Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება _ არატრადიციული მედიცინა

Posted by: ირმა Nov 3 2008, 10:34 PM

აქ დავწეროთ ყველაფერი რაც ვიცით არატრადიციული მედიცინის შესახებ. ტრადიციული თუ არატრადიციული არ აქვს მნიშვნელობა მედიცინა– ჩვენი დიდი წინაპრის მედეასგან იღებს სათავეს და ჰიპოკრატემაც კი აქიდან ისწავლა ბევრი რამ. ხალხო ჩვენ ვართ დასაბამი მედიცინისა( ჩვენ არა ჩვენი წინაპრები rolleyes.gif , ჩვენ მათ ფრჩხილთან ვერ დავედრებით)

http://img266.imageshack.us/my.php?image=demorganmedeacm3.jpg
http://g.imageshack.us/img266/demorganmedeacm3.jpg/1/

Posted by: ირმა Nov 3 2008, 10:42 PM

ხო, როგორც მედეას შთამომავალი (მედეასავით საბერძნეთში გათხოვილი wub.gif ), მიყვარს არატრადიციული მედიცინის ბევრი მომენტი გზადაგზა რა სახის წამალი გამახსენდება აქ დავწერ. თქვენც დაწერეთ, ხშირად ეს უბრალო ნაწერი ვინ იცის იქნებ ვინმეს მშველელი გამოდგეს რამეში. ბევრი არ ვიცი და არც შემიძლია, მაგრამ ცოტაც კი რომ შევძლო ვინმეს რამით უშველო ეს ჩემთვის უდიდესი სიხარულია. ამიტომ ყველა ფორუმელს მოვუწოდებ: გავაკეთოთ ეს პატარა კეთილი საქმე ყველამ ერთად.

Posted by: Uma Nov 5 2008, 10:42 AM

ზამთარი ახლოვდება და გრიპის სეზონი, აბა ვინ რა ხერხით სარგემბლობთ, რომ იმუნიტეტი აიწიოთ? მამიდაჩემი ხოლმე ნიორს სვამდა smile.gif - არ ჭამდა, ყლაპავდა სუნის გამო. smile.gif

Posted by: ირმა Nov 5 2008, 06:48 PM

ნიორსა და ხახვს ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია, მაგრამ ნივრის დიდი რაოდენობით მღება ზოგჯერ ზნევს კუჭს. საჭიროა ყველგან და ყველაფერში ზომიერება. ასევე ნივრისა და ხახვის ბევრის ჭამამ სუნი იცის ასევე იღლიებშიც...
უამრავი რამ ინკურნება ამ მცენარეებისაგან, მაგ: ნიორი ქოლისტერინის საუკეთესო წამალია(ბერძნები ძალიან ცოტა ნიორს ჭამენ ჩვენთან შედარებით და მიუხედავათ იმისა რომ აქვთ ზეითუნის ზეთი და ხმარობენ მხოლოდ ზეითუნს საჭმელებში, რომელიც ასევე უებარი წამალია ქოლისტერინისა, მაინც ყოველი მეორე ქოლისტერინის პრობლემებითაა, საქართველოში კი ძალიან ხშირია კუჭის წყლულოვანი დაავადებები, ასე რომ ყველაფერი ზომაზე უნდა მივიღოთ...)

რაც შეეხება იმუნიტეტს, მისი საუკეთესო მშველელია ვიტამინი C , რომელიც უხვადაა ხილსა და ბოსტნეულში. კარგი იქნება თუ არის საშუალება დღეში ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი მაინც მივიღოთ.

Posted by: ირმა Nov 9 2008, 10:50 PM

ხველება ვისაც აწუხებს: მოხარშოს კარგად კომში მთლიანად თესლიან ყველაფრიანად, (განსაკუთრებით შველის მაგარი ადგილი რომ არის თესლთან, )მოხარშული კომშის წვენი შველის ხველებას.
ასევე ხველებისთვის უებარი წამალია თაფლი, რამდენი დაგახველებთ მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი(მწეველების საყურადღებოდ, არ მოწიოთ იმ დღეებში, არ გაგივლით მალე ხველება...). დღის განმავლობაში რაც უფრო ხშირად მიირთმევთ თაფლს, მით უფრო მალე გაგივლით ხველება.

გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას biggrin.gif

Posted by: blanca Nov 23 2008, 12:35 AM

QUOTE(Uma @ Nov 5 2008, 11:42 AM) *
ზამთარი ახლოვდება და გრიპის სეზონი, აბა ვინ რა ხერხით სარგემბლობთ, რომ იმუნიტეტი აიწიოთ? მამიდაჩემი ხოლმე ნიორს სვამდა smile.gif - არ ჭამდა, ყლაპავდა სუნის გამო. smile.gif


იმუნიტეტისთვის royal jelly არის კარგი. არ ვიცი როგორ არის ქართულად. არსებობს არაკაფსულებში რომ არის ისეთიც. თაფლივით
რა თქმა უნდა ვარჯიში და ხილ ბოსტნეული ბევრი


Posted by: blanca Nov 23 2008, 12:38 AM

ბროწეულია ძალიან სასარგებლო.
ხილიდან ალბათ ბროწეული ყველაზე სასარგებლოა რადგან ანტიოქსიდანტების სიმფონიაა ერთგვარი. თან რა ლამაზია ! + წითელია. წითელი ფერის ხილი ბოსტნეული ძალიან სასარგებლოა.
ეხლა ჩავიგემრიელე პირი. ზამთარი მოდის და უზარმაზარი ბროწეულები იყიდება უკვე smile.gif

Posted by: ირმა Nov 28 2008, 12:13 AM

ექსტრასენსი ისეთი ადამიანია, რომელიც აკეთებს დიაგნოსტიკას და მკურნალობს დაავადებებს. არ არის ადვილი ექსტრასენსობა და ვეთანხმები ნაწილობრივ ეკლესიას, რომ კრძალავს ამ სახით მკურნალობას, მაგრამ... არსებობს ამ სახით მკურნალობა! ეს მკურნალობა უმტკივნეულოა, ქრისტეც უდიდესი ექსტრასენსი იყო, მაგრამ ისევ მაგრამ... საშიშია ექსტრასენსი რომელთანაც მიდიხარ თუ არ იცი ვინ არის. მე ალბათ, მივხვდებოდი ვენდო თუ არა ამა თუ იმ ექსტრასენსს, ალბათ ვერ ,მაგრამ არიან ადამიანები რომლებსაც არა აქვთ შესაძლებლობა გაარჩიონ. ვიცი არიან ექსტრასენსები რომლებიც მკურნალობენ და ძალიან კარგად, მაგრამ ცუდმა ექსტრასენსმა შეიძლება დაგაავადოს. შეიძლება აქსტრასენსი ენერგო ვამპირიც იყოს, მაშინ ? მაშინ კარგავ ენერგიას,დროებით შეიძლება უკეთ იგრძნო. თუმცა ძალიან კარგი მეთოდია სამკურნალოდ, უბრალოდ უკეთეს შესწავლასა და ცოდნას საჭიროებს. საქართველო და ქართველები გამოირჩევიან თავიანთი დიდი ველით ასევე ფილიპინელები.
ექსრასენს აქვს დიდი ენერგია. ყველა ადამიანს აქვს ენერგია, ასე რომ ყველას შეუძლია გახდეს ექსტრასენსი თუნდაც საკუთარი თავისა.

წარსულის ჩვევათგან გავამახვილებ ყურადღებას, როცა ვინმეს თანაგრძნობის გამოხატულებით ხელზე ეხები, რაღაცა იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა wink.gif და მერე რატომღაც დავივიწყეთ.

Posted by: Shou Nov 28 2008, 12:53 PM

გაციებისას, ასევე გრიპის დროს ყველაზე კარგი და უვნებელი საშუალებაა ლიმონი. ნახევარი ლიმონი 1 ჭიქა ადუღებულ წყალში 1-2 წუთი გავაჩეროთ, მერე ჩავაწუროთ და დავლიოთ. აი, ასე მკურნალობენ ორსულ ქალებს სამშობიაროებში (ეს პათოლოგიურ განყოფილებებში რა თქმა უნდა და ორსულობის ადრეულ ან ბოლო სტადიაზე პრობლემების შემთხვევაში მოხვდრილებს) რადგან ნაყოფისათვის გრიპზე არანაკლებ საზიანო მედიკამენტებია.

