კაჰუნების საიდუმლო ცოდნა |
კაჰუნების საიდუმლო ცოდნა |
Feb 7 2013, 09:40 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,579 Joined: 5-June 12 Member No.: 6,820 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ ბოლო დროს შეხება მქონდა ჰავაელი შამანების - კაჰუნების სიბრძნესთან და მომინდა თქვენც გაგიზიაროთ...
ჰუნა (კაჰუნების სწავლება, კაჰუნები – საიდუმლოს მცველები) (ჩრდილოეთ ამერიკა, ძველი ეგვიპტე, ჩრდილოეთ აფრიკა (ბერბერები), ინდოეთი, პოლინეზიის კუნძულები, ჰავაი) "ცოტა თუ დაეჭვდება იმაში, რომ თანამედროვე მსოფლიო გადამწყვეტი გარდატეხის და სიცოცხლის სისავსის მოპოვების წინაშე დგას. ცვლილებებისკენ სწრაფვა პლანეტისა და კაცობრიობისთვის სასიკეთოდ და არა მათ წინააღმდეგ ან მხოლოდ საკუთარი თავისთვის, სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იპყრობს." ამ სიტყვებით იწყებს თავის წიგნს "ჰავაელი ექიმბაშები: მკურნალობის საიდუმლოებანი" სუზანა ვიგელი, წიგნს, რომელიც დაწვრილებით გადმოსცემს კაჰუნების ცოდნის არსს და პრაქტიკულ მეთოდებს. სახელწოდება "ჰავაი" კაჰუნების გადმოცემით ნიშნავს მიწის ნაგლეჯს საუკუნეების განმავლობაში სიცოცხლის სუნთქვის შესახებ ცოდნის შენარჩუნებისათვის. უძველესი ლეგენდების თანახმად ამჟამინდელი კუნძულები ესაა მთის მწვერვალები ხმელეთის იმ იდუმალი ჩაძირული ნაწილისა, რომელსაც ერქვა ლემურია და რომელსაც მუს ქვეყანასაც ეძახიან. ზოგიერთი ამ მიწას იმ კაცობრიობის აკვანსაც ეძახის, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. ამ ლეგენდების თანახმად ლემურიის ჩაძირვისას მოხდა რაღაც ხალხის გადასახლებისმაგვარი და მრავალმა მისმა ბინადარმა გაიარა გზა ამერიკის კონტინენტისა და ევროპასა და ამერიკას შორის მოქცეული ატლანტიდის გავლით, საიდანაც, როგორც ფიქრობენ, უძველესი ცოდნა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. "კა" ნიშნავს "ოსტატს" (мастер), ხოლო "ჰუნა" ნიშნავს "საიდუმლოს", ან "დაფარულ ცოდნას". სავარაუდოდ, კაჰუნა – ესაა მასწავლებელი, რომელიც ეყრდნობა დაფარულ ცოდნას ან განდობილია ამ ცოდნაში. არის მოსაზრება, რომ ამ კუნძულის მცხოვრებლები როგორღაც იყვნენ დაკავშირებულნი უძველეს ეგვიპტელებთან და კოლუმბამდელ ინდიელ ხალხთან ჩრდილოეთ ამერიკაში – ანაზიელებთან და ჰოპებთან, რადგანაც საოცრად ბევრი მსგავსებაა მათ საიდუმლო ცოდნასა და რიტუალებში, საუკუნეების მანძილზე შენახულ სიბრძნესა და წეს-ჩვეულებებში. აფრიკელი ბერბერები რომლებიც ატლასის მთებში ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ აფრიკაში, მაგიაში იმავე სიტყვებს იყენებენ, რომლებსაც ჰავაელი კაჰუნები, თუ რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ განსხვავებას წარმოთქმაში. ჰავაური სიტყვა კაჰუნა ბერბერებში ჟღერს როგორც გუაჰუნა, ხოლო ჰავაური გამოთქმა, რომელიც აღნიშნავს ქალ-კაჰუნას ანუ კაჰუნა ვაჰინის, ჟღერს როგორც გუაჰინი. სიტყვა, რომელიც ღმერთს