Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება _ კანთან დაკავშირებული პრობლემები

Posted by: Zet May 12 2008, 04:24 PM

აბა დაწერეთ ვინ იყავით წინა ცხოვრებებში, ნუ ვინც არიცით ეჭვები მაინც დაწერეთ)))

Posted by: Katabua May 12 2008, 07:41 PM

ვაა, რა მკვეთრი ხაზია! smile.gif ცოტა უნდა დავფიქრდე, რომელიმე "ფორმა" არ გამომრჩეს..
მანამდე კი შენ მოყევი, რა, ზეტ, შენი თავგადასავალი, იქნებ იცი..
აი, უმამ იტალიაში ვიყავიო. "ცუდად" მოვიქეცი და დამახრჩვესო..
ჩემი ფრაგმენტები ვიცი მარტო. "პროფესიები" კი არა.. ერთხელ ვნახე, ვიღაც მონადირის ცოლი, biggrin.gif რომ ვიყავი რაღაც ქოხში. ერთი ბიჭუნა გვყავდა და ტყეში ვცხოვრობდით. ძალიან მორჩილი ქალი ვიყავი, რამაც გამაკვირვა hilarioustu8.gif ძალიან აუტანელი იყო ეს მონადირე. დღესაც ვერ ვიტან "ჯიგიტ" ტიპებს. biggrin.gif
ერთხელ კიდე რუსეთში, სოფელში ვიყავი მუნჯი გოგო, გრძელი ნაწნავით. მარტო ჩემს ძმას ესმოდა ჩემი, ისიც ტელეპატურად. მე კი ფაფას ვუცხელებდი. მას კი "ვარენიე" უყვარდა. ხოო, მართლა. sticktongue.gif ასე 7 წლის ვიქნებოდი. ჩემი ძმა 3-ის. ძალიან ქერა და ცელქი იყო. წითელი ლოყებით. ჩემს წინ მიდიოდა, რომ ხალხთან ჩემს მაგივრად ელაპარაკა. მე კი აზრებს გადავცემდი. ამიტომ ვლაპარაკობ ბევრს Just_Cuz_01.gif
დანარჩენებს მერე გეტყვით. თუ.. თქვენც მეტყვით. l_sunny.gif

Posted by: cowboy May 12 2008, 09:35 PM

მე არ ვიცი ვინ ვიყავი ან ვიყავი თუ არა საერთოდsmile.gif)) მაგრამ რატომღაც მგონია რომ რუსეთში "კაკ მინიმუმ" ნამყოფი მაინც ვიქნებოდი. ერთხელ ისეთი "დეჟა ვუ" მქონდა რომ სახლი, რომელშიც არასდროს ვყოფილვარ, და ეზო, ძალიან კარგად ვიცოდი, არადა იმ მხარეში არც მანამდე და არც მერე არ ვყოფილვარ. ეს ბავშვობაში იყო, ეხლა იმ კინოს არ იყოს ვფიქრობ, მართლა მქონდა ეს დეჟა ვუ თუ მომეჩვენა...smile.gif))

Posted by: Zet May 12 2008, 11:59 PM

წინა ცხოვრებაში იტალიაში ნეოპოლთან ვცხოვრობდი და ოპერის მომღერალი ვიყავი, ოღონდ გვარი და სახელი არ ვიცი ჯერ sad.gif მარა მაგრა მინდა გავარკვიო..
უმა ჩემი მეზობელი იყო სხვათაშორის smile.gif

სამწუხაროდ მარტო ეს ვიცი ჩემი წარსული ცხოვრებებიდან ჯერჯერობით ...

Posted by: Katabua May 13 2008, 01:12 PM

cowboy, იქნებ მოგვიყვე როგორი იყო შენი შეგრძნებები, რა და როგორ განიცადე. საინტერესო იქნება მოსმენა, რადგან ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე.
ჩემთვის წინა ცხოვრების მოგონებებს ახალგაცნობილი ადამიანება ან ამოუხსნელ საკითხზე ფიქრი იწვევს. ვიზუალური ფორმით, კადრებივით, თავისით მოდის ინფორმაცია და ლაგდება როგორც ფაქტი, სინამდვილე. მე ვიღებ და ვცდილობ გადავამუშავო, რამდენადაც შემიძლიაა.. smile.gif

Posted by: old_man May 13 2008, 02:50 PM

მე მგონია, რომ წინა ცხოვრებაში ჯარისკაცი ვიყავი და რომელიღაც ომში მომკლეს. იმიტომ, რომ რაღაც ომის ფრაგმენტები ამომიტივტივდება ხოლმე მეხსიერებაში. თან ბავშვობიდან ომები მაგრა მაინტერესებდა. 3-4 წლის ბავშვი გაშტერებული ვიჯექი და ომებზე საბჭოთა ფილმებს ვუყურებდი sticktongue.gif . მერე კითხვაზე გადავერთე და გადავიკითხე ომებზე მთელი მხატვრული და დოკუმენტური ლიტერატურა. l_book.gif
მოკლედ ჩვემი ახლანდელი ცხოვრების ინტერესები რაღაც კავშირში უნდა იყოს ჩვენს წინა ცხოვრებასთან.

