Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ფსიქომოდულაციის ოთახი _ td.........

Posted by: td......... Nov 18 2018, 11:06 PM

JC_cupidgirl.gif ვიწყებ...
რომ ვთქვა, რამე ფსიქოლოგიური პრობლემები მაწუხებს თქო მოგატყუებთ, თუმცა საინტერესოა, საკუთარი ოთახის ქონა ფორუმზე...
დავწერ ხოლმე რაღაცეებს, სიზმრებს, აზრებს, ჩანახატებს...


ახლა, ერთი პრობლემა მაქვს მხოლოდ, სტატია მაქვს დასასრულებელი, რომელიც ჯერ არ დამიწყია და რა ჯანდაბა ვქნა არ ვიცი! biggrin.gif

Posted by: tikoroma Nov 19 2018, 12:42 AM

უნდა დაიწყო, ცხადია

Posted by: td......... Dec 2 2018, 04:57 PM

რა უნდა დავიწყო არ ვიცი, თუმცა კარგია, რაღაც კუთხე, რომ გაქვს ადამიანს.. მოხვალ , დაჯდები, მოეშვები... ფიქრებსაც კი საკიდზე დაკიდებ , ქურთუკის გვერდით. ყავა... ამ სითხის გარეშე ვერ წარმომიდგენია განმარტოვება, პრინციპში კამპანიაში ყოფნაც..მოკლედ დაჯდები და მოეშვები. ნელ-ნელა პროგრამა გადაგიყვანს უფრო რელაქს-რეჟიმში და რეალობის სურათი გაიცრიცება, გახდება ბუნდოვანი, როგორც ფოტოზე უკანა ფონი. ფიქრები კი დატოვე შემოსასვლელში ჩამოკიდული, მაგრამ მათი თვისებაა მუდამ შლეიფივით თან გდევდეს. თითქოს თავისთვის არიან, ირევიან მომაბეზრებელი ქინქლასავით, სინათლეზე მოფრენილივით.
ხანდახან არის ისეთი დრო, როდესაც ყველაფრით კმაყოფილი ხარ,რატომ ვერ ხვდები- არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში მიედინება, მცირე რყევებით. მაგრამ არაფერში ემოციას აღარ დებ, არაფერში რაც გარეთაა. თითქოს ყველაფერს რაც ხდება, მიმდინარეობს, ისახება და ხორციელდება, ვლინდება ან ილევა-ღიმილით უყურებ, უღიმი... და ხარ მშვიდად.. თან ზოგჯერ ფიქრობ,რომ ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა, მაგრამ თავს ძალას ვერ ატან. ყველაფერი რისკენაც ისწრაფოდი სასაცილო ხდება, უმნიშვნელო, უაზრო... სადღაც შორს, ძალიან ჩუმად გესმის ჩურჩული: მემზადე, ახალი სივრცე მზადდება, ახალი სცენარი, მოემზადე...

Posted by: tikoroma Dec 3 2018, 05:26 PM

ახალი სცენარი მსახიობებს უხარიათ მხოლოდ laugh.gif

Posted by: ano Dec 3 2018, 08:18 PM

ციტატა(td......... @ Dec 2 2018, 05:57 PM) *
რა უნდა დავიწყო არ ვიცი, თუმცა კარგია, რაღაც კუთხე, რომ გაქვს ადამიანს.. მოხვალ , დაჯდები, მოეშვები... ფიქრებსაც კი საკიდზე დაკიდებ
... სადღაც შორს, ძალიან ჩუმად გესმის ჩურჩული: მემზადე, ახალი სივრცე მზადდება, ახალი სცენარი, მოემზადე...


კარგია
welcomeani.gif

Posted by: td......... Apr 9 2019, 01:13 PM

მომენატრეთ!

გისურვებთ ყველას წინსვლას!

Posted by: td......... Dec 30 2019, 01:18 PM

სულ დამვიწყებია ჩემი სივრცე რომ მაქვს.. რა კარგია!
მოვედი და დამხვდა სიცარიელე... ახლა ვეცდები ცოტა შევავსო smile.gif
2019 წელს ასტროლოგიური ციკლი სრულდება და ახალი იწყებაო, გვამცნობენ ასტროლოგები, რატომღაც მომწონს ეს ფაქტი. ნამდვილად ვგრძნობ ამას, რომ რაღაც სრულდება და ახალის მოლოდინში ვარ. ერთი ფორუმელი მეკითხებოდა გუშინ, სიახლე ყოველთვის კარგი ხომ არ არისო? და მივხვდი რომ სიახლე ყოველთვის მაინც უფრო კარგია ვიდრე ცუდი, გააჩნია დამოკიდებულებას... ადამიანის ყველაზე დიდი უბედურება შიშია. ვგულისხმობ, მატერიალურ სამყაროში არსებობისას, შიში წარმოშობს უკუსვლის სურვილს და აქ და ახლა მდგომარეობაში გაჩერებას შეუძლებელს ხდის, რადგან გობება ამ დროს ეჭიდება წარსულს და მის ანალიზს იწყებს და წარმოქმნის მომავლის მრავალ სცენარს, რომელიც შეიძლება განვითარდეს... ეს ყველაფერი დიდი ტყუილია, ჩვენი გონების თამაშები, რომელიც ცნობიერებას ბინდავს და გვახვევს უფრო ღრმა ილუზიაში...
აქედან გამომდინარე ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც შიშის გარეშე შევხედავთ, საბოლოოდ ჩვენი გაცნობიერებაში გვეხმარება...

Posted by: earth Dec 30 2019, 03:19 PM

td.........
good.gif
ბედნიერ ახალ წელს გისურვებ!!! confetti.gif

Posted by: td......... Dec 30 2019, 05:34 PM

earth
მადლობა, შენც ბედნიერ და სიხარულით სავსე წელს გისურვებ 😊

Posted by: td......... Jan 3 2020, 03:47 PM

გილოცავთ ახალ წელს ფორუმელებო! რარაც არ მომწონს თქვენი აქტიურობა და ახლა ვფიქრობ რა შელოცვა გამოვიყენო, რომ მოგაგროვოთ აქ და მოგაწეპოთ აქაურობას! :დ

Posted by: ano Jan 4 2020, 01:47 PM

მეც გილოცავთ confetti.gif

გეთანხმები შემოდით ერთი ორი სიტყვა დაწერეთ არ დაიზაროთ rolleyes.gif

Posted by: td......... Jan 5 2020, 08:01 PM

ახალ წელს შევეგებე დროებით უმუშევარი.. უცნაური გრძნობაა. თან გაბრაზებული ვარ, თან ვფიქრობ აღარ დავბრუნდე ძველ სამსახურში, თან ჩემთვის კომფორტული პირობებია და თუ ისევ ჩემი პროფესიით დარჩენას ავარჩევ სხვაგან წასვლა უაზრობაა.. მივენდე ბედს და შემთხვევას, რა იცი რა ხდება?!

