Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები _ ენერგო ვამპირიზმი

Posted by: vampire Mar 23 2013, 09:04 PM

var energo vampiri. vikvebebi ezoterikebis energiit sad.gif

Posted by: earth Mar 23 2013, 09:23 PM

ხო აი წიგნიც ენერგოვამპირებზე ვისაც გაინტერესებთ:
http://royallib.ru/book/astrogor_aleksandr/energeticheskiy_vampirizm.html

Posted by: earth Mar 24 2013, 12:02 AM

biggrin.gif
ახლა გითხრათ იმ წიგნზე, ზემოთ ლინკი რომ დევს...
წავიკითხე იანვარში, დამგრუზა, უარყოფითი ენერგიით გამავსო და მთელი ენერგია წამართვა, ძაან ვამპირი წიგნი აღმოჩნდა ჩემთვის biggrin.gif
ჯერ ისა და ირგვლივ ყველა ვამპირი იყო, მეც ვამპირი ვიყავი biggrin.gif

მაგრამ სინამდვილე სხვაგანაა, ამიტომაც წაიკითხეთ წიგნი ან არ წაიკითხოთ, სულერთია.
ცხოვრებაში როგორი თვალითაც ვიყურებით ისეთია სამყარო. თვალი — სანთელი სხეულისა22 სხეულის სანთელი თვალია. ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება. 23 ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რამდენად დიდი იქნება? მათე

ასეა ვამპირიზმის საქმეც... თუ ფიქრობ რომ ის ვამპირია, უი ენერგიას მართმევს, ჩნდება ერთგვარი სიძულვილი და ეს სიძულვილი ენერგიას გართმევს და გშლის.
ამიტომაც არ უნდა თქვა, რომ ვამპირია, პირიქით მას დახმარება უნდა და თუ შეგიძლია დაეხმარე და მიეცი იმდენი რამდენის მიცემაც შეგიძლიათ, მერე უბრალოდ შენი ცხოვრება განაგრძე.

Posted by: ano Mar 24 2013, 06:46 PM

''რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია"

,,უხვად გასცემდი, ზღვასაცა შესდის და გაედინების”

ენერგოვამპირიზმი კი უბრალოდ პოპულარული ტერმინი გახდა ამ ბოლო დროს, ძირითადად გამოიყებება იმისათვის, რომ სხვებს დავაბრალოთ რაღაცეები wink.gif



Posted by: gio.geoo Mar 24 2013, 07:56 PM

ano
ენერგო ვაპირიზმით რა შეგიძლია დააბრალო სხვას?

Posted by: old_man Mar 24 2013, 08:01 PM

gio.geoo
რა და ენერგია რომ გამოგეცლება, შეიძლება შენი ბრალია რომ არასწორად დახარჯე. მაგრამ სხვას აბრალებ ენერგო ვამპირი შემხვდა დღეს და იმან წაიღოო ))

Posted by: gio.geoo Mar 24 2013, 08:06 PM

old_man
და ენერგიის გაცვლა გამოცვლა ადამიანებს შორის ურთიერთობისას ყოველთვის ხდებაა. ენერგიის გამოცლა არ ხდება სხვა ამბავია აქ... თან ისე ხდება, რომ თანახმა ხარ smile.gif

Posted by: old_man Mar 24 2013, 08:09 PM

QUOTE
''რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია"

,,უხვად გასცემდი, ზღვასაცა შესდის და გაედინების”

მე მგონი ეს სიტყვები ენერგიის გაცემასთან არ გამოდგება. ზომიერად უნდა ვხარჯოთ )))

ისე მე შევამჩნიე რომ ბევრ ენერგიას ვხარჯავ როცა ვინმეს ვეკამათები და რატომღაც ვცდილობ ჩემს პოზიციაზე გადმოვიყვანო
ამიტომ ახლა იშვიათად ვკამათობ. თავს ვუქნევ მაგრამ სხვანაირად ვფიქრობ biggrin.gif

Posted by: ano Mar 25 2013, 09:10 PM

QUOTE(gio.geoo @ Mar 24 2013, 07:56 PM) *
ano
ენერგო ვაპირიზმით რა შეგიძლია დააბრალო სხვას?

