რა იცით მათ შესახებ? თუ იცით რამე ან თავს გადაგხდენიათ დაწერეთ.
მე მინდა მოგიყვეთ მე რა გადამხდა.
როცა საქართველოში ვცხოვრობდი ერთხელ, მე და ჩემმა დამ გადავწყვიტეთ ზოოპარკში წასვლა. როცა ნავებზე ვიკატავეთ (პატარები არ ვიყავით, მე 19 წლის ალბათ) და სიცილით და გართობით დავიღალეთ, მივეყარეთ სკამებზე. უცებ ეკამ ბაჯი დაინახა. მოდი დავუძახოთო. დავუძახოთ მეთქი, ჩემს დას ვაღმერთებ და უარი არ მითქვამს მიუხედავად იმისა რომ არ მესიამოვნასავით ანუ ვიცოდი ფული სისულელეში უნდა მიგვეცა მაგრამ არ აღმოჩნდა ასე.
ჩემი და 16 წლის იყო მაშინ. ყავდა საქმრო. იმდენად ახლოს იყვნენ რომ ინტიმური ურთიერთობაც ქონდათ და ფეხმძიმედ იყო, რამდენიმე კვირაში ქორწილი იყო დანიშნული. ბაჯიმ უთხრა, ეს ქორწილი არ შედგება. მერე მუცელზე დაადო ხელი და უთხრა ეს ბავშვი არ დაიბადებაო. ერთ წელში სხვას გაიცნობ გაყვები და იმასთან იქნები ორ შვილს გაუჩენო.
მეორე საღამოს ეკას მუცელი მოეშალა ისე ცუდად იყო ძლივს გადავარჩინეთ. ქორწილიც აღარ შედგა. ზუსტად ერთ წელში აგვისტოში, მე უკვე საზღვარგარეთ ვიყავი როცა ჩემმა დამ დამირეკა გავთხოვდიო , გაყვა ადამიანს რომელთანაც ძალიან ბედნიერია და რამდენიმე დღეში პირველი შვილი შეეძინებათ
რაც შემეხება მე: მე მიყურა მიყურა და. როცა უკვე გული გადამიცივდა და რაღაცა ცუდის მოლოდინში თვალებში დამიბნელდა მითხრა, შენ ფულში დაიხრჩობი იმდენი ფული გექნება რამდენიმე წელშიო. ოჯახი? ოჯახი მექნება მეთქი? ჯერ არა, ჯერ ბევრ ფულს იშოვიო და ერთი ქმარი არ გეყოლება რამდენიმე მამაკაცთან იქნებიო. ორი გოგო გეყოლებაო.
ჩემი და და მე დღემდე ვიხსენებთ, ჩემს დას ზუსტად აუხდა, მე ჯერჯერობით წარმატებული ბიზნესი მაქვს და იმედი მაქვს უფრო წინ წავალ მალე. რაც დრო გადის უფრო ყვავის ბიზნესი.
ისე ეკამ, მე კი თავიდანვე ვიცოდი რომ ერთ კაცთან ვერ გაჩერდებოდიო : ))
ესაა ჩემი კომენტარი : ))
მოკლედ რაკიღა დაიწეთ მეც მოვყვები ჩემ ამბავს..
ნუ არასდროს არ მჯეროდა მკითხავების და ასე შემდეგ, იმდენად ნიჰილისტურად ვიყავი განწყობილი მათ მიმართ რომ ეს ყველაფერი თუ მე გადამხდებოდა ვერც წარმოვიდგენდი.. მაგრამ ჯერ კიდევ სიყმაწვილეში, თავში ათასი აზრი რომ გიქრის და ვნებათა ღელვას ხარ აყოლილი, გართობის მიზნით აცანცარბული ბავშვები ბევრ რამეს ვშვრბოდით, ალბათ როგორც ყველა..
