Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ რითი არის ერთი ადამიანი მეორეზე უპირატესი?

Posted by: ichi Jun 5 2015, 09:23 PM

ცხოვრებაში ძალიან ხშირად ვაწყდები სიტუაციას როდესაც ერთი ადამიანი მეორეს უმტკიცებს რომ მასზე ბევრად "კაი ტიპია" და შემდეგ მოყავს არგუმენტები.
ასევეა სამსახურშიც, სანათესაოშიც და ეს შეჯიბრების მომენტი ბევრგან იგრძნობა. ზოგი ფიქრობს რომ უფრო მაღალი "დონეა", ზოგი განათლებას უსმევს ხაზს, ზოგი ოჯახიშვილობას.
რას ფიქრობთ მეგობრებო შეიძლება თუ არა ერთი მეორეზე უპირატესი იყოს? მოიყვანეთ არგუმენტები. საერთოდ სხვასთან შედარება რამდენად საჭიროა?
http://pix.ge/


Posted by: tikoroma Jun 5 2015, 09:24 PM

აბა, რა აზრი აქვს ჩემს უპირატესობას თუ ეს მხოლოდ მე ვიცი და სხვები არ მაღიარებენ?

Posted by: ichi Jun 5 2015, 09:29 PM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 5th June 2015 - 09:24 PM) *
აბა, რა აზრი აქვს ჩემს უპირატესობას თუ ეს მხოლოდ მე ვიცი და სხვები არ მაღიარებენ?

რაში გამოიხატება ერთის უპირატესობა მეორეზე?

Posted by: tikoroma Jun 5 2015, 09:29 PM

მაგას ადამიანი წყვეტს პირადად

Posted by: ichi Jun 5 2015, 09:33 PM

QUOTE(tikoroma @ 5th June 2015 - 09:29 PM) *
მაგას ადამიანი წყვეტს პირადად

გასაგებია, თუმცა რაც დაწერე არაფერში არ გეთანხმები.

მე ვფიქრობ ერთია ადამიანი რას წყვეტს და მეორეა რეალობა.
მე შეიძლება ვფიქრობ რომ შენზე მეტი ვარ იმიტომ რომ მაცვია 2000$იანი არმანი. რეალურად ხომ სისულელეა ჩემი ფიქრი?
ანუ ერთია რას ფიქრობს და მეორეა რეალობა. აი ყოველდღიურად მიდის მაგაზე ჩხუბი, მე შენზე ლამაზი,კარგი, ჭკვიანი ვარ და მეორეც იგივეს ეუბნება, არსებობს ამის გადაწყვეტა თუ არ არსებობს? ვინ დააწესა კრიტერიუმები? და თემის მთავარი კითხვა ძალაშია, რითIა ერთI მეორეზე უპირატესი.

Posted by: tikoroma Jun 5 2015, 09:42 PM

მე კონკრეტული ადამიანის ხედვა დავწერე, რომელიც ცდილობს სხვას დაუმტკიცოს თავისი უპირატესობა.

რაც შეეხება არმანს და დანარჩენ მდგომარეობას, ადამიანები ვანიჭებთ ფასს ყველაფერს.
მე პირადად, კი მგონია რომ არმანი კარგია და სხვა რამეც, მაგრამ ინტელექტს ვანიჭებ უპირატესობად, ჩემდა უნებურად მიჩნდება სიმპატიები და პატივისცემა, თუკი ვინმეს აზროვნება მომეწონა. პრინციპი იგივეა. საკუთარ ურთიერთობსაც ავაგებ უფრო ამაზე - ვიღაცასთან ღირს საუბარი (იმას პატივს ვცემ), ვიღაცასთან არა (დებილია ნუ)... ასეთი დაყოფა უაზრობაა, თუ რაღაც სიმაღლეზე ვდგავართ, გინდა სულიერი განვითარება დავარქვათ ამ სიმაღლეს და გინდა აზრობრივად მისვლა ამ დასკვნამდე (ჩემს შემთხვევაში), რომ უბრალოდ უაზრობაა ვინმეს შეედარო, ან ერთმანეთს შეადარო. ფარდობითობა არაა მყარი ცნება ;დ

თუმცა ვაღიარებ საკუთარი ძლიერების შეგრძნება ძალიან სასიამოვნო და მაცდუნებელი გრძნობაა ;დ

Posted by: marissa Jun 5 2015, 09:54 PM

უაზრობაა ადამიანების ერთმანეთთან შედარება,მაგრამ თუ მაინც ვინმე სხვაზე რეალურად რამით მეტია ის თავისი უპირატესობის მტკიცებაზე დროს აღარ დაკარგავს და არც დასჭირდება ეს

Posted by: David Monny Jun 5 2015, 10:05 PM

QUOTE(blue_velvet @ 5th June 2015 - 10:23 PM) *
 რომ უფრო მაღალი "დონეა", ზოგი განათლებას უსმევს ხაზს, ზოგი ოჯახიშვილობას.
რას ფიქრობთ მეგობრებო შეიძლება თუ არა ერთი მეორეზე უპირატესი იყოს? 

კარგი კითხვაა. არაფრით და ყველაფრით. ფაქტი ერთია რომ ყველა ცდილობს დაუმტკიცოს რომ უფრო "მაღალი" დონეა, არავინ ფიწრობს დაუმტკიცოს რომ უფრო დაბალი დონეა. ეს ბუნებრივია. და აი რატომაა ბუნებრივი. გონება ყოველთვის ცდილობს იყოს უფრო მაღალი, რადგან არ არის მაღალი. რასაც თავის თავში ხედავს და აკეთებს იმას ავლენს გარეთაც. ის სულ მიისწრაფის სიმაღლისკენ და ამიტომაც ვერასდროს ვერ გახდება მაღალი. ის არის მისწრაფება სიმაღლისკენ. მისწრაფებას სიმაღლისკენ არ შეუძლია გახდეს სიმაღლე. სიმაღლე არის სიმაღლე და მისწრაფება სიმაღლისკენ არის მისწრაფება სიმაღლისკენ. სანთელი არის სანთელი და არა ჩანგალი. ჩანგალი არის ჩანგალი და სანთელი არის სანთელი. ვინ არის გონებაზე მაღალი რომ ასე მიისწრაფის? როცა საკუთარ ყავში რაიმე მყარს ვერ პოულობს გარეთ გამოდის და ფართო ასპარეზზე ვინმეს იპოვის ვიზეც იტყვის აი მე ამაზე მაღალი ვარ და დატკბება ცოტა ხნით. მერე ისევ დაიწყებს ძებნას, ისევ მოშივდება. ფაქტებით ვიმსჯელოთ ასე უფრო სახალისოა და კაი.
გონებას უყვარს სიმყარე. შიგნით რომ მყარს ვერ პოულობს გარეთ გამოდის მყარის დასანახად და ხედავს 3 მყარ ოს. ისე უყვარს სიმყარე, რომ მყარი სხეული შეიმოსა. კედლებს ეჯახება რომ მიხვდეს სიცოცხლეშია. არსებობაშია. კედელში ვერ გადის, რომ დაიჯეროს რომ რეალურად არსებობს. ეჯახება რომ იგრძნოს. ართმევს რო შეიძინოს. ვისაც არ აქვს ის ართმევს. ვისაც აქვს ის ან არ აძლევს ან აძლევს, მაგრამ არ ართმევს.

