feature=related

შენ მთლად სწორად ვერ გაიგე. ანუ თავიდან თითოეულ ტიბეტელს აკეთებ 3-3ჯერ და მეორე კვირიდან უმატებ კიდევ 2ს, რაც დღეში უდრის 5ს , შემდეგ კვირას კიდევ +2 და ასე ნელ-ნელა აგვყავს 21მდე smile.gif

Posted by: tikoroma Jul 18 2011, 10:57 PM

მზეონა
გმადლობ, ჩემი რუსულით კიდევ კარგად გამიგია laugh.gif laugh.gif

მე მგონი საჩემო ვარჯიში ვიპოვე, ძალიან მომწონს smile.gif

Posted by: Emigranti Jul 19 2011, 12:00 PM

QUOTE(tikoroma @ Jul 18 2011, 10:23 PM) *
Emigranti
http://www.youtube.com/watch?v=jeKTFrJgBPU

ეს ვარჯიშები იგივეა?

კარგად ვერ ვიგებ, როგორ ამბობს, თავიდან 3ჯერ აკეთებ თითო ვარჯიშს და მერე უკლებ? შენ პირიქით გიწერია

აქამდე რაც ვნახე ინგლისურენოვანი ვიდეოები ინტერნეტში არცერთი ვარგოდა. ეს კარგი ვიდეოა. კარგად ხსნის. ყველა დეტალს აღწერს.

როდესაც უკვე ინტენსიურად აკეთებ და მეტ რაოდენობაზე გადახვალ, ხვდები რომ დეტალები მნიშვნელოვანია. ეს ამბობს რომ ყოველ შემდეგ ეტაპზე 2-2 ჯერი უნდა დაუმატოო, მე 3-3-ს ვამატებდი. ალბათ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ეგრევე ბევრით არ დაიწყო. ნელ-ნელა აწიო დოზები.

ერთადერთი იმას დავამატებ, რომ ჩემი გამოცდილებით, მეოთხე ტიბეტელი უკეთ გამოდის უხალიჩოდ.

Posted by: nibiru3013 Jul 21 2011, 02:45 PM

Emigranti
მემგონი ივნისში დაიწყე ვარჯიშ და თუ არის რამე ახალი შეგრძნებები?

Posted by: GuddaX Jul 21 2011, 03:28 PM

ძალიან კარგი ვარჯიშებია მე თუ მკითხავ ჯანმრთელმაც უნდა აკეთოს smile.gif

Posted by: nibiru3013 Jul 21 2011, 04:54 PM

GuddaX
გამოცდილება თუ გაქვს გაგვიზიარე რაა wink.gif

Posted by: Emigranti Jul 22 2011, 06:35 PM

QUOTE(nibiru3013 @ Jul 21 2011, 02:45 PM) *
Emigranti
მემგონი ივნისში დაიწყე ვარჯიშ და თუ არის რამე ახალი შეგრძნებები?

ეხლა 18-ჯერზე ვარ გაჩერებული, მინდოდა შემდეგ ეტაპზე გადასვლა მაგრამ ორგანიზმს გაუჭირდა tongue.gif პირველი ორი ტიბეტელის კეთება უჭირს განსაკუთრებით. ალბათ რაღაც შლაკები გამოდის ორგანიზმიდან და უბრალოდ გადალახვა უნდა. ჰოდა ჯერ ამ ეტაბზე გავჩერდებითქო სანამ ორგანიზმი მიეჩვევა.


შედეგები კი იმის გარდა რაც ვთქვი, მე თვითონ ჯერ მეტი არაფერი შემიმჩნევია. ჰო რა გამახსენდა, სხვებმა მითხრეს რომ უფრო თავისუფლად ლაპარაკობო რაღაცნაირად. ანუ არ ვბორძიკობდი, მაგრამ ერთ ამოსუნთქვაზე მთელი სათქმელის დალაგება რაღაც არ გამომდიოდა ისე ადვილად. ვოტ.


მე კი რა მაინტერესებს იცით? დატრიალებას თვალდახუჭული ვაკეთებდი. არ ვიცი ეს რამდენად სწორია. მაგრამ გახელილზე თავბრუ მეხვეოდა. თუ ვინმემ იცით დაწერეთ როგორ ჯობია.

Posted by: tikoroma Jul 22 2011, 11:51 PM

Emigranti
მეც მეხვევა თავბრუ ვარჯიშების ბოლოს, მარტო ტრიალზე კი არა

Posted by: tikoroma Jul 23 2011, 12:01 AM

ციტატა(tikoroma @ 18th July 2011 - 11:23 PM) *
http://www.youtube.com/watch?v=jeKTFrJgBPU

ციტატა(მზეონა @ 18th July 2011 - 11:48 PM) *
> http://www.youtube.com/watch?v=a6fw8Y5TLWw...feature=related


ამ ვიდეოებში მესამე ვარჯიშს სხვადასხვანაირად აკეთებენ

Posted by: მზეონა Jul 23 2011, 02:00 PM

tikoroma მართალი, ხარ და არა მარტო ამაშია სხვაობა, მეორე ვიდეოში დიდი მნიშვნელობა ვიზუალიზაციას ეთმობა, რაც პირველში საერთოდ უგულველყოფილია smile.gif

Posted by: GuddaX Jul 23 2011, 09:41 PM

QUOTE(nibiru3013 @ Jul 21 2011, 04:54 PM) *
GuddaX
გამოცდილება თუ გაქვს გაგვიზიარე რაა wink.gif


კერძოდ ამ "5 ტიბეტელი" ვარჯიშებით არ ვარ დაკავებული ასანებს ვაკეთებ ძირიტადათ სულიერ სიმშვიდეს გრძნობ მალე იძინებ და იღვიძებ. P.S გვაჯო არ იქნები ამ ვარჯიშების შემდეგ და სიმაღლესაც უწყობს ხელს თუ რამე კითხვა გაქ დაწერე hilarioustu8.gif

Posted by: tikoroma Jul 24 2011, 12:06 PM

მზეონა

ციტატა(მზეონა @ 23rd July 2011 - 03:00 PM) *
tikoroma მართალი, ხარ და არა მარტო ამაშია სხვაობა, მეორე ვიდეოში დიდი მნიშვნელობა ვიზუალიზაციას ეთმობა, რაც პირველში საერთოდ უგულველყოფილია

რავი მე არაფერს ვაკეთებ. ვიზუაიზაცია აზრების და რაღაც კი მაგრამ ვარჯიშების დროს როგორ რაზე? თუ არ გეზარება ორი სიტყვით დამიწერე...
თან ეკრანს ვუყურებ ვერ დავიმახსოვრე ჯერ laugh.gif

Posted by: Emigranti Jul 24 2011, 01:12 PM

QUOTE(tikoroma @ Jul 23 2011, 12:01 AM) *
ამ ვიდეოებში მესამე ვარჯიშს სხვადასხვანაირად აკეთებენ

პირველი ვიდეოა კლასიკური ვარიანტი და წიგნებშიც ასე წერია. ეგაა ორიგინალი და მე მასე ვაკეთებ და ვისგანაც გამიგია ისინიც მასე აკეთებენ. მეორე რაღაც ნავაროჩენი ვარიანტია და მე მაგაზე თავს ვერ დავდებ. biggrin.gif

Posted by: მზეონა Jul 24 2011, 03:55 PM

ჰო, თიკო, შენ ჯერ ვარჯიშები ისწავლე და ეგ ვიზუალიზაცია პრინციპში უფრო რთულია და არ არის აუცილებელი. ეს ვარჯიშები ისედაც ძალიან ეფექტურია! wink.gif

Posted by: tikoroma Jul 24 2011, 04:25 PM

კიდე ერთი კითხვა. 21ზე რომახვალ მერე აღარ ზრდი რაოდენობას ხო?

Posted by: Emigranti Jul 24 2011, 07:16 PM

QUOTE(tikoroma @ Jul 24 2011, 04:25 PM) *
კიდე ერთი კითხვა. 21ზე რომახვალ მერე აღარ ზრდი რაოდენობას ხო?

ჰო. არააო საჭირო. და როცა დაიწყებ მათ კეთებას, მიხვდები რომ მართლაც ასეა. smile.gif

Posted by: td......... Jul 24 2011, 10:31 PM

ხვალიდან ვცდი...და გაგიზიარებთ აზრებს..

Posted by: kate Jul 25 2011, 03:07 PM

Emigranti

QUOTE(Emigranti @ 22nd July 2011 - 09:35 AM) *
მე კი რა მაინტერესებს იცით? დატრიალებას თვალდახუჭული ვაკეთებდი. არ ვიცი ეს რამდენად სწორია. მაგრამ გახელილზე თავბრუ მეხვეოდა. თუ ვინმემ იცით დაწერეთ როგორ ჯობია.

ახლა აღმოვაჩინე, რომ ჩემი ერთი ნაცნობი ხუთ წელზე მეტია ამ ვარჯიშებს აკეთებს. ძალიან კმაყოფილია და შეყვარებული ხუთ ტიბეტელზე. ისე ფანტასტიურ ფორმაშია.
შენი კითხვა გამახსენდა და თვალებზე ვკითხე. მას თვითონ გახელილი თვალებით აქვს ნასწავლი (ტიბეტში), თუ გინდა თავბრუ არ დაგეხვიოს მარცხენა ხელის უნდა უყურო, ეს დასაწყისში რომ მიეჩვიო, მერე ყოველთვის გახელილი თვალებით უფოკუსოდ, თავბრუ ყოველთვის დაგეხვევა, უბრალოდ ეჩვევი და ამ პირველი ვარჯიშის ერთერთი მიზანი ეს ყოფილა. აი, მეორე ვარჯიშს კი პირიქით თვალდახუჭული აკეთებ, და მხრებს არ აშორებ იატაკს, ანუ მარტო თავი და ფეხები მოძრაობს

Posted by: td......... Jul 25 2011, 10:48 PM

ციტატა(kate @ 25th July 2011 - 03:07 PM) *
დატრიალებას თვალდახუჭული ვაკეთებდი. არ ვიცი ეს რამდენად სწორია.

ისე ვიდეოში გარკვევიტ ამბობს ის გოგო რომ მზერას არაფერზე ვაჩერებთ ტრიალისასო.. ალბათ გახელილზე უნდა..

Posted by: td......... Jul 25 2011, 10:50 PM

ძალიან სასიამოვნო გასაკეთებელია ეს ყველაფერი... აშკარად დადებითად მოქმედებს...

Posted by: Emigranti Jul 26 2011, 05:31 PM

QUOTE(kate @ Jul 25 2011, 03:07 PM) *
Emigranti

ახლა აღმოვაჩინე, რომ ჩემი ერთი ნაცნობი ხუთ წელზე მეტია ამ ვარჯიშებს აკეთებს. ძალიან კმაყოფილია და შეყვარებული ხუთ ტიბეტელზე. ისე ფანტასტიურ ფორმაშია.
შენი კითხვა გამახსენდა და თვალებზე ვკითხე. მას თვითონ გახელილი თვალებით აქვს ნასწავლი (ტიბეტში), თუ გინდა თავბრუ არ დაგეხვიოს მარცხენა ხელის უნდა უყურო, ეს დასაწყისში რომ მიეჩვიო, მერე ყოველთვის გახელილი თვალებით უფოკუსოდ, თავბრუ ყოველთვის დაგეხვევა, უბრალოდ ეჩვევი და ამ პირველი ვარჯიშის ერთერთი მიზანი ეს ყოფილა. აი, მეორე ვარჯიშს კი პირიქით თვალდახუჭული აკეთებ, და მხრებს არ აშორებ იატაკს, ანუ მარტო თავი და ფეხები მოძრაობს
მადლობთ smile.gif

Posted by: kate Jul 26 2011, 05:39 PM

Emigranti
არაფრის, ჩემო კარგო.
თუ რამე კითხვა გექნებათ, დამიწერეთ და ვკითხავ. და კიდევ ის დამავიწყდა, რომ მეორე ვარჯიშის დროს ხელისგულები ზემოთ უნდა გქონდეთ (ეს სურათები ვაჩვენე), დასაწყისში შეიძლება დაბლა იყოს, ბალანსისთვის.

Posted by: Shou Jul 30 2011, 09:29 PM

მეც მინდა რეკომენდაცია გავუკეთო ამ ხუთ სავარჯოშოს. ერთი პერიოდი ვაკეთებდი და ძალიან დამეხმარა. ტრიალს რაც შეეხება, არავის ვურჩევ თვალდახუჭული იტრიალოსsmile.gif მე ყოველთვის თითს ვუყურებ. მთავარია სწორი ადგილი იყოს, ტრიალს როცა მიეჩვევი შეგიძლია საათობითაც იტრიალო, ფიზიკურად არა მგონია რაიმე პრობლემა იყოს, აი სხვა მხრივ შეიძლება. ტრიალს მოაქვს განსაკუთრბული ენერგია, აგრეთვე აღვიძებს ძირეულ შიშებს, ამიტომ ცოტ-ცოტა და ფრთხილად. მე პერიოდულად ვტრიალებ, მერე ვჩერდები მერე ისევ ვიწყებ. ანუ ფიზიკურად სირთულე არ მაქვს მაგრამ ზოგჯერ ვეღარ ვუძლებ.

Posted by: td......... Jul 31 2011, 12:14 AM

Shou
აბა კონკრეტული მზერა არ გქონდეთო ტრიალისასო? მგონი არაფერზე არ უნდა შეაჩერო მზერა(მოცეკავვესავიტ)პირიქით
ესაა ცადებული ამ ტრიალში თანაც 3 დან რომ იწყებ არაა პრობლემა, მერე ეჩვევი და არც ტავბრუსხვევა იქნება..

Posted by: Ceeport Sep 29 2011, 10:52 PM

გამარჯობა,

5 ტიბეტური მარგალიტის (Five Tibetan Rites) ტრენინგი იწყება თბილისში და არავის გინდათ? მე 6 დღე ვიარე მოსამზადებელზე და, სულ 2 კაცი ვიყავით, მერე ის მეორე გამოგვაკლდა და კურსიც შეჩერდა, მე ძალიან მინდა გავიარო, მაგრამ ხალხის სიმცირის გამო ჯგუფი არ დგება.

თუ შევიკრიბებით რამდენიმე ადამიანი თავისუფლად შეგვეძლება დავიწყოთ.

თუ გაინტერესებთ ყველაფერს დეტალურად დაგიწერთ, ვინ ატარებს და ა.შ.

