IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

5 Pages V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> კრიშნა, ღმერთის უზენაესი პიროვნე
Atman
post Sep 20 2011, 05:41 PM
Post #21


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვასუდევა ასე ფიქრობდა თავის ცოლზე: "უმჯობესია, ჯერ დევაკის სიცოცხლეს ვიხსნი. მოგვიანებით, თუ ბავშვები გაჩნდებიან, მათ გადარჩენაზე ვიზრუნებ." მერე გაიფიქრა: "თუ მომავალში ისეთი ბავშVი მეყოლება, რომელიც, როგორც კამსა ფიქრობს, მის მოკვლას შეძლებს, მაშინ დევაკიცა და ბავშVიც გადარჩებიან, ვინაიდან შეუცნობელია განგების კანონი. მაგრამ ახლა როგორმე ჩემი დევაკის სიცოცხლე უნდა ვიხსნა."

გადაჭრით ვერ ვიტყვით, როგორ უკავშირდება ცოცხალი არსება გარკვეული სახის სხეულს, ისევე როგორც დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, როგორ ეკიდება ტყეში მოგიზგიზე ცეცხლი გარკვეულ ხეებს. ქარის გავლენით ცეცხლი ზოგჯერ ერთ ხეს გადაუვლის და მეორეს ეკიდება ხოლმე. სწორედ ასევე, ცოცხალი არსება შეიძლება ძალიან ფხიზლობდეს და ფრთხილობდეს თავისი მოვალეობის შესრულებისას, მაგრამ მაინც არ ეცოდინება, რა სახის სხეულს მიიღებს მომავალ ცხოვრებაში. მაჰარაჯა ბჰარატა დიდი ერთგულებით ასრულებდა მოვალეობებს, გამიზნულს თვითრეალიზაციის მისაღწევად, მაგრამ, შემთხვევით, დროებითი სიყვარული გაუჩნდა ირმისადმი და შემდგომ ცხოვრებაში ირმის სხეულის მიღება მოუხდა.

ცოლის გადარჩენაზე ფიქრის შემდეგ ვასუდევამ მოწიწებით მიმართა კამსას, თუმცა კამსა დიდი ცოდვილი იყო. ზოგჯერ ხდება, რომ ვასუდევას მსგავს მეტად სათნო ადამიანს პირფერობა უხდება კამსასნაირ ბიწიერ კაცთან. ასე ხდება დიპლომატიურ საქმიანობაშI. თუმცა ვასუდევა ძლიერ დამწუხრებული იყო, გარეგნულად თავს მხიარულად აჩვენებდა. მან ასე იმიტომ მიმართა უსირცხვილო კამსას, რომ იცოდა მისი სისასტიკის ამბავი. ვასუდევამ უთხრა კამსას: "ძვირფასო ცოლისძმაო, გთხოვ, გაითვალისწინე, რომ შენი დისგან არავითარი საფრთხე არ გემუქრება. ხიფათს ელი იმის გამო, რომ ზეციდან წინასწარმეტყველების ხმა ჩაგესმა. საშიშროება მოგელის შენი დისწულებისგან, რომლებიც ჯერ არ გაჩენილან, და ვინ იცის, მომავალში ან გაჩნდებიან, ან არა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საფრთხე არ გემუქრება. შენი დის გამო შიშიც უსაფუძვლოა. თუკი მას ვაჟები შეეძინება გპირდები, რომ ყოველ მათგანს შენ მოგგვრი, რათა სათანადოდ იმოქმედო."

კამსამ იცოდა ვასუდევას პატიოსანი სიტყვის ფასი და მისმა მსჯელობამ დაარწმუნა იგი. იმ წუთიდან ხელი აიღო საკუთარი დის საშინელ მკვლელობაზე. ვასუდევა ნასიამოვნები დარჩა, მოიწონა კამსას გადაწყვეტილება და შინ დაბრუნდა.

დროთა განმავლობაში ვასუდევას და დევაკის რვა ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინათ. როდესაც პირველი ვაჟი დაიბადა, ვასუდევამ არ გატეხა სიტყვა და ბავშვი უმალ კამსას მიჰგვარა. ცნობილია, რომ ვასუდევა ძალზე ამაღლებული პიროვნება და სიტყვის პატრონი გახლდათ და სურდა ამ სახელის შენარჩუნება. თუმცა ვასუდევასთვის მეტად მტკივნეული იყო ახალშობილის მიცემა, კამსა მისმა მიღებამ ერთობ გაახარა. სიძის მოქმედებამ თანაგრძნობა გაუღვიძა კამსას. ვასუდევას მსგავს დიად სულს მოვალეობის შესრულებისას არაფერი მიაჩნია მტკივნეულად. ვასუდევას დარი განსწავლული პიროვნება უყოყმანოდ ასრულებს თავის მოვალეობას. მეორეს მხრივ, კამსასთანა დემონი არც კი ყოყმანობდა საძაგლობის ჩადენისას. ამიტომაც ნათქვამია, რომ წმინდა პიროვნებას ცხოვრებაში ნებისმიერი გაჭირვების ატანის უნარი შესწევს, სწავლულს ხელსაყრელი პირობების ლოდინის გარეშე შეუძლია მოვალეობის შესრულება, კამსას მსგავსი საძაგელი პიროვნება ნებისმიერი ცოდვილიანი გზით იმოქმედებს, ერთგული კი ყველაფერს გასწირავს ღმერთის უზენაესი პიროვნების დასაკმაყოფილებლად.

ვასუდევას მოქმედებამ კმაყოფილებით აავსო კამსა. გაუკვირდა, ვასუდევამ სიტყვა რომ არ გატეხა, თანაგრძნობით აღივსო მისდამი და ნასიამოვნებმა შემდეგი სიტყვები უთხრა: "ძვირფასო ვასუდევა, ამ ბავშვის მოცემა არ არის აუცილებელი. მე გავიგონე, რომ შენი და დევაკის მერვე შვილი მომკლავს. ტყუილად რატომ უნდა წაგართვა ეს ბავშვი? შეგიძლია უკან წაიყვანო."

ვასუდევა შინ დაბრუნდა თავის პირმშოსთან ერთად. თუმცა კამსას მოქმედებებით ნასიამოვნები დარჩა, არ ჯეროდა, ვინაიდან იცნობდა კამსას მერყევ ბუნებას. ურწმუნოს პატიოსანი სიტყვის შენახვა არ შეუძლია. მას, ვინც გრძნობებს ვერ იმორჩილებს, მტკიცე ნებისყოფა ვერ ექნება. დიდმა პოლიტიკოსმა ჩანაკია პანდიტმა თქვა: "ნურასოდეს ენდობი დიპლომატსა და ქალს." ვინც თავშეუკავებლად ეძლევა გრძნობათა დაკმაყოფილებას, სამართლიანი ვერასოდეს იქნება და არც რწმენა შეიძლება მისი.

ამ დროს კამსასთან დიადი ბრძენი ნარადა მივიდა. მას შეატყობინეს, რომ კამსა თანაგრძნობით აღივსო ვასუდევას მიმართ და პირველი შვილი დაუბრუნა. ნარადას სურდა შეძლებისდაგვარად დაეჩქარებინა უფალი კრშნას გამოცხადება. ამიტომ აცნობა კამსას, რომ ნანდა მაჰარაჯა, მენახირე კაცები და გოგონები, აგრეთვე მენახირეების ცოლები ვრნდავანში, და, მეორეს მხრივ ვასუდევას მამა შურასენა და იადუს დინასტიის ვრშნის ოჯახში დაბადებული მთელი მისი ნათესავები უფლის გამოცხადებას ელოდნენ. ნარადამ გააფრთხილა კამსა, მორიდებოდა ამ ოჯახში დაბადებულ მეგობრებს, კეთილისმსურველებსა და ნახევარღმერთებს. კამსას მსგავსად მისი მეგობრებიც და ვეზირებიც დემონები იყვნენ. დემონებს ყოველთვის ეშინიათ ნახევარღმერთებისა. ნარადასაგან სხვადასხვა ოჯახებში ნახევარღმერთების მოვლინების ამბავის შეტყობისთანავე კამსამ ყურები ცქვიტა. იგი მიხვდა, რომ რადგან ნახევარღმერთები უკვე მოევლინენ, უფალი ვიშნუც მალე უნდა მოსულიყო. მან მაშინვე შეიპყრო და ციხეში ჩაყარა თავისი სიძე ვასუდევა და და დევაკი.

ციხეში რკინის ჯაჭვებით შებორკილ ვასუდევასა და დევაკის ყოველ წელს ვაჟი უჩნდებოდათ, ხოლო კამსა, ფიქრობდა რა, რომ თვითოეული მათგანი ვიშნუს ინკარნაცია იყო, ერთიმეორეს მიყოლებით ხოცავდა მათ.მას განსაკუთრებით მერვე შვილისა ეშინოდა, მაგრამ ნარადას სტუმრობის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ნებისმიერი ბავშვი შეიძლება კრშნა ყოფილიყო. ამიტომ ერჩივნა, ცოცხალი არ დაეტოვებინა არც ერთი ჩვილი, რომელიც დევაკის გაუჩნდებოდა.

კამსას ეს საქციელი არ არის ძნელი გასაგები. მსოფლიოს ისტორიაში არსებობს უამრავი მაგალითი, როცა საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სამეფო გვარის წევრები კლავდნენ მამას, ძმას ან მთელ ოჯახს და მეგობრებს. გასაკვირი ამაში არაფერია, ვინაიდან ბილწი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად დემონებს ნებისმიერის მოკვლა შეუძლიათ.

ნარადას წყალობით კამსამ თავისი წინა ცხოვრება დაინახა. მან გაიგო, რომ წინა ცხოვრებაში იყო დემონი, სახელად კალანემი, და რომ იგი ვიშნუმ გამოასალმა სიცოცხლეს. დაიბადა რა ბჰოჯას ოჯახში, გადაწყვიტა, იადუს დინასტიის ულმობელი მტერი გამხდარიყო; კრშნას დაბადება მათ ოჯახში იყო მოსალოდნელი და კამსა ძლიერ შეაშფოთა იმ გარემოებამ, რომ, როგორც წინა ცხოვრებაში, კრშნა ახლაც მოკლავდა მას.

პირველ რიგში კამსამ თავისი მამა, უგრასენა დაატუსაღა, ვინაიდან იგი იადუს, ბჰოჯასა და ანდჰაკას დინასტიებში ყველაზე ძლევამოსილი მეფე იყო. მან ვასუდევას მამის, შურასენას სამეფოც დაიკავა და ამ ადგილთა მეფედ გამოაცხადა თავი.

პირველი თავის დასასრული


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
vano kazbegi
post Sep 20 2011, 09:41 PM
Post #22


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,276
Joined: 11-April 10
From: Kazbegi Gergeti
Member No.: 6,199

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atman @ Sep 20 2011, 05:09 PM) *
vano kazbegi
მე ვერ ვკითხულობ ვერც ჰინდუზე და ვერც სანსკრიტზე.

მე ვკითხულობ და ცოტას ვიგებ.


--------------------
ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 21 2011, 05:52 AM
Post #23


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



vano kazbegi
QUOTE(davithet @ 20th September 2011 - 09:41 PM) *
მე ვკითხულობ და ცოტას ვიგებ.