Posted by: friad gankenebuli Jun 5 2015, 10:22 PM

ნებისმიერი არსება დედამიწაზე კმაყოფილია თავისი არსებობით. ლომს არ უნდა იყოს ბუზი. ბუზს არ უნდა იყოს ლომი. არცერთ არსება არ განიკითხავს სხვა არსებას. ლომი ააცვამს ეშვებს და ფატრავს ზებრას, მაგრამ არ განიცდის სინდისის ქეჯნას ამის გამო. არ ფიქრობს რომ მკვლელია და არ პირდება საკუთარ თავს, რომ ხვალიდან ვეგეტარიანელი გახდება რადგან იცის რომ ზებრას აღემატება. გაფატრულ ზებრას ტკივა, ეშინია, მაგრამ არ განიკითხავს ლომს ამის გამო და არ იმშვიდებს თავს იმით, რომ ლომს ღმერთი დასჯის და ჯოჯოხეთში მოხვდება. იგივე მექანიზმი მოქმედებს ადამიანებში.

ისე სხვისი არ ვიცი და.. ეზოთერიკებს და ვიღაც მამაძაღლებს ერთად აღებულს ჩავისვამ აგერ ჯიბეში. biggrin.gif

Posted by: ანნა Jun 5 2015, 10:30 PM

აი ვილ სმიტი მევასება მე, რითია ვილ სმიტი ჩემზე უკეთესი მაგალითად? :დდდ

1. ჩემზე ბევრად ჭკვიანია
2. ჩემზე მეტი აქვს შექმნილი შემოქმედებაში,რეპი,ფილმები,რ
ლები
3. აქვს ბევრი უნარები განვითარებული
4. ჩემზე უკეთესი იუმორი აქვს
5. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია და მილიონობით ადამიანს უყვარს და თავადაც ძალიან დიდ სიაყვრულს ფლობს
6. ჩემზე უკეთესად შეუძლია ლაპარაკი,, სცენაზე უკომპლექსოდ დგომა და საზოგადოების ფლობა.
7. ფიზიკურად ჩემზე უკეთ განვითარებული და შეუძლია სირბილში გამისწროს თუნდაც :დ
8. დედამიწა უკეთესობისკენ შეცვალა თავისი არსებობის ჩემზე უფრო ნაყოფიერად ჯერ ჯერობით
9. აქვს ფანტასტიური ენრგეტიკა და არის მოტივატორი და დაუღალავი.
10. შეუძლია ბედნიერი გახადოს მინიმუმ 1000 ადამიანი და მათი ცხოვრება ერთი ხელის მოსმით შეცვალოს,
მაგალითად სახლში მიაკითხოს და რამდენიმე ატასი დოლარი აჩუქოს.

აი ეხლა ეს მოაფიქრდა ჩემ ტვინს, ამით არის ჩემზე უკეთესი ეგ ადამიანი..
)))))

Posted by: tty_ Jun 5 2015, 10:36 PM

ჩვენ ხოჭოები ვართ ვიღაცისთვის. მოვა და გაგვჭყლიტავს smile.gif) რა მნიშვნელობა აქვს რისთვის ან რატომ. არის და მორჩა.

QUOTE
რა არის კარგი? - რაც აამაღლებს ძალაუფლების გრძნობას, ნებას ძალაუფლებისას, ძალაუფლების შეგრძნებას თვით ადამიანში.
რა არის ცუდი? - ის, რასაც სისუტე შობს.
რა არის ბედნიერება? - გრძნობ იმას, რომ ძალაუფლებამ იმატა, რომ წინააღმდეგობა გადაილახება.

არა კმაყოფილება, არამედ ძალაუფლება; არა მშვიდობა, არამედ ომი; არა სათნოება, არამედ გაწაფულობა.

სუსტნი და უიღბლონი უნდა დაიხოცონ.

რა არის ყოველგვარ მანკიერებაზე მავნებელი? - ქმედითი თანაგრძნობა უიღბლოთა და სუსტთა მიმართ - ქრისტიანობა.

ნიცშე


ანუ აქ უკვე გასაგებია, რომ უეჭველად არის ერთ ადამიანი მეორეზე უპირასეტი ხო? კარგი...

Posted by: ichi Jun 5 2015, 10:40 PM

marissa

QUOTE(marissa @ 5th June 2015 - 09:54 PM) *
უაზრობაა ადამიანების ერთმანეთთან შედარება,მაგრამ თუ მაინც ვინმე სხვაზე რეალურად რამით მეტია ის თავისი უპირატესობის მტკიცებაზე დროს აღარ დაკარგავს და არც დასჭირდება ეს

გეთანხმები.

tikoroma
გასაგებია თქვენი აზრი.

friad gankenebuli
QUOTE(ganyenebuli @ 5th June 2015 - 10:22 PM) *
ნებისმიერი არსება დედამიწაზე კმაყოფილია თავისი არსებობით.

მაშ თავებს რატომ იკლავენ? მაშ რატომ ბაძავენ სხვებს? მე პირადად უკმაყოფილო ვარ ჩემი დღევანდელი ცნობიერებით და სწრაფვა მაქვს ზრდისკენ, ესაა მიზანი.


David Monny

QUOTE(David Monny @ 5th June 2015 - 10:05 PM) *
გონება ყოველთვის ცდილობს იყოს უფრო მაღალი, რადგან არ არის მაღალი

საინტერესოა
QUOTE(David Monny @ 5th June 2015 - 10:05 PM) *
კარგი კითხვაა. არაფრით და ყველაფრით. ფაქტი ერთია რომ ყველა ცდილობს დაუმტკიცოს რომ უფრო "მაღალი" დონეა, არავინ ფიწრობს დაუმტკიცოს რომ უფრო დაბალი დონეა. ეს ბუნებრივია. და აი რატომაა ბუნებრივი. გონება ყოველთვის ცდილობს იყოს უფრო მაღალი, რადგან არ არის მაღალი. რასაც თავის თავში ხედავს და აკეთებს იმას ავლენს გარეთაც. ის სულ მიისწრაფის სიმაღლისკენ და ამიტომაც ვერასდროს ვერ გახდება მაღალი. ის არის მისწრაფება სიმაღლისკენ. მისწრაფებას სიმაღლისკენ არ შეუძლია გახდეს სიმაღლე. სიმაღლე არის სიმაღლე და მისწრაფება სიმაღლისკენ არის მისწრაფება სიმაღლისკენ. სანთელი არის სანთელი და არა ჩანგალი. ჩანგალი არის ჩანგალი და სანთელი არის სანთელი. ვინ არის გონებაზე მაღალი რომ ასე მიისწრაფის? როცა საკუთარ ყავში რაიმე მყარს ვერ პოულობს გარეთ გამოდის და ფართო ასპარეზზე ვინმეს იპოვის ვიზეც იტყვის აი მე ამაზე მაღალი ვარ და დატკბება ცოტა ხნით. მერე ისევ დაიწყებს ძებნას, ისევ მოშივდება. ფაქტებით ვიმსჯელოთ ასე უფრო სახალისოა და კაი.
გონებას უყვარს სიმყარე. შიგნით რომ მყარს ვერ პოულობს გარეთ გამოდის მყარის დასანახად და ხედავს 3 მყარ ოს. ისე უყვარს სიმყარე, რომ მყარი სხეული შეიმოსა. კედლებს ეჯახება რომ მიხვდეს სიცოცხლეშია. არსებობაშია. კედელში ვერ გადის, რომ დაიჯეროს რომ რეალურად არსებობს. ეჯახება რომ იგრძნოს. ართმევს რო შეიძინოს. ვისაც არ აქვს ის ართმევს. ვისაც აქვს ის ან არ აძლევს ან აძლევს, მაგრამ არ ართმევს.