Posted by: earth Jan 5 2020, 10:36 PM

იყავი დღეს ბედნიერი როგორც ხარ, სადაც ხარ და ხვალ თავისით გამოჩნდება რა ქნა smile.gif

Posted by: td......... Jan 5 2020, 10:41 PM

earth სხვა რა გზაა?! 😂😁

Posted by: td......... Jan 13 2020, 01:58 AM

მატრიცა თავის სიუჟეტს აწვება... ეს შესაძლო რეალობები,სადაც ხვდები განწყობის მხედვით, სრული იდიოტიზმია. ყველა რეალობა ასეთია,განსხვავენები არის, მაგრამ არსი ერთია. კარცერი, ციხე, საგიჟეთი, ფერმა..რაც გინდათ დაარქვით. ერთი სიტყვით ხორცსაკეპი მანქანაა, სადაც, სანამ.ბოლომდე არ დაიფქვები ვერ გააღწევ... smile.gif მშვიდობიან ღამეს გისურვებთ! wink.gif

Posted by: td......... Jan 27 2020, 11:07 PM

შამანურ ტალღაზე გავყავდი ბოლო პერიოდია მატრიცას, სიზმრებიც შესაბამისი იყო.. დღეს ახალი ტალღა დაიწყო და მინდა გავყვე, ვნახოთ სად მიმიყვანს... იმედია ბოლომდე გავალ ამ ქვიზს! smile.gif


Posted by: earth Jan 28 2020, 07:59 AM

td.........
მთელი გულით გისურვებ წარმატებებს შინაგანი ძიების გზაზე l_daisy.gif

Posted by: tikoroma Jan 28 2020, 11:04 AM

წარმატებები

Posted by: td......... Jan 28 2020, 12:17 PM

მადლობები smile.gif

Posted by: td......... Feb 2 2020, 02:52 AM

ფბ-ზე დაიწერა დღევანდელი თარიღი 2.02.2020
მქონდა შეთავაზება ჩაგვეტარებია საერთო მედიტაცი.. არ ვიცი ვინმემ იმედიტირეთ თუ არა.. 2:02 2.2.2020 პატარა მედიტაცია გავაკეთე და სამყაროს ბევრი სიყვარული გავიგზავნე... ყველას გისურვებთ სიყვარულს და სიხარულს.

Posted by: earth Feb 2 2020, 09:30 AM

wub.gif smile.gif

მაშინ დღეს საღამოს 20:20 წუთზეც შეიძლება მედიტაციის დაგეგმა.
ისე, ასეთი მედიტაციების დაგეგმა, ერთობლივ საკითხებზე უნდა იყოს ჩვენი მთავარი საქმე.

Posted by: td......... Feb 2 2020, 01:44 PM

earth
დღესაც 20:02 დან 20: 20 მდე შესანიშნავი დროა.
გაზაფხულის დადგომის დღეა და შესაბამისად, სინათლის, სიკეთის და სიყვარულის მედიტაცია მთელი სამყაროსკენ მიმართული, შესანიშნავი იქნება 😊

Posted by: earth Feb 2 2020, 10:25 PM

wub.gif

Posted by: tikoroma Feb 5 2020, 11:09 AM

11:01 AM და ყველაფერი რიგზეაა

Posted by: td......... Feb 22 2020, 05:53 AM

Om Namah Shivaya

Posted by: earth Mar 5 2020, 07:39 AM

birthday.gif

Posted by: td......... Mar 9 2020, 05:06 PM

earth
მადლობააა ❤

Posted by: td......... Aug 17 2020, 10:12 PM

22:11

Posted by: td......... Aug 17 2020, 10:33 PM

დამატებითი განზომილება- სივრცე-სამყაროები.

კაცობრიობამ შექმნა ეს განზომილება, რომელსაც გარკვეულ შემთხვევაში მესამეს ვეძახით.
თუ როგორ შექმნა, ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ. შემოქმედები ახლა აქ არ ცხოვრობენ, მაგრამ წვდომა თავის ქმნილებასთან აქვთ.
დღეს აქ მყოფი სულები, ადამიანები ისე გაერთვნენმიწიერი, ხორციელი სიამეებით, რომდაავიწყდათ ილუზიის შესახებ, რომელშიც იმყოფებიან და რეალობად ჩაანაცვლეს ცნობიერებაში ეს ინფორმაცია.
ერთეულები ვინც იღვიძებს და იხსენებს, რომ ილუზორულ სამყაროშია, გადიან აქედან და როცა უნდათ ბრუნდებიან, ან ბრუნდებიან სხვების მისახედად, ან გასაღვიძებლად, ან კიდევ სხვა მიზნებით.
რელიგიები კიდევ დამატებითი სამყაროებია და "სიკვდილის" -გადასვლის შემდეგ ამ დამატებით შექმნილ სამყაროში გადააქვთ ცნობიერება და ვინც საერთოდ ვეღარ იღვიძებს იქ რჩება, სანამ გარედან არ დაეხმარებიან ან არ დაიშლება ენერგიის ნაწილაკებად, ფრაგმენტებათ.
ამ განზომილებაში მყოფი ყ ელა არსება სულია. ნებისმიერი ფორმის, მინერალიდან დაწყებული, ადამიანამდე და ასტრალურ არსებებამდე. დაბალ და საშუალო ასტრალურ შრეებში ძირითადად რელიგიურ მახეებში, სულის ფრაგმენტებად , ან ენერგიის ნაწილაკებად დაშლილი სულებია. იქ რჩებიან, სანამ მათი აღდგენის დრო მოვა. ეს დრო ციკლურია. ყოველი ახალი ბრუნის შემდეგ , დაბალი ასტრალურიშრეები ერთიანდება და ახალ ვიბრაციაზე გადადის და მთლიანდება. ასევე მაღლდება ამ, მესამე განზომილებაში მყოფი გამოღვიძებული სულები.
დამატებითი სამყაროების შექმნა, რეინკარნაციის კიდევ ცოტახნით გადავადების მცდელობისთვის ხდება ხოლმე, რომ " დაისვენოს" სულმა დაბადების ციკლისგან, მაგრამ ზოგი ივიწყებს , რომ მის მიერ შექმნილ , ან მის მიერ მოწონებულ სამყაროშია და იჯერებს მის რეალობას და იჭედება იქ. ასეთი სამყაროების შესაქმნელად სავარჯიშოდ საუკეთესო არის გაცნობიერებული სიზმართხილვის პრაქტიკა და მეფიტაციის პრაქტიკები. ასევე მაგიის გარკვეული პრაქტიკებიდა რელიგიებში აქტიური ჩართვა. ხშირად მახეში ებმებიან შემოქმედებითი პოტენციალის ადამიანები, მხატვრები, მუსიკოსები,მწერლები, მეცნიერები...
სიზმართხილვის პრაქტიკა და მედიტაცია, ასევე აუცილებელია სიფხიზლის განვითარებისთვის, რომ სულმა ისწავლოს ყველა თავისი მექანიზმების გამოყენება, თავის დანიშნულების " გახსენება" და მისი შესრულება.

Posted by: ano Aug 21 2020, 12:55 AM

ძალიან საინტერესოა

Posted by: tikoroma Aug 27 2020, 12:47 PM

td......... კარგი ახსნაა

Posted by: nancho41 Sep 18 2020, 02:54 PM

mec minda meditacia. vinme damexmaret ra.