ძალიან ძლიერი ვარჯიშებია, თუ არ გაქვთ გაგონილი შეგიძლიათ დაგუგლოთ smile.gif

Posted by: Lashapoli Sep 29 2011, 11:09 PM

კი, კარგი იქნება თU ცოტა დეტალურად დაგვიწერ.. smile.gif

Posted by: Ceeport Sep 29 2011, 11:13 PM

სახელი და გვარი არ მახსოვს იმ კაცის ვინც ატარებს, უფროსწორად სახელი მახსოვს, გაგა ქვია. ზალიან მაგარი კაცია, მე ძალიან მომეწონა, თავისი მიგნებები აქვს და შიგადაშიგ გვიყვება ხოლმე. აქ თბილისში დროებითაა ჩამოსული, ისე უკრაინაში მოღვაწეობს smile.gif კიდე კონკრეტულად თუ რამე გაინტერესებთ გაგიგებთ

Posted by: Lashapoli Sep 29 2011, 11:26 PM

QUOTE(Ceeport @ Sep 29 2011, 11:13 PM) *
სახელი და გვარი არ მახსოვს იმ კაცის ვინც ატარებს, უფროსწორად სახელი მახსოვს, გაგა ქვია. ზალიან მაგარი კაცია, მე ძალიან მომეწონა, თავისი მიგნებები აქვს და შიგადაშიგ გვიყვება ხოლმე. აქ თბილისში დროებითაა ჩამოსული, ისე უკრაინაში მოღვაწეობს smile.gif კიდე კონკრეტულად თუ რამე გაინტერესებთ გაგიგებთ

ხო კარგი იქნებოდა wink.gif

Posted by: JENNY. Jan 15 2012, 12:22 AM

ვნახე ვიდეო და მივხვდი რომ თურმე დიდი ხანია ასეთ ვარჯიშებს ვაკეთებ, ხვალიდან სისტემატიურად დავიწყებ და ვნახოთ რა იქნება

Posted by: atinati Jan 17 2012, 12:31 PM

ერთი კითხვა მაქვს... ანუ კვირაში სამჯერ აკეთებ პირველ ჯერზეო რომ ამბობს ვიდეოში, ნიშნავს რომ, დავუშვათ პირველ ტიბეტელს ვაკეთებ ერთხელ მხოლოდ? ანუ ვბრუნავ მხოლოდ სამჯერ? და მორჩა?... ნუ ნიშნავს, რომ ყოველდღე სამ-სამჯერ ვბრუნავ? იმედია ძალიან არ დაგაბნიეთ ამ ჩახლართული კითხვით... blush.gif

Posted by: natuka Jan 17 2012, 12:37 PM

atinati
თავიდან ყველა ვარჯიშს აკეთებ 3-3ჯერ. ყოველ კვირას უმატებ 2ს. ადიხარ 21-მდე.

Posted by: atinati Jan 17 2012, 12:45 PM

QUOTE(natuka @ Jan 17 2012, 12:37 PM) *
atinati
თავიდან ყველა ვარჯიშს აკეთებ 3-3ჯერ. ყოველ კვირას უმატებ 2ს. ადიხარ 21-მდე.


ანუ, დავუშვათ, ვაკეთებ, დღეს, ოთხშაბათს და პარასკევს? და ვბრუნავ პირველი ტიბეტელის შემთხვევაში მხოლოდ სამჯერ? მეორე კვირას ვაკეთებ 5 დღეს და ვბრუნავ 5ჯერ?...

Posted by: natuka Jan 17 2012, 04:02 PM

QUOTE(atinati @ 17th January 2012 - 12:45 PM) *
ანუ, დავუშვათ, ვაკეთებ, დღეს, ოთხშაბათს და პარასკევს? და ვბრუნავ პირველი ტიბეტელის შემთხვევაში მხოლოდ სამჯერ? მეორე კვირას ვაკეთებ 5 დღეს და ვბრუნავ 5ჯერ?...

ყოველდღე რატომ არ აკეთებ?
დიდი დრო არ მიაქვს. ყველა ვარჯიში ერთად გააკეთე, ხუთი ტიპეტელი ერთი კომპლექსია.
ყველა ვარჯიში ერთად სამჯერ. ჯერ კარგად აითვისე. თU მოგეწონდა მაშინ გააგრძელე და ყოველ კვირა უმატე 2ი.

Posted by: atinati Jan 17 2012, 06:14 PM

QUOTE(natuka @ Jan 17 2012, 04:02 PM) *
ყოველდღე რატომ არ აკეთებ?
დიდი დრო არ მიაქვს. ყველა ვარჯიში ერთად გააკეთე, ხუთი ტიპეტელი ერთი კომპლექსია.
ყველა ვარჯიში ერთად სამჯერ. ჯერ კარგად აითვისე. თU მოგეწონდა მაშინ გააგრძელე და ყოველ კვირა უმატე 2ი.


არა, მაგას მივხვდი რომ ყველა ვარჯიში ერთად უნდა გავაკეთო, უბრალოდ მხოლოდ პირველი ტიბეტელის მაგალითი მოვიყვანე რომ კითხვა ადვილად გასაგები ყოფილიყო. ყოველდღე სამ-სამჯერ, გამოდის პირველი ტიბეტელის შემთხვევაში 9ჯერ უნდა დავტრიალდე, ასე გამოდის?

Posted by: natuka Jan 17 2012, 07:21 PM

დილით სანამ ისაუზმებ სამჯერ ტრიალი, 3-ჯერ -2 სავარჯიშო, 3-ჯერ-3 სავარჯიშო, 3-ჯერ-4 სავარჯიშო,3-ჯერ-5 სავარჯიშო.
The End.
whistling.gif

Posted by: atinati Jan 18 2012, 01:25 AM

QUOTE(natuka @ Jan 17 2012, 07:21 PM) *
დილით სანამ ისაუზმებ სამჯერ ტრიალი, 3-ჯერ -2 სავარჯიშო, 3-ჯერ-3 სავარჯიშო, 3-ჯერ-4 სავარჯიშო,3-ჯერ-5 სავარჯიშო.
The End.
whistling.gif


შეგაწუხე blush.gif

გმადლობ

Posted by: natuka Jan 18 2012, 10:55 AM

atinati
kiss1.gif

Posted by: JENNY. Jan 18 2012, 04:46 PM

უკვე მეოთხე დღეა ამ ვარჯიშებს ვაკეთებ თავის ტკივილები დამეწყო, პირველ დღეს შუბლი მტკიოდა და ეს ვარჯიშის შედეგია????



არადა თავის ტკივილები პრინციპში საერთოდ არ მაწუხებდა მანამდე

Posted by: natuka Jan 18 2012, 05:25 PM

კი მეც მტკიოდა რამოდენიმე დღე. გაგივლის.

Posted by: JENNY. Jan 18 2012, 09:13 PM

natuka

რა მაინტერესებს იცით ამ ვარჯიშებს რამე ენერგეტიკული დათვირთვა აქვს ალბათ ხო და ასე იმიტომ მოქმედებს, იმიტომ რომ ფიტნესზე როდესაც დავდიოდი ვაკეთებდი მსგავს ვარჯიშებს, მაგალითად მე-2, მე-3, მე-4, მე-5 ტიბეტელს ))

Posted by: old_man Mar 19 2012, 11:20 PM

მოკლედ ტიბეტელებს ალღო კარგად ავუღე და ყოველ დილა ვაკეთებ. თუ არ გავაკეთე უკმარისობის გრძნობა მაქვს. თავიდან ვიდეო გაკვეთილი მქონდა ჩართული და ისე მოვყვებოდი იმიტომ რომ სურათებით ყველა ნიუანსს ვერ დაიჭერ. შედეგია ძაან კარგი. თითქოს სხეული მოვირგე კარგად, გემრიელად ))
მაინტერესებს რომელი ტიბეტელი მოგწონთ ყველაზე მეტად?
მე მსიამოვნებს მე-3 და მე-5.
1-ტრიალი ყველაზე ნაკლებად.

Posted by: natuka Mar 20 2012, 12:00 AM

ბოლო სამი სასიამოვნოა. მეც ყოველდ|ღე ვარჯიშობ, მაგრამ მხოლოდ 9 ვაკეთებ, რამოდენიმეჯერ მქონდა მცდელობა მომატების მაგრამ რაღაც არ მსიამოვნებდა ვარჯიში.

Posted by: old_man Mar 20 2012, 12:11 AM

მე 6-თ დავიწყე და მივხდი რომ ცოტა იყო ჩემთვის. გადავედი რამდენიმე დღეში 12-ზე და მერე ერთი კვირის შემდეგ პირდაპირ 21-ზე.


Posted by: old_man Mar 20 2012, 10:45 PM

QUOTE
რა მაინტერესებს იცით ამ ვარჯიშებს რამე ენერგეტიკული დათვირთვა აქვს ალბათ ხო და ასე იმიტომ მოქმედებს,

უბრალო გამაჯანსაღებელი ფიზიკური ვარჯიშები არ არის.
ვარჯიში რომ დავიწყე ეგრევე მივხდი.
ძლიერი ენერგეტიკული ვარჯიშებია და ენერგიის დაგროვებას უწყობს ხელს.
ცოტა რამ ნეტშიც წავიკითხე თეორია. ჩაკრებს შორის ენერგიის მოძრაობას აბალანსებს და კუნდალინის ენერგიის გამონთავისუფლებისთვის გზას წმენდს.
კუნდალინი იოგას მე-2 ჩაკრის ვარჯიშები სწორედ ხუთი ტიბეტელით იწყება.
ანუ უფრო მეტად იოგას ეკუთვნის

Posted by: td......... Mar 28 2012, 07:33 PM

ბიძაჩემი გადადებული იყო, წესით 6 წლის წინ უნდა მომკვდარიყო, მაგრამ ამ ვარჯიშებით დღესაც ბიჭივით გამოიყურება 75 წლის ასაკში.. ნუ თვითონ თვლის ამ ვარჯიშების წყალობითო...

Posted by: old_man Mar 28 2012, 08:11 PM

td.........
ჰო ამ ვარჯიშებზე წერია რომ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს, სიცოცხლის ხანგრზლივობასაც ზრდისო

მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ხანი ვიცოცხლებ. მთავარი არაა ხანგრძლივობა. მთავარია ამ სიცოცხლის ხარისხი. რა ჯობია რომ სხეულს ფლობდე ასაკშიც aikido.gif
ნუ იმაზე აღარ ვამბობ შუა ხნის ასაკში სამკეცა ღაბაბი და ღიპი და კიბეებზე ხვნეშა-ხვნეშით ამოსვლა ))
ეს ვარჯიშები ამის გარანტიას იძლევა რომ სიცოცხლის ხარისხი იქნება მაღალი. მე ვვარჯიშობდი შტანგით, განტელებით მაგრამ ტიბეტელები სხვაა, სხვანაირ სიამოვნებას მანიჭებს. ეს არის ფიზიკურ+ენერგეტიკულ ვარჯიშთა კომპლექსი. სხვა ვარჯიშები კი ადრე რომ ვაკეთებდი იყო მხოლოდ ფიზიკური.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება აქ ხერხემალს. ხერხემლის გაჭიმვებით იხსნება ენერგეტიკული არხები და ენერგია ჩაკრებში თავისუფლად იწყებს დენას good.gif

Posted by: td......... Mar 28 2012, 08:32 PM

old_man
ხო , ხერხემალი ჩემი ტკივილია, ნუ მახსენებ! biggrin.gif

Posted by: old_man Apr 10 2012, 11:01 PM

5 ტიბეტელის თითოეულ ვარჯიშს აქვს მედიტაციური დატვირთვაც. უკავშირდება ჩვენი სამყაროს ხუთ ელემენტს. კარგი იქნება თუ ვარჯიშისას გავიმეორებთ გონებაში:

1 ტიბეტელი (ენერგია): მე ენერგიით სავსე ვარ
2 ტიბეტელი: (ჰაერი) ჩემი გონება სუფთა და მშვიდია
3 ტიბეტელი: (წყალი) მე მოქნილი და მიმღები ვარ
4 ტიბეტელი: (დედამიწა) მე ძლიერი და დაბალანსებული ვარ
5 ტიბეტელი: (ცეცხლი) მე პოზიტიური და მოტივირებული ვარ

Posted by: Existence Apr 11 2012, 12:46 AM


მოკლედ ხვალ დილიდან ვიწყებ მეც ტიბეტელებს smile.gif

Posted by: old_man Apr 11 2012, 12:59 AM

Existence
პირდაპირ 21-ით არ დაიწყო..
მე არ ვიცოდი და პირველ დღეს 21 გავაკეთე და იმ დღეს ძაან ცუდად ვიყავი. მაქანავებდა აქეთ-იქით biggrin.gif
არადა ემიგრანტს ეწერა გაფრთხილება

Posted by: td......... Apr 11 2012, 08:12 AM

კენტი რიცხვით უნდა დაიწყოთ... უმჯობესია 3 ან ხუთით...

Posted by: Existence Apr 11 2012, 11:28 AM

QUOTE(old_man @ 11th April 2012 - 12:59 AM) *
Existence
პირდაპირ 21-ით არ დაიწყო..
მე არ ვიცოდი და პირველ დღეს 21 გავაკეთე და იმ დღეს ძაან ცუდად ვიყავი. მაქანავებდა აქეთ-იქით
არადა ემიგრანტს ეწერა გაფრთხილება


ხო ვიცი რო არ უნდა დავიწყო biggrin.gif მაგრამ ეგ ხო იცი როგორი რაღაცაა ცდუნებას ვერ უძლებ რო ნახო სადამდე ქაჩავ , მოკლედ მაგრად მომეწონა smile.gif რაღაცეებს ალბათ ზუსტად ვერ ვაკეთებ მაგრამ ძაან რო დავუკვირდე დავიძაბები და ეგ უფრო ცუდია

რა მაინტერესებს დღეში რამდენჯერ აკეთებთ ამას დილას და საღამოს თუ როგორ ?

მე ხუთებით დავიწყე რა ეს სამი ძაან ცოტაა

Posted by: old_man Apr 11 2012, 10:13 PM

Existence
დღეში ერთხელ აკეთებ. დილით არის ყველაზე კარგი დრო.

Posted by: Existence Apr 11 2012, 10:26 PM


OK smile.gif

Posted by: Existence Apr 21 2012, 10:56 PM

მადლობა ფორუმელებს რო მომანდომეთ ამ ვარჯიშის კეთება biggrin.gif

5 ტიბეტელი good.gif

Posted by: old_man Apr 22 2012, 09:37 PM

Existence
მერე დაწერე რა შედეგები გაქვს, რას გრძნობ, რომელი ტიბეტელი გეძნელება და რომელი გიადვილდება.
რამდენზე ახვედი?

დაწერე რაპორტი Laie_61.gif
ვითომ ეს ოლდმენის შპრაქტიკუმია. biggrin.gif

Posted by: Existence Apr 22 2012, 10:09 PM

QUOTE(old_man @ 22nd April 2012 - 09:37 PM) *
Existence
მერე დაწერე რა შედეგები გაქვს, რას გრძნობ, რომელი ტიბეტელი გეძნელება და რომელი გიადვილდება.
რამდენზე ახვედი?

დაწერე რაპორტი
ვითომ ეს ოლდმენის შპრაქტიკუმია.


კარგი biggrin.gif დავწერ რაპორტს

Posted by: Ever Apr 22 2012, 10:56 PM

მეც დავიწყე ტიბეტელები. თავბრუ მეხვევა საღამოობით, არ ვიცი ამის ბრალია თუ არა
ჩემს ირგვლივ ვგრძნობ ენერგიის მოძრაობას

Posted by: Qocho Apr 23 2012, 12:34 AM

ხო, დადეთ აბა რაპორტები ვინც აკეთებთ.

