IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >

Gnosis
Posted on: Feb 25 2013, 01:33 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


თავმდაბლობა ღირსების და კეთილშობილები ნიშანია.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #95370 · Replies: 32 · Views: 37,749

Gnosis
Posted on: Feb 25 2013, 01:31 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


ადამიანს გარკვეულ ფარგლეში შეუძლია შემოქმედი იყოს, მაგრამ არსებობს საზღვრები რომელსაც ის ვერ გასცდება მანამ სანამ არ მიაღწევს თვითრეალიზაციის მაღალ დონეს ანუ სანამ არ გახდება რეალურად თავისუფალი.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #95369 · Replies: 10 · Views: 16,387

Gnosis
Posted on: Feb 25 2013, 01:21 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


ილუზიის თემას ბუდიზმში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, სამყარო ილუზიად არის მიჩნეული ანუ ამაოებად, (ქრისტიანობაში ეკლესიასტე გაიხსენეთ) ითვლება რომ იმისათვის რომ ამ ილუზორულ ცხოვრებას გასცდე და დაბრუნდე იქ საიდანაც მოხვედი საჭიროა ამაღლდე ილუზიაზე ანუ შეიცნო ამაოების არსი და დადგე მასზე მაღლა, ანუ მხოლოდ ცოდნა არის გამოსავალი რამეთუ ყველა უბედურების მიზეზად ბუდიზმი უმეცრებას ასახელებს (იესოს სიტყვებია - შეიცანით ჭეშმარიტება და იგი გაგათავისუფლებთ თქვენ). სწორედ ცოდნა და ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენებაა (აქ მეცნიერული ცოდნა და ლოგიკა არ იგულისხმება) ის იარაღი რომლითაც შესაძლებელია ადამიანმა საკუთარ თავში მოძებნოს ღვთიური საწყისი და მიაღწიოს ბოდჰისატვის ან არჰატის მდგომარეობას რაც ნიშნავს იმას რომ მან გადალახა ილუზია და იპოვა ღვთიური ცენტრი საკუთარ თავში ანუ გახდა თავისუფალი, ამის შემდეგ მას ნებისმიერ დროს შეუძლია საწყისში დაბრუნება ისე რომ იგი არ დაკარგავს ინდივიდუალურობას, ანუ მიაღწევს ნირვანას. ასეთი გათავისუფლებული არსებები ხშირად რჩებიან დედამიწაზე და კაცობრიობას ემსახურებიან, სწორედ მათ უწოდებენ ბოდჰისატვებს, ბოდჰისატვები ბოლოს გადადიან მაჰანირვანაში და ისინი ინარჩუნებენ ინდივიდუალურობას, შეცდომაა როდესაც ფიქრობენ რომ ნირვანაში შესვლა გაქრობაა, ნირვანაში შესვლა ილუზიისა და ამაოების გაქრობაა და არა ინდივიდუალური სულის.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #95368 · Replies: 113 · Views: 115,715

Gnosis
Posted on: Feb 25 2013, 01:11 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


QUOTE(miG27 @ Feb 24 2013, 03:44 AM) *
Gnosis
Ratom?
yovelgvari ironiis gareshe gekitxebi.
Shen da atasi shennairi Gnosisi riti xart uketesi-imistvis ro ganvitardet?


საერთოდ აგრესია სისუსტის გამოვლინებაა, ამიტომ გირჩევ დამშვიდდე, ნუ იფიქრებ იმას რომ რაც უფრო აგრესიულად გამოხატავ შენს აზრს ამითი ვინმეზე უფრო მეტ გავლენას მოახდენ, როგორც წესი საპირისპირო შედეგს მიიღებ. აქ ერთმანეთის მოსასმენად ვართ და თუ შეგიძლია მოისმინო და გაიაზრო სხვა ადმიანების აზრი რომელიც შეიძლება შენგან განსხვავდებოდეს კარგია, მე ნებისმიერი ფორუმელის მოსაზრებებს ვეცნობი ინტერესით, მიუხედავად იმისა რომ ბევრ მათგანს საერთოდ არ ვეთანხმები.

