IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V   1 2 3 >

რათა_ჰა?...
Posted on: Mar 10 2010, 11:07 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


რათა_ჰა?
QUOTE
ეს ადამიანი ჯიდუ კრიშნამიურტიზე ცნობილია.
ამას არსებითი მნიშნველობა არ აქვს, მაგრამ შევასწორებ. უნდა იყოს "ნაკლებად ცნობილია". უბრალოდ სიტყვა "ნაკლებად" გამომრჩა.

ეს ადამიანი ჯიდუ კრიშნამიურტიზე ნაკლებად ცნობილია.
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #29176 · Replies: 218 · Views: 332,201

რათა_ჰა?...
Posted on: Mar 10 2010, 07:57 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


Anna
MIND IS A MYTH-ეს წაიკითხე, სხვა კრიშნამურტია, არა ჯიდუ, არამედ UG კრიშნამურტი. გაცილებით საინტერესოა ვიდრე ჯიდუ, ჩემი აზრით. ეს ადამიანი ჯიდუ კრიშნამიურტიზე ცნობილია.

თუ დაგაინტერესებს, ამ ვებგვერდზე არის მასთან ინტერვიუების ჩანაწერები. youtube-ზე ვიდეოებსაც ნახავ.
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #29161 · Replies: 218 · Views: 332,201

რათა_ჰა?...
Posted on: Mar 7 2010, 12:20 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


jgvenza
QUOTE
ისე ეგ მართალია, შეიძლება სარგებელს არ ელოდე სიკეთისგან, მაგრამ სადღაც გულისკუნჭულში ამაყობ რა კეთილი ვარ, რა მაგარი, კმაყოფილებს განიცდი შენი უანგარო სიკეთის გამო... მართალია სამწუხაროდ! sad.gif

მაგრამ ამისგამო სიკეთის კეთებაზე უარის ტქმაც სისულელეა...
აბსოლიტურად გეთანხმები ამაში, რომ სიკეთეზე უარის თქმა სისულელეა.

mata
QUOTE
მცდელობა ანგარებაა ამბობ.... ეს ისაა.... ის ესაა... და ეს ყველაფერი ერთად დიდი სისულელეა მეტი არაფერი... ტვინის ჭყლეტვაა და სხვა არაფერი. რატომ უყურებ ცხოვრებას რთულად? მცდელობა, რომ ანგარებაა ეგ ვინ თქვა??? სად წერია? მოდი რა გეხვეწები შენთვის რა როგორ არის იმაზე იფიქრე და აქამდე ვინც რა თქვა დაივიწყე.
„ამიტომაც არაფერი გამომივა“ ნუ ესეც ჩვეულებრივი ლოგიკური დასკვნაა.
კარგი რჩევაა; შევეცდები შევასრულო smile.gif

P.S. მეტს აღარ გავაოფტოპიკებ.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #29016 · Replies: 43 · Views: 40,461

რათა_ჰა?...
Posted on: Mar 7 2010, 12:33 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


mata
QUOTE
ღმერთს როგორი სიკეთის გაკეთება შეუძლია ეგ მე არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ასე ვცხოვრობ: უანგარო სიკეთეს ვაკეთებ.
უანგარო სიკეთის გაკეთება რომ შეგეძლოს, არ იტყოდი უანგაროდ ვაკეთებ სიკეთესო. შენ სიკეთეს აკეთებ იმიტომ, რომ მერე თქვა სიკეთეს ვაკეთებო. ეს უკვე ანგარებაა.

QUOTE
სიკეთე ზომიერი და მიზანმიმართული
მიზანმიმართული უმიზნო სიკეთე?

QUOTE
უანგარობას ვგულისხმობ მთელი მოცულობით, არამარტო პირად სარგებელზე უარის თქმა, არამედ ამ სიკეთით თავის მოწონებაზეც უარის თქმა.
მაშინ რატომ იწონებ თავს, რომ უანგარო სიკეთეს აკეთებ?

QUOTE
შენ თუ იცი რას ნიშნავს ასეთი სიკეთე ... სხვას რას უყურებ.... შეეცადე და შენც გამოგივა... მაგაზე მარტივი არაფერია.
მცდელობა ანგარებაა. ამიტომაც არაფერი გამომივა. ჯობია ისევ გულახდილი ვიყო და ვთქვა: არ გამიკეთებია უანგარო სიკეთე ცხოვრებაში.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #29004 · Replies: 43 · Views: 40,461

რათა_ჰა?...
Posted on: Mar 5 2010, 11:02 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


Molen

QUOTE
QUOTE
საიდან იცი, რომ ღვთის ნაწილი მიძინებულია და სული ციხეშია ჩაკეტილი? ვიღაცამ გითხრა? წიგნში წაიკითხე? თუ უშუალოდ დაინახე მიძინებული ღმერთი და ციხეში ჩაკეტილი სული?
წავიკითხე, დავფიქრდი, გავაანალიზე და დავრწმუნდი მის ჭეშმარიტებაში.
როგორ შეიძლება წაკითხვით და ანალიზით ადამიანმა თქვას, რომ მასში არსებობს ღმერთი? ანალიზი ნიშნავს განსჯას. განსჯას ვაკეთებთ განსჯის კანონებით. განსჯის კანონებს ვირჩეთ. ანალიზის კანონებს ვირჩევთ. შენ გააკეთე არჩევანი და ამ არჩევნით მიღებულ დაკსვნას ჭეშმარიტებას ეძახი?

QUOTE
არ მინდა შუა საუკუნეების მოძღვრებებს გადავხედო, რადგან მათზე მართლაც შეიძლება იგრძნობოდეს ბნელი ხანის გავლენა
მეისტერ ეკჰარტი? Иоанн Креста? მე-13 საუკუნის ინგლისური თხზულება Облако неведения? ამათზე რაიმე ბნელი ხანის გავლენა იგრძნობა?