რეინკარნირებული ლაო ძი ხარ მეგობარო, ეს ხუმრობით ისე კი მართლაც მომწონს თქვენი პოსტები.თავისი მაგალითებით და მსჯელობით.

ძალიან უხეშად დავწერ, იესო რითი იყო იუდაზე მაღალი? რა არის მთავარი? მემგონი ცნობიერება არის უმთავრესი.
ცნობიერება რომ გასცე რათა მიიღო, შეუნდო რათა შეგინდონ და ა.შ. რას ფიქრობთ?
ან რითია მაგალითად პატიოსანი კაცი მკვლელზე უპირატესი?
რითია პატიოსანი ქალი მეძავზე უკეთესი?
რატომ კლავს ერთი და მეორე თავს წირავს?
კითხვები დავსვათ და შევეცადოთ ვუპასუხოთ.
მე ვფიქრობ თვითჭვრეტით იღებ ცნობიერების კიბეებს, ასე ვთქვათ მაღლდები, უახლოვდები ღმერთს და ამით შეიძლება სხვაზე წინ იდგე, უბრაოდ შენ გახსოვს რომ როისღაც იმ კიბეზე შენც იყავი და ამიტომ ერთადერთი რისი სურვილიც გიჩნდება ეს არის არა მტკიცება საკუთარი უპირატესობის არამედ სხვისი დახმარება.

Posted by: friad gankenebuli Jun 5 2015, 10:42 PM

კი ასეა!!! შოპენჰაუერი მოითხოვდა- პიროვნების ნების აბსოლუტურ შეუზღუდველობას, რამაც განსაზღვრა ნიცშესეული ძლიერი კულტი და რასაც შემდეგ დაეუფლა ფაშიზმის იდეოლოგია <3

Posted by: ichi Jun 5 2015, 10:47 PM

tty_

QUOTE(tty @ 5th June 2015 - 10:36 PM) *
ანუ აქ უკვე გასაგებია, რომ უეჭველად არის ერთ ადამიანი მეორეზე უპირასეტი ხო?

არაფერი არ გადაწყდა, ამ საკითხზე მინდა გულწრფელად ვიმსჯელოთ და ჩემ თავშიც გავერკვიო რატომ ხდება ამდენი დაპირისპირება.

ანნა
QUOTE(ანნა @ 5th June 2015 - 10:30 PM) *
აი ვილ სმიტი მევასება მე, რითია ვილ სმიტი ჩემზე უკეთესი მაგალითად? :დდდ

1. ჩემზე ბევრად ჭკვიანია
2. ჩემზე მეტი აქვს შექმნილი შემოქმედებაში,რეპი,ფილმები,რ

�ლები
3. აქვს ბევრი უნარები განვითარებული
4. ჩემზე უკეთესი იუმორი აქვს
5. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია და მილიონობით ადამიანს უყვარს და თავადაც ძალიან დიდ სიაყვრულს ფლობს
6. ჩემზე უკეთესად შეუძლია ლაპარაკი,, სცენაზე უკომპლექსოდ დგომა და საზოგადოების ფლობა.
7. ფიზიკურად ჩემზე უკეთ განვითარებული და შეუძლია სირბილში გამისწროს თუნდაც :დ
8. დედამიწა უკეთესობისკენ შეცვალა თავისი არსებობის ჩემზე უფრო ნაყოფიერად ჯერ ჯერობით
9. აქვს ფანტასტიური ენრგეტიკა და არის მოტივატორი და დაუღალავი.
10. შეუძლია ბედნიერი გახადოს მინიმუმ 1000 ადამიანი და მათი ცხოვრება ერთი ხელის მოსმით შეცვალოს,
მაგალითად სახლში მიაკითხოს და რამდენიმე ატასი დოლარი აჩუქოს.

აი ეხლა ეს მოაფიქრდა ჩემ ტვინს, ამით არის ჩემზე უკეთესი ეგ ადამიანი..
)))))

არა. ბაბუამ სახლი აჩუქა და ბებიამ სადმე გაჩითა და პოპულარული გახდა და ფული იშოვა არ გამოგვადგება.

აი ვილ სმიტი აიღე და მოაშორე ფული და პოპულარობა. რითია შენზე უკეთესი? იქნებ ცნობიერება აქვს ისეთი რომ საჭმლის გამო 5 კაცი მოკლას ან ფულის გამო დედა გაყიდოს?
რაც შეეხება სხვის გაბედნიერებას, ახლა მილიარდი რომ მოგცე შეიძLება 109045 გააბედნიერო მაგას თუ ბედნიერება ქვია.
ზუსტად ვერ ვწერ მარა შენ სხვაგან წახვედი. ქართული რეალობა აიღე.

Posted by: David Monny Jun 5 2015, 10:49 PM

QUOTE(ganyenebuli @ 5th June 2015 - 11:22 PM) *
ნებისმიერი არსება დედამიწაზე კმაყოფილია თავისი არსებობით. ლომს არ უნდა იყოს ბუზი. ბუზს არ უნდა იყოს ლომი. არცერთ არსება არ განიკითხავს სხვა არსებას

ამ კაცმა ჩემზე კარგად აგვიხსნა. ეს კაცი არის ჩემზე მეტი😊😄

Posted by: ანნა Jun 5 2015, 11:02 PM

ichi
ყველა სული ინდვიდულური ენერგიაა, აბსოლიტურად უნიკალური სიყვარული და ადამიანი თავის შეცნობის ეტაპზე ყველა თავის პირად რეალობაში უახლოვდება ღმერთს. ჩემთვის მეტი და ნაკლები არ არსებობს, არის უფრო ახლოს თავის თავში ღმერთთან და არის უფრო შორს, სხვა განსხვავება არაა და იმის მხიედვით რაც უფრო ახლოსაა ღმერთთან არის უფრო ბედნიერი და ეს ჩანს. ეს ადამიანურ ცხოვრებაშიც ვლინდება. არავინ არავიზე წინ არაა, ყველანი ოქროს უსასრულობაში ვართ მარადისობაში, ყველა შინაგანად სინათლეა უბრალოდ ბევრმა არ ცის ვინაა და ფიქრების სჯერა smile.gif ჩემთვის განსხვავდებიან ამით, თვითონ რა წარმოდგენა აქვთ თავის ტავზე და რა რეალობას იქმნიან.. შედარება შეუძლებელია თუ რეალურად სულს გრძნობ, ვერ შეადარებ.

თავს იკლავენ, კლავენ და დეპრესია აქვთ იმიტომ რომ, არ ცხოვრობენ ისე, როგორც მათი წარმოდგენით უნდა ცხოვრობდნენ
შენ უკმაყოფილო ხარ რადგან, ისე არ ცხოვრობ როგორც შენი აზრით არის კარგი ცხოვრება. შენივე მოლოდინები არ გაგიმართლებია. ან შენი გარშემომყოფების მოლიდნები რაც გგონია რომ უნდა გაამართლო.. კიდევ ენერგეტიკული ბალანსი არ გაქვს ორგანიზმშიდა სხეულში რომ ჰარმონიას არ გღძნობ, ეგ ტვინზეც გადადის და ფიქრებია ნეგატიური.