რატომ? იმიტომ რომ ბუზი და მსგავსნი მისნი არ არიან ღვთიური ქმნილებები.
უფრო მეტიც სწორედ პირველი ქრისტიანული საიდუმლო სწავლების, გნოსტიციზმის მიხედვით არც ადამიანები არიან ამ ფორმით ღვთიური ქმნილებები, მხოლოდ მათში არსებული ერთი ცენტრია ღვთიური, ამიტომ ადამიანის მისია არ არის განვითარება. კითხვა შეიძლება სხვაგვარადაც დაისვას, ნვითარდება თუ პირიქით დაცემას განიცდის?


  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #95367 · Replies: 872 · Views: 318,281

Gnosis
Posted on: Feb 24 2013, 02:09 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


miG27
როგორც არ უნდა მოიქცნენ ისინი ვერსად ვერ გადავლენ, ბუზები და მსგავსი არსებები არ არიან შექმნილი იმისათვის რომ განვითარდენენ.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #95307 · Replies: 872 · Views: 318,281

Gnosis
Posted on: Feb 24 2013, 02:05 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


mishkasi
თავისთავად არაფერი ხდება, ძალისხმევის გარეშე ჩაკრების გააქტიურება არასდროს მოხდება.
რაც შეეხება ემოციურ ფონს და ხასიათის გაფუჭებას ეს ჩაკრებთან კავშირში არ არის, ადამიანი კარგ ხასიათზეა თუ ცუდზე ამის მიხედვით ვერ განსაზღვრავ მას რომელი ჩაკრა აქვს გააქტიურებული.

  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #95306 · Replies: 235 · Views: 172,161

Gnosis
Posted on: Feb 22 2013, 07:15 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


anima mundi
რთული თემაა, მით უფრო როდესაც გარშემო უამრავი ადამიანი იღუპება, ავადდებიან პატარა ბავშვები.. ხსნა კი არსად ჩანს.
ცალსახად შეიძლება ვთქვათ რომ ადამიანის დაავადება დასტურია იმისა რომ ადამიანი არის არასრულყოფილი არსება, შესაბამისად მისი შემქმნელიც არასრულქმნილია, თუმცა ეს სხვა თემაა და ამაზე სხვა დროს.

ადამიანის დაავადების ერთ-ერთ ძირითად მიზეზს მისი ნერვული გაუწონასწორებლობა წარმოადგენს, სტრესის დროს ადამიანის ჩაკრებში ენერგიის მიმოქცევის პროცესი ირღვევა, მისი დამცავი აურა ზიანდება რის გამოც ადვილი ხდება დაბალი ასტრალიდან შემოსული მავნე ენერგიის მატარებელი არსებების შემოსვლა და დამკვიდრება, მათი მავნეობა კი შემდეგ სხვადასხვა დაავადებების სახით ვლინდება.
დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ დატვირთვას და გარემოს სადაც თავისუფალ დროს ატარებ, სამსახურს დიდი ენერგია და დრო მიაქვს ამიტომ ადამიანი უნდა ცდილობდეს რომ დასვენების დღე სადმე ბუნებაში, მისთვის საინტერესო და საყვარელი ადამიანების, მეგობრების წრეში გაატაროს სადაც მისი ცნობიერება დაისვენებს უამრავი საფიქრალისგან, დამშვიდდება და პოზიტიურად დაიმუხტება, ამას თუ ფეხით სიარული და სიმაღლეზე ასვლა დაემატება საიდანაც სივრცეში გახედვაც იქნება შესაძლებელი ეს ყოველივე ნამდვილად აღუდგენს ძალებს.
კარმულ დაავადებებს ძირითადად მიეკუთვნება ფაქტიურად მოურჩენელი დაავადებები, თუმცა კარმის ტრანსფორმაციაც შესაძლებელია გარკვეულ დონემდე და ამ დროს როგორც წესი უკან იხევს ასეთი დაავადებებიც.
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #95197 · Replies: 24 · Views: 32,594

Gnosis
Posted on: Feb 20 2013, 03:05 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