ჯვრის იოანეს (Иоанн Креста) თხზულება: ВОСХОЖДЕНИЕ НА ГОРУ КАРМЕЛЬ

Облако неведения არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თხზულება, ჩემი აზრით. ჩემი რჩევა იქნება სხვა რამესთან ერთად ეს ნაწარმოებიც წაიკითხო. თხზულების მიზანია მკითხველი დააყენოს ღვთის ძიების გზაზე, ისევე როგორც ნებისმიერი სულიერი ცხოვრებისათვის განკუთვნილი ნაწარმოები. ამ თხზულების მთელი არსი შეიძლება გადმოიცეს ერთ აბზაცში: ღვთის რაციონალური განსჯა (მასზე ნებისმიერი აზრობრივი განცხადების ან აზრის ჩამოყალიბება, მასზე თვისებების მიწერება და ა.შ.) არის შეუძლებელი. მასთან დაახლოება ("დაახლოება" არ ნიშნავს რომ იგი შორის არის, ან ჩვენშია, ან ჩვენგან დამოუკიდებელია, ან ჩვენი ნაწილია და ა.შ.) შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ერთი აზრით. ეს აზრი არის ღმერთის ბრმა სიყვარული. ეს აზრი უნდა იყოს სულიერების მაძებრის მთელი ცხოვრება. ამ სიყვარულის მიზეზების დასახელება არ შეიძლება. სულიერების მაძებარი უნდა ატარებდეს ამ აზრს ყოველთვის და არ უნდა აცდენდეს არცერთ მომენტს სხვა რამეზე ფიქრში.

ამის შემდეგ შეგიძლია ყველაფერში დამადანაშაულო და ყვლაფერში მართალი იქნები: მე არავითარი უფლება არ მაქვს შენ კითხვები დაგისვა და შემდეგ ჩემი აზრი შემოგთავაზო. თანაც, მე თვითონ არ ვცხოვრობ ამ ცხოვრებით (გარდა იმისა, რომ ცოტას ვჩალიჩობ) და ჩემი საქციელი თვალთმაქცობის ტიპიური მაგალითია. მარა რა ვქნა: უნდა გავუძლო საკუთარ თავს. მასზე ახლო მაინც არავინ მყავს biggrin.gif

QUOTE
მაგრამ ეს რად გვინდა?! XX საუკუნეში გადმოვინაცვლოთ და ანტროფოსოფიის გაცნობა სრულიად საკმარისიი იქნება თუ რას წარმოადგენს ჩვენი სულიერი სამყარო, რომელიც იმდენად ღრმა და მდიდარია, იმდენად უსასრულო და ყოვლისმომცველია, რომ მას აუცილებლად სჭირდება ღმერთი, რომელიც ისევ და ისევ საკუთარ თავშია საძიებელი
ეს ვერ იქნება ის, რასაც ჭეშმარიტებას ეძახი. ჭეშმარიტებაზე ვერ იტყვი იმას, რომ "მას აუცილებლად ჭირდება ღმერთი". შენ არჩევანს აკეთებ (ისევე როგორც მე) და არა ჭეშმარიტება დაინახე.

QUOTE
QUOTE
შენ თუ იცი ვინ ხარ? თუ არ იცი ვინ ხარ, მაშინ საიდან ამტკიცებ ამ ყველაფერს?
მე ვიცი ვინც ვარ, ჩემი იდნივიადუალური მიზნის გარკვეულად უნივერსალური სულიერი საშუალებით მებრძოლი.
შენ არ ამბობ, რომ ჩვენში მიძინებული ღმერთია? თუ შენში მიძინებული ღმერთია და ჯერ არ გაუღვიძია, რა იცი ვინ ხარ? თუ შენს ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ძინავს, როგორ შეგიძლია თქვა ვინ ხარ?

QUOTE
QUOTE
როდესმე თუ ჩაგიდენია თუნდაც ერთი უანგარო საქციელი?
მრავალჯერ მიცდია, გამომსვლია?! არ ვიცი.
ადამინმა ადამიანს სიკეთით რომ უნდა ემსახუროს, ამაზე მე და შენ არ გვექნება განსხვავებული აზრი. მაგრამ, თავის მოტყუებაა ის, რომ ადამიანს უანგარო სიკეთის გაკეთება შეუძლია. როგორ შეიძლება "ნაცადი" სიკეთე იყოს უანგარო? უანგარო სიკეთე არის სპონტანური სიკეთე, სიკეთე ყოველგვარი მიზეზის და რაციონალიზაციის გარეშე. რომელ ადამიანს შეუძლია საერთოდ სიკეთე აკეთოს სპონტანურად? ან როგორ შეიძლება იყოს სიკეთე სპონტანური, როცა სიკეთესა და ბოროტებას შორის განსხვავებას ვხედავთ? როცა არჩევანს ვაკეთებთ ვის სიკეთის ხელი გავუწოდოთ და ვის არა? რაწამს სიკეთეს სიკეთეს ვუწოდებთ, იქვე არ ჩნდება იმის ახსნა, რომ ესა და ეს საქციელი კეთილია იმიტომ და ამიტომ? იმიტომ და ამიტომ გაკეთებული სიკეთე უმიზეოზ სიკეთეა? ადამიანის მიერ ჩადენილ ყველა სიკეთეში არსებობს ანგარება-მიზეზი რატომ ვაკეთებთ სიკეთეს. ანგარება არ ნიშნავს, რომ სიკეთის კეთება აშკარა გამორჩენის გამო ხდება. თუმცა, საბოლოოდ ყველა ჩადენილ სიკეთეში გამორჩენა დევს, არ აქვს მნიშვნელობა ეს გამორჩენა რამდენად უხეშია-თუნდაც იმის გამო ვაკეთებდეთ სიკეთეს რომ სიკეთის კეთებით კარგად ვგრძნობთ თავს. უანგარო სიკეთე შეუძლია მხოლოდ გააკეთოს მან, რასაც "მე" არ გააჩნია-ღმერთს მხოლოდ.