ჰათჰას კი ვვარჯიშობ იშვიათად და თუ აჯობებს გადმოვალ რა პრობლემაა yu.gif

Posted by: Existence Apr 23 2012, 02:32 AM

მოკლედ 12 დღეა ვაკეთებ, დავიწყე ხუთებით სამი ძალიან ცოტა იყო, ცოტახნის წინ მინდოდა შვიდამდე გაზრდა მაგრამ მეოთხე ტიბეტელის კეთებისას ვგრძნობ თავბრუსხვევას და არასასიამოვნო შეგრძნებას მაგიტომ გავჩერდი ისევ ხუთებზე , მაქვს ცდუნება რო არეულად ვაკეთო ანუ არ დავითვალო და ზოგი უფრო მეტი ვაკეთო და ზოგი ნაკლები როგორც ვიგრძნობ პროცესში მაგრამ მაინც ვერ ვრისკავ ვარჯიში აშკარად ენერგეტიკულია და სათამაშო არ არის

ჯერ ჯერობნით ვაკვირდები ცვლილებებს ამიტომ კონკრეტულად ჯერ არ დავწერ მაგრამ ცვლილება იგრძნობ მესამე დღიდან აშკარად

ვარჯიშის მერე ვაკეთებ შავასანას და მაგ დროს ვაკეთებ ოშოსგან ნასწავლი დამცავი აურის ვიზუალიზაციას (ამ უკანასკნელს მხოლოდ მაშინ როცა მედიტაციის ცდას ვგეგმავ იმ დღეს იმიტომ რო მედიტაციის მერე ძლიან მგრძნობიარე ვარ და ვგრძნობ რო მჭირდება ეს

ლაპარაკია ამ მარტივ Protecting Aura Meditation-ზე

http://www.messagefrommasters.com/Meditation/Meditation_Techniques/Darshan_Diaries/Protective_Aura.htm

ჯერ ეს ჩაიბარე biggrin.gif და გაგრძელება იქნება wink.gif

Posted by: Ever Apr 23 2012, 11:59 PM

თქვენც დაწერეთ ვინც დიდი ხანია ვარჯიშობთ, სტიმული იქნება smile.gif

Posted by: kate Apr 24 2012, 05:14 AM

დიდი ხანი არ არის, სულ რამოდენიმე თვეა ვვარჯიშობ და მომწონს. შემიძლია გირჩიოთ მხოლოდ ჩემი გამოცდილებით და ჩემი აზრი მოგაწოდოთ: თუ რაიმე ფიზიკური ვარჯიშების და მითუმეტეს აღმოსავლურის გამოცდილება გაქვთ, ადვილად შეიძლება 25-მდე ასვლა (მე ათით დავიწყე და 25-ზე ავედი ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე), მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვარჯიშის გამოცდილება გაქვთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მითითებულია. ძალიან კარგი ალტერნატივაა დროის უქონლობისას და ზარმაცებისათვის smile.gif - მთელ კომპლექსს დაახლოებით 15 წუთი ჭირდება - იგივე დრო ზოგიერთ ასანისთვის არ არის საკმარისი და ორგანიზმის თითქმის ყველა კუნთი ვარჯიშდება. დარწმუნებული ვარ ფიზიკური სხეულის ჯანმრთელობისათვის ძალიან ეფექტურია და შეიძლება ისეთივე როგორიც ჰათჰა იოგაა, მაგრამ არა ენერგეტიკულად. ყველა ვარჯიშისისას, გარდა პირველი ტიბეტელისა, ენერგიულ დაწოლას მესამე ჩაკრიდან ვგრძნობ. თუ რომელიმე იოგური სისტემით ვვარჯიშობთ, ტიბეტელებით შეცვლა არ გამოვა, მაგრამ კარგია პარალელურად, და ძალიან მოსახერხებელია თუ დრო არ გაქვს ან დაგეზარა ზოგჯერ ჩაანაცვლო ტიბეტელებით, ისე კარგია ტიბეტელებით დაწყება, მერე კარგი მოდუნება და შემდეგ იოგა. ვინც იოგათი არ ვარჯიშობს და არც აპირებს ტიბეტელები ძალიან კარგი და თან ადვილი ვარჯიშებია და ძალიან კარგი ორგანიზმისთვის

Posted by: Ever Apr 24 2012, 07:23 PM

QUOTE
ზარმაცებისათვის

JC_cupidgirl.gif

ვარჯიში ყველაზე მეტად მეზარება და არასდროს მივარჯიშია. ტიბეტელები მომწონს, დღეს უკვე 5-5 გავაკეთე და არ მეზარება რაც მთავარია
ტიბეტელები, მერე შავასანა და მერე მერკაბა.
ტიბეტელების მერე ჟიჟინი ( რა უცნაური სიტყვაა ჟიჟინი) მესმის ყურებში
ამ ყველაფრის მერე მზეში ვდგები, წყალს ვმუხტავ (40ჯერ გადასხმა გადმოსხმით) და ვსვამ smile.gif

Posted by: old_man Apr 24 2012, 10:14 PM

შაბათს დილით ვაპირებ ტიბეტელები გავაკეთო სუფთა ჰაერზე. კუს ტბაზე.
როგორც მითხრეს უფრო კარგი ეფექტი აქვსო.
ვისაც სურვილი ექნება შემომიერთდეს


Posted by: Ceeport Apr 25 2012, 12:43 AM

მე იქ ვიქნები უეჭველი, აბა კიდევ არიან მსურველები??

Posted by: Ever Apr 27 2012, 01:47 AM

რაც ტიბეტელებს ვაკთებ ძალიან უცნაურ სიზმრებს ვხედავ

Posted by: tikoroma Apr 27 2012, 09:55 AM

მთელი არსებით ვგრძნობ ვარჯიშის შედეგს smile.gif საერთოდ მომეხსნა მუდმივი დაღლილობის შეგრძნება და უაზრო ტკივილები სახსრებში და კიდევ მრავალი გაუგებარი ტკივილი biggrin.gif

Posted by: tikoroma Apr 27 2012, 10:01 AM

kate
რაც შეეხება ჩაკრებს. რელაქსაციის და მედიტაციის დროს ვგრძნობ მესამე ჩაკრასთან (ყვითელთან smile.gif) ქარბორბალასავით ტრიალებს biggrin.gif
http://www.radikal.ru

Posted by: old_man Apr 27 2012, 11:08 PM

მოკლედ იუტუბზე ბევრი ვიდეო ვნახე. არის მცირე განსხვავებები.
http://www.youtube.com/watch?v=TJElLrpBetc
ამ ვიდეოში მაგალითად ეს გოგო მე-4 ტიბეტელს მოუხერხებლად აკეთებს. დაჯდომისას მუხლებს დაჯდომის პარალელურად უნდა შლიდეს. ეს კი ჯერ ჯდება და მერე კეცავს. ამის გამო ტემპი ეცემა და რიტმული მოძრაობა ირღვევა.
მე-5 ტიბეტელის დროს კი ტერფებს მთლიანად ადგამს და როგორც ვიცი არასწორია. წოლა უფრო ფართო უნდა ქონდეს და ტერფებსაც ნახევრამდე დაადგამს.

მე-4 ტიბეტელის დროს ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ ხელების მდებარეობას. წელს ოდნავ ქვემოთ, თეძოებთან უნდა გედოთ და არა წელთან. რომ მიხერხებულად აკეთოთ.

http://www.youtube.com/watch?v=2qLKhvsfQKc&feature=related
აი ეს ქალი აკეთებს ყველაზე სწორად. მე-4 ტიბეტელსაც კარგად აკეტებს. ხელის გულები ცოტა უცნაურად სიგანეზე უდევს მაგრამ არ ცვლის ეგ არააფერს.

Posted by: Lashapoli Apr 27 2012, 11:34 PM

მეც დავიწყე. დღეს პირველად გავაკეთე და სახლიდან რო გავედი ძალიან სვეჟად ვიყავი, აშკარად მესიამოვნა, დალშე ვნახოთ...

Posted by: old_man Apr 28 2012, 07:13 PM

დღეს დილით კუს ტბაზე გავაკეთე ტიბეტელები და მართლა განსხვავდება შეგრძნებები და ბუნებაში გაკეთება ჯობია აშკარად. ენერგიას გაორმაგებულად გრძნობ.
აი რაპორტი biggrin.gif








სურათებისთვის მადლობა ceeport-ს Laie_61.gif

გელოდებით შემდეგ შაბათს.

Posted by: Ceeport Apr 28 2012, 07:28 PM

მადლობა old_man -ს, გაგვანდო თავის საიდუმლო ვარჯიშები :დ ჩვენი გურუა. მართლა კარგად ვგრძნობდი თავს ვარჯიშის მერე მიუხედავად იმისა რომ ცოტა გავაკეთე (5ჯერ), იქით შაბათს კიდევ ავალთ და იქ ვივარჯიშებთ, კარგი იქნება სხვებიც თუ შემოგვიერთდებით wink.gif

Posted by: Existence Apr 28 2012, 07:34 PM


ვაა მაგარია biggrin.gif და რა მაინტერსებს, შესვენებების დროს სამჯერ რო უნდა შეისუნთქო შენ სამჯერ ნელა (რაღაც მედიტაციურად ხო ხვდები : )) ) ისუნთქავ თუ სწრაფად ?

Posted by: Existence Apr 28 2012, 07:35 PM

და კიდე დაღმართში ვარჯიშობდი თუ მეჩვენება ? biggrin.gif

Posted by: old_man Apr 28 2012, 07:43 PM

Existence
სამჯერ ნელა ისუნთქავ.
არ იყო დაღმართი, შეიძლება იყო ცოტა მარა იქ არ ჩანდა. biggrin.gif ხელი არ შეუშლია

მეორე სურათში მე-2 ტიბეტელს არასწორად ვაკეთებ. blush.gif მხრები არ უნდა იწეოდეს წინ, მარტო თავი.

Posted by: natuka Apr 28 2012, 11:14 PM

http://www.e-reading.org.ua/illustrations/148/148394-i_005.jpg

აი მეორე ტიბეტელი

Posted by: kate Apr 29 2012, 04:59 AM

QUOTE(Lashapoli @ Apr 27 2012, 02:34 PM) *
მეც დავიწყე. დღეს პირველად გავაკეთე და სახლიდან რო გავედი ძალიან სვეჟად ვიყავი, აშკარად მესიამოვნა, დალშე ვნახოთ...

ვინც დაიწყეთ აუცილებლად გააგრძელეთ, არ ინანებთ smile.gif , ჩემი შვილი ვერანაირი ვარჯიშებით ვერ დავაინტერესე და დიდი თხოვნის შემდეგ ტიბეტელები დაიწყო, ორ კვირაში ავიდა 21-ზე და არც ერთ დღეს არ აგდებს, პირიქით თვითონ მახსენებს. ახლა თავისი თავის საოცრად კმაყოფილია და თავსაც გაცილებით ენერგიულად და ბედნიერად გრძნობს და მეგობრებსაც ურჩევს.

old man
ბუნებაში სუფთა ჰაერზე, მართლაც ძალიან კარგი იქნებოდა. რამოდენიმე თუ იქნებით, კიდევ უკეთესი smile.gif

Posted by: earth Apr 29 2012, 10:17 AM

დროს თუ აქვს მნიშვნელობა, რომელ საათზე გააკეთო? დილით თუ წასასვლელი ხარ ძნელია...

Posted by: natuka Apr 29 2012, 10:32 AM

earth
დილით ჯობია. ვარჯიშს თუ დაიწყებ მიხვდები. დილით თუ იღებ ასევევ კონტრასტულ შხაპს ეღტ საათი არ შეიძლება ამ ვარჯიშის შემდეგ.

Posted by: old_man Apr 29 2012, 12:38 PM

QUOTE
რამოდენიმე თუ იქნებით, კიდევ უკეთესი

მე მინდა გავაკეთოთ ჯგუფი და რეგულარულად ვივარჯიშოთ ბუნებაში კვირაში ერთხელ ან ორჯერ. თან ჯგუფურად უფრო კარგად დავხვეწთ ტექნიკებს. aikido.gif რამდენიმე თვეა ვაკეთებ და ნელ-ნელა ვხვეწ, ჯერ კიდევ სრულყოფა უნდა. ბევრი ნიუანსია, რომელიც შეიძლება გამოგრჩეს. სხვა კი დაინახავს და მიგითითებს.
ტიბეტელების გარდა შეგვიძლია კიდევ რამე ახალი ვარჯიშები, ტექნიკები გამოვცადოთ. ვინც რა იცის.
ვინმეს თუ უნდა, დაწერეთ აქ ან პმ-ში მომწერეთ და დავგეგმოთ..

სულიერი განვითარება არაფერია ფიზიკურის გარეშე babu.gif
ნუ ზოგიერთი დიდი სულიერი მასწავლებლები შეიძლება სხვების კარმას იღებდნენ თავზე, ილეოდნენ, ავადმყოფობდნენ. ფიზიკურ სხეულს ყურადღებას არ აქცევდნენ. ბუდას სიბერეში ხელით დააკონწიალებდნენო. მაგრამ გვინდა ახლა ეს ჩვენ? biggrin.gif

Posted by: jashinist May 4 2012, 04:39 PM

არეულად რომ გააკეთო ტიბეტელები შეიძლება? აი მაგალითად ჯერ მესამე და მერე მეორე რომ გააკეთო, თუნდაც? თანაბარ თანაბრად? და თუ არ შეიძლება რატომ? და რა შედეგს მოიტანს?

Posted by: old_man May 4 2012, 08:36 PM

jashinist

QUOTE
არეულად რომ გააკეთო ტიბეტელები შეიძლება? აი მაგალითად ჯერ მესამე და მერე მეორე რომ გააკეთო, თუნდაც? თანაბარ თანაბრად? და თუ არ შეიძლება რატომ? და რა შედეგს მოიტანს?

არეულად არ შეიძლება. ამ მოძრაობებს აქვთ რიტუალური დატვირთვაც. და ამიტომ ყველაფერი მნიშვნელოვანია თანამიმდევრობა, რიტმი, სუნთქვა...
ცუდი შედეგი არ ექნება, უბრალოდ ისეთი ეფექტი აღარ ექნება.

Posted by: earth May 13 2012, 10:40 PM

მეც დავიწყე smile.gif
მე, ნელა დავიწყე, 3-3 -ით... მგონი მეც საჩემო სავარჯიშო ვიპოვე, ცხოვრებაში თითქმის არ მივარჯიშია sweet.gif
ძალიან მომეწონა პირველი biggrin.gif მარტო ეგ გავაკეთე ადვილად tongue.gif
ჯერ შეიძლება ყველა ვარჯის კარგად ვერ ვაკეთებ, მაგრამ ყოველ დილით მიხარია, რომ როგორც იქნა რაღაცას ვაკეთებ ჩემთვის, როგორც იქნა!!!

Posted by: earth May 13 2012, 11:09 PM

ეს ვიდეო კი ჩაკრების ვიზუალიზაციასაც უმატებს, თუმცა მესამე სავარჯიშოს ცოტა სხვანაირად აკეთებს. თან ამბობს, რომ უნდა ივარჯიშო დილით ან საღამოსო. საინტერესოა, აბა რას იტყვით ამაზე გამოცდილები smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=a6fw8Y5TLWw&feature=related

Posted by: earth May 26 2012, 09:44 PM

ბოლოს რელაქსაციას მართლა იგივე დრო უნდა დაუთმო რამდენიც ვარჯიშებს, თუ არა აქვს მნიშვნელობა?
მიხარია, რომ არ ვაგდებ არც ერთ დღეს და თუმცა ნელა, მაგრამ ვზრდი რაოდენობას smile.gif

Posted by: old_man May 26 2012, 10:38 PM

რელაქსაციას 2-3 წუთს ვუთმობ

Posted by: kate May 27 2012, 06:29 PM

earth
ძალიან კარგია რომ დაიწყე! მალე შეგიყვარდება.
მაგ ვიდეოში მე მგონი ვარჯიშები ზედმეტად ნელა კეთდება, რამდენადაც ვიცი ტიბეტელები უფრო სწრაფი რიტმით უნდა გაკეთდეს. რელაქსაციას რაც მეტ დროს დაუთმობ მით უკეთესია, მაგრამ ალბათ მაინც ინდივიდუალურია, ყოველ შემთხვევაში აუცილებელია პულსი და სუნთქვა ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, თუ აჩქარებულია ვარჯიშის შემდეგ.

