IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ეპილეფსია, სიმპტომები, მიზეზები, მკურ
narilla
post Jul 20 2015, 02:47 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვინმესთვის შეიძლება ნაცნობი თემა იყოს, გვყავს მეგობრები, ახლობლები და ა.შ. მაგრამ შეიძლება არც შეგხებიათ. მოკლედ, მინდოდა ამაზეც ყოფილიყო თემა.

ეპილეფსია იშვიათ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, ყოველ 1000 დაბადებულზე მსოფლიოში 5-6 ეპილექტიკი მოდის, ხოლო საქართველოში იმავე რაოდენობაზე - 7-8. ხასიათდება თავისებური გამოვლინებებით, ზოგს უფრო მძიმედ გამოხატული სიმპტომები აქვს, ზოგს - შედარებით ნაკლები. განირჩევა ასევე ასაკობრივადაც ეპილეფსიის გავრცელების სიხშირე, ძირითადად გვხვდება ადრეულ ასაკში და ასევე ხანდაზმულებთან. მოსალოდნელია ასევე, რომ ადრეულ ასაკში ეპილეფსიის შეტევები უკვე მოზარდობის ასაკში გაქრეს, თუმცა ყურადღება მერეც საჭიროა, მაგალითად, ალკოჰოლისგან თავის შეკავება, კომპიუტერთან გატარებული დროის კონტროლი, მზეზე დიდხანს ყოფნისგან თავის დაცვა და ა.შ.

ასევე: ეპილეფსია ერთ-ერთი უძველესი დაავადებათაგანია



მინდა დავწეროთ ჩვენი გამოცდილება, ინფორმაცია და ყველაფერი, რაც უკავშირდება ეპილეფსიასა და მის მკურნალობას.

რაც შეეხება ზოგად მიმოხილვას, იმას, თუ რას ნიშნავს ეპილეფსია, გამოვყოფდი რამდენიმე შემთხვევას, თითოეული განსხვავდება თავისი ნიშნებითა და სიმძიმით:

ეპილეფსიური გულყრა, დიდი გულყრა [1] - ეპილეფსიის ყველაზე აშკარა კლინიკური სინდრომი. ვითარდება ცნობიერების უეცარი დახშობა, რასაც თან სდევს წონასწორობის დაკარგვა და კრუნჩხვები. თავდაპირველად ვითარდება ტონური კრუნჩხვები, რომლებიც 30-40 წამს გრძელდება, შემდეგ კრუნჩხვები რიტმულ ხასიათს ღებულობს და გადადის კლონურ კრუნჩხვებში, რომელიც გრძელდება 3-5 წუთს. კლონური კრუნჩხვების გავლის შემდეგ ავადმყოფი თანდათან გამოდის მდგომარეობიდან და გადადის ფიზიოლოგიურ ძილში. მთლიანად გულყრა 5-7 წუთს გრძელდება. გულყრიდან გამოსვლისას აღინიშნება გაბრუება და გულყრის ამნეზია.
დიდი გულყრა მიმდინარეობს კრუნჩხვებით, მცირე გულყრა - კრუნჩხვების გარეშე.

ეპილეფსიური დისფორია [2] - გუნება-განწყობილების ცვალებადობა, მერყეობა, მკვეთრად გამოხატული მიზეზის გარეშე, რომელიც შეტევით ხასიათს ატარებს. შეტევის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე, ან კვირამდე შეიძლება იყოს.

ეპილეფსია რეფლექტორული [3] - ეპილეფსიური მდგომარეობის (კრუნჩხვითი გულყრის ან ხანმოკლე ფსიქოზის) განვითარება რაიმე გარეშე გამღიზიანებელი მოქმედების, მაგალითად, სინათლის, მუსიკალური მელოდიის, გარკვეული სუნის ან ტემპერატურის სწრაფი შეცვლის შედეგად.


________________________________________________________________________________
____________________

[1] ბ. სვანი, დ. ნაკაშიძე, ფსიქიატრიის განმარტებითი ლექსიკონი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1977, 31.
[2] ბ. სვანი, დ. ნაკაშიძე, ფსიქიატრიის განმარტებითი ლექსიკონი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1977, 32.
[3] ბ. სვანი, დ. ნაკაშიძე, ფსიქიატრიის განმარტებითი ლექსიკონი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1977, 31.


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 11:59 AM