ძალიან კარგი smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 21 2011, 04:09 PM
Post #24


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეორე
ნახევარღმერთთა ლოცვები დედის მუცელში მყოფ
უფალი კრიშნასადმი


მეფე კამსამ არა მარტო იადუს, ბჰოჯასა და ანდჰაკას დინასტიების სამეფოები მიიტაცა, არამედ დანარჩენ დემონ მეფეებთანაც დაამყარა ურთიერთობა. ეს დემონები იყვნენ: პრალამბა, ბაკა, ჩანურა, ტრნავარტა, აგჰასურა, მუშტიკი, არიშტა, დვივიდა, პუტანა, კეში და დჰენუკა. იმ დროს მაგადჰას ოროვინციაში (ამჟამად ბიჰარის შტატი) ჯარასანდჰა მეფობდა. ამდენად, თავისი მოხერხებული პოლიტიკით, ჯარასანდჰას მფარველობით, კამსამ შექმნა და განამტკიცა იმ დროის ყველაზე ძლევამმოსილი სამეფო. შემდეგ მან კავშირი დაამყარა ისეთ მეფეებთან, როგორებიც იყვნენ ბანასურა და ბჰაუმასურა, ვიდრე ყველაზე ძლიერი ხელისუფალი არ გახდა. შემდეგ სასტიკად გადაემტერა იადუს დინასტიას, რომელშიც კრიშნა უნდა დაბადებულიყო.

კამსასგან შეწუხებულმა იადუს, ბჰოჯასა და ანდჰაკას დინასტიების მეფეებმა სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყეს თავშესაფრის ძებნა, როგორიცაა კურუთა სამეფო, პანჩალების სამეფო, სახელმწიფოები კეკაია, შალვა, ვიდჰარბა, ნიშადჰა, ვიდეჰა და კოშალა. კამსამ დაარღვია იადუს, ასევე ბჰოჯასა და ანდჰაკას სამეფოების ერთსულოვნება. მან თავისი მდგომარეობა ყველაზე მეტად განამტკიცა დიდ ტერიტორიაზე, რომელსაც იმ დროს ბჰარატა ვარშა ერქვა.

როდესაც კამსამ ერთიმეორეს მიყოლებით გამოასალმა სიცოცხლეს დევაკისა და ვასუდევას ექვსი შვილი, უამრავი მეგობარი და ნათესავი მივიდა მასთან და სთხოვა ხელი აეღო ამ საზიზღარ საქმეებზე. მაგრამ შემდეგ ყველანი კამსას მიემხრნენ.

როცა დევაკი მეშვიდედ დაორსულდა, მის საშვილოსნოში კრიშნას სრული ექსპანსია, ანანტა შევიდა. დევაკი სიხარულმა და სევდამ მოიცვა. მას ახარებდა ის, რომ უფალმა ვიშნუმ მის მუცელში დაიდო ბინა, მაგრამ ამავე დროს ნაღვლობდა, რომ კამსა დაბადებისთანავე გამოასალმებდა მას სიცოცხლეს. ამ დროს ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ, რომელიც კამსას მიერ ჩადენილი სიმხეცის გამო იადუებს თანაუგრძნობდა, თავის იოგამაიას, ანუ შინაგან ენერგიას უბრძანა გამოცხადება. კრშნა სამყაროს უფალია, მაგრამ განსაკუთრებით იადუს დინასტიის მეუფე გახლავთ.

იოგამაია ღმრთეების უზენაესი პიროვნების უმაღლესი ენერგიაა. ვედებში ნათქვამია, რომ უფალს უამრავი ენერგია აქვს. პარასია შაკტირ ვივიდჰაივა შრუიატე. სხვადასხვა ენერგიები გარეგანად და შინაგანად მოქმედებს, იოგამაია კი ყველაზე მაღალია. უფალმა იოგამაიას ვრაჯაბჰუმის მიწაზე, მუდამ მორთულსა და მშვენიერი ძროხებით სავსე ვრნდავანში მოვლინება უბრძანა. ვრნდავანში, მეფე ნანდასა და დედოფალ იაშოდას სახლში ცხოვრობდა როჰინი, ვასუდევას ერთ-ერთი ცოლი. როჰინის მსგავსად, კამსას სიმხეცით დაშინებული იადუს დინასტიის მრავალი წარმომადგენელი იყო მთელ ქვეყანაზე გაფანტული. ზოგიერთი გამოქვაბულშიც კი ცხოვრობდა.

უფალმა იოგამაიას უთხრა: "დევაკი და ვასუდევა კამსას ტყვეობაში არიან და ამჟამად ჩემი სრული ექსპანსია, ანანტა-შეშა, დევაკის მუცელში იმყოფება. შეგიძლია ისე მოაწყო, რომ შეშა დევაკის მუცლიდან როჰინის მუცელში გადავიდეს. ამის მერე მე პირადად ვაპირებ ყველა ჩემი ენერგიით დევაკის მუცელში შესვლას. შემდეგ დევაკისა და ვასუდევას შვილად მოვევლინები, შენ კი ვრნდავანში დაიბადები ნანდასა და იაშოდას ქალიშვილად.

"როგორც ჩემს დას, ქვეყნად ხალხი თაყვანს გცემს და მოგართმევს ძვირფას ძღვენს: ნელსაკმეველს, სანთლებს, ყვავილებსა და სხვადასხვა შესაწირს. შენ სწრაფად უნდა დააკმაყოფილო მათი სწრაფვა გრძნობათა ტკბობისაკენ. მატერიალური მიმზიდველობის მაძიებელნი თაყვანს სცემენ შენს სხვადასხვა მოვლინებებს, რომელთაც ერქმევათ დურგა, ბჰადრაკალი, ვიჯაია, ვაიშნავი, კუმუდა, ჩანდიკა, კრშნა, მადჰავი, კანიაკა, მაია, ნარაიანა, იშანი, შარადა და ამბიკა."

კრშნა და იოგამაია მოევლინენ და-ძმის სახით, როგორც უმაღლესი ძლევამოსილი და უმაღლესი ძალა. თუმცა ძლევამოსილსა და ძალას შორის აშკარა განსხვავება არ არსებობს, ძალა ყოველთვის ძლევამოსილს ემორჩილება. მატერიალისტები ძალას ეთაყვანებიან, ტრანსცენდენტალისტები კი ძლევამოსილს. კრშნა უზენაესი ძლევამოსილია, დურგა კი უმაღლესი ძალაა მატერიალურ სამყაროში. ფაქტიურად ვედურ კულტურაში ხალხი ძლევამოსილსაც ეთაყვანებოდა და ძალასაც. არსებობს ვიშნუსა და დევის ასობითა და ათასობით ტაძარი. ზოგჯერ მათ ერთდროულად ეთაყვანებიან. ძალის, დურგას, ანუ კრშნას გარეგანი ენერგიის თაყვანისმცემელმა შეიძლება ადვილად მიაღწიოს ყოველგვარ მატერიალურ წარმატებას, მაგრამ ვისაც ტრანსცენდენტალურად ამაღლება სურს, კრიშნას ცნობიერებაში ძლევამოსილს ინდა სცეს თაყვანი.

უფალმა იოგამაიას ისიც განუცხადა, რომ მისი სრული ექსპანსია, ანანტა შეშა, დევაკის მუცელში იმყოფებოდა. იმის გამო, რომ მას როჰინის მუცელში გადანაცვლება მოუწევს, შეარქმევენ სანკარშანას და იგი გახდება ყოველგვარი სულიერი ძალის, ანუ ბალას წყარო, რომლის მეშვეობითაც რამანად წოდებული უმაღლესი ნეტარების მიღწევა შეიძლება. ამიტომ სრული ექსპანსია ანანტა მისი მოვლინების შემდეგ ცნობილი გახდება როგორც სანკარშანა ან ბალარამა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 22 2011, 03:52 PM
Post #25


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უპანიშადებში ნათქვამია: ნაიამ ატმა ბალა-ჰინენა ლაბჰიაჰ. აზრი ის გახლავთ, რომ თვითრეალიზაციის უმაღლესი საფეხურის მიღწევა შეუძლებელია ბალარამას საკმარისი წყალობის გარეშე. ბალა არ ნიშნავს ფიზიკურ ძალას. ფიზიკური ძალით სულიერი სრულყოფის მიღწევა შეუძლებელია. საჭიროა ბალარამას, ანუ სანკარშანას მიერ ნაწყალობები სულიერი ენერგია. ანანტა, ანუ შეშა არის ძალა, რომელსაც უკავია ყოველი პლანეტა მათ სხვადასხვა მდგომარეობაში. მატერიალურად იგი ცნობილია მიზიდულობის ძალად, სინამდვილეში კი ეს ძალა სანკარშანას ენერგიის გამოვლინებას წარმოადგენს. ბალარამა, ანუ სანკარშანა, სულიერი ძალა, ანუ თავდაპირველი სულიერი მოძღვარი გახლავთ. ამიტომ უფალი ნიტიანანდა პრაბჰუ, აგრეთვე ბალარამას ინკარნაცია, თავდაპირველი სულიერი მოძღვარია. სულიერი მოძღვარი არის ბალარამას, სულიერი ძალის მომნიჭებელი ღმრთეების უზენაესი პიროვნების წარმომადგენელი. "ჩაიტანია-ჩარიტამრიტაში" დადასტურებულია, რომ სულიერი მოძღვარი კრიშნას წყალობის გამოვლინებას წარმოადგენს.

ღმრთეების უზენაესი პიროვნების ბრძანება რომ მოისმინა, იოგამაიამ გარშემოუარა უფალს და, მისი ბრძანების თანახმად, მატერიალურ სამყაროს მოევლინა. როდესაც ღმერთის უზენაესმა ძლევამოსილმა პიროვნებამ უფალი შეშა დევაკის მუცლიდან როჰინის მუცელში გადაიყვანა, ორივე ქალი იოგამაიას ხიბლის ქვეშ იყო, რომელსაც იოგა-ნიდრაც ეწოდება. ამის შემდეგ ხალხმა იფიქრა, დევაკის მეშვიდე ორსულობაზე მუცელი მოეშალაო. ამდენად, თუმცა ბალარამა დევაკის შვილად მოევლინა, მან როჰინის მუცელში გადაინაცვლა, რათა მის შვილად დაბადებულიყო. ამის შესრულების შემდეგ ღმერთის უზენაესი პიროვნება, კრიშნა, რომელიც მუდამ მზად არის მთელი პოტენციები თავის წმინდა ერთგულებში მოათავსოს, ვასუდევას ჭკუაშI შევიდა, როგორც მთელი სამყაროს უფალი. აქედან გასაგებია, რომ უფალმა კრიშნამ პირველ რიგში ვასუდევას წმინდა გულში დაისადგურა და შემდეგ გადაინაცვლა დევაკის გულში. დევაკის მუცელში მას თესლის სახით არ შეუღწევია. თავისი შეუცნობელი უნარის წყალობით, ღმერთის უზენაეს პიროვნებას მოვლინება ნებისმიერი გზით შეუძლია. მისი მოვლინებისათვის არ არის საჭირო ქალის განაყოფიერება.

როდესაც ვასუდევას გულში ღმერთის უზენაესი პიროვნების ფორმა ჰყავდა, იგი ჰგავდა მბრწყინავ მზეს, რომლის მანათობელი სხივები ყოველთვის აუტანელი და მწველია ჩვეულებრივი ადამიანისათვის. ვასუდევას სუფთა გულში მყოფი უფლის ფორმა არაფრით განსხვავდება კრიშნას თავდაპირველი ფორმისაგან. ნებისმიერ ადგილას, განსაკუთრებით კი გულში, კრიშნას ფორმის გამოჩენას დჰამა ეწოდება. დჰამა ეხება არა მარტო კრიშნას ფომას, არამედ მის სახელსაც, ფორმას, თვისებებსა და ატრიბუტებსაც. ყველაფერი ერთდროულად ვლინდება.