Ceeport
ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ არა ყოველთვის, თუ ბერი ნამდვილ რეალიზაციას მიაღწვეს ნაკლებ სავარაუდოა მან მიღწეული ასე მარტივად დაკარგოს, თუმცა დაცემისაგან არავინ არის დაცული.
მთებში განდეგილად ცხოვრების დროს გაცილებით ადვილია მიაღწიო ნირვანას, სამადჰის,სიწმნიდის მდგომარეობას... რადგან გარემო ხელისშემსლელი ფაქტორები თითქმის არ არსებობს.
ყველაზე რთულია ასეთ მდგომარეობას მიაღწიო საზოგადოებაში, საერო ცხოვრების დროს, მაგრამ ასეთი გზაც არსებობს და მისი გავლა შესაძლებელია, სახლიდან გაუსვლელად, ტყეში ცხოვრების გარეშე ეგების ჭეშმარიტების შეცნობა ამბობს ერთი ბრძენი და ვგონებ არ ცდება.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #95007 · Replies: 289 · Views: 1,908,324

Gnosis
Posted on: Feb 20 2013, 02:09 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


Atm@n
თუ გზაზე მგელი შეგხვდება მას თავი შესაჭმელად არ უნდა მისცე იმის გამო რომ შენი კარმა პოზიტიურად გარდაიქმნას, მგელს უნდა საკადრისი პასუხი გასცე. იგივე ეხება ადამიანებს, თუ გზაზე ყაჩაღი გესხმის თავს და შენს ხელყოფას აპირებს თავი უნდა დაიცვა, ეს არ არის აგრესია, ასეთი მოქმედება ნეგატიურ კარმას არ ქმნის.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #95001 · Replies: 289 · Views: 1,908,324

Gnosis
Posted on: Feb 20 2013, 02:01 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


Ceeport
აქ ორი რამ არის გასათვალისწინებელი.
პირველი - სიმშვიდე ნებისმიერ სიტუაციაში ანუ აგრესია არ უნდა წარმოიშვას.
მეორე - აგრესია წარმოიშვა და რა ვუყოთ მას?

პირველ შემთხვევაში ყველაფერი ნათელია, მე ამას ვგულისხმობდი ზემოთ რაც დავწერე.
მეორე შემთხვევაში თუ აგრესია არსებობს მის შეკავებას და ქვეცნობიერში ,,ჩაპრესვას" აზრი არა აქვს რადგან როგორც კი მომენტს იხელთებს აუცილებლად გამოვა გარეთ, მარამ ასევე უაზრობაა ამ აგრესიის მაშინვე გამოხატვა.
რაში მდგომარეობს გამოსავალი - აგრესიის ტრანსფორმაცია ენერგიად რომელსაც გამოიყენებ ანუ აგრესიის გამოხატვის ნაცვლად აჯობებს გაერიდო სიტუაციას, და შეეცადო ღრმად ისუნთქო რამდენიმე წუთი და დამშვიდდე(შეიძლება პრანაიამას 1 ან 2 ვარჯიში შეასრულო), ან უბრალოდ უნდა წახვიდე და ფიზიკურად დაიტვირთო, მაგალითად ლაშქრობაში წახვიდე მთაში მეგობრებთან ერთად ან უკიდურეს შემთხვევაში ფეხით აქტიურად იარო 1-2 საათი.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #95000 · Replies: 289 · Views: 1,908,324

Gnosis
Posted on: Feb 20 2013, 01:43 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


ქვეცნობიერი არის სივრცე სადაც ყველა ჩვენს მიერ ემოციასა და გრძნობაში გატარებული აზრი, ქმედება თუ ინფორმაცია იყრის თავს და გროვდება ბალასტად, შესაბამისად რაც უფრო პოზიტიურია ასეთი ბალასტი უკეთესია, ანუ პოზიტიურია მეგობრებთან გატარებული სასიამოვნო დღე, ბუნებაში გასვლა და ლამაზი ლანდშაფტის ყურება, ზღვის ნაპირას ჯდომა და სივრცეში ყურება, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა და სხვ. ნეგატიურია უაზრო ფილმების ყურება სადაც აჩვენებენ ძალადობის სცენებს, უაზროდ დათრობა, ჩხუბი, ლანძღვა-გინება, სხვა ადამიანებისა თუ ცხოველის დაჩაგვრა და სხვ.
ეს ყოველივე არა მარტო ფიზიკურ დონეზე არამედ, გრძნობით, ემოციურ და აზრობრივ დონეზე უნდა კონტროლდებოდეს.
საკმაოდ რთულია. თუმცა ნაწილობრივ მაინც შესაძლებელია თუ მოინდომებს ადამიანი.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #94998 · Replies: 22 · Views: 27,846