Posted by: Alpha May 13 2008, 03:50 PM

აზრზე არ ვარ, თან არც ეჭვები არ მაქ huh.gif
სკლეზორი დამეწყო მემგონი biggrin.gif

Posted by: cowboy May 14 2008, 12:02 PM

zustad ver getyvi, ar maxsovs, magram rac mexsierebaSi damrCa ars rom cklis dasalevad shevedit mgzavrebi ert ert ezoSi (matareblit mivdiodit moskovshi da didxans gacherda, sasmeli ckali gamogvelia) hoda am ezoshi rom shevedi, ise nacnobi iyo, rom cha da kvelaferi mgoni vicodi sad unda kofiliko. axlac meshinia imaze fiqris:) ai ase iyo... shegrdznebebidan shishi... shishi da interesi, ai es maqvs:)

Posted by: Katabua May 14 2008, 01:34 PM

მაგარია!
მასეთი შეგრძნება მეც დამემართა. საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე, - კეფალონიაში ვიყავი. ექსკურსიაზე წავედით, რაღაც კლდეზე ავძვერი და ქვემოთ გადავიხედე. კლდიდან ლურჯი ზღვის ყურე ჩანდა. გავშეშდი. .. ამ ადგილზე ვმდგარვარ ადრე, ზუსტად ამ ხედისთვის მიყურებია-მეთქი, ვფიქრობდი. ძალიან ახლობელი იყო ეს ადგილი. თვითონ კუნძულზეც ასეთი შეგრძნება დამრჩა. .. და დიდხანს ვიყავი შოკში. ხო, შიშის განცდაც იყო. მაგრამ დღემდე ვერ ვხსნი ზუსტად რა მოხდა. რა "გადატრიალდა." blink.gif
ძალიან საინტერესოა ამაზე პასუხი, თუ რა არის ეს.. blink.gif

Posted by: TeO May 14 2008, 03:38 PM

მე არ ვიცი ჩემი წინა ცხოვრებები, მაგრამ არაჩვეულებრივად მიზიდავს აღმოსავლური კულტურა და მასთან შეხებით ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, სულს, არაჩვეულებრივად მშვიდად ვარsmile.gif განსაკუთრებით იაპონური სული მეშინაურება და ასევე ქართული მთის სულც ჩემი ნაწილია, ხევსურეთსა და ფშავში თავს ისე ვგრძნობ თითქოს საკუთარ სახლში ვიყო, განსაკუთრებით ხევსურეთი... ოღონდ განდგომილად ბუნება, რადგან ხალხთან, მოსახლეობასთან კონტაქტი მიჭირს (იმიტომ რომ ბუნებას ძალიან დაშორდნენ ახალი აზროვნებით) ძალიან მცირრე პროცენტი დარჩა ბუნებასთან ახლოს!:(

Posted by: Alpha May 16 2008, 12:34 PM


Posted by: Uma May 16 2008, 03:53 PM

QUOTE(old_man @ May 13 2008, 02:50 PM) *
მე მგონია, რომ წინა ცხოვრებაში ჯარისკაცი ვიყავი და რომელიღაც ომში მომკლეს. იმიტომ, რომ რაღაც ომის ფრაგმენტები ამომიტივტივდება ხოლმე მეხსიერებაში. თან ბავშვობიდან ომები მაგრა მაინტერესებდა. 3-4 წლის ბავშვი გაშტერებული ვიჯექი და ომებზე საბჭოთა ფილმებს ვუყურებდი sticktongue.gif . მერე კითხვაზე გადავერთე და გადავიკითხე ომებზე მთელი მხატვრული და დოკუმენტური ლიტერატურა. l_book.gif
მოკლედ ჩვემი ახლანდელი ცხოვრების ინტერესები რაღაც კავშირში უნდა იყოს ჩვენს წინა ცხოვრებასთან.

ase holotropkis dros momelanda samamulo omis scena:), jariskacebi avtomatebit isrodnen da med da darboda. vifiqre iqneb wina cxovrebis scena iyo da mediumma mitxra italiis shemdeg ar dabadebulxaro da ra vici ra vici...

Posted by: cowboy May 18 2008, 10:36 PM

იცით რა მაინტერესებს? გენეტიკურ მეხსიერებაზე თუ გაგიგიათ რამე ან თუ გჯერათ? აი მაგალითად, თუ გჯერათ ან თუ შეილება ადამიანის მეხსიერებაში გაიხსნას მისი წინაპრის ტვინში შენახული ინფორმაცია? ამას იმიტომ გეკითხებით რომ ერთმა ძალიან საინტერესო ადამიანმა ასეთი ახსნაც მოუძებნა ამ უცნაური რამეების გახსენებას, იმან თქვა რომ ეს ყოველთვის არაა წინა ცხოვრების გახსენება, ხანდახან შეილება ბაბუის ან დიდი ბაბუის "ცოდნა" გაგვახსენდესო.
აი მაგალითად UMA, შენი წინაპარი ვინმე იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში?
და KAტABUA რომ შეგვპირდა კიდევ მოგვიყვეს რაღაცეები რააა, დამაინტერესააააა l_book.gif

Posted by: Zet May 18 2008, 10:56 PM

ხო გახსენებით რაღაცის დადგენა მემგონი არარეალურია, მეც ბევრ რამეებს ვიხსენებ და ვხედავ ხოლმე მარა ეს წინა ცხოვრებასთან კავშირში არარის და უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფია ან რაღაც სცენები რომელიც მეხსიერებაში შემთხვევით ხვდება სხვადასხვა გზებიდან, და ეს გზები ბევრია....