აღნიშნავს, ორივე ენაში თითქმის ერთაირად ჟღერს: აკუა და ატუა, ისევე როგორც სხვა მრავალი გამოთქმა. ბერბერების გადმოცემის თანახმად უხსოვარ დროს დიდ უდაბნო საჰარაში, იმ დროს მწვანე, წყლით უხვ და ნაყოფიერ ადგილას კაჰუნების თორმეტი ტომი ცხოვრობდა. დროთა განმავლობაში მდინარეები დაშრა და ეს ტომები ნილოსის ველებზე გადასახლდნენ. იქ, იყენებდნენ მაგიას, რომლითაც კლდის ქვებს ამუშავებდნენ, მშენებლობის ადგილზე გადაჰქონდათ და გიგანტურ პირამიდებს აშენებდნენ. იმ დროს ეს ხალხი მართავდა ეგვიპტეს და სხვა ხალხებზე თავიანთი მაგიის წყალობით მოიპოვეს უპირატესობა. მათ წინასწარ იწინასწარმეტყველეს, რომ მომავალში დადგებოდა საყოველთაო ინტელექტუალური დაბნელების პერიოდი და მათი საიდუმლო ცოდნა დავიწყებას მიეცემოდა. იმისთვის, რომ ეს ძვირფასი განძი შეენახათ მომავალი თაობებისთვის, ეს თორმეტი ტომი რაიმე განცალკევებული ქვეყნის საძებნელად დაიძრა, სადაც გადაიტანდნენ და შეინახავდნენ საიდუმლოს (ჰუნას), სანამ დრო იმდენად არ შეიცვლებოდა, რომ მსოფლიოსთვის მისი დაბრუნება გახდებოდა შესაძლებელი. შორ მანძილზე ხედვის პარაფსიქოლოგიური უნარის მეშვეობით მსოფლიო ოკეანეში ნაპოვნი იქნა უკაცრიელი კუნძული, რომელიც მათ ჩასვლას ელოდებოდა. თერთმეტმა ტომმა წითელი ზღვიდან დინების მეშვეობით გადაცურა და შემდეგ აფრიკისა და ინდოეთის სანაპიროს გავლით წყნარ ოკეანეს მიაღწია. მრავალი წელი გავიდა და მათგან ცნობა არ მოდიოდა, ყოველ შემთხვევაში დარჩენილი მეთორმეტე ტომისთვის. ეს ტომი გაურკვეველი მიზეზების გამო ჩრდილოეთით გადასახლდა ატლასის მთებში. ზუსტად ასეთივე ისტორიას ჰყვებიან ჰავაიზე მცხოვრები კაჰუნებიც. თაობიდან თაობამდე გადაცემული ცოდნა რომ შეენარჩუნებინათ, კაჰუნები დღესაც კი ირჩევენ მოსწავლეებს და ასწავლიან არანაკლებ ოცი წლის განმავლობაში. ყოველ კაჰუნს მხოლოდ ერთი მოსწავლე ჰყავს. როგორც წესი ეს ადამიანი გაცილებით უფრო ახალგაზრდაა მასზე და ავლენს უნარს – შეინახოს და მოუფრთხილდეს ძველ სიბრძნეს ისე, რომ საკუთარი ინტერესებისთვის ბოროტად არ გამოიყენოს იგი. ისინი სწავლობენ დაკვირვებას, იმახვილებენ სმენას და ითვისებდნენ მათ გარშემო სიცოცხლის აღქმას. მოსწავლეებს არასოდეს კიცხავდნენ ან აკრიტიკებდნენ! სამაგიეროდ ხშირად ეუბნებოდნენ გამამხნევებელ სიტყვებს: "ასე განაგრძე!", "კიდევ უფრო ღრმად შეისწავლე!", "უსმინე ბუნებას!" ისინი სწავლობდნენ ზღვასთან, ხეებთან, მცენარეებთან, ქვებთან საუბარს და თავიანთი არსების ისე გახსნას, რომ მათიპასუხებიც გაეგოთ. ყველაფერი მათ გარშემო სიცოცხლის სუნთქვითაა სავსე, და თავად ისინი არიან – სიცოცხლის სუნთქვის ნაწილნი. -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
|
|
|
Feb 7 2013, 06:43 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,579 Joined: 5-June 12 Member No.: 6,820 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოდერატორს ვთხოვ თემასთან შეუსაბამო პოსტები წაშალოს.