Posted by: Uma Nov 28 2008, 07:40 PM

გამიგია კიდევ არაყი და პილპილი არისო ძალიან ეფექტური გრიპის დროს, მაგრამ ექსპერიმენტი არ ჩამიტარებიაsmile.gif

Posted by: ირმა Nov 28 2008, 11:21 PM

QUOTE(Uma @ 28th November 2008 - 08:40 PM) *
გამიგია კიდევ არაყი და პილპილი არისო ძალიან ეფექტური გრიპის დროს, მაგრამ ექსპერიმენტი არ ჩამიტარებია

პილპილის რა მოგახსენო და არ ვიცი, მაგრამ მამაჩემს გრიპი თუ შეხვდებოდა, იღებდა ერთ დიდ ხახვს, ჩაკბენჩდა და ერთ ჭიქა არაყს დააყოლებდა(ამას ჭამის პროცესში აკეთებდა), ასე დალევდა 2-3 ან4 ჭიქას და მეორე დილით ჩიტივით იყო.

მე მართლა არ ჩამიტარებია ეგ ცდა. მე გრიპი მირჩევია არყის დალევას lol.gif

Posted by: ირმა Nov 30 2008, 06:09 PM

ყურის ტკივილის დროს გამიგია, ზოგი სპირტს იწვეთებს ყურებში 2 ან 3 წვეთს. აქ დაგიწერთ ერთ ძალიან კარგ დაცდილ საშუალებას ყურის ტკივილისა, გინდაც ბავშვზე 5 წლის მერე, გინდა დიდზე.
ავიღოთ მიტკალი და დავჭრათ გრძელ ზოლებად, დაახლოებით 1,5 სმ-იმ სიგანისა. გადავახვიოთ მჭიდროდ ფანქარს ისე, რომ ნაჭერი ერთმანეთზე ოდნავ გადადიოდეს. დავადნოთ ცოტა თაფლის სანთელი და ფანქარი შიგ ამოვავლოთ. ოდნავ შეგრილებულს გამოვაძროთ ფანქარი და მივიღებთ ტრუბის მსგავს სანთელს, რომელიც არ უნდა დაგვეჭყლიტოს, უნდა იყოს სწორი. დავადებინოთ თავი ავადმყოფს რბილად ცალ მხარეს, თუნდაც კალთაში და ეს „ტრუბა “მტკივნეულ ყურში ჩავუდოთ, კიდევ ფრთხილად, რომ არ ჩაიჭყლიტოს. მოვახვიოთ ირგვლივ, ყურთან ახლოს ცოტა ნაჭერი ფრთხილად და ავანთოთ. ახლოს ვიქონიოთ ერთი მაკრატელი და რამე ჭურჭელი, რომ როგორც კი ჩაიწვება მალე ავიღოთ და ყურზე ცოტა ხანს თბილად ნაჭერი მივაფაროთ. მაკრატლით მოვჭრათ ცეცხლი და ჩავაქროთ და გავხსნათ ქვედა მხარე, თუ ნახეთ რომ ამოტანილია ყურიდან ჭუჭყის მსგავსი სითხე, მაშინ ოპერაცია სწორად ჩაგიტარებიათ. თუ ქრონიკული ტკივილია გაიმეორეთ იგივე.

თუ რამე ვერ გაიგეთ და ყურის ტკივილი გაწუხებთ, შემეკითხეთ და დეტალებს უფრო კარგად ავხსნი.
თამამად გირჩევთ, საკუთარ თავზეც კი მაქვს დაცდილი და რაც მთავარია უმტკივნეულო მეთოდია.
ჯანმრთელობას გისურვებთ smile.gif

Posted by: Uma Dec 24 2008, 05:09 PM

მე მიწვეთავდნენ ბავშობაში სპირტს და მშველოდაsmile.gif ეხლა ყელი მაწუხებს და ძალიან მეზარება გამოვლებები ვაკეთო, იქნებ რამე სწრაფი მეთოდი მითხრათ ტკივილი რომ ჩავახრჩოsad.gif

Posted by: blanca Dec 24 2008, 06:33 PM

სალბი

Posted by: ირმა Dec 24 2008, 08:13 PM

QUOTE(Uma @ 24th December 2008 - 06:09 PM) *
მე მიწვეთავდნენ ბავშობაში სპირტს და მშველოდა ეხლა ყელი მაწუხებს და ძალიან მეზარება გამოვლებები ვაკეთო, იქნებ რამე სწრაფი მეთოდი მითხრათ ტკივილი რომ ჩავახრჩო

თაფლი ჭამე. რაც მეტს შეჭამ მით უკეთესია. თუ ეწევი არ მოწიო biggrin.gif რამდენი შეგაწუხებს ტკივილი, „ყლუპ“ ერთი ყლუპი თაფლი.
მალე გაევლოს ტკივილს kiss1.gif
და იცი რაა ჭამე თაფლი და ხვალ საღამოს ჩიტივით იქნები biggrin.gif

Posted by: Zet Dec 24 2008, 09:42 PM

Uma

QUOTE(Uma @ 24th December 2008 - 05:09 PM) *
ეხლა ყელი მაწუხებს და ძალიან მეზარება გამოვლებები ვაკეთო, იქნებ რამე სწრაფი მეთოდი მითხრათ ტკივილი რომ ჩავახრჩო

ნიორი დანაყე, აურიე ცოტა ზეთში და ცხივრში წაისვი საღამოს Laie_61.gif

Posted by: blanca Dec 24 2008, 09:58 PM

კი დავწერე უკვე მაგრამ კიდევ დავწერ:

მოკლედ მე მანდედან წამოვიღე სალბის აბები ბუნებრივია და ძალიან ეფექტური.
საწუწნია biggrin.gif
ძალიან მალე გაგივლის რამდენიმე გინდა სულ


Posted by: Uma Dec 25 2008, 07:55 PM

მადლობა რჩევებისთვის, ცუდია დღეს რომ შემოვედი მხოლოდ. მოკლედ გუშინ სახლში ხელში მომხვდა იოდინოლი. გაზავებული ძირითადათ არ მეხმარება და ავიღე და პირდაპირ ბოთლიდან მოვყლუპე და შემთხევით გადამეყლაპა, მთელი საღამო უნიტაზის თავზე გავატარე biggrin.gif დღეს კი გული მერევა ამის გამო, მაგრამ სამაგიეროდ ყელის ტკივილი გამივიდა))) სალბი იყიდება აფთიაკებში?

Posted by: blanca Dec 25 2008, 10:27 PM

იყიდება.
'შალფეი' იყო ხოლმე ადრე, რუსული. გემრიელი ჩასაწუწნი იყო
ეხლა ჩვენებმა გამოუშვეს 'სალბი'
ისეთივე გემრიელი არარის მაგრამ მსგავსად ეფექტურია smile.gif

გულის რევამ რომ გადაგიაროს ევკალიპტი იქნება ასევე აფთიაქში და ინჰალაცია გაიკეთე
სახის კანსაც მოუხდება, ყელსაც და ერთგვარი არომათერაპიაც გამოგივა smile.gif

გამოჯანრმთელებას გისურვებ

Posted by: ირმა Jan 2 2009, 12:56 PM

ალოეს სამკურნალო თვისებებზე ვის არ გაუგია... ამ მცენარეს უამრავი სხვადასხვა დაავადებების მორჩენა შეუძლია. მას იყენებენ თანამედროვე წამლების დასამზადებლად.
ვინც ალოეს ფოთოლს გაჭრის და სველი მხრიდან ძირმაგარაზე ან მუწუკზე დაიდებს,–შველის. ძირმაგარაზე კარგი იქნება რამეთი დავამაგროთ ალოე, რადგან უფრო დიდხანს უნდა გედოს.