Posted by: td......... Oct 11 2021, 09:37 PM

სამყაროს აგებულება
მატერიალური სამყარო/ები
როგორც ხშირად გამოისახება დედამიწის მაგნიტური ველი, რომელიც მბრუნავი ბლითის-ბუბლიკის ფორმა აქვს, მსგავსი სტრუქტურით შეიძლება წარმოვიდგინოთ მატერიალური სამყაროები და მათი განზომილებები. ეს სქემა რა თქმა უნდა პირობითია, რადგან სამყაროს მატერია, გარდა ჩვენეული გაგებით, მყარი მატერიისა, განსახვავებულიცაა, უფრო ნატიფი და განსხვავებული სტრუქტურის, რომელიც უფრო ზუსტი წარმოდგენისთვის შეიძლება ავღწეროთ როგორც სინათლის სხივი, ან ენერგეტიკული ნაკადით შექმნილი ქსოვილი.
თუ წარმოვიდგენთ ამ მბრუნავ ტორუსს, მრავალშრიან ობიექტად, მიახლოებით შეიძლება წარმოვიდგინოთ ჩვენი მატერიალური სამყაროს აგებულება. მატერია, და მასთან ერთად სამყაროს სურათიც, იმის მიხედვით თუ საით ვითარდება, იცვლის გამოსახულების სიმკვეთრეს და შესაბამისად მატერიის სიმკვრივეს. რაც უფრო მაღალვიბრაციულია სამყარო, უფრო გაბლარული, მკრთალია გამოსახულება და უფრო ნატიფია მატერია, ამასთანავე მეტად ენერგომზოგია მასში არსებობა და მეტ ენერგიას ფლობს ყოველი სული. რაც უფრო დაბალვიბრაციულია სამყარო, მით უფრო მკვეთრია გამოსახულება, მკვრივი მატერია და ენერგოხარჯიანი არსებობა სამყაროში, ხოლო სულის ენერგია მწირი. შესაძლებელია სრული გასვლა ჩვენი სამყაროდან სივრცეში. სამყაროები ერთმენათზეა დადებული და გადაედინება ერთი მეორეში, თუმცა ამავე დროს გამოყოფილია ე.წ. ძალის ველის ტიხრით, თუმცა ეს ახსნა პირობითია. შესაძლებელია ამ ტიხრებში გადაადგილება. ზოგიერთი ასეთი მოგზაური ეძახის ამას ასტრალურ მოგზაურობას და გასვლებს ან სხეულის მიღმა გამოცდილებას. მაგრამ ეს ასრის უახლოესი განზომილებები, ასევე დაბალვიბრაციული, როგორც ჩვენი "მესამე განზომილება". ჩვენი განზომილების გარდა არის უფრო დაბალი 5 და უფრო მაღალი 6, სულ 12 სამყარო-განზომილება.
ეს ინფორმაცია ეხება მატერიალურ სამყაროებს და არ ეხება სივრცეს სადაც არსებობს და განთავსებულია ჩვენი სამყარო. რომ წარმოიდგინოთ საახალწლო ნაძვის ხე და მასზე ჩამოკიდებული ერთი ბურთულა. თუმცა ხესთან შედარება უადგილოა, რადგან სამყარო მუდმივმოქმედი, ცვალებადი და მოძრავია და არა სტატიკური, ისევე, როგორც მასში განთავსებული სამყაროები.

Posted by: td......... Oct 11 2021, 09:43 PM

27.07.21
სამყარო სავსეა პატარა კაუჭეით, რომელზეც ეხმევი ან შემთხვევით ედები, უფრო სწორად ჩვენ მიერ აღქმადი სამყაროა ასე მოწყობილი... გარდასული მოგონებები, საგვარეულო ადათები, ჩვენ მიერ დადგენილი წესები, ჩვენი სურვილები, მიზნები, ემოციები, მისწრაფებები, საზოგადოებების დადგენილი ნორმები... ყველაფერი რაც ქმნის მიჯაჭვულობას. ემოციები და განცდები ყველაზე დიდი მახეებია... ყველა სურვილი და ის შედეგი, რაც ამ სურვილების რეალიზებით მოდის , გვიჭერს. აბდაუბდათ აღიქმება ეს ყველაფერი. როგორ არ უნდა ჰქონდეს ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილთაგანიდან?! უნდა ჰქონდეს, სხვანაირად რთულია , შეუძლებელია, გაგრიყავენ, ვერ მიგიღებენ...
ზოგჯერ ეს მახეები თაობიდან თაობებს გადაეცემა და ყველაზე ფასეულ და მნიშვნელოვან ასპექტებად აღიქმება ადამიანებში...ამის დანახვაც არ არის საშველი, თუკი მაგრად ხარ გაბმული და ყოველი შეტოკება, შეწინააღმდეგება უარესად გხლართავს ამ სისტემებში.

Posted by: td......... Oct 30 2021, 02:02 PM

ყველა დროში იყო მოლოდინი სიახლისა. ისეთი სახელებით მოიხსენიება ეს მოვლენა, როგორცაა "ბოლო ჟამი", "წარღვნა", "აპოკალიპსი", "სამყაროს დასასრული", "დიდი ღამე"და სხვა, ყველა ეს ფაქტი რეალურად არის ეპოქალური გადასვლის, გადატვირთვის, ან თუნდაც ახალი შლუზის გავლის მომენტი ამ სამყაროში. 1960-იანი წლებიდან გააქტიურდა კვლავ მსგავსი გადასვლის და ბოლო ჟამის მოლოდინზე საუბარი. რეალურად დიდ გადასვლას წინ ყოველთვის მიუძღვის ესე ვთქვათ სავარჯიშო, მოსათელი გადასვლა, რეპეტიცია. გასული საუკუნის შუა წლებიდან ეს მზადება დაიწყო. 1980-იანებში, 2000-იანის დასაწყისში , 2008 და 2012 წლის ჩათვლით, პატარა საფეხურები გავიარეთ.
2018-19 წლებში კვლავ პატარა მოთელვის შემდეგ 2020-24 წლების დიდი რეპეტიცია სამყაროს ახალ ეპოქაში შესასვლელად. ჩატარდა და მიმდინარეობს მესამე განზომილების სრული გაციფრულება და 2050 დან საუკუნის ბოლომდე იქნება სრული გადასვლა.
30.10.21

Posted by: td......... Oct 30 2021, 02:13 PM

ციტატა(td......... @ 30th October 2021 - 02:02 PM) *
2020-24 წლების დიდი რეპეტიცია სამყაროს ახალ ეპოქაში შესასვლელად. ჩატარდა და მიმდინარეობს მესამე განზომილების სრული გაციფრულება და 2050 დან საუკუნის ბოლომდე იქნება სრული გადასვლა.

2018 დან 2040 წლის ბოლომდე იქნება უამრავი საილუსტრაციო მაგალითი ამისთვის. შეიქმნება ტექნოლოგიები, დაიწერება სახელმძღვანელოები, როგორც სამეცნიერო, ისე მხატვრულ ლიტერატურის სახით. მოხდება მეცნიერებასა და ხელოვნებაში ამ თემების ხმამაღლა გაჟღერება. ამისთვის აუცილებელია სიფხიზლის შენარჩუნება და კრიტიკული აზროვნების და სილიერი ხედვის მაქსიამლური ჩართვა, იმისთვის, რომ სწორად მოხდეს ახალი სცენარის ჩატვირთვა. სცენარის ხარვეზის გარეშე მოიღება და დამუშავება იმისთვისაა, რომ ოქორს ხანაში, ახალ ეპოქაში, რეალობაში, საფეხურზე-როგორც გინდათ დაარქვით, გადასვლა და შემდეგ იქ ყოფნა მაქსიმალურად კომფორტული, მეგობრული და ორგანული იყოს სულისთვის. ამაზეა დამოკიდებული ყოველი სულის შემდეგი ცხოვრება, თავის ინკარნაციებით.
30.10.21

Posted by: chemikerin Oct 31 2021, 08:56 PM

QUOTE(td......... @ 30th October 2021 - 02:13 PM) *
ჩატარდა და მიმდინარეობს მესამე განზომილების სრული გაციფრულება


მგონი იწყება


Posted by: td......... Nov 2 2021, 12:07 AM

chemikerin
კი, 2020-21 პანდემიაც 1-2 კლასის პროგრამაა. წერა-კითხვა გვასწავლეს, ახალი საფეხური იქნება მალე. ცოტახანი კიდე გვავარჯიშებენ smile.gif ახალ წლამდე , კიდევ რამდენიმე ხმამაღალი მესიჯი იქნება ამ თემაზე.