Posted by: earth May 27 2012, 11:17 PM

kate

QUOTE
სუნთქვა ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, თუ აჩქარებულია ვარჯიშის შემდეგ
.
ხო, მეც ასე ვიფიქრე, რომ მასე უნდა იყოს .
უბრალოდ უფრო დაზუსტება მინდოდა, მადლობა.
მართლაც შემიყვარდა ეს ვარჯიშები და არა თუ არ ვაცდენ, შაბათ-კვირას დილა-საღამოს ვაკეთებ. თუმცა ნელა ვზრდი მათ რიცხვს, რადგან მგონი ჩემთვის ასეა უკეთესიsmile.gif
ისე ვინც რა იცით დაწერეთ, მართლა ძალიან კარგი იქნება სხვების გამოცდილებაცsmile.gif

Posted by: tikoroma May 28 2012, 11:11 AM

14-ზე ძლივს ავედი, რო გაბევრდა ვიღლები babu.gif და მეზარება, უნდა ჩამოვიდე ისევ 5-ზე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: old_man May 28 2012, 11:30 PM

ამ ბოლო დროს მე-4 და მე-5 ტიბეტელი გამომდის ძაან კარგად. დავრწმუნდი რომ ძაან მნიშვნელოვანია რიტმი, ამას ყველაზე კარგად ვგრძნობ პირველი , მეოტხე და მეხუთე ტიბეტელების კეთებისას. ოდნავ სწრაფი რიტმით თითქოს ერწყმი სამყაროს შემოქმედებით ძალას angelchik.gif ჰო და პირველ ტიბეტელზე წავიკითხე რაღაცეები. არის სულიერი პრაქტიკები სადაც ეს ტრიალი გამოიყენება, რაღაც მდგომარეობებში გადასასვლელად. მგონი სუფისტებთან და დერვიშებთან.
ცოტა უსიამოვნო კი არის პირველ ხანებში, სანამ თაბრუსხვევა გაივლის. მოკლედ ძლიერი ვარჯიშია. ჩემი დაკვირვებით სწრაფ ტემპში უნდა იტრიალოთ, ეფექტს უფრო ვგრძნობ. ოღონდ წონასწორობა უნდა აკონტროლოთ კარგად, თორემ ერთხელ კინაღამ გადავფრინდი სადღაც... ))

Posted by: natuka May 28 2012, 11:34 PM

QUOTE
14-ზე ძლივს ავედი, რო გაბევრდა ვიღლები და მეზარება, უნდა ჩამოვიდე ისევ 5-ზე

მეც მასე მჩირდაbiggrin.gif ახლა მივეჩვიე. ისე მე სულ კენტს ვაკეთებ l_daisy.gif

Posted by: old_man May 28 2012, 11:47 PM

ისე არსებობს მე-6 ტიბეტელიც. იცოდით? babu.gif
ოღონდ ჩვეულებრივ მოკვდავებს არ ურჩევენ მის გაკეთებას. მარტო ლამების, ბერების და ეგეთი თავგადადებული ადამიანებისთვისაა. ეს მე-6 ვარჯიში გარდაქმნის სექსუალურ ენერგიას და აყავს ზევით.

პიტერ კედლერის წიგნი წავიკითხე ცოტა ხნის წინ. ამ წიგნით გახდა ცნობილი ხუთი ტიბეტელი. საინტერესოა. ბევრი რამ გავიგე ამ წიგნიდან.

Posted by: natuka May 28 2012, 11:54 PM

old_man
კი მეც წავიკითხე, და არც მიცდია. ვაი და შევწყვიტო ვარჯიში... კომენტარებშუ წიგნს ჰქოდა, რომ ვინც შეწყვიტა ვარჯიში ცუდი შედეგები ჰქონდათ.

Posted by: earth May 29 2012, 07:38 PM

მეც რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობ პირველ სავარჯიშოზე. რაღაც სიხარულს და ჰარმონიას მიქმნის, ჯერ ვარჯიშის რიცხვი მხოლოდ შვიდამდე მაქვს გაზრდილი და პირველის გაჩერებისას მუდამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მრჩება, მინდა მალე ავიდე 21-ზე. ამ პირველს მართლა ექნება რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა, დააკვირდით მრავალ ცეკვაშია ტრიალი და ეს ვინ იცის ალბათ ძველიდან იღებს სათავეს და ვინ იცის ძველებს რა ცოდნა ჰქონდათ ამის შესახებ. smile.gif

Posted by: mamu_ka May 31 2012, 05:22 PM

დღეში ორჯერ რომ გავაკეთო დილით და საღამოს ეგ შეიძლება?

კიდევ რა მაინტერესებს დილით რომ გავიღვიძებ მაშინვე უნდა გავაკეთო თუ უნდა გავიდეს დრო რომ ჯერ გამოფხიზლდეს ორგანიზმი და მერე გავაკეთო?

კიდევ ერთი არის რამე კონკრეტული საათი როცა ჯობია რომ შესრულდეს ეს ვარჯიში?

Posted by: old_man Jun 2 2012, 09:05 PM

QUOTE
დღეში ორჯერ რომ გავაკეთო დილით და საღამოს ეგ შეიძლება?
თუ მოტხოვნილება გაქვს გააკეთე. მე ერთი ორჯერ მქონდა. მაგრამ როგორც მახსოვს დღეში ორჯერ გაკეთებას ერთწლიანი პრაქტიკის შემდეგ ურჩევენ.
QUOTE
მაინტერესებს დილით რომ გავიღვიძებ მაშინვე უნდა გავაკეთო თუ უნდა გავიდეს დრო რომ ჯერ გამოფხიზლდეს ორგანიზმი და მერე გავაკეთო?

QUOTE
კიდევ ერთი არის რამე კონკრეტული საათი როცა ჯობია რომ შესრულდეს ეს ვარჯიში?

ეს ინდივიდუალურია. კარგი არისო უზმოზე გაკეთება. მე უფრო მოგვიანებით მირჩევნია. მთავარია ახლად ნაჭამზე არ გააკეთო, მინიმუმ ერთი საათი უნდა გავიდეს. და ისე ნებისმიერ დროს შეიძლება.

Posted by: Ceeport Jun 2 2012, 09:06 PM

დღეს ავედი 21-ზე smile.gif ყოველ დღე ვაკეთებ

Posted by: Ceeport Jun 2 2012, 09:06 PM

თენქ იუ old_man wink.gif

Posted by: td......... Jun 2 2012, 09:13 PM

ხვალიდან ვიწყებ ახალ კომპლესს.. ვნახოთ...

Posted by: natuka Jun 2 2012, 09:44 PM

td.........
რას?

Posted by: mamu_ka Jun 2 2012, 10:44 PM

old_man
მადლობა პასუხისთვის smile.gif

შესრულების ტემპი როგორი უნდა იყოს,სწრაფი თუ ნელი? მე ზოგს მოძრაობას სწრაფად ვაკეთებ ზოგს ნელა

Posted by: old_man Jun 3 2012, 01:28 AM

mamu_ka
მე მაგალითად 1 ტიბეტელს ვაკეთებ სწრაფ ტემპში. მე-2,3-ს ნელ ტემპში. მე-4,5 ასევე სწრაფ ტემპში მსიამოვნებს.

Posted by: mamu_ka Jun 3 2012, 04:33 PM

old_man
გასაგებია,მადლობა smile.gif

Posted by: earth Jun 4 2012, 12:17 AM

ხო, მეორე და მესამე მგონი ჯობია კიდეც ნელა შესრულდეს, მეც ამ ორს ვაკეთებ ნელა თავისთავად და დაემთხვაold_man -ის ნათქვამს. პირველს კი რაც ჩქარა ვაკეთებ მით მსიამოვნებს და თან მაგ დროს ძალიან დიდ სილაღესა და სიხარულს ვგრძნობ.
არვიცი და პირველს ცეკვას ვუკავშირებ, ყოველთვის მიყვარდა ცეკვა...

Posted by: earth Jun 6 2012, 07:18 AM

შეკითხვა მაქვს, ეს ვარჯიშები უფრო ზუსტია თუ არა როგორც ამ თემის პირველ პოსტშია, თუ შეიძლება ცოტა განსხვავებულობაც?

Posted by: earth Jun 12 2012, 07:31 AM

natuka

QUOTE
დილით თუ იღებ ასევევ კონტრასტულ შხაპს ეღტ საათი არ შეიძლება ამ ვარჯიშის შემდეგ.


ხალხო, ვარჯიშების შემდეგ ერთი საათი მართლა არ შეიძლება შხაპი?




Posted by: natuka Jun 12 2012, 11:22 AM

earth
კონტრასტული შხაპი,რადგან ორგანიზმი გახურებულიაო.

Posted by: earth Jun 12 2012, 10:58 PM

natuka

QUOTE
კონტრასტული შხაპი

კარგი, მაგას არ ვაკეთებ biggrin.gif

Posted by: chemikerin Aug 14 2012, 01:00 PM

გადავწყვიტე დავიწყო ამ ვარჯიშების კეთება... და რაღაც მინდა გკითხოთ...
ზოგადად, მინიმუმ კვირაში სამჯერ ერთი საათი ვვარჯიშობ (ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვა მაქვს მხედველობაში)... და მაინტერესებს ეს ვარჯიშები (5 ტიბეტელი) თუ გამიწევს იმ ფიზიკური დატვირთვის მაგივრობას... ანუ რომ შევწყვიტო ფიზიკური დატვირთვა და მთლიანად ამაზე გადმოვერთო... იმიტომ მაინტერესებს, რომ ეს ვარჯიშები ენერგეტიკულია და არ ვიცი რამდენად ჩაანაცვლებს ჩემს ჩვეულ ფიზიკურ ვარჯიშებს...

Posted by: old_man Aug 14 2012, 08:19 PM

chemikerin

QUOTE
ა მაინტერესებს ეს ვარჯიშები (5 ტიბეტელი) თუ გამიწევს იმ ფიზიკური დატვირთვის მაგივრობას...

ფიზიკურადაც კარგი ვარჯიშებია. სხეულის ძირითადი კუნთები მონაწილეობენ.

Posted by: chemikerin Aug 14 2012, 08:37 PM

old_man
ანუ შემიძლია, რომ შევწყვიტო ფიზიკური დატვირთვა??? unsure.gif

Posted by: old_man Aug 14 2012, 09:27 PM

chemikerin
შეწყვიტე Laie_61.gif

Posted by: earth Aug 14 2012, 09:33 PM

old_man

QUOTE
შეწყვიტე

ეს არც მე ვიცოდი...
ძალიან კარგიsmile.gif
ხალხო, დღეებს თუ აცდენთ ხანდახან ვერ ვახერხებ, ან როცა ძაან ცხელა და 42 გრადუსია, მაშინაც ვაცდენsad.gif

Posted by: old_man Aug 14 2012, 09:57 PM

მე ერთი თვე გავაცდინე ასევე სიცხის გამო.
სექტემბრიდან განვაახლებ. არაფერი დაშავდება

Posted by: earth Aug 15 2012, 12:30 AM

old_man
მადლობა smile.gif

Posted by: chemikerin Aug 15 2012, 03:39 PM

old_man

QUOTE
შეწყვიტე Laie_61.gif

21-ზე რომ ავალ შევწყვიტავ... ჯერ ხუთზე ვარ და... biggrin.gif
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის! smile.gif

Posted by: old_man Aug 15 2012, 08:19 PM

chemikerin
პრინციპში ინდივიდუალურია. თუ მარტო ტიბეტელები ვერ გაკმაყოფილებს დაუმატე რამე. სხეული თვითონ გეტყვის. მე მყოფნიდა როგორც ფიზიკური ვარჯიშები. ამიტომ გიტხარი ჩემი გადმოსახედიდან

Posted by: td......... Aug 15 2012, 08:56 PM

ვიცი, რომ გაცდენა შეიძლება 1 დღე.. თუ ბევრი გააცდინე, მერე ტავიდან უდა დაიცკო, ტავდაპირველი რაოდეობიტ...

Posted by: chemikerin Aug 16 2012, 10:59 AM

old_man
კი, გეთანხმები... მე მგონი, ჯობია ისე გავაკეთო, როგორც სხეული მეტყვის... და კიდევ მაქვს ერთი კითხვა... ამ ვარჯიშების გაკეთების მერე რამდენ ხანში უნდა ვჭამო? დამთავრებისთანავე რომ ვჭამო შეიძლება? თუ უნდა გავიდეს გარკვეული დრო?

Posted by: old_man Aug 16 2012, 12:49 PM

chemikerin
ვარჯიშის შემდეგ ჭამა შეიძლება. სხეული რომ დაწყნარდება 10-15 წუთში.
მტავარი აკრძალვა ეხება ვარჯიშამდე ჭამას. 1-2 საათი უნდა გავიდეს.

Posted by: chemikerin Aug 18 2012, 08:58 AM

old_man
დიდი მადლობა. smile.gif

Posted by: old_man Mar 15 2013, 06:47 PM

ტიბეტელები განვაახლე და ვაპირებ რომ აღარ შევეშვა babu.gif

ვინმე ვარჯიშობს ტიბეტელებს ჩემ გარდა? თუ კი შემეხმიანეთ

Posted by: gio.geoo Mar 15 2013, 07:10 PM

old_man
მე მინდა 5 ტიბეტელი დავიწყო

Posted by: td......... Mar 15 2013, 07:26 PM

მე ვვარჯიშობი და მივანებე თავი, მეც მინდა განახლება, თან დათბა და გარეთ მინდა გავაკეთო...

Posted by: tikoroma Mar 15 2013, 07:34 PM

ვვარჯიშობ და ვანებებ და ისევ ვიწყებ biggrin.gif

Posted by: old_man Mar 15 2013, 07:55 PM

არ შეიძლება დანებება skull.gif

Posted by: earth Mar 15 2013, 09:16 PM

მეც დავანებე sad.gif

Posted by: natuka Mar 15 2013, 11:20 PM

სისტემატიურად ვერ ვაკეტეებ sad.gif მაგრამ ცოტა უენერგიობა თუ ვიგრძენი მაშინ ძალიან მშველის ხოლმე smile.gif

Posted by: chemikerin Mar 16 2013, 04:51 PM

მე ზაფხულში ვაკეთებდი, მერე შევწყვიტე...

და 1 თვის წინ განვაახლე... 11-ზე ვარ ასული ჯერ...