yogi
QUOTE
ღმერთის თემა ყოფელთვის საინტერესო და იდუმალებით სავსეა. პასუხის პოვნაც რთულია: ყველა ფილოსოპოსი თუ მწერალი და ჩვეულებრივი ადამიანიც თავისებურად აღიქვამს ღმერთს. მაგრამ თუ ჩვენ ვეზებთ პასუხს ჩვენი გონების საშუალებით სხვების აზრებში, ეს პასუხი ჩვენ ვერ დაგვამაკმაყოფილებს. იმიტიმ რომ ცვენი გონება შესღუდულია. მანდ ინახება მხოლოდ ის რაც ჩვენ ჩავდეთ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად. მაგრამ ცვენ შეგვიძლია გავასხივოსნოთ შვენი გონება ჩვენი სულის სინათლით. მაშინ ჩვენ დავინახავთ და შევიცნობთ ჭეშმარიტებას. როდესაც ადამიანი აღწევს გასხივოსნებას ის ხვდება, რომ ის და ღმერთი არ არიან 2 ცალ-ცალკე მცხოვრები არსებები. ისინი განუყოფელ ერთიანობას წარმოადგენენ. ეს ჩვენი გონება ხედავს ყველაფერს დაწევრიანებულს, ამაღლეს რეალობაში არსებობს მხოლოდ ერთობა და სხვა არაფერი. როგარც ძველ ინდოელ გასხივოსნებულ ბრძენს -შანკარაჩარიას აქვს ნათქვამი: "არსებობს მხოლოდ ერთი რეალობა. და ეს რეალობა - ბრაჰმანიმაგრამ ბრაჰმანი ა. ბრაჰმანი და მხოლოდ ბრაჰმანი წარმოადგენს აბსოლუტურ რეალობას." მაგრამ ბრახმანი არც კაცი და არც ქალია, მას ვერ აღწერ. როგორც შრი აურობინდოს (უდიდესი მედიტაციის მასწავლებელი) აქვს ნათქვამი: ..."რა სახელის არ უნდა უწოდო "მას'', და რაც ნათქვამია ფილოსოფოსების მიერ "მის" არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი რასაც უნდა აკეთებდე - უნდა გქონდეს "მასთან" შერწყმის წყურვილი. უნდა გაიგივდე "მასთან" და იცხოვრო ამ რეალობაში. იოგა კი უზენაესთან შერწყმის გზაა." თრგმანი მიახლობებითაა მოყვანილი. ვისაც გაინტერესებთ სრული ვერსია შეგიძლიან ნახოტ შრი აურობინდოს წიგნში "ინტეგრალური იოგა".
მეგობარო, წინასწარ ბოდიშს მოგიხდი თუ რაიმე გეწყინება ჩემი ნათქვამით, მაგრამ მოდი სიმართლეს შევხედოთ თვალებში. ეს ყველაფერი რასაც შენ ამბობ, წიგნებში წერია. მეც მაქვს წაკითხული მსგავსი წიგნები. შანკარას crest jewel of discrimination-იც წაკითული მაქვს, ადვაიტა ვედანტის სხვა მიმდევრებიც წამიკითხავს (მაგალითად სვამი ვივეკანანდა), ადვაიტას შემოთავაზებული ე.წ. 12 ძირითიადი უპანიშადებიც მაქვს აქა იქ წაკითხული. სხვადასხვა იოგას ნაწარმოებები. ყველა ესენი ერთიდაიგივეს ამბობს. ამის გამეორება ყველას შეუძლია უკლებლივ ვინც წაიკითხავს და მოინდომებს მის გამეორებას. ამ გამეორებით რაიმე იცვლება? მეც ვამბობდი მსგავს რამეს (და შეიძლება ითქვას ახლაც მჯერა), მაგრამ ამით მე ან შენ რამე შეგვემატა ჭეშმარიტების ძიებაში? ვიპოვეთ ღმერთი? თუ არ გვიპოვია, რა აზრი აქვს ვიღაცის ნათქვამის გამეორებას? საკუთარი თავის მოტყუება არ არის ეს ყველაფერი? მე პირადად, მიუხედავად იმისა რომ მსგავსი მსოფლხედვა დროებით სიმშვიდეს მანიჭებს, არაფერიც არ მიპოვნია და ვეღარ ვამბობ ამას. მე შემიძლია ვთქვა, ამან და ამან ასე და ასე თქვა. კიდევ ერთხელ უნდა მაპატიო. შენი წყენინება არ მაქვს მიზნათ; ამას საკუთარ თავსაც (და ალბათ პირველ რიგში საკუთარ თავს) ვეუბნები.

vkh
QUOTE
მეწყინა კი არა, სხარტი აზროვნებისის ერთ-ერთი ის მაგალითია ამ ფორუმზე, რასაც ჭეშმარიტად ფხიზელ მდგომარეობაში მოვყავარ wink.gif საჭიროა ასეთი კითხვები, სადაც ხანდახან ბანგი უფრო მეტია, ვიდრე პირდაპირ მიმართული ნაკადი smile.gif ყოველ შემთხვევაში მე ასეთ მიმართებაში ვარ! თუმცა სამწუხაროდ დრო არ მაქვს, რომ ჭეშმარიტ დიალოგში შემოვიდე თქვენთან (სულისმეცნიერების პოზიციიდან wink.gif არადა საინტერესო იქნებოდა wink.gif
იცოცხლე, გაიხარე და კიდევ ერთხელ გაიხარე. მე თუ გაგიხურეთ საქმე, ჩემი ძუძუები აუცილებლად დაგლოცავენ biggrin.gif
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #28891 · Replies: 43 · Views: 40,461

