IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

11 Pages V  « < 9 10 11  
Reply to this topicStart new topic
> ოშო, ვის წაგიკითხავთ?
Existence
post Oct 8 2013, 09:35 PM
Post #201


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,511
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თემასთან დაკავშირებით წერეთ


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Dec 15 2014, 10:24 PM
Post #202


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,511
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამოცემულია ქართულ ენაზე ოშოს ძალიან საინტერესო წიგნი - ოქროს ყვავლის საიდუმლო (დაოისტური ტრაქტატის გაშიფვრა )

https://www.facebook.com/pages/%E1%83%9D%E1...82994?pnref=lhc

ხელმისაწვდომია თბილისის წიგნის მაღაზიებში


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 11 2016, 02:30 PM
Post #203


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 854
Joined: 8-November 12
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პიროვნებების განყოფილებაში ვეძებდი ოშოს და არ არის მარტო აქ არის მისი თემა...

მოკლედ კონკრეტულად რა არის სიყვარული, ამ თემაზე ყველა მსჯელობს ყველა თავისებურად ფიქრობს, მერე სხვებსაც ეკითხებიან აზრს, მიდის ტვინის ბურღვა, ნეტავ რა უნდა იყოს? მეც ბევრჯერ მიფიქრია რას აიჩემეს ეს სიყვარული, რაღაც აბსტრაქტული და გაუგებარი სიტყვა