რაღაც სასკოლო დავალება გვქონდა, ოღონდ სკოლის მაშტაებს ცდებოდა და კველვასავით უდნა ჩაგვეტარბინა, ტელევიზიაში მივდიოდით ანუ.. მიწისქვეშათი გადასვლა გვინდოდა და ერთი ბაჯი გაგვეჩითა რაღაცა უნცაურად გვიყურებდა და რეპლიკებს ისროდა, ვისი მისამართიც ეხლაც არ ვიცი.. შემდეგ ყველაფერი სტანდარტულად მოხდა, დვინტერესდით ლაპრაკი შედგა და და და ჩემ მეგობარს უთხრა ის რისი გახმაურებაც ფორუმზე არ შემიძლია მაგრამ ყოველდღე უხდება ის წინასწარმეტყვეელება..
მეც დაუჯერებელი რაღაც მითხრა, სერიოზუალდ ვერასდროს მივუდგებოდი ალბათ, მან მითხრა რომ უამრავი ადამიანისთვის უმკითხავია, მაგრამ განსაკუთრბული შემთხვევა ვიყავი, მითხრა რომ თვითონ მომივლენდა ადამიანს რომელიც ჩემ მომავალში წარმატებული კარიერის დაფინანსებაზე იზრუნებდა.. მისივე ციტატას მოვიშველიებ: "ის მაინც ფულში დაიხრჩობა მალე და სიკეთის გაკეთება მისთვის აბა რა პრობლემაა"-ო.. როგორ დავუკავშირდეთო, როგორ ვიპოვოთქო რომ ვუთხარი მითხრა რამოდენიმე დღის წინ ველაპარაკე მას და ბედისწერა გაპოვნინებთ ერთმანეთს ქსელშიო.. ვერც კი ვხვდები რა შუაში უნდა ყოფილიყო ქსელი, ან რა ქსელი.. ალბათ მთელი ცხოვრება დამტანჯავს ეს ფიქრები თუ მართლაც არ გამოჩდნა ის პიროვნება..
გოგა
რო გამოჩნდება შეგვატყპობინე
მე ერთხელ გამეჩია ორსული ბოშA გოგო და მწვდა თმაში, ამომაგლიჯა ერთი ღერი და დაიწყო ყვირილი, ეხლა ფულლი მოიტა და გიმკითხავებ, თუ არადა ცუდადაა შენი საქმე , სენი თმის ღეი მაქვსო. ისე შევაშინე, მგონი ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, ცუდად მოვიქეცი, მაგრამ რა ვქნაძალიან გამაბრაზა!:D:D
ერთს კიდე მე გიმკითხავებ თქო და შეეშინად და გაიქცა, რაღაც ძალიან შავი ცხელები ჰქონდა, ალბათ არ იბანდა საერთოდ, "მარტოობის ასი წლის" გმირს გავდა..
td.........
td.........
ციგანი ბავშვები გამახსნდა. ფული მომე თორემ შემოგაფურთხებო
არადა მიყვარს ციგნები..:
ხო ზოგიერთი მაგარი გიპნოტიზიორია, რამოდენიმე შემთხვევა ვიცი, ერთი ჩემს დეიდაშვილს შეემთხვა, ერთი თანამსრომელს და ერთი მეგობარს. დააგიპნოზეს, მათ თავიი ნებიტ მიცეს ფული, სამკაულები, ამბობდნენ(სამივე) თითქოს გვეძინაო. ერთი აზზე იყო, მაგრამ გაშესEბულივით ვიყავიო, ყვირილი მინდოდა და ხმა არ ამომდიოდაო.. მოკლედ ჩაახუტეს თავისი ხელით მთელი ავლადიდება და ციგნებმა კი გაქუსლეს..დეიდაშვილი მაინც არ მოეშვა და შემოარტყეს ალყა, და საშინელ უწმაწურობებს უყვიროდნენ ისე რომ ეს გაიქცა თვითოონ, ფსიქოლოგიურად გამანადგურესო!:D:D
არ შეიძლება ...მჩხიბავები არ მიყვარს ისე დღეს მე და ჩემ ძმაკაცს შეგვხვდა ერთი ბაჯი მარჟანიშვილზე და სიგარეტი თXოვა ჩემ ძმაკაცს და რომ მისცა ესე უთხრა შენ მალე საზღვაგარეთ წახვალო...............................ისე მართლა აპირებს მაგარმ ვნახოთ ............................................მე კი მწამს რომ ჩვენი ბედისწერა წინასწარ არ არის დაწერილი და მას ჩვენ ვქმნით ფურცელ ფურცელ ჩვენი ცხოვრებით ..არა მგონია ,მკვლელის ბედეისწერა მკვლელობა ყოფილიყო და ღმერთს ის მიენიჭებინა))))))))))))))))))))))))))))))))))))) და თუ ბედი წინასწარ განსაზღვრავს ჩვენ ცხოვრებას ...წინასწარ უნდა იყოს გადაწყვეტილი მაშინ ვინ მოხვდება ჯოჯოხეთში და ვინ სამოთხეში.................................