Posted by: mata Jun 5 2015, 11:02 PM

ჰოი საოცრებავ schnaepse.gif

Posted by: friad gankenebuli Jun 6 2015, 12:56 AM

..არა ბატონებო!...ეს I რიგში ფსიქოლოგიური თემაა!...როგორ, ამდენი კაცთმოყვარეობა, ტოლერანტობა, გოდება, მოლოდინების გამართლება და ჯიგრის წყვეტა..ეს ხომ უზარმაზარი ფსიქოლოგიური სამუშაოა, რომელიც ჩვენგან უამრავ დროს და ენერგიას მოითხოვს, რაც ხალხის და ეზოთერების კეთილდღეობას არ აწყობს! არაა????? არა არა არააა!!

თუ საკუთარი სხეული შეცნობილი არა გაქვს არ არსებობ!!! თუ არ არსებობ, ესეიგი ზღაპრებში ხარ და შენი ცხოვრება შენში ჩანერგილი ეზოთერული სიზმარ - ბოდვებია მხოლოდ! ამას უნდა მიხვდე და მოეშვა "ბოდვის" სმენას და საკუთარი თავის შესმენა ისწავლო– მხოლოდ ასე და არანაირად სხვანაირად!!!
ვინც დღეს ეზოთერიკას მაგიას ქადაგებს ბოდავს! ვისაც მათი სჯერავს ისიც ბოდავს!

Posted by: ანნა Jun 6 2015, 01:16 AM

QUOTE
თუ საკუთარი სხეული შეცნობილი არა გაქვს არ არსებობ!!! თუ არ არსებობ, ესეიგი ზღაპრებში ხარ და შენი ცხოვრება შენში ჩანერგილი ეზოთერული სიზმარ - ბოდვებია მხოლოდ! ამას უნდა მიხვდე და მოეშვა "ბოდვის" სმენას და საკუთარი თავის შესმენა ისწავლო– მხოლოდ ასე და არანაირად სხვანაირად!!!


smile.gif

Posted by: David Monny Jun 6 2015, 01:17 AM

ადამიანები იქმნიან თავს. ყოველთვის ამბობენ, ეს არ არის სწორი. ის უნდა იცინოდეს არ უნდა ბეაზდებოდეს. არადა ბრაზდება. სადაც უნდა განრაზებულიყო იცინის. არა შესაძლებელია რაც არ მოგწონს ისე ქნა როგორც შენ გინდა, მარა ამ ნაქნავს ხომ უნდა შენარჩუნება? სადამდე. ვინც მეტხანს შეინარჩუნებს ის უფრო მაგარია? სიკვდილის ნემსის ყუნწში არ გაეტევა ეგ რაც შეინარჩუნე. მიწა აიღე სხეულად და უკანასკნელ ატომამდე დაუბრუნებ მიწასვე. რა მიგაქვს? რის შენარჩუნებას ცდილობ. ცხოვრება სპონტანური სიცოცხლეა. გეგმავ და გეშლება თვალ წინ. კარგი დაგეგმე. მერე ეს დაგეგმილი უნდა შეინარჩუნო. ამას ვეძახით პიროვნებას. პიროვნება არის დაგეგმილი ცხოვრება, რომელიც ბოლოს კვდება. მას მარადისობა უნდა რადგან არ არის მარადიული, რადგანაც უნდა მარადისობა, ე.ი. არ არის მარადიული და ვერც ვერასდროს გახდება. ის რაც არ არის მარადიული არ არის მარადიული. ამიტომ ცდილობს ერთი პიროვნება მეორე პიროვნებაზე ამაღლებას, რომ იქნებ იქ ზევით სადმე მარადისობა დაინახოს. კაცი ხეზე ადის, უფრო მეტის დანახვის იმედით

Posted by: mata Jun 6 2015, 04:17 AM

ციტატა(David Monny @ Jun 6 2015, 01:17 AM) *
ადამიანები იქმნიან თავს. ყოველთვის ამბობენ, ეს არ არის სწორი. ის უნდა იცინოდეს არ უნდა ბეაზდებოდეს. არადა ბრაზდება. სადაც უნდა განრაზებულიყო იცინის. არა შესაძლებელია რაც არ მოგწონს ისე ქნა როგორც შენ გინდა, მარა ამ ნაქნავს ხომ უნდა შენარჩუნება? სადამდე. ვინც მეტხანს შეინარჩუნებს ის უფრო მაგარია? სიკვდილის ნემსის ყუნწში არ გაეტევა ეგ რაც შეინარჩუნე. მიწა აიღე სხეულად და უკანასკნელ ატომამდე დაუბრუნებ მიწასვე. რა მიგაქვს? რის შენარჩუნებას ცდილობ. ცხოვრება სპონტანური სიცოცხლეა. გეგმავ და გეშლება თვალ წინ. კარგი დაგეგმე. მერე ეს დაგეგმილი უნდა შეინარჩუნო. ამას ვეძახით პიროვნებას. პიროვნება არის დაგეგმილი ცხოვრება, რომელიც ბოლოს კვდება. მას მარადისობა უნდა რადგან არ არის მარადიული, რადგანაც უნდა მარადისობა, ე.ი. არ არის მარადიული და ვერც ვერასდროს გახდება. ის რაც არ არის მარადიული არ არის მარადიული. ამიტომ ცდილობს ერთი პიროვნება მეორე პიროვნებაზე ამაღლებას, რომ იქნებ იქ ზევით სადმე მარადისობა დაინახოს. კაცი ხეზე ადის, უფრო მეტის დანახვის იმედით



ვნახოთ ცეცხლი მოერევა თუ ყინული
მეც მაინტერესებს

Posted by: ანნა Jun 6 2015, 10:19 AM

ბიჭო შენ იმენა მარტო შენ თავზე ბაზრობ და ეგრე არაა ბევრი, შენ ეგრე ხედავ მარა ძაან ბევრს ვიცნობ რომელიც მაგ ფორმულებით არ ცხოვრობს და საკუთარი ცხვირის იქით თუ არ იყურე (თუმცა ეგ იშვიათებს შეუძლია) რეალობას ვერ შეიცნობ. აი ტიპები თავის თავს აკვრიდებიან და მერე ანზოგადებენ, არადა ეგ მარტო შენი დაკვირვების გზაა და არა სხვა ადამიანების.
მაგდენს თუ ფიქრობ ე.ი ვერ გრძნობ ცხოვრებას, თუ უგეგმავ შენივე თავს მომავალ მეს და მდგაომრეობებს და როგორი ხარ და სად მოიქცე ეგ არის თვითდაპროგრამება და ვერც თავისუფლებას შეიგრძნობ და ვერც ამოსუნთქვაში სამყაროს კანონზომიერებას smile.gif

შენ თუ წინასწარ დაგაპროგრამა დედამ, ან მამა, ასეთი უდნა იყო ან თუ შენ გადაწყვიტე რომ 28 წლის ასაკში ასე და ასე უნდა იყო ეგ არის საკუთარი თავის შეზღუდვა და ძაან კაი პონტშიც რო გაიჩითო, თუ ძველი წარმოდგენისგან თავისუფალი არ ხარ მაშინ თავს არ იგრძნობ ჰარმონიულად. მარადისობა შენშია და ეს ყველა ამოსუნთქვაში, ყველა მეგობართან ურთიერთობაში, ელემენტარუალდ ნაყინის ერთად ჭამაშიდა სიცილშია, ყოველდღიურ პრაქტიკულ წვრილმანებში ვლინდება სამყაროს ჰარმონიულობა შენშიდა ეგ არის ცხოვრება.. და არა ფიქრებით შექმნილი ვინ ხარ ან რა უნდა იყო.