ახლახანს ვუსმენდი ამ აუდიო წიგნს ცოტა ფრაგმენტები გადავთარგმნე

ოშო
თანაგრძნობა
უმაღლესი სიყვარულის გამოვლინება
წიგნში თავმოყრილია ოშოს საუბრების ის ნაწილი, სადაც ის გვასწავლის ცხოვრებას საკუთარი თავის, გარშემომყოფების და მთელი სამყაროს (არსების) მიღებას და სიყვარულს.
მომწიფებულ, სრულყოფილი სიყვარულაი არის თანაგრძნობა. „თანაგრძნობა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს, რომ თქვენ ღებულობთ ადამიანთა არასრულყოფილებასა და სისუსტეს, არ ელოდებით რომ ისინი მოიქცევიან ისე როგორც ღმერთები, თქვენ აღიარებთ ყოველი ადამიანის ღირსებას, ეხმარებით ადამიანებს იმის გაცნობიერებაში რომ გასხივოსნება ყოველი ადამიანის ბუნებაში დევს.“
....
...ბუდას თანახმად სუნთქვა _ ეს საფუძველია. ღრმა, მოდუნებული, გაცნობიერებული სუნთქვა თქვენ გაძლევთ საოცარ სიჩუმეს, სიმშვიდეს და მოდუნებას: თანდათან თქვენ დნებით, იხსნებით და ქრებით. თქვენ აღარ ხართ ცალკეული კუნძული იწყებთ ვიბრირებას მთელ არსებასთან ერთად. თქვენ აღარ ხართ ცალკეული ნოტი, არამედ მთელი სიმფონიის ნაწილი. ამ დროს იბადება თანაგრძნობა.
თანაგრძნობა წარმოიშვება, როდესაც თქვენ აცნობიერებთ თქვენს კავშირს ყველა ადამიანთან, როდესაც ხედავთ, რომ თქვენ_ყველას ნაწილი ხართ და ყველა შენი ნაწილია. არავინ არ არის განცალკავებული. როდესაც ქრება განცალკევებულობის ილუზია, წარმოიშვება თანაგრძნობა. თანაგრძნობა არ არის დისციპლინა.
....
მაიტრი ბავანა.
კითხვა: _ არის ბუდისტური მედიტაციის ტექნიკა, რომელსაც ეწოდება მაიტრი ბავანა. ის იწყება იმით რომ თქვენ ეუბნებით საკუთარ თავს: „დიახ მე ვიქნები ჯანმრთელი, მე ვიქნები ბედნიერი, ვიქნები თავისუფალი მტრებისაგან, ვიქნები თავისუფალი არაკეთილმოსურნეთაგან“.
გრძნობით განმსჭვალულნი ვაწარმოებთ ამ აზრებს, მედიტაციის შემდეგ ეტაპზე ამ გრძნობას თქვენ ავრცელებთ სხვა ადამიანებზე_თავდაპირველად წარმოიდგენთ ადამიანებს, რომლებიც გიყვართ, და ჩუქნით მათ ამ მშვენიერ გრძნობას, შემდეგ ამას ავრცელებთ იმ ადამიანებზე რომლებიც ნაკლებად გიყვართ, და ასე აგრძელებთ მანამ სანამ არ იგრძნობთ თანაფრძნობას იმ ადამიანების მიმართ რომლებსაც ვერ იტანთ. ადრე ამ ტექნიკის შესრულების დროს ვგრძნობდი რომ ის მიხსნიდა სხვა ადამიანებს, და მივატოვე ეს პრაქტიკა, რადგან მასში შევნიშნე რაღაც სახის თვითგიპნოზი. მე ისევ მიზიდავს ეს ტექნიკა მაგრამ უკვე დავიბენი: ისევ გავაგრძელო? რას იტყვით?
პასუხი:_ მაიტრი ბავანა_ეს ერთ -ერთი ყველაზე მოქმედი ტექნიკაა. ნუ ეშინია რომ აღმოჩნდები თვითგიპნოზის ქვეშ_ეს არ არის თვითგიპნოზი. სინამდვილეში ეს ანტიგიპნოზია. გარეგნულად ეს მეთოდი ჰიპნოზს გავს, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა. ეს ისეა თითქოს თქვენ მოხვედით ჩემთან სახლიდან ფეხით, ახლა კი ბრუნდებით, თქვენ ისევე დაბრუნდებოდით ფეხით როგორაც მოხვედით. განსხვავება ისაა რომ ამჯერად თქვენ ზურგით იქნებოდით ჩემი სახლისკენ. გზა იგივე იქნებოდა, მაგრამ როდესაც ჩემტან მოდიოდით სახით იყავით ჩემკენ, მაგრამ ახლა ჩემთან მოდიხართ ზურგით ჩემკენ...
ადამიანი უკვე დაჰიპნოზებულია, საკითხი იმაში არ არის თქვენ ექვემდებარებით თუ არა ჰიპნოზს,_თქვენ უკვე ხართ დაგიპნოზებული. ყველა მიმდინარე პროცესი საზოგადოებაში_არის ჰიპნოზი. ვიღაცას უთხრეს, რომ ის ქრისტიანია, შემდეგ კი ამას ისე ხშირად უმეორებდნენ, რომ მისი ტვინი მიეჩვია ამ აზრს, და ის თავის თავს მიიჩნევს ქრისტიანად. ვიღაც ინდუსია, ვიღაც მუსულმანი_ეს ყოველივე უკვე ჰიპნოზია. თქვენ უკვე ხართ დაჰიპნოზებული. თუ თქვენ ფიქრობთ რომ უბედური ხართ ეს ჰიპნოზია. თუ ფიქრობთ რომ ძალიან ბევრი პრობლემა გაქვთ_ეს ჰიპნოზია. რადაც არ უნდა ვლინდებოდეთ_ეს არის გარკვეული სახის ჰიპნოზი. საზოგადოებამ შემოგტენათ ეს იდეები, და ახლა გატენილი ხართ ამ იდეებით დაკონცეფციებით.