რათა_ჰა?...
Posted on: Mar 4 2010, 10:26 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


vkh
QUOTE
ჩემი კიდევ უფრო მდაბიო ხედვით, "ჭეშმარიტად ეზოთერულში", რომლის მისაღწევად პირადად მე არ ვიცი, კიდევ რამდენი ინკარნაცია დამჭირდება, ვგულისხმობდი იმას, რაც თქვენს კითხვებში თემატურად უკვე გაჟღერდა, მხოლოდ ოდნავი სახეცვლილებით, რადგან სტანდარტები არ უპირისპირდება "ჭეშმარიტ ხედვას", არამედ განეკუთვნება კიდეც მას.
იმედია კითხვა არ გეწყინა. მე ჩემის მხრიდან გისურვებ ამ ინკარნაციაში აგისრულდეს ყველაფერი რისთვისაც იღწვი და რასაც ცდილობ. მე კიდევ კითხვებით ვიცი ხოლმე ტვინის გაბურღვა. ჩემს თავსაც ვუსვამ კითხვებს ამდაგვარად. ბოლო-ბოლო, რაცა ვარ ეგა ვარ და არაფერი გამომასწორებს biggrin.gif თუ გინდა იცოდე, შენს (და სხვებისაც) აზრსაც ისე ვცემ პატივს, როგორც საკუთარ აზრს. ეს კითხვები არ წარმოადგენს რაიმეს ვინმეს გასაღიზიანებლად ან დასამცირებლად. როგორც კი გაღიზიანედება ვინმე, სრული უფლება გაქვთ შესაბამისი პასუხი მომცეთ.

  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #28880 · Replies: 43 · Views: 40,461

რათა_ჰა?...
Posted on: Mar 4 2010, 02:10 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


Molen
QUOTE
ადამიანი დაბადებიდან ექცევა ისეთ გარემოში, ისეთი წნეხის ქვეშ, სადაც ღვთის ნაწილი იძინებს, ანუ სული იკეტება ციხეში, რომლიდანად გამოსვლის საშუალებას არ აძლევს ადამიანი მას, რაც პირველ რიგში დიდი ეგოიზმის, საერთო უმიზნობისა და არაფრის ძიების ბრალია.
საიდან იცი, რომ ღვთის ნაწილი მიძინებულია და სული ციხეშია ჩაკეტილი? ვიღაცამ გითხრა? წიგნში წაიკითხე? თუ უშუალოდ დაინახე მიძინებული ღმერთი და ციხეში ჩაკეტილი სული?

QUOTE
ჭეშმარიტად ზღვა უნდა იყო, რომ ბინძური მდინარე შეიერთო და არ დაბინძურდეო. მაგრამ როგორ უნდა გახდეს ადამიანი ზღვად? პირველ რიგში საკუთარ თავი უნდა შეიცნოს, ვინ არის და რა უნდა, შემდეგ კი თავისი ადამიანური გზებით, სრული თავისუფლებით და მრავალი ადამიანური თუ ზეადამიანური ქმედებებით იქცევა ზეკაცად.
ამ ზეადამიანურს თავი დავანებოთ ერთი წუთით. შენ თუ იცი ვინ ხარ? თუ არ იცი ვინ ხარ, მაშინ საიდან ამტკიცებ ამ ყველაფერს? ვიღაცამ გითხრა? წიგნში წაიკითხე? თუ უშუალოდ დაინახე მიძინებული ღმერთი და ციხეში ჩაკეტილი სული?

QUOTE
საბოლოოდ კი ადამიანთათვის ხელის უანგარო გაწვდომა
თუ არ იცი ვინ ხარ, ამაზე მიანც უნდა გქონდეს პასუხი: როდესმე თუ ჩაგიდენია თუნდაც ერთი უანგარო საქციელი?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #28825 · Replies: 43 · Views: 40,461

რათა_ჰა?...
Posted on: Mar 4 2010, 01:47 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


vkh
QUOTE
ეზოთერულ ფორუმზე, ცხადია, ცდილობენ ამ ყველაფერს ეზოთერული კუთხით შეხედონ, თუმცა აქაც 2 (ან მეტი) შესაძლებლობაა: 1. ვისაც ეს საკითხები ჭეშმარიტად ეზოთერულად ესმით, უკვე დაწერილი აქვთ ამ განყოფილებების უამრავ თემებში და აქ ან დაეზარებათ ან გამიზნულად არ დაწერენ ან მსუბუქ არასერიოზულ-არათემატურ გამოხმაურებებს დასჯერდებიან. 2. ან მიიღებ ისეთ გრძნობით-ემოციურს გამოხმაურებას, როგორიც უკვე მიიღე!
რითი არის ეზოთერული ხედვა Molen-ის ან ჩემი მდაბიო ხედვისაგან განსხვავებული? "ჭეშმარიტად ეზოთერულ" ხედვაში რას გულისხმობ: გარკვეულ სტანდარტებზე ჩამოყალიბებულ ხედვას, რომელიც ამ სტანდარტებისაგან არ იხრება და ჭეშმარიტად ერთგულია ამ სტანდარტებისა, თუ ჭეშმარიტ ხედვას? რაღაც უკეთეს ხედვას, რაც ობიექტური ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზაა და რომელიც არაეზოთერიკ მოკვდავს არ გააჩნია?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #28818 · Replies: 43 · Views: 40,461

რათა_ჰა?...
Posted on: Mar 4 2010, 01:38 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


Molen
QUOTE
გამარჯობათ. მე ახალი წევრი ვარ.
გაგიმარჯოს

QUOTE
როგორია თქვენი ხედვა ამ საკითხთან მიმართებით?
შემდეგია ჩემი აზრი, ხედვა და კითხვები ამ საკითხზე:

QUOTE
როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანი ტვინის მხოლოდ რამდენიმე ერთეულს იყენებს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ მისი ათეულ პროცენტამდე გაზრდა, არამხოლოდ მატერიალური ცოდნის გზით იქნება შესაძლებელი, არამედ იმ სულიერის, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ.
ეს მითია. ტვინი მთელს თავის რესურს იყენებს ისე, როგორც საჭიროა. ეს მითი უბრალოდ გავრცელებულია 1930-ანი წლებიდან.