Posted by: ano Nov 2 2021, 05:54 PM

საინტერესოა, ახალი ვალუტა რა შეიძლება იყოს?
იდეაში ციფრული, მაგრამ უკვე არსებული ბიტკოინი თუ რამე ახალი?
რამდენად სტაბილური ან სანდო შეიძლება იყოს?


Posted by: td......... Nov 3 2021, 11:59 PM

ano
ბიტკოინს ათამაშებენ რაღაც პერიოდი და ბოლოს ჩამოიქცევა, სავარაუდოდ ჯერ ჩინური ციფრული ფული დაამხობს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, იმ სახით, რა სახითაც ახლა არსებობს ახლა ნებისმიერი ფულადი ექვივალენტი, სრულოად შეიცვლება, ისივე როგორც მთელი ფინანსური და ბიზნეს პლატფორმები. ახლა რთულია აღსაწერად, რადგან ამ სახით აქტივებს ჯერ არ უარსებია. სხვადასხვა მატერიალური მატარებლები დაკარგავს აქტუალურობას და ფასს, შესაბამისად შეიცვლება ღირებულებები, შეიცვლება დროის ათვლის სისტემაც.

Posted by: ano Nov 9 2021, 02:12 PM

ციტატა(td......... @ Nov 4 2021, 12:59 AM) *
ano
ბიტკოინს ათამაშებენ რაღაც პერიოდი და ბოლოს ჩამოიქცევა, სავარაუდოდ ჯერ ჩინური ციფრული ფული დაამხობს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, იმ სახით, რა სახითაც ახლა არსებობს ახლა ნებისმიერი ფულადი ექვივალენტი, სრულოად შეიცვლება, ისივე როგორც მთელი ფინანსური და ბიზნეს პლატფორმები. ახლა რთულია აღსაწერად, რადგან ამ სახით აქტივებს ჯერ არ უარსებია. სხვადასხვა მატერიალური მატარებლები დაკარგავს აქტუალურობას და ფასს, შესაბამისად შეიცვლება ღირებულებები, შეიცვლება დროის ათვლის სისტემაც.


ძალიან საინტერესოა, ლოგიკით ვარაუდობ, თუ არის რაიმე წყარო?
დაახლოებით მეც მასე ვვარაუდობ სხვადასხვა წყაროებიდან ანალიზით

Posted by: td......... Nov 13 2021, 02:33 PM

ano
არა, ჩემი ანალიზი არ არის, უბრალოდ მომდის ხოლმე ინფო... წყარო არ ვიცი ზუსტად რა დავარქვა, რომ გასაგები იყოს ყველასთვის. გარკვეულ მდგომარეობაში ყოფნისას მოდის ინფორმაციის სახით, ეს არაა ფიქრები, რადგან ფიქრების პარალელური მზა ტექსტია, რომელსაც ვიწერ, ან ვიმახსოვრებ და შემდეგ ვიწერ.

Posted by: td......... Nov 14 2021, 05:09 PM

ადამიანი დუალური სამყაროში დაბადებამდე ეჩვევა შეზღუდულ მდგომარეობაში ყოფნას. ეს სამყარო მის ფიზიკურ გამოვლინებაში მოთავსებულია მჭიდრო საზღვრებში. ადამიანის ან ნებისმიერი სხვა არსების ჩასახვისთანავე, მატერიის უჯრედები მოთავსებულია რაღაც საზრვრულ გარემოში, დაბადების პროცესში გარკვეული დროის განმავლობაში ნაყოვი თავით თავსდება დედის მენჯის ძვალში და შემდეგ გადის მისთვის შეუსაბამოდ ვიწყო გასასვლელს. ეს შემზადებაა იმისთვის, რომ შემდგომი შებოჭილობა ადამიანისთვის არ იყოს შემაწუხებელი და უცხო.
ასევეა ადამიანის ცნობიერებაც ამ სამყაროში. არსებობს ზღვარი რომელსაც დუალურ სამყაროში არსებული გონება ვერ ცდება. ყველა მოვლენა და საგანი, ყველკაფერი რაც არსებობს დუალურ სამყაროში წარმოადგენს გარკვეული რაოდენობის პატერნებს. რაც არის საწყისი ნაკრები მასზე მეტი ვერ იქნება. ამიტომ სამყაროს აღწერა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება ის პატერნები რასაც შეიძლება შევადაროთ რაიმე რის აღწერასაც ვაპირებთ. ზოგჯერ ადამიანებს ეუფლება განცდა, რომ არ ყოფნის სიყტყვა ან ემოცია რაიმეს გადმოსაცემად. ეს მართალია. ეს მდგომარეობა სულიერი განცდაა, იმ მომენტის, როდესაც დუალურ სამყაროში მოხვედრილი სული იწყებს გამოღვიძებას.
ფიზიკური სხეულის და გონებისგან განსხვავებით, სული უსაზღვროა და უსასრულო. ყველამ იცის ეს თეორიულად და ცოტას განუცდია ეს პრაქტიკულად. ამაში ადამიანს უშლის შიში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ადამიანი ისწრაფვის დახურული სივრცისკენ, საზღვრებში დარჩენისკენ, ჩარჩოში მოთავსებისკენ. ამაზე მეტყველაბს ყველა სისტემა რაც შექმნა ადამინმა. ჩვენ ვსაზღვრავთ ჩვენ ეზოებს, სახლებს ვავლებთ ღობეს, ვსაზღვრავთ ჩვენ პირად სივრცეს. გვეშინია პირადი სივრცის დაკარგვის.
to be continued...