supresor
წინასწარ განსაზღვრულია გარკვეული ასპექტები, ისიც ჩვენივე არცევანის გამო, მაგრამ ფურცელ-ფუცელ, როგორც თქვი შეგვიძლია ამ ყველაფრის შეცვლა.. ყველა თავის ბედის მწედელიაო ხოა ნათქვამი ად ასეც არის.. შეუძლებელი არაფერია,მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რას აირჩევ, რას აიღებ და საით წახვალ..
td.........
გოგა
კი მივხვდით, ამგარმ, კონკრეტულად რომ გამოჩნდება შეგვატყობინე თქო.. იმედია არ დაგვივიწყებ მაშინ ტქო..
მე რაგაც ამ მკითხაობის არ მჯერა ერთი ციგანი იჯდა და ყვიროდა მკითხაობა კარტზე ერთი ლარიო მართალია ერთი ლარი მისაცემად არ დამეზარებოდა მაგრამ პროსტა არ მჯერა ეგეთების შეიძლება ზოგიერთი ნამდვილად მკითხავია მაგრამ ყველა მკითხავი არამგონია რო იყოს ისე ვცადო?
td.........
იუზერ პაპრიკას ბიზნესის ალღოსთან ერთად მიხვედრილობის უნარიც თუ აქვს წესით მალე უნდა გამომიჩნდეს სპონსორი
გოგა
გულით გგულშემატკივრობ!
ჩემ აბვშვობაში ბოსები დადიოდნენ, პატარა თუთიყუშები ყავდათ მტევანზე ჩAმოსკუპებული და შეკრული ქაღალდის , პატარა გრაგნილები ეჭირათ, ბორია გადაი-ბორია გადაი იზახოდნენ, გარკვეულ აფასურად ბორია-თუთიყუში ამოაძვრენდა პატარა გრაგნილს და მოგაწვდიდა, იქ კი შენი ბედი ეწერა, რა გელოდამომავალში, 1-2 წინადადება.. მაგრად ვერთობოდით ხოლმე, მუშთაიდის ბაღში იყვნენ მუდმივად ციგნები..
აუფფ.. ერთი სადმე გადამეყარონ და მაგათ ვანახებ მე ჰიპნოზსს... სუ ერიქსონის ჰიპნოზში გადავაგდებ!!!
მაგ დამპლებმა მართლა იცინა ხომ იციტ, ესმიტ საგანი და რა გინდა ქნა.
ერთხლე ერტი გამომეკიდა, ყურადღება არ მივაქციე, გავაგრზელე გზა მარა წინ გადამიხტა და ისეტი რაღაც მიტხრა ტირილი მოვრტე შუა ქუჩაში, მერე იმისა არ იყოს მწვდა და ტმა ამომაზრო და დამემუქრა კიდევ მომე ფულიო და ეგეტები, რომ იტყვიან საფულედან ზალატი ამომიღო სულ 5 ლარი მქონდა , არ მაქვს ტავი დამანებე მეტქი და გადამეკიდა სახლში გამოგყვები და იქ მომეციო და იქ შეგილოცავ ფულზეო, სულ გადამრია, უკან მოუხედავც მოვკურცხლე
მარა ის ერტი რაც მიტხრა ბღავილი რომ მოვრტე.... ვარიანტი არაა რომ ეს ისე ეთქვა ისეტი რამე ტქვა. მარა მაგატი არეფრი მინდა ისეტი ნაგლები არიან.
anouk
რა გითხრა ეგეთი ?
