IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ენერგიის დაგროვების ხერხები...
brevalo
post Mar 26 2018, 01:05 AM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დამეთანხმებით, რომ ენერგიის მარაგი სულიერი და ცნობიერების განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტია. ენერგია გვაძლევს კონცენტრაციის უნარს, საკმარისი ენერგია რომ არა, ისე ჩვენს შესაძლებლობებს ვერ გავავვითარებდით. მოკლედ ენერგია პირველსაწყისი სუბსტანციაა.

რა მეთოდებით დავაგროვოთ სხეულში ენერგია?


მე ჩამოვწერ რაც ვიცი:

1. ძილის რეჟიმი
2. სწორი კვება, უმეტესად მცენარეული საკვები.
3. შოტლანდიური ან კონტრასტული შხაპი.
4. ფიზიკური ვარჯიში
5. მედიტაცია


კიდევ არის რამე მაგიური ხერხები რის შედეგადაც ენერგიას დიდი რაოდენობით მივიღებდით?
ან თუ არსებობს რამე წიგნი სადაც ენერგიის შევსების ვარჯიშები იქნება მოცემული?
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
jarmen
post Dec 11 2020, 02:50 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა არის ენერგია? 👩‍🎨❓

მესმის ზოგადი საკითხია და იტყვით, რომ ამხელა ეზოთერიკების ფორუმზე ესეთი რამის დადება ზედმეტიაო, მაგრამ ვფიქრობ რომ ისეთი საბაზისო საკითხი, როგორიც ენერგიაა, არასაკმარისადაა გააზრებული. (ყველაფერი ბაზისიდან იწყება)
სანამ უშუალოდ საკითხს შევეხებოდე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დამეხმარა, მასწავლა და გამააზრებინა მაგია.