old_man მა რაც გითხრა ის ვიგულისხმე

QUOTE(old_man @ Mar 24 2013, 08:09 PM) *
მე მგონი ეს სიტყვები ენერგიის გაცემასთან არ გამოდგება. ზომიერად უნდა ვხარჯოთ )))

ისე მე შევამჩნიე რომ ბევრ ენერგიას ვხარჯავ როცა ვინმეს ვეკამათები და რატომღაც ვცდილობ ჩემს პოზიციაზე გადმოვიყვანო
ამიტომ ახლა იშვიათად ვკამათობ. თავს ვუქნევ მაგრამ სხვანაირად ვფიქრობ biggrin.gif

კამათი ყველასთვის დამღლელია და საერთოდ კამათში გამარჯვებული არა მგონია როდესმე ვინმე იყოს ისევე როგორც ომში,
ჩემი პირადი მაგალითიდან მივხვდი ერთ პიროვნებას რაღაცას ვეკამათებოდისავით ბოლოს ორივე ძალიან ცუდად გავხდით და ვაღიარეთ რომ ამ საკითხზე არ უნდა გვესაუბრა ბოლოს ორივე ჩვენჩვენ აზრზე დავრჩით tongue.gif

ეხლა ენერგიებს რაც შეეხება ზომიერად უნდა ვხარჯოთ სწორედ წონასწორობის და ზომიერების პრობლემა გვაქვს ადამიანებს მაქედან მომდინარეობს უამრავი პრობლემა, ოქროს შუალედის დაცვას ვერ ვახერხებთ, ერთი უფროსი მყავდა და ხშირად ამბობდა ოქროს შუალედს მინდა რო მივაღწიო და ვერ ვახერხებო, მისთვის ეს მთავარი პრობლემა იყო თან ძალიან კარგი და წარმატებული ბიზნესმენი იყო იმ დროს, მაგრამ თვითონ ყველაფერი სულ ეჩვენებოდა გაბუქებულად და მუქ ფერებში, მაქსიმალიზმი ხელს უშლიდა რაღაც-რაღაცეებში...


მე დავდებ ჩემს გამოცდილ მარტივ რჩევისმსგავსს რაღაცას
1. დღეში დალიეთ 2 ლ. წყალი. (წყალი აიღეთ დღისით ონკანიდან შეინახეთ ჭურჭლებში და ერთი დღის მერე დალიეთ (ადრე თევზები მყავდა და პირდაპირ ონკანის წყალს ვუსხამდი აკვარიუმში საწყლებს ბუშტუკები ეწებებოდათ ტანზე და ვერ ცურავდნენ მოკლედ ნელნელა ასე წვალებით ყველა დამეღუპა, მერე მივხვდი რომ დაყენებული წყალი უნდა ჩამესხა მათთვის) ასევეა ალბათ ჩვენი ორგანიზმიც ალბათ არ მოსწონს ახალდაქლორილი წყალი...)
2. საოცარი აღმოჩენა laugh.gif დილას ადრე უდა ადგეთ

რაღაც პოსტი მაქვს ადრე ნანახი რომელიღაც საიტზე და აქ დავდებ:
რატომ ვიღლებით ?
ხშირად ალბათ, ჩვენ თვითონვე ვამჩნევთ, რომ მთელი დღე სახლში უსაქმოდ ყოფნითა და არაფრის კეთებით, მაინც საოცრად ვიღლებით. მოულოდნელად გვაწვბა დაღლილობა. ამ დროს გვინდა დივანზე წამოწოლა, ტელევიზორის ყურება და სხვა არაფერი.

ფიზიკის მარტივ კანონებზე დაყრდნობით, ენერგია არ მოდის არსაიდან და არ მიდის არსად. სხვა სიტყვებით, მხოლოდ მოძრაობა გვაძლევს ძალას და გვავსებს ენერგიით. ისე ჩანს, თითქოს, თქვენ მთელი დღის განმავლობაში გადატვირთული გრაფიკი გქონდათ და დაუღალავად აკეთებდი საქმეს, ხოლო ყველაზე მძიმე ფიზიკური დატვირთვა თქვენთვის ჩაის ან ყავის მოდუღებაა. თუმცა, რეალურად მხოლოდ უმოქმედობა გაგრძნობინებთ მძიმე დაღლილობას.