Posted by: Katabua Jan 12 2009, 05:28 PM

ცოტაოდენი ჰემოგლობინის ნაკლებობის შესახებ: -
- ბევრი გაგვიგია კედარის თესლის თვისებებზე, -
მაგრამ არ ვიცოდი რომ სხვადასხვა "კომპლექსურ" ვიტამინებთან ერთად რკინის დიდი შემცველობა (80%?) რომ გააჩნდა..
ეს არის რომ ამ ზამთარში სად ვიშოვოთ?!
-მააშინ მივირთვათ ისპანახი, მწარე კვახი ( biggrin.gif )
..და საერთოდ, რაც მწვანეაო ყველაფერიო.. შეიცავსო რკინასო;
რაც მთავარია არ დალიოთ ეს "ხიმიკატ ვიტამინები", ანალიზები უმჯობესდება, ორგანიზმი ზიანდება..

აგრეთვე ამ დროს გვირჩევენ შესაბამის ასანებს (იოგა), რამდენიმე სუნთქვით ვარჯიშს, სუფთა ჰაერზე ხშირ ყოფნას, მზის და წყლის აბაზანებს და ორგანიზმის ყოველდღიურ გაწმენდას (კუჭ-ნაწლავ..)ლიმნიანი წყლის დახმარებით..
crazy.gif უჰ. წავედი წყალი დავლიო biggrin.gif

Posted by: ირმა Jan 13 2009, 08:47 PM

QUOTE(Katabua @ 12th January 2009 - 06:28 PM) *
ბევრი გაგვიგია კედარის თესლის თვისებებზე, -
მაგრამ არ ვიცოდი რომ სხვადასხვა "კომპლექსურ" ვიტამინებთან ერთად რკინის დიდი შემცველობა (80%?) რომ გააჩნდა..

ა, ნამდვილად არ ვიცოდი, თანაც რკინას თუ შეიცავდა, მას რამდენიმე საჭმელში ვხმარობ და ძალიან გემრიელია, მგონი უფრო მეტი უნდა ვიხმარო smile.gif

QUOTE(Katabua @ 12th January 2009 - 06:28 PM) *
ორგანიზმის ყოველდღიურ გაწმენდას (კუჭ-ნაწლავ..)ლიმნიანი წყლის დახმარებით..

რა და როგორ გაქვს მხედველობაში? შეგიძლია ახსნა უფრო კარგად?

Posted by: blanca Jan 13 2009, 09:44 PM

ჰემოგლობინის ნაკლებობაზე ბროწეული და ბევრი წითელი ბუნებრივად გამოწურული წვენები smile.gif

უუუფ მაგარია ბროწეული. ბროწეულის ბაღში მინდა სახლი
ყვავილიც ლამაზი აქვს და რომ გახლიჩავ, უწესრიგო წესრიგია შიგნით, ულამაზესი და უგემრიელესი.
სათუთად ჩალაგებული უიშვიათესი ძოწის ფერი გემრიელ წვნიანი პაწია უჯრედებით biggrin.gif

Posted by: Katabua Jan 16 2009, 02:44 PM

QUOTE(ირმა @ Jan 13 2009, 09:47 PM) *
კედარი - ა, ნამდვილად არ ვიცოდი, თანაც რკინას თუ შეიცავდა, მას რამდენიმე საჭმელში ვხმარობ და ძალიან გემრიელია, მგონი უფრო მეტი უნდა ვიხმარო smile.gif
ლიმონი - რა და როგორ გაქვს მხედველობაში? შეგიძლია ახსნა უფრო კარგად?



კედარის თვისებები: როგორც მახსოვს "ანასტასიას" "ტომეულშიც" არის ამაზე საუბარი.
საუბარია თვითონ მცენარის სიძლიერეზე და მფარველ ძალაზე.
საჭმელში არა მგონია ინარჩუნებდეს თავის თვისებებს, როგორ ხმარობ მაინც, ნიგოზივით?
ანუ ხარშვისას ან სხვა სუნელებთან ინტეგრაციისას ალბათ იძენს ან კარგავს რაღაც თვიებებს.
ისე მიიღე, როგორიც ხემ მოგვცა. დღეში 15-ოდე ცალი.
კიდევ ენის ქვეშ იდებენ. ოღონდ მეთოდი აღარ მახსოვს. დავაზუსტებ და გეტყვი.

1 ლიმონი, ერთი ჩაის კოვზი მარილი გახსენით 1 ლიტრა ანადუღარ წყალში. მიიღეთ დილით უზმოზე. კუჭის (ორგანიზმის) გასაწმენდი საშუალებაა. იოგების მეთოდია, და ფრთხილად, - თუ მაინც და მაინც არ გაწუხებს არაფერი და დროებითი მოვლენაა უზმოზე ორი ჭიქა გადადუღებული წყალიც საკმარისი იქნება (მერე 10 წუთი სიარული-გასეირნება);
თან იოგების მეთოდს სუნთქვითი და ფიზიკური ვარჯიშიც ახლავს. და აქ მისი აღწერა ცოტა გამიჭირდება. hilarioustu8.gif

Posted by: ირმა Jan 16 2009, 08:45 PM

QUOTE(Katabua @ 16th January 2009 - 03:44 PM) *
როგორ ხმარობ მაინც, ნიგოზივით?

არა ნიგოზივით, ალბათ უფრო ბრინჯივით. დავუშვათ ბრინჯის დამზადებისას შეგვიძლია კედარის თესლიც შევურიოთ. ან სოკოსთანაც ვიხმაროთ. მე წაბლით გამოტენილ ინდაურში ვხმარობ.

QUOTE(blanca @ 13th January 2009 - 10:44 PM) *
ჰემოგლობინის ნაკლებობაზე ბროწეული და ბევრი წითელი ბუნებრივად გამოწურული წვენები

უუუფ მაგარია ბროწეული. ბროწეულის ბაღში მინდა სახლი
ყვავილიც ლამაზი აქვს და რომ გახლიჩავ, უწესრიგო წესრიგია შიგნით, ულამაზესი და უგემრიელესი.
სათუთად ჩალაგებული უიშვიათესი ძოწის ფერი გემრიელ წვნიანი პაწია უჯრედებით

ბროწეული ძალიან მიყვარს. biggrin.gif

Posted by: ირმა Mar 13 2009, 09:59 AM

ექსტრასენსი ადამიანს ბიოენერგიით მკურნალობს. არსებობს სხვადასხვა სახის მკურნალობა. ხელის მოძრაობით(ცნობილი მეთოდი), თვალებით, გონების ძალით. მკურნალობა შეიძლება ხდებოდეს სიახლოვეს ან შორ მანძილზე. თუმცა შორ მანძილზე მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ, უმეტესად სურათის დახმარებით.

Posted by: blanca Mar 13 2009, 07:16 PM

საჭმლის მომნელებელი სისტემის მოსაწესრიგებელი რა იცით?

Posted by: ირმა Mar 13 2009, 07:48 PM

ამბობენ ერთი სუფრის კოვზი ზეთისხილის ზეთი, დილით უზმოზე დალეული კუჭნაწლავის მდგომარეობას აუმჯობესებსო, მე არ მიცდია არ გამომიცდია.

Posted by: blanca Mar 13 2009, 09:47 PM

გაიხარე. ზუსტად გუშინ ვიყიდე ზეითუნის ზეთი.

Posted by: ირმა Mar 14 2009, 09:11 AM

blanca
გააჩნია რა სახის პრობლემაა კუჭნაწლავზე. მაგალითად ორი ცალი კივი(კარგი მწიფე) დავჭრათ და დილით უზმოზე მივიღოთ. შეკრულობის პირველი მშველელია. თუ რთული მდგომარეობაა კარგი იქნება რამდენიმე დღე კივით დავიწყოთ დილა. (ეს კარგად დაცდილი წამალია wink.gif )

Posted by: blanca Mar 16 2009, 06:25 PM

ზეითუნი დაიწყო და იმედია უშველის. ზუსტად არ ვიცი რა მდგომარეობა აქვს. მომნელებელი სისტემა აწუხებს.
ესე იგი ზეითუნი და კივი ორივე უზმოზე მიიღოს? თუ როგორ? თუ ან ერთი ან მეორე?
მადლობა ირმა

Posted by: ირმა Mar 16 2009, 10:52 PM

yes.gif ორივე უზმოზე.