ამრიგად, ღმერთის უზენაესი პიროვნების მარადიულმა ფორმამ, ყველა თავის ენერგიასთან ერთად, ვასუდევას ჭკუიდან დევაკის ჭკუაში გადაინაცვლა, სწორედ ისე, ჩამავალი მზის სხივები აღმოსავლეთით ამომავალ მთვარეში რომ გადაინაცვლებს ხოლმე.

კრიშნა, ღმერთის უზენაესი პიროვნება, დევაკის სხეულში ვასუდევას სხეულიდან შევიდა. იგი სრულიად განსხვავდებოდა ჩვეულებრივი არსებისაგან. უუნდა გვესმოდეს, რომ სადაც კრიშნაა, მასთან ერთად იმყოფება ყველა მისი სრული ექსპანსია, როგორებიც არიან ნარაიანა და ინკარნაციები, მსგავსად უფალი ნარასიმჰასა და ვარაჰასი. ისინი არ ექვემდებარებიან მატერიალური ყოფიერების პირობებს. ამგვარად, დევაკი გახდა სამყოფელი ღმერთის უზენაესი პიროვნებისა, რომელიც სწორუპოვარია და ყოველგვარი ქმნილების მიზეზს წარმოადგენს. დევაკი იქცა აბსოლუტური ჭეშმარიტების თავშესაფრად, მაგრამ რადგან კამსას სახლში იმყოფებოდა, მალულ ცეცხლს, ან არასწორად გამოყენებულ ცოდნას ჰგავდა. როცა ცეცხლს ქოთნის კედლები ფარავს, ან ქილაში ინახება, მისი ნათელი სხივები ძნელი შესამჩნევია. ასევე, არასწორად გამოყენებული განათლება, რომელსაც არავითარი სიკეთე არ მოაქვს ხალხისთვის, დიდად არ ფასდება. დევაკი კამსას სასახლის ციხის კედლებში იმყოფებოდა და ვერავინ ხედავდა მის ტრანსცენდენტულ სილამაზეს, რომელიც მის სხეულში ღმერთის უზენაესი პიროვნების არსებობის შედეგი იყო.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 23 2011, 01:40 PM
Post #26


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაგრამ კამსამ შენიშმა თავისი დის, დევაკის ტრანსცენდენტული სილამაზე და მაშინვე გამოიტანა დასკვნა, რომ ღმერთის უზენაესმა პიროვნებამ მის საშვილოსნოში ჰპოვა თავშესაფარი. არასოდეს ყოფილა იგი ასე საოცრად ლამაზი. კამსა აშკარად ხვდებოდა, რომ დევაკლის მუცელში რაღაც არაჩვეულებრივი არსებობდა და იგი მოუსვენრობამ შეიპყრო. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მომავალში მას ღმერთის უზენაესი პიროვნება მოკლავდა და რომ იგი უკვე მოვლენილიყო. კამსა ფიქრს მიეცა: "რა მოვუხერხო დევაკის? მის მუცელში უსათუოდ ვიშნუ, ანუ კრიშნაა. ცხადია, კრიშნა ნახევარღმერთების მისიის შესასრულებლად მოვიდა. დევაკი დაუყოვნებლივ რომ მოვკლა კიდეც, კრიშნას ვერ შევაჩერებ." კამსამ მშვენივრად იცოდა, რომ ვიშნუს განზრახვის შესრულებას ხელს ვერავინ შეუშლის. ყოველ გონიერ ადამიანს შეუძლია გაიგოს, რომ ღმერთის კანონების დარღვევა შეუძლებელია. დემონთა მიერ შექმნილი წინააღმდეგობის მიუხედავად, ღმერთის განზრახვა მაინც სისრულეში იქნება მოყვანილი. კამსა ფიქრობდა: "თუ ახლა მოვკლავ დევაკის, ვიშნუ მეტი რისხვით მაიძულებს მისი უმაღლესი სურვილისადმი მორჩილებას. ახლა დევაკის მოკვლა ჩემთვის ყველაზე დამამცირებელი ქმედება იქნებოდა. სახელის გატეხა არავის სურს, ასეთ უხერხულ მდგომარეობაშიც კი; ახლა დევაკის მოკვლა სახელს შემილახავს. დევაკი ქალია და ჩემი მფარველობის ქვეშ იმყოფება, ორსულად არის და რომ მოვკლა, ჩემს სახელს, ღვთისმოსავი საქმიანობების შედეგებსა და დღეგრძელობას ბოლო მოეღება."

შემდგომ იგი მსჯელობდა: "მეტისმეტად სასტიკი პიროვნება სიცოცხლეშივე მიცვალებულს ჰგავს. სასტიკი ადამიანი ცოცხალსაც არავის უყვარს და სიკვდილის შემდეგაც ხალხი წყევლით მოიხსენიებს. საკუთარი თავის სხეულთან გაიგივების გამო იგი დეგრადაციას განიცდის და ჯოჯოხეთის ყველაზე ბნელ ადგილებში ხვდება." ასე ფიქრობდა კამსა, მაშინვე მოეკლა თუ არა დევაკი.

საბოლოოდ კამსამ გადაწყვიტა, მაშინათვე არ მოეღო ბოლო დევაკისათვის, არამედ გარდუვალ მომავალს დალოდებოდა. მაგრამ მისი ჭკუა ღმერთის უზენაესი პიროვნებისადმი მტრობამ მოიცვა. იგი მოთმინებით ელოდა ბავშVის დაბადებას, იმ იმედით, რომ ისევე გაუსწორდებოდა მას, როგორც დევაკის სხვა შვილებს. ღმერთის უზენაესი პიროვნებისადმი მტრობის ოკეანეში ჩაძირული კამსა, რასაც არ აკეთებდა - იჯდა, ეძინა, დადიოდა, ჭამდა თუ მუშაობდა - გამუდმებით კრიშნასა და ვიშნუზე ფიქრობდა. მისი ჭკუა ისე ჩჩაეფლო ღმერთის უზენაეს პიროვნებაზე ფიქრში, გარშემო მხოლოდ კრიშნა და ვიშნუ ელანდებოდა. საუბედუროდ, თუმცა მისი გონება ასე იყო ვიშნუზე ფიქრით მოცული, ერთგულად მაინც არ ითვლება, ვინაიდან იგი კრიშნაზე ფიქრობდა როგორც მტერზე. ჭეშმარიტი ერთგულის ფიქრები ყოველთვის კრიშნასაკენ უნდა იყოს მიმართული, მაგრამ ერთგული მასზე კეთილი და არა ბოროტი განწყობით ფიქრობს. კრიშნას ცნობიერება კრიშნაზე კეთილი და არა ბოროტი განწყობით ფიქრს წარმოადგენს.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 24 2011, 10:43 AM
Post #27


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ დროს უფალი ბრაჰმა და უფალი შივა, ნარადას დარი დიდი ბრძენების თანხლებით, რომელთაც უამრავი სხვა ნახევარღმერთი მოჰყვებოდა, მალულად გამოცხადდნენ კამსას სახლში. მათ დაიწყეს ღმერთის უზენაესი პიროვნებისადმი რჩეული ლოცვების აღვლენა, რომლებიც მეტად საამოა ერთგულთათვის და რომელთაც შედეგად მათი სურვილების აღსრულება მოჰყვება. მათ მიერ წარმოთქმული პირველი სიტყვები ამტკიცებდა, რომ უფალი თავის სიტყვას არ ღალატობს. როგორც "ბჰაგავად-გიტაშია" ნათქვამი, კრიშნა მატერიალურ სამყაროშI ღვთისმოსავთა დასაცავად და ურწმუნოთა გასანადგურებლად ჩამოდის. ეს არის მისი აღთქმა. ნახევარღმერთებს ესმოდათ, რომ უფალმა აღთქმის შესასრულებლად დევაკის მუცელში დაიდო ბინა. მათ ახარებდათ, რომ უფალი თავისი მისიის შესრულებისათვის უნდა მოვლენილიყო და უწოდეს მას სატიამ პარამ, ანუ უზენაესი აბსოლუტური ჭეშმარიტება.

ყველა ჭეშმარიტების ძიებაშია. ეს არის ცხოვრების ფილოსოფიური გზა. ნახევარღმერთები გვამცნობენ, რომ კრიშნა უზენაეს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს. ვინც ბოლომდე კრიშნას ცნობიერი ხდება, იგი აბსოლუტური ჭეშმარიტების მიღწევას შეძლებს. კრიშნა აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. ფარდობითი ჭეშმარიტება არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას მარადიული დროის სამივე ფაზაში. დრო მოიცავს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. კრიშნა ყოველთვის ჭეშმარიტებაა - წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც. მატერიალურ სამყაროშI ყველაფერს უმაღლესი დრო მართავს - წარსულში, აწმყოსა და მომავალში. მაგრამ კრიშნა არსებობდა სამყაროს შექმნამდე, შექმნისას ყველაფერი მასში ისვენებს, და როცა ამ ქმნილებას ბოლო მოეღება, კრიშნა მაინც იქნება. ამიტომ იგი ყველა ვითარებაში აბსოლუტური ჭეშმარიტება გახლავთ.

თუკი მატერიალურ სამყაროში მოიძებნება რაიმე ჭეშმარიტება, ის უზენაესი ჭეშმარიტებისაგან, კრიშნასგან მომდინარეობს. თუკი მატერიალურ სამყაროშI რაიმე დიდებულება არსებობს, კრიშნაა მიზეზი ამ დიდებულებისა. თუკი მატერიალურ სამყაროშიარსებობს რაიმე ძალა, ამგვარი ძლიერების მიზეზს კრიშნა წარმოადგენს. თუკი ამ მატერიალურ სამყაროშI არსებობს სიბრძნე და განათლება, კრიშნა გახლავთ მათი მიზეზი. ამიტომ კრიშნა ყოველგვარი ფარდობითი ჭეშმარიტების წყაროა.

მატერიალური სამყარო ხუთი მთავარი ელემენტისგან შედგება, ესენია: მიწა, ცეცხლი, წყალი, ჰაერი და ეთერი. ეს ელემენტები კრიშნასგან მომდინარეობს. მატერიალისტი მეცნიერები ხუთ მთავარ ელემენტს მატერიალური გამოვლინების მიზეზად აღიარებენ, მაგრამ ელემენტები მათ უხეშსა და ნატიფ მდგომარეობაში კრიშნას მიერ წარმოიქმნება. მატერიალურ სამყაროშI მშრომელი არსებები კრიშნას მოსაზღვრე ენერგიის პროდუქტები არიან. "ბჰაგავად-გიტას" მეშვიდე თავში ნათლად არის ნათქვამი, რომ მთელი გამოვლინება კრიშნას ორი სახის ენერგიის - მაღალი და დაბალი ენერგიის კომბინაციას წარმოადგენს. ცოცხალი არსებები - მისი მაღალი, ხოლო უსიცოცხლო მატერიალური ელემენტები დაბალი ენერგიები არიან. მიძინებულ ფაზაში ყველაფერი კრიშნაში რჩება.

მატერიალური გამოვლინების ანალიტიკური აღწერით ნახევარღმერთები მოწიწებით განაგრძობდნენ ლოცვების აღვლენას ღმერთის უზენაესი ფორმის, კრიშნასადმი. რას ნიშნავს მატერიალური გამოვლინება? იგი ხესა ჰგავს. ხე მიწაზე დგას. მატერიალური გამოვლინებაც ასევე ეყრდნობა მატერიალური ბუნების საფუძველს. მატერიალური გამოვლინება ხესთანაა შედარებული, რადგან, საბოლოოდ, ხეს ჭრიან. ხეს ეწოდება ვრკშა, რაც აღნიშნავს იმას, რასაც საბოლოოდ მოკვეთა უწერია. ამიტომ მატერიალური გამოვლინების ხეს უმაღლეს ჭეშმარიტებად ვერ ვაღიარებთ. დრო გავლენას ახდენს მატერიალურ გამოვლინებაზე, კრიშნას სხეული კი მარადიულია - არსებობდა მატერიალურ გამოვლინებამდე, არსებობს მის განმავლობაში და მისი გაქრობის შემდეგაც იარსებებს.