Posted by: Katabua May 19 2008, 01:37 PM

"აღმოცენებული" კადრები არის თუ არა წინა ცხოვრებასთან კავშირში, ამის დადგენა თავისუფლად შეიძლება. არის რამდენიმე საშუალება. ამით ადვილად განვასხვავებთ ფანტაზიას, წარმოდგენასა, და .. ჰმ. აქ უნდა დავწერო ეს საშუალებებიიი? rolleyes.gif
1. "ბევრისთვის" ადვილად მისაღები გზა: პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ "სად" აღმოცენდა ეს განცდები (ან კადრები) თავში, სხეულში (თავისებურად "გარდავისახეთ"), გვიჩურჩულეს, დაგვესიზმრა.. biggrin.gif მდააა.. ეს მეთოდი ანალიზთანაა დაკავშირებული და არც ისე მომწოონს..
2. თავს ვიკავებ.. wink.gif იცით რა.. ვნახოთ ჯერ, როგორ განვითარდება ეს თემა..
დანარჩენს წერილობით, ან.. სხვა საშუალებებით მოგაწვდით.. secret.gif
crazy.gif ტუ-ტუუუ, ტუ-ტუუუ.. Just_Cuz_01.gif


Posted by: TT111 May 20 2008, 05:14 PM

არაბი ან ჩინელი, სხვადასხვა ინკარნაციებში და მემგონი არაერთხელ smile.gif ინტუიცია ამას მკარნახობს biggrin.gif


Posted by: TT111 May 20 2008, 08:36 PM

ატლანტიდაში ინკარნაციების გასახსენებლად ეს წიგნი დაგეხმარებათ )))

Георгий Бореев
Инопланетные цивилизации Атлантиды
http://www.link.ge/file/42723/boreev1.zip.html

Posted by: Zet May 21 2008, 02:50 PM

ატლანტიდას ვინც მოესწრო ის დამწყები სული ვერიქნება.. beard.gif როგორც ვიცი ატლანტიდა კაი ხნის წინ იყო.. smile.gif

Posted by: TT111 May 22 2008, 01:51 PM

ვინც ამ ფორუმმა მოიზიდა, უმეტესობა არა მგონია 'დამწყებები' იყვნენ

Posted by: old_man May 22 2008, 02:50 PM

QUOTE
ვინც ამ ფორუმმა მოიზიდა, უმეტესობა არა მგონია 'დამწყებები' იყვნენ

მართალია! (თვითკმაყოფილი სმაილიკი)

Posted by: Tamo_Tamo May 28 2008, 08:06 PM

მეც სულ მაინტერესებდაა ვინ ვიყავიი დაა ხშირად ვფიქრობდი მაგაზე, და ერთხელაც მედიტაციის დროს DNK-ასთან დაკავშირებით რაც მოვყევი, რაზეც თვინი გავბურგე ალბათ biggrin.gif აი მაშინ დავინახე და რატომგაც დარწმუნებული ვარ რო ფანტაზია არ იყო! კაცი წიგნით ხელში დავინახე და მთელს ოთახში ჭერამე, წიგნებით გატენილი თაროები ჰქონდა... აუუ ეხლააა წესით ტვინი უნდა გადმომდიოდეეს, და თავს ხელით უნდა ვიჭერდე, მაგრამ თავზე ხელს რო ვიკიდებ თმების გარდა ვერაფერს ვგრძნობ hilarioustu8.gif ჰუჰუ Just_Cuz_01.gif

Posted by: mariko May 29 2008, 11:38 PM

მე წინა ცხოვრებაში აღმოსავლეთში ვცხოვრობდი , და საშინელი ადამიანი ვყოფილვარ. ესე გამოჩნდა პირად ჰოროსკოპსჰი

Posted by: Zet May 30 2008, 01:38 AM

პირადი ჰოროსკოპით ამის გამოთვლა უდიდესი აფსურდი და არალოგიკური მგონია, თუმცა რავიცი..

Posted by: old_man Jun 2 2008, 05:17 PM

პირად ჰოროსკოპში ჩვენი წინა ცხოვრებები ვერანაირად ვერ გამოჩნდება. შესაძლოა გამოჩნდეს გარკვეული ნაწილი ხასიათის და იმ თვისებების რაც ამჟამინდელ განსხეულებაში გვაქვს.

Posted by: Mirabella Jul 6 2008, 03:16 AM

ეჭვი მაქვს წინა ცხოვრებაში ბიჭი ვიყავი.... და კიდევ მგონი ომში ვიბრძოდი.... http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm

Posted by: Tamo_Tamo Jul 6 2008, 11:00 PM

საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს წინა ცხოვრებაში ვინ ვიყავით?! იმას მაინც ვერ დაადგენ რა ცხოვრებით ვცხოვრობდით, მეც დავინახე ვინც ვიყავი, მაგრამ ამან რა მომცა არც არაფერი... ჯობია იფიქრო ასე..., გააცნობიერო ყველა ის თვისება რაც გაქვს, აქედან ხელისშემშლელი თვისებები ამოყარო დაა ეცადო მის გამოსწორებას, ეს ყველაზე კარგი განწმენდის საშვალებაა მე თუ მკითხავთ... wink.gif კარმას ჩვენთვითონვე ვაბინძურებთ, და ჩვენ ამჟამინდელ ცხოვრებას ჩვენვე ვირჩევთ, ამიტომ არ ღირს იტანჯო რატო უკეთესი არ დავიბადე და რა უბედური ვარო... smile.gif

Posted by: blanca Jul 11 2008, 09:08 PM

წინა ცხოვრება.. რეინკარნაცია .. როგორ გვინდა მარადიულობას მოვებღაუჭოთ biggrin.gif
ნუ ესე მგონია რა რო ვებღაუჭებით როცა ამაზე ვფიქრობთ და ვმსჯელობთ ..

ერთი ცხოვრება მაქვს. წინა ცხოვრება არ მქონია. არ ვიყავი სანამ დავიბადებოდი და არ ვიქნები ცხოვრების მერე ..