Gnosis
Posted on: Feb 20 2013, 01:33 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


narilla
აქ ისე ჩანს რომ ქალის სხეული ფასკუნჯის ნაწილს შეადგენს...თუ გამოყოფილია ქალი ფასკუნჯისაგან?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #94996 · Replies: 36 · Views: 38,404

Gnosis
Posted on: Feb 20 2013, 01:18 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


QUOTE(Ever @ Jan 12 2013, 03:51 PM) *
დაახლოებით 300.000 წლის წინ ნეფილიმელი მუშები აჯანყდნენ (ეს ყველაფერი შუმერებს აქვთ დეტალურად აღწერილი) მუშები აუჯანყდნენ თავის უფროსებს. მათ აღარ სურდათ ოქროს მოპოვება, რადგან ამას 150.000 წელი აკეთებდნენ.

აჯანყებულები პრობლემას წარმოადგენდნენ, ამიტომ 12მა ლიდერმა გადაწყვიტა მოეფიქრებინათ როგორ მოქცეულიყვნენ. გადაწყვიტეს აეღოთ რომელიმე გარკვეული სიცოცხლის ფორმა, რომელიც უკვე არსებობდა დედამიწაზე, კერძოთ პრიმატები. გამოიყენეს პრიმატების სისხლი, თიხა და ახალგაზრდა მამაკაცი ნეფილიმის სპერმა. გეგმა ასეთი იყო, რომ პრიმატის და მათი დნმ-ის გამოყენებით შეექმნათ უფრო განვითარებული არსება დედამიწაზე, რომელიც მათთვის შავ სამუშაობს შეასრულებდა - იმუშავებდა ოქროს მოსაპოვებლად შახტაში.
შუმერების მიხედვით, ჩვენ შექმნილი ვიყავით როგორც მეშახტეები, მონები, ოქროს მოსაპოვებლად. მხოლოდ ეს იყო ჩვენი დანიშნულება. და როდესაც მთელ ოქროს შეაგროვებდნენ საკუთარი პლანეტის გადასარჩენად, მათი განზრახვა იყო გაენადგურებინათ ჩვენი რასა და დაეტოვებინა დედამიწა. არც კი აპირებდნენ ჩვენთვის სიცოცხლის უფლება მოეცათ. ეს ყველაფერი შუმერების ცნობების მიხედვითაა, ესაა ყველაზე ძველი ჩანაწერებია დედამიწაზე. გახსოვდეთ, რომ შუმერული არის ყველაზე ძველი დამწერლობა. ეს ჩანაწერები არის უფრო ძველი ვიდრე ბიბლია და ყურანი.

ჩვენმა მეცნიერებმა საინტერესო რამ აღმოაჩინეს. ზუსტად იმ ადგილას, სადაც შუმერული ჩანაწერები იუწყება, რომ ჩვენ ოქროს მოვიპოვებდით, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ოქროს შახტები. ეს უძველესი ოქროს შახტები დათარიღებულია 100.000 წლით. რაც წარმოუდგენელია ჰომო საპიენსისთვის, ისინი მოიპოვედნენ ოქროს შახტებში. ნაპოვნია ჩონჩხები. რა ჯანდაბა უნდოდა 100.000 წლის წინ ოქროს შახტაში ადამიანს? რაში ჭირდებოდა ოქრო? რომელიც არის ძალიან რბილი მეტალი, რომელსაც ვერ გამოიყენებ ისე, როგორც დანარჩენ მეტალებს. რატომ ვაკეთებდით ამას?

რაც შეეხება ევას თეორიას, მეცნიერებმა დნმ-ის მოლეკულის მიხედვით დაასვნეს, რომ პირველი ადამიანი გაჩნდა სადღაც 150.000 200.000 წლის წინ. და ეს ადამიანი სწორდ იმ ადგილიდან მოდიოდა, რომელზეც შუმერები ამტკიცებენ რომ ოქროს მოვიპოვებდით.