Posted by: ichi Jun 6 2015, 10:33 AM

QUOTE(ანნა @ 6th June 2015 - 10:19 AM) *
ყოველდღიურ პრაქტიკულ წვრილმანებში ვლინდება სამყაროს ჰარმონიულობა შენშიდა ეგ არის ცხოვრება.. და არა ფიქრებით შექმნილი ვინ ხარ ან რა უნდა იყო.

ერთი მეორეს ხელს არ უშლის.

მოკლედ ამ თემის პასუხია, არაფრით ხომ სწორია?
არ შეიძლება ერთი მეორეზე მეტი იყოს ან ნაკლები.

Posted by: ანნა Jun 6 2015, 10:39 AM

არაფრით.
თუ ვინმეს გონია სხვაზე მეტია ეგოს ილუზიაშია
თუ ვინმეს გონია სხვაზე ნაკლებია ეგოს ილუზიაშია

Posted by: ichi Jun 6 2015, 11:56 AM

ანნა
ცნობიერებით არა?
მაგალითად შენ, ადამიანი რომელიც ძიებაშია და ავიღოთ ადამიანი რომელც კმაყოფილია იმით რასაც ძია ნუგზარისგან გაიგებს.
გურჯიევი რითია მეტი შალვა ნათელაშვილზე? არაფრით? მემგონი არ არის სწორი, ცნობიერებით მგონია სწორი, ანუ სწრაფვა ჭეშმარიტებისკენ, ძიება, ეჭვები დასკვნებისას და ა.შ.

Posted by: ანნა Jun 6 2015, 12:05 PM

ichi

ანუ ვისთვის? რა სიტუაციისთვის და გარემოსთვის? სამყაროსთვის, მაგალითად მე თუ დავიშალე მილიონ ნაწილაკად რომელიც გაიფანტა ისინი ჩემში რა სიჩქარით და რა გზებით დამბრუნდებიან არ აქვს მნიშვნელობა, მე მათ ყველას ვგრძნობ როგორც ჩემს თავს.. მე ასე აღქვიქვამ.
და ნუ რამდენი მილიარდი ადამიანიცაა იმდენი საჭიროებაა და ვიღაცისთვის ნათელაშვილი უფრო საჭიროა, ვიღაცისთვის გრუჯიევი, თუმცა ობიექტური ჭეშმარიტებისთვის სულ1 .. თუმცა ჩემთვის შეიძლება გურჯიევი უფრო პრიოტიტული იყოს როგორ შესწავლის ობიექტიდა მასზე მეტი ვიფიქროდა მეტად დავაფასო, თუმცა ეს ჩემი საჭიროების დაკმაყოფილებაა. ვის რა საჭიროებას აკმაყოფილებს ადამიანი რომელ გარემOშიდა დროში..
მე მაგალითად ეხლა შეიძლება შენთვის სასარგებლო ვარ, მაგრამ შენი ასაკის სხვა ადამიანისთვის ვისაც სადღაც სოფელში შია და ძროხის მოწველას და რძეს ელოდება დაღლილი ტყიდან მოსული, მე არანაირი სარგებლობა არ მომაქვს და ვერც მოვუტან smile.gif
ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა ყველას თანბრად აქვს, უბრალოდ ზოგი შვილის გაზრდით გამოხატავს, ზოგი ეზოტერული პრაქტიკით, ზოგი მეტაფიზიკის შესწავლით და ზოგი საკუთარ თავში მუსიკის აღმოჩენით და სიმღერით. ვიღაც უფრო შორსაა, ვიღაც უფრო ახლოს მაგრამ ეგ არ არის მეტობა ნაკლებობა ასე მგონია smile.gif

Posted by: ichi Jun 6 2015, 12:18 PM

QUOTE(ანნა @ 6th June 2015 - 12:05 PM) *
ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა ყველას თანბრად აქვს

არ ვფიქრობ ასე. ზოგისთვის მთავარია კომფორტი შეიქმნას და იმის იქით ვსო. ზოგი კიდე არ კმაყოფილდება არაფრით და სულ ძიებაშია, სრულყოფაში....
ყველას სწრაფვა რომ ქონდესჩემი აზრით დალაგდება კაცობრიობა და ნელ-ნელა წავა სრულყოფისკენ, მაშასადამე ღმერთთან ახლოს.

Posted by: tikoroma Jun 6 2015, 12:19 PM

საერთოდ სისულელეა ვინმეს შეფასება და საკუთარი თავის შეფასება.
ხშირად ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ საკუთარ თავს დავუმტკიცოთ რომ რაღაცას წარმოვადგენთ, ძლიერები ვართ და რაც მიგვაჩნია სიძლიერედ, იმას ვამტკიცებთ. ძნელია საკუთარ თავს რამე დაუმალო, ქვეცობიერად ყოველთვის იცი რა შეგიძლია და რა არა. მაგრამ ამის აღიარება არ გვინდა დ აჯიუტად ვამტკიცებთ რაღაცეებს სხვების და საკუთარი თავის წინაშე.

ichi

ციტატა(blue_velvet @ 6th June 2015 - 11:56 AM) *
ცნობიერებით არა?
მაგალითად შენ, ადამიანი რომელიც ძიებაშია და ავიღოთ ადამიანი რომელც კმაყოფილია იმით რასაც ძია ნუგზარისგან გაიგებს.
გურჯიევი რითია მეტი შალვა ნათელაშვილზე? არაფრით? მემგონი არ არის სწორი, ცნობიერებით მგონია სწორი, ანუ სწრაფვა ჭეშმარიტებისკენ, ძიება, ეჭვები დასკვნებისას და ა.შ.

როცა რაიმეს ვადარებთ, უნდა არსებობდეს რაიმე წერტილი, რაიმე გაზომვადი ცნება, რის მიხედვითაც შევადარებთ.
არ ვიცი გურჯიევის და ნათელაშვილის ცნობიერების შედარება რამდენად სწორია ;დ წყალი უფრო სველია თუ ბალახი უფრო მწვანეა?
გურჯიევი იმ გზას გაყვა რაც მისთვის იყო საჭირო და რაც შეეძლო.
ნათელაშვილიც ასევე.
რატომ უნდა განვითარებულიყო ნათელაშვილის ცნობიერება გურჯიევის მსგავსად?
თუ არ მესმის გურჯიევის, ჩამოსაწერი ვარ?

ფეხბურთელები საათ ნახევარში 10-13 კილომეტრს დარბიან. მე 10-13 წუთი სირბილი მიჭირს. თავიდანვე მქონდა ისეთი ცუდი მონაცემები, რომ ოდნავადაც ვერ მივუახლოვდებოდი მათ ფიზიკურ მონაცემებს. ალბატ უდიდესი ძალისხმევის შედეგად მხოლოდ, რასაც ერთეული ადამიანები ახერხებენ - როგორც მაგ. ინვალიდები ახერხებენ იოგით და სხვა დახვა ვარჯიშებით გაიუმჯობესონ თავიანთი შესაძლებლობები.
მაგრამ მე ეს არ მინდოდა და არ ვთვლი, სპორტსმენივით უნდა მეცხოვრა.

გონებასაც აქვს თავისი შესაძლებლობების ზღვარი. მე არც ნათელაშვილის მესმის და არც გურჯიევის, მაგრამ არ ვთვლი რომ უნდა მესმოდეს რომელიმესი. მე ჩემი გზა მაქვს

Posted by: ichi Jun 6 2015, 12:20 PM

ანნა
მემგონი ართულებ საკითხს, მე დავსვი კითხვა, ობიექტურად შეიძლება ერთი მეორეზე მეტი იყოს და რაში გამოიხატება, აი შენთვის რაში გამოიხატება ?
ცოდნა-არა
მატერიალური მხარე-არა
გარეგნობა-არა
.
.
ცნობიერება-კი
ასე მგონია.