შეიზლება ის რაც მომეცა, გამოცდილება, ნიჭი თუ უნიჭობა, უბრალოდ დაბორიალობდა კოსმოსში ჩემამდე და მე მომეცა, ჩემში მოთავსდა .. ესაა ანუ რეინკარნაცია? არ მჟერა რა

მოკლედ ზან საინტერესოა ეს ყველაფერი

აზრის ძიებაა ეს ყველაფერი და ვინ პოულობს ამ აზრს?
არ მითხრათ ეხლა შენ უნდა ჩადოო აზრი. ნუ ვერ ვდებ
არ მაინტერესებს
ვხატავდი მომწყინდა
მუსიკას უსმენდი მომწყინდა
ვსწავლობდი მომწყინდა
ახალს ვნახულობდი მომწყინდა
ყველაფერი მომწყინდა
რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი
ეს სიტყვებიც მომწყინდა და მაღიზიანებს
მოკლედ დეპრესიაც მომწყინდა რაა .. რაღაცა ახალი მინდა და რაარის ეს ახალი არ ვიცი sad.gif
ხო, ეზოთერული ლიტერატურის კითხვაც მომწყინდა, ბევრი არ წამიკითხავს მაგრამ რაც წავიკითხე მაინც ერთმანეთის გადამღერებაა ..........

Posted by: Zet Jul 15 2008, 06:09 PM

თქვენ მემგონი არასწორედ გაიგეთ თემა, აქ არავის არუთქვია რომ წინა ცხოვრებების ცოდნამ შეიძლება რამე ზეგავლენა მოახდინოს ამ ცხოვრებაზე..
წინაცხოვრებების ცოდნა არ დააჩკვიანებს არავის და არც პირიქით, არც ხელფასი არ მოემატება და არც უფრო ღონიერი არ გახდება, თუ აქამდე ოცი კილოს აწევა შეეძლო ამის მერეც ოც კილოს აწევს... smile.gif))
ეს არის უბრალოდ გართობა, უფროსწორედ რაღაც ინტერესის დაკმაყოფილება და მეტი არაფერი..
რაღაცის ცოდნა ესარის უბრალოდ არაფერი, მეორე საკითხია შენ რა გზა გაიარე რო ეს რაღაც გაგეგო...

მოვიყვან ერთ მაგალითს:
ტელევიზორში იყო გადაცემა პირამიდებზე, ლაპარაკობდა მეცნიერი რომელიც ბევრი წლების მანძილზე იკვლევდა თუ რა გზაბით შენდებოდა პირამიდები..
ანუ მან მთელი ცხოვრება დაუთმო პირამიდების კვლევას... როგორ შენდება პირამიდები ამას გაგებას რა უნდა ჯერესერთი ბევრ წიგნშიც წერია ან ერთი საათის ამბავია რო მიხვიდე მედიუმთან და კითხო და მიიღებ პასუხს, ან ამ მეცნიერმა არიცოდა დაბადებამდე როგორ შენდებოდა პირამიდები? მარა ეს იყო ის მისია რაც ამ კაცმა მოისურვა... მას რო ამ ცხოვრებაში ერთ საათში გაეგო როგორ შენდებოდა პირამიდები რა უნდა ეკეთებინა მთელი ცხოვრება, ხო მაგარ დეპრესიას აკიდებდა)))) მთავარი არის ძიების პროცესი და არა შედეგი.. ესოთერიული საკითხების ცოდნა ეს არაფერს არაძლევს ადამიანს საერთოდ პირიქით შეიძლება ცხოვრებაში ძალიან შეუშალოს ხელი... ეს ცხოვრება არის თამაში რომლიდანაც ჩვენ გამოცდილებას ვღებულობთ... და ეს გამოცდილება რათგვინდა ეგ კიდე სხვა საკითხია...

Posted by: Sophia Jul 16 2008, 12:47 AM

მინდა ვიცოდე, მაგრამ სიურპრიზების მეშინია, არ აღმოჩნდესო რომ კაცი ვიყავი, ცოტა მეწყინება, არადა ამის დიდი შანსია. biggrin.gif მაგრამ ერთხელ ხომ არ ვიქნებოდი მხოლოდ დედამიწაზე? ახლა ვარიაციები თემაზე ჩემი წინა ცხოვრება:
სავარაუდოდ ბოლოს მეყოლებოდა ბევრი შვილები. ანდა რაღაც შეემთხვა ჩემს შვილებს. რადგანაც პატარაობიდან სულ ბავსვებს დავეძებდი. ისე ვექცეოდი თანატოლებს თითქოს ჩემი შვილები იყვნენ. ზოგიერთზე ვამბობდი რომ "ჩემები" იყვნენ. ანუ "ჩემი ზურიკო", "ჩემი მარიკო" და სულ კუდში დავსდევდი laugh.gif მოკლედ დედური ინსტინქტი მაქვს გაძლიერებული. კლასელები დედიკოს მეძახიან დღემდე... ნეტავ რა შეემთხვათ ჩემს შვილებს? superstition.gif მედეა ხომ არ ვიყავი და უნებლიედ ხომ არ დავხოცე ისინი??? ohmy.gif dash2.gif
ბავშვობაში მითხრეს რომ რომში ვიყავი არქიტექტორი ქალი - ასეთი რამ თითქმის წარმოუდგენელია, თუმცა კოლიზეუმში ისე ვიწანწალე არ დავიკარგე და ვინ იცის, არქიტექტორი თუ არა, გლადიატორების ზედამხედველი ქალი უთუოდ ვიქნებოდი, მათხრახით ხელში hilarioustu8.gif იფ, უთუოდ ჯავრებს ვიყრიდი მთელი მსოფლიოს ქალების სახელით...
რაღაც კავშირი მექნებოდა მუსიკასთან. კლასიკასთან. თუ ვიმსჯელებთ იმით რომ ბავშვებს, პატარებს შეიძლება რაღაც ქვეცნობიერად მაინც ახსოვდეთ, მაშინ ასეა. სულ პატარა კლასიკის გაგონებაზე ბღავილს ვიწყებდი და მაინც ვითხოვდი ჩაერთოთ. რაც შეეხება ოპერას, ჩემს სახლში ვერ იტანენ. მე კი მაბოდებს. ვერ ვიტყვი რომ მიყვარს, მაგრამ რაღაცეები მემართება. ნუ ტირილი თავისთავად, თვალცრემლიანი ვზივარ ხოლმე ოპერის თეატრში , ამფეთეატრის მესამე რიგის შუა კიბიდან მარჯვნივ, პირველივე სკამზე. გოგო რომ ზის ხოლმე თმაგაწეწილი და მტირალი, მიცნობდეთ, ეს მე ვარ beard.gif
ოპერომანები არიან კიდევ სხვებიც ამ ფორუმზე? ამოდით, თეატრში გეპატიჟებით l_sunny.gif