გამარჯობათ, ძალიან ვარ შეშინებული და იქნებ მიპასუხოთ თუ ვინმე ერკვევით ამ საკითხში. ბოშამ მომაწყვიტა ერთი ღერი თმა. ხოდა რაში ჭირდებოდა , ვითომ აუცილებლად რამეს გამიკეთებდა? ძალიან გთხოვთ ვინც იცით მიპასუხეთ ძალიან ვნერვიულობ
vikavika1
თუ რამის გაკეთებას აპირებს შენი ნერვიულობა უფრო ძალას შემატებს,შეიძლება არც არაფერი არ გაგიკეთოს და მხოლოდ იმიტომ მოხდეს რამე ასე რომ ელოდები რაღაცას,ასე რომ დამშვიდდი და ცუდზე არ იფიქრო,შენი რწმენა და სიყვარული ყველაფრისგან დაგიცავს
mamu_ka
უბრალოდ ძალიან შემეშინდა და თან არც კი ვიცი იმის შესახებ როგორ უნდა გავიგო მართლა რამე ხომ არ გამიკეთა თქვენ ხომ არ იცით ამის გარკვევა არის თუ არა შესაძლებელი?
ყურადღებისათვის დიდი მადლობა
vikavika1
თუ რამე გაგიკეთა არ მგონია შენ მიხვდე მაგას,სხვა უფრო მიხვდება როცა იმის კეთებას დაიწყებ რაც არ გჩვევია,არ გინდა მაგაზე ფიქრი,ძნელია არ იფიქრო მაგრამ თავს ძალა უნდა დაატანო,ხო გითხარი შეიძლება შენმა ამ ფიქრებმა იმოქმედოს ცუდად და შენ კი გეგონოს რომ ვიღაცამ რაღაც გაგიკეთა,სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო
mamu_ka
გასაგებია... კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისათვის.
vikavika1
vikavika1
საშიში არაფერია
მაგათი ტაქტიკაა ეს, რომ დააშინონ, მერე გაეკიდო და მისი მომსახურება მიიღო და ფული გადაუხადო
გირჩევ დადებითად განეწყო. მაგია/ჯადო არსებობს, მათგან ყველაზე უარესია როცა ფიქრობ რომ ვიღაცამ რაღაც გაგიკეთა, ასერომ ეს აზრი მოიშორე და ყველაფერი კარგად იქნება. კი, ნამდვილად ფლობენ გარკვეულ ძალას, მაგრამ თუ შინაგანად დადებითად იქნები განწყობილი, თუ სიყვარულს გაუშვებ ირგვლივ, ვერავინ ვერაფერს ვერ დაგაკლებს
......
თუ ხელი დაჭრილი არ არის, მას საწამლავის ტარება შეუძლია; საწამლავი ვერაფერს დაუშავებს ჭრილობის არმქონეს. ვინც ბოროტებას არ ჩადის, ბოროტების მსხვერპლი არ გახდება.
დჰამაპადა
vikavika1
ციგნებს ჩვეულებრივი ბიზნესი აქვთ, ვიასც რთი შეუძლია იმიტ შოულობს ფულს, ხოდა, ადამიანის ფსიქოლოგიურად დაყოლიება რომ მოხდეს არსებობს რამოდენიმე ხერხი... ფიზიკური კონტაქტი ხშირად ნების შესუსტებას იწვევს და აიძულებს ადამიანს დაყვეს სხვის ნებას.. ხელით შეხება, თის ამოგლეჯვა , ხელი სკვრა, და ამდაგვარი ქმედებები ბევრ ადამიანის ნებას უქვემდებარებს კონტაქტორს. ამის შემდეგ ადამიანი გაუცნობიერებლად გასცემს ფულს, ინფორმაციას და ასე შემდეგ.. შენი თმი სღერი არაფერში არ გამოუყენებიათ დამერწმუნე, უბრალოდ სურდათ შენი დაყოლიება ამგვარი დაშინებისა და ფსიქოლოგიური პრესინგის მეშვეობით. ზემოთ დაწერილი მაქვს პოსტი, ანალოგიურ შემთხვევასთან დაკავშირებით..))) სახალისო იყო...))