თუ დაგაინტერესებთ გაგრძელება იქნება სირიუსელების როლი ჩვენს შექმნაში smile.gif


ეს ყოველივე მხოლოდ თეორიის დონეზე რჩება და არ დასტურდება მეცნიერულად, ასე რომ იყოს მაშინ ადამიანის წარმოშობისა და მისი დანიშნულების საკითხი მეცნიერების მიერ ამოხსნილად გამოცხადდებოდა, მაგრამ ასე არ არის, თეორიები მრავლად არსებობს თუმცა საბოლოოდ დადასტურებული პასუხი მეცნიერებს არა აქვთ.
უფრო მეტიც, ამ მიდგომას არც ეზოთერული სწავლებები და არც რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემები არ იზიარებენ.

  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #94995 · Replies: 28 · Views: 30,764

Gnosis
Posted on: Feb 20 2013, 01:04 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


QUOTE(Star_light @ Feb 15 2013, 04:21 PM) *
ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ რა როგორ შეიძლება აურის გაწმენდა?


რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი, ჯანსაღი კვება, საკმარისი ძილი, ფიზიკური დატვირთვა (მაგ: ჰა-თჰა იოგა, ტაი ჩი, ცურვა).
მაგრამ ყველაზე მთავარია ფსიქოლოგიური წონასწორობა ანუ სიმშვიდე, უნდა შეეცადო რომ მშვიდი იყო ნებისმიერ სიტუაციაში, ემოციურად მყარი, არ გაბრაზდე, არ გამოხატო აგრესია სხვა ადამიანების მიმართ, ნებისმიერი ნერვული აშლილობა ადამიანის აურას აზიანებს და მას ხდის დაუცველს უამრავი დაავადებებისაგან რომლებიც სწორედ ასეთი დაზიანებების დროს შემოდიან და გარკვეული დროსის შემდეგ ვლინდებიან სხვადასხვა ავადმყოფობის სახით.
და კიდევ ერთი, გარე სამყაროს მიმართ უნდა იყო კეთილი, სათნო და მოსიყვარულე, უნდა აკეთო სიკეთე ისე როგორც შეგიძლია, ყოველგვარი ამპარტავნება უნდა დაივიწყო.
თუ ამ ყოველივეს გაითვალისწინებ შედეგს მალევე იგრძნობ.

  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #94994 · Replies: 289 · Views: 1,908,324

Gnosis
Posted on: Feb 20 2013, 12:45 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


earth
თუ ღამით ღრმად გძინავს, სიზმრებს არ ხედავ მაგრამ დილით თავს მხნედ და დასვენებულად გრძნობ ეს მხოლოდ კარგის ნიშანია. როგორც წესი სიზმრები ასტრალურ სიბრტყეში მოძრაობის ანაბეჭდია, ხშირად ეს ყველაფერი დაბალ ასტრალში ხდება, ამის გამო ადამიანი ძილიდან შეიძლება დასვენების ნაცვლად დაღლილი გამოვიდეს, რაც ნამდვილად არ არის სასურველი.
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #94993 · Replies: 69 · Views: 63,302

Gnosis
Posted on: Feb 20 2013, 12:30 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


როგორც ზემოთ წერ გარკვეული მეთოდი გამოიყენე იმისათვის რომ ამ მდგომარეობაში აღმოჩენილიყავი, თუ ცუდად ხარ და ასეთ მდგომარეობაში ყოფნა არ გინდა რატომ აკეთებ ამას. ხომ არ აჯობებს საერთოდ დაანებო თავი ასტრალში გასვლის მცდელობებს.
  Forum: ფორუმი · Post Preview: #94976 · Replies: 15 · Views: 20,316

Gnosis
Posted on: Feb 19 2013, 05:05 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


ქვემოდან ზემოთ ჩაკრების გახსნისას ადამიანი გრძნობს მხურვალებას ხერხემლის ფუძეში, რომელიც ცხელი ტალღების სახით ვრცელდება ხერხემლის ფუძიდან ზემოთ, ორგანიზმი ცხელდება, იკარგება დროის შეგრძნება, სუნთქვა რადიკალურად იცვლება, ღრმავდება და ფართოვდება, შეიძლება დაიწყოს გამოვლენა სხვადასხვა პარანორმალურმა თვისებამ მაგ: უტჰაპანა ანუ სიმსუბუქის შეგრძნება და თანმდევი ლევიტაცია, გარემო ტემპერატურის მიმართ უგრძნობელობა, გაფართოების შეგრძნება, შეგრძნება იმისა რომ რასაც ისურვებთ შეიძლება მომენტალურად ასრულდეს და სხვ. გარკვეული დროის შემდეგ კი ეს ყოველივე სუნთქვის ფაქტობრივ შეჩერებაში გადადის, ეს რთული პროცესია და წინასწარ მომზადებას საჭიროებს, კუნდალინის გაღვიძება არც ისე რთულია მაგრამ მისი ზემოთ წარმართვა სერიოზულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ამ პროცესისთვის ძირითადად პრანაიამას და კრიიას(არ აგერიოთ გამწმენდ კრიიაში) მედიტაციურ ტექნიკას იყენებენ, ასევე მნიშვნელოვანია ბანდჰების სწორად გამოყენება.