"კათჰა უპანიშადში" მოყვანილია მატერიალური გამოვლინების ხის მაგალითი, რომელიც მატერიალური ბუნების მიწაზე დგას. ეს ხე ორი სახის ნაყოფს ისხამს - უბედურებასა და ბედნიერებას. ხის სხეულში მცხოვრებნი ორ ჩიტს ჰგვანან. ერთი მათგანი არის კრიშნას ლოკალიზებული ასპექტი, რომელიც პარამატმადაა ცნობილი, მეორე ჩიტი კი ცოცხალი არსება გახლავთ. ცოცხალი არსება მატერიალური გამოვლინების ნაყოფს მიირთმევს. ზოგჯერ ბედნიერების ნაყოფს იგემებს, ზოგჯერ კი - უბედურებისას. მაგრამ მეორე ჩიტს არ იზიდავს ბედნიერებისა და უბედურების ნაყოფი; იგი თვითკმარი გახლავთ. "კათჰა უპანიშადში" ნათქვამია, რომ სხეულის ხეზე მჯდომი ერთი ჩიტი ნაყოფს მიირთმევს, მეორე კი უბრალოდ მოწმეა ამისა. ამ ხეს სამი მიმართულებით აქვს გადგმული ფესვები. ეს ნიშნავს, რომ ხის ფესვები არის მატერიალური ბუნების სამი მოდუსი: სათნოება, ვნება და უმეცრება. როგორც ხის ფესვები იტოტება მატერიალური ბუნების მოდუსებთან (სათნოებასთან, ვნებასთან და უმეცრებასთან) ურთიერთობით, ასევე იხანგრძლივებს პიროვნება მატერიალურ არსებობას. ნაყოფს ოთხი სახის გემო აქვს: რელიგიურობა, ეკონომიკური განვითარება, გრძნობათა დაკმაყოფილება და, საბოლოოდ განთავისუფლება. მატერიალური ბუნების სამ მოდუსთან სხვადასხვაგვარი კავშირების შედეგად ცოცხალი არსებები სხვადასხვა სახის რელიგიურობის, ეკონომიკური განვითარების, გრძნობათა დაკმაყოფილებისა და განთავისუფლების გემოს განიცდიან. ფაქტიურად, ყოველგვარი მატერიალური საქმიანობა უმეცრებაში სრულდება, მაგრამ ვინაიდან სამი მოდუსი არსებობს, ზოგჯერ უმეცრების ხარისხს სათნოება და ვნება გადაფარავს ხოლმე. მატერიალური ნაყოფების გემო ხუთი გრძნობით აღიქმება. გრძნობების ხუთმა ორგანომ, რომელთა მეშვეობითაც ცოდნა მიიღება, ექვსი სახის მათრახი უნდა იწვნიოს: მწუხარება, ილუზია, არასრულყოფილება, სიკვდილი, შიმშილი და წყურვილი. მატერიალურ სხეულს, ანუ მატერიალურ გამოვლინებას შვიდი ფენა ფარავს: კანი, კუნთები, ხორცი, ძვლის ტვინი, ძვალი, ცხიმი და თესლი. ხის ტოტები რვაა: მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი, ეთერი, ჭკუა, გონება და ეგო. სხეულში ცხრა კარია: ორი თვალი, ორი ნესტო, ორი ყური, პირი, გენიტალიები და უკანა ტანი. სხეულში არსებობს აგრეთვე ათი სახის შიდა ჰაერის დინება: პრანა, აპანა, უდანა, ვიანა, სამანა და ა.შ. როგორც ზემოთ არის განმარტებული, ამ ხეზე მჯდომი ორი ჩიტი ცოცხალი არსება და ღმერთის უზენაესი პიროვნება არიან.

აქ აღწერილის თანახმად, მატერიალური გამოვლინების ძირითად მიზეზს ღმერთის უზენაესი პიროვნება წარმოადგენს. ღმერთის უზენაესი პიროვნება ვრცელდება და მატერიალური სამყაროს სამ თვისებას მართავს. ვიშნუ სათნოების მოდუსზე ზრუნავს, ბრაჰმა - ვნების მოდუსზე, უფალი შივა კი - უმეცრების მოდუსზე. ბრაჰმა ვნების მოდუსით ქმნის ამ გამოვლინებას, უფალი ვიშნუ სათნოების მოდუსით ასულდგმულებს მას, ხოლო უფალი შივა უმეცრების მოდუსით ანადგურებს. მთელი სამყარო, საბოლოო ჯამში, უზენაეს უფალში ისვენებს. იგია შექმნის, შენარჩუნებისა და განადგურების მიზეზი. მთელი გამოვლინების განადგურების დროს იგი თავის ნატიფ ფორმაში, უფლის ენერგიის სახით, უზენაესი უფლის სხეულში განისვენებს.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 24 2011, 04:12 PM
Post #28


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ამჟამად", ლოცულობდნენ ნახევარღმერთები, "უზენაესი უფალი კრიშნა ამ გამოვლინების შესანარჩუნებლად მოდის." სინამდვილეში, უზენაესი მიზეზი ერთია, მაგრამ მატერიალური ბუნების სამი მოდუსით მოტყუებულ, ნაკლებად გონიერ პიროვნებებს ჰგონიათ, რომ მატერიალური სამყარო სხვადასხვა მიზეზით ვლინდება. გონიერები ხედავენ, რომ მიზეზი ერთია - კრიშნა. როგორც "ბრაჰმა სამჰიტაშIა" ნათქვამი: სარვა-კარანა-კარანამ - კრიშნა, ღმრთეების უზენაესი პიროპვნება, მიზეზთა მიზეზია. ბრაჰმას შექმნა ევალება, ვიშნუ არსებობის შესანარჩუნებლად მოვლენილი კრიშნას ექსპანსიაა, უფალი შივა კი გასანადგურებლად მოვლენილი კრიშნას ექსპანსია გახლავთ.

"ჩვენო ძვირფასო უფალო", ლოცულობდნენ ნახევარღმერთები, "ძალიან ძნელია შენი პიროვნების მარადიული ფორმის გაგება. ხალხს არ შესწევს შენი ჭეშმარიტი სახის შეცნობის უნარი; ამიტომ პირადად ჩამოდიხარ შენი თავდაპირველი მარადიული სახის საჩვენებლად. ასე თუ ისე, ხალხი ახერხებს შენი მეუფების სხვადასხვა ინკარნაციების შეცნობას, მაგრამ უძნელდებათ ადამიანებს შორის ერთ-ერთი მათგანივით მოქმედი კრიშნას ორხელიანი მარადიული ფორმის გაგება. შენი მეუფების ამ მარადიული ფორმის მიერ მონიჭებული ტრანსცენდენტული სიამოვნება ერთგულებისათვის გამუდმებით იზრდება. მაგრამ არაერთგულებისათვის ეს ფორმა მეტად სახიფათოა." როგორც "ბჰაგავად-გიტაშია" ნათქვამი, კრიშნა დიდ სიამოვნებას ანიჭებს სადჰუებს. ნათქვამია: პრარიტრანაია სადჰუნამ. მაგრამ ეს ფორმა ძალზე სახიფათოა დემონებისთვის, ვინაიდან კრიშნას ჩამოსვლის მიზანს დემონების განადგურება წარმოადგენს. ამიტომაც იგი ერთდროულად საამოა ერთგულთათვის და სახიფათოა დემონთათვის.

"ჩვენო ძვირფასო ლოტოსისთვალება უფალო, შენა ხარ წმინდა სათნოების მიზეზი. არსებობს უამრავი ბრძენი, რომელიც უბრალოდ სამადჰით, ანუ შენს ლოტოსის ტერფებზე ტრანსცენდენტული მედიტაციით და ამგვარად შენზე ფიქრში დანთქმით ადვილად აქცია მატერიალური ბუნებით შექმნილი უმეცრების დიდი ოკეანე ხბოს ნაჩლიქარში ჩამდგარ წყლად." მედიტაციის მიზანს წარმოადგენს ჭკუის მიმართვა ღმრთეების პიროვნებისაკენ, დაწყებული მისი ლოტოსის ტერფებიდან. უბრალოდ უფლის ლოტოსის ტერფებზე მედიტაციით დიადი ბრძენები დაუბრკოლებლად გადადიან მატერიალური არსებობის უკიდეგანო ოკეანეს.

"ო, თვითმნათო, დიად წმინდა პიროვნებებს თან არ წაუღიათ შენი ლოტოსის ტერფების ტრანსცენდენტული ნავი, რომლითაც უმეცრების ოკეანე გადალახეს. ის კვლავ ამ ნაპირზე განისვენებს." ნახევარღმერთები კარგ შედარებას ხმარობენ. თუ ადამიანი მდინარის გადასალახავად ნავს იყენებს, ისიც მასთან ერთად მდინარის მეორე ნაპირზე გადის. მაშ, მიზნის მიღწევის შემდეგ როგორ გამოიყენებენ იმავე ნავს მეორე მხარეს დარჩენილები? ამ რთულ კითხვაზე პასუხის გასაცემად ნახევარღმერთები თავიანთ ლოცვაში ამბობდნენ, რომ მათი ნავი არ გაუყოლებიათ. მეორე ნაპირზე დარჩენილებს ისევ შესწევთ მატერიალური ბუნების ოკეანის გადალახვის უნარი, ვინაიდან წმინდა ერთგულებს ოკეანის გადალახვისას ნავი თან არ მიაქვთ. უბრალოდ ნავთან მიახლოებისას მატერიალური უმეცრების მთელი ოკეანე ხბოს ნაჩლიქარში ჩატეული წყლის ზომამდე მცირება. ამიტომ ერთგულებს არ ესაჭიროებათ ნავის მეორე ნაპირზე გადაყვანა; ისინი უმალვე კვეთენ ოკეანეს. იმის გამო, რომ დიად პიროვნებებს ყველა განპირობებული სული ებრალებათ, ნავი კვლავ უფლის ლოტოსის ტერფებთან ძევს. ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია უფლის ტერფებზე ფიქრი და ამგვარი მოქმედებით იგი გააღწევს მატერიალური არსებობის დიდი ოკეანიდან.

მედიტაცია უფლის ლოტოსის ტერფებზე კონცენტრაციას ნიშნავს. ლოტოსის ტერფები ღმერთის უზენაეს პიროვნებაზე მიუთითებს. იმპერსონალისტები უფლის ლოტოსის ტერფებს არ აღიარებენ, ამიტომ მათი მედიტაციის საგანი იმპერსონალურია. ნახევარღმერთები ნათლად გამოხატავენ აზრს, რომ პიროვნებები, რომლებიც რაღაც სიცარიელეზე ან იმპერსონალურზე ფიქრით არიან დაკავებულნი, ვერ შეძლებენ უმეცრების ოკეანის გადალახვას. ასეთ პიროვნებებს უბრალოდ ეჩვენებათ, რომ განთავისუფლებულნი არიან. "ო ლოტოსისთვალება უფალო! წაბილწულია მათი გონება, ვინაიდან ისინი შენი მეუფების ლოტოსის ტერფებზე არ ფიქრობენ."