ციგნები უმეტეს შემთხვევაში მიმართავენ, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირებით (NLP) ზომბირებას, და ხშირ შემთხვევაში წარმატებუთაც ახერხებენ
იმის მიღწევას, რაც სურთ.
td.........
Qocho
დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ეხლა თქვენმა პოსტებმა ცოტა დამაწყნარეს.....ესე იგი ფიქრობთ რომ ნაკლებ სავარაუდოა რამე ,,ჯადო'' გაეკეთებინათ ხომ? კიდევ ერთხელ მადლობა
vikavika1
ნაკლებადსავარაუდო კი არა , სრულიად დარწმუნებული გეუბნები რომ არანაირი ჯადო არ გაუკეთებიათ.)) მშვიდად იყავი..
ბორია გადაი , ბორია გადაი , ეხლა გამახსენდა .
მე შემემთხვა ამას წინათ ერთი ასეთი ამბავი: ტრანსპორტში ამოვიდნენ ციგანი ბავშვების ჯგუფი. როგორც ყოველთვის, ხმაურით აიკლეს მგზავრები და ქაოსი შემოიტანეს. მე არასოდეს ვყოფილვარ ციგნების მიმართ უარყოფითად განწყობილი, არც აგრესიას იწვევენ ჩემში, ალბათ ჩემი კეთილგანწყობა მათ მიმართ საგრძნობიც კია... მოკლედ, ერთი ციგნის ბავშვი წამოდგა, ჯერ ადგილი დამითმო და შემდეგ ხატი მაჩუქა ( წმინდა ანას ხატი), მერეღა შევამჩნიე, რო ხელში ხატები ეჭირა, მე ვუთხარი ხურდები არ მაქვს-მეთქი და იმან არა, არაო, გაჩუქე ხატიო. ამის მერე უფრო შემიყვარდა ეს "ფორიაქი" ხალხი
P.S. წინა ცხოვრებაში ციგანი უნდა ვყოფილიყავი ... . ... . ... . .. . ... .... . .. . ... . .. . .. . ...
td.........
კიდევ ერთხელ მადლობა. ვერც კი წარმოიდგენთ თქვენმა პოსტმა როგორ დამამშვიდა...
უნგრეთში რამდენი ციგნები იყვნენ და სულ მოვლილები , ჩვენთან სულ ბინძურები და სუნიანები არიან.
ესპანეთში მცხოვრები ციგანი ვიყავი მე, დასახლებას ნარილა ერქვა უფრო სწორად ეხლაც ჰქვია...
как странно построен человек... .... . .. .. .. . . ... ... . .. .. ... .. . . ....
თმაში მეც მწვდა ციგანი... 2 ლარის სანაცვლოდ )))) პლეხანოვზე, მაგრამ ბოლოს მითხრა, კარგი, ცუდი არაფერი დაგემართება, უბრალოდ როცა ილოცებ, მეც მომიხსენიეო, ლოცვისას ხანდისხან გამხსენებია...