მაიტრი ბავანა_ეს ანტიჰიპნოზია: ეს არის მცდელობა ბუნებრივი ცნობიერების დაბრუნების, ეს არის მცდელობა რომ დაგიბრუნდეთ თქვენი ნამდვილი სახე, ეს არის მცდელობა რომ დაგაბრუნოთ თქვენი დაბადების მომენტში, სადაც საზოგადოებას ჯერ კიდევ არ გარდაუქმნიხართ, როდესაც ბავშვი იბადება ის იმყოფება მაიტრი ბავანაში. მაიტრი ბავანა ნიშნავს მეგობრობის მაღალ გრნობას, სიყვარულს, თანაგრძნობას. როდესაც ბავშვი იბადება მისთვის უცხოა სიძულვილი, მან იცის მხოლოდ სიყვარული. სიყვარული თანდაყოლილი გრძნობაა. სიძულვილი_შეძენილი. სიძულვილს, ეჭვიანობას, სიბრაზზეს, ძალადობას ბავშვს ასწავლის საზოგადოება.
....
სიკეთის მოყვარული, და სხვა განდიდების მანიები.
თანაგრძნობა ცნობიერების უმაღლესი გამოვლინებაა, ესაა სურვილი განთავისუფლდე სიბნელისაგან, ესაა სურვილი განთავისუფლდე ყველა კავშირისაგან, ესაა სურვილი გაიწმინდო შხამისაგან.
მაგრამ თანაგრძნობა _ არ არის სიკეთე. სიკეთე არის ხარისხი, რომელიც ამყარებს ეგოს. როდესაც ვინმეს მიმართ ხართ კეთილი, ამ დროს თქვენ გრძნობთ რომ აღემატებით მას, ამის მიღმა იმალება ღრმად დამალული შეურაცხყოფა_თქვენ ამცირებთ მას, და ეს თქვენ სიამოვნებას განიჭებთ. აი რატომ არ შეიძლება სიკეთის პატიება. ის ვის მიმართაც იყავით კეთილი, სადღაც გულის სიღრმეში ის ინახავს წყენას თქვენს მიმართ და აუცილებლად გადაგიხდით სამაგიეროს. ეს იმის გამო ხდება რომ სიკეთე მხოლოდ გარეგნულად ჰგავს თანაგრძნობას, მაგრამ მას არაფერი აქვს თანაგრძნობასთან საერთო, მას გააჩნია სხვა ფარული მოტივები.
თანაგრძნობა არამოტივირებულია_მას არ გააჩნია არანაირი მოტივები. თქვენ გასცემთ მხოლოდ იმიტომ, რომ გაქვთ რაღაც რასაც გასცემთ, _არა იმიტომ რომ სხვა საჭიროებს ამას. თანაგრძნობაში სხვისი გათვალისწინება არ ხდება. იმის გამი რომ თქვენ იმდენი გაგაჩნიათ, რომ თქვენ ივსებით, თანაგრძნობა ბუნებრივია, როგორც სუნთქვა. სიკეთე გამომუსავებული ურთიერთობაა. სიკეთე _ თვალთმაქცობის განსაკუთრებული ფორმაა, ეს ანგარიშია, არითმეტიკაა.
...სიკეთე ამყარებს ეგოს, თანაგრძნობა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი როდესაც ეგო გაქრება, ლექსიკონებში ნათქვამია, რომ თანაგრძნობა სიკეთის სინონიმია, მაგრამ არსის ლექსიკონში ასე არ არის.
...გამომუშავებული სიკეთე თქვენ ძალიან ეგოისტად გაქცევთ. შეხედეთ: კეთილი ადამიანები ძალიან ეგოისტები არიან, სასტიკ ადამიანებზე გაცილებით ეგოისტები. სასტიკი ადამიანი ყოველ შემთხვევაში თავს ცოტა დამნაშავედ გრძნობს, მაგრამ ე.წ. კეთილი ადამიანი გადასარევადაა, ის სხვებთან შედარებით ღვთაებრივია, სხვებზე უკეთესია. ის სრულიად ეგოცენტრულია ყველაფერში რასაც აკეთებს, ყოველი მისი აქტი და მოქმედება მის ეგოს კვებავს. დღითი დღე მისი სიდიადე იზრდება. ეს ეგოს გამოვლინებაა.
ესაა პირველი რაც უნდა იცოდეთ: თანაგრძნობა არ არის ე.წ. სიკეთე. მასში არის სიკეთის არსებითი ნაწილი_სირბილე, თანაგრძნობა, ემპათია, შემოქმედება, დახმარება. მაგრამ თქვენ არ ქმნით თანაგრძნობას, ის უბრალოდ მიედინება თქვენში, ის მომდინარეობს არსიდან, თქვენ ხართ ბედნიერი და მადლიერი, რომ არსმა აგირჩიათ თქვენ, როგორც გამტარი. თქვენ ხდებით გამჭვირვალე თქვენში მიედინება თანაგრძნობა_ თქვენ მას ხელს არ უშლით. ასეთი თანაგრძნობა სუფთა სიკეთეა ეგოს გამოვლინების გარეშე.

Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jan 21 2016, 09:15 PM
Post #204


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
QUOTE(*ANO* @ 11th January 2016 - 02:30 PM) *
თანაგრძნობა ცნობიერების უმაღლესი გამოვლინებაა, ესაა სურვილი განთავისუფლდე სიბნელისაგან, ესაა სურვილი განთავისუფლდე ყველა კავშირისაგან, ესაა სურვილი გაიწმინდო შხამისაგან.
მაგრამ თანაგრძნობა _ არ არის სიკეთე. სიკეთე არის ხარისხი, რომელიც ამყარებს ეგოს.

შენ როგორ ხედავ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 22 2016, 01:36 PM
Post #205


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 854
Joined: 8-November 12
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ichi @ Jan 21 2016, 09:15 PM) *
ano

შენ როგორ ხედავ?


მეც მასე ვხედავ რა თქმა უნდა,
საკუთარი თავის მხილება დავინახე ამიტომ ვთარგმნე და აქ დავდე,

ოშო კარგად ხსნის ბევრ საკითხს, რასაც მანამდე ბუნდოვნად ინტუიციურად მეც ვხვდებოდი, იმას უფრო ნათელს ფენს,
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 22 2016, 06:49 PM
Post #206


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,095
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შენი თარგმნილი ოშოს ნაწყვეტი დავდე ბლოგზე
http://www.blog.esoteric.ge/ოქრო...უმლო/

სიკეთეზე რასაც ამბობს, ყველა სიტყვაში ვეთანხმები


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 22 2016, 07:23 PM
Post #207


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,095
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაიტრი ბავანა. - ამან ოლმეკი გამახსენა biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 24 2018, 02:10 AM
Post #208


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 854
Joined: 8-November 12
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კიდევ ერთი პრაქტიკა მედიტაცია ვთარგმნე ოშოსი. ვუსურვებ საკუთარ თავს და ყველას გამოღვიძებას
smile.gif

ოშო
მედიტაცია: მესამე თვალი და დაკვირვება

აღმოსავლეთის ბრძენნმა იციან, რომ ჩვენს ორ თვალს შორის არის კიდევ ერთი მესამე თვალი. დაბადებიდან ის დახურულია, ამიტომ ადამიანისათვის გაუგებარია სამყაროს შემოქმედების სისტემა. მისი გახელა შესაძლებელია დიდი ძალისხმევის შედეგად და ასევე სექსუალური ენერგიის ზემოთ აწევით მესამე თვალის სფეროში.
მედიტაციის დროს შეუძლებელია დადეფითი ეფექტის მიღება მხოლოდ ორი თვალით დაკვირვების შედეგად, იმიტომ რომ ისინი იყურებიან გარეთ. ხოლო ჩვენი მიზანია_საკუთარ თავზე დაკვირვება შიგნიდან მესამე თვალის საშუალებით. ამიტომ მედიტაციის დროს სასურველია თვალების დახუჭვა, რომ დავუბრუნდეთ ჩვენ შინაგან მეს.