თუ ეს შეგრძნებები არ გგქონიათ მაშინ ჩაკრების გახსნა არ გაქვთ განცდილი. პროცესი სიმშვიდეში გადასვლით სრულდება და ამ დროს ენერგია ისევ თავის სამყოფელს უბრუნდება, სუნთქვა სწორდება ხოლო ადამიანი ფიზიკურ რეალობას უბრუნდება.


  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #94943 · Replies: 50 · Views: 85,074

Gnosis
Posted on: Feb 17 2013, 06:43 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


გნოსტიციზმი ერთერთი ყველაზე ძველი და საიდუმლო სწავლებაა რაც კი კაცობრიობას შემორჩა, იგი უძველესი ქრისტიანობაა და შეიძლება ითქვას რომ თავისი სირთულით და სიღრმით მხოლოდ ებრაულ კაბალას შეიძლება შედარდეს.
იმისათვის რომ გნოსტიციზმში გაერკვეთ უძველესი ტექსტები უნდა წაიკითხოთ რომელიც ნაგჰამადის ბიბლიოთეკაში იქნა აღმოჩენილი, ეს ტექსტები კოპტურ ენაზეა დაწერილი, დღეს უკვე თარგმნილია და რუსულადაც შეიძლება მოძებნოთ.

გნოსტიციზმის მიხედვით ადამიანის შემქმნელად დემიურგი ანუ კოსმოსის შემქმნელი ღმერთი ითვლება, იგი არც სუსტია არც ბრიყვი და მითუმეტეს არც გაორებული, იგი კოსმოსს ქმნის და წარმოიდგინეთ რამხელა შემოქმედებითი უნარი და ძალა გააჩნია, ადამიანი რომ არასრულყოფილი არსებაა ამის დანახვა ვგონებ ძალიან მარტივია, ასერომ ნაჩქარევ დასკვნებს ჯობს ნაგჰამადის ტექსტებს გაეცნოთ.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #94850 · Replies: 8 · Views: 15,230

Gnosis
Posted on: Feb 17 2013, 02:57 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


მეტემფსიხოზი ანუ რეინკარნაცია, გარდასახვა.... ურთულესი საკითხია...ზედაპირული მიდგომა და იმაზე საუბარი რომ რაღაც ქმედების გამო შეიძლება ხელმეორედ დაიბადო რომ მისი შედეგი დაგიბრუნდეს არასერიოზულია. ვფიქრობ მას გაცილებით უფრო ღრმა და სერიოზული მიზეზი აქვს იარსებოს ვდრე ეს მიზეზშედეგრიობაა. ადამიანის ცხოველად ან ფრინველად გარდასახვა ვგონებ არასოდეს ხდება რადგან, ადამიანი სხვაგვარად არის შექმნილი და მისი არსებობის მიზანი ტოტალურად განსხვავებულია ფრინველის ან ცხოველის არსებობის მიზნისაგან. ამ თემაზე მომავალში უფრო მეტს დავწერ, განწყობა უნდა ამ საკითხზე წერას, ეს ერთერთი ყველაზე დაფარული და რთული თემაა.