როცა თქვენ საბოლოოდ მოდიხართ სახლში, პირველ ქმედებას რასაც აკეთბთ, სხდებით კომპიუტერის ეკრანთან ან კომპიუტერის მაუსს ცვლით ტელევიზორის პულტით
ვფიქრობ, საჭიროა დაფიქრება თქვენს ამდაგვარ დაღლილობის მიზეზზე.

თუ თქვენი დაღლილობა გამოწვეულია ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვისგან მაშინ ყველაფერი ნათელია - ორგანიზმი დაუძლურებული, ღონეგამოცლილი და გამოფიტულია. მას სჭირდება სიმშვიდე, მყუდროება, ძილი და დასვენება. მაგრამ თუ თქვენ მთელი დღის განმავლობაში ისხედით კომფორთულ სავარძელში და კომპიუტერის ეკრანს თვალს არ აცილებდით, საბოლოოდ თავს ისე გრძნობთ, თითქოს 24 საათის განმავლობაში უმძიმეს ტვირთს ატარებდით. აქედან გამომდინარე, დაღლილობა ექცევა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, რასაც აუცილებლად უნდა ებრძოლოთ.

ადამიანის ენერგიის წყაროები შესაძლოა იყოს სხვადასხვაგვარი. მაგალითად, როცა თქვენ დილით მიდიხართ მეტროში ითვლით წამებს მატარებლის კარის დახურვამდე, სწორედ ამ დროს თქვენზე ზეწოლას ახდენს ანაერობული ენერგია. ამ ენერგიის განვითარება დამოკიდებულია გლუკოზაზე. გლიკოზიდებზე და ცხიმოვან მჟავებზე.

ადამიანის სხეულის ძირითადი საწვავი - ადენოზინის ტრიფოსფატიაა, რომელიც ნახშირწყლებზე მოქმედებს, (განსაკუთრებით, გლუკოზა). ალბათ ეს თქვენთვის რთული გასაგებია, მაგრამ სხეულის ენერგიის დეფიციტი გადადისანაერობული ენერგეტიკის გამოყენებაში. ისე რომ გლუკოზა გამოყოფს მხოლოდ 4 კალორიას 1 გრამზე, ხოლო ცხიმი - 9 კალორიას, ანუ ორგანიზმი ანაერობული ენერგიის დახმარებით წვავს მეტ ცხიმს და დამატებით იღებს მეტ ძალას.

ენერგიის არარსებობა და ნაკლებობა ძირითადად გამოწვეულია არასათანადო ფიზიკური აქტივობით. არაჯანსაღი კვებითა და ასევე არაჯანსაღი ცხოვრების წესით. დადებითი შედეგის მიღება დაღლილობასთან ბრძოლაში, შესაძლებელია იქნას გამოწვეული ცხოვრებაში სულ მცირე ცვლილებებითაც კი.
მაგალითად, სითხის მიღების ნაკლებობას მივყავართ ორგანიზმის გაუწყლოებასთან, რის შედეგადაც ზარალდება ენერგეტიკის ორიენტაცია. სითხის საშუალო, ყოველდღიური მიღება შეადგენს 2 ლიტრ სითხეს. ამიტომ შეეცადეთ შემოიფარგლებოდეთ ამ ნორმით.

არ უნდა თქვათ უარი ჭამაზე და საკვებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან შეზღუდვებზე. რადგან საკვები ასაზრდოებს თქვენს ორგანიზმს ენერგიით. ხოლო კვებაზე უარი იწვევს აპათიის დეპრესიას.
კვების ნორმალური რაციონი უნდა შედგებოდეს დღეში 5- ჯერადი ულუფისგან ( თითოეული დაახლოებით 200-400 კალორიით). ნუ დაგავიწყდებათ, რომ ორგანიზმი მთლიანად აღდგენილია მინიმუმ 8 საათი ღამის ძილის შემდეგ.
შეეცადეთ არ დაივიწყოთ სხეულის ფიზიკური დატვირთვა. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა იაროთ სპორტულ დარბაზსა და საცურაო აუზზე, მაშინ ეცადეთ გამოყოთ 15-20 წუთი დილის ვარჯიშებისათვის.