დაიკავე მოწმის პოზიცია
შივამ თქვა: „კონცენტრაცია მოახდინეთ წარბებს შორის, და გონება იყოს ფიქრებზე წინ. ფორმა შეივსოს სუნთქვის არსებით თავის ბოლომდე, იქ კი _ სინათლის ნაკადია.“
მოცემული პრაქტიკა ითვლება ერთერთ სიღრმისეულად და მის დაწყებამდე უნდა გვახსოვდეს, რომ მთელი თქვენი ყურადღება მედიტაციის დროს კონცენტრირებული უნდა იყოს წარბებს შორის ცენტრში.
საინტერესოა რომ როდესაც კონცენტრირდებით მესამე თვალზე, თქვენ დაგავიწყდებათ თქვენი სხეულის სხვა ნაწილებზე ფიქრი. უფრო მეტიც ძალისხმევითაც კი ვერ შეძლებთ მის სხვა ნაწილზე გადატანას, შეიძლება ითქვას, მესამე თვალი არის უძლიერესი მაგნიტი, რომელიც იზიდავს თქვენს ყურადღებას, ის სრულიად შთანთქავს მას.
ყოველდღიურობაში როგორც წესი ადამიანი აკონტროლებს საკუთარ ფიქრებს, ის მათ წარმოშობს. მოცემული მედიტაციის დროს კი სიტუაცია ამგვარად ეწყობა: ფიქრები თქვენს თავში წარმოიშვებიან თქვენი მონაწილეობის გარეშე, თქვენ იქნებით მათი არსებობის მოწმე თქვენს ცნობიერებაში. თქვენ უბრალოდ იღებთ ამ ფიქრებს და აკვირდებით მათ მოძრაობას. თქვენ გახდებით ამ ფიქრების ზუსტი ანარეკლი.
როგორც კი თქვენ შეხვალთ „მოწმის“ მდგომარეობაში, იგრძნობთ თქვენი სუნთქვის ვიბრაციას, შემდეგ კი მიხვდებით მის არსს, რადგან სუნთქვა არ არის უბრალოდ ჰაერი ან ჟანგბადი. სუნთქვა ესაა_ პრანის ენერგიის მოძრაობა.

ვეხებით ბუმბულით.
დახუჭულ თვალებზე ხელი მიიდეთ ისე , რომ ისინი იგრძნოთ თვალის გუგებით. შეხების შეგრძნება უნდა იყოს მსუბუქი, როგორც ბუმბული. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ მიიჭიროთ ხელი თვალებზე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ მოქმედებს მედიტაციის ეფქტურობაზე. თუკი პირველ ჯერზე ასეთი მსუბუქი შეხება არ გამოვა, დროთა განმავლობაში ამას ისწავით. უნდა იყოს ძალიან მსუბუქი შეხების შეგრძნება, რასაც მოყვება სიმსუბუქის ენერგია, რომელიც გავრცელდება მთელს თქვენს სხეულში.
ეს ხდება იმის შედეგად, რომ ენერგია, რომელიც გადის თქვენი ხელების საშუალებით, მიილტვის თვალიდან მესამე თვალისაკენ. ხოლო მისგან წვეთწვეთად აღწევს გულში. თქვენ იგრძნობთ როგორ შენელდება სუნთქვა და თქვენი გულის ცემა, სხეული მოიპოვებს სრული მოდუნების მდგომარეობას, ხოლო ფიქრების მოძრაობა გაჩერდება.
ამ პრაქტიკის გაკეთება შესაძლებელია დღეში რამდენჯერმე, თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს და ადგილას. ამ მედიტაციური სეანსის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 40 წუთისა. მთავარია არ დაგავიწყდეთ, მისი მთავარი პრინციპის შესახებ: თქვენი ხელები უნდა გახდეს ბუმბული. ცხადია რომ ხელების გაჩერება ასე მსუბუქად შეხების პოზიციაში ხანგრძლივი დროით ძალიან რთულია. ამიტომ მოგიწევთ თქვენი ხელების გაცნობიერება, წარმოიდგინეთ, რომ ისინი უწონადია, გაიაზრეთ, თქვენ მსუბუქად ეხებით და არ აწვებით.
რეგულარული უწყვეტი პრაქტიკების წყალობით, სიმსუბუქე შევა მთელს თქვენს სხეულში, თქვენს გულში. თქვენ შეწყვეტთ საკუთარი თავის აღქმას. სუნთქვის მკვეთრი არქმის შედეგად თქვენ გახდებით კოსმოსის განუყოფელი ნაწილი, თქვენ მასში გაიხსნებით.

