IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ოჯახი ვილჰემ რაიხის და ოშოს მიხედვით, შემოკლებით
ანანდა...
post May 21 2012, 12:03 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ოშო რაჯნიშის აზრით ოჯახისთვის სექსის გარდა აუცილებელი კომპონენტია სიყვარული. ოშოს აზრები ემთხვევა ცნობილი მეცნიერის ვიჰელმ რაიხის მეცნიერულ დასკვნებს. რაიხიც და ოშოც აკრიტიკებენ და გმობენ ოჯახის ინსტიტუტს, როგორც ასეთს. მათი აზრით ოჯახი წარმოადგენს ადამიანის შინაგან, ინტიმურ ცხოვრებაზე ძალით თავსმოხვეული გარეგანი წესებისა და კანონების კრებულს. ეს წესები და კანონები, მიურებელია თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ გარედანაა თავსმოხვეული და არა შინაგან კანონზომიერებებზე დამყარებული, ეს კი ანგრევს ადამიანის ფსიქიკას, მის ჯანმრთელობას.

ორივე ავტორი მიიჩნევს, რომ არაბუნებრივია და ჯანმრთელობისთვის საზიანოა, რომ ცოლ-ქმარს, რომელთა სიყვარულიც ამოიწურა, რომლებიც აღარ არიან შეყვარებულები, არ აქვთ უფლება `”გვერდზე გაიხედონ” რაიხის სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი სასიყვარულო ურთიერთობები დაამყარონ, ეს კი მისი აზრით, სრულიად აუცილებელია იმისთვის, რომ ნევროტიკად არ იქცე.

ისინი თვლიან რომ ოფიციალურად მათ აქვთ გაშორების უფლება, მაგრამ მთელი საზოგადოება თავისი მორალითა და დაუწერელი კანონებით მოქმედებს მათზე და ის ეწინააღმდეგება ამას.

ტრადიცული გაგებით ეს შეხედულება ბოროტებაა: ნებისმიერს რომ კითხოთ გეტყვიან: ასე ხომ არეულობა და ქაოსი გამეფდებაო!

დღევანდელ ადამიანს ოჯახის ინსტიტუტის შემოტანა წესრიგად ეჩვენება, ცხოვრების ნებისმიერი სხვა ფორმა კი ქაოსად.
ოჯახის ინსტიტუტის მომხრეთა ყველაზე სერიოზული არგუმენტი ის გახლავთ, რომ ოჯახის არასტაბილურობით ბავშვები ზარალდებიან. და მართლაც, ცნობილია, რომ დედ-მამის დაცილებას ბავვები და მოზარდები ძალზე მტკივნეულად განიცდიან და ხშირად ფსიქოლოგიურადაც ტრამვირდებიან.

ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით ამის მიზეზი ის არის, რომ ყველა ბავშვს სოციუმში თვითდამკვიდრებისკენ ძლიერი სწრაფვა აქვს, ამიტომ მისთვის ძნელი გადასატანია, როცა ირგვლივ ყველა ბავშვს დედაც ჰყავს და მამაც, და `მაინცდამაინც მხოლოდ მისი მამა ან დედაა სხვაგან წასული.

დრეს ძლიერ გაბატონებულია აზრი, რომ ყველა ბავშვი ”წესიერ ოჯახში” უნდა ცხოვრობდეს, ბევრის აზრით ბავშვს იმთავითვე კოდირებული აქვს იმის მოთხოვნილება, რომ ოჯახში, დედასთან და მამასთან უნდა იცხოვროს, მაგრამ ამაზე ფსიქოლოგები პასუხობენ, რომ ბევრი ბავშვი სწორედ იმით ტრამვირდება, რომ მშობლებს გაშორების ძალა არ ჰყოფნით, რის გამოც ოჯახში მუდმივი კონფლიქტები, ჩხუბი, ყვირილი და დაძაბულობა, ერთი სიტყვით ნევროტული, არაჯანსაღი სიტუაციაა.

სინამდვილეში ერთადერთი რამ, რისი მოთხოვნილებაც მართლაა კოდირებული ყოველ ბავშვში, ეს ჰარმონიული, სიყვარულითა და სითბოთი სავსე ურთიერთობებია. სიყვარული მართლაც ყველაფრის მკურნალია და როცა ბავშვი ნევროტული გარემოდან მოსიყვარულე ადამიანებთან ხვდება, ის მშვიდდება და ნელ-ნელა ფსიქოლოგიურ ტრამვებსაც იშუშებს. თუნდაც ეს ნევროტული გარემო მისი ოჯახი იყოს, სიყვარულით სავსე გარემო კი _ არა.

ვილჰელმ რაიხიცა და ოშოც დარწმუნებულნი არიან, რომ ოდესმე კაცობრიობა მიაღწევს იმ მდგომარეობას, როცა ადამიანები კომუნებად, თემებად იცხოვრებენ და როცა ბავშვზე ოჯახი კი არა, მთელი საზოგადოება იქნება პასუხისმგებელი. როცა უმაღლეს ფასეულობად ადამიანზე გარედან თავს მოხვეული ოჯახური თუ სხვა კანონები კი არ იქნება გამოცხადებული, არამედ თვით ადამიანი და მისი თავისუფლება, სიყვარული და მისი შინაგანი კანონზომიერებანი. ორივე ავტორი დარწმუნებულია, რომ ასეთი ცხოვრების წესი უფრო ჰარმონიული და ბედნიერების მომტანია.

შეიძლება დაუსრულებლად იკამათო, რა იქნება ქაოსი და რა არა, მაგრამ ერთი რამ სრულიად ცხადია, თუ ამოსავალ წერტილად ადამიანის თავისუფლებას, მის ჰარმონიულობასა და ბედნიერებას ავიღებთ, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქაოსი და ანარქია სწორედ დღეს, ”თავსმოხვეული წესრიგის” პირობებში სუფევს. ასეთ მოსაზრებას ნებისმიერი ფსიქოლოგი დაადასტურებს.

წყარო

ვილჰელმ რაიხი "სექსუალური რევოლუციის საფუძვლები” = Wilhelm Reich The foundation of "sexual revolution"
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Untitled_13
post Sep 29 2012, 12:33 AM
Post #2


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,056
Joined: 28-June 12
Member No.: 6,848

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
სწორედ კონფლიქტურ ოჯახებში უმეტწილად ისეა, რომ შვილი თავისი დაბადებით , ხშირად დიდი რისკის ფასად, აძლევს მშობლებს კარმის გაწონასწორების შანსს და მშობლები თავისთავზე იღებენ პასუხისმგებლობა (მათი ზეცნობიერი).


შვილი რომ ირჩევს მშობლებს ვიცი და მშობლებიც ირცევენ შვისლ ანუ? და მერე, აი შოუ რომ ნუცას დედა იყო ვიცი და კარგი დეობა ვერ გავუწოე და თავი მოიკლაო (მგონი, ამ ფორუმელებზეა საუბარი). და, ძალიან დამაინტერესა.. სხვა წყრაოები იცთ ამის შესახებ? როგორ ვირჩევთ Mშობლებს და თუ არ ასრულბენ კარგ მოვალეობას მერე რა ემართებათ? კიდევ ხვდებინა შვილების სულებს?


--------------------
love the life you live,
live the life you love
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 2nd June 2024 - 02:56 PM