დამეთანხმებით, რომ ენერგიის მარაგი სულიერი და ცნობიერების განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტია. ენერგია გვაძლევს კონცენტრაციის უნარს, საკმარისი ენერგია რომ არა, ისე ჩვენს შესაძლებლობებს ვერ გავავვითარებდით. მოკლედ ენერგია პირველსაწყისი სუბსტანციაა.
რა მეთოდებით დავაგროვოთ სხეულში ენერგია?
მე ჩამოვწერ რაც ვიცი:
1. ძილის რეჟიმი
2. სწორი კვება, უმეტესად მცენარეული საკვები.
3. შოტლანდიური ან კონტრასტული შხაპი.
4. ფიზიკური ვარჯიში
5. მედიტაცია
კიდევ არის რამე მაგიური ხერხები რის შედეგადაც ენერგიას დიდი რაოდენობით მივიღებდით?
ან თუ არსებობს რამე წიგნი სადაც ენერგიის შევსების ვარჯიშები იქნება მოცემული?
brevalo
კიდევ სუნთქვით და ბუნებაში მცენარეებთან სიახლოვით ვაგროვებთ ენერგიას.
მე მთაში როცა ვარ ვივსები ენერგიით, იქ ყველაფერია ერთად, ჰაერიც, წყალიც და მთა სიმაღლე, კარგი ენერგიის მომცემია ყველა.
ენერგიის დაგროვება, უფრო სწორად ვიტყოდი აღდგენა, (რადგან მუდმივი პროცესია ეს, გასცემ და იღებ)მართლაც აუცილებელია ჩვენთვის.
რელაქსაცია, როცა სხეულის სრული მოდუნება ხდება, ორგანიზმში ენერგიას აგროვებს.
კიდე რაც გამახსენდება დავწერ.
სხეულის სწორად გამოყენებაში შედის ეს ყველაფერი. მე დავამატებდი სუნთქვას და მოძრაობებს.
მედიტაცია+ ენერგიის დაგროვების სპეციალური ვარჯიშები. ჭამა ისე რომ მუცელი არ ამოივსო რომ ჩაკრება ენერგია აატარონ მთელ ორგანიზმში დიდი ფიზიკური დატვირთვა პირიქით გვართმევს ენერგიას.
მაგრამ ეს ყველაფერი უაზრობაა და ავხსნი რატომაც საქმე ისაა რომ ენერგიას რომ დააგროვებ გაგივა სხვა მხრიდან კერძოდ ავხსნი მე ეხლა ვაგროვებ ენერგიას ხოდა გაგივე აზრობრივად გონება გახდება დაუმროჩიელეებელი მიედ მოედება ყველაფერს შენ კიდე სულ მთელი დღის განმალობაში ხომ ვერ იმედიტირებ? ანუ იგივე გაგდის პრინციპში ჩემი აზრით ენერგიის დაგროვების ერთადერთი სერიოზული საშუალებაა ან დღეში ძალიან ბევრი საათის მედიტაცია ან ცოტა მედიტაცია მაგრამ ისეთი მანტრის შერჩევა რომელზეც მთელი დღის განმალობაში უნდა იმედიტირო და ტან საქმე აკეთო თორე გონებიდან და ემოციების გამო და აზრების გამო რაც დააგროვე პრანა ყველაფერი გაგივა მაინც. ხო დამავიწყდა ვისაც ენერგიის დაგროვება უნდა სექსუალური ენერგიის ხარჯვისგან თავის უნდა შეიკავოს თუ არ შეიკავებს მედიტაცია და სხვა პრაქტიკები არ წავა წინ რადგანაც ვერ შევა რელაქსირებულ მდგომარეობაში ღმრად ხოლო რაც უფრო ღრმა რელაქსირებაში შედიხარ მით მეტ პრანის აკუმულირება ხდება.
earth
გეთანხმები, ბუნება ენერგიის უდიდესი და ყველაზე წმინდა წყაროა.