QUOTE
მაგრამ საკუთარ თავში ღვთის გაცოცხლება არის ყველაზე რთული
საკუთარ თავში ღვთის გაცოცხლება? რას ნიშნავს? საკუთ თავში გვყავს ღმერთი, ოღონდ ეს ღმერთი მკვდარია?

QUOTE
ყოველ ჩვენგანში ცოცხლობს ღმერთი, თუმცა იგი არასწორი შეხედულებებისა და გარემოს ვერ დაძლევის გამო ითრგუნება და იძინებს.
ცოცხლობს თუ მკვდარია ბოლო ბოლო? ღმერთს რა აძინებს, თუ ძინავს? ღმერთი სულ ფხიზელი არ უნდა იყოს წესით და რიგით?

დავუშვათ ძინავს და შეგვიძლია გავაღვიძოთ რაღაც სწორი შეხედულებებით. რა არის სწორი შეხედულება, რომელიც მძინარე ღმერთს გამოაღვიძებს? როგორ შეხედულება უნდა მქონდეს ამისათვის (მეც მინდა მძინარე ღმერთი გამოვაღვიძო)? შენ თუ გააღვიძე მძინარე ღმერთი შენში? თუ გააღვიძე, ჩემთვის რატო არ გაიღვიძა? ბოლო-ბოლო ღმერთი ერთია თუ მრავალი? თუ არ გააღვიძე, საიდან იცი საერთოდ არის თუ არა შენში ღმერთი და მით უმეტეს რა ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება ღმერთი?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #28816 · Replies: 43 · Views: 40,461

რათა_ჰა?...
Posted on: Feb 28 2010, 10:03 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


ფორუმ.ჯე, თბილისი.ჯე, და 3-4 აშშ-ს ფორუმი.

ყველაზე აქტიური ვარ ფორუმ.ჯე-ზე: სუპერფორუმია, ცხოვრება ჩქეფს; ზოგი მიდის, ზოგი მოდის, ზოგი ნასვამია, ზოგი ახლა გამოფხიზლდა, ზოგი შეგაგინებს-არ მოერიდება; მერე ჩაგეხუტება. აზრთა სხვადასხვაობაა, ჭიდილია, კბენაა, ღრენაა; მოკლედ, არ მოიწყენ.

დანარჩენი ორი ფორუმიც (ეს და თბილისი.ჯე) კარგია. ნუ, ხალხი ყველგან ერთნაირია-ყველას გონია რომ სხვაზე უკეთესია. ამ ფორუმის დადებითი თვისებებია ერთმანეთის პატივისცემა და იდილია; უარყოფითი თვისებებია ერთმანეთის პატივისცემა და იდილია.

ჩემი აზრით, არცერთ ფორუმზე (სადაც მე დავძვრები, აქაური და უცხოური ფორუმების ჩათვლით) განსხვავებული ადამიანები არ მინახავს. სადაც კი წავიდე, ყველგან ადამიანი შემხვდა და იმედები მიცრუვდება უკვე biggrin.gif როდის მოვხვდები ანგელოზების ფორუმზე, როდის? კაი, ეს ხუმრობაა: არ მინდა ნაგელოზების ფორუმი და მარადიული ნეტარება. აქვე ჯობია აგიშალოთ ნერვები და ავიშალო ნერვები ისევ და ისევ.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #28652 · Replies: 37 · Views: 42,023

რათა_ჰა?...
Posted on: Feb 28 2010, 09:46 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


QUOTE(Atman @ Feb 26 2010, 07:23 PM) *
mata
ყველაზე მისაწვდომი მაინც შრილა პრაპჰუპადას კომენტარებითაა (და ჩემი სუბიექტური აზრით ყველაზე საუკეთესო კომენტარები მისია). ასევე კარგია შანკარაჩარიას კომენტარებიც, მაგრამ არა მგონია იშოვებოდეს, მითუმეტეს ქართულად.
ინგლისურად ამ ვებგვერდზეა სხვადასხვა ფორმატში. მარცხნივ არის View the book და მის ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა ფორმატები.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #28651 · Replies: 46 · Views: 45,182

რათა_ჰა?...
Posted on: Feb 28 2010, 09:25 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


mata
QUOTE
რატომ განიცდი ასე ამ ამბავს sad.gif... რად გინდა მაგის ცოდნა?? და რომც იცოდე ზუსტად მერე მაგით რა?

არ განვიცდი. მართალი ხარ, არ არის საჭირო მაგის ცოდნა.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #28650 · Replies: 52 · Views: 57,474

რათა_ჰა?...
Posted on: Aug 8 2009, 09:37 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


გაიხარეთ თეა და ირმა.

და საერთოდ, ამ დუნიის ყველა პატარა კაშკაშა ვარსკლავს გაუმარჯოს! გაუმარჯოს! გაუმარჯოს! სადღეგრძელოსავით გამომივიდა, მარა არ არიან ღირსები თუ რა?! biggrin.gif

პატარ ნორა (ნორაჩკა) უკვე 16 დღისაა. აგერ კიდევ დავდებ ერთ სურათს, რომელშიც 9 დღისაა ანგელოზი wink.gif

  Forum: ბავშვის აღზრდა · Post Preview: #20246 · Replies: 266 · Views: 136,293

რათა_ჰა?...
Posted on: Aug 8 2009, 04:50 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


QUOTE(ირმა @ Aug 7 2009, 10:14 PM) *
რათა_ჰა?

biggrin.gif ... და რამდენი წლის წინანდელი სურათია?