მზერა გადაგვაქვს ცხვირის წვერზე
აზრი მდგომარეობს იმაში, რომ მოვაქციოთ ერთ ხაზში: მესამე თვალი და ცხვირის წვერი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ მოდუნებული მდგომარეობა, თორემ დაიკარგება მთელი მედიტაციის აზრი.
თქვენთვის უფრო მარტივი იქნება მზერის გადატანა ცხვირის წვერზე, თუკი თვალებს გაახელთ სანახევროდ ისე რომ საკუთარი ცხვირის იქეთ ვერაფერს ვერ ხედავდეთ, რადგან შორს ხედვა ხელს შეგიშლით ამ პრაქტიკის სიმსუბუქის აღქმაში. ანუ თუ თვალებს ფართედ გაახელთ, მაშინ დაინახავთ ირგვლივ მთელ გარემოს, თუ თვალებს გაახელთ სულ ოდნავ, მაშინ ცხვირის წვერსაც ვერ დაინახავთ, ხოლო ხედვა მიმართული იქნება შიგნით საკუთარი თავისკენ.
ცხვირის წვერს უყურეთ ორივე თვალებით, ეს მათ გაორებას დააკარგვიებს. იჯექით სწორად, რომ ენერგია თქვენი სექსუალური ცენტრიდან პირდაპირ გაემართოს მესამე თვალისაკენ. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ თავი იგრნოთ კომფორტულად, ჯდომის პოზამ არ უნდა გამოიწვიოს სხეულის დაძაბვა და გონების გადატანა რომელიც კონცენტრირებულია ცხვირის წვერზე.
კვლავაც დააკვირდით საკუთარ ფიქრებს. მაგრამ ამჯერად შეეცადეთ იყოთ არა მხოლოდ მათი მოწმე, არამედ შეამჩნიოთ შუალედი ფიქრთა წარმოქმნას შორის. ამასთანავე შეეცადეთ გაარკვიოთ ამა თუ იმ ფიქრის მთელი მარშრუტი: სად იმყოფება, სად დაიბადა და ნელნელა სად გაქრა.
იშვიათად რომ ვინმემ შეძლოს ამ დავალების შესრულება პირველ ჯერზე, რადგან ფიქრები მოდიან უწყვეტლივ, დიდი რაოდენობით, და რთულია ყოველ მათგანს მიაქციო ყურადღება
მთავარია არანაირი გრძნობა არ ვიქონიოთ ამ ფიქრების მიმართ. არ ვიგრძნოთ მტრობა, არ ვიმართლოთ თავი, არ განვიკითხოთ. არამედ უბრალოდ დავაკვირდეთ მათ მოძრაობას. დროთა განმავლობაში, პირობების დაცვით რეგულარული მედიტაციით, გონება დასუფთავდება და ფიქრები სულ უფრო ნაკლები გახდება.
ამასთანავე მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ, რომ შესაძლოა თქვენმა გონებამ მოგატყუოთ და ერთი ფიქრისაგან დაბადოს მეორე ფიქრი, რომელიც მოიზიდა წარსულიდან, უსასრულოდ დააკავშიროს ფიქრები ერთმანეთს, არ მისცეთ საკუთარ თავს უფლება რომ გადაერთოთ, რადგან ისინი ზიანს მიაყენებენ მედიტაციის სრულფასოვნებას.

ზოგადად რომ ვთქვათ, მთელი თქვენი მოქმედება დაიყვანება შემდეგამდე:
„დაიჭირეთ“ფიქრწარმოქმნათა შორის მომენტი დააკვირდით, სანამ თქვენი გონება არ არის დაკავებული ფიქრებით.
ფიქრის დაბადებას დააკვირდით მის მორაობას, საიდან მოვიდა ის, სად იმყოფება და სად მიდის. ამ ორმა მდგომარეობამ უდა ჩაანაცვლოს ერთმანეთი. თუ მედიტაციის დროს იმყოფებით მხოლოდ ერთერთ მდგომარეობაში, ეს მიგვიყვანს ნაკლებეფექტურობამდე. ამიტომ შეეცადეთ ფლობდეთ მოცემულ ტექნიკას სრული მოცულბით, და მაშინ მესამე თვალის გახსნა დადებით ზეგავლენას მოახდენს თვითშეგრძნებაზე და სრულიად თქვენს ცხოვრებაზე.