Posted by: old_man Mar 16 2013, 09:57 PM

გმადლობთ გამოხმაურებისთვის smile.gif
ახლა თუ შეიძლება თქვენი შთაბეჭდილებები დაწერეთ. შედეგებზე, ცოტა კონკრეტულად. ენერგიის მატება შესამჩნევია თუ არა? სხვა ფიზიკური ვარჯიშები რომ გაგეკეთებინათ რეგულარულად იგივე შეგრძნებები ხომ არ გექნებოდათ? გაიხსენეთ დეტალურად, რომ დაიწყეთ რა იგრძენი, რამდენ ხანში და ა.შ. ყველა დეტალი.
ამას რატომ გეკითხებით. მოკლედ ტიბეტელებზე ინფორმაციის ძებნისას წავაწყდი რაღაც რუსულ ფორუმს, სადაც მსჯელობდნენ ამ ვარჯიშებზე. იქ რამდენიმე ადამიანი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამდა, რომ ეს ვარჯიშებიო არაფერი განსაკუთრებული არ არისო. იგივე შედეგები გექნებათ რეგულარულად რომ აკეთოთ ნებისმიერი სხვა კომპლექსიო. უბრალოდ გაპიარებულიაო და შემოსილი მისტიკური ლეგენდითო. ეს მომენტი ხალხს ენთუზიაზმს აძლევს და იჯერებს მის განსაკუთრებულობასო. ნუ მოკლედ იცით ხომ ეს ისტორია პიტერ კელდერი აღწერს როგორ შეხვდა პოლკოვნიკ ბრედფორდს, რომელიც გადასცემს მას ცოდნას ამ ვარჯიშების შესახებ რომელიც ისწავლა ტიბეტელ ბერებთან. ამიტომ მაინტერესებს თქვენი აზრი. მე არ მჯერა ამ მოსაზრების. ენერგიის მატებას ვგრძნობ მართლა, სხვა ვარჯიშების კომპლექსი არ ვიცი რომ შევადარო. ცურვაზე რომ დავდიოდი თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. შტანგით ვარჯიში ძაან მღლიდა... ჩემთვის ძნელია ასე შედარება.
მოკლედ თქვენი აზრი მაინტერებს მეგობრებო angelchik.gif

Posted by: tikoroma Mar 16 2013, 10:18 PM

old_man
სხვა ვარჯიშები არ მიცდია მე არასდროს. როცა ტიბეტელებს ვვარჯიშობდი რამდენიმე თვის განმავლობაში (3-5), მომეხსნა მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, კუნთების, სახსრების, წელის ტკივილი და ტეხა, ენერგიასაც ვგრძნობდი. ეს ყველაფერი მუდმივად მაწუხებდა, ფიზიკური დატვირთვის გარეშეც, სულ რაღაც მტკიოდა და ეს მომეხსნა. მარტო ვარჯიშების ბრალი არ არის ალბათ, ცოტა აღქმა და ცნობიერებაც შემეცვალა მგონი ამ 2 წელიწადში, ტიბეტელებს აღარ ვვარჯიშობ და ესენი მაინც აღარ მაწუხებს
მერე მივატოვე და თავიდან რომ ვიწყებ, ისეთი სასიამოვნო აღარაა, რაც უფრო ვუმატებ რაოდენობას მით უფრო მიჭირს შესრულება და ვეღარ ვაგრძელებ sad.gif

Posted by: nu damblokavt daginebulia Mar 17 2013, 12:10 AM

riavi davickeb aba am varjishebs. hatha iogaa ra. iogashi vaketebdi aset varjishebs erti xani da albat ertadertia rac momconda ufro scored, rac ar shemzizgda.

Posted by: natuka Mar 17 2013, 12:25 AM

old_man
5 ტიბეტელი იყო რომელიც დილით ვარჯიში არ მეზარებოდა და პირიქით დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. უბრალოდ ზამთარი მაგდებს ხოლე რეჟიმიდან, როდესაც ბნელა მიჭირს ადგომა და შესაბამისად დრო არ მრჩება ხოლმე ვარჯიშისთვის.
უბრალო ფიზიკური ვარჯიშები მიცდია, იოგაც დამოუკიდებლად ჩემთვის და 5 ტიბეტელი იყო რომელიც პროცესიც მსიამოვნებდა და შედეგიც მომწონდა. პირველივე დგეებში ვიგრძენი ენერგიის მომატება. ადრე აქ დავწერე კიდევაც რომ დილით სულ დაღლილი ვდგებოდი და ტიბეტელების შემდეგ გამიარა ამ დაღლამ. ხო კიდევ ახლა ვარჯიშობ ხოლმე რაღაც ამერიკულია ოქსისაიზ ქვია ესეც ძალიან მომწონს. რავიცი სხვა რა 5 ტიბეტელი და ოქსისაიზ ჩემი ფავორიტებია.

Posted by: old_man Mar 17 2013, 12:36 AM

ძალიან კარგი smile.gif
გეთანხმებით. რომ გავარჩიოთ სათითაოდ. პირველი ტიბეტელი არის ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული ვარჯიში. გამოიყენება სხვა სისტემებში, ცნობიერების განსხვავებული მდგომარეობის მისაღწევადაც კი. მეორე-მესამე ტიბეტელი შეიძლება ჩვეულებრივ ვარჯიშებად მოგვეჩვენოს. მაგრამ მეოთხე და მეხუთე ტიბეტელიდან შემოდის უკვე იოგის ელემენტები. ის ლეგენდაა თუ სინამდვილე რასაც კედლერი წერს სულერთია, მთავარია მუშაობს კომპლექსურად. მარა მაინც საინტერესოა თეორია. მოვძებნი კიდევ დამატებით ინფორმაციას.
smile.gif

Posted by: natuka Mar 17 2013, 12:59 AM

მე ყველაზე მეტად მეხუტე ტიბეტელი მომწოონს. სხვათაშორის მე კიდევ იმიტომ შევწყვიტე სისტემატიური, რომ შემდეგ ცუდი შედეგები აქვს თუ თავი დაანებეო და არც თავის დანებაბა არ მინდოდა და არც დამოკიდებული რომ ვყოფილიყავი smile.gif))

Posted by: earth Mar 17 2013, 09:56 AM

მე 18 -ზე ვიყავი ასული და გამიჭირდა, მერე 15-ს ვაკეთებდი, ვთქვი არ შევწყვიტავ მეთქი, მაგრამ, რაღაც ბინის შეცვლა მქონდა, არეულობა და მაშინ შევწყვიტე, სულ მინდოდა დამეწყო ისევ, თან რომ დავანებე წონაში მოვიმატე sad.gif
ახლა old_man -მა თემა გააცოცხლა და იქნებ დავიწყო თავიდან smile.gif
პირველი მომწონდა ძალიან, არვიცი სიხარულით მავსებდა...

Posted by: td......... Mar 17 2013, 11:25 AM

ოლდ მე მყავს ცოცხალი მაგალიტები, ბიძაჩემის და მისი მეგობრის სახით, რომლებმაც ამ მარტივი ვარჯიშებით ძალიან რთული დაავადება დაძლიეს.. ყოველ შემთხვევაში ეს ვარჯიშები მათ დაეხმარა ამაში და პირველდ ამ ტიბეტელების შესახებ მისგან გავიგე და გამეცინა კიდეც. მაგრამ ჩემ თავზეც ვგრძნობ რომ ყველა სხვა სისტემებს მირჩევნია. ერთი შეხედვით მარტივი ვარჯიშების კომპლექსია, მაგრამ ძალიან მალე გაძლევს შედეგს. აგერ 2 დღეა აღვადგიმნე ვარჯიში და ვერ წარმოიდგენ რა კარგად ვგრძნობ თავს. ისეთი გრძნობა მაქსვ რომ სხეულში და მთელს ორგანიზმში ქაოსში მოსულ ენერგიას სწორად ალაგაბს ეგრევე და ამას ფიზიკურად ვგრძნობ. რავიცი მომწონს. smile.gif თანაც ძალიან პრაქტიკულია! მაქვს გეგმა ჩემებიც ჩAვრთო ამ სისტემაში..smile.gif

Posted by: earth Mar 17 2013, 11:26 AM

old_man
მადლობა, სტიმული მომეცი, გავაკეთე დღეს, როგორ გამიჭირდა, 15-ს თავისუფლად ვაკეთებდი და სამი გამიჭირდა biggrin.gif
აღარასოდეს არ უნდა გავჩერდე, თორემ ცუდადაა საქმე smile.gif
ისე მართლა ენერგიის მომატება ვიგრძენი smile.gif

ახლა რა მინდა გკითხოთ იცით... მითხრეს რომ ყოველდღე ერთი და იგივე ვარჯიში არ უნდა აკეთოო, იგივე კუნთებს ამუშავებო, არააო კარგი, კიდევ ყოველდღე არაო დღეგამოშვებითო, თქვენ რას მირჩევთ?

Posted by: chemikerin Mar 17 2013, 11:46 AM

QUOTE
მითხრეს რომ ყოველდღე ერთი და იგივე ვარჯიში არ უნდა აკეთოო, იგივე კუნთებს ამუშავებო, არააო კარგი, კიდევ ყოველდღე არაო დღეგამოშვებითო, თქვენ რას მირჩევთ?


5 ტიბეტელი ენერგეტიკულია, კუნთების მუშაობა მეორე ხარისხოვანია ამ ვარჯიშის შემთხვევაში, ასე რომ, მგონი არაფერი დაშავდება ყოველდღე ვარჯიშით...
დაველოდოთ სხვების მოსაზრებასაც smile.gif


Posted by: ჯი-ნია-ნი Mar 17 2013, 04:37 PM

ვვარჯიშობდი ერთი პერიოდი, მერე თავი დავანებე, დილით ადგომა მეზარება ხოლმე, როგორც კი ვდგები უნივერსიტეტში გავრბივარ და ღამე ხომ არ ვივარჯიშებ (ვივარჯიშებ, თუ შეიძლება,მაგრამ მგონი არ შეიძლება).. კვირაში ორჯერ მაინც შეიძლებოდეს sad.gif

Posted by: tikoroma Mar 17 2013, 05:18 PM

ჯი-ნია-ნი

ციტატა
ვვარჯიშობდი ერთი პერიოდი, მერე თავი დავანებე, დილით ადგომა მეზარება ხოლმე, როგორც კი ვდგები უნივერსიტეტში გავრბივარ და ღამე ხომ არ ვივარჯიშებ (ვივარჯიშებ, თუ შეიძლება,მაგრამ მგონი არ შეიძლება).. კვირაში ორჯერ მაინც შეიძლებოდეს sad.gif
მეც მეზარება დილით ადგომა, მაგრამ დავაკვირდი დაახლოებით 4-7 წუთი სჭირდებოდა სულ. 14 თუ 15-მდე ვიყავი ასული. სამსახურში რომ დავისვენე, მაშინ შევწყვიტე, მარტო მაგისთვის გაღვიძება მეზარებოდა. ის ზამთარი გადამატანინა, მცივანა ვარ საშინელი და დეპრესიული განწყობა შემოდგომიდან მეწყება უკვე. როცა ვვარჯიშობდი ზამთარი თუ იყო, არ გამიგია, ხალისიანად იწყებოდა დილა, ენერგიულად, არ მეზარებოდა სამუშაოდ წასვლა, არ ვწუწუნებდი ქარის და წვიმის გამო. შეიძლება სისულელედ ჩანდეს, მაგრამ აქამდე გამომყვა ეგ განწყობა smile.gif თავიდან დაწყება გამიჭირდა, როგორც ერზი ამბობს. ჯობდა არ მიმეტოვებინა, ძალდატანება მჭირდება ვარჯიშისას.

Posted by: td......... Mar 17 2013, 05:51 PM

საღამოსაც შეიძლება გაკეთება, უბრალოდ ნაჭამი არ უნდა იყო და ეგრევე თუ დაწვები არ დაგეძინება..biggrin.gif მიტომ ისეთი დრო აირჩიეთ რომ ჭამიდან 1,5 საათი იყოს გასული და თან ძილსაც არ აპირებდეთ მინიმუმ 2 საათის განმავლობაში...

Posted by: tikoroma Mar 17 2013, 06:04 PM

td.........

ციტატა
საღამოსაც შეიძლება გაკეთება, უბრალოდ ნაჭამი არ უნდა იყო და ეგრევე თუ დაწვები არ დაგეძინება.
კი ეგრეა, საღამოს ვაკეთებდი თავიდან და მერლინმა მითხრა დილით ჯობია თუ ძილი გინდაო biggrin.gif

Posted by: td......... Mar 17 2013, 06:08 PM

tikoroma
რათქმაუნდა ჯობია, მაგრამ სხვა საშუალება ტU არ არის რა უნდა ქნა? biggrin.gif

Posted by: tikoroma Mar 17 2013, 06:19 PM

ძლის ვერ დავთმობ. ჯობია სამსახურში დავაგვიანო 10 წუთი biggrin.gif

Posted by: ჯი-ნია-ნი Mar 17 2013, 07:03 PM

საღამოს კარგი იქნება.. იქნებ დავიწყო
ღამე მაინც ვერ ვიძინებ და ამას მაინც დავაბრალებ : )))

Posted by: earth Feb 18 2014, 08:12 AM

საინტერესოა, თუ ვინმე ვარჯიშობთ ამ კომპლექსს, რა შედეგები გაქვთ?

Posted by: old_man Feb 18 2014, 12:06 PM

მე ვაგრძელებ და შედეგი არის ის რომ ავად როდის გავხდი ვეღარ ვიხსენებ, დაქანცული როდის ვიყავი ვეღარ ვიხსენებ და ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ ძაან დიდს, თუ დღეში ორჯერ გავაკეთე ტიბეტელები, ღამით მიჭირს დაძინება )) და კიდევ გამახსენდა, ორი კვირის წინ ყინვები რომ იყო, გავაკეთე ტიბეტელები და წავედი სადღაც.იქ ძაან ციოდა, ვიჯექი და შიგნიდან მიხურდა მთელი სხეული ვერ ვგრძნობდი სიცივეს. სიცხე რომ გაქვს, ოღონდ თავს ძაან კარგად რომ გრძნობ, აი ეს იყო ნამდვილი ენერგიის შეგრძნება....
ახლა ჩვენი ჟურნალისთვის ვწერ სტატიას 5 ტიბეტელზე, იქნება მარტის ნომერში, სადაც იქნება ახსნილი მექანიზმი ამ სავარჯიშოებისა, ანუ რას აკეთებს ადამიანის ორგანიზმში, როგორ მUშაობს, დეტალურად იქნება განხილული babu.gif

Posted by: earth Feb 18 2014, 05:52 PM

old_man
რა კარგია smile.gif
რადგან ჟურნალზე ხელი არ მიმიწვდება, თუ შეგიძლია ეს სტატია გამომიგზავნო, დიდი მადლობა.

Posted by: earth Feb 18 2014, 07:40 PM

old_man
კიდევ ერთი შეკითხვა:
ყოველდღე აკეთებ თუ არა?

Posted by: old_man Feb 18 2014, 09:11 PM

earth
დავდებ მერე სტატიას..
კი ყოველდღე ვაკეთებ, ზოგჯერ დღეში ორჯერ smile.gif

Posted by: ano Feb 18 2014, 10:14 PM

ისე რა ჟურნალია და თბილისის გარდა სხვაგან თუ იყიდება? და რა ღირს?

ხვალ დავიწყებ ამ ვარჯიშებს მანამდე უბრალოდ გაგონილი მქონდა ამ ვარჯიშის შესახებ ერთი გოგო მიყვებოდა წიგნი მქონდა და იმის მიხედვით ვაკეთებდიო კარგი ეფექტი ქონდაო, მერე წიგნი დამეკარგა და აღარ მახსოვს ზუსტადო, და ზუსტად როგორც ახლა მივხვდი არც ამ ვარჯიშების სახელი ცოდნია, ან იმ წიგნში სხვა სახელით ჩაწერეს. rolleyes.gif

Posted by: old_man Feb 18 2014, 10:49 PM

ano

QUOTE
ისე რა ჟურნალია და თბილისის გარდა სხვაგან თუ იყიდება? და რა ღირს?