Posted by: tikoroma Jun 6 2015, 12:25 PM

ichi

ციტატა(blue_velvet @ 6th June 2015 - 12:18 PM) *
არ ვფიქრობ ასე. ზოგისთვის მთავარია კომფორტი შეიქმნას და იმის იქით ვსო. ზოგი კიდე არ კმაყოფილდება არაფრით და სულ ძიებაშია, სრულყოფაში....
ყველას სწრაფვა რომ ქონდესჩემი აზრით დალაგდება კაცობრიობა და ნელ-ნელა წავა სრულყოფისკენ, მაშასადამე ღმერთთან ახლოს.

აჰა, თუ ეგ გვინდა - ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება, მაშინ ჰო biggrin.gif მაშინ სჯობს ერთნაირები ვიყოთ..
მე კი ვფიქრობ, რომ განსხვავებულების მიღება უნდა შეგვეძლოს.
შეიძლება ეს არ არის ერთადერთი ჭეშმარიტება, მაგრამ ჩემი ორიენტირი ეს არის - მეტად დავაფასებ სხვასაც და ჩემს თავსაც, თუ მისგან განსხვავებულსაც ისე შეიყვარებს, როგორც მსგავსს.

ავადმყოფებს და სუსტებს სპარტაში კლდიდან ყრიდნენ, რომ ქვეყანა ჯანმრთელი ყოფილიყო.
დღეს მათ "თავს ვევლებით" (გარეგნულად მაინც) და ვცდილობთ გვერდით გვყავდეს და ჩვენი თანაბარი ცხოვრება ჰქონდეთ.

ასევე შეგვიძლია მოვექცეთ გონებრივად და სულიერად განუვითარებლებს (უხეშად ვლაპარაკობ ხო biggrin.gif )
ან კლდიდან ვყრით და ვრჩებით მხოლოდ "ჯანსაღები" ან ვაძლევთ მათ ისე ცხოვრების უფლებას, როგორც შეუძლიათ.
(ამას ჩვენ ვინ გვკითხავს, მაგრამ ჩვენს გონებაში უნდა შესრულდეს ეს აქტი) ;დ

Posted by: tikoroma Jun 6 2015, 12:31 PM

ichi

ციტატა(blue_velvet @ 6th June 2015 - 12:20 PM) *
ცოდნა-არა
მატერიალური მხარე-არა
გარეგნობა-არა
.
.
ცნობიერება-კი
ასე მგონია.

თუ ერთი კუთხით ადარებ, სხვა მხარემ რა დააშავა?
შენ გგონია ის მოდელები, რომლებიც ჩემზე ლამაზები არიან და ნებისმიერ კაცს წამართმევენ ალბათ (თუ ამაზე მიდგა საქმე), არ იმსახურებენ ჩემზე მეტად ამ ყურადღებას? ისინიც შრომობენ რომ ლამაზები გამოჩდნენ მუდმივად და ყურადღებას იქცევდნენ. და ისე შრომობენ როგორც მე არ შემიძლია და არ გავაკეთებ - არ ვივარჯიშებ, არ ვიდგები დიეტაზე და არ ვივლი სალონებში და არ ვიფიქრებ მუდმივად ჩემს გარეგნობაზე. ამიტომ თუ ვინმე უპირატესობას მიანიჭებენ მათ, ეს დამსახურებულად მოხდება.

ახლა, თუ მე კარგი ფიზიკოსი ვარ და ვინმე კარგ ფიზიკოსად ტოპმოდელს აღიარებს, ეს სისულელე იქნება.

საერთოდ კი ასე მგონია - ან არაფერს ვადარებთ და არ ვყოფთ ადამაინებს ასეთებად და ისეთებად.
ან ვადარებთ რაღაც ჩარჩოებში - ფიზიკურს - ფიზიკურს, მატერიალურს - მატერიალურს, ცნობეიერბას - ცნობიერებას - ვადარებთ იმ შეხედულების მიხედვით, რა შეხედულებებიც გაბატონებულია იმ გარემოშ, სადაც ვარსებობთ.
ან გავდივართ ამ შეხედულებების, ჩარჩოების მიღმა და არ ვაკეთებთ შეფასებებს საერთოდ.


Posted by: ანნა Jun 6 2015, 12:32 PM

ჩემთვის პირადად ის ადამიანი უკეთესია, ვინც უფრო თავისუფალია და ფართოა შინაგანად. ვისი ინდვიდუალური სულიც მის ადამიანურ სხეულში და პიროვნებაში არის გამოვლენილი და არის ნაკლებად დაპროგრამებული. ვის გვერდითაც თავს მშვიდად ვგრძნობ, სიყვარულს ვგრძნობ და მარადისობას და უსაზღვროებას მიხსნის.. არიან ესეთი ადამიანები და ანუ ჩემი პირადი ეგოისტური ტვინისთვის ესეთია კარგი smile.gif ანუ სულიერად განვითარებული, თავისუფალი და რეალიზებული, ის ვიცნ ავლენს ავლენს თავის ღვთიურ მეს ადამიანურ ცხოვრებაში..

Posted by: ichi Jun 6 2015, 12:44 PM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 6th June 2015 - 12:19 PM) *
წყალი უფრო სველია თუ ბალახი უფრო მწვანეა?

აქ საუბარია ერთი სახის ბალახი უფრო მწვანეა თუ მეორე, ანუ 2 ადამიანია აქ და არა სხვადასხვა ინსტანცია

QUOTE(tikoroma @ 6th June 2015 - 12:19 PM) *
რატომ უნდა განვითარებულიყო ნათელაშვილის ცნობიერება გურჯიევის მსგავსად?

ამას არავინ არ ამბობს და ნუ ართUლებთ ისედაც რთულ თემას.



QUOTE(tikoroma @ 6th June 2015 - 12:19 PM) *
ფეხბურთელები საათ ნახევარში 10-13 კილომეტრს დარბიან. მე 10-13 წუთი სირბილი მიჭირს.

ფიზიკური მონაცემები რა შუაშია ცნობიერებასთან? (((

QUOTE(tikoroma @ 6th June 2015 - 12:31 PM) *
საერთოდ კი ასე მგონია - ან არაფერს ვადარებთ და არ ვყოფთ ადამაინებს ასეთებად და ისეთებად.

იგივე გურჯიევი და იგივე მამარდაშვილი ადმიანებს როგორ ყოფდა?
ლესტნიცა იდიოტოვ გაგიგიათ ალბათ.

რატომ ყოფდნენ ადამიანებს იმათ ვისაც ძინავთ(მამარდაშვილი ეძახდა ზომბებს) და იმატ ვინც აცნობიერებენ? რა შუაშია მუსკულები, სილამაზე, წარმომავობა და ა.შ.
არიან თავისუგფალი ადამიანები და არიან საკუთარი თავის მონებიო, ანუ ცნობიერები და რობოტები, ახლა გეკითხებით ეს ორი ერთი როგორ არი? არანაირად არ არის ერთნაირი, იმაში გეთანხმებით რომ ყველა ერთIდან მოვდივართ, მაგრამ არიან გამოღვიძებულები და არიან მძIნარენი, ეს არის ჩემი კრიტერიუმი. რას ფიქრობთ? გასაგებია რომ ამის გაგება შეუძლებელი თუარა ურთულესია და ჩვენ ძალებს აღემატება მაგრამ.........