წყარო
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Apr 24 2018, 02:38 AM
Post #209


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 296
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano


დიდი მადლობა პოსტისთვის. საინტერესო სტატია იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Apr 24 2018, 12:24 PM
Post #210


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 296
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მესამე თვალის გასახსნელად ეწევიან შამანების მცენარე აიაუასკას, რომელიც შეიცავს DMT-ს. ამ ნივთიერებას გირჩისები ჯირკვალი შეიცავს, რომელსაც სწორედ მესამე თვალს ვუწოდებთ.

ასევე ჰოლოტროპულ სუნთქვასაც იყენებენ მესამე თვალის სტიმულირებისთვის.

თუმცა მის გასახსნელად მე მაინც ბუნებრივი მეთოდებით ანუ მედიტაციით და სწორი ცხოვრებით მივანიჭებდი უპირატესობას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 24 2018, 02:00 PM
Post #211


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 854
Joined: 8-November 12
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მესამე თვალის აქტივაციის ბევრი მეთოდი არსებობს, თუმცა ისევ ოშოს მაგალის დავაციტირებ, როდესაც ადამიანი საკუთარ ემოციებს და ფიქრებს ვერ აკონტროლებს და მოახერხებს მესამე თვალის გახსნას ეს შესაძლოა ფატალურად დამთავრდეს, რადგან როდესაც მესამე თვალი გააქტიურებულია ფიქრები რეალიზდება, გაიფიქრე ვიღცაე ცუდი და ეს მოხდება უკვე სანამ ინანებ, ასევე საკუთარ თავზეც, შესაძლოა ადამიანს სიკვდილი უსურვო ცხელ გულზე და ასეც მოხდება. ფიქრები მატერიალიზდება,

ისე წარმოვიდგინოთ რომ ყველა ადამიანს გახსნილი აქვს ეგ მესამე თვალი, უკვე ყველას დაწყვეტილი ეყოლებოდა ერთმანეთი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 18 2018, 02:46 PM
Post #212


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 537
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თუ ოშოა ოშო იყოს. ახლახანს გამოვიდა ოშოზე 6 სერიიანი დოკუმენტური.

https://www.imovies.cc/movies/878362773/Wild-Wild-Country



თრეილერის სახით:
https://www.youtube.com/watch?v=5XS2ceK4OxE მუსიკაც რა კარგად შეურჩევიათ, აფრიკული არეული ქაოტური რიტმები ვუდუს რიტუალური ცეკვებიდან ცნობიერების წახდენის მაქსიმალური ეფექტისათვის (https://www.youtube.com/watch?v=adgBXln1HcU)

ან ეს 32:50 -ზე
https://www.imovies.cc/movies/878362773/Wil...01/E02/ENG/HIGH


მოკლედ ვისაც გსურთ გასხივოსნებული ოსტატის შესახებ მეტი გაიგოთ ამ დოკუმენტურს უყურეთ. (თრეილერებით დაწყება არ იქნებოდა ურიგო).
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 18 2018, 09:18 PM
Post #213


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 6,903
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
მართლა ძაან მაგარი დოკ.სერიალია. ყველას ვურჩევ


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 18 2018, 10:34 PM
Post #214


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 537
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კარგი იყო მარა, ჩემი აზრით იმ მასალიდან რა მასალასაც ოშო იძლევა გაცილებით უფრო მაგარი რამის გაკეთება შეიძლებოდა. ეს თრეილერის სახით რაც წარმოვადგინე დოკუმენტურში ძალიან ცოტა იყო. შეიძლება ვიდეო კადრები არ მოიპოვება საკმარისად. და თვითონ ოშოს ლაპარაკებიც არ იყო საკმარისად. არა და ისეთ მაგარ რამეებს ლაპარაკობს და ისე მაგრა, რომ ტვინის გამორეცხვის სამაგალითო ნიმუშად გამოდგება ყველა ენციკლოპედიასა და თუ სახელმძღვანელოში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 19 2018, 12:57 PM
Post #215