უი, უკაცრავად. პირველ პირში კი დავწერე, მაგრამ მე არ ვარ ეგენი biggrin.gif ზემო სურათი ერთი ჩემი ძალიან ახლობელი ბიჭის სურათია და 2 წლის წინ გადაღებულია. მეორე სურათ ძალიან ახლობელი გოგოს სურათია და დაახლოებით 2 კვირის წინ გადაღებულია (21-ივლისი, 21, 2009), როცა დაიბადა მაშინ. ეგენი დედმამიშვილები არიან wink.gif
  Forum: ბავშვის აღზრდა · Post Preview: #20239 · Replies: 266 · Views: 136,293

რათა_ჰა?...
Posted on: Aug 7 2009, 11:05 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


2 საათის ვარ
  Forum: ბავშვის აღზრდა · Post Preview: #20214 · Replies: 266 · Views: 136,293

რათა_ჰა?...
Posted on: Aug 7 2009, 11:01 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


ძაან გიჟი:
  Forum: ბავშვის აღზრდა · Post Preview: #20213 · Replies: 266 · Views: 136,293

რათა_ჰა?...
Posted on: Aug 7 2009, 10:44 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


QUOTE(TeO @ Aug 6 2009, 01:40 PM) *
რათა_ჰა?
მადლობა, რომ ამდენ ინფოს გვიდებ wink.gif
შეგარგოს ინფომ wink.gif

ძენზე თუ გინდა აუცილებელი და საკმარისი ინფომრაცია, მაშინ 1 წიგნი შეგიძლია წაიკითხო: Три столпа дзэн. ეს წიგნი დაწერილია ამერიკელი ძენის ოსტატის მიერ (ფილიპ კაპლოს მიერ), რომელიც ძალიან ცნობილმა იაპონელმა ოსტატმა გამოზარდა. წიგნი უფრო სწორად იაპონელი ოსტატის იასუტანის სწავლების ჩანწერებია და ძალიან ცნობილ წიგნად ითვლება ძენის ლიტერატურაში. რუსულ ლინკებს მოგცემ, სადაც წიგნის ყიდვა შეიძლება. თუ დაძებნი შეიძლება ტორენტებზეც ნახო უფასოდ ამ წიგნის ელექტრონული ვერსია.
http://www.chtivo.ru/chtivo=3&bkid=1161630.htm
http://www.libex.ru/detail/book145734.html

კიდევ არის რამოდენიმე კარგი წიგნი, მაგრამ ესეც საკმარისია ძენის გასაცნობად.
  Forum: მხატვრული ფილმები · Post Preview: #20211 · Replies: 8 · Views: 16,834

რათა_ჰა?...
Posted on: Aug 7 2009, 08:05 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


QUOTE(daat @ Aug 7 2009, 12:34 AM) *
აქვს ნათქვამი და სწორედაც რომ მაგ ბრძენს უპასუხა როცა კითხა მან: ვინ ხარ შენ? ბუდამ უპასუხა: I am consciousness. ეს ფაქტია. "ესერა სძლო ლომმან თესლისაგან იუდაისა" (ბიბლია) "რომელმან ახსნას შვიდნი იგი ბეჭედნი"

არ აქვს ნათქვამი. მასე ყველაფრის განცხადება შეიძლება. ბუდას ნათქვამები მთლიანად ბუდისტურ სუტრებშია გადმოცემული. შეიძლება აქვს ნათქვამი კიდეც და არ ვიცი მე, მაგრამ მაშინ დაასახელე სუტრა სადაც ბუდა ამბობს მაგას და მოიყვანე ციტატა. ისე ძალიან არაბუდისტურად ჟღერს და მე საკმაო რაოდნებით სუტრები მაქვს წაკითხული, სადც არსად არ შემხვედრია მსგავსი რამ და არც სხვისაგან გამიგია.

უპაკა ბრძენი არ იყო. უპაკა მოხეტიალე ასკეტი (აჯივაკა, რაც ჯაინიზმის წინამორბედ რელიგიად ითვლება ზოგიერთის მიერ) იყო, რომელმაც ვერ გაიგო რა თქვა ბუდამ.

P.S. არის ბუდიზმში გარკვეული სკოლები, რომელიც დაახლებით მსგავს რაიმეს აცხადებენ (მაგალითად იოგაჩარა), მაგრამ ამ ცნობიერებაში სულ სხვა რამ იგულისხმება.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #20203 · Replies: 886 · Views: 395,851

რათა_ჰა?...
Posted on: Aug 6 2009, 10:40 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


მასეთ შემთხვევაში პატენტი ეკუთვნის იმას, ვინც პირველად დააპატენტებს გამოგონებას wink.gif კი, ისე შეიძლება მასეთი რამ და ბევრჯერაც მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში. ისე მდოგვის მარცვლის იგავი აშკარად გაუტამა ბუდას მიეწერება. დოგენი უდიდესი მოაზროვნე იყო იაპონური ბუდიზმის ისტორიაში და ისედაც ბევრი რამ აქვს გაკეთებული ძენის ისტორიაში მაგის გარეშეც.