ენერგია საკმაოდ დიდი და ზოგადი საკითხია და ბევრი რამის თქმა შეიძლება. თუმცა არ მსურს ამის შესახებ ასეთი ფორმიტ ინფორმაციის გავრცელება, ამიტომ ლაკონურად შევეცდები გადმოვცე ზოგადი არსი.
ყველაზე მოკლე და ამომწურავი პასუხი რაც ამ კითხვაზე მომისმენია არის „ყველაფერი“. კი ენერგია ყველაფერია და რეალურად აქ მეტი არცაა სალაპარაკო. თუმცა ამ სიმარტივემდე მისვლას ხშირად ჭირდება დიდი დროის პერიოდები. საქმე იმაშია რომ ფიზიკურ სამყაროში აღზრდილი და ჩამოყალიბებული ადამიანური გონება მიჩვეულია პოლარობებს, რადგან ეს სამყარო მართლაც პოლარულია, მიჩვეულია განსხვავების პოვნებს, მიჩვეულია შედარებებს. შესაბამისად რთულია აღიქვა სიტყვა ყველაფერი. თუმცა ამის უკან მთელი რიგირ მაგიურ ეზოთერული სიბრძნე იმალება. ეხლა ჯობია საკითხს დავუბრუნდეთ, რადგან რისი ხაზგასმაც მსურდა წინა წინადადებებში, ვფიქრობ მკაფიოდ გავუსვი ხაზი.
მეგობრებო, საქმე იმაშია, რომ ყველაფერი ენერგიაა, მეც, შენც, ეს პლანეტაც, ემოციებიც და ფიქრებიც, მაგრამ ეს როგორ ტო? ჩემი მრისხანებაც და ეს სკამიც ერთი და იგივე როგორაა? აი აქ მივდივართ ენერგიის გააზრებულ დაყოფასთან და ლოგიკურ დახარისხებასთან. აქ უკვე ზოგადი სიტყვა ენერგია გადადის სიტყვა ენერგიებში. ხშირად უსვამენ ხაზს, პოზიტიურ და ნეგატიურ ენერგიას, სინამდვილეში ამ სამყაროს ენერგიებში, ბუნებრივად ასეთი დაყოფა არ არსებობს, ენერგია არის ენერგია, ანუ ყველაფერი. ისევე როგორც ალმასი და რიყის ქვა, ორივე ქვა არის, თუმცა ადამიანები ალმასს ვაძლევთ ფასეულობას და რიყის ქვაზე მაღლა ვაყენებთ განვსჯით, რომ არა ჩვენ ეს ორი ქვე შესაძლოა მთელი მარადისობა გვერდიგვერდ გდებულიყო სადმე და ფასეულობაზე წარმოდგენაც არ ქონოდათ. განსჯა მუშაობს მარტივ ლოგიკაზე, კარგი-ცუდი, სასიამოვნო-უსიამოვნო, სასარგებლო-საზიანო. შესაბამისად თავის არსში არ შეიძლება არსებობდეს პოზიტიური ან ნეგატიური ენერგიები, ისინი ასეთები ჩვენივე განსჯის შემდეგ ხდებიან. შეიძლება იფიქრო, რომ ელემენტალურ რამეს ვამბობს, კი ძალიან ელემენტალურია, როგორც ზემოთ ვთქვი, ყველაფერი ძალიან მარტივია. როგორც ძენ ბუდისტები იტყვიან „არაფრის გააზრებას, დრო სჭირდება“. რეალურად თუ შევხედავთ ვისაც პრაქტიკაში ქონია შეხება, დამეთანხმება, რომ ამ მარტივ და საბაზისო თეორიაში, არის გასაღებები მომავალი პრაქტიკოსისთვის. თუნდაც ის, რომ ამ პოსტის წაკითხვის შემდგომ ადამიანი აფირმაციის თუ შელოცვის წარმოთქმისას სიტყვა ნეგატიურსა და პოზიტიურის წინ ჩაამატებს „ჩემთვის“, მოიშორებს „ჩემთვის ნეგატიურს“, ითხოვს „ჩემთვის პოზიტიურს“.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
brevalo   ენერგიის დაგროვების ხერხები...   Mar 26 2018, 01:05 AM
earth   brevalo :good: კიდევ სუნთქ...   Mar 26 2018, 07:00 AM
tty_   სხეულის სწორად გამ...   Mar 26 2018, 05:27 PM
starscream   მედიტაცია+ ენერგიი...   Mar 26 2018, 11:01 PM
brevalo   earth გეთანხმები, ბუნ...   Mar 26 2018, 11:27 PM
starscream   brevalo ზუსტად ეგ არის ...   Mar 27 2018, 01:02 PM
brevalo   starscream სრულიად ვეთა...   Mar 27 2018, 03:48 PM
earth   brevalo ძალიან კარგად დ...   Mar 27 2018, 05:53 PM
brevalo   earth მადლობა P.S. ისე რ...   Mar 27 2018, 06:00 PM
earth   brevalo მართლაც მასე იყ...   Mar 27 2018, 08:29 PM
ano   კარგი თემაა, ენერგ...   Apr 2 2018, 03:53 PM
INA   brevalo ასანები, მუდრე...   Apr 3 2018, 02:47 AM
starscream   დავამატებ კანით სუ...   Oct 1 2018, 06:33 PM
eternity   ...   Oct 1 2018, 10:15 PM
ano   ყველაზე მნიშვნელო...   Nov 10 2018, 12:52 PM
tikoroma   ეს სულფატი ერთჯერა...   Nov 10 2018, 05:33 PM
ano   პროფილაქტიკის მიზ...   Nov 10 2018, 08:07 PM
tikoroma   მადლობა :l_daisy: ვცდი რ...   Nov 11 2018, 12:05 PM
jarmen   საინტერესო საკითხ...   Jul 26 2020, 03:42 AM
td.........   jarmen 100% კარგი შენიშვნ...   Jul 26 2020, 11:25 AM
jarmen   მადლობა ტდ, ვერ ვიტ...   Jul 28 2020, 02:27 AM
old_man   მოდით ჯერ გავმიჯნო...   Jul 28 2020, 10:21 AM
td.........   old_man სწორი შენიშვნა...   Jul 29 2020, 01:48 PM
chemikerin   მგონი ასევე საინტე...   Jul 29 2020, 04:15 PM
jarmen   მგონი ასევე საინტე...   Jul 30 2020, 02:37 AM
old_man   ჩემი დაკვირვებით ფ...   Jul 30 2020, 09:53 AM
ano   თითქმის ყველა ადამ...   Jul 30 2020, 05:12 PM
jarmen   რა არის ენერგია? 👩...   Dec 11 2020, 02:50 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 07:33 PM