Posted by: tikoroma Jun 6 2015, 12:55 PM

იმ შუაშია მუსკულები და ფიზიკურობა, რომ ცნობიერებაც ისე ვითარდება ხელოვნურად, როგრც ფიზიკურობა. რასაც შენ გაღვიძებას ეძახი.

მამარდაშვილი და გურჯიევი ახსნიან ალბათ რას რატომ ყოფენ. ექნებათ განმარტებული.
მაგრამ მამარდაშვილის და გურჯიევის ფილოსოფია არის ერთი კონკრეტული ფილოსოფია, თუ მის შიგნით განვიხილავთ ობიექტს - მათ მიერ შექმნილი წესებით უნდა განვიხილოთ, რაშინ მე ვერ ვერკვევ კარგად.

მაგრამ ეგენი არ არიან ერთადერთნი, ვინც შექმნა სწავლება, შექმნა სივრცე, ამ სივრცეში მოქმედი წესები და ამ წესების მიხედვით განიხილავს ადამიანებს. რატომ მამარდაშვილი და არა ეკლესია? ზუსტად იგივე პრინციპით მოქმედებენ.

მე ვიძახი, რომ ან უნდა ავიღოთ ერთი რომელიმე სწავლება - სივრცე თავისი კანონებით და ვიაზროვნოთ ამ კანონების მიხედვით.
ან გავიდეთ ყველა სწავლებიდან - ყველა კონკრეტული დასაზღვრული და კანონ-წესებით მოქმედი სივრციდან და გარედან დავინახავთ რომ ყველა თავისუფლები ვართ და სისულელეა ეს შედარებები, თუნდაც ცნობიერების შედარებები ერთმანეთთან

Posted by: ანნა Jun 6 2015, 12:59 PM

ichi

QUOTE
არიან თავისუგფალი ადამიანები და არიან საკუთარი თავის მონებიო, ანუ ცნობიერები და რობოტები, ახლა გეკითხებით ეს ორი ერთი როგორ არი?


ასტროლოგიასთან როგორ ხარ? ანუ თუ გაარჩევ ადამიანის პირად რუკას, თითეული პლანეტა როგორ მართავს აზროვნების ტიპს, ემოციურ მიჯაჭვულობებს (მაგ: თევზებს ყველა ეცოდებათ და უთანაგრძნობენ) ინტერესებს, სისტეებს და ა.შ.. ნათლად დაინახავ
ვინც დაბადებიდან რა ენერგიებითაც იმართება იმას არ ცვლის არის მონა,
ვინც აცნობეირებს თავისივე აზროვნებას, თავისივე ღრმა შრეებში მოქმედ ძალებს ის აღარ არის მონა. პირაიდ რუკის გარჩევა ძალიან საინტერესოა ამ მხრივ, ძირითადად რა პროგრამებით იმართება ადამიანი წაიკითხავ smile.gif
გარეზემოქმედებებზე როგორი რეაქციები გაქვს, ავტომაპტური თუ გაცნობეირებულად შეგიძლია აირჩიო რეაქცია ამაშია განსხვავება.. ვიღაც რომ გიყვირებს რას იგრძნობდა რა რეაქციას იქონიებ.
გოგოს რომ ტრაკზე ხელი მოარტყან ყველა ზოდიქოს ნIშანი სხვადასხვანაირად იმოქმედებს თავისი ინდვიდუალური რუკის მხიედვით და ეს რეაქცია ავტომატურია იმის მხიედვით შინაგანი მდგაომრეობა როგორია.. და ა.შ.. თავისუფალია ვინც თავის ქმედებსბ და რეაქცაიებს აცნობეირებს და მონაა ვინც ბრმად პასუხებს პრგნოზირებადად.

Posted by: ichi Jun 6 2015, 07:47 PM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 6th June 2015 - 12:55 PM) *
მე ვიძახი, რომ ან უნდა ავიღოთ ერთი რომელიმე სწავლება - სივრცე თავისი კანონებით და ვიაზროვნოთ ამ კანონების მიხედვით.

კონკრეტული რატომ უნდა აიღო თუ ბევრი ამბობს რომ ერთ ნაწილს ძIნავს მეორეს ღვიძავს(ძალიან მარტივ რამეს ვამბობ)
ანუ არსებობს ადამიანი რომლის უპირველესი სადარდებელია ჩაცმა, ჭამა, დალევა და არსებობს ადამიანი რომელიც რეფლექსიითაა ძალიან ხშირად დაკავებული, შენ მეუბნები ვერ შეადარებო. მე გეუბნები შეადარებ და მეორე უპირატესია თავისი ცნობიერებით. ოშო უფრო უპირატესია თუ გივი სიხარულიძე?

ანნა

QUOTE(ანნა @ 6th June 2015 - 12:59 PM) *
ასტროლოგიასთან როგორ ხარ?

არ მჯერა ასტროლოგიის, თუნდაც იმიტომ რომ მსგავსი ნიშNები ძალიან განსხვავდება ხოლმე ერთმანეთIსგან და რას ეფუძნება ასტროლოგების ცოდნა ? მარსი შევა ვენერაში, საიდან დაასკვნა ამ დროს რა ხდება? ვინ იცის რა როგორ მოქმედებს ადამიანზე? მითUმეტეს გარკვეულ ნიშანზე?

Posted by: tikoroma Jun 6 2015, 07:56 PM

მე გეუბნები, რომ თუ ცნობიერებით ადარებ, მაშინ ფიზიკურობითაც შეადარებ, ფინანსური მდგომარეობითაც, კარიერითაც და სხვა ყველაფრითაც.
და თუ გგონია რომ მაღალი ცნობიერების გამო თუ გადახედავ ვინმეს ზემოდან სწორი იქნები და სიმდიდრის გამო თუ გადახედავ ზემოდან, მხოლოდ მაშინ იქნები არასწორი, ცდები. smile.gif

Posted by: ano Jun 6 2015, 08:18 PM

QUOTE
რითი არის ერთი ადამიანი მეორეზე უპირატესი?, სანამ თემაში შემოხვალთ ეგ�



სანამ თემაში შემოხვალთ......






ფეხები დაიწმინდეთ laugh.gif

Posted by: ანნა Jun 6 2015, 08:23 PM

ichi

ასტროლოგია არის შენი პირადი ფსიქოლპორტრეტი რითაც იბადები, შენი დაბადები ს ზუსტი დრო მითხარიდა გეტყვი.. და ტავისუფალი ისაა ვინც მაგ ასტროლოგიურად რაც მოყვება იმეებისგან თავისუფლდება და ვინც ვერა და ნეპტუნის გავლენით ცხოვრობს მონაა. საათიც მითხარი შენიდა გეტყვი ძირითად პლანეტებს.
ცხრა პლანეტა, თორმეტი სახლიდა ოცამდე ასპექტი მაინც ერთიანად განსაზღვრავს მანდ ხასიათს და არა მარტო თვე

Posted by: tikoroma Jun 6 2015, 08:24 PM

ასტროლოგიაზე მოვრჩეთ, ოკ? აქვს მას ცალკე თემა

Posted by: ანნა Jun 6 2015, 08:26 PM

tikoroma

ადამიანებს შორის განსხვავებები ასტროლოგიური რუკიდანაც ჩანს და თემატურია ლამაზთვალება ადმინო ქალბატონო დეიდა ^^

Posted by: tikoroma Jun 6 2015, 08:28 PM

განსხვავება ერთია და უპირატესობა მეორე ;დ

შენც ასე ფიქრობ? თუ უფრო ჭკვიანი ხარ, თუ მეტი გესმის, უპირატესობას ფლობ დათუ უფრო ლამაზი, ძლიერი და მდიდარი ხარ - მაშინ არა?

