თეთრი სახლი: ბარაკ ობამა უცხოპლანეტელებს არ იცნობს, თეთრი სახლი დუმს |
თეთრი სახლი: ბარაკ ობამა უცხოპლანეტელებს არ იცნობს, თეთრი სახლი დუმს |
Nov 8 2011, 11:53 AM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უცხოპლანეტელთა არსებობის დამადასტურებელ მასალებს არ ფლობს - ნათქვამია ობამას ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ამ უცნაური განცხადებით თეთრი სახლი კანონს იცავს, რომლის მიხედვით ადმინისტრაცია ვალდებულია ოფიციალური პასუხი გასცეს მოქალაქეების ყველა შეკითხვას, რომლებსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე ყველაზე მეტი ადამიანი ითხოვს. ამ შემთხვევაში, 5 ათასი მოქალაქე შეუერთდა პეტიციას, რომელიც ხელისუფლებას არამიწიერ ცივილიზაციების შესახებ ინფორმაციას სთხოვს, კიდევ 12 ათასი მომხმარებელი კი ადმინისტრაციას თხოვს დაადასტუროს, ადამიანთა რასის არამიწიერი წარმომავლობა. ამის პასუხად თეთრი სახლის მეცნიერების და ტექნიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფინ ლარსონი განმარტავს, რომ აშშ-ის ხელისუფლებას დედამიწის მიღმა სიცოცხლის არსებობის შესახებ რეალური ცნობები არ გააჩნია. "არც არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტის შესახებ ვფლობთ ინფორმაციას, თუმცა იმის შანსი რომ სადღაც ტრილიონობით ვარსკვლავს შორის სიცოცხლე არსებობს, მართლაც დიდია", - დასძინა ლარსონმა. http://www.ambebi.ge/msoplio/43886-thethri...-ar-icnobs.html |
|
|
Nov 10 2011, 05:20 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,489 Joined: 9-November 11 From: გზაზე.. Member No.: 6,612 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კენედის ბოლო სიტყვები მაინტერესებს. მახსოვს სადღაც წავიკიტხე ჟურნალ "ამოუცნობში" მგონი იყო სტატია სადაც ეწერა რომ კენედი იყო პირველი პრეზიდენტი ვინც უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ აპირებდა 6 მილიარდი ადამიანისთვის ცნობას. "ისინი მტრები არ არიან, ისინი მეგობრები არიან" ასე ყთქვამს და ამიტომ მოკლეს კიდეცო.. თუ ამაზეც გაქვთ ინფორმაცია იქნებ გამიზიაროთ
-------------------- Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
|
|
|
Nov 11 2011, 01:41 PM
Post
#3
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კენედის ბოლო სიტყვები მაინტერესებს. მახსოვს სადღაც წავიკიტხე ჟურნალ "ამოუცნობში" მგონი იყო სტატია სადაც ეწერა რომ კენედი იყო პირველი პრეზიდენტი ვინც უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ აპირებდა 6 მილიარდი ადამიანისთვის ცნობას. "ისინი მტრები არ არიან, ისინი მეგობრები არიან" ასე ყთქვამს და ამიტომ მოკლეს კიდეცო.. თუ ამაზეც გაქვთ ინფორმაცია იქნებ გამიზიაროთ ცოტა ხნის წინ აშშ-ში პრეზიდენტ ჯონ კენედის წერილები გამოქვეყნდა. წერილიდან ირკვევა, რომ კენედი სიკვდილამდე 10 დღით ადრე ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ საიდუმლო დოკუმენტების ნახვას ითხოვდა. წერილის ადრესატი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორია. წერილი 1963 წლის 12 ნოემბრით თარიღდება. უფოლოგებმა მაშინვე გამოთქვეს მოსაზრება, რომ კენედი იმ ადამიანებმა მოკლეს, რომელთაც უცხოპლანეტელების შესახებ სიმართლის გამჟღავნება არ სურდათ. აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ორი წერილი გამოაქვეყნა. წერილების გამოქვეყნება მწერალმა უილიამ ლესტერმა მოითხოვა. როგორც გამოქვეყნებული წერილებიდან ირკვევა, კენედიმ ერთი წერილი - ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში, მეორე კი ”ნასაში” გაგზავნა. ნასაში გაგზავნილ წერილში კენედი ითხოვდა, საბჭოთა კავშირთან კოსმოსის ათვისების სფეროში ეთანამშრომლათ. ”კენედის ის ფაქტი აშფოთებდა, რომ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ბევრ ამოუცნობ მფრინავ ობიექტს აფიქსირებდნენ. მას ეშინოდა, რომ საბჭოთა ხელისუფლებას ეს ობიექტები შეცდომით ამერიკის აგრესიის ნიშნებად არ მიეჩნია. ალბათ, ამიტომაც კენედის სურდა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე ინფორმაცია მიეღო და ის ნასას წარმოებაში გადაეტანა. ამის მიზანი იყო საბჭოთა კავშირისთვის ეთქვათ, პროვოკაციებს არ ვაწყობთო”, - განაცხადა ლესტერმა ინტერვიუში. წერილის ფოტოასლი "დეილი მეილმა" გამოაქვეყნა. მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით. http://www.ambebi.ge/ |
|
|
Nov 11 2011, 03:58 PM
Post
#4
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th April 2024 - 05:01 AM |