ვაგრძელებ: კაჰუნები იქცევიან ისე, როგორც მათ მიმართ გადაშლილი სამყაროს სურათი იშლება: ისინი ცხოვრობენ სიყვარულით, რომელსაც ამოუწურავი ღვთაებრივი წყაროსგან ღებულობენ. მათ იციან, რომ ჭეშმარიტება – ეს საბოლოო ჯამში სიყვარულია. რომ ყოველი მაძიებელი მოიპოვებს საკუთარ, ამოუწურავ წყაროს და ჭეშმარიტებას საკუთარ თავში პოულობს. მსგავსი ძლიერდება მსგავსით. სიყვარული – ეს ჰარმონიაა, პროგრესია; ბოროტება – ეს დისჰარმონია და დეგრადაციაა. ამიტომაც მარადიულად ბოროტება ანადგურებს თავის თავს, ხოლო სიყვარული თვითონ აღავსებს საკუთარ თავს. ამიტომ ბოროტება წარმავალია, სიყვარული კი მარადიული. ერთმა კაჰუნამ თქვა: "ჩვენი თავდაჯერებულობა დაფუძნებულია იმაზე, რომ შეგვიძლია ჭეშმარიტებას ვხედავდეთ ნებისმიერ ვითარებაში და სიყვარულით ვიცხოვროთ, რა გასაჭირი და ტანჯვაც არ უნდა გვერგოს წილად. სიცოცხლე შიგნიდან გარეთ მიედინება. ამ აზრის მიყოლით, შენ თავად გახდები ჭეშმარიტება". სხვა კაჰუნამ ჰკითხა: "შეგიძლია წარმოიდგინო რეალობა, სადაც სიყვარული და ურთიერთგაგება მეფობს?" და უპასუხა: "ასეთია კაჰუნების რეალობა". ამგვარად სამი "მე", რომლებზეც საუბრობენ კაჰუნები: მანამ, სანამ ამას თანამედროვე მეცნიერება დაადასტურებდა ექსპერიმენტებით, ცოდნას ადამიანის ენერგეტიკის (მათ შორის ელექტრო-ენერგეტიკის) შესახებ უკვე დიდი ხნის წინ იყენებდნენ კაჰუნები, რომლებმაც დაადგინეს, რომ ელექტრული სასიცოცხლო ძალა ისევე მიედინება ადამიანის ორგანიზმში, როგორც წყალი. ეს ძალა უხილავი ძაფებით მოძრაობს ისევე, როგორც ელექტროობა სადენებში, წყალი კი თავის კალაპოტში. და წყლის მსგავსად ეს ძალა მკურნალის ხელიდან პაციენტზე გადაედინება. ისევე როგორც ვაზში, იგი იტოტება თავისი ნაკადებით და დაბალი "მე"-დან საშუალოსკენ და მაღალისკენ ისწრაფვის. ძველი კაჰუნები შესანიშნავი ფსიქოლოგები იყვნენ, მაგრამ თანამედროვე მეცნიერებისგან განსხვავებით ისინი საუბრობდნენ ელექტრული ძაბვის არა ორ, არამედ სამ სახეზე, რომელიც სასიცოცხლო ძალას ახასიათებს. ძალას, რომელსაც კაჰუნები ადამიანში აზროვნების უნარს მიაწერენ. თავად ცნება "აზროვნება" მათ ენაზე აღნიშნულია როგორც "მანა-ო", დამატებითი სუფიქსი "ო" აღნიშნავს რაიმეს გადატანას, მოცემულ შემთხვევაში – აზროფორმების გადატანას სასიცოცხლო ძალის ტალღებით, ანუ სუფიქსი "ო" აქ მოცემულია იმისთვის, რომ აჩვენოს, თუ როგორ იყენებს გონება მანას ფიქრის, ან რაიმეს შესახებ ცნების ფორმირებისთვის. და თუ სასიცოცხლო ენერგია ეს წყალია, სიმბოლურად აღწერილი პატარა მომრგვალო წვეთები, წვიმის ნაკადში შეუმჩნეველნი, - ეს აზროფორმებია, რომლებიც მანას ტალღებს გადააქვთ. წვიმის სიმბოლო აერთიანებს ორივე ამ მნიშვნელობას და ხშირად ფიგურირებს კაჰუნების ლოცვებში (გაიხსენეთ ქართული სიტყვა "წყალობა" (მთარგმ. შენიშვნა)). მას იყენებენ როგორც აზროფორმების ნაკადის სიმბოლოს, სასიცოცხლო ძალით სავსეს და მათ გამააზრებლებში უმაღლესი "მე"-დან დაბრუნებულს. შედეგად "წვეთები" ხშირად