IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ფსიქოლოგია პრაქტიკული რჩევები, ავტორები. წიგნები.
ano
post Feb 25 2015, 11:06 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დავიწყებ ყველაზე ცნობილით: დეილ კარნეგი, შეიძლება ითქვას არის პირველი ამ მიმართულებით დანარჩენები უბრალოდ მის სტილში მუშაობენ, წაიკითხავ კარნეგს და ჩათვალე ძირითადი იცი. დანარჩენები არიან ინტერპრეტაციები, ინდივიდუალური სიტყვათა წყობით, ზოგი უფრო მეტად მუშა წინადადებებს აწყობს ხოლმე,
თუმცა ყველაზე მუშა წინადადების აწყობა ყველას თვითონ შეუძლია პირადი გამოცდილებიდან, როცა "მოგიფრინდება" თავში უცებ უნდა ჩაიწერო ეს შენი პირადი რეცეპტია და ეს კარგად იმუშავებს,
ახლა მივუბრუნდები კარნეგს მე ყველაზე ბევრჯერ მოსმენილი მაქვს მისი "როგორ დავძლიოთ მღელვარება და დავიწყოთ ცხოვრება"

Дейл Карнеги — Как перестать беспокоиться и начать жить — слушать бесплатно аудиокнигу

ცოტას დავდებ ციტატებს

დეილ კარნეგი
„როგორ დავძლიოთ მღელვარება და დავიწყოთ ცხოვრება“
თავი1
იცხოვრეთ დღევანდელი დღით
მიუხურეთ წარსულს კარი! გაემიჯნეთ გუშინდელ დღეს.
ხვალინდელ საზრუნავთა ტვირთი, გუშინდელ და დღევანდელ საზრუნავთან ერთად ყველაზე ძლიერებსაც კი აბეჩავებს. მომავალიც წარსულივით მჭიდროდ დაკეტე.
გადარჩენის დღე _ სწორედ დღევანდელი დღეა. დეპრესია და საზრუნავი თან სდევს მომავალზე შეწუხებულ ადამიანს. შეეჩვიეთ ერთი დღის ფარგლებში ცხოვრებას.
ანუ ჩვენ არ უნდა ვეცადოთ ხვალინდელი დღისთვის მომზადებას? სრულებითაც არა, ხვალინდელი დღისთვის მზადების საუკეთესო ხერხი - ესაა მთელი ინტელექტის, მთელი ენთუზიაზმის კონცენტრირება დღევანდელი დღის საქმეების საუკეთესოდ შესასრულებლად.
თავი 2
მაგიური ფორმულა, დაგეხმარებათ სიტუაციიდან გამოსვლაში
1. გავაანალიზოთ სიტუაცია შიშის გარეშე, წარმოვიდგინოთ ყველაზე უარესი რაც შეიძლება მოხდეს.
2. ამ ყველაზე უარეს მდგომარეობას შეეგუეთ აუცილებლობის შემთხვევაში, ამ შეგუების შემდეგ მოდუნდებით და იგრძნობთ სიმშვიდეს
3. ამ დროიდან წყნარად მიუძღვენით დრო და ენერგია ყველაზე უარესი მდგომარეობის გაუმჯობესების მცდელობას, რომელიც აზრობრივად წარმოვიდგინეთ და შევეგუეთ.
როცა აზრობრივად ვაიძულებთ საკუთარ თავს ყველაზე უარესის მიღებას, ჩვენ ამით გამოვრიცხავთ ბუნდოვან შიშებს და ვიღებთ პრობლემის გადაჭრაზე კონცენტრირების შესაძლებლობას.
როცა ჩვენ ყველაზე უარესს ვეგუებით, არაფერი გვაქვს დასაკარგი. ამრიგად ეს ავტომატურად ნიშნავს _ ჩვენ ყველაფრის მოპოვება შეგვიძლია.....
თავი 4.
როგორ გავაანალიზოთ და გადავწყვიტოთპრობლემები
„ადამიანი მზადაა ყველაფერზე წავიდეს ოღონდ გონებრივი ძალისხმევა არ დახარჯოს“ . ჩვენ მიდრეკილნი ვართ სრული იგნორირება გავუკეთოთ ყველა დანარჩენ ფაქტს! ჩვენ მხოლოდ ისინი გვაკმაყოფილებენ, რომლებიც ამართლებენ ჩვენს მოქმედებებს.
ჩვენ არ უნდა ჩავრიოთ ემოციები ჩვენს აზროვნებაში, ფაქტები მიუკერძოებლად და ობიექტურად შავაგროვოთ..
გაცილებით ადვილია ფაქტების გაანალიზება მათი წინასწარი ჩაწერის შემდეგ.
გააზრებული გადაწყვეტილებით მოქმედებათა გეგმის დასახვით თავს ვაღწევთ ე.წ. „მოჯადოებულ წრეს“ რომელიც ადამიანთა ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს.
პრობლემების მეტისმეტმა გააზრებამ შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა, მღელვარება, ამიტომ გადაწყვეტილების შემდგომ ანალიზს და ფიქრს მოლოდ ზიანი მოაქვს.
დგება მომენტი როცა ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და უკანმოუხედაცად ვიმოქმედოთ“
1. ამჟამად რა მაღელვებს? (ფანქრით დაწერეთ პასუხი)
2. რა შემიძლია ვიღონო?
3. რის გაკეთებას ვაპირებ პრობლემის გადასაჭრელად?
თავი5.
როგორ გადავჭრათ სამუშაოზე წარმოქმნილი მღელვარების 50%?
...როცა ჩვენ დაკავებულები არა ვართ, ჩვენს ტვინს აქვს ვაკუუმის მდგომარეობასთან მიალოების ტენდენცია, ყოველმა სტუდენტმა ფიზიკოსმა იცის, რომ „ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს“ ამის მაგალითია ელნათურა, გატეხეთ ეს ნათურა და ბუნება ძალით შეაგდებს იქ ჰაერს, რათა შეავსოს თეორიულად ცარიელი სივრცე.
ბუნებაც ასევე ნაჩქარევად მიისწრაფვის უსაქმურად მყოფი ტვინის შევსებას. რითი? როგორც წესი, ემოციებით, როგორიცაა მღელვარება, შიში, სიძულვილი, ეჭვიანობა და შური, მოქმედებაში მოდიან ჯუნგლების პირველყოფილი ძალით. ასეთი ემოციები იმდენად ძლიერია, რომ ისინი ჩვენგან გამოდევნიან ყველა მშვიდ ბედნიერ აზრებს და გრძნობებს.
მღელვარება თქვენ განსაკუთრებით მაშინ კი არ გტანჯავთ, როცა მოქმედებთ, არამედ როცა დღიური შრომა მთავრდება. თქვენი წარმოსახვა ცხოვრებისეულ წარუმატებლობებს და უმცირეს შეცდომებსაც კი აზვიადებს.
მღელვარებისაგან განსაკურნებლად აუცილებელია სრულიად დაკავებულად ყოფნა და რაიმე კონსტრუქციულის კეთება.
„ჩვენი უბედურების საიდუმლო იმაშია, რომ ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს საფიქრალად, ბედნიერები ვართ თუ არა“.
თავი 15.
„ჩვენ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე რაც გაგავაჩნია, მაგრამ ყოველთვის გვაღელვებს ის რაც არ გაგავაჩნია“ ეს უდიდესი ტრაგედიაა დედამიწაზე.
„ყოველი მოვლენის დადებითი მხარეების დანახვის უნარი_წლიურად ათას ფუნტზე მეტი ღირს“
თავი 16.
იპოვეთ საკუთარი თავი, იყავით ის რაც ხართ. დედამიწაზე არა არსებობს ადამიანი როგორიც თქვენ ხართ.
საკუტარ თავად არ ყოფნის სურვილი ბევრი ნევროზის, ფსიქოზის და კომპლექსების ფარული მიზეზია.
თქვენ უნდა იყოტ ის რაც გაგხადათ თქვენმა გამოცდილებამ, გარე
მომ ,მემკვიდრეობამ...
ადამიანი ლუკმა პურს ვერ იშოვის, თუ ბეჯითად არ დაამუშავებს მისთვის განკუთვნილ ერთ მტკაველ მიწას...