Posted by: Tvalebi Jul 18 2008, 05:56 PM

აქა მშიდობა smile.gif

ხოო...
წინა ცხოვრებაში როგორც აღმოვაჩინე მაგარი ცუდი ტიპი (უფროსწორედ ტიპშა) ვიყავი biggrin.gif
XVIII საუკუნის ესპანეთში ვიყავი ერთ-ერთი საროსკიფოს "შეფი" biggrin.gif

Posted by: Katabua Jul 20 2008, 05:21 PM

აი, სულ ვფიქრობ, - ის ადამიანები რომელიც არსად გინახავს მანამდე და მხოლოდ ახლა გაიცანი, საერთოდაც არასოდეს უცხოვრიათ შენს ქალაქში კი არა, სადაც ცხოვრობ იმ კონტინენტზეც კი, - არადა, გაცნობის პირველი წუთებიდანვე გრძნობ, რომ კარგად იცნობ..
.. იმას გარდა რომ იცი, - ეს ახლობელია, ძმაა რა.. იცნობ კი არა, ყველაფერი იცი ამ ტიპზე (ტიპშაზე);
ვა, და ახლა უნდა ვიძიო რატო და როგორ..?
ისე, ხშირად მემართება, და როცა ვუხსნი ასეთ ადამიანს როგორი გრძნობა მაქვს, ვეუბნები "ეს მუდამ ასე იყო"..
ნუუუ, რატომღაც არ უკვირთ.. ალბათ თვითონაც იციან..

Posted by: Shou Jul 21 2008, 12:38 PM

QUOTE(Katabua @ Jul 20 2008, 06:21 PM) *
აი, სულ ვფიქრობ, - ის ადამიანები რომელიც არსად გინახავს მანამდე და მხოლოდ ახლა გაიცანი, საერთოდაც არასოდეს უცხოვრიათ შენს ქალაქში კი არა, სადაც ცხოვრობ იმ კონტინენტზეც კი, - არადა, გაცნობის პირველი წუთებიდანვე გრძნობ, რომ კარგად იცნობ..
.. იმას გარდა რომ იცი, - ეს ახლობელია, ძმაა რა.. იცნობ კი არა, ყველაფერი იცი ამ ტიპზე (ტიპშაზე);
ვა, და ახლა უნდა ვიძიო რატო და როგორ..?
ისე, ხშირად მემართება, და როცა ვუხსნი ასეთ ადამიანს როგორი გრძნობა მაქვს, ვეუბნები "ეს მუდამ ასე იყო"..
ნუუუ, რატომღაც არ უკვირთ.. ალბათ თვითონაც იციან..


ხო, როდესაც რეინკარნაციაზე ვფიქრობ, რეალურად მხოლოდ ამ კუთხით არის ჩემთვის საინტერესო. ანუ უცხო ადამიანები როცა ძალიან ახლობელად მეჩვენება და საერთოდ სიტყვებიც რომ არაა საჭირო იმდენად ”იცნობ”. ყველაზე მაგრად ის მომენტი მახალისებს რომ გეგონება გარეგნობა (ფიზიკური სხეული) საერთოდ რაღაც ტანისამოსია და ამის მიღმა ხედავ და ეს თვალის ”თამაშები” უბრალოდ გახალისებს. შეიძლება ვერც კი აღწერო ის თუ როგორ გამოიყურება, რა ფერის თვალები აქვს ან თმები, მაღალია თუ დაბალი, მაგრამ როცა არ უნდა ნახო ყოველთვის იცნობ, არ შეგეშლება.

ეს ძალიან მიყვარს, ასეთ მომენტებში უფრო მორწმუნე ვხვდები:-)))

Posted by: ირმა Jul 29 2008, 06:52 PM

არ ვიცი ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში, მაგრამ ამ რამდენიმე წლის წინ მქონდა აკვიატებული ერთი ფიქრი, რომ რაღაც უდიდესი ცოდვა მაქვს ჩადენილი და უნდა გამოვასწორო. ამ რამდენიმე წლის წინ გავიცანი ერთი ადამიანი, რომელსაც(როგორც მან მითხრა) ჩემი მრავალი ცხოვრებები ჰქონდა ნანახი. მან მითხრა, რომ იყო ერთ–ერთი ჩემი „ძმა“. მე თვითონ ვგრძნობ, რომ რაღაც მევალება რომ გავაკეთო,–ეს დამიდასტურა იმ პიროვნებამაც. მე იმ პერიოდში „ის“ ვერ გავაკეთე და არ ვიცი, ალბათ თავი იმით ვინუგეშე რომ ვთქვი,–ყოველივე ღმერთის ნებაა მეთქი. ამ საიტამ ღრმა ძილიდან გამომიყვანა.(ამ ძილზეც, მიწინასწარმეტყველა იმ პიროვნებამ. მან გამაფრთხილა კვლავ არ დამეძინა, „როგორც მაშინ დავიძინე“)
მიხარია რომ ეს საიტი ვიპოვე. იქნებ თქვენთან საუბრით გამახსენდეს. მინდა , ძალიან მინდა გავაკეთო ის რაც მევალება. ღმერთმა მაპატიოს, თუ ეგო მალაპარაკებს.
ერთი პერიოდი ისეთი რამ ვიგრძენი, რომ მეგონა რომ გავგიჟდებოდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ დაბადებიდან „გიჟი“ ვიყავი.