ფილმი დღეს დავამთავრე. ტრადიციები და დოჯოში/ზენდოში არსებული ეტიკეტები არის ასე თუ ისე გადმოცემული: მედიტაცია სიარულის დროს (კინჰინი) სოტო ძენის სტილში; საჭმლის მიღების მედიტაციური ფორმა, რასაც ორიოკი ქვია ნახევრად არის აღწერილი. ძალიან საინტერესო რიტუალია ორიოკი ისე. youtube არის ორიოკის ვიდეოები:

http://www.youtube.com/watch?v=X6bSw9yUFY8

http://www.youtube.com/watch?v=13brYNaPZOk
  Forum: მხატვრული ფილმები · Post Preview: #20194 · Replies: 8 · Views: 16,834

რათა_ჰა?...
Posted on: Aug 5 2009, 10:36 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


QUOTE(TeO @ Aug 5 2009, 09:55 AM) *
მართალი ხარ, ძალიან მხატვრულ ჟანრში არის გადაწყვეტილი ფილმის თხრობა smile.gif
მაგრამ ის მომენტი- მეძავი ქალის და მისი ბავშვის ისტორია + მდოგვის, ცერცვის ან ლობიოს მარცვალის ძიებაზე - ეგ არაა პრობლემა გინდა ბუდას, გინდა დოგენს ან იესოს გადახდომოდა..მთავარი იდეის აზრია!..და არ უნდა ამას პატენტი biggrin.gif

მთავარი აზრია, რა თქმა უნდა. მაგრამ, მაინც არსებობს საპატენტო ბიუროები და არავინ ამბობს, რომ მოძღვრება 4 არიული ჭეშმარიტების შესახებ იესოს ეკუთვნის ან პირიქით, "მამაო ჩვენო" ლოცვა გაუტამა ბუდას ეკუთვნის. თუ ვცდები? wink.gif
  Forum: მხატვრული ფილმები · Post Preview: #20185 · Replies: 8 · Views: 16,834

რათა_ჰა?...
Posted on: Aug 5 2009, 09:44 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


ვიზუალურად კარგი ფილმი ჩანს. მაგრამ, ფაქტობრივად არასწორია. ფილმში ერთი ისტორია, სადაც მეძავ ქალს შვილი უკვდება და დოგენს თხოვს გადარჩენას, არის გაუტამა ბუდას ისტორია. ბუდიზმში ეგ ცნობილია მდოგვის მარცვლის იგავით. მდოგვის მარცვლის იგავი ბუდიზმში განსხვავებულია ქრისტიანული იგავისაგან ოღონდ. უფრო მეტი ამ იგავზე ქვემო ლინკებზე შეიძლება ნახოთ:

Kisagotami Theri

Skinny Gotami & the Mustard Seed

დოგენის ბიოგრაფიაში კიდევ იყო მნიშვნელოვანი მომენტები რაც ფილმში არ არის აღწერილი-წესით ასეთი ბიოგრაფიული ხასიათის ფილმში უნდა იყოს მოცემული ბევრი რამ, ჩემი აზრით.

  Forum: მხატვრული ფილმები · Post Preview: #20174 · Replies: 8 · Views: 16,834

რათა_ჰა?...
Posted on: Aug 4 2009, 09:05 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


daat
QUOTE
ეგო ეს არის ის ალბათ, რაზეც ბუდამ უპასუხა როცა კითხეს: "ვინ ხარ შენ"? - "მე ვარ ცნობიერება".
ხოლო ცრუ ეგო ბრწყინვალედ გაქვს აღწერილი.
ბუდას მსგავსი რამ არ აქვს ნათქვამი. საერთოდ, ბუდიზმის სუტრებში მეტაფიზიკურ მსჯელობებზე ყველანაირად ხდება თავის არიდება. როცა ბუდას კითხეს თუ ვინ იყო იგი, მან უპასუხა "მე ვარ გამოღვიძებული". სრული ვარიანტი მისი პასუხისა გადმოცემულია არიაპარიესანა სუტრაში (დიდებული ძიების სუტრაში). ეს არის ავტობიოგრაფიული სუტრა, სადაც ბუდა თვითონ საუბრობს გაუტამას პიროვნებაზე და მის ცხოვრებაზე.

Upaka the Ajivaka saw me on the road between Gaya and the (place of) Awakening, and on seeing me said to me, 'Clear, my friend, are your faculties. Pure your complexion, and bright. On whose account have you gone forth? Who is your teacher? In whose Dhamma do you delight?'-აქ, უპაკა ეკითხება ბუდას თუ ვინ არიას იგი, ვინ არის მისი მასწავლებელი და ვის დჰამას (ამ შემთხვევაში სწავლებას) მისდევს იგი. ბუდა პასუხობს:

"When this was said, I replied to Upaka the Ajivaka in verses:
'All-vanquishing, all-knowing am I, with regard to all things, unadhering. All-abandoning, released in the ending of craving: having fully known on my own, to whom should I point as my teacher? 4 I have no teacher, and one like me can't be found. In the world with its devas, I have no counterpart. For I am an arahant in the world; I, the unexcelled teacher. I, alone, am rightly self-awakened. Cooled am I, unbound. To set rolling the wheel of Dhamma I go to the city of Kasi. In a world become blind, I beat the drum of the Deathless.' ბუდა პასუხობს, რომ ის არის თვითგამოღვიძებული, უმაღლესი განსხივოსნებით განსხივოსნებული, რომელმა დაამთავრა ყველანაირი ლტოლვა, და რადგანაც მთლიანად თვითონ შეიცნო საკუთარი არსი, არც მასწავლებელი ყავს და ა.შ.

მაგრამ, არსად არ არის ცნობიერებაზე საუბარი. კიდევ არის მეორე სუტრა, სადაც ეს მომენტია გადმოცემული, ოღონდ იქ მხოლოდ მოკლე პასუხია, რომ იგი არის გამოღვიძებული და უმაღლესი განსხივოსნების (sammasambuddha).