Posted by: td......... Dec 6 2021, 04:21 PM

ენერგეტიკული ვამპირიზმი არის ადამიანის ბუნებრივი გამოვლინების დამახინჯებული ფორმა. ანუ, ენერგეტიკულ არხებშია გარკვეული საკეტები, რის გამოც ენერგიის ნაკადის ფუნქცია დარღვეულად მიმდინარეობს და აზიანებს ადამიანის რეალიზების მომენტის დადგომას.
შესაძლებელია ბევრი, ან ერთეული ადამიანისგან ენერგიის მიღება, ისევე, როგორც ჩვენ თავისუფლად ვმონაწილეობთ ენერგეტიკულ მიმოცვლაში სამყაროს მასშტაბით. მაგალითად სისხლძარღვების დაზიანება აფერხებს სისხლის მიმოქცევას ადამიანის მყარ სხეულში, რის გამოც ის შეიძლება დაიღუპოს.
როდესაც არხები ღიაა და გახსნილია, ადამიანების მიერ ენერგიის მიღება და გაცემა ბუნებრივად მიმდინარეობს. მაგალითად როდესაც ადამიანთან გიხარიათ და გსიამოვნებთ ურთიერთობა. როდესაც ვიღაცასთან ურთიერთობა გაღიზიანებთ და იწვევს თქვენში აგრესიას, სიძულვილს, ან რაიმე სხვა ნეგატიურ ემოციას, შესაძლებელია მიმღებში ან გამცემში არის გარკვეული არსებობდეს კვანძები ენერგეტიკულ არხებში ამ სულთან მიმართებაში. ყველა სული დაკავშირებულია ერთმანეთთან და რომელიღაც დროის მონაკვეთზე ერთმანეთთან იკვეთება. თუ ასეა უნდა მივმართოთ გახსნის პრაქტიკებს. როცა არხები ნორმალურად ფუნქციონირებს ორ, ან რამდენიმე სულის მყარ სხეულებში და ყველა სხეული ჯანსაღია, ან მეტ-ნაკლებად ჯანსაღია, მაგრამ გამოჯანმრთელებისკენ მიდის, მაშინ ხდება ენერგიის მიღება ფუძის ჩაკრიდან და გადადის ყველა ენერგეტიკული ცენტრის გავლით, გადის თხემის არხში და იფრქვევა მთელი სამყაროს მიმართულებით და გამსჭვალვით, რაც დადებითად და სინათლის მომტანად მოქმედებს სამყაროს მდგომარეობაზე და მის ადგილმდებარეობაზე უმაღლეს სამყაროში. ასე არის სული, როცა იმყოფება ბუნებაში, საყვარელ არსებებთან მისთვის პოზიტიურ ადგილებში და მდგომარეობაში, რადგან აქ მიმოცვლა დარღვეული არაა. თუ რომელირაც კავშირში დარღვევაა ვითარდება ფობია.
ამიტომ ადამიანების განვიტარებისთვის და ცნობიერი საფეხურის შესაცვლელად კარგია, თუ ვეცდებით იმის აღქმას რაზეც ვისაუბრეთ მაღლა. თუ ნებისმიერ მდგომარეობაში მივიღებთ ჩვენს თავს მარტივად, დაშვების მეთოდით, მიღებით, და ვიტყვით ეს სული ნებისმიერ მომენტში შეიძლება რეალიზდეს. ის რომ მის გამო ნეგატიურ სკალაზე გადავდივარ, ის შესაძლებელია ამავე დროს რეალიზდეს. მისი ნეგატიურობის მიზეზი მხოლოდ მისი კარმაა, მისი გზა. ეს არაა დამოკიდებული სულის ხარისხზე, ყველა სული თანაბარი მდგომარეობის და ჟღერადობისაა. ის რასაც ადამიანები უწოდებენ დაბალ სიმკვრივეს ან დაბალ ვიბრაციას , ან დაბალ ასტრალს, არის მხოლოდ სული, რომელიც თავის კარმას ასრულებს. ესაა მთელი 4 D სამყაროს ბინადარი სული, სხვადასხვა სხეულში. დაბალი ასტრალური შრეებიდან დაწყებული, მინერალებიდან, ცხოველებსა და ადამიანებამდე, მაღალი ასტრალური სულების დამთავრებით, ერთი სამყაროს ბინადარნი არიან.
სწორი გზაა რეალიზებისკენ, მყარი მატერიიდან ნატიფისკენ, ან ნატიფიდან მყარისკენ სწრაფვა და გაერთიანება, გაერთიანებაზე სამყაროებთან, ყველა სულის მიღებით.
გაერთიანებაა საბოლოო მიზანი ახალი გამოწვევის წინ, ვიდრე სრულ გაერთიანებამდე. შემდეგ იქნება დიდი დაბადება და ისევ ახალი თამაშები.
6.12.21-6.3.3

Posted by: td......... Mar 27 2022, 04:39 PM

ვისაც გესმით რუსული საინტერესო გადაცემაა. დროის საიდუმლო, სამყაროს მოძრაობის მიზეზები და მეცნიერების და სულიერი სწავლების კვეთა სამყაროს ამოხსნის გზაზე..

https://youtu.be/lkyufJ26yZg

Posted by: td......... Apr 7 2022, 08:57 PM

ॐ नमः शिवाय
ॐ नमः शिवाय
ॐ नमः शिवाय
ॐ नमः शिवाय
ॐ नमः शिवाय
ॐ नमः शिवाय

Posted by: td......... May 13 2022, 12:49 AM

ძალიან რთულია ხანდახან პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. როცა არანაირი გარანტია არ გაქვს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე. როცა ზუსტად იცი, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დაბადებით გაგიხანგრძლივა დედამიწაზე ყოფნა. მაგრამ სხვა გზა არ გაქვს, ან გაქვს, მაგრამ თავს იმართლებ...

იმედია ფსიქიკა არ შემერყევა

Posted by: old_man May 13 2022, 05:02 PM

td.........
მატერიალურ ყოფით საკითხებს გულისხმობ
თუ პასუხისმგებლობა სულიერ სფეროში?
beard.gif

Posted by: chemikerin May 13 2022, 06:44 PM

ზოგადად რაღაც გადაწყვეტილების მიღება როცაა საჭირო და თან მნიშველოვან საკითხს ეხება, ჯობია არ აჩქარდე და დიდად ტვინი არ იჭყლიტო რა ჯობია, როგორ ჯობია.. და მერე გონება გამონახავს უკეთეს გადაწყვეტილებას..

არჩევანის გაკეთებისას, ვგრძნობ ხოლმე რომ ერთ-ერთი არჩევანი უფრო მეტ შინაგან სიმსუბუქეს იწვევს, მეორე - მამძიმებს.. მგონია რომ ეს ჩვენი შინაგანი ორიენტირია, რომელმაც ზუსტად იცის რა ჯობია. გრძნობებმა ტვინზე უფრო უკეთ იცის.. და ამ დროს ჯობია ყოველთვის ტვინის ნარატივს არ ავყვეთ ხოლმე... იმიტომ რომ ტვინი ძალიან ეშმაკურია რამეა, 1000 მიზეზს მოიფიქირებს ხოლმე, არადა გრძნობით გაკეთებული არჩევანი ბევრად უფრო მარტივია, არ ჭირდება თეორიებით გამყარება..

Posted by: td......... Jul 16 2022, 11:25 AM

chemikerin
ესაა ინტუიცია. როგა ლოგიკის გარეშე იღებ ინფორმაციას, უფრო სწორად იღებ ინფოს და არ ამუშავებ ლოგიკის კოდებით.
რამდენიმე დღის წინ მქონდა შემთხვევა, მსგავსი ფაქტიურად სულ ხდება , ყოველ დღე.. სამსახურში მივდიოდი და ვფიქრობდი, რომ სახლში მაქვს ველოსიპედი, რომლითაც ჩემი შვილი აღარ სარგებლობს და კარგიიქნებოდა მე დამეწყო ველიკით სიარული- დროის ეკონომიის და მოხერხებულობის გამო. მერე მოვიდა განცდა, რომ ეს ქალაქის ლანდშავტიდან, ჩემი დაზიანებული მუხლიდან გამომდინარე ეს არ იქნებოდა უსაფრთხო ჩემთვის. ეს ინფო გავატარე ჩვეულებრივად და ვიფიქრე, მერე გადავწყვიტავ თქო, ჯერ ველიკიც უნდა შევამოწმო, რამდენიმე თვე უძრავად დგას გარაჟში თქო. სარამოს დეიდაშვილმა დამირეკა, მისი შვილი ველიკით საშინლად დაიმტვრა, გადარჩა, მაგრამ ბევრი დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში მოხვდა. ჩემთვის ეს ყველაფერი მატრიცის ჩვეულებრივი მექანიზმია, ინფორმაციის გადაცემის საშუალება, ინტუიცია და ბევრი სხვა კომპონენტი რაც ისე ერთმანეთში გადაჯაჭვულ დაკავშირებული, რომ ხშირად ამის ახსნა მიჭირს. უბრალოდ ვიღებ როგორც რეალობას და ფაქტს.