ზეითუნი,–საერთოდ კარგია კუჭნაწლავისთვის.
კივზე დარწმუნებით ვიცი რომ შველის შეკრულობას.
რაც შეეხება კუჭის ან თორმეტგოჯას წყლულს, აქ სხვა საქმეა. არ შეიძლება ახალი პური, ღამე ჭამა, ყავა, სასმელი, ძალიან ცხელი საჭმელი, ლობიო და სხვა. უნდა ჭამოს სუხარი პურის ნაცვლად. პიურეები და სხვა.

Posted by: blanca Mar 18 2009, 05:44 PM

smile.gif

Posted by: ირმა May 26 2009, 05:02 PM

კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულის შემთხვევაში ტკივილები საკმაოდ აუტანელია. კუჭის წყლულის შემთხვევაში ჭამისთანავე ადამიანი ტკივილებით იტანჯება, ხოლო თორმეტგოჯას შემთხვევაში ჭამიდან ოთხი საათის შემდეგ.
თუ ერთ ჭიქა ბრინჯს(მრგვალი ბრინჯისა ჯობია) მოვხარშავთ ოთხ ჭიქა წყალში, ბრინჯი ჩაიშლება და ღომივით იქნება. ორი სუფრის კოვზი ასეთი „ღომი“ მივიღოთ ნახევარი საათით ადრე ჭამამდე და მერე რაც გინდა ჭამეთ, –ტკივილი აღარ შეგაწუხებთ. biggrin.gif

Posted by: ირმა Jul 18 2009, 10:16 AM

მაწვნის სახეზე წასმა სახეს ასუფთავებსო, თუ გაგიგიათ? ან რამდენი უნდა გაიჩერო თუ იცის ვინმემ?

Posted by: ირმა Aug 4 2009, 12:53 AM

ამ საიტზე ბევრი მცენარეული წამალი ამოვიკითხე, საინტერესოა...

http://www.med.interes.ge/

მაგ: გაციებაsmile.gif
http://www.med.interes.ge/gacieba.php

Posted by: blanca Aug 4 2009, 07:38 AM

მაწონი რომ გახმება უნდა ჩამოიბანო
კი სასარგებლოა რადგან ბუნებრივ ბაქტერიებს შეიცავს
მაწვნის მიღება დისბაქტერიოზისასაც ძალიან კარგია.

სახეზე თაფლიც კარგია 20 წუთი, თუ არ გეზარება, წებოსავით არის biggrin.gif
და რა თქმა უნდა პამიდორი. საოცრად წმენდს სახეს


Posted by: ირმა Aug 4 2009, 10:37 PM

blanca

QUOTE(blanca @ 4th August 2009 - 08:38 AM) *
მაწონი რომ გახმება უნდა ჩამოიბანო
კი სასარგებლოა რადგან ბუნებრივ ბაქტერიებს შეიცავს
მაწვნის მიღება დისბაქტერიოზისასაც ძალიან კარგია.

სახეზე თაფლიც კარგია 20 წუთი, თუ არ გეზარება, წებოსავით არის
და რა თქმა უნდა პამიდორი. საოცრად წმენდს სახეს

მადლობა ბლანკა l_daisy.gif

პამიდორზე არაფერი მქონდა გაგებული.

Posted by: TeO Aug 5 2009, 09:57 AM

მე პირადად მაწვნის ნიღაბს მხოლოდ ზედმეტი ნამზეურის შემთხვევაში ვიყენებ smile.gif და მართლაც უებარი საშუალებაა wink.gif

Posted by: ირმა Oct 15 2009, 11:51 PM

ძალიან საინტერესო საიტია,–სამკურნალო მცენარეები: http://samkurnalomcenareebi.blogspot.com/

დავაკოპირებ ალოეს. ეს მცენარე მართლაც საოცარიაsmile.gif

ალოეს წვენს ან ნედლ ფოთლებს გარეგანი გამოყენების დროს სამკურნალო ეფექტი აქვს დამწვრობების, ტროფიკული წყლულის, ინ­ფექციური დაავადების, ოსტეომიელიტის, აბსცესის, ფლეგმონის, მწერის ნაკბენის და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს. გამოიყე­ნეთ საფენების (1-2ჩ.კ) და მოსხურების სახით ჭრილობებზე და დამწვრობებზე.
მიიღეთ გასტრიტის, ენტერიტის, კუჭშეკრულობის დროს 1 ჩ.კ. 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 3 კვირიდან 2 თვემ­დე.
ალოე რეკომენდებულია როგორც საფაღარათო საშუალება. ამ მიზნით ალოე ასე მზადდება: 150 გრ. ალოეს ფოთლებს (ეკლიანი კიდეე­ბი მოაჭერით) დააქუცმაცეთ ხელით და დაასხით 300 გრ. ცხელი თაფლი (თალი ადუღებამდე არ მიიყვანოთ). დააყენეთ დღე-ღამის განმავლობაში. ამის შემდეგ გააცხელეთ, გაწურეთ და მიიღეთ 5-10 გრ. დილით, ჭამამდე 1 საათით ადრე.
მწვავე რინიტის განვითარების შესაჩერებლად ჩაიწვეთეთ ალოეს წვენი თითოეულ ნესტოში 5-8 წვეთი დღეში 3-ჯერ 3-5 საათის ინ­ტერვალით. ნედლი ფოთლების წვენი გამოიყენება ნევრალგიის, თავის ტკივილის და სხვა დაავადებებისას. ასევე საჭმლის მოუნელებ­ლობის დროს და მენსტრუაციის დასარეგულირებლად _ 8-10 წვეთი ერთ ჯერზე.
მიიღეთ ალოეს წვენი 1 ჩ.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ.-ით ადრე ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლლულოვანი დაავადების, ანემიის, ბრონქიალური ასთმის დროს, დიზენტერიის შემდეგ და ინფექციური დაავადებების წინაამ­ღდეგ ორგანიზმის იმუნიტეტის ასამაღლებლად.
დასუსტებული ავადმყოფებისთვის და ბავშვებისთვის შემდეგი მკვებავი მასა მოამზადეთ: 100 გრ. ალოეს წვენი, 500 გრ. კაკალი, 300 გრ. თაფლი და 3-4 ლიმონის წვენი. მიიღეთ 1 ჩ.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ.-ით ადრე.
გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ალოეს წვენში დასველებული ტამპონი საშოში შეჰყავთ საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.
სახლის პირობებში ალოეს წვენი ოთახის მცენარეებიდან მიიღება. ამისთვის მსხვილი ფოთლები დააქუცმაცეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გამოწურეთ წვენი, სქელ ნაჭერში ან რამდენიმე ფენა დოლბანდში გაფილტრეთ და 3 წთ. ადუღეთ. გამოიყენეთ მაშინვე, რადგან შენახვისას თვისებებს კარგავს. ალოეს ექსტრაქტს თვალის დაავადებებისას, ბლეფარიტის, კონიუნქტივიტის, პიგმენტური რი­ტინიტის, თვალის ნერვის ატროფიის დროს იყენებენ.

Posted by: Andrea Sep 29 2010, 10:07 AM

ციტატა(ირმა @ Mar 13 2009, 09:59 AM) *
ექსტრასენსი ადამიანს ბიოენერგიით მკურნალობს. არსებობს სხვადასხვა სახის მკურნალობა. ხელის მოძრაობით(ცნობილი მეთოდი), თვალებით, გონების ძალით. მკურნალობა შეიძლება ხდებოდეს სიახლოვეს ან შორ მანძილზე. თუმცა შორ მანძილზე მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ, უმეტესად სურათის დახმარებით.

რა მშვენიერი და მივიწყებული თემაა smile.gif) და რა მაინტერესებს ვინმეს ხომ ვერ მირჩევთ? ანუ მინდა ვინმე კარგ მკურნალთან სიარული, ვიცი რომ ბევრი კითხულობს ლექციებს და ვისთან მივიდე არ ვიცი girl_sigh.gif

Posted by: td......... Sep 29 2010, 11:14 AM

b]Andrea[/b]
ანდრეა სალვია მეც მიყვარს! smile.gif))))[

Posted by: ირმა Sep 29 2010, 10:56 PM

td.........