Posted by: ანნა Jun 6 2015, 08:33 PM

უპირატესობაა ვიღაცის ძლიერი მარსი სხვის სუსტ მარსთან,
ანუ ჩემთვის განსხვავება არაა შეიძლება, და რეალურად ერთია მაგრამ ფაქტობრივად ძლიერი მარსიანი სუსტმარსიანს მოერევა თუ მოინდომებს :| ანუ უპირატესობა აქვს რაღაცა ასპექტს სხვა ასპექტთან. მთვარე თხის რქას სამყაროს შემეცნება უფრო ჭირს, ვდირე მთვარე ტევზებს... და ა.შ..

Posted by: tikoroma Jun 7 2015, 01:02 PM

ichi

ციტატა(blue_velvet @ 5th June 2015 - 09:23 PM) *
ცხოვრებაში ძალიან ხშირად ვაწყდები სიტუაციას როდესაც ერთი ადამიანი მეორეს უმტკიცებს რომ მასზე ბევრად "კაი ტიპია" და შემდეგ მოყავს არგუმენტები.
ასევეა სამსახურშიც, სანათესაოშიც და ეს შეჯიბრების მომენტი ბევრგან იგრძნობა. ზოგი ფიქრობს რომ უფრო მაღალი "დონეა", ზოგი განათლებას უსმევს ხაზს, ზოგი ოჯახიშვილობას.
რას ფიქრობთ მეგობრებო შეიძლება თუ არა ერთი მეორეზე უპირატესი იყოს? მოიყვანეთ არგუმენტები. საერთოდ სხვასთან შედარება რამდენად საჭიროა?

ყველა ჩემი პასუხი ამ პირველი პოსტიდან გამომდინარეობდა. მერე მგონი შენ სხვა კითხვა დასვი და გამომრჩა biggrin.gif

შეგიძლია განაგრძო და განმარტო უფრო ზუსტად რას ფიქრობ?

Posted by: narilla Jun 7 2015, 02:10 PM

არავის არ შეუძლია იყოს ვინმეზე მეტი, ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ და თანასწორნი უნდა ვიყოთ მატერიალურ სამყაროშიც, რისი მიღწევაც რთულია. დღევანდელ სამყაროში მუდმივი კონკურენციაა გაბატონებული, რომელიც, ჩემი აზრით, ისეთივე პრინციპით მოქმედებს, როგორც თვითგადარჩენის ინსტინქტი, თუმცა თუ ცხოველებში ეს ეს ინსტინქტის დონეზე რჩება, ადამიანებში, ეს გაცნობიერებულ, გონით და ინტელექტუალურ დონეზე ხორციელდება. გარდა ამისა, ჩვენ გვავქს "თავისუფალი ნება", რომლის საშუალებითაც, ჩენ შეგვიძლია უკეტესობისკენ ან უარესობისკენ შეცვლა, ასევე ყოველ პრობლემურ საკითხს, რომელიც ამ მატერიალურ სამყაროში იჩენს თავს და რომელთანაც ჩვენ გვიხდება შეჯახება ყოველდღიურად, შეიძლება მოვუძებლოთ კარგი და ცუდი მხარეები, გააჩნია მას როგორი ასპექცით შევხედავთ. ხომ შეიძლება სხვა ადამიანი, რომელსაც ის მასზე უპირატესად თვლის, გახადოს სანიმუშო ადამიანი და თავისი თავის სრულყოფისა და ცვლილებისთვის ორიენტირად აქციოს, როგორც ეს აიკამ მოიყვანა თავის მაგალითში უილ სმიტის შესახებ. smile.gif ასეთ კონტექსტში სხვა ადამიანის შენზე უპირატესად დასახვა, მე მგონი დადებითი შემთხვევაა. როგორც სტიმული საკუთარი თავის უკეტესობისკენ შესაცვლელად, ამგვარი კონტექტით ვგულისხმობ ...

შეფასებითი კრიტერიულებით ხელმძღვანელობა გარდაუვალი მოვლენაა დასაქმების სფეროში, ორგანიზაციებში, პირიქით, არიან ადამიანების, რომლებიც 100-200 ადამიანს შორის ცდილობენ შესაფერისი კანდიდატის მოძიებას, ისევ და ისევ თავიანთი ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე.


ამით კი იმის თქმა მინდა, რომ ასე ერთი შეხედვით, ეს პრინციპი, რომ სხვა სხვაზე მეტია ან ნაკლები, ცოტა ბუნდოვანი ხედვა იქნებოდა, თუმდაც იმიტომ, რომ ამ თემის ავტორის პირველი პოსტიდან ცოტა გაურკვეველი რჩება ერთი საკითხი: კონკურენციას ადამიანებს შორის მატერიალურ სამყაროში გულისხმობ, თუ სულიერი ასპექტით? იმიტომ რომ სულის სიღრმეში ჩვენ ერთი ენერგია ვართ, და ამ დონეზე კონკურენციის ცნებაც არ არსებობს, ჩემი აზრით, ხოლო რაც უფრო ფიზიკურ და მატერიალურ გამოვლინებებთან გვაქვს სამე, აქ თითქმის ბუნებრივი მდგომარეობაა, საკუთარი უპირატესობის შეგრძნება. მართალია, ხშირად ამას ისე აღვიქვამ, როგორც სიყალბეს, ფიზიკურ საბურველს, გარეგან მარკერებს, მაგრამ მეორე მხრივ, ვერც გავექცევი, იმდენად რეალობაა. თუ ამ მარკერებს მოვიხსნით, ერთმანეთისგან არაფრით განსხვავებულები არ ვიქნებით. ასეა, როცა შეყვარებულები ვართ, ასეა როცა ვმეგობრობთ, მაშინ, ყოველ შემთხვევაში მე, არ ვაქცევ ამგვარ ფიზიკურ მარკერებს ყურადღებას, მთავარია სულიერი და ემოციური თანხვედრა.




Posted by: ichi Jun 7 2015, 05:04 PM

https://www.youtube.com/watch?v=qqf2avIostI

რუსული ვისაც გესმით მოუსმინეთ, აქაც ყოფენ, დაყოფის მთავარი კრიტერიუმი არის რამდენად აცნობიერებს ადამიანი საკუთარ თავს... ანუ რამდენად აქვს შეცნობილი საკუთარი თავი, რამდენად აქვს კონტროლი საუთარ თავზე. ეს მგონია მთავარი, რითაც ერთი მეორეზე "წინ" დგას. საბოლოოდ ალბათ ყველა ერთნი ვართ, მაგრამ ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი მგონია ცნობიერების დონე. სხვანაირად რომ ვთქვათ, დღედაღამ ფიქრობს მწვადებზე და ქალებზე თუ საკუთარი თავის ჭვრეტით და ზრდით არის დაკავებული.

Posted by: mata Jun 9 2015, 12:34 AM

მე თქვენზე უკეთესი ვარ



პატივისცემით
თავხედი

Posted by: ichi Jun 12 2015, 03:21 PM

QUOTE(mata @ 9th June 2015 - 01:34 AM) *
მე თქვენზე უკეთესი ვარ

რითი? რას ნიშნავს უკეთესი და უარესი?
მემგონი სწორს საუბრობდნენ მპოსტავები, არავინ არავიზე მეტი არაა.....
ჩვენე რთნი ვართ მეგობრებო....
ერთი საწყისიდან წამოვედით.....

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)