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 6,903
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
6 თუ 8 სერიაა wild wild country. ოშოს ცხოვრების და მისი დაახლოებული პირების ცხოვრების ერთინეპიზოდია, მაგრამ ძალიან კარგადაა ყველაფერი ნაჩვენები. მე პირადად ძალიან ადამიანური ემოციები გამიღვიძა. ბევრი ასპექტია ნაჩვენები. რაც მთავარია, გაკერპების სისულელის კარგი ილისტრაციაა.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Feb 23 2019, 10:14 PM
Post #216


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,511
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მას შემდეგ რაც აღმოვაჩინე ადამიანი რომელიც სიწმინდის გზაზე დგას და მან მასწავლა ბევრი რამ მასთან 3 წლიანი ურთიერთობის მერე შემიძლია ვთქვა რომ - ოშო - არის აბსოლუტურად გაუთვიცნობიერებელი ოკულტურ საკითხებში, მისი აზროვნების გეომეტრია აბსოლუტურად გამორცხავს სიყვარულის ღვთიურ ფორმას

ის მომხიბვლელია მისი ქარიზმით და მკვეთრი ინდივიდუალიზმით, ასევე კარგად ანახებს სოციუმის მასობრივ ჰიპნოზს დამწყებ მაძიებელს , სხვა ყველაფერი რაც მისგან მოდის არის უდიდესი დაბრკოლება სულიერებაში

აქ მეტს არ განვავრცობ , ვისავ დაწვრილებით დააინტერესებს ჩემი აზრი მომწეროს პირადში

მანამდე კი უყურეთ ნეფლიქსის ფილმს ოშოზე Wild Wild Country და გაიხსენეთ ქრისტეს სიტყვები ,,ხე ნაყოფით შეიცნობა''


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Feb 25 2019, 07:39 PM
Post #217


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 854
Joined: 8-November 12
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Existence @ Feb 23 2019, 11:14 PM) *
მას შემდეგ რაც აღმოვაჩინე ადამიანი რომელიც სიწმინდის გზაზე დგას და მან მასწავლა ბევრი რამ მასთან 3 წლიანი ურთიერთობის მერე შემიძლია ვთქვა რომ - ოშო - არის აბსოლუტურად გაუთვიცნობიერებელი ოკულტურ საკითხებში, მისი აზროვნების გეომეტრია აბსოლუტურად გამორცხავს სიყვარულის ღვთიურ ფორმას

ის მომხიბვლელია მისი ქარიზმით და მკვეთრი ინდივიდუალიზმით, ასევე კარგად ანახებს სოციუმის მასობრივ ჰიპნოზს დამწყებ მაძიებელს , სხვა ყველაფერი რაც მისგან მოდის არის უდიდესი დაბრკოლება სულიერებაში

აქ მეტს არ განვავრცობ , ვისავ დაწვრილებით დააინტერესებს ჩემი აზრი მომწეროს პირადში

მანამდე კი უყურეთ ნეფლიქსის ფილმს ოშოზე Wild Wild Country და გაიხსენეთ ქრისტეს სიტყვები ,,ხე ნაყოფით შეიცნობა''

ძალიან გამიკვირდა ახლა ეს რო წავიკითხე, არგუმენტი რა არის?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Mar 11 2019, 12:01 PM
Post #218


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 537
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ano @ Feb 25 2019, 03:39 PM) *
ძალიან გამიკვირდა ახლა ეს რო წავიკითხე, არგუმენტი რა არის?



32:50 -ზე
https://www.imovies.cc/movies/878362773/Wil...01/E02/ENG/HIGH

არგუმენტი ეს არის, და საკმარისზე მეტი არგუმენტიც.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Mar 12 2019, 12:09 AM
Post #219


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,511
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
ენერგიის სწორი გეომეტრიით გადაადგილების შესახებ გვიან გავიგე და გვიან დავნერგე როდესაც მე თვითონ ცოტა გამოვფიზლდი არასწორი კვებით სექსით და დაბალი ცენტრების შეპყრობილი ცნობიერებიდან ბევრი მასწავლებელი სხვა თვალით დავინახე, მათ შორის ოშო


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post

11 Pages V  « < 9 10 11
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 20th January 2020 - 02:22 PM