გახსოვდეთ, რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია, იყოთ პოზიტიურ და მხიარულ განწყობაზე. შეეცადეთ გაიხსენოთ ბავშვობის მხიარული წლები და დაურეკეთ მეგობარს. სცადეთ უბრალოდ შეუქმნათ ერთმანეთს მხიარული განწყობა. უპირველესყოვლისა, უნდა ვეცადოთ რაღაც სპონტანურის კეთება: შევცვალოთ ნივთები და ჩვევები, რომლებსაც თქვენ იცვლით გემოვნების მიხედვით.

გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება ინიციატირებს დაქანცვასა და დაღლილობას, რაც ჩვენ თავს საკმაოდ არასასიამოვნოდ გვაგრძნობინებს. იგივე ეხება ბევრ დესერტსა და ტკბილეულობას - ნაცვლად შოკოლადის ჭამისა შეეცადეთ მიირთვად იოგურტი ან ვაშლი.


Posted by: ##### Mar 25 2013, 10:01 PM

ano
ki getanxmebi am yvelafershi.
Wyali agvidzebs organizms. Gamis uwyveti, mshvidi dzilic aucilebelia.
Me 2 l wyals vsvam daaxloebit, magram game mere fxizlad mdzinavs. Faci-fuci da egreve vigvidzeb game 3 jer mainc. Samagierod wyali ro ar davlio bevri (maqsimum 1 chiqa) game mdzinavs chvili bavshvivit.
2ve shemtxvevashi me mainc vrchebi cagebuli. Yvelafris miuxedavad motentili davrchi

Posted by: ano Mar 28 2013, 03:33 PM

QUOTE(##### @ Mar 25 2013, 10:01 PM) *
ano
ki getanxmebi am yvelafershi.
Wyali agvidzebs organizms. Gamis uwyveti, mshvidi dzilic aucilebelia.
Me 2 l wyals vsvam daaxloebit, magram game mere fxizlad mdzinavs. Faci-fuci da egreve vigvidzeb game 3 jer mainc. Samagierod wyali ro ar davlio bevri (maqsimum 1 chiqa) game mdzinavs chvili bavshvivit.
2ve shemtxvevashi me mainc vrchebi cagebuli. Yvelafris miuxedavad motentili davrchi

მე ვფიქრობ, რომ საკუთარ თავს არასწორ დიაგნოზს უსვამ, წყლის ბრალი არ მგონია ესეთი ფხიზელი ძილი
ან დღის რეჟიმი გაქვს ცოტა არეული ან ბევრ ყავას სვამ ან გვიან სვამ ბევრ წყალს, მოკლედ ბევრი სავარაუდო მიზეზია,
რაც შეეხება წყალს ის თავის ფუნქციას ასრულებს ოღონდ ღამით მაგიტომ გირჩევ დილას ადრე ადგე და თავისთავად ადრე დაგეძინება ძილი არ გაიტეხო საღამოს თვლემას რო დაიწყებ დაიძინე, ერთდროულად ბევრ რაღაცეებზე არ იფიქრო, როცა რამის გაკეთება გინდა თანმიმდევრულობა დაიცავი, ორი საქმე ერთდროულად არ გამოგივა, არც ორ საკითხზე ერთდროულად ფიქრი, (წარმოიდგინე რაღაც ნივთები რაც გჭირდება სხვადასხვა საქმის გასაკეთებლად და ყველა ნივთს თან რო დაატარებდე შესაძლოა ეს ნივთები გადაგეყაროს და დაგემტვრეს, ასეთივე სიტუაცია იქნება ყველა პრობლემაზე ადამიანი ერთდროულად თუ ფიქრობს ძალიან დაიღლება....)
"ორი კურდღლის მასდევარი ვერცერთს დაიჭერსო"