tty_
სუნთქვა მართლაც მნიშვნელოვანი კომპონენტია.
starscream
ყველაზე დიდი ენერგომხარჯველი არის სოციუმი. მაგალითად, ადამიანი რამოდენიმე დღე ხალხის გარეშე ცხოვრობს, გადის ბუნებაში მედიტირებს, იღებს წმინდა ენერგიას. ხოლო შემდეგ ერევა ხალხის მასაში, სადაც რამდენი ადამიანიცაა, იმდენი ტიპის ენერგეტიკული ველია. სწორედ ამ ინდივიდებთან ურთიერთობის დროს იხარჯება ენერგია.
ჩემი აზრით, არის ორი ვარიანტი:
1. თუ მაგობას არ აპირებ, უნდა იცხოვრო ჩვეულებრივად. ბუნებაშიც უნდა გახვიდე, იმუშაო ცნობიერების განვიტარებაზე, მაგრამ ხალხში იმგვარად უნდა ისწავლო მოქცევა, რომ ენერგია არ დაგეხარჯოს და სტერილური დარჩე.
2. თუ გინდა რომ მაგი გახდე, რომელსაც ექნება არაადამიანურ ძალებთან კავშირი, მაშინ აუცილებელია სოციუმთან თითქმის სრული კავშირის გაწყვეტა. როგორც ვიცი ძლიერ მაგებს არც ოჯახი ჰყავთ, წყვეტენ მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობას და ცხოვრობენ ტყეში ან არამჭიდო დასახლებულ ადგილას.
brevalo
ზუსტად ეგ არის ბრატ მე როცა დავდივარ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ენა ყოველთვის სასაზე მაქვს მიდებული რომ ენერგია არ დამეკარგოს ასევე განსაკუთრებით ბაზარში რომ დავდივარ ბაზარი ეშმაკების საყვარელი ადგილია რადგან ფული ხელიდან ხელში გადადის და ისე შეიძლება რამე აიკიდო როგორც არაფერი.
ენერგიის დაგროვებას რაც შეეხება თუ ყოველდღე არ მედიტიტრებ არ გექნება შედეგი და ცოტა მედიტირება გაქვს პრუჟუნის დაჭიმვას აუცილებლად დაჭიმული პრუჟუნა გაიშლება ანუ ემოციებით აზრებით და ასე შემდეგ გაგივა ან თვითონ ადამიანები მოგიშლიან ნერვებს რო დაინახავენ რომ მეტი ენერგი გაქვს
starscream
სრულიად ვეთანხმები შენს პოსტს, მაგრამ როგორ ფიქრობ, რა არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი?
ყველა ვარიანტში საჭიროა სოციუმთან ურთიერთობა. არის 4 ვარიანტი:
1. მათ ენერგიასთან შეწინააღმდეგება, რომ არ მოხდეს მათი და შენი ენერგიების გაცვლა. მაგრამ შეწინააღმდეგება იწვევს შინაგან დაძაბულობას და ენერგია უფრო მეტად იხარჯება.
2. დათანხმდე მათთან ენერგიის გაცვლას. ანუ დროებით გახდე მათნაირი, ხოლო შემდეგ მედიტაციებით და სხვა პროცედურებით კვლავ გაწმინდო ენერგეტიკული ველი.
3. უბრალოდ იგნორირება გაუკეთო მათ. ანუ შენი ცნობიერება იმდენად კონცენტრირებული იქნება, ასე ვთქვათ, შენს შიდა სამყაროში, რომ ხალხს უბრალოდ იგნორირებას უკეთებ, და ეს ბუნებრივად ხდება, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ანუ ადამიანებს წარმოიდგენ, როგორც ჰოლოგრამულ გამოსახულებებს, თითქოს ისინი არც არსებობენ. ეს საკმაოდ ეფექტურად შეგინახავს ენერგიას, მაგრამ სამაგიეროდ ხალხთან ურთიერთობა თითქმის აღარ გამოვა.