თბილისში იყიდება ძირითადად, 2 ლარი ღირს
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=2080
smile.gif

Posted by: earth Feb 18 2014, 10:51 PM

old_man

QUOTE
დავდებ მერე სტატიას..კი ყოველდღე ვაკეთებ, ზოგჯერ დღეში ორჯერ

რა კარგიაsmile.gif დიდი მადლობა წინასწარsmile.gif


ხო, არასოდეს დაანებოთ თავი დაწყებულ ვარჯიშებს, ორგანიზმი ამ ვარჯიშებით ეჩვევა ენერგიის სწორად მიღებას, გაჩერების შემთხვევაში თითქოს იკეტება ისევ ყველაფერი. მე გავჩერდი და მართლა ცუდად იმოქმედა.
თითქმის ერთი წლის მერე, თუ უფრო მეტი დღეს ვცადე ისევ და დავიწყე... ენით აღუწერელი ბედნიერებაა ეს სავარჯიშოები, ენერგიაა, რომელიც შენში შემოდის და გავსებს. ღმერთო დამეხმარე აღარ შევწყვიტო. წარმოიდგინეთ ისეთი ძალები ვიგრძენი, ახლა დავფრინავ, მაშინ როცა სამიც ვერ გავაკეთე კარგად,(მეოთხე მაგალითად მიჭირს, წონაში მოვიმატე და მაგის ბრალია).





Posted by: chemikerin Feb 18 2014, 11:07 PM

კი მეც ვაკეთებ ^.^
თან არ ვიცი რამდენად ჯანსაღია ეს, მაგრამ მოთხოვნილებაში გადაიზარდა… აი მაგალითად ყოფილა რომ ერთი დღე გამომიტოვებია, და მივხვდი რომ მაგრად მჭირდება… ვარჯიშის მერე თავს ვგრძნობ ენერგიულად...
ისე, მე 9-ზე რომ ვიყავი გაჩერებული, მაშინ უფრო ვხედავდი აშკარა შედეგებს… ცუდი მხედველობა მაქვს და ვარჯიშის მერე აშკარად ძალიან მკვეთრად ვხედავდი… ამ შედეგს ეხლა ასე აშკარად ვეღარ ვხედავ… (21-ზე ვარ უკვე)

Posted by: old_man Feb 18 2014, 11:40 PM

მიხარია რომ აკეთებთ smile.gif ერსი მართალია მთავარია არ შეწყვიტოთ, უნდა იქცეს ავტომატიმზმად. ამ სავარჯიშოებით რთავთ მთელ სხეულში არსებულ ენერგეტიკულ ცენტრებს. ეცადეთ არ შეწყვიტოთ. მოკლედ როგორც ვქოქავთ მანქანას ყოველდღე და თუ არ დაქოქავთ ერთი-ორი კვირა მერე ძნელად იქოქება და ერთი თვის შემდეგ საერთოდ აღარ დაიქოქება ))) რა არის ავადმყოფობა, რა ხდება დაბერებისას? - როცა ამ ენერგეტიკულ ცენტრებში ენერგიის ბრუნვა ნელდება და ორგანიზმში ჩნდება სხვადასხვა დააავადება. მე გირჩევთ მაინც წაიკითხოთ პიტერ კედლერის წიგნი. იქ ყველაფერი კარგადაა ახსნილი. მე ორივე ვერსია მაქვს რუსული და ინგლისური. რუსულში რაღაც უზუსტობები ვნახე და მერე ინგლისურს შევადარე. თუმცა დიდად არ განსხვავდება. ვისაც რომელი ენა უადვილდება მითხარით და გამოგიგზავნით ან ავტვირთავ სადმე....

Posted by: earth Feb 19 2014, 12:16 AM

მე რუსული, დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი smile.gif

Posted by: old_man Feb 19 2014, 12:29 AM

earth
აი რუსულად აქედან შეიძლება ჩამოტვირთვა:
http://www.koob.ru/kyelder_piter/oko_vozrozhdeniya_drevnii_sekret_tibetskih_lam

Posted by: earth Feb 19 2014, 08:07 AM

old_man
მადლობა

Posted by: chemikerin Feb 19 2014, 11:31 AM

აუ ინგლისურადაც რა ^.^

Posted by: old_man Feb 19 2014, 02:17 PM

chemikerin
აი ამ საიტიდან ჩამოტვირთე smile.gif
http://www.t5t.com/product_info.php?products_id=122

Posted by: chemikerin Feb 19 2014, 05:50 PM

დიდი მადლობა.. smile.gif

Posted by: ano Feb 21 2014, 02:13 PM

QUOTE(old_man @ Feb 18 2014, 10:49 PM) *
ano
თბილისში იყიდება ძირითადად, 2 ლარი ღირს
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=2080
smile.gif


კარგია ჟურნალი კარგი იდეაა, ისეთია რომ შეინახავ როგორც წიგნს, მაგრამ მე ვერ ვიყიდი რეგიონში ვცხოვრობ.

მესამე დღეა რაც ვვარჯიშობ რვეულში მქონდა ჩაწერილი მოძრაობები და დღეს მივხვდი რომ პირველ ვარჯიშს არ ვაკეთებდი, მერე გავაკეთე მეოთხეზე და მერე მეხუთე ცოტა კი ავურიე მაგრამ თავს უკეთ ვგრძნობ, უფრო მსუბუქად თითქოს.
წიგნის კითხვაც დავიწყე ის სუნთქვები კარგადაა ახსნილი ჯერ პირველ სუნთქვებამდე ვარ მისული მერე სხვანაირებიც არის აღწერილი, ანუ ვიდეოში რაღაცეები გამოტოვებულია, ჯერ საჭიროა მგონი როგორც მივხვდი სუნთქვითი ვარჯიშები მერე იწყება ვარჯიშები, ჯერ ბოლომდე არ წამიკითხავს და რაც გავიგე ის გავაკეთე confetti.gif


Posted by: chemikerin Feb 24 2014, 01:13 PM

რა ტემპით აკეთებთ ხოლმე? როგორც ვნახე იმაზე ნელა უნდა გაკეთდეს, ვიდრე მეგონა...

Posted by: ano Feb 24 2014, 01:36 PM

მე დღეს მოვუმატე 7 გავაკეთე ყველა ტემპი ჩქარი მაქვს ყოველი ვარჯიშის მერე ჰაერი უნდა შეისუნთქოთ ცხვირით და გამოისუნთქოთ პირითო როგორც 0 ასეთი მოხურული პირით სუნთქვა ტარდება 2 ჯერ და როცა ვარჯიშობთ შეუსვენებლივ უნდა ივარჯიშოთო წიგნში ასე ეწერა. ვარჯიშების დროსაც ჰაერს ვისუნთქავთ ცხვირით გამოვისუნთქავთ პირით.
ვიდეოში რაც არის ის ტემპი ნორმალურია
http://www.youtube.com/watch?v=jeKTFrJgBPU ეს კარგი ვიდეოა, მეტი ჩქარა ვერც გააკეთებ პრინციპში სავარაუდოდ

პირველი ვარჯიში არის საათის ისრის მიმართულებით(წარმოვიდგინოთ საათი ძირს დადებილი და რა მიმართულებითაც ის მიდის ისე ვბრუნავთ, ანუ მარჯვნივ)

Posted by: old_man Feb 24 2014, 11:42 PM

QUOTE
რა ტემპით აკეთებთ ხოლმე? როგორც ვნახე იმაზე ნელა უნდა გაკეთდეს, ვიდრე მეგონა...

მე ტემპი ჩქარი მაქვს, მე-3 ტიბეტელის გარდა. იმას ნელა ითხოვს სხეული. მე მგონია რომ თვითონ უნდა იპოვნო შენი ტემპი. მე 7-8 წუთში უკვე ვრჩები...მთავარია სწორად გააკეთო და სუნთქვები დაარეგულირო

Posted by: chemikerin Feb 25 2014, 10:39 AM

ano
old_man
კი მეც სწრაფად მირჩევნია.
^.^

Posted by: old_man Feb 25 2014, 06:11 PM

მეგობრებო, თქვენი ხათრით ვდებ ნაწყვეტს ჩემი სტატიიდან, რომელიც მარტში უნდა გამოვიდეს, მაგრამ ჟურნალი მაინც იყიდეთ რა, დაგვეხმარეთ smile.gif))))) აქ კარგად არის ახსნილი 5 ტიბეტელის მოქმედების პრინციპი, თან ვურთავ სურათს, სადაც ჩანს ის, რაზეცაა ლაპარაკი ამ ნაწყვეტში.

"...როდესაც კელდერი ბრედფორდს ისევ შეხვდა, ვერ იცნო, ეგონა, რომ ის პოლკოვნიკის შვილი იყო, რადგან მის წინ იდგა არა 70 წელს გადაცილებული მოხუცი, არამედ 40 წლის ჯან-ღონით სავსე კაცი... შემდეგ პოლკოვნიკი მეგობარს უამბობს, თუ როგორ მიაგნო ტიბეტელების მონასტერს და რა ასწავლეს ტიბეტელმა ლამებმა. ამას მოჰყვება სავარჯიშოების თეორიული და პრაქტიკული აღწერა, მათი ეფექტი და შედეგები. შესაძლოა ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს ამბავი მხოლოდ ლეგენდაა, მკითხველის მისაზიდად მოგონილი ზღაპარი, ან მარკეტინგული ხრიკი, რომ შეუძლებელია ადამიანი ასე გაახალგაზრდავდეს მარტივი სავარჯიშოების კომპლექსის დახმარებით, მაგრამ თუ იგივე ეფექტს ვერ მიიღებთ, იმას მაინც მიაღწევთ, რომ თავი იგრძნოთ მხნედ და ენერგიულად, მოიწესრიგოთ ფსიქიკური მდგომარეობა, განიკურნოთ წელის, ხერხემლის და სახსრების ტკივილებისგან, გაგიქრეთ უძილობა, გაიუმჯობესოთ მეხსიერება და მხედველობა, მოიშოროთ ზედმეტი წონა.

და მაინც, რაშია ამ ვარჯიშების საოცარი ეფექტის საიდუმლო? - 5 ტიბეტელი არ არის უბრალო ფიზიკური ვარჯიშების კომპლექსი. ადამიანის სხეულში არსებობს 19 ენერგეტიკული ცენტრი, რომელთაგან 7 მთავარია, დანარჩენი 12 კი - მეორეხარისხოვანი (სხვაგვარად მათ "ჩაკრებს" უწოდებენ). ეს ცენტრები წარმოადგენენ თვალისთვის უხილავ, მაგრამ რეალურად არსებულ, ძლიერ მბრუნავ ენერგეტიკულ ველებს. ჯანმრთელ ადამიანს ისინი აკრავს მჭიდროდ, რომელიც სცდება ორგანიზმს და მოგვაგონებს კვერცხის ფორმას. დაავადებულ, სუსტ ან ხანშიშესულ ადამიანს ამ ენერგიის ბრუნვა შენელებული აქვს, ის კონცენტრირებულია მხოლოდ ენერგეტიკულ ცენტრებთან და არ სცდება სხეულს.

რა ცვლილებები ხდება სხეულში ასაკის მატებასთან ერთად და რა განაპირობებს ადამიანის დაბერებას? - ამ დროს ენერგეტიკული ველების მოძრაობა ძლიერ ნელდება და ყველა ცენტრი სხვადასხვა სიჩქარით ბრუნავს. არცერთი მათგანი მეორესთან მიმართებაში ჰარმონიულად აღარ ფუნქციონირებს. ის ცენტრი, რომელიც ყველაზე ნელა ტრიალებს, იწვევს ორგანიზმის იმ ფუნქციების მოშლას და გაუარესებას, რომელზეც აგებს პასუხს, რაც საბოლოოდ ვლინდება სხვადასხვა დაავადების სახით. ამგვარად, ერთადერთი განსხვავება ახალგაზრდობასა და სიბერეს შორის არის სწორედ ენერგეტიკული ველების ტრიალის სიხშირე. თუკი მოხდება ამ სხვადასხვა სიჩქარის დაბალანსება, მოხუც ადამიანს ისევე ახალგაზრდის ენერგიულობა და მოქნილობა დაუბრუნდება, ახალგაზრდას კი ჯანმრთელი და ხარისხიანი ცხოვრება ელოდება.

ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომ ორგანიზმში აღდგეს ნორმალური ენერგეტიკული ბალანსი არის ამ ხუთი სავარჯიშოს შესრულება, რომელსაც ავტორი ტიბეტელი ლამების რიტუალურ მოქმედებას ეძახის. საჭიროა ყოველივე ზემოთთქმული კარგად გაითავისოთ და გაიაზროთ, რადგან ამ ვარჯიშების არსის ცოდნა დაგეხმარებათ მოტივივაციის გაზრდაში, დროთა განმავლობაში კი პრაქტიკით მიღებული ეფექტი მას ასჯერ გააძლიერებს! "



პ.ს ამ სურათმა არ დაგაბნიოთ, აქ არ ჩანს ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი 7 ძირითადი ჩაკრის ველების ტრიალი, რომელიც ხერხემლის გასწვრივ მდებარეობს. აქ არის დახატული დანარჩენი 12 მეორეხარისხოვანი ჩაკრის ველების მოძრაობა. ანუ სურათზე სახსრებზე მდებარე ჩაკრების ტრიალი უფრო კარგად გამოჩნდებოდა, ალბათ ამიტომ არ მიახატეს სხვები...

Posted by: earth Feb 25 2014, 09:09 PM

old_man
მადლობა.

Posted by: ano Feb 26 2014, 12:08 AM

საინტერესოა დანარჩენი 12 ჩაკრის არსებობა არ ვიცოდი,
ისე მე კომპიუტერში კითხვა არ მიყვარს ვერ ვიმახსოვრებ კარგად ინფორმაციას მირჩევნია წიგნი ან ჟურნალი, მოკლედ ფურცელზე კითხვა, სიამოვნებით ვიყიდიდი ჟურნალს თუ მოხერხდა როდესმე ონლაინ გაყიდვები მაგალითდ http://books.ge/product_by_autors.php?usr_column_510=გურჯიევი%20გიორგი ამ წიგნების გამოწერას ვაპირებ და ამ ჟურნალსაც გამოვიწერდი rolleyes.gif

Posted by: earth Mar 10 2014, 12:08 AM

old_man
კიდევ ერთხელ მადლობა, ძალიან აუცილებელი წიგნია მათთვის ვინც ამ ვარჯიშებს აკეთებს.

აქ მინდა მოვიყვანო ერთი პატარა ნაწყვეტი, რომელიც აუცილებლად ჩავთვალე ყველამ გაითვალისწინოს:

QUOTE
При длительном перерыве возникает опасность того, что тело ваше начнет деградировать гораздо быстрее, чем это было до того, как вы начали практику.

მოკლედ, ფრთხილად!!! ვინც დაიწყებს არ შეწყვიტოს.
მე რომ შევწყვიტე არ მახსოვს დაახლოებით ამ ორი წლის წინ, მართლაც ძაან ბევრი პრობლემები შემექმნა, ხოდა მჯერა რომ შეიძლება ამის გამო იყო.