წყალი ძალიან სასარგებლოა და საჭირო ჯანმრთელობისათვის

http://pix.ge/

Posted by: Anna Dark Apr 28 2013, 01:08 PM

QUOTE(earth @ Mar 23 2013, 09:23 PM) *
ხო აი წიგნიც ენერგოვამპირებზე ვისაც გაინტერესებთ:
http://royallib.ru/book/astrogor_aleksandr/energeticheskiy_vampirizm.html

არაფრად ვარგა ეს წიგნი. დაწერილია ერთი გაუნათლებელი კაცის მიერ, რომელიც ფანტაზიას და რეალობას შორის ზღვარს ვერ ხედავს. ასეთი აბსურდები დიდი ხანია, არ წამიკითხავს

Posted by: Rampage May 12 2013, 01:23 AM

QUOTE(vampire @ Mar 23 2013, 10:04 PM) *
var energo vampiri. vikvebebi ezoterikebis energiit sad.gif

სგ სგ ძმა, ეგრე გააგრძელე russian_ru.gif

Posted by: stalkeri May 12 2013, 03:50 AM

Es sg sg ra aris? mec gamarkviet ra. kvelgan es sg sg mxvdeba da "30 chari" "30 jeliboni". ra ubedurebaa. erti 5 clis cin iko kidev aseti mimartva "chemo baby" - vitom moferebis ertgvari forma. sinamdvileshi legalizebuli pedofilia. lol.gif

Posted by: Lashapoli May 12 2013, 04:12 AM

QUOTE(stalkeri @ May 12 2013, 04:50 AM) *
Es sg sg ra aris? mec gamarkviet ra. kvelgan es sg sg mxvdeba da "30 chari" "30 jeliboni". ra ubedurebaa. erti 5 clis cin iko kidev aseti mimartva "chemo baby" - vitom moferebis ertgvari forma. sinamdvileshi legalizebuli pedofilia.

lol.gif

Posted by: stalkeri May 12 2013, 05:15 AM

Lashapoli
sg sg

Posted by: Rampage May 12 2013, 03:23 PM

QUOTE(stalkeri @ May 12 2013, 04:50 AM) *
Es sg sg ra aris? mec gamarkviet ra. kvelgan es sg sg mxvdeba da "30 chari" "30 jeliboni". ra ubedurebaa. erti 5 clis cin iko kidev aseti mimartva "chemo baby" - vitom moferebis ertgvari forma. sinamdvileshi legalizebuli pedofilia. lol.gif

სგ არის "საგოლ" შემოკლებით, "საგოლ" არის აზერბაიჯანული სიტყვა რომელიც ითარგმენა როგორც "მადლობა" მაგრამ ქართულ სლენგში სულ სხვა დანიშნულებით ვიყენებთ, როგორც "ყოჩაღ"...
30 ჩარი და ჟელიბონი კიდე ფორუმ.ჯი-ს ტერმინოლოგიიდანაა, მანდ პოსტს რომ წერ, მინიმუმ 30 სიმბოლო (ასო, რიცხვი, სასვენი ნიშანი) უნდა გამოიყენო პოსტში თორემ არ დაიწერება, ამიტომაც მოკლე პოსტებს რომ წერენ სადაც 30 სიმბოლო არ არის, ბოლოში უწერენ ხოლმე "30 რამე" რომ პოსტში სიმბოლოების რაოდენობა საკმარისი იყოს რათა სკრიპტმა დაპოსტვის უფლება მისცეს hilarioustu8.gif

Posted by: stalkeri May 12 2013, 04:02 PM

Rampage
Madloba vrceli ganmartebisatvis. smile.gif

Posted by: earth Apr 26 2015, 09:09 AM

ძალიან კარგი სტატაა:
http://dare.ge/%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98/

როგორ დავიცვათ თავი.