Posted by: blanca Jul 29 2008, 07:03 PM

უცხოეთში შეგრძნებები მძაფრდება biggrin.gif

რაც გევალება იმას აუცილებლად გააკეთებ, უკვე აკეთებ, ასე რომ ძალიან ნუ მოინდომებ ნურაფერს smile.gif

Posted by: ირმა Aug 14 2008, 01:57 PM

QUOTE(blanca @ Jul 29 2008, 08:03 PM) *
უცხოეთში შეგრძნებები მძაფრდება biggrin.gif

რაც გევალება იმას აუცილებლად გააკეთებ, უკვე აკეთებ, ასე რომ ძალიან ნუ მოინდომებ ნურაფერს smile.gif

მართალია. ადამიანმა ყველაფერი მშვიდად უნდა მიიღოს. blush.gif

Posted by: FEBRUARY Aug 19 2008, 11:03 PM

Sophia

ოპერომანები არიან კიდევ სხვებიც ამ ფორუმზე? ამოდით, თეატრში გეპატიჟებით l_sunny.gif
[/quote]

მე მიყვარს ოპერა, ვგიჟდები ბავშვობიდან. ოპერა, ბალეტი და კლასიკური მუსიკა. ბავშვობაში ერთ-ერთი ოცნება ლასკალაში თუნდაც დამლაგებლად მუშაობა მქონდა Just_Cuz_01.gif

რაც შეეხება წინ ცხოვრებას, მგონი ზუსტად ვიცი ვინც ვიყავი bf_nonew.gif

Posted by: newbie Jan 21 2011, 07:38 PM

შეიძლება ძაან "ნუბ" შეკითხვას ვსვამ მაგრამ smile.gif შეიძლება თუ არა კანის პრობლემები (ფერიმჭამელა ან სხვ.) გამოწვეული იყოს იმით რომ როგორ ვთქვა, რაღაცას არასწორად აკეთებ, ენერგიის ნაკლებობა, ჩაკრები და ა.შ.




პ.ს. მადლობთ წინასწარ პასუხისთვის atb_calendar.gif

Posted by: newbie Jan 21 2011, 07:44 PM

როგორ უნდა გავარკვიო რომელი დონის სული ვარ? biggrin.gif

Posted by: td......... Jan 21 2011, 07:53 PM

newbie

QUOTE(user @ 21st January 2011 - 07:44 PM) *
როგორ უნდა გავარკვიო რომელი დონის სული ვარ?

კედელთნ დადექი აღმოსავლეთისკენ პირით. უბრალო ფანქრით მოინიშნე კედელზე ადგილი საფეთქელტან... მერე იატაკიდენ გადაზომე 7 -7 სმ. სხვადასხბა ფერის ფანქრებით. პირველი წიტელი, მეორე ყვითელი, მესამე სტაფილოსფერი, მეოთხე მწვანე, მეხუტე ლურჯი, მეექვსე იისფერი, მეშვიდე თეთრი(ან შავი,) რომელ ფერზეც დამთავრდება შენი სიმაღლის ზომა იმ დონის სული ხარ... :roll: ეს ეხება ადამიანებს 25 წლის ზემოთ.

Posted by: newbie Jan 21 2011, 07:59 PM

დაიცა მაგით რა გინდა თქვა რომ 2 მეტრიანი ხალხი ყველაზე მეტად არიან განვითარებულები ?

Posted by: newbie Jan 21 2011, 08:00 PM

და რომელი ფერი რას ნიშნავს ?

P.ს. კანზეც მაგრა მაინტერესებს

Posted by: td......... Jan 22 2011, 02:41 PM

newbie
ვიხუმრე, მომიტევე.. მეგონა მიხვდებოდი..smile.gif

Posted by: Gopi Jan 22 2011, 05:11 PM

td.........


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: newbie Jan 23 2011, 12:13 AM

td.........
biggrin.gif კანზე მართლა გკითხე მეორე ვიხუმრე biggrin.gif კანზე მართლა მაინტერესებს და ვერ მოვძებნე ინფო ევრსად

Posted by: old_man Jan 23 2011, 11:28 PM

რა ჭირს ამ თემას? huh.gif
თემას ჰქვია კანთან დაკავშირებული პრობლმები და პირველი პოსტი იწყება ასე - აბა დაწერეთ ვინ იყავით წინა ცხოვრებაში biggrin.gif
მგონი თემები შეერთდა თავისით. სად დაიარება მოდერატორი?

Posted by: td......... Jan 24 2011, 01:33 AM

old_man
ხო ამიტომაც ცოტა გავიხუმრე.. თემა რარაც უცნაურად არასერიოზული მეჩვენა..biggrin.gif

Posted by: ever Feb 13 2011, 02:28 PM

ხანდახან რამოდენიმე წამით ვითიშები და თითქოს სულ სხვაგან ვხვდები, სხვა სამყაროში, სადაც სულ სხვა ვიღაც ვარ და სხვა რაღაცეები ხდება
რამოდენიმე წამში ისევ "ვბრუნდები" აქ, ოღონდ იქ რა ხდებოდა არაფერი მახსოვს, მხოლოდ შეგრძნება, რომ სხვაგან ვიყავი.
არ ვიცი ეს წინა ცხოვრების flashback-ია, თუ პარალელური ცხოვრება, მაგრამ ძალიან მინდა გავიგო smile.gif
ძალიან უცნაური შეგრძნებაა.
ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა? smile.gif

Posted by: natuka May 28 2011, 10:39 PM

საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში. ერთია მხოლოდ კაცი ვიქნებოდი უეჭველი smile.gif

Posted by: მზეონა May 29 2011, 06:42 AM

ძველ ზეტ-ის დაკარგულ თემას ჩვენს წინა ინკარნაციებზე გადაება ახალი თემა და გაყოს ვინმემ პლზ smile.gif

Posted by: Barmalei Jun 7 2011, 01:49 PM

და როგორ გავიგო ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში? რაიმე მეთოდი არსებობს?