Posted by: ano Mar 14 2014, 01:46 PM

დღეს ვუყურებდი იმედის დილაში ექიმი ყავდათ მოწვეული საუბრობდა და მაყურებლებს პასუხობდა ზარებზე, საინტერესო იყო:
მოკლედ ადამიანი თითქმის ჩასახვისთანავე ატარებს სიბერის (სიკვდილის) გენს ეს ნაწილაკი დაპროგრამებულია თვითგანადგურებაზე და იბუდებს ისეთ ადგილში სადაც იოლად განადგირდება მაგალითად სახსრებში იქ სადაც ყველაზე მეტია მოძრაობა რომ დიდი ენერგიის ზემოქმედების შედეგად ის განადგურდეს, თუ ის არ განადგურდა იწყებს მთელი ორგანიზმის მოწამვლას,
დაახლოებით 37 წლის შემდეგ ადამიანებს ეწყებათ სახსრების ტკივილი, ამიტომ საჭიროა სხვადასხვა მოძრაობები და სახსრების დატვირთვა შედეგად ეს სიბერის გენები თვითონ დაოხოცავენ თავის თავსო...
თუ ადამიანს სახსრების ტკივილები აქვს ან დიკოზი, თუ მიმდინარეობს ანთებიტი პროცესები ამ დროს მისი მექანიკური (მასაჟი ვარჯიში ) დამუშავება არასწორია ამით უფრო მეტად ვაზიანებთ ტკივილის კერას, ყველაზე კარგი ვარიანტია ექიმბაშური მალამოები რომლებიც ღრმნად აღწევენ ქსოვილში (შემადგენლობა დაახლოებით ასეთია კვერცხი ძმარმჟავა, კაარაქი) ანთების ჩაქრობის შემდეგ შესაძლებელია ფიზიკური დატვირთვაც.

rolleyes.gif ამ ვარჯიშებთან დავაკავშირე ეს ინფორმაცია, თუ რატომ ეძახიან ამ ვარჯიშებს ახალგაზრდობის შემნარჩუნებელს...

ისე 13 მდე ვიყავი ვარჯიშებში ასული მაგრამ გამიჭირდა და ახლა 9 ვაკეთებ (მეოთხე ვარჯიში ყველაზე მეტად მიჭირს)

Posted by: old_man Mar 14 2014, 08:18 PM

http://s479.photobucket.com/user/mirk_01/media/kniga-5-tibetskih-uprajneniy-pole-energii-300x225_zps2aab29de.jpg.html
აი კიდევ ერთი სურათი. ტიბეტელების ვარჯიშებით გავხდებით ისეთი როგორც პირველ სურათზეა. smile.gif)

ჰო და კიდევ ერთი რამე რაც აძლიერებს ეფექტს. როცა აკეთებთ ტრიალის სავარჯიშოს და მორჩებით, თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ თქვენი თავი ასეთ კოკონში როგორც სურათზეა. წარმოიდგინეთ და შეიგრძენით როგორ ტრიალებენ ჩაკრების ენერგეტიკული ველები და ქმნიან ასეთ სფეროს...
რაღაც დროის შემდეგ მართლაც შეიგრძნობთ...

ano
ზოგადად შემთხვევითი არ არის რომ ასაკის მატება და სიბერე შესამჩნევად პირველ რიგში სახსრებზე აისახება. დააკვირდით სად მდებარეობს 12 მეორეხარისხოვანი ჩაკრა. ყველა მათგანი გალგებულია სახსრების შეერთებაზე და შესაბამისად როგორც კი მათი ბრუნვის სიხშირე ეცემა ეგრევე ჩნდება სისუსტე ამ ადგილებში

Posted by: old_man Apr 7 2014, 10:20 PM

გაიხსნა 5 ტიბეტელის ქართული ჯგუფი ფეისბუკზე:
https://www.facebook.com/groups/5tibeteli/

Posted by: earth May 13 2014, 09:58 PM

https://www.youtube.com/watch?v=A8NmEKUg47o

ძალიან კარგი ვიდეოა.
მეოთხე სავარჯიშოს ბიჭი აკეთებს სწორად, რადგან გოგოს ხელები არ აქვს სწორად.
საინტერესოა განსხვავებული სახით შუალედები სავარჯიშოთა შორის. ამაზე რას იტყვით? წიგნში მგონი მხოლოდ ჩასუნთქვა ამოსუნთქვა ხდება ფეხზე მდგომი სახით.

Posted by: earth Dec 15 2014, 08:12 AM

მოკლედ ვვარჯიშობ და ვვარჯიშობ... ცხოვრებაში არ მივარჯიშია და წარმოიდგინეთ რა წვალებაში ვარ ამ ასაკში დავიწყე ვარჯიში. ვიბრძვიო რომ იტყვიან ჩემზეა. ყოველ დღე მეზარება, მაგრამ ვცდილობ biggrin.gif
მარტო მეორე სავარჯიშო ვერ ავიყვანე 21-ზე, 15-ზე ვარ ძლივს, დანარჩენები კარგადაა საქმე. ზოგიერთ დღეს ვაცდენ, ნუ კვირაში ხან ორი დღე მიცდება, მაგრამ ფიქრი მაქვს ახლაა გადამწყვეტი მომენტი ჩემთვის, ან გავაგრძელებ ვარჯიშსს, ან დავანებებ და დავიწყებ ნელა-ნელა დაბერებას, ხოდა ამ მომენტისათვის ჯერ ვვარჯიშობ biggrin.gif

Posted by: )G(inesich Nov 8 2015, 06:03 AM

დამაინტერესა და ვიწყებ მეც ვარჯიშს.
განსხვავებას დავწერ რა შეიცვლება ვარჯიშის შემდეგ... რათქმაუნდა თუ კდიევ აინტერესებს ვინმეს : )

Posted by: earth Nov 8 2015, 08:17 AM

good.gif

Posted by: )G(inesich Nov 14 2015, 01:23 PM

დღეს 1 კვირა გავიდა რაც ვარჯიში დავიწყე.
დავიწყებ რა შეიცვალა ამ პერიოდში ჩემში.
1) ძილის რეჟიმი დავარეგულირე (საღამოს 9 ზე ვიღვიძებდი და დილით ვიძინებდი. კვირები ვცდილობდი გამესწორებინა და ვერ მოვახერხე, ვარჯიშის დაწყებიდან მესამე დღეს უკვე რეჟიმში ჩავდექი)
2) გავხდი უფრო ენერგიული (ადრე თუ მთელი დღე სახლში ვიწექი და გარეთ გასხვლა მეზარებოდა კი არა საწილიდან ადგომაც, ახლა იმაზე ვბრაზობ სკოლა რა მელე რჩება სახლში რაგავაკეთო მეთქი)
3) წელის ტკივილმა მომიმატა 3-4 ჯერ მეტად (ადრეც მტკიოდა მაგრამ არა ასე ძალიან. მეორე ვარჯიშიდან ვიგრძენი ტკივილის მომატება)
5 ზე ვარ ახლა 7 ზე გადავალ ხვალიდან, მხოლოდ რაც არ მომოწნს ესაა მესამე ვარჯიშს ვერვაკეთებ კარგად, სრულფასოვნების ნაკლებობის შეგრძნებამაქვს, უბრალოდ წელი არმიშვებს. იმედია მოგვარდება მალე

Posted by: tikoroma Nov 14 2015, 02:05 PM

)G(inesich
წელის ტკივილმა მეც შემაწუხა ვარჯიშის დროს. შეეჩვიე ჯერ, ნუ მოუმატებ. მე 2 თვე ვაკეთებდი მხოლოდ 5-ჯერ.
საუკეთესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში - ზე აქტიური ვიყავი, ზამთარში ვაკეთებდი და სიცივე და ყინვა არ მიგრძვნია. ახლა ისევ ვიწყებ ორშაბათიდან, რეჟიმი შევიცვალე და მაწყობს დილაობით გამამხნევებელი ვარჯიში ;დ
საღამოს გაკეთება არაა სასურველი, დაძინება მიჭირდა მერე

Posted by: earth Nov 14 2015, 04:01 PM

მე კიდე პირიქით, ვვარჯიშობდი და მერე დავანებე და მაშინ იყო რომ მეტკინა წელი. რამდენი ვვარჯიშობდი უფრო კარგად ვგრძნობდი თავს.

Posted by: tikoroma Nov 14 2015, 08:52 PM

http://geoastro.ge/bioenergy/387-5-.html

ტიბეტელების შესახებ

Posted by: )G(inesich Nov 15 2015, 04:48 PM

დღეს 7 გავაკეთე და დისკომფორტს არ ვგრძნობ, უბარლოდ მესამე ვარჯიშზე, უკან ვერვიწევი კარგად

Posted by: earth Nov 15 2015, 06:38 PM

რაც დრო გავა შეძლებ გადაწევას კარგად.

Posted by: )G(inesich Dec 2 2015, 03:33 AM

დრო გავიდა და საერთოდ ვეღარ ვვარჯიშობ. წელის ტკივილმა მოიმატა ძალიან, არ მინდა ამ ვარჯშებს დავაბრალო და არც ვაბრალებ. პარალელურად მოტოციკლი მქონდა გასაკეთებელი და ბევრჯერ მომიწია აწევა დაწევა გადაწევა და ა.შ და ახლა ისე ვარ ვარჯიშები კი არა წელში ძლივს ვიშლები biggrin.gif

Posted by: tikoroma Dec 2 2015, 06:55 PM

ახლა მოტოციკლი თუ აბურთავე ხელში, ვარჯიშების რა ბრალია, ჰა?

Posted by: )G(inesich Dec 6 2015, 07:03 AM

tikoroma
ტიბეტელებიც მოყვნენ ესეიგი ვარჯიშიც შუაშია biggrin.gif
თუ კარგად გადახედავ ჩემს პოსტს არ ვწერ რომ ვარჯიშებმა ამატკია წელი !

Posted by: old_man Dec 12 2015, 03:42 PM

აბა ვინ ვარჯიშობს?
მოკლედ ჩემთან ასეთი სიტუაციაა: 5 ტიბეტელს უკვე ვიყენებ როგორც გასახურებელ ვარჯიშებს, რამეთუ გადავედი დიდ იოგაში ))) ეს ჩემთვის აღმოჩნდა ტრამპლინი 1.5 წლიანი ყოველდღიური ვარჯიშის შემდეგ მივედი დასკვნამდე რომ ეს აღარ მაკმაყოფილებდა. მაგრამ მისი დიდი მადლობელი ვარ, რამეთუ მომცა დისციპლინა, კარგი ფიზიკური ფორმა და მტკიცე მოტივაცია. ჰათჰა-იოგას ვარჯიში დავიწყე ზაფხულიდან. ნახევარი საათი დილით და საღამოს განწყობისამებრ

Posted by: tikoroma Dec 12 2015, 03:56 PM

old_man
წარმატებები
smile.gif

Posted by: earth Dec 12 2015, 05:33 PM

old_man
მომილოცავს!!!

Posted by: old_man Dec 12 2015, 06:35 PM

tikoroma
earth
Laie_61.gif

Posted by: starscream Jun 11 2016, 08:06 PM

Vinne apraktikebt isev? Mominda dawyeba daviwyeb da aq davwer kide Ra minda gkitxot yvela 21 her imeorebdit marto? 36 her 72 her da 108 her gagiketebiat?

Posted by: earth May 24 2018, 06:54 AM

old_man
როგორ ფიქრობ პირველი, მეოთხე და მეხუთე სავარჯიშო თუ ძალიან ჩქარა აკეთებ სწორი ფორმაა თუ არა?

მეორეს და მესამეს ჩქარა გაკეთება არ მინდა, მაგრამ სხვები თითქოს ჩქარა მინდა. შენ როგორ ფიქრობ?

Posted by: starscream May 24 2018, 08:08 AM

ყველაზე ძლიერი სავარჯიშოები ჩემი აზრიტ მანდ არის მესამე და მეხუთე ერთხელ მიმდევრობა ამერია და ჯერ მეოთხე გავაკეთე და მერე მესამე აი იმენა პრანის აფეთქებას გავდა რასაც იტყვიან მაგარი წამოიღოოო სხვა სიტყვებით ვერ გადმოვცემ ძალიან მაგარი იყო.მე რაღაც ტრამვების გამო ვეღარ ვაპრაქტიკებ მაგრამ ძალიან სერიოზული პრანის დამგროვებელი სავარჯიშოა რაც ყველაზე მტავარი ეს არის ძალაინ მაგარი წინა სამედიტაციო სავარჯიშო როცა 5 ტიბეტელის გარეშე ვმედიტირებდი სულ სხვა გამოცდილება და განცდა მქონდა ხოლო 5 ტიბეტელით სხეულს ისე ღლის და ამუშავებს რომ მედიტაციის დროს სულ სხვა უფრო ღრმა მდგომარეობებს აღწევ. ჩემი საყვარელი მესამე და მეხუთეა. სიჩქარაზეც ჩემს აზრს მოგახსენებთ მესამე სავარჯიშო უნდა გაკეთდეს ნელა მაქსიმუმ საშულოზე რადგან თავს რომ აწევ ნელ ნელა ჩაისუნთქო რომ ფილტვების ქვედა ნაწილში ჩაახწიოს ჰაერმა ასევე ფილტვების ზედა ნაწილიც გაიხსნას რადგანაც ეგ ნაწილებია ყველაზე ნაკლებად ვენტილაციას დაქვემდებარებული მე 5 სავარჯიშო კიდე გავს დაოსურ და ჩინურ მიკრო კოსმოსურ ორბიტას ანუ ენერგიის წრეზე გაშვებას. და ეგ უფრო შესაძლებელია რომ ჩქარა გააკეთო ვიდრე მესამე სავარჯიშო თუმცა ეგ ჩემი აზრია ისე მემგონი დიდი სხვაობა არ უნდა იყოს ფორმას ანუ სავარჯიშოს კეთებას არ ააქვს დიდი მნიშვნელობა მთავარი რწმენა ანუ რითი შეავსებ მაგ ფორმას ესე ვფიქრობ მე ძალიან გულიმწყდება რომ ვეღარ ვაპრაქტიკებ. ასევე ბევრი წავიკითხე ნეტში 5 ტიბეტელზე ინგლისურ რუსულ ფორუმებზე და შთაბეჭდილება დამრჩა რომ 90 % არასწორად იყენებს ესეთი თეორია მაქვს რომ 5 ტიბეტელი არის უნივერსალური სავარჯიშო ანუ მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერი რამისთვის მთავარი რასაც ხალხი არ აქცევს ყურადღებას ეს არის რომ ეს სავარჯიშოები ცვლიან ჩაკრების მოძრაობას და ფერებს და ყველაფერს იმას რაც ქმნის აურას ანუ ადამიანები აკეთებენ სავარჯიშოს მაგრამ არ აკეთებენ მთავარს ვარჯიშამდე არ მედიტირებენ იმაზე თუ რა უნდათ და როგორ წარმოუდგენიათ ანუ მე 5 ტიბეტელი მიმაჩნია არა მარტო უკვდავების წყაროთ მისი მეშვეობით შენ შეგიძლია მიიღო ყველაფერი რაც გინდა სამსახური გინდა? იმედიტირე და ვიზუალიზაცია გააკეთო თუ როგორ შოულობ სამსახურს. მერე გააკეთე სავარჯიშო და შენი აურა გადაეწყობა ისე რომ ყველაფერი და მტელი სამყარო შეგიწყობს ხელს რომ სამსახური იშშოვო ხოდა მთავარს არ აკეთებს ხალხი და შედეგი არ ააქვთ ზოგი 20 წლის მანძილზე აკეთებს და შედეგი 0 ნუ კაი ფიზ ფორმაში არიან და ეგაა. აბა მე არ მწამს იმის რომ მარტო 5 ტიბეტელით შენ შეგიძლია უკვდავებას ეზიარო დაჟე მე 6 სავარჯიშოც რომ გააკეთო ლამის ყველა იოგმა იცის და აკეთებს მექვსე სავარჯიშოს და მაგ პოზებსაც მაგრამ უკვდავებას ერთეულებმა მიაღწიეს.