QUOTE(td......... @ 29th September 2010 - 12:14 PM) *
b]Andrea[/b]
ანდრეა სალვია მეც მიყვარს! ))))[

http://smajliki.ru/smilie-711484551.html

Posted by: pentagrama Jun 8 2012, 07:46 PM

Marilebs ra shvelis ?

Posted by: earth Jun 9 2012, 12:56 AM

არის ერთი ბალახი, სახელი არ ვიცი თუ სწორედ მახსოვს, მგონი შვრიტა ჰქვია.
მინახია კახეთში, ამოდის წყლიან ადგილებში, მგონი 50 სანტიმეტრს აღწევს, ფორმით პატარა ნაძვს მოგაგონებს, ძალიან ლამაზი მცენარეა. გამიგია მისი ნაყენი შველის მარილებს.
ასევე გამიგია ბევრი წყლის სმა არის კარგი.

Posted by: earth Jan 30 2013, 01:24 AM

ეს თემა მეგონა წაშლილი იყო, ახლა ვნახე smile.gif

ხო...
ახალი პატარა წამალი, ანუ დამცავი საშუალება: ჩაი..
მოკლედ, თურმე როგორც კი იგრძნობთ რომ ენერგოვამპირი გართმევთ ენერგიას უნდა დალიოთ ჩაი და შველის. მართლაც შველის, გავსებთ ენერგიით wink.gif

Posted by: Erekleee Feb 4 2013, 05:31 AM

earth
და უკვე თუ წაგართვა ? ანუ მერე რომ დალიო კაცმა ))))

Posted by: earth Feb 4 2013, 08:48 AM

Erekleee
ხოდა ისევ აღიდგენ ენერგიას smile.gif
ასეა მუდამ ვხარჯავთ და ვიდგენთ ენერგიას, მაგრამ ამ შემთხვევაში, კარგია მალე აღდგენა.

Posted by: Atm@n Feb 5 2013, 01:16 PM

1. Надо обращаться с мыслями так же, как с вещами, потому что мысль – материальна.


2. Власть человека растет, когда он помогает другим.
Использование власти для подавления вызовет напряжение, которое ослабит вашу власть.
То же относится и к болезни. Если ты, стиснув зубы, борешься с болезнью, пытаешься ее подавить, то болезнь начинает сопротивляться.


3. Мир такой, каким его считаешь.
Считаешь его дерьмом, он - дерьмо. Если ты этого желаешь, то автоматически это возможно.


4. Границ не существует.
Все границы - в нашем сознании, в мыслях. Всё, что может представить себе человек, может произойти. Создание нового начинается в нашем сознании.


5. Очень важно правильно выбирать цель.
Она не должна быть размазанная.
Умение мыслить конкретно, обнажает желаемое. Вступая в контакт со своим желанием, человек наделяет его энергией воплощения.


6. Момент твоей власти над этим миром, над собой, над своей судьбой всегда здесь и сейчас. Все остальное – иллюзия!
Умение перенаправлять свой фокус внимания в НАСТОЯЩЕЕ, возвращает тебя в сакральное место силы. Оно всегда внутри тебя.
Воспоминания и беспокойство о будущих неудачах блокируют твою силу.
И исполнение желаний начинается прямо здесь и сейчас. Хочешь – значит, уже начал. Начал – значит, владеешь.


7. Чем больше ты в гармонии с тем, что ты имеешь, тем легче это изменить и улучшить.
Хочешь здоровья – люби здоровье. Хочешь богатства – люби богатство. Хочешь красоты – люби красоту.
Если желаешь кому-то плохого, то нарушаешь закон Хуны, и ничего в жизни не получается.
То, что получается, будет иметь обратную сторону – разрушение.


8. Вся сила находится в тебе. Никто не поможет. Только ты.
Соединяй свои Части в единое (Дух, Душа, Тело). Эти системы начнут узнавать друг друга, передавая сигналы.


9. Если у тебя есть мечта, то у тебя есть силы ее реализовать.
Душа вписала тот опыт в твою судьбу, который ты можешь выбрать для испытания. Как ты хочешь его прожить, находится в твоём выборе.


10. Если хочешь получить радостные и дружелюбные результаты, то используй радостные и дружелюбные методы.
Всё, что приходит в твою жизнь – есть энергия. Твои реакции на любые испытания – есть энергия. Изменить результаты – означает перейти с одной энергии на другую. Переход на другую волну энергии возможен внутри тебя самого.

http://5dreal.com/2011/03/26/хуна-«tайна»-духовные-tехники-изменен/

Posted by: Atm@n Feb 5 2013, 05:18 PM

http://www.sacred-texts.com/nth/ssbm/index.htm

Posted by: Ever Feb 6 2013, 02:07 AM

ასტიგმატიზმის გასწორება კაკლის ნაყენით სისულელეა
ასტიგმატიზმის დროს რქოვანას სფერულობაა დარღვეული და კაკლის ნაყენი ვერანაირი მაგიური ზემოქმედებით ვერ გამოასწორებს მაგას biggrin.gif

რაც შეეხება ნაღრძობის წამალს, ეგ უფრო შეიძლება რეალური იყოს, მსმენია მსგავსი რაღაც smile.gif

Posted by: earth Feb 9 2013, 01:03 AM

bnelmshobeltakavshiri
კუჭის ტკივილისათვის ბევრი ექიმბაშური წამალი შეიძლება იყოს, მეც მტკიოდა ერთი პერიოდი და მაგაზე მწარე ტკივილი რა გინდა...
მერე საკვებს უნდა დაკვირვება, სასმელი არა, პური არა, ბევრი რამე ზნევს.
უნდა დააკვირდე როდის გტკივა, ჭამისთანავე, უზმოზე, თუ საჭმლიდან ოთხი ან რავიცი რამდენი საათის მერე.
დაახლოებით გეცოდინება რატომ გტკივა კუჭი.
მე მტკიოდა კუჭი საშინლად და რას არ ვაკეთებდი, ყველა დიეტა მეწერა, მაგრამ მე ღამე არ მეძინა ხოლმე.
მერე ექიმთანაც მივედი, რაღაც გამაბრუეს და ის გაშუქება ჩამიტარეს, მე რათქმაუნდა ჩემი წინასწარ დასმული დიაგნოზი ვუთხარი ექიმებს, მეთქი თორმეტგოჯას წყლული უნდა იყოს მეთქი, რადგან ჭამის მერე ოთხი საათის მერე მტკიოდა. მთელი სამედიცინო ამბები მქონდა გადაკითხული ამ თემაზე.
მოკლედ ვერანაირი წყლული ვერ მიპოვეს და რაღაც უმნიშვნელო ნახა ექიმმა და წამლები გამომიწერა. მაშინ ბევრი სხვა რამ არ ვიცოდი და სხვანაირი ცხოვრებით ვცხოვრობდი.
ცოტა დამაწყნარეს წამლებმა, მაგრამ ვგრძნობდი რომ ტკივილი არ გადიოდა. ექიმი კი ირწმუნებოდა არაფერი მჭირდა.
მაშინ მოხდა რაღაც ცვლილებები ჩემში, მაგალითად, დავიწყე ცხოვრება სიქრეტის ცხოვრებით, დავანებე თავი ნერვიულობას და დავაკვირდი ჩემს გრძნობებს, ყოველი აღელვება კუჭზე მარტყავდა, ხოდა ცუდ ამბებს მხოლოდ ყურით ვისმენდი, ჩემში აღარ ვუშვებდი და ვაკვირდებოდი კუჭის არეს რა მშვიდი იყო. ამ მოქმედებამ მომირჩინა კუჭი და გამაგებინა, როგორ შეიძლება ადამიანი დაავადდეს ან გამოჯანმრთელდეს.
მე ავწიე შინაგანი განწყობილება, დავიწყე სიმღერები, რომ ჯანმრთელი ვიყავი და მხოლოდ პოზიტიურის გამოყენება გადავწყვიტე. განვიკურნე და გავჯანსაღდი.