ამ სიტყვებს კიდე დავდებ ვისაც დიდი ტექსტის კითხვა ეზარება

გადარჩენის დღე _ სწორედ დღევანდელი დღეა
ხვალინდელი დღისთვის მზადების საუკეთესო ხერხი - ესაა მთელი ინტელექტის, მთელი ენთუზიაზმის კონცენტრირება დღევანდელი დღის საქმეების საუკეთესოდ შესასრულებლად.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
White Devil
post Oct 3 2018, 07:36 PM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გურჯიევზე არავის გაქვთ ინფორმაცია?მისი ნაწარმოებები მაინტერესებს.
გურჯიევის მოწოდება,თხოვნა თუ სურვილი "შეიცან თავი შენი"
დასავლურ ფსიქოლოგიაში მეტად მუშაობს გონება,აღმოსავლური უფრო ღრმაა,მეც ინტუიციურად ვეთანხმები.გონებას,გრძნობა და სხეული ქმნის.შენ ვერ დაიჭერ გრძნობას ან შეგრძნებას გონებით.ეს რაც გავიგე წიგნიდან მოკლედ რომ გადმოვცე.მეორედაც ვაპირე წაკითხვას.
ამ კაცმა ამრია და უნდა ჩავწვდე,ბევრ დასავლელ ფსიქოლოგს გავეცანი მარა ეს მართლაც ღრმა და ჯერჯერობით "ჰაერში ვარ გამოკიდებული" და ხელჩასაჭიდს ვეძებ,რომ მოძრაობა დავიწყო "არამექანიკური მოძრაობა".თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია იქნებ მომაწოდოთ.ახლა ვკითხულობს "სამყარო მაშინ არის ნამდვილი როცა "მე ვარ"-გიორგი გურჯევი
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 

Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 07:22 AM