Posted by: td......... Jul 16 2022, 11:34 AM

მატრიცის შესახებ:
არსებობს უამრავი სამყარო და ეს უსასრულოა და დაუსაბამო. რთულია ამ მოდელის აღქმა ჩვენი მონაცემებით და სხეულის კომპლექტაციით. ამიტომ ჩვენი ცნობიერების გაფართოვება აუცილებელია, რათა ხედვის, რაც შეიძლება დიდი და შორი ჰორიზონტი გაგვეხსნას, გაგვეზარდოს თვალსაწიერი ამ სამყაროს აღსაქმელად. ხედვის დონეებიც შესაბამისად, უსასრულო რაოდენობისაა, რომელიც აერთიანებს ქვედონეებს-არის მთავარი შრე და მისი გრადაციები. ჩვენი სამყაროს აღქმაში უმდაბლესი 3-ია (1,2,3)და უმაღლესი 9(4,5,6,7,8,9,10, 11, 12), სულ 12 ჩვენ სამყაროში. დაბალ 3 და მაღალ 9 შორის შუალედურად შეიძლება მივიჩნიოთ 4-5 შრეები. მატრიცის აღქმაც რთულია, რადგან ესაა ფიზიკური და სულიერი სამყაროს სინთეზი. გამარტივებული ფორმით წარმოიდგინეთ ბროლის ბურთი, რომელსაც აქვს მყარი საზღვრები, მაგრამ ამავე დროს ეს საზღვრები გადალახვადია გარკვეული სიმკვრივის არსებებისთვის. კიდევ ერთი მოდელი -უმცირესი ნაწილაკიდან იზრდება ნაწილაკის ფრაქციის ზომა. მტვერი, ქვიშის ნაწილაკი, კენჭი, ქვა, ლოდი, კლდე, მთა ასევეა სულიც, თუმცა ნატიფი სხეულების სულიერი სხეულების , მატერიალური სხეული და ასევე , ასტრალური და მენტალური სხეულებისთვის არსებობს უფრო ფართე რაობა, რომლის სიტყვებით ფორმულირება ოდნავ ამახინჯებს ნამდვილ სურათს.
ტექნოლოგიები იხვეწება და აღქმის უნარებიც გაიზრდება მომდევნო თაობებში. სულები რეალიზების შემთხვევაშიც კი , თავისი ნებით სტუმრობენ ჩვენ სამყაროს სხვადასხვა დონეზე, ყველა დონის არსების-სულის-სტუმრის მიზანია საბოლოოდ გამთლიანების გზაზე დასახმარება და ეს პროცესი უწყვეტია. სრული კვლავ ნაწილდება და უსასრულოდ იზრდება და იკუმშება ერთდროულად. ამ პროცესში ხდება მცირე ენერგო ამოფრქვევები, რა დროსაც იქმნება ახალი სამყაროები ან გარდაიქმნება არსებული. გაქრობით ამ სისტემაში არაფერი ქრება.

15.07.22

Posted by: td......... Oct 12 2022, 11:15 AM

გუშინ სიზმართხილვის დროს, დაახლოებით ღამის 2-3 საათი იყო, დარეკა ტელეფონმა, უცხოური ნომერი იყო, და სანამ ძილ-ბურანში ტელეფონს დავხედავდი და გავთიშავდი ფიზიკურად სრულიად გააზრებულად ვგრძნობდი და ვაკვირდებოდი, როგორი პლაზმასავით იყო ჩემი ნატიფი სხეული და როგორ შემოისრუტა ფიზიკურმა სხეულმა. საშინელი დისკომფორტი იყო, ფიზიკურ დონეზე ძალიან უსიამოვნო და ამაზრზენიც კი... ადრე მქონდა გამოცდილება, როდესაც სხეულიდან გასვლის დროს ვგრძნობდი იმ "ძაფს" რაც მაკავშირებდა სხეულთან, მაგრამ მსგავსი უსიამოვნო დაბრუნება არ მახსოვს ჩემს პრაქტიკაში.

Posted by: td......... Nov 1 2022, 08:36 PM

ილონას უნდა მარსზე იგივე ჩაატაროს რაც თავის დროზე დედამიწაზე მოხდა, რის შემდეგაც განჩნდა ადამიანი. ერთი პრობლემაა-ცნობიერების ხარისხი და მიზნებში და მოტივაციის არსის დადგენის კვლევასა და დისკურში არ შევალ.

Posted by: elli Nov 3 2022, 12:39 AM

td.........

ციტატა(td......... @ 1st November 2022 - 08:36 PM) *
რის შემდეგაც განჩნდა ადამიანი

ერთხელ რომ შექმნეს რა მოიგეს რო?

Posted by: td......... Nov 3 2022, 07:09 PM

elli
ვერაფერი სასიკეთო. ხოდა ახლა ცვენი, ტუნდაც ზეგანვითარებული ცნობიერებით რომ შექმნი ახალ ვარიანტს, ეგ რას იზამს ხო აზზე ხარ?! :დ:დ:დ

Posted by: elli Nov 3 2022, 11:03 PM

td.........

ციტატა(td......... @ 3rd November 2022 - 07:09 PM) *
ტუნდაც ზეგანვითარებული ცნობიერებით რომ შექმნი ახალ ვარიანტს, ეგ რას იზამს ხო აზზე ხარ?!

ცრემლი გვდის შეუშრობელი, იკითხე ეს

Posted by: td......... Jan 11 2023, 02:32 AM

ხანდახან ძალიან რთულია თავს აიძულო განაგრძო ყოფნა და სვლა ერთდროულად, ალბათ მთელი სირთულე ამ გზაში სწორედ ეს არის.

Posted by: td......... Mar 17 2023, 10:44 AM

ყველაზე დიდი კაიფი, ყველაზე სუფთა სიხარულის ნაკადი, ყველაზე აღმატებული მდგომარეობის განცდაა სამყაროსთან ჰარმონიზაციის აღქმის მომენტი. სამყარო, ღმერთი, მატრიცა, რაც გინდა დაარქვი, როცა ხვდები, რომ მოხდა სრული სინქრონიზება...

პ.ს. ეს მდგოამრეობა არანაირად არ არის მუდმივი (თუ არ ჩავთვლოთ გასხივოსნებულ სულებს)

Posted by: earth Mar 17 2023, 09:15 PM

მართლაც ესაა უბედნიერესი და უძლიერესი მომენტები.

Posted by: td......... Mar 20 2023, 09:22 PM

earth
ხო, და რას დავაკვირდი იცი? იმდენად არასრულყოფილი ვარ, რომ ასეთ მომენტებს ხშირად რამდენიმე ხანი დისბალანსი მოსდევს. ენერგია არ მყოფნის ეტყობა მის შესანარჩუნებლად smile.gif)

Posted by: earth Mar 21 2023, 07:40 PM

აღარც მე მაქვს იმედი ამ ცხოვრებაში გავსხივოსნდე, მაგრამ ალბათ ვაგროვებთ გამოცდილებებს და შემდეგ ცხოვრებებში უფრო ავიწევთ საფეხურზე. ცოტა რთულია ამის გაცნობიერება და მტკივნეულიც ალბათ, მაგრამ ვფიქრობ ასეა...
თუმცა არის საშიშროება, თუ ამ ცხოვრების ყველა შესაძლებლობა არ გამოვიყენეთ, შემდეგში შეიძლება არ მოგვეცეს იგივე შანსები და საფეხურის აწევის მაგივრად დაბლა ჩამოვიდეთ.