4. მემგონი ეს მეოთხე ყველაზე ეფექტური ვარიანტია, მაგრამ ყველაზე ძნელად მისაღწევი. გააცნობიერო მათი ენერგეტიკული ველი. არც მიიღო და არც შეეწინააღმდეგო, მხოლოდ გააცნობიერო. პარალელურად კონცენტრაცია გქონდეს საკუთარ ენერგეტიკულ ველზე და აკონტროლებდე მას. და რაც მნიშვნელოვანია სხვების ემოციები შენზე არ გადმოვიდეს, არამედ უბრალოდ აცნობიერებდე ამ ემოციებს.
ეს 4 ვარიანტი ჩემი გამოცდილებიდან დავწერე. თუ რამე სხვა ხერხი არსებობს, გაგვიზიარეთ
brevalo
ძალიან კარგად დაწერე და ძალიან მომეწონა შენი მსჯელობა.
starscream
უბრალოდ როცა ბაზარში მიდიხარ და მასეთ მომენტებში შეგრძნების გარეშე რომ ცდილობ დაიკეტო, მართლაც უფრო წაგართმევს ენერგიას.
ჩაკეტვის მეთოდი ვფიქრობ უნდა მოხდეს, მხოლოდ მაშინ, როცა იგრძნობ ენერგეტიკულ თავდასხმას.
earth
მადლობა
P.S. ისე რასაც ვაკვირდები ამ ფორუმზე 3-4 კაცის მეტი არავინ აღარ პოსტავს. მე ახალი ვარ აქ, მაგრამ ადრინდელ პოსტებს რომ გადავხედე ბევრადაქტიურობა იყო, ვიდრე ეხლა.
ვისურვებდი რომ უფრო გააქტიურებულიყო აქაურობა
brevalo
მართლაც მასე იყო, ძალიან აქტუალური საუბრები ხდებოდა.
ისე ერთი მხრივ, თითქოს ყველამ თქვა თავისი სათქმელი და ახლა მეტი რა ვთქვაო, ალბათ. მეც ხშირად მიწევს ერთიდაიგივე აზრების განმეორება და ხელახლა დაწერა, აი ესაა ის მომენტი, როცა ამბობ რა აზრი აქვს...
ახლა რაც შეეხეპა პოლემიკას, ეს ჩვენს უმრავლესობის ხასიათში არ შედის და ალბათ ეგეცაა მიზეზი კიდევ.
კარგი თემაა,
ენერგიას რაც შეეხება საკვები იწვევს მოდუნებას, ზედმეტის შემთხვევაში, ასევე სითბოში ჯდომა, და დაკეტილი სივრცე ,
რაღაც ვიდეოს ვუსმენდი ამის წინ იქ იყო საინტერესოდ ეს საკითხი,
ჩემი ენერგიის წყარო ყავაა რაც რჩევად არ გამოდგება
brevalo
ასანები, მუდრები, ლოცვა. წმინდა წერილების კითხვა,თუნდაც რომელიმე წმინდა ადამიანზე ფიქრი და მისი ცხობრების შესწავლა.
დავამატებ კანით სუნთქვა არის უძლიერესი ენერგიის დაასაგროვებლად ღრმა მედიტაციისთვის და თვითონ ღრმა მედიტაციას ენერგიის დაგროვებას იწვევს პლიუს თუ კანით სუნთქვას აითვისებს ადამიანი და საათობით აპრაქტიკებს სხეულიდან გასვლა შეეძლება და ასევე სამადჰიში შესვლა.