მოკლედ, მკითხავების ამბები ბევრი მაქვს, სტუდენტობისას დავდიოდით გოგოები, ასე, 2000 რომ დაიწყო, დავდიოდით როგორ, რამდენჯერმე ვიყვავით... საქმე იმაში იყო, მაშინ (მე სკოლა 98-ში დავამთავრე) და ადრე გათხოვება კაი პრასვეტი იყო ))) მართლა, ასე "ერთობოდა" ის უ-სოც-ქსელო თაობა... სექსი გათხოვებას ნიშნავდა ))) ხოდა ამ რამდენიმე მკითხავიდან გამოსულ ჩემ დაქალებს ყველაფერი უხდებოდათ, მე - არა!!! უბრალოდ მეუბნებოდნენ, რომ ჯადო გაქვს გაკეთებული და დარღვეული გაქვს ის ველი,ს ადაც მომავლის ინფორმაცია ინახებაო... ერთადერთხელ მივედი ქალთან, რომელსაც მითხრა, რომ 33-34 წლამდე ბედი არ გექნებაო )))))))))))) ახლაც მახსოვს, რა მეგონა მაშინ ეს 34 წელი, რომ ჩამოვედით, სადარბაზოსთან იმდენი ვიცინეთ, ისეთი სასაცილო იყო 34 წლის ასაკში გათხოვებაზე ფიქრი, ამიხდა, ვერ გავთხოვდი 34 წლამდე ბევრი რამე მითხრა, იჯდა და ყვებოდა, როგორ წავიდოდი საზღვარგარეთ რაღაც გარკვეული წლებით საცხოვრებლად, როგორ გახდებოდა ჩემი ოჯახის წევრი ძალიან პოპულარული და წარმატებული (ის ახლა მღერის და საქართველოში ვერ ნახავთ ადამიანს, რომ არ იცნობდეს მას) ბევრი რამე მითხრა, შვილების სქესიც კი, მაგრამ ამ 33-34-მა ისე მომცელა და ისე დააკნინა მისი "პროფესიონალიზმი" ჩემს თვალში, რომ ცოტა აგდებულად დავუწყე მოსმენა...მოკლედ, მართლა წავედი ბრიტანეთში ) ესეც ახდა.
ბარემ უფრო კონკრეტულად ვიტყვი ახლა ციგნებზე და მათ გიპნოზზე.
ვმუშაობდით მე და ჩემი დაქალი ერთ კოფი-შოპში,ლონდონში, მოკლედ, პატარა კაფეშკა იყო, უბანიც ისეთი იყო, ციგნების ნასახი არ დადიოდა, ხოდა ერთ დღეს ჩემოვიდნენ ტურისტები, ასე 20 სული, ბებია-შვილიშვილები, პორტუგალიურად ლაპარაკობნენ, ზუსტად საიდან იყვნენ არ ვიცი, 8 ქვეყანაშია მგონი ეგ სახელმწიფო ენა. მოკლედ, დასხდნენ, შეუკვეთეს ტონა საჭმელი... შეაერთეს მაგიდები და საფულე და ტელეფონი ყველამ მაგიდაზე გვერდით მოიდო. ბევრი ხალხი იყო და უცებ მაინც შევამჩნიეთ ციგნების მთელი დიდ-ოჯახობა. ფერადები, არ იღიმოდნენ, სერიოზული სახეებით, ცოტა ბინძური ბავშვებით ტრადიციულად, მიუახლოვდნენ სათითაოდ ყველას, თვალებში ყურებით აიღეს თუ საფულე და თუ აიფონები, მოკლედ მიაქვთ და მიდიან... ჩემი დაქალი გაეიკდა, ეუბნება ამათ, რატომ ატანთ, საფულეები მიაქვთო, ეს ტურისტები საჭმელს ელოდებიან და იღიმიან. მე საქმე მაქვს, არ მცალია, ცალი თვალი და ყური იქით მაქვს, დაეწია ქეთი ამათ, მივარდა ერთს, ვისაც მიაბარეს "ტავარი" ( კაბის კალთაში ჩაუყარეს ყველაფერი ) უჭირავს ამ ქეთის ეს ბელადი ქალი და არ უშვებს. დაუწყო ახლა ამ ჩემს დაქალს ამ ციგანმა თვალებში ყურება, აგიპნოზებს ამასაც რაა )))) ქეთი ეუბნება, რომ შენზე მაგარი ვარ და ვერ გამიკეთებ გიპნოზს, იქით დაგიწყევლი ოჯახსო... შეეშინდა, არ გინდაო, ხვეწნა დაუწყო ამ ციგანმა მოკლედ, მოხვდა მაგრად გულზე... მოკლედ მოიწია, სხვე დაყარა ყველაფერი და წავიდა... მოუტანა ახლა ამ ქეთიმ ყველას თავისი ტელეფონები და რამდენიმე საფულე და სხედან და დებილებივით იღიმიან... დარჩნენ მგონი ზემოქმედების ქვეშ.... თან ძააან ტუპოი ხალხი იყო რააა, მოკლედ, სანამ თითები არ უტკაცუნა ყველას, ვერ მოვიდნენ გონზე... ერთმა მგონი თვითონ მიაწოდა იმ ბაჯის ტელეფონი... ამბობდნენ, საერთოდ არ გვახსოვს, ვინმე თუ მოგვიახლოვდაო... რამდენიმე დღეში ლონდონის გაზეთში გამოქვეყნდა რამდენიმე ადამიანის ფოტო, როგორ გადაკვეთეს სულ სხვისი მოპარული პასპორტებით საზღვარი რამდენიმე ქვეყანაში, ოღონდ ქალები გაატარეს კაცების ულვაშებიანი ფოტოებით კაცები ვიღაც ქერა ქალების პასპორტებით გავიდნენ. სტაფი ამბობდა, ჩანაწერებს რომ უყურეს, რომ ვერ დაგვავიწყდებოდა ასეთი ჩაცმული ადამიანებიო, მოკლედ ერთი ქალი იყო ის, აშკარად, დედა-ბოძი, ჩვენ რომ ვნახეთ... მაგათმა ბევრი რამე იციან... ვაიმე, რამდენი დამიწერია...
