IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> Saturn Moons, Saturn Moon Names, Existed Information
Shou
post Jun 24 2009, 06:41 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯერ კიდევ გუშინ მეგონა სატურნის გარშემო 32 მთვარე მოძრაობსთქო. თურმე ნუ იტყვით და უკვე 53 მთვარეა აღმოჩენილი. უკანასკნელი - აეგაეონი - ამა წლის 5 მაისს აღმოუჩენიათ და სახელი ასხელიანი, შეიარაღებული გიგანტის საპატივცემულოდ დაურქმევიათ.

წარმოიდგინეთ 53 (ნუ ჯერჯერობით რაც ჩვენ ვიცით) მთვარე პლანეტის გარშემო მოძრაობს, მთვარეები სხვადასხვა ზომისაა, ზოგი სატურნის რგოლებს შორის მოძრაობს და ზოგიც მოშორებით, თანაც ზოგიერთი მათგანი პლანეტის მოძრაობის ტრაექტორიის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს, ელიფსისებურად, როგორც ამბობენ. ზოგიერთი მთვარის ზედაპირი გლუვია და მყარი, ზოგის კი ფორიანი სხეულებია ყინულით დაფარული, ზოგს სხვადასხვა ზომის კრატერები აქვთ, ზოგს მთები და ველები, ზოგი ტექტონურად აქტიურია. ზოგიერთი სატურნის მთვარე მილიარდობით წლის წინათ შეიქმნა, ზოგიც რაღაც უფრო დიდი სხეულების დაშლის შედეგად წარმოიქმნა. ზოგს კი, მაგალითად რეას თავისი ოდნავ შესამჩნევი (აქედან რა თქმა უნდა) რგოლრბი აქვს. ტიტანი და ენსელადუსი (სატურნის 2 მთვარე) უფრო ვარსკვლავებს მოგვაგონებენ. ტიტანი თავისი სქელი ატმოსფეროთი, ღრუბლებით, მის ზედპირზე მიმობნეული დიუნებით, თხევადი მეთანის მდინარეებით და ტბებით ძალიან მოგვაგონებს გაყინულ დედამიწას მისი განვითარების ადრეულ სტადიაში. ენსელადუსის ყინულის დაფარული ზედპირის ქვეშ გეოლოგიური აქტივობები შეინიშნება თურმე სადაც მარტივი ორგანული ნაერთები და წყალია, ეს კი პოტენციურად საცხოვრებელ გარემოს ქმნის.

წინა საუკუნეში სატურნის მხოლოდ 18 მთვარის არსებობის შესახებ იცოდნენ, ყველა დანარჩენის აღმოჩენა მხოლოდ ამ საუკუნეში გახდა შესაძლებელი და ეს პროცესი ისევ გრძელდება. არსებობენ ეგრეთ წოდებული სატურნის მთვარეებზე მონადირეები. დედამიწის ტელესკოპებიდან საკმაოდ ძნელია მათი აღმოჩენა და დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს. ერთმანეთს ადარებენ კოსმოსის სხვადასხვა დროს გადაღებულ სურათებს და რადგან ამ მანძილეზე შეუძლებელია ციური სხეულების (ამ შემთხვევასი სატურნის მთვარეების) ერთმანეთთან მიმართბეში მოძრაობაში დაჭერა, ამიტომ ნებისმიერ ცვლილებას ხედში, სავარაუდოდ ახალი მთვარის დაფიქსირება მოყვება ხოლმე. ახალ აღმოჩენილ მთვარეს დროებით ანიჭებენ პირობით სახელს S (სატურნის საპატივცემულოდ), აღმოჩენის წელს და სატელიტის ნომერს (S1, S2) და გადასცემენ საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირს. ეს კავშირი 1919 წელს შეიქმნა და მის მიერ შექმნილი პლანეტარული სისტემების ნომენკლატურისათვის სამუშაო ჯგუფი იგონებს სახელს ახლად აღმოჩენილი ციური სხეულებისათვის. სახელები ძირითადად ბერძნული და რომაული მითოლოგიიდან არის. სატურნის მთვარეების შემთხვევაში თავდაპირველად აღმოჩენილებს სატურნის ძმებისა და დების, ტიტანების სახელები დაარქვეს (პირველი მთვარე, ტიტანი 1655 წელს აღმოაჩინეს). ბოლო წლებში აღმოჩენილ მთვარეებს კი სხვადსხვა მითოლოგიური ღმერთებისა და ქალღმერთების სახელები ჰქვიათ.

შედარებით ვრცელი ინფორმაცია არსებობს სატურნის მხოლოდ 18 მთვარეზე, დანარჩენების შესახებ ძირითადად ვიცით სახელები და აღმოჩენის თარიღი. შევეცდები ნელნელა მოგაწოდოთ ამ თემაზე არსებული ინფორმაცია.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Shou   Saturn Moons   Jun 24 2009, 06:41 PM
Shou   უკაცრავად, სატურნი...   Jun 24 2009, 06:54 PM
Shou   ტიტანი ტიტანი, სატ...   Jun 26 2009, 02:16 PM
TeO   ესეც ილუსტრაციები ...   Jun 26 2009, 02:26 PM
TeO   http://i543.photobucket.com/albums/gg463/13kGb69/s...   Jun 26 2009, 02:28 PM
tikoroma   ოი და ტიტანი ვიცოდ...   Jun 26 2009, 04:42 PM
Shou   აიაპეტუსი სატურნ...   Jun 26 2009, 05:05 PM
Shou   რიია რიია, სიდიდით ...   Jun 30 2009, 06:40 PM
tikoroma   Shou რიია ქართულ ლიტე...   Jul 1 2009, 02:30 PM
Shou   მიღებულია:) უბრალო...   Jul 1 2009, 05:42 PM
Alpha   wow 52 :blink: ერთმანეთს რ...   Jul 4 2009, 12:46 AM
Shou   53 :l_daisy:   Jul 6 2009, 10:00 AM
ირმა   Shou ეს პლანეტა მეც ყ...   Jul 6 2009, 11:15 PM
ირმა   http://i26.tinypic.com/5acep.jpg http://i32.tinyp...   Jul 6 2009, 11:16 PM
Shou   რა ლამაზიაა :l_daisy: და...   Jul 7 2009, 10:20 AM
ირმა   რა ლამაზიაა დამავ...   Jul 8 2009, 03:46 PM
Shou   დიონი (დიონიი) კასი...   Jul 9 2009, 05:16 PM
Shou   პატარაზე თემას გად...   Jul 9 2009, 05:50 PM
Shou   თეზისი თეზისიც , სა...   Jul 15 2009, 06:29 PM
teepurple   მართლა ძალიან ლამა...   Feb 4 2013, 12:28 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 11:40 PM