სალამი ფორუმს!
ყველასთვის კარგად ცნობილია ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება ამ ფორუმისადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში ლოგიკურია აქ შემოსვლაში დროს არ დავკარგავდი და თავს არ შევიწუხებდი.
მინდა ეს პოსტი და თემა მივუძღვნა პრაქტიკულ, ხილულ, ცხოვრებისეულ რეალობას.
თემით ვინც უნდა გაბრაზდეს და ვინც უნდა აღტაცებაში მოვიდეს, ეგეც რომ არ მაღელვებს ამასაც შეამჩნევდით.
სულიერება და მეტაფიზიკური ინტერესი, ძიება და პრაქტიკები რომ მომწონს არაერთხელ აქ პოსტვითაც დამიდასტურებია.
მე ამ თემაში მაინტერესებს (არამარტო ამ თემაში) რეალურად როგორ ზრუნავთ "სულზე და ხორცზე" თუნდაც მეტ-ნაკლებადეგ. ამის დროს, საშუალებას, კომფორტს როდის და სად პოულობთ. დიდი ალბათობით და საჭიროებით დილიდან საღამომდე უნდა მუშაობდეთ, სამსახურში საქმით უნდა იყოთ დაკავებული, შესვენების ერთი საათიც მართლაც დასვენებას უნდა რომ ისევ პროდუქტილები ვიყოთ, სახლში დაღლილი უნდა მივდიოდე, ქმარ-შვილი/ცოლ-შვილი უნდა გელოდებოდეს, და სახლის საქმეები უამრავი, თუ ესენი არ გყავთ, სათანადო ყურადღება მშობლებს, მეგობრებს და ა.შ და ა.შ.
თუ კოტრიალით და ჩატაობით გვერდები და თითები ტკივა და მშობლების გზავნილებზე ხარ ადამიანი შემჯდარი - იცოცხლე დრო გექნება კაცსაც და ქალსაც, ასეთ ადამიანებზე მე ჩემი შეხედულება მაქვს, თუ "დჰარმის მაწანწალები" ხართ - არც ეგ უნდა დამალოთ, რომ მე ჩემი ხედვა მქონდეს და იქნებ და დავმეგობრდეთ ამ გზაზე.
მოდით კონკრეტულად და კონსტრუქციულად ვისაუბროთ სად და როგორ ახერხებთ თუნდაც 1 საათი მედიტირებას? 1 საათი სიტებზე ინფორმაციის ძებნა/შემეცნებას" ფეისბუქში საათების გატარებას და ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებს.
საეინტერესო თემაა, როგორც არ უნდა იყოს ყველას ვინც ერშია და სულიერ საკითხებზე მუშაობს, დროის კუთხით გარემოდან გამომდინარე აქვს შეფერხებები.
სამსახურს მიაქვს თავისი დრო, ძილს, მგზავრობას, საკვების მომზადებას, ჰიგიენას, იქ ვიღაცის დაბადების დღეა, იქ ვიღაცის ქორწილი, გარდაცვლილებსაც უნდა მივაგოთ პატივი, მეგობარი განქორწინდა და გამხნევება სჭირდება... მოკლედ უამრავი მსგავსი პასიური ვალდებულება გვაქვს ხშირად. პირველ რიგში ამ ვალდებულებებისგან მოსაშორებლად და საკუთარი თავისთვის მეტი დროის დასათმობად მიდიან ადამიანები მონასტრებში. შენ უსაყვედურებ ან გეწყინება თუ შენი მეგობარი რომელიც ბერადაა აღკვეცილი არ მოვა შენს დაბადების დღეზე ან ქორწილში? არა და ეს ჩვეულებრივადაა მიღებული, მაგრამ თუ არ მოვა შენი მეგობარი რომელიც იმავე ქალაქში ცხოვრობს ეს უკვე გეწყინება და უსაყვედურებ. ამიტომაც გიწევს იარო იქ სადაც გენანება დროს ხარჯვა.
ის რომ მსგავსი სახის ურთიერთობები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს ადამიანმა ალბათ თინეიჯერული ასაკიდან გამოსვლისასვე ხვდება უმრავლესობა. მაგრამ მაინც არ გკმარა დრო მედიტაციისთვის? რა არის მედიტაცია? რატომ გგონიათ რომ აუცილებელია ლოტუსის პოზაში ჩაჯდომა ან დაწოლა იმისთვის რომ იმედიტიროთ? ან რა აუცილებელია განსაზღვრული დროის გამოყოფა? მედიტაცია არის ადამიანის მდგომარეობა, შეიძლება იმედიტიროთ ტრანსპორტშიც, სარბენ ბილიკზეც, სეირნობისასაც, შესვენებისასაც და ასე შემდეგ. ერთმა მეგობარმა მახსოვს გარკვეულ სიტუაციაში ახსენა "გონებაში ჭერა" ეს ტერმინი თითქოს ზუსტად მოერგო ამ საკითხს ჩემს აზროვნებაში და ვერბალურად გამოიხატა ეს აზრი. თუ ადამიანს შეუძლია კონცენტრირება საგანზე ისე რომ გარესამყაროს მოვლენებმა ადვილად არ გაუფანტოს გონება და თუ მას გონებაში უჭირავს მედიტაციის ობიექტი, რატომაც არ შეუძლია იმედიტიროს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს?