იღებენ მოვლენების და სხვადასხვა ვითარებების ფორმებს, რომლებიც უმაღლესი "მე"-ს პასუხია მათდამი მიმართულ ლოცვებზე. აქედან გამომდინარეობს, რომ კაჰუნების რწმენით აზროვნების მთელი პროცესი დაფუძნებულია სასიცოცხლო ძალის მოქმედებაზე, ანუ მოითხოვს იმ მანას გამოყენებას, რომელიც შესაბამისი პროპორციებითაა განაწილებული ადამიანის სამ "მე"-ს შორის, უპირველეს ყოვლისა დაბალ და საშუალო "მე"-ს შორის. რაც შეეხება უმაღლეს "მე"-ს, კაჰუნების რწმენით უმაღლესი "მე"-ს თანაარსებობა არაა შეზღუდული ჩვენი სხეულით; უფრო მეტიც, ითვლებოდა, რომ ის საერთოდ არაა მჭიდროდ დაკავშირებული – ამის ფიზიკური გაგებით – ორ დაბალ "მე"-სთან და ფსიქიკურ დონეზე შეუცნობელია. მისი შეცნობა მხოლოდ სულიერ დონეზეა შესაძლებელი, ანუ უშუალოდ უნდა იქნეს განცდილი, როგორც მაგალითად ადამიანი განიცდის სიყვარულს, რომელიც მანმადე მისთვის დაფარული იყო, მაგრამ სრულებით არ ნიშნავს რომ სიყვარული საერთოდ არ არსებობს სამყაროში, უბრალოდ მანმადე არ უგრძვნია იგი. სასიცოცხლო ძალის სიმბოლო – წყალია, და როგორც მდინარის წყალს შეუძლია რამდენიმე ნაკადად დაიშალოს, ასევე მანა-მანა სასიცოცხლო ძალასთან მიმართებაში აღნიშნავს "განტოტვას", "მაღლა ასვლას" ან "ფართოდ გაშლას". სწორედ სასიცოცხლო ძალის ამ უნართანაა დაკავშირებული ის, რომ მას ინტენსივობის სამი დონე გააჩნია. და რადგანაც იგი ელექტრულ ძალას წარმოადგენს, რასაც თანამედროვე ექსპერიმენტებიც ადატურებენ, ჩვენ შეგვიძლია პრინციპულად ჩავთვალოთ, რომ კაჰუნებისთვის ცნობილი მანას ინტენსივობის სამი სახე, - ეს სხვა არაფერია, თუ არა ელექტრული ძაბვის სამი სახე. "ქვეცნობიერის "მე" დაბალ ძაბვას იყენებს. ცნობიერება ანუ საშუალო "მე", როგორც ნება უფრო მაღალ ძაბვას იყენებს, რომელიც გამოიხატება სიტყვით მანა-მანა. არსებობს ასევე ყველაზე მაღალი ძაბვა, ცნობილი როგორც მანა-ლოა, ანუ "ყველაზე ძლიერი ძალა". ითვლებოდა, რომ ამ ძაბვის გამოყენება მხოლოდ უმაღლეს ცნობიერს შეუძლია ორ დაბალ "მე"-სთან კავშირში, რათა მათთან ერთად შექმნას ადამიანის სამმაგი არსი. ამგვარად, მთელ შექმნილ სამყაროში ადამიანი ამ სამების ნაწილს წარმოადგენს. კუ ვიბრირებს უფრო ნელა და "დაბლა", ლონო – უფრო ჩქარა და "მაღლა", კანე – კი ყველაზე სწრაფად, და წარმოადგენს იმ კაჰუნას ძალისხმევების უმაღლეს მიზანს, რომლებიც თავიანთ ამოცანად თვლიან: აამაღლონ უფრო დაბალი "მე"-ს ვიბრაციები. ამგვარად კანე ზემოქმედებს ლონოზე, რათა მომართოს იგი საკუთარ, უფრო მაღალი ბუნების ვიბრაციაზე, ლონო კი ზემოქმედებს კუ-ზე და მისი ვიბრაციის უნარს ამაღლებს. კაჰუნი თავისი ცხოვრების მიზნად ისახავს, რომ მომართოს კუ და ლონო იმავე სიხშირის ვიბრაციაზე, რომელზეცაა უმაღლესი "მე" და ამგვარად მიაღწიოს სამი "მე"-ს სრულ მთლიანობას, და მათგან შექმნას ერთი, რომელიც ვლინდება როგორც უკვდავი სხეული, რამეთუ კანეს ბუნების ძირითადი თვისება – მარადიულობაა. -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 10:02 PM |