Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ მხატვრული ფილმები _ Agora

Posted by: DISCIPLINE May 8 2011, 05:28 PM

ძველი რომის ეპოქა. ისტორიული ფილმი პირველ ქალ ფილოსოფოსზე - ჰიპათიაზეა და მის საცხოვრებელ ქალაქში - ალექსანდრიაში მიმდინარე მოვლენებზე, როცა ძველი ბერძნული მითოლოგია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მის ადგილს ქრისტიანობა იკავებდა.

ძალიან საინტერესო ფილმია ბრმადმორწმუნეობასა და საერთოდ, ცრურწმენებზე. ძალიან კარგად არის ნაჩვენები მასების, ბრბოს ზოგადი სახე რწმენასთან კავშირში. ვინაიდან ფილმის დიდი ნაწილი ფილოსოფოსებს ეხება, თავისთავად ისინიც წარმოჩენილნი არიან.

ერთხელ ვნახე ეს ფილმი და ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, ზუსტად და ლამაზად იყო ყველაფერი დახატული, გირჩევთ თქვენც ნახოთ : ))

ცნობისთვის, აგორა ძველ საბერძნეთში ეწოდებოდა მოედანს, სადაც მოქალაქეები იკრიბებოდნენ ბჭობისათვის და სხვადასხვა საკითხების განსახილველად.

ეს allmovies.ge - ზე ამ ფილმის ლინკი
http://allmovies.ge/ge/#movie/ABAGDF

ეს თვითონ ჰიპათიაზე ვიკიპედიის ცნობები
http://en.wikipedia.org/wiki/Hypatia_of_Alexandria


Rachel Weisz

Posted by: tikoroma Nov 3 2015, 01:24 AM

მე ძალიან მომწონს, მსახიობიც ასევე

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)