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ორგანიზმის წმენდა, თუ ორგანიზმი გაიწმინდა ტოქსინებისაგან, საოცარი სიმსუბუქე ენერგიის ენთუზიაზმის იდეების მოზღვავება მაქვს, ყველანაირი ტკივილი სიმძიმე ქრება,
ერთერთი საუკეთესო გასაწმენდი საშუალება რომელიც გამოცდილი მაქვს არის მაგნიუმის სულფატი (იგივე ინგლისური მარილი) იყიდება აფთიაქებში აწერია ინსტრუქცია. ნებისმიერი პრობლემას აგვარებს : მოწამვლა, სიცხე, გრიპი, თავის ტკივილი,... არანაირი ანტიბიოტიკები და სხვა პრეპარატები საჭირო აღარაა, ორგანიზმი სრულიად იწმინდება,
გარეგნულად როგორ გამოიხატება, კანი სუფთავდება, თმები ბზინვარებას იბრუნებს, მხრებში გამართულად დავდივარ.
შინაგანად ყველანაირი სიმძიმე ქრება,
უმჯობესია მაგნიუმის სულგატის მიღების შემდეგ ბევრი დითხის მიღება, და დიეტის დაცვა, მაგალითად მოხარშული კარტოფილი და გახუხული პური, ასევე ყავას არ ვსვამ წმენდის დღეს.
თუ ამ ყველაფრის მერეც კვების რეჟიმს გამოვასწორებთ შედეგი უკეთესია
ეს სულფატი ერთჯერადად უნდა მიიღო?
პროფილაქტიკის მიზნით დილას უზმოზე ერთ პაჩკა ინგლისურ მარილს გახსნი ნახევარ ჭიქა გადანადუღებ თბილ წყალში და უცებ დალევ (მწარეა ძალიან ძნელი დასალევია, გემო რო არ გავუგო სუნთქვას ვიკრავ რამდენიმე წამი)
ფასი მგონი 60 თეთრია ერთი პაჩკა.
სიხშირე ალბათ თვეში ერთხელ
მე თუ თავს ცუდად ვგრძნობ მაგ დროს ვსვამ ძირითადად, თუ ზედმეტი საკვები მივიღე, ან გრიპის ან თავის ტკივილის დროს
ასევე ორგანიზმის წმენდა კარგად რომ მოხდეს ბევრი წყალი უნდა ვსვათ მთელი დღე
იწმინდება, ღვიძლი, ნაღველი, კუჭნაწლავი, სისხლი...
მადლობა
ვცდი როცა სუსტად ვიქნები
საინტერესო საკითხია, თუმცა ძალიან ზოგადია და პოსტებსაც ეტყობა ყველამ სხვა და სხვანაირად გაიგო.
მომეწონა სტარსქრიმის მსჯელობა, თუმცა რადიკალურ პოზიციებში ნამდვილად ვემიჯნები, ისევე როგორც გარკვეულ ასპექტებში.
ბრევალოს საკითხი როგორც მივხვდი სოციუმის უკავშირდება რადგან აქცენტს აქეთ აკეთებს.
ანო ჯანმრთელობას უსვამს ხაზს.
მე კი იმას გავისვამ ხაზს რომ სანამ რაიმეს დაგროვებას დავიწყებთ ცუდი არ იქნება გავარკვიოთ რას ვაგროვებთ. რეალყრად ხომ ორჯერ ორი ოთხია რომ ყველაფერი ენერგიაა, ყველაფერი რესურსია. სანამ დაგროვებას დავიწყებთ გასააზრებელია რას ვაგროვებთ, აი მაგალითად ქვებიც ენერგიაა, ფულიც, ფუჩეჩიც, შეგვიხლია ავდგეთ და ვაგროვოთ მაგრამ ეზოთერიკი ადამიანი ცდილობს მაინც რომ მეტად გაცნობიერებული იყოს საკუთარ ქმედებებში, იცოდეს რას რატომ აკეთებს, ვფიქრობ ეს ეკლდა ამ თემას.
რაც შეეხება ენერგიის დაგროვებას, ისევე როგორც ქვების და ფულის შემთხვევაში სპეციფიკა განსხვავდება იმის მიხედვით თუ რა სახის ენერგიას ვაგროვებთ, ბიო ენერგია მაგალითად არის ენერგია ,რომელიც ფიზიკურ სხეულს გააჩნია, ფიზიკური ქმედებების და გონების აქტივობის მოდუნების შედეგად ხდება დაგროვება ამ ენერგიის. აქტივი და პასივი :დ
jarmen
100% კარგი შენიშვნებია.