Posted by: tikoroma Feb 9 2013, 09:58 AM

earth
მეც შემომეჩვია და მეც წყლული მეგონა. მაგრამ ზაფხულს აქეთ ძალიან გახშირდა ტკივილი და დავაკვირდი რის გამო მტკიოდა:
გაგიკვირდება და რძის პროდუქტისგან. დამცინოდნენ ყველი კუჭს მატკიებს-თქო რომ ვიძახდი. დიეტა დავიწყე და მაწონმა კინაღამ მომკლა. biggrin.gif რძიანი ყავაც რომ დავლიო ისიც მტკენს, რძიანი შოკოლადიც.
ადრე ხორცს მაგიტომაც დავანებე თავი კუჭს მტკენდა, თაფლიც ასე მექცევა biggrin.gif
ჩავთვალო ეს მოვლენა ღვთიურ ნიშნად და გავხდე ვეგანი? biggrin.gif კვერცხი და თევზი მაინც არ მიყვარს და იოლად შეველევი, სანამ ეგენიც ჩემს ტანჯვას დაიწყებენ biggrin.gif

Posted by: earth Feb 9 2013, 10:01 AM

tikoroma
smile.gif ყველაფერი რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ჩვენს სასიკეთოდ ხდება.

Posted by: cinizmis gmerti Feb 9 2013, 05:55 PM

tikoroma
Me rac xorc davanebe tavi imis shemdeg avikide mgomi! Xorcs ro vshamdi ufro uket viyavi!
earth
tkivili ar maqvs. cva maqvs. axlac ragac cecxlivit amodis dixaniastan!
Gashuqebas kidev ar gaviketeb, im sirobas ra gadamaylapebs?! shansi araa!!!

Posted by: cinizmis gmerti Feb 9 2013, 06:14 PM

chveulebrivi soda agar mshvelis da kaostikuri soda soda ro davlio?! tongue.gif vai deda. mainc ro maimunobis gunebaze var araushavs??

Posted by: tikoroma Feb 9 2013, 09:02 PM

cinizmis gmerti

ციტატა
Gashuqebas kidev ar gaviketeb, im sirobas ra gadamaylapebs?! shansi araa!!!

სხვა ვარიანტიც არსებობს, რაღაც ფაფას შეჭამ და ექოზე გაშუქდები. ზონდის გადაყლაპვა არც მე მხიბლავს smile.gif

Posted by: earth Feb 9 2013, 09:43 PM

მე ზონდი ისე გადამაყლაპინეს არაფერი გამიგია. არის თანამელროვე მეთოდი, ნარკოზი კი არა სიმთვრალეს ეძახიან. ისეთი ჩათიშული გამომიყვანა ჩემმა ქმარმა. ერთი კვირა ვიცინოდით, ერთი და იგივეს ვეკითხებოდი და არ მახსოვდა არაფერი.

Posted by: cinizmis gmerti Feb 9 2013, 09:54 PM

earth
Sul ertia mainc ar gadavylapav!!! smile.gif
tikoroma
Rogori fafaa? risi suni aqvs? Me dzaan zizgiani var eget rameebshi smile.gif

Posted by: cinizmis gmerti Feb 9 2013, 09:58 PM

vafshe fafebi magra ar mevaseba. mara jandabas mtavaria sazizgari suni ar qondes

Posted by: Fee Feb 9 2013, 11:57 PM

ბარიუმის ფაფა (ბარიუმის სულფატი) როგორც ვიცი არ აქვს ცუდი სუნი და გემო smile.gif

Posted by: tikoroma Feb 10 2013, 09:55 AM

cinizmis gmerti

ციტატა
Rogori fafaa? risi suni aqvs? Me dzaan zizgiani var eget rameebshi smile.gif

მე არ გამისინჯავს smile.gif მაგრამ მითხრეს რომ ჭამა შეიძლება, ცუდი გემო არ აქვსო biggrin.gif

მე ალმაგელს ვსვამდი ცოტა ხანი, კრემივითაა, რომ შევხედე თავიდან გული შემიწუხდა, მაგრამ რომ ვეღარ მოვერიე ტკივილს ვიკადრე მერე და მივირთვი sad.gif

Posted by: neodium Feb 12 2013, 07:08 PM

Fee
tikoroma
Madlobebi.
Axla ici ra mainteresebs? Muxli vigrdze dzaan cudat hoda es voltareni ar msvelis Iqneb rame mirchiot ufro efeqturi male ro momirchinos.
P.s
Rogorc gairkva myesi araa gacyvetili. Rbili qsovilia dazianebuli tavis shida sisxlchaqcevebiturt



Posted by: tikoroma Feb 12 2013, 10:24 PM

neodium
ხომ თქვი, კვერცხის საფენებმა მიშველაო?

Posted by: miG27 Feb 13 2013, 02:34 AM

tikoroma
Ki Gasiebuli chaacxro vafshe fexs ver vdgavdi ise iyo. mara tkivili mainc damitova. ver davrbivar! siarulisas kide cota vkochlob! Ragac neoprinis muxlis saxvevi miketia da afiqsirebs mara reski modzraobisas mainc mtkiva, titqos nervze urtyavs. eqimma mitxra daasvene da gagivliso. Sad velodo axla amis gavlas?!!! kviraze metia ukve. Raime dzlieri da scrafi sashualeba minda


Posted by: tikoroma Feb 13 2013, 09:53 AM

ექიმს დაუჯერე და აცადე გამოშუშება, თორემ ხშირად გაგიხსენებს მერე. სისხლჩაქცევაზე კალენდულას მალამოს გირჩევ, გაწოვას ხელს უწყობს. ტკივილი გექნება თუ არ დაასვენებ smile.gif

Posted by: miG27 Feb 13 2013, 07:02 PM

ok. Iyideba eg "kalendula" risi suni aqvs?
Sisxlchaqcevebi shignitaa. garedan araferi vafshe.

Posted by: tikoroma Feb 13 2013, 09:30 PM

miG27

ციტატა
ok. Iyideba eg "kalendula" risi suni aqvs?
Sisxlchaqcevebi shignitaa. garedan araferi vafshe.

იყიდება კი, დოქტორ ტაისის ფირმისაა მე რაც მქონდა. გარედან სილურჯე არ არის?

Posted by: miG27 Feb 14 2013, 04:25 AM

ok. vnaxav tu mishvelis.
ara. garedan silurje ar aris. meore dges mqonda odnav iasamnisfrad muxli- amaze uaresebic minaxavs mara shignit ro mtkiva es ufro mafiqrebs. Bolomde fexs ver vshli!.....

Posted by: tikoroma Feb 14 2013, 11:53 AM

რენტგენი გადაიღე, ნუ ეხუმრები მუხლს

Posted by: miG27 Feb 14 2013, 12:42 PM

gadavige kaco, gadavige!

Posted by: miG27 Feb 15 2013, 06:47 PM

axla "traumeli" mirchia travmatologma da tu maganac ar gishvela 10 dgian droebit gifss dagadebo.. Shigaaqvt ra am chemisebs

Posted by: miG27 Feb 19 2013, 09:44 PM

mokleb fexi ase tu ise momirchasavit..axla kuchiiiii...
hoi, gmerteboooo.......
Sraw ne xatite gmertebo?! lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Atm@n Aug 15 2013, 11:51 AM

ჯანმრთელობა და ჯანდაცვის სისტემა

http://radikal.ru/fp/f320826487a74d64800febd5fc3fc7ea

მოდი განვიხილოთ, თუ რამდენად ჯანმრთელია (მრთელია) თანამედროვე ადამიანის ფიზიოლოგია.

თანამედროვე საზოგადოებაში ვის შეუძლია დაიტრაბახოს კარგი ჯანმრთელობით? ჯანმრთელობა ხომ - მაჩვენებელია იმისა, თუ რამდენად ეფექტურად მართავს ფიზიოლოგია ისეთ ცენტრალურ სტრუქტურებს, როგორებიცაა თავის ტვინი, ცენტრალური ნერვული სისტემა, გული, უჯრედის ბირთვი და ა.შ. თუ ეს სტრუქტურები არაეფექტურად მუშაობენ, ადამიანი ავად ხდება. და იგი მიმართავს ექიმს, რომელმაც დროებით უნდა აიღოს თავის თავზე პაციენტის ჯანმრთელობის მართვის ფუნქცია, გამოაღვიძოს სურია (სული) ადამიანში.