Posted by: ანნა Apr 26 2015, 03:19 PM

ენერგოვამპირიზმი კი არა,
საკუთარ საწყისთან კავშირი რომ სუსტი აქვს ადამიანს და ენერგიას ვერ იღებს. იქიდან საიდან სულ სიყვარული და ძალა მოდის.. თან მაგ მდგაომრეობას მოსდევს ის ფიქრიც რომ "სხვას შეუძლია რამე მოგცეს". როცა დარწმუნდები რომ სხვა ვერაფერს მოგცემს და რაც არ უნდა იყოს ეგ მხოლოდ დროებითია, მერე შენს საწყისთან კავშირზე ზრუნავას დაიწყებ და გააძლიერებ და განთავისუფლდები ე.წ ენერგოვამპირიზმისგან smile.gif

რაღაც ეს სახელი "ენერგოვამპირიზმი" არ მომწონს, ეს არის დროებითი მდგომარეობა და არა ადამიანის ხასიათი ან იდენტობა. თუ ვინმეს ამჩნევთ რომ სხვების ენერგიით იკვებება, ე.ი თავის წყაროსთან, ნუ თავისი პირადი ღმა მესთან, ღმერთთან კავშირი სუსტი აქვს და მაგაში უნდა დაეხმარო აღიდგინოს თუ ახლობელია, მე ჩემი გამოცდილებიდან ეს ვისწავლე და მიხარია რომ რელურადაც შევძელი განხორციელება.. დავეხმარე სხვას მაგაში და ნუ თუ ახლობელია ეს უნდა ასწავლო და თავისიტ გაქურება მოთხოვნილება, თუმცა ვიმეორებ, ეს რწმენასთან ერთადაა "სხვას შეუძლია მომცეს რამე", ამ რწმენის ქონის დროსაა ვამპირიზმიც

Posted by: aaCCaaCCaa Apr 30 2015, 06:25 PM

გამარჯობათ , რაგაც რჩევა მაინტერესებს თქვენგან ვინც ეძოთერიკაში კარგად ან ნორმალურად მაინც ერკვევით smile.gif)
ესეიგი მოხდა ისე რომ სერიოზულად დამაზიანა ენერგო ვამპირმა , ანუ ჩემს ემოციებზე ზეგავლენის მოხდენა + პანიკური შეტევების მონიჭების უნარი ქონდა რაგაც პერიოდი
მოხდა ისე ჩამოვშორდი უკეთ გავხდი და ვარ კიდევაც მაგრამ ქვეცნობიერში დარჩა მაინც რაგაც მცირე ნაწილი, როგორ განვიწმინდო ბოლომდე თუ იცით ვინმემ ? მადლობა წინასწარ,
ხო და ამის ფონძე ნერვიული აშლილობა თავის ტკივილები შემომრჩა.

Posted by: ანნა Apr 30 2015, 07:20 PM

ასე აიღო გაცნობიერებულად დაგმართა ეგ ყველაფერი თუ ურთიერთობამ მოიტანა? რამდენი ხანი გქონდათ კონტაქტი?

Posted by: mata Apr 30 2015, 07:54 PM

ტდ... მოდი.. დაარიგე ჭკუა ...

Posted by: aaCCaaCCaa Apr 30 2015, 09:47 PM

ურთიერთობამ 2 თვემდე რაც უფრო დრო გადიოდა მით უარესდებოდა ჩემი მდგომარეობა ეხლა რაც აღარ მაქვს ურთიერთობა მით უკეთესდება smile.gif

Posted by: aaCCaaCCaa Apr 30 2015, 09:52 PM

რასაც მე მივხვდი ან ფიზიკური კონატკი უნდა გქონდეს ან მის ტერიტორიაზე უნდა იყო რო რამე დაგიზიანოს მამენტ ჩერეზ სიზმრებიდანაც შეუძლია რაგაცეების ჩალიჩი მარა მაგას სუსტი ეფეკტი აქვს.

Posted by: aaCCaaCCaa Apr 30 2015, 09:55 PM

ადრეც მყავდა რამოდენიმეჯერ ნანახი მარა მაშინ ვერაფერი დამიშავა მაშინ ვაჯიშობდი და ჯიგრულად ვიყავი smile.gif)
მოკლედ რაგაც პრობლემა მქონდა მაგრად ვინერვიულე და მაშინ დაიწყო ყველაფერი .... მოკლედ არ უნდა ინერვიულოს კაცმა რა

Posted by: ano May 1 2015, 02:58 PM

QUOTE(aaCCaaCCaa @ Apr 30 2015, 09:55 PM) *
ადრეც მყავდა რამოდენიმეჯერ ნანახი მარა მაშინ ვერაფერი დამიშავა მაშინ ვაჯიშობდი და ჯიგრულად ვიყავი smile.gif)
მოკლედ რაგაც პრობლემა მქონდა მაგრად ვინერვიულე და მაშინ დაიწყო ყველაფერი .... მოკლედ არ უნდა ინერვიულოს კაცმა რა


ის ცდილობს რომ გამოგფიტოს? თუ თვითონაც არ უნდა და ასე არის?