ვფიქრობ არ იქნება ურიგო ეს თემა ამოიწიოს და განვითარდეს...
მადლობა ტდ, ვერ ვიტყოდი 100% ით დავსვითქო მაგრამ მოტივაციას მაძლევს ესეთი შეფასება.
მეც ველოდები ამ საკითხის გაშლას, მაგრამ მინდა აღვნიშნო რომ ენერგიის დაგროვების უამრავი მეთოდია თუმცა სწორად დაგროვებაზე გავამახვილოთ ჯობია აქცენტი.
მოდით ჯერ გავმიჯნოთ რა სახის ენერგიაზე ვსაუბრობთ? რამდენი სახის ენერგია არსებობს ადამიანში? ფიზიკური, ფსიქიკური... ბიო ენერგია იგივე ფსიქიკური ენერგიაა?
და რა სახის ენერგიას რისთვის ვიყენებთ
old_man
სწორი შენიშვნაა, თუმცა ძალიან თუ გავამარტივებთ, ენერგია-ენერგიაა
მგონი ასევე საინტერესოა, რომ როცა არ გვაქვს ენერგია რატომ არ გვაქვს. ანუ რა განაპირობებს ენერგიის გადინებას. ეს თუ გვეცოდინება დაგროვება პრობლემა არა მგონია იყოს.
ჩემი დაკვირვებით ფსიქიკურ ენერგიას ფიტავს ნერვიულობა, სიბრაზე, ღელვა
ასევე გაუთავებელი, არაფრისმომცემი შინაგანი დიალოგი გარკვეულწილად
შესაბამისად ფსიქიკური ენერგიის დაგროვების წინაპირობაა პირველ რიგში ფიქრების და ემოციების კონტროლი
თითქმის ყველა ადამიანი უაზროდ კარგავს ენერგიას, ენერგიის დაგროვების შესახებ გურჯიევსაც ბევრი კონკრეტული რჩევა აქვს აქ გადახედეთ ადრე ვთარგმნე
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=740&st=260
და კიდევ სხვაგვარადაც ვიტყვი ჩემებურად: ადამიანებს მართავენ სხვადასხვა ასტრალური არსებები, პარაზიტები, რომლებიც ძირითადად ზიან ადამიანის რომელიმე ენერგეტიკულ ცენტრზე ანუ რომელიმე ჩაკრაზე, ამ პარაზიტების შემოსავლებს ხდება როდესაც ადამიანის ვიბრაციები ეცემა ანუ ნეგატიური ემოციების დროს, შემდეგ კი ეს პარაზიტები როგორც მარიონეტსვათამაშებენ ადამიას, თუ საკვები მოაკლდათ გამოიწვევენ ნეგატიურ ემოციას, პრობლემას, სკანდალს, კონფლიქტს.
ასე რომ მათი საკვები არის ჩვენი ენერგია, ოღონდ ისინი ამ ჩვენს ენერგიას გარდაქმნიან ნეგატიურ ენერგიას ჩვენივე ემოციების დახმარებით.
რა არის ენერგია? 👩🎨❓
მესმის ზოგადი საკითხია და იტყვით, რომ ამხელა ეზოთერიკების ფორუმზე ესეთი რამის დადება ზედმეტიაო, მაგრამ ვფიქრობ რომ ისეთი საბაზისო საკითხი, როგორიც ენერგიაა, არასაკმარისადაა გააზრებული. (ყველაფერი ბაზისიდან იწყება)
სანამ უშუალოდ საკითხს შევეხებოდე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დამეხმარა, მასწავლა და გამააზრებინა მაგია.