როგორ შეუძლია თანამედროვე ექიმს საკუთარ თავზე აიღოს სურიას ეს ფუნქცია, თუ მას წარმოდგენაც არ აქვს ამაზე? მან არაფერი იცის სიცოცხლის ძალაზე, ადამიანის ფიზიოლოგიის უჩინარ მმართველზე. იგი ფიქრობს, რომ სასიცოცხლო ძალას თავად სხეული წარმოშობს. როგორ შეუძლია ადამიანის განკურნება, თუ მთელი ცნობიერება და შესაბამისად ცოდნაც თავიდან ფეხებამდე ამოტრიალებული აქვს? ამიტომ თანამედროვე ექიმების მკურნალობას უფრო და უფრო მეტად მივყავართ ჯანმრთელობის პრობლემებისკენ. ექიმების უმეტესობას საკუთარი ავადმყოფობების დამარცხებაც არ ძალუძთ. მათ არაფერი იციან თავიანთ წყაროზე, თავიანთი არსებობის ძალაზე, თავის „მე“-ზე. არ იცნობენ სიცოცხლის მკურნალ ძალას. მაგრამ ეჩვენებათ, რომ „იციან“, რომელი წამალი გამოწერონ ამა თუ იმ სიმპტომის დროს, ავადობების გარეგნული გამოვლინებების დროს. არადა ორ სრულიად განსხვავებულ ავადმყოფობას შეუძია ერთნაირი გარეგნული გამოვლინებები მოგვცეს. პაციენტის ფიზიოლოგიაში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების შეყვანისას არ იციან, რა უარყოფითი ეფექტები შეიძება გამნოიწვიონ ამ ნივთიერებებმა. ხოლო ის, რომ უარყოფითი ნარჩენი ეფექტები იქნება, ეჭვგარეშეა. იმიტომ რომ წამლების ფორმულები ასეთივე ადამიანების მიერ იქმნებოდა, რომელსაც არ აქვთ მრთელი პიროვნება, არ აქვთ მრთელი აზროვნება, რომლებმაც ცოტა იციან, ან საერთოდ არაფერი იციან არსებობის ძალის შესახებ. ისინი ქმნიან ნივთიერებებს, რომლებიც უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ გარეგნულ სიმპტომებს გვაშორებენ, თავად ავადმყოფობას კი წარმოსახვითი ჯანმრთელობის გარეგნული შეგრძნებით ფარავენ, და ამგვარად ავადმყოფობა უფრო და უფრო ღრმად შეჰყავთ.

ამასთან ჯანდაცვის სისტემის ინსტრუქციის მიხედვით, ექიმმა არ უნდა გამოავლინოს არანაირი პირადი ინიციატივა და მკაცრად უნდა იმოქმედოს ზემოდან მოცემული ინსტრუქციებით. ექიმის პიროვნება ჯანდაცვის სისტემისთვის არაფერს არ ნიშნავს. ყოველი ექიმი მისთვის მხოლოდ სისტემის ნების გამტარს წარმოადგენს, იმ ნების, რომელსაც ყველა ექიმს საერთო ინსტრუქციების სახით გადასცემს. ამგვარად წარმოადგენს რა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის ნების შემსრულებელს, თანამედროვე ექიმი არ იღებს პასუხისმგებლობას პაციენტზე. პასუხისმგებლობა აწევს არა მას, არამედ ჯანდაცვის აბსტრაქტულ სისტემას. და თუ ავადმყოფი ინსტრუქციების მიხედვით მკურნალობის შედეგად მოკვდა, პასუხს ამაზე არავინ არ აგებს. ექიმმა ხომ ყველაფერი „დიადი ჯანდაცვის სისტემის“ ინსტრუქციების მიხედვით შეასრულა, რომელიც თავის თავზე შემოქმედის როლს იღებს. მაგრამ სინამდვილეში სისტემა - ეს უსახო და უპასუხისმგებლო არსებაა, საწინააღმდეგოდ მმართველისა - სურიას წარმომადგენელი პიროვნებისა, რომელიც უფლებამოსილია ძალაუფლებით თავად შემოქმედის მიერ. „უსახური“ ნიშნავს იმას, რომ სისტემაში არ არის განსაზღვრული პიროვნება, შესაბამისად მასში არ არის შემოქმედი. თუ პიროვნება არ არის, პასუხსაც ვერავინ აგებს. არავინაა ჯანდაცვის სისტემაში ისეთი, ვინც იტყოდა: „ყველაფერზე მე ვაგებ პასუხს“. ავადმყოფს მკურნალობდა „არავინ“ - ანუ მას არავინ არ მკურნალობდა. შემსრულებლები მხოლოდ მკურნალობის სანახაობას წარმოგვიდგენდნენ, რადგან მკურნალი არ იყო. მაშ რა მკურნალობაზე შეიძება იყოს საუბარი? არსობრივად არავინ არ მკურნალობდა. იმიტომ რომ არსი არ აინტერესებს სისტემას. მას აინტერესებს არსის არ არსებობა, სურიას არ არსებობა. სისტემას შეუძლია მართოს, როდესაც არაა სურია.

ნამდვილი მკურნალისთვის არ არსებობს არანაირი ავტორიტეტი გარდა თავად შემოქმედისა. იგი გრძნობს შემოქმედის ძალას, მკურნალის ძალას, საკუთარ თავში. უმაღლეს ავტორიტეტს საკუთარ სულში გრძნობს. ამიტომ ყოველთვის მოქმედებს შემოქმედის შეგრძნების შესაბამისად, და საბოლოო დადებითი შედეგების გამო მოიპოვებს ავტორიტეტს სხვა ადამიანებში. ვერანაირი ჯანდაცვის სისტემა, რაც არ უნდა მოინდომოს, ვერ შეცვლის სულს, ღმერთს. ექიმი პასუხისმგებლობას იღებს პაციენტზე, თავად კი მხოლოდ ღმერთის წინაშე აგებს პასუხს. ასეთი ურთიერთობა ღმერთს, მკურნალსა და პაციენტს შორის სრულიად ბუნებრივია, რადგანაც მხოლოდ ამ შემთხვევაში მიედინება სურიას ძალა მკურნალის გავლით პაციენტისკენ.

სურიას ძალის ამ გზაზე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დამხმარე არსებების ძალებიც, რომელთა შორის ერთ-ერთი „ჯანდაცვის სისტემაც“ შეიძება იყოს, როგორც ექიმის მენეჯერი, რომელიც საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ მკურნალს შეუქმნას აუცილებელი პირობები და მატერიალი წარმატებული მუშაობისათვის. „ჯანდაცვის სისტემა“ ყოველმა ექიმმა თვითონ უნდა შექმნას საკუთარი თავისთვის. ჯანდაცვის სისტემა, მკურნალობის სისტემა მკურნალის წინაშე უნდა აგებდეს პასუხს, და არა პირიქით. მმართველი ღმერთის წინაშე უნდა აგებდეს პასუხს და არა ხალხის წინაშე. ხალხი კი შესაბამისად მმართველის წინაშე უნდა აგებდეს პასუხს.

ადამიანის ფიზიოლოგია, როგორც ფუნქციონალური სისტემა, მის „ჯანდაცვის სისტემას“ წარმოადგენს, რომელიც სულის ნებას ასრულებს.

ნამდვილი ექიმი - ესაა სულიერად მაღალგანვითარებული ადამიანი, რომელიც სულით ცხოვრობს, იცის სურიას ძალა, კანონები, რომლებითაც სურია ავლენს და ავრცელებს თავს სამყაროს გამკვრივების და მატერიალიზაციის ყველა დონეზე. ამ ძალებთან თანხმობაში და მათი გამოყენებით იგი ეხმარება ადამიანს ფიზიოლოგიის კოორდინირებაში. თუ ფსიქოლოგიურად უჭირს ამის გაკეთება, იგი იყენებს ბუნებრივ საშუალებებს, რომლებშიც მცენარეთა, მინერალთა და სხვა არსებათა ბუნებრივი ძალებია. თუ ეს სასუალებებიც არაა საკმარისი, მაშინ ექიმი, როგორც სურიას წარმომადგენელი, აღწევს ადამიანის სხეულში ქირურგიული გზით და წესრიგს ამყარებს სიცოცხლის ბუნებრივი კანონების, ღმერთის ნების შესაბამისად.