ამ უგულვებელყოფის შედეგად იმპერსონალისტები კვლავ ეცემიან განპირობებულ მატერიალურ ყოფაში, თუმცა დროებით შეიძლება იმპერსონალური შეცნობის საფეხურამდე ამაღლდნენ. მკაცრი ასკეზებისა და ეპითიმიების გავლის შემდეგ იმპერსონალისტები იმპერსონალურ ბრაჰმანს, ანუ ბრაჰმანის სხივებს ერწყმიან. მაგრამ მათი ჭკუა არ არის მატერიალური უწმინდურებისაგან თავისუფალი; ისინი უბრალოდ მატერიალური აზროვნების უარყოფას შეეცადნენ. ეს არ ნიშნავს განთავისუფლებას. ამიტომ ისინი ეცემიან. "ბჰაგავად-გიტას" თანახმად, უმაღლესი მიზნის მისაღწევად იმპერსონალისტმა დიდი გამოცდა უნდა გაიაროს. "შრიმად-ბჰაგავატამის" დასაწყისში ნათქვამია აგრეთვე, რომ ღმრთეების უზენაესი პიროვნების ერთგული სამსახურის გარეშე კარმიულ მოქმედებათა ტყვეობიდან განთავისუფლება შეუძლებელია. ამას ამბობს უფალი კრიშნა "ბჰაგავად-გიტაშI", ამასვე იმეორებს "შრიმად-ბჰაგავატამში" დიადი ბრძენი ნარადა, აქ კი ნახევარღმერთები ამტკიცებენ იგივეს. "პიროვნებებმა, რომლებიც ერთგული სამსახურის გზაზე არ დგანან, არ იციან ცოდნის უმაღლესი მიზანი და არც შენს წყალობას იმსახურებენ. იმპერსონალისტებს უბრალოდ ჰგონიათ, რომ განთავისუფლდნენ, მაგრამ , სინამდვილეშI, ღმრთეების პიროვნების მიმართ არავითარი გრძნობა არ გააჩნიათ. ისინი ფიქრობენ, რომ მატერიალურ სამყაროში მოსვლისას კრიშნა მატერიალურ სხეულს ღებულობს. ამიტომაც ვერ ამჩნევენ კრიშნას ტრანსცენდენტულ სხეულს. ესეც დამტკიცებულია "ბჰაგავად-გიტაში": ავაჯანანტი მამ მუდჰაჰ. მატერიალური ვნების დამორჩილებისა და განთავისუფლების საფეხურამდე ამაღლების მიუხედავად, იმპერსონალისტები ეცემიან. თუკი მხოლოდ ცოდნის გულისთვის შეისწავლიან მოვლენებს და უფლის ერთგულ სამსახურს არ მიმართავენ, სასურველი შედეგიც არ ექნებათ. მათი მონაპოვარი შფოთვაა და მეტი არაფერი. "ბჰაგავად-გიტაში" ნათლად არის ნათქვამი, რომ ბრაჰმანის შეცნობა ყველაფერი როდია. ბრაჰმანთან გაიგივება შეიძლება დაეხმაროს პიროვნებას, მატერიალური მიჯაჭვულობისა თუ განჯაჭვულობის გარეშე ხალისიანი გახდეს და გაწონასწორების საფეხურს მიაღწიოს, მაგრამ ამის შემდეგ იგი ერთგულ სამსახურს უნდა შეუდგეს. როდესაც ბრაჰმანის რეალიზაციის საფეხურამდე ამაღლების შემდეგ ადამიანი ერთგული სამსახურის გზას ადგება, იგი სულიერ სამყაროში შესვლის უფლებას იღებს, რათა იქ იცხოვროს და ღმრთეების უზენაეს პიროვნებასთან იქონიოს ურთიერთობა. ასეთია ერთგული სამსახურის შედეგი. ღმრთეების უზენაესი პიროვნების ერთგულები იმპერსონალისტთა მსგავსად არასოდეს ეცემიან. ერთგულები, კიდეც რომ დაეცნენ, უფალთან სიყვარულით მიჯაჭვულნი რჩებიან. ერთგული სამსახურის გზაზე შეიძლება ათასგვარი წინააღმდეგობა შეხვდეთ, მაგრამ ისინი თავისუფლად, უშიშრად იტანენ ამას. ღმერთისადმი მინდობის გამო ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ კრიშნა დაიცავს მათ. "ბჰაგავად-გიტაში" კრიშნა პირობას იძლევა: "ჩემი ერთგულები არასოდეს დაიღუპებიან."


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Sep 24 2011, 09:34 PM
Post #29


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
QUOTE(atman @ 20th September 2011 - 05:48 PM) *
ასე რად გეშინია სიკვდილის? დაბადებას სიკვდილიც ახლავს. კვდომა დაბადების დღიდანვე იწყება. ვთქვათ, ოცდახუთი წლის ხარ; ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ოცდახუთი წელია კვდები. კვდები ყოველ წუთს, ყოველ წამს. მაშ, ასე რატომ უნდა გაშინებდეს სიკვდილი? ბოლოს და ბოლოს იგი გარდუვალია. შეიძლება დღეს მოკვდე, ან ასი წლის შემდეგ; სიკვდილს გვერდს ვერ აუვლი. რატომ უნდა გეშინოდეს?

საინტერესოა ის რომ ბავშვობის ასაკში ჩემით, საერთოდ რომ არ მქონია მსგავსი რამ ან გაგებული ან წაკითხული, ზუსტად ასეთი რამ გავიფიქრე და მას მერე სიკვდილის არ მეშინია smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 25 2011, 06:07 AM
Post #30


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
QUOTE(earth @ 24th September 2011 - 09:34 PM) *
საინტერესოა ის რომ ბავშვობის ასაკში ჩემით, საერთოდ რომ არ მქონია მსგავსი რამ ან გაგებული ან წაკითხული, ზუსტად ასეთი რამ გავიფიქრე და მას მერე სიკვდილის არ მეშინია


პირველად მეც რომ მოვუსმინე შრილა პრაბჰუპადას, ისეთი ბუნებრივი და რეალური მეჩვენა ეს ყველაფერი, რომ თითქოს უბრალოდ ისედაც ვიცოდი და გავიხსენე smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Sep 25 2011, 08:56 AM
Post #31


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
QUOTE(atman @ 25th September 2011 - 07:07 AM) *
პირველად მეც რომ მოვუსმინე შრილა პრაბჰუპადას, ისეთი ბუნებრივი და რეალური მეჩვენა ეს ყველაფერი, რომ თითქოს უბრალოდ ისედაც ვიცოდი და გავიხსენე

მართლაც მასეა smile.gif
ძალიან საინტერესოა, ველოდები გაგრძელებას l_book.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 25 2011, 09:59 AM
Post #32


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ჩვენო ძვირფასო უფალო, მატერიალურ სამყაროში ცოცხალ არსებათა სასიკეთოდ შენ შენი თავდაპირველი წმინდა სახით, სათნოების მარადიული ფორმით მოგვევლინე. შენი მოვლინების მადლით ახლა ყველას ადვილად შესწევს ღმრთეების უზენაესი პიროვნების ბუნებისა და ფორმის შეცნობის უნარი. მათ, ვინც სოციალური წესის ოთხ დანაყოფს ეკუთვნიან (ბრაჰმაჩარები, გრჰასთჰები, ვანაპრასთჰები და სანნიასები), შენი გამოცხადება სიკეთეს მოუტანს.

"ძვირფასო უფალო, მეუღლევ ბედის ქალღმერთისა, შენს სამსახურში განმტკიცებული ერთგულები, იმპერსონალისტებისგან განსხვავებით, მაღალი საფეხურიდან არ ეცემიან. შენს მიერ დაცულ ერთგულებს მაიას უამრავი მთავარსარდლის დაძლევის უნარი შესწევთ, რომელთაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ განთავისუფლების გზაზე დამაბრკოლებელი ზღუდეების აღმართვა. ძვირფასო უფალო, ცოცხალ არსებათა სასიკეთოდ შენი ტრანსცენდენტული ფორმით ვლინდები, ისე რომ მათ პირისპირ შეძლონ რეკომენდებული ვედური რიტუალების შესრულებით, მისტიკური მედიტაციითა და ერთგული სამსახურით. ძვირფასო უფალო, შენ რომ არ ევლინებოდე ნეტარებითა და ცოდნით სავსე მარადიული ტრანსცენდენტული ფორმით, რომელსაც შენი მდგომარეობის შესახებ ყოველგვარი მცდარი მოსაზრებების ძირფესვიანად აღმოფხვრა შეუძლია, მაშინ შენს შესახებ ყველა უბრალოდ საკუთარ მოსაზრებებს წამოაყენებდა, მატერიალური ბუნების თავიანთი მოდუსების შესაბამისად."

კრიშნას მოვლინება პასუხს იძლევა უზენაესი პიროვნების ფორმის წარმოსახვითობაზე. ღმრთეების უზენაესი პიროვნება ყველას თავისი მატერიალური ბუნების მოდუსების მიხედვით ჰყავს წარმოდგენილი. "ბრაჰმა-სამჰიტაში" ნათქვამია, რომ უფალი უხუცესი პიროვნებაა. ამიტომ გარკვეულ რელიგიურ პირთა ჯგუფებს წარმოუდგენიათ, რომ ღმერთი ძალიან მოხუცი უნდა იყოს, ამიტომ უფალს მოხუც კაცად წარმოსახავენ. მაგრამ იმავე "ბრაჰმა-სამჰიტაში" ამის საპირისპირო აზრია გამოთქმული; თუმცა ყველა ცოცხალ არსებაზე უფროსია, კრიშნას ჭაბუკის მარადიული ფორმა აქვს. "შრიმად-ბჰაგავატამში" ამასთან დაკავშირებთ ნახმარია შესაფერისი სიტყვები - ვიჯნანამ აჯნანა-ბჰიდაპამარჯანამ. ვიჯნანამ უზენაესი პიროვნების ტრანსცენდენტულ ცოდნას ნიშნავს. მას სხვა მნიშვნელობაც აქვს - გამოცდილებით მიღებული ცოდნა. ტრანსცენდენტული ცოდნა მოწაფეობრივი თანმიმდევრობის დაღმავალი პროცესით უნდა მივიღოთ, ისე როგორც ბრაჰმა წარმოგვიდგენს კრიშნას შესახებ ცოდნას "ბრაჰმა-სამჰიტაში". "ბრაჰმა-სამჰიტა" არის ვიჯნანამ, როგორც იგი ტრანსცენდენტული გამოცდილებით შეიცნო ბრაჰმამ და კრიშნას ფორმა და გართობები ტრანსცენდენტულ სავანეში ამ გზით წარმოგვიდგინა. აჯნანაბჰიდა ნიშნავს იმას, რასაც ყოველგვარი სპეკულაციური მსჯელობების მოსპობა შეუძლია. უმეცრების გამო ხალხი უფლის ფორმას იგონებს; სხვადასხვა წარმოსახვის შესაბამისად მას ხან არ აქვს ფორმა, ხან - აქვს. მაგრამ "ბრაჰმა-სამჰიტაში" კრიშნა წარმოდგენილია როგორც ვიჯნანამ - უფალ ბრაჰმას მიერ მოცემული და უფალ ჩაიტანიას მიერ აღიარებული მეცნიერული, გამოცდილებით მიღებული ცოდნა. ეს ეჭვგარეშეა. შრი კრიშნას ფორმა, შრი კრიშნას ფლეიტა, შრი კრიშნას ფერი - ყველაფერი რეალობაა. აქ ნათქვამია ისიც, რომ ეს ვიჯნანამ მუდამ ამარცხებს ყოველგვარ სპეკულაციურ ცოდნას. "ამიტომ, კრიშნა, შენი ჭეშმარიტი სახით გამოჩენის გარეშე ვერ შეიცნობა ვერც აჯნანაბჰიდა (სპეკულაციური ცოდნის უმეცრება) და ვერც ვიჯნანამ. აჯნანა-ბჰიდაპამარჯანამ - შენი გამოჩენით აღმოიფხვრება სპეკულაციური უმეცრება და დამკვიდრდება უფალი ბრაჰმას მსგავს ავტორიტეტთა ჭეშმარიტად გამოცდილებით მიღებული ცოდნა. მატერიალური ბუნების სამი მოდუსის გავლენის ქვეშ მყოფნი ღმერთს საკუთარი მატერიალური ბუნების მიხედვით წარმოსახავენ. ამ გზით ღმერთი სხვადასხვა სახით არის წარმოდგენილი, მაგრამ შენი გამოცხადება ნათელჰყოფს, როგორია ღმერთის ჭეშმარიტი სახე."