Posted by: Atman Jun 7 2011, 03:19 PM

Barmalei

QUOTE(Barmalei @ 7th June 2011 - 01:49 PM) *
და როგორ გავიგო ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში? რაიმე მეთოდი არსებობს?


სანამ საკმარის დონეზე არ გაიწმინდება ჭკუა, მანამდე ვერ გავიგებთ, და თუ გავიგებთ ეს შეიძლება ტყუილი იყოს. მხოლოდ წმინდანებს შეუძლიათ თავისი ან სხვისი წინა ცხოვრებების დანახვა. ჩვეულებრივი ადამიანების შემთხვევაში ეს შესაძლებელია, მაგრამ ძალიან იშვიათია და ღმერთის წყალობით ხდება და არა მხოლოდ საკუთარი მცდელობებით. ჭკუას უზარმაზარი ძალა აქვს, შეუძლია ადვილად მოგატყუოს და დაგანახოს ის, რაც გინდა და არა ის რაც რეალობაა.

Posted by: ირმა Jun 7 2011, 09:47 PM

Barmalei

QUOTE(Barmalei @ 7th June 2011 - 02:49 PM) *
და როგორ გავიგო ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში? რაიმე მეთოდი არსებობს?

მართალია Atman , მართლაც ძალიან იშვიათია დაინახო ზუსტად წინა ცხოვრებები. თანაც ეს ჩვენი განვლილი ცხოვრებები იმდენია თავგზას აგიბნევს biggrin.gif
თუმცა ზოგჯერ ინტერესი დიდია ამ ყველაფერზე. მე ძალიან დამეხმარა დენიზ ლინის წიგნი:
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1119 სხვათაშორის ბევრი რაღაცა გავიხსენე იმ სავარჯიშოებით, რომელსაც ის იძლევა.მართლაც საინტერესო იყო, თუმცა ზოგჯერ შემაშფოთებელია, როცა გაგახსენდება, რომ მაგ: ამა და ამ ცხოვრებაში 18 წლისა კვდები რაღაც საშინელი დაავადებით(((
მომეწონა ძალიან წიგნი, ბევრი წვრილმანი გავიხსენე biggrin.gif ბევრი ჩემი თვისება, ხასიათი მივხვდი საიდან იღებს სათავეს.

Posted by: natuka Jun 8 2011, 08:48 AM

მე მაქვს ამოჩემებული, ოტელო არ მინდააა. არადა ვერ ვიტყვი, რომ ამის საბაბი მქონდეს, და ეს წინა ცხოვრებიდან არის ნეტავ? ახლა დავფიქრდი.

Posted by: ირმა Jun 8 2011, 01:43 PM

natuka

QUOTE(natashka55 @ 8th June 2011 - 09:48 AM) *
ცხოვრებიდან არის ნეტავ? ახლა დავფიქრდი.

ამას მხოლოდ შენ გამოიკვლევwink.gif
ძალიან დიდი მნიშვნელობა ეძლევა ბავშვის თამაშებს. გაიხსენეთ რა უცნაური თამაში გიყვარდათ. ახლა არ თქვათ თოჯინას რომ ბავშვი აძინებს, ეს თამაში მხოლოდ ამ ცხოვრებიდანაა წამოსული, მაგრამ ზოგჯერ არის ისეთი თამაში, როცა ვერ გესმის საიდან მოიტანა ამ ბავშვმაო.
გეტყვით ერთ ჩემს ბავშვობის თამაშს. სოფელში, მიყვარდა მიწაში თუ ქვიშაში პატარა მიწის ყუთებივით გაკეთება. და თითოეულ თარო-ყუთზე რაღაცა პატარის დადება. ამასწინათ ვნახე სიზმარი, რომ მქონდა ასე ვთქვათ ერთი აფთიაქი, მაგრამ თაროები მიწაში იყო, ყველა თარო არ იყო სავსე, ზოგან მხოლოდ რაღაც ბალახი იდო, ზოგან კი პატარა ჭურჭელი. მერე რაღაც ყვავილებს ვკრეფდი. მერე რაღაც სურათები მოვიძიე, გათხრებმა აღმოაჩინეს მსგავსი აფთიაქები. ახლა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ რომელიღაც ცხოვრებაში ამ საქმით ვიყავი დაკავებული. მითუმეტეს ახლაც ძალიან მაინტერესებს ეს თემაsmile.gif მიყვარს ბალახებით მკურნალობა biggrin.gif

Posted by: ირმა Jun 8 2011, 01:44 PM

P.S.
ვთხოვ თემის მოდერს, ეს თემა გაყოს smile.gif

Posted by: natuka Jun 8 2011, 10:21 PM

ბავშობაში ფუფალას მეძახდნენ smile.gif სულ ვიტხიპებოდი smile.gif)) მამიდებს და დაედას ვუნადგურებდი ყველაფერს smile.gif ტანსაცმელს,ფეხსაცმელს,პარფიუ
მერიას smile.gif ყველაზე მეტად ეს მიყვარდა. და რა გამოდის?