QUOTE
მინდა რაღაც დავწერო ჩემი პრაქტიკიდან. ერთ მომენტში მივხვდი თითქოს რომ ყველაფერი ყურადღებაზეა დამოკიდებული, ანუ თუ რას უნდა მივაქციო ყურადღება იმ პროცესებიდან რაც გარემომცველ სამყაროში ხდება. ცნობიერება ანუ ჩემი მე, აღიქვამს ამ მოვლენებს სხვადასხვა საშუალებებით, მაგრამ აქ ერთი მომენტი დავინახე რომ უდა იყოს რაღაც ზემდგომი სუბსტანცია ჩემში, რომელიც გადაწყიტავს თუ რას უნდა მივაქციო ყურადღება და რას არა. და ბოლოს მივხვდი რომ ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს სუბსტანციაა! ვიძახი მე გადავწყვიტე რომ გავაცნობიერო ესა თუ ის მოვლენა. ვინ ვარ მე ვინც ეს გადავწყვიტე? ანუ არ ვგულისხმობ იმას რო მე ვარ ადამიანი ფიზიკური და სხვა სხეულები მაქვს, არა , ვგულისხმობ იმას თუ ვინ ვარ იმ დროს როცა გადაწყვეტილებას ვიღებ? აუცილებლად რაღაცა გადაძალავს ჩემში იქნება ეს შეგრძნება ან ფიზიკური მოთხოვნილება ან საჭიროება იმისი რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღო ანუ გონების მოთხოვნილება.
დიდი კითხვაა "ვინ ვარ მე?". მაგრამ, ამ კითხვაზე პასუხი არსებობს? თუ პასუხი არსებობს, ვინ უნდა გასცეს პასუხი? ვინ არ უნდა გასცეს პასუხი, მისთვის მაინც დადგება ისევ კითხვა "ვინ ვარ მე?". ეს კითხვა შეიძლება უბრალოდ გამოიყენო მედიტაციის დროს როგორც კოანა, თავსატეხი, პარადოქსი, რომელზეც პასუხის არსებობა/არარსებობის დადგენა შეუძლებელია. ასეთი კითხვა უბრალოდ უნდა დაგვეხმაროს გავიდეთ მეორე ნაპირას, სადაც აღარც კონცეფციებია და აღარც უკონცეფციობა. მეორე ვარიანტია, იმ ყურადღებით, რაც შენ აღწერე, იცხოვრო და არ მისცე საშუალება აზრს რომ რაიმე ანალიზი გაუკეთოს რეალობას (რაც არ უნდა იყოს იგი). უბრალოდ იყავი და არ დასვა კითხვა "ვინ არის, როცა ვამბობთ უბრალოდ იყავი?". უბრალოდ იყავი, ყოველდღე შეეცადე უბრალოდ იყავი რაღაც დროის განმავლობაში და შემდეგ ეს "უბრალოდ ყოფნა" თავისით მოვა.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #20169 · Replies: 886 · Views: 395,851

რათა_ჰა?...
Posted on: Aug 3 2009, 12:38 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


Anna
QUOTE
რათა ჰა

მეც მომეწონა ეკჰარტ ტოლი და ეხლა კრიშნა მურტის ვეცნობი. ინგლისურად ვკითხულობ და იქნებ დადო შეპირებული ლინკი... l_daisy.gif smile.gif
წინასწარ მადლობააააა smile.gif


კრიშჰნამურტი-ძირითადი ვებგვერდი: ამ გვერდზე კრიშნამურტის ვიდეოებიც არის და ტრანსკრიპტებიც.
კრიშნამურტი-ბუდანეტიდან

რამანა მაჰარიში: ამ გვერდზე პირველი სამი PDF ფაილი (talks with ramana maharshi) ცნობილი წიგნის სახით არის გამოცემული. ამ გვერდზე უფასოა ეგ ყველაფერი.

ადიაშანტი. www.youtube.com-ზე არის კიდევ ბევრი ვიდეო ადიაშანტის სწავლებაზე. უბრალოდ აკრიფე adyashanti საძებნ ველში. youtube-ზე ბლომად კრიშნამურტის (krishnamurti) ვიდეობიც არის (და ეკჰარტ ტოლისაც-ekhart tolle).

suzanne segal 1
suzanne segal 2
suzanne segal 3
suzanne segal 4

papaji მაქვს მოსმენილი მხოლოდ. youtube-ზე არის მისი სწავლების ვიდეოები.
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #20128 · Replies: 218 · Views: 332,201

რათა_ჰა?...
Posted on: Aug 2 2009, 10:04 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


san
QUOTE
ერთადერთი ვინც მომეწონა ეს არის ეკხარტ ტოლლე რომელიც ასევე გასხივოსნებულია, მას ორი წიგნი აქვს და ერთმანეთზე უკეთესი წიგნებია.
თუ ეკჰარტ ტოლი მოგეწონა, მაშინ შემდეგი ავტორებიც საინტერესო იქნება:

adyashanti

კრიშჰნამურტი, რაც ალბათ წაკითხულიც გექნება.

suzanne segal-ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ამ ადამიანს. მისი ნაწერებიც მსგავსია ამ ავტორებისა და ექჰარტ ტოლის.

პაპაჯი

რამანა მაჰარიში-აუცილებლად უნდა წაიკითხოს, ჩემი აზრით, სულიერების მაძებარმა. სიბრძნის უსასრულო წყაროა ეს ღმერთკაცი. თუ ინგლისურად კითხულობ, კარგი ლინკები ვიცი მისი სწავლების.

ძენ ბუდიზმი მთლიანად.

Ajaan Dune Atulo-კიდევ ერთი ბრძენკაცი, თერავადა ბუდიზმის წარმომადგენელი.

სია შეიძლება კიდევ გაავსოს ადამიანმა, მაგრამ ამათი სწავლებები მსგავსია ფაქტიურად-ალბათ სხვანაირად არც შეიძლება იყოს.
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #20110 · Replies: 218 · Views: 332,201

რათა_ჰა?...
Posted on: Jul 26 2009, 02:31 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978


P.S. განსაკუთრებით საინტერესოა დაბადებიდან ბრმა ადამიანების NDE და ე.წ. ჯგუფური NDE, როდესაც რამოდენიმე ადამიანი ერთად განიცდის NDE-ს და ამასთანავე ერთმანეთს ხედავენ ასეთ მდგომარეობაში.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #19929 · Replies: 17 · Views: 30,551

3 Pages V   1 2 3 >

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 10th May 2024 - 12:33 AM