Posted by: td......... Mar 22 2023, 10:02 PM

earth

ციტატა(earth @ 21st March 2023 - 07:40 PM) *
ცოტა რთულია ამის გაცნობიერება და მტკივნეულიც ალბათ, მაგრამ ვფიქრობ ასეა...

მგონია რომ უკვე მიჩვეულები ვართ ამას :დ რამდენჯერ დავბრუნებულვართ. ერთ რაღაცას მივხვდი, მარტო იმიტომ არ ხდება აქ დაბრუნება, რომ რაღაც საფეხურზე ვერ ავდივართ (არადა ასე არაა), ყოველთვის გარკვეული მიზეზიც გვაქვს. მთავარი სირთულე მიჯაჭვულობაა. ამ ცხოვრებაში კონკრეტული მიზეზი მქონდა, ვნახოთ რა იქნება შემდეგ... smile.gif მივიღოთ, როგორც თამაში, სხვა გზა არალი

Posted by: David Monny Mar 26 2023, 03:17 AM

td.........

QUOTE(td......... @ 11th January 2023 - 02:32 AM) *
ხანდახან ძალიან რთულია თავს აიძულო განაგრძო ყოფნა და სვლა ერთდროულად, ალბათ მთელი სირთულე ამ გზაში სწორედ ეს არის.

სვლაში თუ ამბიციების დაკმაყოფილებას, მიზნის მიღწევას, რაც არ უნდა იყოს ეს, თუ ამას გულისხმობ და ეჭვი მაქვს ამას გულისხმობ,
მაშინ როგორ არ დაგეთანხმო აბა?
ხანდახან ისე მარტივია უბრალოდ ვიყო და რაც გინდა დაარქვან, სიზარმაცე,
ნაცრის ქექვა. სხვათაშორის ნაცარი რჩება ცეცხლის შემდეგ. ნირვანა ნიშნავს ჩაქრობას, გაქრობას, მინავლებას.
ცეცხლი რომ ჩაქრება, რჩება ნაცარი. ამ ნაცრის ქექვა, ნეტა რა დაიწვა მანამდე და ა.შ. ესეც
სვლა არის, ოღონდ უკუ. წარსულში ქექვაა. პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს რაში იქექები, წარსულში, თუ მომავალში?
სვლა, ქექვაა, მომავალი ნაცრის, რომელიც ჯერ ცეცხლი იქნება, მერე ნაცარი.
მე ვნახე ორივე. და არ ვარ მზად არ ქექვის. ვერ ვზივარ ბუდასავით გაღიმებული, კმაყოფილი, მაგრამ უმუშევარი.
მე ისევ ვიქექები.
ზოგჯერ მგონია, რომ ცხოვრება დიდი მაიმუნია, რაღაც კინგ-კონგივით.
მე კი პარარა მაიმუნი ვარ, მაკაკა.
ზოოპარის ვოლიერში ვზივართ ორივენი და ტრადიციულად, ვიქექები და ვიქექები მის ბანჯგვლიან ტანში, ბალანში.
ვიქექები და ვიქექები,

Posted by: David Monny Mar 26 2023, 03:21 AM

QUOTE(td......... @ 20th March 2023 - 09:22 PM) *
ხო, და რას დავაკვირდი იცი? იმდენად არასრულყოფილი ვარ, რომ ასეთ მომენტებს ხშირად რამდენიმე ხანი დისბალანსი მოსდევს. ენერგია არ მყოფნის ეტყობა მის შესანარჩუნებლად )


როგორც ბიძია-ბაბუა ეტყოდა ტრიფონიას, თქვენ აბსოლუტურად სწორად ჩაწვდით აზრს მძახალო,
თუმცა ეგ დისბალანსი აუცილებლად იქნება, რადგან ბალანსში მოვიდეს, ის, ვისაც ჰგონია რომ ენერგია არ ჰყოფნის
ჩვენი სევდა და ტრაგედია, და შეიძლება კომედიაც იმაშია, რომ გასხოვოსნება დგება მხოლოდ მას მერე, რაც ჩვენ აღარ ვართ.
ჩვენი ეგო მკვდარია. ჩვენ ეს სიკვდილი არ გვინდა. ამაშია საქმე. ჯერ ისევ გვაინტერესებს კინო, რომელსაც ვუყურებთ.

Posted by: td......... Mar 26 2023, 09:48 AM

David Monny

ციტატა(David Monny @ 26th March 2023 - 03:21 AM) *
ჯერ ისევ გვაინტერესებს კინო, რომელსაც ვუყურებთ.

ასეა, თავდავიწყებით ვუყურებთ და იმის აზრიც კი გვზარავს რმ სეანსი დასრულდება, რამდენიც არ უნდა ვიძახოთ რომ ასე არაა. კრიტიკულ მომენტში ისტერიულად დავიწყებს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას. ეს ბუნებრივია თან smile.gif))

ციტატა(David Monny @ 26th March 2023 - 03:17 AM) *
ხანდახან ისე მარტივია უბრალოდ ვიყო

ასეთი მარტივიც არაა, რადგან უბრალოდ ყოფნა დიდი სულიერი სამუშაოა, მაგრამ ის რომ ყოველდღიური მოვალეობები არ გაძლევს საშუალებას უბრალოდ იყო, ესაა ყველაზე რთული. ამბიციებზე, ოქროს უნიტაზებზე და მსგავს ტრუხაზე კაი ხანია უარი ვთქვი, არავის არაფერს არ ვუმტკიცებ, მაგრამ ის ყოველდღიური რუტინაც მაგდებს "ყოფნის"დგომარეობიდან. მაგრამ ესეც დაძლევადია. ბოლოს და ბოლოს ამისთვის ვართ აქ smile.gif)

Posted by: David Monny Mar 26 2023, 02:50 PM

QUOTE(td......... @ 26th March 2023 - 09:48 AM) *
ასეთი მარტივიც არაა

უმარტივესია. საკმარისია გაიხსენო ბავშვობა. როდესაც უბრალოდ იყავი.
დილით იღვიძებდი ბედნიერი. წვებოდ ბედნიერი. და ეს ბედნიერება არ
იყო სათამაშოებით. ეს ბედნიერება იყო ყოფნისგან. უბრალოდ ყოფნისგან.
მაგრამ ჩვენ სულ უნდა ვიქექებოდეთ. ჩენ ვერ ვჩერდებით. სადღაც მივდივართ.
სინამდვილეშ საფლავში მივდივართ.
QUOTE(td......... @ 26th March 2023 - 09:48 AM) *
ყოველდღიური რუტინაც მაგდებს

დააკვირდი ვის აგდებს. ჩენში ბევრი ხმაა. რომელს აგდებს? გასხივოსნება ნიშნავს,
როცა არავინ დარჩა ვისაც რუტინული ყოველდღურობა საიდანღაც ამოაგდებს.
გასხივოსნება არ მოსდის ვინმეს. გასხივოსნება დგება მშინ, როდესაც სხეულში აღარავინაა.
ოღონდ სხეული ცოცხალია.
მხოლოდ ეგოს სიკვდილის შემდეგ დგება გასხივოსნება.