იმპერსონალისტების უდიდეს შეცდომას წარმოადგენს ის აზრი, რომ როდესაც აქ ღმერთის ინკარნაცია მოდის, იგი სათნოების მოდუსში მატერიის ფორმას ღებულობს. სინამდვილეში კრიშნას, ანუ ნარაიანას ფორმა ტრანსცენდენტულია ნებისმიერი მატერიალური წარმოდგენის მიმართ. თვით უდიდესმა იმპერსონალისტმა შანკარაჩარიამ აღიარა: ნარაიანა პარო ვიაკტატ - მატერიალური სამყაროს შექმნის მიზეზი არის მატერიის ავიაკტა (უპიროვნო) გამოვლინება, ანუ გამოუვლენელი მატერიის ტოტალური რეზერვუარი და კრიშNა ტრანსცენდენტულია ამ მატერიალური კონცეფციის მიმართ. "
შრიმად-ბჰაგავატამში" ეს გამოხატულია სიტყვებით შუდდჰა-სატტვა, ანუ ტრანსცენდენტული. უფალი არ ეკუთვნის მატერიალურ სათნოების მოდუსს და ამ საფეხურზე მაღლა დგას. იგი ნეტარებისა და ცოდნის ტრანსცენდენტულ მარადიულ მდგომარეობაში იმყოფება.

"ძვირფასო უფალო, სხვადასხვა მოვლინებებით გამოცხადებისას, ვითარების შესაბამისად, სხვადასხვა სახელსა და ფორმას იღებ. შენ გქვია უფალი კრიშნა, ვინაიდან ყოვლისმიმზიდველი ხარ; ტრანსცენდენტული სილამაზის გამო შიამასუნდარას გიწოდებენ. შიამა ნიშნავს მოშავოს, თუმცა ამბობენ, რომ შენი სილამაზე ათასი კუპიდონის სილამაზეს აღემატება. კანდარპა-კოტი-კამანიია. თუმცა შენი მოვლინების ფერს მოშავო ღრუბელს ადარებენ, შენ ტრანსცენდენტულ აბსოლუტს წარმოადგენ და შენი სილამაზე კუპიდონის დახვეწილ სხეულზე ათასწილად მიმზიდველია. ზოგჯერ გირიდჰარის გიწოდებენ, ვინაიდან გოვარდჰანას მთა ასწიე. იმის გამო, რომ ნანდა მაჰარაჯას, დევაკისა და ვასუდევას შვილად მოევლინე, ზოგჯერ ნანდანანდანას, ვასუდევას, ან დევაკინანდანას გეძახიან. იმპერსონალისტებს ჰგონიათ, რომ ამდენი სახელი და ფორმა გარკვეული სახის მოქმედებებასა და თვისებას შეესაბამება, ვინაიდან ისინი მატერიალური დამკვირვებლის თვალით გიყურებენ.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Joy ZAZA
post Sep 25 2011, 12:28 PM
Post #33


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 146
Joined: 4-December 10
From: 41.65208,41.638725
Member No.: 6,322

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კითხვით ბევრი კითხულობს, ძალიან საინტერესოა, ანიმაცებსაც ვუყურე სადღაც 1 კვირის წინ.

კარგია რო ანახლებ და ინფორმაცაის ამატებ.


--------------------
Finish it! ♫ ♪ ♫ ♫ ♫ ♪ ♫........
Dead Reckoning ♫♪♪♪♫.....
Requiem For A Tower♫ ♪ ♫ ♫ ♫ ♪ ♫...
Requiem For A Tower - Escala ♫ ♪ ♫ ♫ ♫ ♪ ♫..
*http://www.youtube.com/watch?v=bhMz7x1ZaGM ♫ ♪ ♫ ♪ . . .
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 25 2011, 12:39 PM
Post #34


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Joy ZAZA
QUOTE(Joy ZAZA @ 25th September 2011 - 12:28 PM) *
კითხვით ბევრი კითხულობს, ძალიან საინტერესოა, ანიმაცებსაც ვუყურე სადღაც 1 კვირის წინ.

კარგია რო ანახლებ და ინფორმაცაის ამატებ.


გმადლობ რომ კითხულობ smile.gif თუ შეკითხვები გაგიჩნდება დასვი, ან შემიძლია აუდიომასალაც მოგაწოდო კრიშნაზე (სხვადასხვა ლექციები მის თამაშებზე, თვითონ ამ წიგნის აუდიოვერსია (რუსულად) და ა.შ)


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 25 2011, 01:12 PM
Post #35


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ჩვენო ძვირფასო უფალო, შემეცნების გზა არ ნიშნავს სპეკულაციური მსჯელობით შენი აბსოლუტური ბუნების, ფორმისა და მოქმედების შესწავლას. საჭიროა ერთგულ სამსახურში დასაქმება; მაშინ ადამიანი შენი აბსოლუტური ბუნების, ტრანსცენდენტული ფორმმის, სახელისა და თვისებების გაგებას შეძლებს. სინამდვილეშI, მას, ვისაც მცირედ მაინც ესმის შენი ლოტოსის ტერფების მსახურების გემო, შენი ტრანსცენდენტული ბუნების, ფორმისა და თვისებების გაგება შეუძლია. სხვებმა შეიძLება მილიონი წლების მანძილზე განაგრძონ მსჯელობა, მაგრამ შენი ნამდვილი მდგომარეობის ოდნავ გაგებაც კი არ შეუძლიათ." სხვაგვარად რომ ვთქვათ, არაერთგულები ვერ შეიცნობენ ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, კრიშნას, ვინაიდან მის ნამდვილ თვისებებს იოგამაიას ფარდა ფარავს. როგორც "ბჰაგავად-გიტაშია" დამტკიცებული: ნამაჰ პრაკაშაჰ სარვასია. უფალი ამბობს: "მე არ ვუმხელ თავს ნებისმიერსა და ყველას." კრიშნა რომ მოვიდა, მართლა იმყოფებოდა კურუკშეტრას ველზე და მას ყველა ხედავდა. მაგრამ ყველას როდი ესმოდა, რომ იგი ღმრთეების უზენაესი პიროვნება იყო. და მაინც, ვინც კი მისი თანდასწრებით მოკვდა, ყველამ მიაღწია მატერიალური ტყვეობისგან სრულ განთავისუფლებას და სულიერ სამყაროშI გადაინაცვლა.

"ო უფალო, იმპერსონალისტებსა და არაერთგულებს ვერ გაუგიათ, რომ შენი ფორმა და სახელი არ განსხვავდება ერთმანეთისგან." ვინაიდან უფალი აბსოლუტურია, არ არსებობს განსხვავება მის სახელსა და ნამდვილ ფორმას შორის. მატერიალურ სამყაროშI ფორმა განსხვავდება სახელისგან. მანგოს ნაყოფი განსხვავებულია სახელწოდება მანგოსგან. "მანგო, მანგო, მანგო"-ს ძახილით მანგოს ნაყოფს ვერ იგემებ. მაგრამ ერთგული რომელმაც იცის, რომ არ არსებობს განსხვავება უფლის ფორმასა და სახელს შორის, გალობს ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე / ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარეს და გრძნობს, რომ მუდამ კრიშნასთან ერთადაა.

უზენაესის აბსოლუტურ ცოდნაში არც თუ გარკვეულ პიროვნებებს უფალი კრიშნა თავის ტრანსცენდენტულ გართობებს უჩვენებს. მათ შეუძლიათ უბრალოდ იფიქრონ უფლის გართობებზე და ამის სრული მადლი მიიღონ. ვინაიდან არ არსებობს განსხვავება უფლის ტრანსცენდენტულ სახელსა და ფორმას შორის, არც მისი ტრანსცენდენტული გართობები და ფორმა განსხვავდება ერთმანეთისგან. ნაკლებად გონიერთათვის დიადმა ბრძენმა ვიასადევამ "მაჰაბჰარატა" დაწერა. "მაჰაბჰარატაში" კრიშნა თავისი სხვადასხვა საქმიანობით წარმოგვიდგება. "მაჰაბჰარატა ისტორიული ნაწარმოებია და კრიშნას ტრანსცენდენტულ საქმიანობათა უბრალო შესწავლით, მოსმენითა და ხსოვნით ნაკლებად გონიერსაც თანდათანობით წმინდა ერთგულის საფეხურამდე ამაღლება შეუძლია.

მუდამ კრიშნას ტრანსცენდენტულ ლოტოსის ტერფებზე ფიქრში ჩაფლული წმინდა ერთგულები, რომლებიც სრულ კრიშნას ცნობიერებაში განუწყვეტლივ ერთგულად ემსახურებიან უფალს, მატერიალურ სამყაროში მყოფებად არ უნდა მივიჩნიოთ. შრი რუპა გოსვამიმ განმარტა, რომ ისინი, ვინც სხეულით, ჭკუითა და საქმიანობით მუდამ კრიშნას ცნობიერებაში არიან დაკავებულნი, ამავე სხეულში განთავისუფლებულად უნდა ჩავთვალოთ. ესეც დამტკიცებულია "ბჰაგავად-გიტაში": "უფლის ერთგულ სამსახურში მყოფნი უკვე მატერიალურ დონეზე მაღლა დგანან."

სიცოცხლის უმაღლესი მიზანის მიღწევის შესაძლებლობას კრიშნა ერთგულებსაც უბოძებს და არაერთგულებსაც. ერთგულებს მისი ხილვისა და თაყვანისცემის უშუალო შესაძლებლობა ეძლევათ. მათ, ვინც ამ საფეხურზე არ დგანან, მისი საქმიანობების შესახებ გაგების საშუალება აქვთ და ამ გზით ისინიც იმავე საფეხურზე მაღლდებიან.

"ძვირფასო უფალო. უზენაესო განმგებელო, როცა დედამიწას მოევლინები, კამსას და ჯარასანდჰას მსგავსი დემონები განადგურდებიან და სამყარო სიკეთით აივსება. მიწაზე რომ გაივლი, შენი ლოტოსის ტერფები შენი ქუსლების ნიშნებს - დროშას, სამკაპსა და ელვას დატოვებს მასზე. ასე მოჰფენ მადლს დედამიწას და ჩვენც, ზეციური პლანეტებიდან ამ ნიშნების მხილველებს.

"ძვირფასო უფალო", განაგრძობდნენ ნახევარღმერთები, "შენ არშობილი ხარ; ამიტომ ნეტარების მომგვრელი გართობების გარდა შენი გამოჩენის სხვა მიზეზს ვერ ვხედავთ". თუმცა "ბჰაგავად-გიტაში" აღნიშნულია უფლის გამოცხადების მიზეზი (იგი ფაქტიურად, ერთგულებთან სასიამოვნო შეხვედრისთვის ევლინება და არა არაერთგულთა გასანადგურებლად. არაერთგულთა განადგურება უბრალოდ მატერიალური ბუნებით შეიძლება. "მატერიალური ბუნების გარეგანი ენერგიის ქმედება და უკუქმედება (შექმნა, შენარჩუნება და განადგურება) ავტომატურად ხორციელდება. მაგრამ უბრალოდ შენი წმინდა სახელისათვის თავის შეფარებით ერთგულები საკმარისი დაცვის ქვეშ იმყოფებიან, ვინაიდან შენი წმინდა სახელი და პიროვნება არ განსხვავდება ერთმანეთისგან". ერთგულთა დაცვა და არაერთგულთა განადგურება არ არის ღმრტეების უზენაესი პიროვნების საქმე. ამქვეყნად იგი უბრალოდ იმიტომ ვლინდება, რომ ეს ტრანსცენდენტულ სიამოვნებას ანიჭებს. მისი მოვლინების სხვა მიზეზი არ არსებობს.