katerina kate საინტერესოა და სახალისო ))
თვითწყევლა რას ნიშნავს.... რა ფენომენია...
ერთხელ სიზმარში ვნახე ვიდექი და თავს ვიწყევლიდი
მე არ მეღირსოს ბედნიერება და არ გავიხარო მე ...
წყეულიმც ვიყო.... ვიძახდი და თვალები სულ გაწითლებული მქონდა
ვინმემ ხოარიცით თვითწყევლა რას ნიშნავს
mata
თვითწყევლა წყევლის შედეგია.
tty_
არასოდეს არავინ დამიწყევლია ცხოვრებაში და რანაირად
ვყოფილვარ ძაან ცუდად, ზიზღი... აუტანლობა რაც გინდა მარა მაგ დროს ვითხოვ მარტო დამტოვონ
და ჩემით მოვდივარ ისევ ხასიეთზე... ვერავინ ვერ მშველის როცა გაბრაზებული ვარ... ვერავისი დამშვიდება... უარესად ვხდები
და როცა თავს არ მანებებენ... ვჩუმდები და უბრალოდ ვჩუმდები... იქამდე სანამ არ შემეშვებიან...
თუ შენ რამე სხვა იგულისმე...და მე ვერ გავიგე... იქნებ ამიხსნა...
ძალიან დამამახსოვდა ის სიზმარი...
ეხლა არ მითხრა იმდღეს დისნეი ხო დაწყევლეო....
ეგ სიზმარი მანამდე ვნახე
და მაგ სიზმრამდე.... ხუმრობითაც კი არასოდეს დამიწყევლია ვინმე...
katerina kate
საკუთარი თავის გაპრავება" იცოცხლე... რამდენიც გინდა...
მადლობ
ძაან საინტერესო ახსნა იყო
[quote name='mata' date='Jun 19 2015, 01:50 PM' post='111169']
katerina kate
საკუთარი თავის გაპრავება" იცოცხლე... რამდენიც გინდა...
მადლობ
ძაან საინტერესო ახსნა იყო
რისი მადლობა :* საკუთარის თავის გაპრავებამ ბევრი კარმული ვალის გასტუმრებაში შეიძლება შეგიშალოს ხელი მოკლედ, ეცადე (მაპატიე, რომ გარიგებ რაა) რომ არასოდეს გაამტყუნო სხვა, რაშიც შენი დანაშაული უფრო მეტია... ახლა "გააპრავებ" და აუცილებლად მოგეკითხება კარმულ წლებში <3
katerina kate
იმასთან, რასთან ბრძოლაც არ შემიძლია და რისი შეცვლაც არ შემიძლია..... გინდა კარმით დამაშინე და გინდა ბუებით... ვერ შევცვლი ჩემ თავს
განაიმიტორო არ მინდა, ან არ მჯერა შენი....
უბრალოდ არ ძალმიძს!
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)