შეესაბამება თუ არა თანამედროვე ექიმი ამ მოთხოვნებს?

თუ არა, მაშინ როგორ, რის საფუძველზე შეუძლიათ ჩაერიონ სისტემაში, რომლის ფუნქციონირებაც არ ესმით? თანამედროვე ექიმებმა არ იციან თავიანთი სულის ძალაც კი, რომელიც არასაკმარისი აქვთ იმისთვის, რომ საკუთარ ფიზიოლოგიაზე აიღონ პასუხისმგებლობა და როგორღაც მაინც მოიყვანონ წესრიგში. მათი ფიზიოლოგია ისეთივე ავადმყოფურია, როგორც პაციენტების. ბრმებს ბრმები მიჰყავთ. როგორ შეუძლია ექიმს, რომელსაც კუჭის წყლული აქვს, განკურნოს პაციენტი იმავე დაავადებით? ამიტომ „უნდა უმკურნალოს სისტემამ, და არა პიროვნებამ“, „პიროვნებამ არ უნდა უმკურნალოს“ - ამბობს ჯანდაცვის სისტემა. მაგრამ როცა ავადმყოფი მოკვდება, ვინ აგებს ამაზე პასუხს? ნუთუ შესაძლებელია, რომ ჯანდაცვის სისტემას წავუყენოთ რაიმე პრეტენზიები? პრეტენზია სისტემისადმი - ესაა პრეტენზია არავისადმი. „არავინ“ მართავს ყველაფერს თანამედროვე საზოგადოებაში. ესაა ის ძალა, რომელიც სრულიად საპირისპიროა ძალისა „მე ვარ“, სურიასი, რომელიც კონკრეტულად მიუთითებს საკუთარ თავზე, რომ იგია მთავარი და ყველაფერზე იღებს პასუხისმგებლობას.

იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები, პირველ რიგშ უნდა გავაღვიძოთ შეგრძნება „მე ვარ“, რომელიც იძლევა ღვთაებრივი ძალის, სიმრთელის, სტაბილურობის შეგრძნებას, და შემდეგ მივცეთ ნება ამ შეგრძნებას, რომ მთელი ფიზიოლოგია აავსოს. თუ სურიას ძალა იმდენად ძლიერია, რომ სხეულის, ფიზიოლოგიის საზღვრებს ტოვებს, მაშინ შეგვიძლია ავიღოთ პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვა ადამიანებზეც და გავხდეთ მათი მკურნალები, მასწავლებლები, ოჯახის მამები ან ხელმძღვანელები.

(მონაკვეთი ოლეგ ბოკაჩოვის წიგნიდან "მე ვარ")

Posted by: shemoixede genacvale Oct 3 2013, 10:10 PM

2 dgea ro vsuntqav marcxena filtvtan gakvandzulivit maqvs titqos ver vxsni filtvs. dzaan bevrs ki vecevi ise vitom amis bralia neta? kardiologs vkitxe forum.ge.-ze da atasi sisulele momcera.

Posted by: earth Oct 3 2013, 11:35 PM

shemoixede genacvale
ყველა დაავადება ნიშანია იმისა, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. ხანდახან თუ მოგეცა დანახვა, რატომ დაგემართა ესა თუ ის დაავადება მართლაც ბედნიერებაა, რომ თვალი აგიხილოს. ერთ-ერთი მიზეზი დაავადებისა არის უმადურობა ამ ცხოვრებაზე, უდიდესი ზიანი მოაქვს ჯანმრთელობისათვის სტრესს, ნერვიულობას.
დაკვირვებული ვარ შენს პოსტებს ხშირად რაღაცას უჩივი, ეს იმას ნიშნავს, მიუხედავად შენი მხიარული ხასიათისა რაღაც გაწუხებს და სტრესს აძლევ საშუალებას შემოვიდეს შენში.
ერთი რამე მინდა ყველამ იცოდეს, ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია, თუ ვიქნებით შინაგანად ძლიერები, არ ვიქნებით სტრესით.
ხშირად შეიძლება რაღაც ცუდი ხდება, ეს იწვევს სტრესს. დააკვირდით იმ მომენტში თქვენს სხეულს, როცა ცუდი გრძნობით ხართ. რა უარყოფითს გრძნობთ და სხეულის რომელ ადგილზე. დააკვირდით, შეისწავლეთ და დაიწყეთ მართოთ ის. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გაიგოთ, გაადევნეთ შინაგანი მზერა, არ შეუშვათ ორგანიზმში.
მე კუჭის არეში ვგრძნობდი ამ უარყოფითს. საშინელი ტკივილებით ვიტანჯებოდი. ექმთან ვიყავი, არაფერი მჭირდა, არაფერი სერიოზული. მე კი ვკვდებოდი. მერე შევცვალე ჩემი ცხოვრება. სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, ახლა საერთოდ არ მაწუხებს კუჭი და სრულიად ჯანმრთელს ვგრძნობ თავს.
ჯანმრთელობა უდიდესი ბედნიერებაა. ჯანმრთელობა სიცოცხლეა. ვიყოთ მადლიერები, როდესაც კარგად ვართ.
რაც შეეხება სიგარეტს, ამის მაზნევანობაზე არაფერს ვიტყვი, მეტი რა გვესმის. ზედაც აწერია(ეს ერთი ბოროტული გეგმაა, ამაზე მერე), მაგრამ მთავარი შენი ტკივილის მიზეზი არ არის სიგარეტი. ყველაზე დიდი მტერი ჯანმრთელობისა სტრესია.
მოკლედ, ჯანმრთელობისათვის კარგია:
1. თუ არ შეუშვებ შენში არავითარ სტრესს, დააკვირდები სხულს და არ შეუშვებ შენში ორგანიზმში სანერვიულოს(ამას ცოტა გაგება უნდა, იმედია გამიგებთ)
2. უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე მოულოდნელი შეშინებები. შეეცადეთ არასოდეს არავინ შეაშინოთ.
3. კარგი იქნება პოზიტიური განწყობა და შინაგანი სიხარულის განცდა. კარგი იქნება თუნდაც დაიწყოთ სიმღერა, რომ ხართ ჯანმრთელი, მაგრამ ყოველთვის დააკვირდით სიტყვებს. მათ უდიდესი ძალა აქვთ. ამიტომ შეცდომაში რომ არ მოვხვდეთ დაიწყეთ მარტივად, მხოლოდ ორი სიტყვით, იმღერეთ:„ჯანმრთელიიი ვააარ“ smile.gif მუსიკა თქვენ დაწერეთ როგორც მოგეწონებათ.
4. იყავით მადლიერნი, რომ ხართ ჯანმრთელი. გაიხარეთ და თქვით მადლობა ყველაფერ კარგზე რასაც გრძნობთ თქვენში.

ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია.

Posted by: shemoixede genacvale Oct 7 2013, 01:17 AM

earth madloba oqro. gamiara chvali yofila. skvazniakshi miyvars xolme moceva da etyoba damkra.biggrin.gif

Posted by: earth Oct 7 2013, 07:20 AM

გაიხარე smile.gif

Posted by: shemoixede genacvale Oct 7 2013, 08:34 PM

shenc aseve oqro smile.gif

Posted by: Fantastikos Oct 9 2013, 05:37 PM

როცა ვგრძნობ ავათ ვხდები ბევრს ვჩამ და რამოდენიმეჯერ მიშველა

Posted by: earth Dec 16 2014, 01:35 AM

არადა საჭმლის მიღება ორგანიზმს არ უნდა ავადმყოფობის დროს.
შიმშილობა როგორც ვიცი უფრო შველის.
თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია. ასე რომ გააჩნია შემთხვევას smile.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)