"ჩვენო ძვირფასო უფალო, შენ იადუს დინასტიის საუკეთესო წარმომადგენლად ევლინები და ჩვენ მოწიწებით ვეთაყვანებით შენს ლოტოსის ტერფებს. ამ გამოცხადებამდე შენ მოევლინე თევზის, ცხენის, კუს, ტახის, გედის, მეფე რამაჩანდრას, პარაშურამასა და სხვა მრავალი სხვა სახით. შენ მოევლინე, რათა დაიცვა ერთგულები და ჩვენ ვევედრებით შენს ამჟამინდელ გამოჩენას, თავად ღმრთეების უზენაეს პიროვნებას სამივე სამყაროში, ასეთივე თავშესაფარი გვიბოძე და ჩვენი სიცოცხლის მშვიდობიანი აღსრულებისთვის ყოველგვარ წინააღმდეგობას მოგვარიდე.

"ძვირფასო დედა დევაკი, შენს მუცელში ყველა თავის სრულ მოვლინებასთან ერთად ღმრთეების უზენაესი პიროვნება იმყოფება. იგია ღმრთეების თავდაპირველი პიროვნება, ჩვენს საკეთილდღეოდ გამოჩენილი. ამიტომ არ უნდა გქონდეს შენი ძმის, ბჰოჯას მეფის შიშI. შენი შვილი, უფალი კრიშნა, ღმრთეების თავდაპირველი პიროვნება, ღვთისმოსავი იადუს დინასტიის დასაცავად მოევლინა. უფალი გვევლინება არა მარტო, არამედ თავის უშუალო სრულ ნაწილთან, ბალარამასთან ერთად."

დევაკის ძალზე ეშინოდა თავის ძმის, კამსასი, ვინაიდან მან ამდენი შვილი დაუხოცა, ამიტომ კრიშნას გამო ძალიან ღელავდა. "ვიშნუ პურანაში" ნათქვამია, რომ დევაკის დასამშვიდებლად და გასამხნევებლად ნახევარღმერთები თავიანთ ცოლებთან ერთად ესტუმრებოდნენ ხოლმე მას, რათა არ ჰქონოდა იმის შიში, რომ კამსა შვილს მოუკლავდა. მის მუცელში მყოფი კრიშნა უნდა მოვბბრძანებულიყო არა მარტო სამყაროს ტვირთის შესამსუბუქებლად, არამედ იადუს დინასტიის ინტერესთა დასაცავადაც და, რასაკვირველია, დევაკისა და ვასუდევას დასაფარად. ცნობილია, რომ ვასუდევას ჭკუიდან კრიშნამ დევაკის ჭკუაშI გადაინაცვლა, იქიდან კი - მის მუცელში. ამდენად, ნახევარღმერთები დევაკის, კრიშნას დედას სცემდნენ თაყვანს.

უფლის ტრანსცენდენტული ფორმის ამგვარად თაყვანისცემის შემდეგ ნახევარღმერთებმა, რომელთაც წინ უფალი ბრაჰმა და უფალი შივა მიუძღოდათ, თავის ზეციურ სამყოფელში გასწიეს.

მეორე თავის დასასრული


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 26 2011, 03:48 PM
Post #36


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მესამე
უფალი კრიშნას დაბადება


"ბჰაგავად-გიტაში" უფალი ამბობს, რომ მისი გამოცხადება, დაბადება და საქმეები ტრანსცენდენტულია, და ვისაც ეს ესმის, უმალვე იღებს სულიერ სამყაროში გადასვლის უფლებას. უფლის მოვლინება, ანუ დაბადება არ ჰგავს ჩვეულებრივი ადამიანის დაბადებას, რომელსაც წარსული საქმიანობების მიხედვით მატერიალური სხეულის მიღება უწევს. უფლის მოვლინება მეორე თავშია აღწერილი. უფალი მოდის მაშინ, როდესაც მოესურვება. როცა უფლის გამოცხადების დრო მომწიფდა, თანავარსკვლავედთა განლაგება მეტად სასიკეთო იყო. ჭარბობდა აგრეთვე ვარსკვლავ როჰინის ასტროლოგიური ზეგავლენა, ვინაიდან ეს ვარსკვლავი სიკეთის მომასწავებელია. როჰინი ბრაჰმას უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ასტროლოგიური დასკვნების თანახმად, ვარსკვლავების სხვადასხვა განლაგების შესაბამისად სასიკეთო და არასასიკეთო მომენტები არსებობს. კრიშნას დაბადებისას პლანეტარულმა სისტემებმა სასიკეთო მდგომარეობა დაიკავა.

იმ დროს ყველა მხარეს - აღმოსავლეთით, დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით - მშვიდობისა და აყვავების ატმოსფერო სუფევდა. ცაზე მოჩანდა სასიკეთო ვარსკვლავები, დედამიწის ყველა ქალაქსა და სოფელში, საძოვარზე თუ ადამიანთა ფიქრებში ბედნიერების მომასწავებელი ნიშნები შეიმჩნეოდა. მოედინებოდა სავსე მდინარეები, ტბები ლოტოსის ყვავილებს ლამაზად მოერთო. ტყეები მშვენიერი ჩიტებითა და ფარშევანგებით იყო სავსე, ჩიტები ტკბილ ხმაზე გალობდნენ, ფარშევანგები კი მეუღლეებთან ერთად ცეკვავდნენ. ქარი საამოდ ქროდა და სხვადასხვა ყვავილთა სურნელი მიმოჰქონდა. მისი სხეულთან შეხება მეტად საამური იყო. ბრაჰმანებს, რომლებიც ცეცხლს მსხვერპლს სწირავდნენ, რიტუალების შესასრულებლად საკუთარი სახლების გარემო მეტად სასიამოვნოდ ეჩვენათ. მეფეთა მიერ შექმნილი შფოთის გამო ბრაჰმანების სახლებში სამსხვერპლო საკურთხეველზე ცეცხლი თითქმის აღარ ენთო. ახლა კი მათ ცეცხლის მშვიდად დანთების შესაძლებლობა მიეცათ. იმის გამო, რომ მსხვერპლშეწირვები ეკრძალებოდათ, ბრაჰმანებს ჭკუა, გონება და მოქმედებები მეტად დათრგუნული ჰქონდათ. მაგრამ სწორედ კრიშნას მოვლინების დროს მათი ჭკუა სიხარულმა მოიცვა, ვინაიდან ციდან ღმრთეების უზენაესი პიროვნების მობრძანების მაუწყებელი ხმამაღალი ტრანსცენდენტული ხმები ესმოდათ.

ამღერდნენ განდჰარვასა და კინნარას პლანეტების მცხოვრებლები. სიდდჰალოკასა და ჩარანას პლანეტების მცხოვრებლებმა ღმრთეების უზენაესი პიროვნებისადმი ლოცვები აღავლინეს. ზეციურ პლანეტებზე აპსარების თანხლებით ანგელოზები ცოლებთან ერთად აცეკვდნენ.

ნასიამოვნები დიადი ბრძენები და ნახევარღმერთები ყვავილებს ყრიდნენ. ზღვის ნაპირზე მშვიდი ტალღების ხმა ისმოდა, ზღვის თავზე საამოდ გრუხუნებდა ღრუბლები.

ამგვარ გარემოში ყოვე;ლი ცოცხალი არსების გულში მყოფი უფალი ვიშნუ, ღმრთეების უზენაესი პიროვნების სახით, ღამის სიბნელეში მოევლინა დევაკის, რომელიც აგრეთვე ერთ-ერთი ქალღმერთთაგანი იყო. იმ დროს უფალი ვიშნუს გამოჩენა შეიძლება აღმოსავლეთის ჰორიზონტზე ამომავალ სავსე მთვარეს შევადაროთ. შესაძლოა წარმოიშვას წინააღმდეგობა იმის თაობაზე, რომ ვინაიდან უფალი კრიშნა მილეული მთვარის მერვე დღეს მოევლინა, სავსე მთვარის ამოსვლა შეუძლებელი იყო. ამის პასუხად უნდა ითქვას, რომ უფალი კრიშნა იმ დინასტიაში მობრძანდა, რომელიც მთვარის იერარქიას ეკუთვნის. ამიტომ, თუმც იმ ღამეს მთვარე სავსე არ იყო, რამეთუ უფალი იმ დინასტიაშI გამოცხადდა, სადაც თავდაპირველი პიროვნება თავად ეს მნათობია, მთვარე მეტად მხიარული ბრძანდებოდა. ასე რომ, კრიშნას მადლით, იმ ღამეს სავსე მთვარე ამოვიდა.

ასტრონომიულ ნაშრომში, რომელსაც "ქჰამანიკიია" ეწოდება, მშვენივრად არის აღწერილი თანავარსკვლავედები უფალი კრიშნას მოვლინების დროს. დადასტურებულია, რომ ამ სასიკეთო დროს დაბადებული ბავშვი უზენაესი ბრაჰმანი, ანუ აბსოლუტური ჭეშმარიტება გახლდათ.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 26 2011, 07:31 PM
Post #37


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვასუდევამ დაინახა, რომ ეს დიდებული ახალშობილი, რომელსაც ოთხ ხელში ნიჟარა, კვერთხი, დისკო და ლოტოსის ყვავილი ეჭირა, შრივატსას ნიშნით იყო მორთული. მას კაუსტუბჰას ქვის ძვირფასი ყელსაბამი ეკეთა და ყვითელი აბრეშუმი მოსავდა. იგი მოშავო ღრუბელივით თვალისმომჭრელად ანათებდა. ვაიდურიას ქვით შემკული ჩაფხუტი ეხურა, მთელ სხეულს ძვირფასი სამაჯურები, საყურეები და სხვადასხვა სამკაული უმშვენებდა, თავზე ხშირი თმა ჰქონდა. ბავშვის არაჩვეულებრივმა გარეგნობამ დიდად გააოცა ვასუდევა. ვის გაუგია ასე მორთული ახალშობილი? მაშინ მიხვდა, რომ უფალი კრიშნა მოევლინა და ამ ამბავმა განაცვიფრა იგი. ვასუდევას თავდამბლად აოცებდა ის ფაქტი, რომ თუმცა იგი მატერიალური ბუნებით განპირობებული ცოცხალი არსება იყო და გარეგნულად თითქოს კამსას ტყვეობაში იმყოფებოდა, ყოვლისგამჭოლი ღმრთეების უზენაესი პიროვნება, ვიშნუ, ანუ კრიშნა, სწორედ თავისი თავდაპირველი სახით, ბავშვად მოევლინა მის სახლში. არც ერთი მიწიერი ბავშVი არ იბადება ოთხი ხელით, ძვირფასეულობებითა და ლამაზი ტანსაცმლით მორთული, ღმრთეების უზენაესი პიროვნების ყველა ნიშნით. ვასუდევა თვალს ვერ აშორებდა თავის ბავშვს და ფიქრობდა, როგორ ეზეიმა ეს ბედნიერი წუთი. "საერთოდ, როცა ბიჭი იბადება," ფიქრობდა იგი, "ხალხი ამ ამბავს მხიარული დღესასწაულით აღნიშნავს და ჩემს სახლში, მიუხედავად იმისა, რომ დატუსაღებული ვარ, ღმრთეების უზენაესი პიროვნება დაიბადა. მაშ რამდენად მეტი სამზადისი მმართებდა ამ სასიკეთო ცერემონიის ჩასატარებლად?!"