Posted by: td......... Mar 27 2023, 11:48 PM

ციტატა(David Monny @ 26th March 2023 - 02:50 PM) *
უმარტივესია. საკმარისია გაიხსენო ბავშვობა. როდესაც უბრალოდ იყავი.
დილით იღვიძებდი ბედნიერი. წვებოდ ბედნიერი. და ეს ბედნიერება არ
იყო სათამაშოებით. ეს ბედნიერება იყო ყოფნისგან. უბრალოდ ყოფნისგან.
მაგრამ ჩვენ სულ უნდა ვიქექებოდეთ. ჩენ ვერ ვჩერდებით. სადღაც მივდივართ.
სინამდვილეშ საფლავში მივდივართ.

კი, უმარტივესია, როდესაც გაქვს ამის საშუალება. smile.gif)
ციტატა(David Monny @ 26th March 2023 - 02:50 PM) *
დააკვირდი ვის აგდებს. ჩენში ბევრი ხმაა. რომელს აგდებს? გასხივოსნება ნიშნავს,
როცა არავინ დარჩა ვისაც რუტინული ყოველდღურობა საიდანღაც ამოაგდებს.
გასხივოსნება არ მოსდის ვინმეს. გასხივოსნება დგება მშინ, როდესაც სხეულში აღარავინაა.
ოღონდ სხეული ცოცხალია.
მხოლოდ ეგოს სიკვდილის შემდეგ დგება გასხივოსნება.

David Monny

კი თეორიაში ასეა, მეც ვიცი biggrin.gif

Posted by: David Monny Mar 28 2023, 12:57 AM

QUOTE(td......... @ 27th March 2023 - 11:48 PM) *
კი თეორიაში ასეა, მეც ვიცი

თეორიაში არა პრაქტიკაში გეუბნები. მე თვითონ მობილური გავყიდე 2 თვის წინ.
მქონდა ეგზისტენციალური კრიზისი. ტრადიციულად, როგორც ხდება ხოლმე, დიდი წარუმატებლობის გამო.
თუმცა ამ წარუმატებლობის თამასაც ჩემი აწეული იყო უშველებლად მაღლა, მაქსიმუმზე.
აი, რაღაც ჯონ ლოკის იდიომასავით, ვისაც ერთხელ მაინც არ უცდია ღმერთობა, ის კაციც არ არისო.
პრაქტიკულად არ ვარ მზად ყველაფერი გავუშვა. ჩემთვის თეორია დიდი ხანია აღარ არსებობს.
მთელი ჩემი ცხოვრება ჭიდილია საკუთარ ეგოსთან. და ვეღარც ვებრძვი, ყველაფერი ვცადე.
ეგო ორად იყოფა და ერთი ებტძვის მეორეს. ამას მივხვდი და ახლა აღარ ვებრძვი საერთოდ.
მივხვდი, რომ მე ვერ დავამარცხებ საკუთარ თავს. ის ძლიერედება ბრძოლით.
ბრძოლით ვალიდაციას ღებულობს, რომ არსებობს და მნიშვნელოვანია.
როცა ვმარცხდები მსხვერპლის როლით ცოცხლდება.
მერე საკუთარ თავს მხსნელად ვევლინები.
მერე კი ვძალადობ მასზე, რომ მოვკლა და გავსხივოსნდე.
სამივე მე ვარ, მსხვერპლიც, მოძალადეც და მხსნელიც.
ახლა, ჩემი პრაქტიკა არის ამ ყველაფრის გაცნობიერება, მეტი არაფერი.
ვაცნობიერებ, რომ ველი, რომ რაღაც მოხდება და ამასაც ვღებულობ.
იმედი ყველაზე დიდი სისულელეა, მაგრამ ამასაც ვღებულობ.

Posted by: td......... Mar 28 2023, 01:38 AM

David Monny

თამაშებია ეგ ყველაფერი, რო იცოდე smile.gif

Posted by: David Monny Mar 28 2023, 02:09 AM

QUOTE(td......... @ 28th March 2023 - 01:38 AM) *
თამაშებია ეგ ყველაფერი, რო იცოდე

მიყვარს ასე რომ ეძახით. თამაშია ცხოვრება. შექსპირი ამბობდა სპექტაკლია და არავინ დავჩებით როლის გარეშეო.
შეუძლებელია სხვა რამ იყოს. შეუძლებელია ასე ზერელედ ილაპარაკო თამაში რომ არ იყოს.
მაგრამ როცა ეს შენი თამაშია, როცა შენ თამაშობ, მაშინ ზერელედ ვერ უყურებ რატომღაც.
მხოლოდ სხვის თამაშს შეგიძლია გულგრილად შეხედო.
ცხოვრება დენის თამაშია. ძაბვის. როგორც დენი თამაშობს, პარპალებს, ეგრე თამაშობს ყურადღების ძაბვაც.
ძაბვა თამაშობს, სიზმარი, ცხადი, ღრმა ძილი. აზროვნება, ნებელობა, გრძნობა.

Posted by: td......... Apr 1 2023, 09:31 PM

David Monny

კი ეგრეა, თამაშობს ყველაფერი, სტატიკური არაფერია smile.gif)

Posted by: David Monny Apr 2 2023, 03:05 AM

td.........

QUOTE(td......... @ 1st April 2023 - 09:31 PM) *
კი ეგრეა, თამაშობს ყველაფერი, სტატიკური არაფერია )

თუმცა, მე მაინც მგონია, რომ არის წერტილი, რომელიც არ თამაშობს, არ პარპალებს.
მოდი, პირობითად დავარქვათ შივა, ან ცულნისკარტა, ან აბსოლუტი. სულ ერთია.
თუ გინდა ძიან ძი ტუანკ ტუკი დავარქვათ.
მოკლედ არის წერტილი, ვფიქრობ. იგი უძრავია. და ჩვენი ყურადღება, რომელიც მოძრავია
დავარქვათ შაქტი, პირობითად, თუკი მისი ნაწილი, მუდან იქნება მიმართლი
შივასკენ, მაშინ, მიუხედავად იმისა, მისი დანარჩენი ნაწილი ითამაშებს თუ არა,
ის მაინც უძრავი დარჩება.
წარმოიდგინე ყურადღება 2 ვექტორით. ერთი მუდამ უყურებს უძრავს შიგნით, მეორე მოძრავს, გარეთ.
ესაა გასხივოსნება.

Posted by: David Monny Apr 2 2023, 03:06 AM

მაგრამ ჩემი პირადი ტრაგედია ისაა, რომ მე ხშირად მინახვას უძრავი წერტილი,
თუმცა ყურადღების ორი ვექტორის შენარჩუნებას ვერ ვახერხებ.

Posted by: td......... Jun 26 2023, 04:39 PM

ფსიქომოდულაცია ითვალისწინებს სხვადასხვაგვარ გავლენას ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ სხეულზე. სხვაგვარად თუ ვიტყვით, განწყობით და გაცნობიერებით ადამიანს შეუძლია თავის თავში ღრმა ცვლილებები განახორციელოს.

რეალობა კი ასეთია, საკუთარი თავის სრულ დესტრუქციას ვეწევი ჩემი ფსიქომოდულაციით smile.gif

Posted by: td......... Jan 18 2024, 07:16 PM

ციტატა(td......... @ 26th June 2023 - 04:39 PM) *
რეალობა კი ასეთია, საკუთარი თავის სრულ დესტრუქციას ვეწევი ჩემი ფსიქომოდულაციით


დესტრუქციულობაში ბადალი არ მყავს smile.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)