ენერგია საკმაოდ დიდი და ზოგადი საკითხია და ბევრი რამის თქმა შეიძლება. თუმცა არ მსურს ამის შესახებ ასეთი ფორმიტ ინფორმაციის გავრცელება, ამიტომ ლაკონურად შევეცდები გადმოვცე ზოგადი არსი.
ყველაზე მოკლე და ამომწურავი პასუხი რაც ამ კითხვაზე მომისმენია არის „ყველაფერი“. კი ენერგია ყველაფერია და რეალურად აქ მეტი არცაა სალაპარაკო. თუმცა ამ სიმარტივემდე მისვლას ხშირად ჭირდება დიდი დროის პერიოდები. საქმე იმაშია რომ ფიზიკურ სამყაროში აღზრდილი და ჩამოყალიბებული ადამიანური გონება მიჩვეულია პოლარობებს, რადგან ეს სამყარო მართლაც პოლარულია, მიჩვეულია განსხვავების პოვნებს, მიჩვეულია შედარებებს. შესაბამისად რთულია აღიქვა სიტყვა ყველაფერი. თუმცა ამის უკან მთელი რიგირ მაგიურ ეზოთერული სიბრძნე იმალება. ეხლა ჯობია საკითხს დავუბრუნდეთ, რადგან რისი ხაზგასმაც მსურდა წინა წინადადებებში, ვფიქრობ მკაფიოდ გავუსვი ხაზი.
მეგობრებო, საქმე იმაშია, რომ ყველაფერი ენერგიაა, მეც, შენც, ეს პლანეტაც, ემოციებიც და ფიქრებიც, მაგრამ ეს როგორ ტო? ჩემი მრისხანებაც და ეს სკამიც ერთი და იგივე როგორაა? აი აქ მივდივართ ენერგიის გააზრებულ დაყოფასთან და ლოგიკურ დახარისხებასთან. აქ უკვე ზოგადი სიტყვა ენერგია გადადის სიტყვა ენერგიებში. ხშირად უსვამენ ხაზს, პოზიტიურ და ნეგატიურ ენერგიას, სინამდვილეში ამ სამყაროს ენერგიებში, ბუნებრივად ასეთი დაყოფა არ არსებობს, ენერგია არის ენერგია, ანუ ყველაფერი. ისევე როგორც ალმასი და რიყის ქვა, ორივე ქვა არის, თუმცა ადამიანები ალმასს ვაძლევთ ფასეულობას და რიყის ქვაზე მაღლა ვაყენებთ განვსჯით, რომ არა ჩვენ ეს ორი ქვე შესაძლოა მთელი მარადისობა გვერდიგვერდ გდებულიყო სადმე და ფასეულობაზე წარმოდგენაც არ ქონოდათ. განსჯა მუშაობს მარტივ ლოგიკაზე, კარგი-ცუდი, სასიამოვნო-უსიამოვნო, სასარგებლო-საზიანო. შესაბამისად თავის არსში არ შეიძლება არსებობდეს პოზიტიური ან ნეგატიური ენერგიები, ისინი ასეთები ჩვენივე განსჯის შემდეგ ხდებიან. შეიძლება იფიქრო, რომ ელემენტალურ რამეს ვამბობს, კი ძალიან ელემენტალურია, როგორც ზემოთ ვთქვი, ყველაფერი ძალიან მარტივია. როგორც ძენ ბუდისტები იტყვიან „არაფრის გააზრებას, დრო სჭირდება“. რეალურად თუ შევხედავთ ვისაც პრაქტიკაში ქონია შეხება, დამეთანხმება, რომ ამ მარტივ და საბაზისო თეორიაში, არის გასაღებები მომავალი პრაქტიკოსისთვის. თუნდაც ის, რომ ამ პოსტის წაკითხვის შემდგომ ადამიანი აფირმაციის თუ შელოცვის წარმოთქმისას სიტყვა ნეგატიურსა და პოზიტიურის წინ ჩაამატებს „ჩემთვის“, მოიშორებს „ჩემთვის ნეგატიურს“, ითხოვს „ჩემთვის პოზიტიურს“.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)