როდესაც ვასუდევა, რომელსაც ანაკადუნდუბჰიც ჰქვია, ახალშობილს უყურებდა, ბედნიერებისგან მზად იყო, ბრაჰმანებისთვის ათასობით ძროხა გაეცა. ვედური სისტემის თანახმად, როდესაც კშატრიია მეფის სასახლეში რაიმე სასიკეთო ცერემონია ტარდება, მეფე უხვად გასცემს მოწყალებას, ბრაჰმანებსა და ბრძენებს სამკაულით მორთული ძროხები ეძლევათ. ვასუდევას სურდა კრიშნას გამოჩენის აღსანიშნავად საქველმოქმედო ცერემონია აღესრულებინა, მაგრამ კამსას ციხეში მყოფი ტუსაღისთვის ეს შეუძლებელი იყო. ნაცვლად ამისა, მან გონებაში მისცა ბრაჰმანებს ათასობით ძროხა.

როდესაც ვასუდევა დარწმუნდა, რომ ახალშობილი თავად ღმრთეების უზენაესი პიროვნება იყო, ხელდაკრეფილი მოწიწებით დაიხარა მის წინაშე და ლოცვები აღავლინა. ამ დროს ვასუდევა ტრანსცენდენტულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სრულიად განთავისუფლდა კამსას შიშისაგან. გარდა ამისა, ახალშობილი ბრწყინვალებას აფრქვევდა იმ ოთახში, რომელშიც მოევლინა.



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Sep 26 2011, 10:37 PM
Post #38


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



wub.gif JC_cupidgirl.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 27 2011, 03:52 PM
Post #39


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაშინ ვასუდევამ ლოცვები წარმოთქვა: "ჩემო ძვირფასო უფალო, მე ვხვდები შენს ვინაობას. შენ ხარ ღმრთეების უზენაესი პიროვნება, ყოველი ცოცხალი არსების ზესული და აბსოლუტური ჭეშმარიტება. შენ გამოგვეცხადე მარადიული ფორმით, რომელსაც ჩვენ უშუალოდ აღვიქვამთ. მესმის, რომ კამსასადმი ჩემი შიშის გამო მოევლინე, რათა ამ შიშIსაგან მიხსნა. შენ არ ეკუთვნი ამ მატერიალურ სამყაროს. შენ იგივე პიროვნება ხარ, მატერიალურ ბუნებაზე უბრალოდ თვალის შევლებით რომ ქმნის კოსმიურ გამოვლინებას."

ვინმეს შეიძლება დაებადოს საწინააღმდეგო აზრი, რომ ღმრთეების უზენაესი პიროვნება, რომელიც უბრალო მზერით ქმნის მთელ კოსმიურ გამოვლინებას, დევაკის, ვასუდევას ცოლის საშვილოსნოში ვერ ჩაისახებოდა. ამ მოსაზრების უკუსაგდებად ვასუდევამ თქვა: "ჩემო ძვირფასო უფალო, არც ისე საკვირველია, რომ შენ დევაკის საშვილოსნოში გაჩნდი, ვინაიდან სამყაროც ამ გზით შეიქმნა - შენ იწექი მიზეზის ოკეანეზე, როგორც მაჰა-ვიშნუ, და შენი სუნთქვით უამრავი სამყარო წარმოიშვა. შემდეგ თვითოეულ მათგანში შეხვედი როგორც გარბჰოდაკაშაიი ვიშნუ. შემდეგ კვლავ გავრცელდი როგორც კშიროდეკაშაიი ვიშნუ, და ყოველი ცოცხალი არსების გულში და თვით ატომშიც კი შეაღწიე. ამიტომაც დევაკის საშვილოსნოში შენი შესვლაც გასაგებია. შენ თითქოს შეხვედი, მაგრამ ამავე დროს ყოვლისგამჭოლი ბრძანდები. შენი შესვლა და არშესვლა მატერიალური მაგალითებით შეგვიძლია გავიგოთ. მთელი მატერიალური ენერგია, თვით თექვსმეტ ელემენტად დაყოფის შემდეგაც კი, ხელუხლებელი რჩება. მატერიალური სხეული სხვა არაფერია, თუ არა უხეში ელემენტების, სახელდობრ მიწის, წყლის, ცეცხლის, ჰაერისა და ეთერის კომბინაცია. მატერიალური სხეულის გაჩენასთან ერთად გვეჩვენება, რომ ეს ელემენტები ახლად იქმნება, მაგრამ სინამდვილეში ელემენტები სხეულის გარეთ ყოველთვის არსებობს. მსგავსად ამისა, შენ თითქოს ბავშვის სახით ვლინდები დევაკის საშვილოსნოში და მის გარეთაც არსებობ. შენ ყოველთვის შენს სავანეში სუფევ, მაგრამ ერთდროულად მაინც მილიონ პიროვნებად ვრცელდები.

"შენი მოვლინების გაგებისათვის დიდი გონიერებაა საჭირო, ვინაიდან მატერიალური ენერგიაც შენგან მომდინარეობს. შენ ხარ თავდაპირველი წყარო მატერიალური ენერგიისა, ისევე, როგორც მზეა მზის სხივების წყარო. მზის სხივები მზის სფეროს ვერ დაფარავს, ვერც შენგან გამომავალი ენერგია დაგფარავს შენ. შეიძლება მატერიალური ენერგიის სამ მოდუსში მყოფად მოგვეჩვენო, მაგრამ სინამდვილეში მატერიალური ენერგიის სამ მოდუსს შენი დაფარვა არ შეუძლია. ეს დიდად გონიერ ფილოსოფოსებსაც ესმით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუმცა გვგონია, რომ მატერიალურ ენერგიაში იმყოფები, შენ მატერიალური ენერგია ვერ გფარავს."

ვედური ლიტერატურიდან ვიცით, რომ თავისი ციალით უზენაესი ბრაჰმანი ყველაფერს ანათებს. "ბრაჰმა-სამჰიტადან" ვიგებთ, რომ ბრაჰმაჯიოტი, ანუ ბრაჰმანის ციალი, უზენაესი უფლის სხეულიდან მოდის. ბრაჰმანის ციალიდან მთელი სამყარო იქმნება. "ბჰაგავად-გიტაში" ამასთანავე ნათქვამია, რომ უფალი ბრაჰმანის ციალის საფუძველიცაა. სინამდვილეში, იგია ყველაფრის ძირითადი მიზეზი. მაგრამ ნაკლებად გონიერნი ფიქრობენ, რომ მატერიალურ სამყაროში მოსვლისას ღმრთეების უზენაესი პიროვნება მატერიალურ თვისებებს იღებს. ამგვარი დასკვნები არცთუ ისე საღია და აქამდე ნაკლებ გონიერი ადამიანები მიდიან.



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 28 2011, 03:28 PM
Post #40


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ღმრთეების უზენაესი პიროვნება უშუალოდ და არაუშუალოდ ყველგან არსებობს; იგი მატერიალური ქმნილების გარეთაც არის და შიგნითაც. მატერიალურ სამყაროში არა მხოლოდ გარბჰოდაკაშაიი ვიშნუს სახით იმყოფება. იგი ყოველ ატომშიც არსებობს. ამქვეყნად ყოფიერება მისი აქ ყოფნის შედეგი გახლავთ. მის არსებობას ვერაფერს ჩამოვაშორებთ. ვედურ დანაწესებში ნათქვამია, რომ საჭიროა ზესულის, ანუ ყველაფრის ძირითადი მიზეზის ძიება, ვინაიდან ზესულისაგან დამოუკიდებლად არაფერი არსებობს. ამიტომ მატერიალური გამოვლინებაც მისი ენერგიის სახევცლილებას წარმოადგენს. მისგან გამომდინარეობს უძრავი მატერიაცა და ცოცხალი ძალაც - სული. მხოლოდ სულელს ჰგონია, რომ მოვლინებისას უზენაესი უფალი მატერიალურ პირობებში ექცევა. ამიტომ კრიშნა მოევლინა და უკუაგდო არასრულყოფილი დასკვნები ღმრთეების უზენაესი პიროვნების გამოჩენა-გაუჩინარების შესახებ.

"ჩემო უფალო, შენს მოვლინებას, არსებობასა და გაუჩინარებას მატერიალური თვისებები არ ეხება. ვინაიდან შენი მეუფება ყველაფრის განმგებელი და უზენაესი ბრაჰმანის საყუდელია, შენში შეუცნობელი და ურთიერთგამომრიცხავი არაფერია. როგორც თქვი, მატერიალური ბუნება შენი განმგებლობით მოქმედებს, ისევე როგორც მთავრობის მოხელე მოქმედებს უზენაესი აღმსრულებლის ბრძანებით. დაქვემდებარებული მოქმედებები შენზე გავლენას ვერ ახდენს. უზენაესი ბრაჰმანი და ყოველი ფენომენი შენში არსებობს და მატერიალური ბუნების მოქმედებებს შენი მეუფება განაგებს.

"შენ შუკლამს გიწოდებენ. შუკლამ, ანუ სითეთრე, აბსოლუტური ჭეშმარიტების სიმბოლური სახეა, რადგან მატერიალური თვისებები მას არ ეხება. უფალ ბრაჰმას უწოდებენ რაკტას, ანუ წითელს, ვინაიდან შესაქმნელად ბრაჰმა ვნების თვისებებს ავლენს. სიბნელე უფალ შივას აქვს მიბარებული, ვინაიდან იგი ანადგურებს კოსმოსს. ამ კოსმიური გამოვლინების შექმნა, განადგურება და შენარჩუნება შენი ენერგიებით სრულდება, თუმცა ეს თვისებები შენზე მაინც არასოდეს ახდენს გავლენას. როგორც ვედებში მტკიცდება, ჰარირ ჰი ნირგუნაჰ საკშატ: ღმრთეების უზენაესი პიროვნება ყოველთვის თავისუფალია მატერიალური თვისებებისაგან. ნათქვამია ისიც, რომ ვნების და უგუნურების თვისებები უზენაესი უფლის პიროვნებაშI არ არსებობს.

"ჩემო უფალო, შენ ხარ უმაღლესი განმგებელი, ღმრთეების უზენაესი პიროვნება, უდიადესი. შენ აწესრიგებ ამ კოსმიურ გამოვლინებას. და თუმცა უმაღლესი განმგებელი ხარ, მოწყალება მოიღე და ჩემს სახლშI გამოჩნდი. შენი მოვლინების მიზანი არის სამყაროში დემონ მმართველთა მიმდევრების მოსმპობა, რომელთაც უფლისწულების სამოსი გადაუცვამთ, სინამდვილეში კი დემონები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ შენ ყოველ მათგანს, მათ მიმდევრებსა და მებრძოლებს გაანადგურებ.

"მე მესმის, რომ შენი მოვლინების მიზანს უსინდისო კამსას და მისი მიმდევრების განადგურება წარმოადგენს, მაგრამ იცოდა რა, რომ შენ მისი და მისი მიმდევრების მოსაკლავად უნდა მოსულიყავი, უკვე მრავალი შენი წინამორბედი, შენი უფროსი ძმები გამოასალმა სიცოცხლეს. ახლა ის უბრალოდ შენი დაბადების ცნობას ელოდება. შეიტყობს თუ არა ამ ამბავს, ათასგვარი იარაღით აღჭურვილი უმალვე შენს მოსაკლავად გამოცხადდება."


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

5 Pages V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 10:21 AM