  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #94823 · Replies: 872 · Views: 318,281

Gnosis
Posted on: Feb 17 2013, 02:38 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


teepurple
თითოეულ სუტრაზე შეიძლება კომენტარი დაიწეროს რატომ არის სუსტი თარგმანი მაგრამ ეს ძალიან შორს წაგვიყვანს და ამის დრო არც გვაქვს. გირჩევ წაიკითხო ოსტროვსკაიას და რუდოის თარგმანი სანსკრიტიდან რომელსაც კლასიკური იოგა ჰქვია, ამ წიგნში ასევე არის თარგმნილი ვიასას კომენტარები, თუ შეადარებ თუნდაც რამდენიმე სუტრას მალევე მიხვდები რას ვგულისხმობდი.
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #94822 · Replies: 48 · Views: 82,045

Gnosis
Posted on: Feb 17 2013, 02:05 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


teepurple
თუ ჩაკრები გაიხსნა ერთხელ მაინც ეს ნიშნავს რომ ადამიანის ცნობიერებაში რაღაც შეიცვალა, იგი უფრო მაღლა ავიდა ერთი საფეხურით თუ შეიძლება ასე ვთქვათ, მაგრამ ერთხელ გახსნა არ ნიშნავს რომ ამიერიდან მუდმივად გახსნილი გექნება, აქ სწორედ ადამიანზეა დამოკიდებული ინარჩუნებს იგი ამ მიღწეულ მდგომარეობას თუ ისევ საწყის პოზიციას უბრუნდება, რადგან ვინც ინარჩუნებს ის შემდეგ კიდევ 1 საფეხურით აიწვს ხოლო ვინც საწყისს უბრუნდება მას ის ძველიც გასავლელი აქვს რომელზეც ავიდა და ისევ დაეშვა. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი მიღწეულის შენარჩუნება.
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #94819 · Replies: 235 · Views: 172,161

Gnosis
Posted on: Feb 16 2013, 03:09 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


narilla
მატას დადებულ თარგმანს თვალი გადავავლე, ძალიან სუსტია.
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #94740 · Replies: 48 · Views: 82,045

Gnosis
Posted on: Feb 16 2013, 03:07 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


ზოგადად ტყუილი ადამიანის ცნობიერების დაცემას იწვევს, ვარდნას, ამიტომ ტყუილების საუბარი, განსაკუთრებით მათთვის ვინც სუკიერი განვითარების გზაზე დგას ძალიან საზიანოა, საერთოდ ტყუილი კი არა ზოგადად ბევრი საუბარია საზიანო, რაც უფრო ცოტას ვსაუბრობთ მით უფრო ნაკლებია ტყუილიც და შეცდომაც.

უფრო თუ დავკონკრეტდებით მაშინ შეიძლება ვთქვათ რომ ტყული მაშინ არის საშიში როცა სხვა ადმიანს ამ ტყუილის გამო ზიანი ადგება, ეს უკვე ბოროტებაა. არსებობს ტყუილის ფორმა რომელიც ნამდვილად არაფერს აზიანებს, მაგ: შეიძლება ადამიანმა იცრუოს იმის გამო რომ მეორე ადამიანს არ გაუმხილოს მისთვის ელდასაცემი სიახლე, და ეს სწორედ იმიტომ გააკეთოს რომ მასზე ზრუნავს,ამის გამო ვერავის გაკიცხავ.
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #94739 · Replies: 47 · Views: 69,399

Gnosis
Posted on: Feb 16 2013, 02:55 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


earth
მიზეზი შეიძლება ზედმეტი გადაღლა იყოს, თუ დილით იღვიძებ და ისევ დაღლილად გრძნობ თავს მაშინ ძილის რეჟიმი უნდა შეცვალო, ადრე უნდა დაიძინო, ფსიქიკა სანამ არ დაისვენებს მანამდე ცნობიერი და საინტერესო სიზმრები არ გამოჩნდება რადგან ცნობიერება გაქცევას და დასვენებას ცდილობს.
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #94738 · Replies: 69 · Views: 63,302

Gnosis
Posted on: Feb 16 2013, 02:41 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 8-February 13
Member No.: 6,996


QUOTE(Star_light @ Feb 15 2013, 11:38 AM) *
http://www.eclecticenergies.com/chakras/open.php

რას იტყვით ამ საიტზე, მართლა შესაძლებელია ჩაკრის ასე გახსნა?


მუდრების გამოყენებით შეიძლება ჩაკრები გააქტიურო გარკვეულ დონემდე მაგრამ მათ სრულ გააქტიურებას გაცილებით სერიოზული მიდგომა სჭირდება ვიდრე რამდენიმე მუდრის შესრულებაა.
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #94737 · Replies: 235 · Views: 172,161

2 Pages V   1 2 >

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 11:17 AM