Posted by: old_man May 24 2018, 10:01 AM

earth
ჩემი დაკვირვებით პირველს რაც უფრო სწრაფად აკეთებ, მით უფრო კარგი ეფექტი აქვს.
დანარჩენები როგორც მოგწონს და გამოგდის.

Posted by: earth May 24 2018, 06:47 PM

old_man
მადლობა smile.gif
სწორედ ძალიან მიყვარს გავაკეთო პირველი სავარჯიშო სწრაფად და რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს, პირველ სავარჯიშოს გაცილებით მეტი რაოდენობით გავაკეთებდი ასეთი სურვილი მაქვს.

Posted by: earth May 24 2018, 06:53 PM

starscream

QUOTE(starscream @ 24th May 2018 - 09:08 AM) *
ყველაზე ძლიერი სავარჯიშოები ჩემი აზრიტ მანდ არის მესამე და მეხუთე ერთხელ მიმდევრობა ამერია და ჯერ მეოთხე გავაკეთე და მერე მესამე აი იმენა პრანის აფეთქებას გავდა რასაც იტყვიან მაგარი წამოიღოოო სხვა სიტყვებით ვერ გადმოვცემ ძალიან მაგარი იყო.მე რაღაც ტრამვების გამო ვეღარ ვაპრაქტიკებ მაგრამ ძალიან სერიოზული პრანის დამგროვებელი სავარჯიშოა რაც ყველაზე მტავარი ეს არის ძალაინ მაგარი წინა სამედიტაციო სავარჯიშო როცა 5 ტიბეტელის გარეშე ვმედიტირებდი სულ სხვა გამოცდილება და განცდა მქონდა ხოლო 5 ტიბეტელით სხეულს ისე ღლის და ამუშავებს რომ მედიტაციის დროს სულ სხვა უფრო ღრმა მდგომარეობებს აღწევ. ჩემი საყვარელი მესამე და მეხუთეა. სიჩქარაზეც ჩემს აზრს მოგახსენებთ მესამე სავარჯიშო უნდა გაკეთდეს ნელა მაქსიმუმ საშულოზე რადგან თავს რომ აწევ ნელ ნელა ჩაისუნთქო რომ ფილტვების ქვედა ნაწილში ჩაახწიოს ჰაერმა ასევე ფილტვების ზედა ნაწილიც გაიხსნას რადგანაც ეგ ნაწილებია ყველაზე ნაკლებად ვენტილაციას დაქვემდებარებული მე 5 სავარჯიშო კიდე გავს დაოსურ და ჩინურ მიკრო კოსმოსურ ორბიტას ანუ ენერგიის წრეზე გაშვებას. და ეგ უფრო შესაძლებელია რომ ჩქარა გააკეთო ვიდრე მესამე სავარჯიშო თუმცა ეგ ჩემი აზრია ისე მემგონი დიდი სხვაობა არ უნდა იყოს ფორმას ანუ სავარჯიშოს კეთებას არ ააქვს დიდი მნიშვნელობა მთავარი რწმენა ანუ რითი შეავსებ მაგ ფორმას ესე ვფიქრობ მე ძალიან გულიმწყდება რომ ვეღარ ვაპრაქტიკებ. ასევე ბევრი წავიკითხე ნეტში 5 ტიბეტელზე ინგლისურ რუსულ ფორუმებზე და შთაბეჭდილება დამრჩა რომ 90 % არასწორად იყენებს ესეთი თეორია მაქვს რომ 5 ტიბეტელი არის უნივერსალური სავარჯიშო ანუ მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერი რამისთვის მთავარი რასაც ხალხი არ აქცევს ყურადღებას ეს არის რომ ეს სავარჯიშოები ცვლიან ჩაკრების მოძრაობას და ფერებს და ყველაფერს იმას რაც ქმნის აურას ანუ ადამიანები აკეთებენ სავარჯიშოს მაგრამ არ აკეთებენ მთავარს ვარჯიშამდე არ მედიტირებენ იმაზე თუ რა უნდათ და როგორ წარმოუდგენიათ ანუ მე 5 ტიბეტელი მიმაჩნია არა მარტო უკვდავების წყაროთ მისი მეშვეობით შენ შეგიძლია მიიღო ყველაფერი რაც გინდა სამსახური გინდა? იმედიტირე და ვიზუალიზაცია გააკეთო თუ როგორ შოულობ სამსახურს. მერე გააკეთე სავარჯიშო და შენი აურა გადაეწყობა ისე რომ ყველაფერი და მტელი სამყარო შეგიწყობს ხელს რომ სამსახური იშშოვო ხოდა მთავარს არ აკეთებს ხალხი და შედეგი არ ააქვთ ზოგი 20 წლის მანძილზე აკეთებს და შედეგი 0 ნუ კაი ფიზ ფორმაში არიან და ეგაა. აბა მე არ მწამს იმის რომ მარტო 5 ტიბეტელით შენ შეგიძლია უკვდავებას ეზიარო დაჟე მე 6 სავარჯიშოც რომ გააკეთო ლამის ყველა იოგმა იცის და აკეთებს მექვსე სავარჯიშოს და მაგ პოზებსაც მაგრამ უკვდავებას ერთეულებმა მიაღწიეს.

ძალიან საინტერესოა შენი შეხედულება.

მესამეს ნელა ვაკეთებ, ყველაზე ნელა და მეც ვგრძნობ რომ ძალიან კარგია. ჩემთვის კარგია, რადგან წელში გამშალა, ცოტა მოხრილი დავდიოდი სულ...

Posted by: torcki Jun 22 2018, 03:11 PM

ძალიან დამაინტერესა ამ ვარჯისებამ და ხერხემლსი სერიოული პრბლემების დროს თუ შეიზლება? ოსტეოპოროზი მაქვს და ამის ფონზე სამა მალა მაქვს მოტეხილი, პლიუს კიდე მტელი ძვალსახსროვანი სისტემის დაავდბებეი მაქვს

Posted by: ano Jun 22 2018, 05:23 PM

მოსინჯე თავიდან სამ სამი გააკეთე ყველა
სამი დღე დააკვირდი თუ ცუდად არ გახდი ერთი კვირა გააგრძელე
შესაძლოა მოგიხდეს
მე პირადად თავიდან პირველი სამი დღე გული მერეოდა ვარჯიშის მერე ერთი კვირის მერე ვიგრძენი რომ ენერგია უკეთ მოზრაობდა ორგანიზმში, და ვარჯიშის რაოდენობას ნელნელა ვზრდიდი ცუდად რომ არ გავმხდარიყავი

Posted by: torcki Jun 22 2018, 06:51 PM

მეორე ვარჯიშს საერთოდ ვერ გავაკეთებ ფაქტიურად ჩემთვუის იმდენად რთულია, დნარჩენებს ვცდი

Posted by: earth Jun 22 2018, 11:31 PM

torcki
როცა რომელიმეს სავარჯიშოს ვერ აკეთებ, შეგიძლია დაიწყო ოთხი დანარჩენი. მეც მიჭირს მეორე სავარჯიშო, ხოდა ვაკეთებ ნაკლები რაოდენობით სხვა სავარჯიშოებთან შედარებით. როცა მიაღწევ ნელ-ნელა იმ ოთხის რაოდენობის გაზრდას, მერე შეგიძლია დაიწყო და გაზარდო ნელი ტემპით შენთვის რთული სავარჯიშოც.

Posted by: torcki Jun 23 2018, 10:33 AM

QUOTE(earth @ Jun 22 2018, 11:31 PM) *
torcki
როცა რომელიმეს სავარჯიშოს ვერ აკეთებ, შეგიძლია დაიწყო ოთხი დანარჩენი. მეც მიჭირს მეორე სავარჯიშო, ხოდა ვაკეთებ ნაკლები რაოდენობით სხვა სავარჯიშოებთან შედარებით. როცა მიაღწევ ნელ-ნელა იმ ოთხის რაოდენობის გაზრდას, მერე შეგიძლია დაიწყო და გაზარდო ნელი ტემპით შენთვის რთული სავარჯიშოც.


გასაგებიააა, მადლობა და თოთოეულ პოზაში რამდენი ხანი უნდა გავჩერდე? იოგას ასანებია რა ფაქტიურად

Posted by: earth Jun 23 2018, 04:04 PM

იწყებ და აკეთებ თვითოეულ ვარჯიშს სამჯერ, (მეორე თუ არ შეგიძლია, ვთქვით ბოლოსთვის მოიტოვებ), ყოველი ერთი კვირის შემდეგ უმატებ სამს(ესეც ინდივიდუალურია ჩემთვის), ბოლოს აღწევ 21-ს და აგრძელებ ასე... მთავარი ამ ვარჯიშებში არის სისტემატიურობა, აუცილებლად უნდა ყოველდღე გააკეთო და გაცდენები მაქსიმალურად ნულზე დაიყვანო. თან როცა ახალი დაწყებული გაქვს. მერე 21-ზე რომ ახვალ, და 4 თვე ივარჯიშებ, მერე დაიშვება გაცდენები. მერე შეგიძლია კვირაში 2 ან 3 დღეც გააცდინო.

Posted by: earth Jul 11 2018, 06:54 AM

Emigranti
მომინდა შენთვის მადლობის თქმა ამ თემის გახსნისათვის,–მადლობა.
მადლობა, რადგან ეს ვარჯიშები თითქოს ჩემთვის შეიქმნა ისე ვგრძნობ, მადლობა.
wub.gif l_daisy.gif bigarmhug.gif

Posted by: earth Apr 7 2020, 09:31 AM

ეს სავარჯიშოები ბრწყინვალეა დღევანდელ კარანტინაში ყველასათვის. დაგეხმარებათ სამზარეულო დაამარცხოთ და გამარჯვებულები დარჩეთ.
15 წუთი ვარჯიშია სულ, მაგრამ ეგეც კარგია სამზარეულოს მოშორდეთ biggrin.gif
თან ფორმაში იქნებით და იქნებით სახლში.
ყველას გირჩევთ. wub.gif

Posted by: chemikerin Apr 7 2020, 11:38 AM

აუ ვაკეთებდი ხოლმე და მართლა კარგი იყო.
დღეიდან დავიწყებ ისევ.

Posted by: nitata Nov 15 2022, 05:00 PM

დავიწყე და გიპოვეთ. მოკლედ 15 ზე ვარ ჯერ. მეორე საშინლად მიჭირს. კისერი და მხრები მეღლება. მეხუთეც ცოტა მღლის. დილით ვაკეთებ, უჭმელზე. ერთი თვეა ჯერ და ენერგია საგრძნობლად მომემატა. ძილითაც უკეთ მძინავს + მცივანობა შემიმცირდა. იმედია მეტი შედეგები დაიდება.
რეალურად იმან მომხიბლა რომ ასაკის დაპატარავებას იწვევსო, წავიკითხე. ვინც წამოიღო ტიბეტიდან, როოგრც ამბობს 20 წლით ნაკლები ვიდი აქვსო და მეც მინდაააააააა

დავწერ ხოლმე კიდე რამე შედეგი თუ მექნება

Posted by: td......... Nov 17 2022, 12:02 AM

nitata
რა კარგია, რომ გვიპოვე! <3
მართლა კარგი ვარჯიშებია. მე პერიოდულად ვაკეთებ ხოლმე პატარა შესვენებებით (დროის რარაც მონაკვეთებში ვერ ვახერხებ ვარჯიშს) და მიუხედავად ამისა, შედეგს ეგრევე ვხედავ.

წარმატებას გისურვებ! smile.gif

Posted by: nitata Nov 26 2022, 02:45 PM

td.........

QUOTE(td......... @ 17th November 2022 - 12:02 AM) *
წარმატებას გისურვებ!

უღრმესი მადლობა, მეც ასევე <3

QUOTE(td......... @ 17th November 2022 - 12:02 AM) *
შედეგს ეგრევე ვხედავ.

რა მაგარია ^_^

17ზე ავედი უკვე. განსაკუთრებით მცივანობაზე დამეტყო. გამათბობელს ვერ ვშორდებოდო თბილად ჩაცმული. ახლა კიდე აქეთ მეხვეწებიან ჩართე გათბობა, გაიყინებიო. მეთქი არ მცივაააააააა. წყალს ვერ ვსვამდი აცივებაის დროს, ვიყინებოდი ეგრევე, ახლა ჩვეულებრივად გაბედულად ვსვამ. ძაან აშკარაა. ალბათ სისხლის მიმოქცევა და მეტაბოლიზმი გააქტიურდა. ძალიან მიხარია. სულ რაღაც ხუთი მოძრაობაა ამ დროს.

ძირითადად ხერხემლის მოძრაობაა, რასაც დავუკვირდი

Posted by: td......... Nov 29 2022, 12:01 AM

nitata

ძალიან კარგი. მთავარია არ მოეშვა smile.gif

Posted by: earth Dec 2 2022, 06:56 AM

nitata
მომილოცავს!!!

Posted by: old_man Dec 2 2022, 02:38 PM

ძალიან კარგია რომ ვარჯიშობ. ეფექტი მთელი ცხოვრება გაგყვება.
დღესდღეობით ამ კომპლექსიდან მხოლოდ მე-2 ვარჯიშს ვასრულებ, სხვა ვარჯიშებთან ერთად

Posted by: chemikerin Dec 5 2022, 10:32 PM

ვცდილობ ყოველდღე ვაკეთო ხოლმე.. როგორც შევატყვე, უფრო დინამიური ვარჯიშები მირჩევნია და ამიტომ მომწონს ძაან ეს სისტემა.. ვარჯიშისას ხვდები თურმე როგორ ჭირდება ორგანიზმს..

Posted by: nitata Dec 7 2022, 07:18 PM

old_man
კი, მეორე მუცლის პრესების სექციაში მქონდა მეც და ამოვიღე. ძალიან მიჭირს და მეთქი ერთხელ მეყოფა თქო biggrin.gif

ვსიო, 21-ზე ვარ პირველი დეკემბრიდან ^_^ ვგიჟდები რა, მცხელა სულ ხალხო. სუ მციოდა და ახლა შიგნიდან მგონია ცეცხლი მიკიდია. ამ სიცივეში ფარღალალა დავდივარ, რო არც ვცივდები

Posted by: td......... Dec 15 2022, 09:56 AM

nitata
როგორ მიხარია, ენერგიამ სწორად დაიწყო დინება. მთავარია არ დაანებო თავი სერიოზული მიზეზის გარეშე smile.gif

Posted by: earth Dec 21 2023, 09:49 PM

ამ რამდენიმე წლის წინ, როცა ეს თემა გაიხსნა, მე დავიწყე ეს სავარჯიშო.უკვე მიღწეული მქონდა 18 რაოდენობას, როცა რთულმა პირობებმა შემაწყვეტინა ეს. სამწუხაროდ ბევრი წელი დაიკარგა და ორგანიზმი დაუძლურდა. ახლა დადგა ისევ დრო, რომ ისევ დავიწყე. იქიდან რომ მესამე სავარჯიშო ძალიან მიყვარდა ახლა ვერ ვაკეთებ, რადგან მუხლები მტკივა. დავიწყე სხვები ამ ერთი კვირის წინ და მივაღწიე და შევძელი. უკვე ვგრძნობ შედეგს.ძალინ მაგარი სავარჯიშოებია.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)