Posted by: ირმა Jun 9 2011, 07:51 AM

natuka
მაგას უმეტესი პატარა გოგონებისა აკეთებენ biggrin.gif ეგ ერთი ასე ვთქვათ ამცხოვრებისეული თამაშია biggrin.gif

Posted by: natuka Jun 9 2011, 09:19 AM

smile.gif

Posted by: ano Jun 25 2018, 02:07 PM

რა უცნაური თემაა, ორი თემა აირია ერთმანეთში,
გუშინდელი სიზმარი გამახსენდა ამ თემაზე
ვიცოდი რომ სიზმარში ვიყავი, სარკესთან მივედი და შიგნით შესვლა მინდოდა მაგრამ ვერ შევედი, მერე ჩემ თავს დავაკვირდი როგორ გამოვიყურებითქო და სხვა ადამიანი ვიყავი ფიზიკურად, კანის პრობლემები მქონდა, კიდევ ჩავიხედე მერე სხვა ვიყავი ისევ კანის პრობლემები მქონდა, სიზმარში ინფორმაცია მომივიდა რომ ეს ჩემი წინა ინკარნაციებია, რამდენჯერმე ჩავიხედე და ვიცვლებიდი, სხვადასხვა მე ვიყავი, უმეტესად მამაკაცები ვიყავი, მაგრამ ყველა შემთხვევაში კანზე ან გამონაყარით ან ნაიარევით დაჭმუჭნული,
უამრავი ინკარნაცია მამაკაცის სხეულში და პრობლემური კანით,
ახლაც მაქვს კანის პრობლემები წლებია ვებრძვი, ახლა ვხვდები რატოა ასე რთულად განკურნებადი, წინა ინკარნაციებიდან მომყვება

Posted by: earth Jun 25 2018, 05:27 PM

2008-ში ეს ფორუმი გაფუჭდა, ბევრი თემები დაიკარგა. როცა აღდგა მხოლოდ ნაწილი თემებისა აღდგა. მერე როცა ახალ თემას ვხსნიდით მიებმებოდა ხოლმე (ხანდახან, ყოველთვის არა) რომელიმე ძველ თემას და ასე აღდგებოდა ხოლმე ძველი თემა, მერე მოდერატორები ყოფდნენ თემას და ასე უამრავი თემა აღდგა კიდევ.
ეს თემაც ამ მდგომარეობის შედეგია. ერთმა იუზერმა გახსნა თემა კანთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მიეწება წინა ცხოვრებების თემას და ამოაგდო. რატომღაც მაშინ ამ თემის მოდერატორმა არ გაჰყო თემა და დარჩა ასე...
ახლა თემას ისევ გადავხედე და ვფიქრობ თუ უბრალოდ სახელს შევუცვლით, ის იქნება უკეთესი ალბათ, სხვა არ ვიცი ამ თემაში რა ჯობია...


Posted by: earth Jun 25 2018, 05:31 PM

ano
მაშინ უნდა ნახო მაგ მდგომარეობის მიზეზი, ეს ალბათ რაღაც კარმულია. ხოდა მოძებნე გზები ამ ცხოვრებაში გამოასწორო wink.gif

Posted by: old_man Jun 25 2018, 05:34 PM

ano
აბა ლაზარევთან ნახე კანთან დაკავშირებულ პრობლემებს რა ფსიქოლოგიური ბლოკები იწვევს. იქნებ მიაგნო მინიშნებას და ამ ინკარნაციაში მოაგვარო...

Posted by: ano Jun 26 2018, 12:01 AM

ეს თემა რომ არ მენახა ის სიზმარი დამავიწყდებოდა,
მიზეზი ვიცი უკვე რიმ კარმულად მომყვება, მაგრამ საინტერესო ისაა რომ წინა ცხოვრებებში უმეტესად მამაკაცი ვიყავი,
ახლა ექიმებმა რა მიზეზიც მითხრეს კი ვმკურნალობ, მაგრამ ეს არის მუდმივი რეჟიმი, და მოვლა, ადამიანთა უმეტესობა დილას ადგება პირზე წყალს შეისხამს და მორჩა, მე კი დილა საღამოს პირს ხელნაკეთი საპნით ვიბან 4-5 ჯერ ვიქაფები რომ ეს ცხიმი მოვიშორო, მერე სპეციალური ლოსიონი რომ ცხიმოვანმა ჯირკვლებმა ნაკლები ცხიმი გამოიმუშაოს, პლიუს ვსვამ ჰორმონს რომ ცხიმის გამომყოფმა ჯირკვლებმა ნაკლები ცხიმი გამოიმუშაოს,
კვებითაც ცხიმიანს, შემწვარს, ალერგიის გამომწვევ მზესუმზირა ნიგოზი თხილი და ა.შ. წლებია არ ვჭამ

ლაზარევს გადავხედე, რამოდენიმე ვერსია თქვა, ერთერთი არის სექსუალური ენერგიის დასათრგუნი ბლოკი, კანის პრობლემით ადამიანი იბლოკება რომ არ ჩაიდინოს ზედმეტი რაღაცეები, მეორე ის რომ ვერ დაოჯახდეს და მეუღლეს გული არ შეუწუხოს თავისი მუდმივი ეგოისტური მოთხოვნებით, ანუ ერთგვარი ლაგამია რომ ნაკლები ეგო გამოამჟღავნოს და ნაკლებ შეაწუხოს ხალხი

Posted by: earth Jun 26 2018, 06:46 AM

ano
მეც ცხიმიანი კანი მაქვს და კრემს საერთოდ აღარ ვხმარობ, რადგან არ ვარგებულა ცხიმიან კანზე, პაწია მეჭეჭები გამიჩინა. მარტო ლოსიონს.
სწორედ მაგაშია კარგი წინა ცხოვრების გახსენება, რომ ბევრი ამ ცხოვრების მდგომარეობა გაიგო, ზოგი გამოასწორო და ზოგი გააძლიერო.
ეს თემა კიდევ ერთი თემაა ამ ფორუმის ჯადოსნურობას რომ ამტკიცებს biggrin.gif

რას იტყვით ამ თემას სახელი შევუცვალოთ, თუ რა ვუყოთ?

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)