INVICTUS
გონება მიჯაჭვულია სახელებზე და ფორმებზე. სახელი, ეს უკვე სასრულია. ფორმა, ეს უკვე სასრულია. ყველა სახელი, სიტყვაა. სიტყვა განსაზღვრული ასოებისგან შედგება. ფორმა, რომელსაც ეს სასრული სიტყვა აღნიშნავს, ასევე შემოსაზღვრულია. გონება ტრიალებს ამ სისტემაში. ამ სისტემას აქვს ორი პოლუსი. ეს არის ორობითი მატრიცა მსგავსად კიბერნეტიკული ბინარული სისტემისა, სადაც ნებისმიერი ინფორმაციის კოდირება ხდება ერთების და ნოლების კომბინაციით. კარგი ცუდი. მაღალი დაბალი. ბოროტი კეთილი. სასრული უსასრულო. ქალი კაცი. დიდი პატარა. ეს არის ამ მატრიცის პიკები. ჩვენი გონება, მიჯაჭვულია ამ მატრიცაზე. მედიტაციამ, უნდა გაათავისუფლოს გონება ამ მატრიციდან. რეალობა არც სასრულიანია და არც უსასრულო, მაგრამ გონებას არ შეუძლია ასეთი რამის წარმოდგენა, ამიტომ მისთვის მისაღებია უასრულო, მარადიული. სინამდვილე არც მარადიული და არც სასრული, მაგრამ რადგან გონება მიჯაჭვულია სასრულ ფორმებისა და სახელების მატრიცაზე, ამიტომ ის სულიერს, უსასრულოს უწოდებს, ანუ ისევ სასრულის საწინააღმდეგოს. გონება დუალისტური მატრიცაა, საპირისპირო პოლუსების მეშვეობით გებულობს რა ხდება მის გარშემო. მე სხვა. სუბიექტი ობიექტი, მაგრამ რეალობა, დუალიზმის მიღმაა. არსებობა, არც სასრულია და არც უსასრულო, მაგრამ გონებისათვის გასაგები რომ იყოს, ჯობია ვთქვათ უსასრულო. სულ ეს არის. აი ამ უსასრულოზე ყურადღების მიქცევა არის მედიტაცია.
რადგანაც გონება მიჯაჭვულია სახელებზე და ფორმებზე, ამიტომ არსებობს ნირვიკალპა სამადჰი, ანუ უსახელო და უფორმო რეალობა. ამ დროს, გონება ხვდება, რომ არსებობს უფორმო და უსახელო რეალობაც. ეს არის გასხივოსნების წამი. გონება უკან იხევს, ხდება მორჩილი. პურუშა იმარჯვებს. მაგრამ ვიმეორებ, ნირვიკალპა სამადჰიც კი, ანუ სამადჰის უმაღლესი ფორმაც კი, გონების მდგომარეობაა და გამოდიხარ აქედან. ცხოვრება გრძელდება. ეს გონებას ჭირდებოდა. გონება რომ არ ყოფილიყო, არც იქნებოდა ნირვიკალპა სამადჰი და საერთოდ არანაირი სამადჰი. მაგრამ გონება ახალ იცის, რომ არა მარტო ფორმები, არამედ უფორმობაც არსებობს. მეტი მას მაინც არ შეუძლია. რეალობა კი არც ფორმიანი და არც უფორმო. არც არსებობს და არც არ არსებობს. არც სასრულია და არც უსასრულო.
სამსახურშიც კი ვპრაქტიკობდი, თუ მინდოდა ;დ
ბევრს უნდა, მაგრამ იშვიათს გამოსდის ეს გზა. ადამიანი ვერ ამოდის პრობლემებიდან, უდროობიდან და ასე ჰგონია ყველაფერი ეს მერე უნდა გააკეთოს, მერე იმედიტიროს, მერე იფიქროს თავისი სულისათვისაც. გადის დრო და ვერ ვამჩნევთ, წლები გარბიან...
როგორც jarmen -მა თქვა:
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)