Posted by: earth May 2 2015, 08:31 AM

aaCCaaCCaa

QUOTE
.. მოკლედ არ უნდა ინერვიულოს კაცმა რა

მასეა smile.gif მაშინ ხდები სუსტი და მაშინ მოქმედებს უარყოფითი ენერგიაც უფრო მძლავრად.

Posted by: aaCCaaCCaa May 4 2015, 10:37 PM

ხო თუ არყევი ნერვიულობას ძალიან გაზიანებს , ურთიერთობა აღარ მაქვს ურთიერთობა, როცა მქონდა ცდილობდა რაგაცეებს, ჩემი დამორჩილება უნდოდა, ჩემი წარსულიდან რაგაც ისეთები იცოდა რაც არავინ იცის , რაც მარტო მე ვიცი და სულ ცდილობდა დავემორჩილე სულიერად . + ისეთი რაგაცეების გაკეთება შეეძლო რასაც ნორმალური ადამიანები ვერ ვაკეთებთ და ამას მანახებდა , ნამიოკებით და აშ. (ფოკუზ და ილუზიას არ ვგულისხმობ biggrin.gif )
მოკლედ სულიერი ხედვა ქონდა რა და შესაძლებლობები.
და ბოლოს რო გავაცნობიერე რო ის არ იყო რადაც ასაღებდა თავს თითქოს ჩემში რაგაც კოდი იYO ჩადებული მუცელში ისეთი კანკალი დაიყო ეგეთი არასდროს მქონია,
თან ეს ისე მოხდა რო პულსიც არ მქონდა აჩქარებული ანუ არც იზმენებში ვიყავი და აშ მერე გამიარა და იმის მერე უკეთესდება ჩემი მდგომარეობა smile.gif))




Posted by: ichi Jul 16 2015, 08:29 PM

მე ვფიქრობ რომ არსებობენ ისევე როგორც ადამიანები, რომლებიც პირიქით, ენერგიით გავსებენ.
მთავარი ალბათ ისაა რომ ვერავინ ვერ "გამოგწოვს" ენერგიას თუ თავის სიმაღლეზე იქნები. უბრალოდ ორი ყურის პრინციპი უნდა ამუშავდეს ან უნდა მიხვდე რომ ესეთი ადამიანი კიარ უნდა გძUლდეს არამედ უნდა დაეხმარო აქეთ.

Posted by: natuka Jul 18 2015, 09:21 AM

ყვლანი ვართ ენერგო ვამპირები...

Posted by: natuka Jul 18 2015, 09:21 AM

ყვლანი ვართ ენერგო ვამპირები...

Posted by: ichi Jul 18 2015, 09:28 AM

QUOTE(natashka55 @ 18th July 2015 - 09:21 AM) *
ყვლანი ვართ ენერგო ვამპირები...

ადამიანთან ურთიერთობა რომ გიხარია და გენატრება, როგორ შეიძლება ენერგო ვამპირი მოგენატროს? ზოგი პირიქით ენერგიის გამცემია არათუ ენერგო ვამპირი ჩემი აზრით.

Posted by: natuka Jul 18 2015, 10:06 AM

რომ მოდიან და გეწუწუნებიან, გეკამატებიან, წარსულზე გესაუბრებიან და რავიცი კიდევ რამდეი რამ დროს და ენერგიას გართმევენ ენერგო ვამპირიზმია smile.gif მეტნაკლები არის ალბათ, ზოგს ენერგიას რომ წაარტმევ გონია, რომ ენერგით აავსე...

Posted by: ichi Jul 18 2015, 01:34 PM

QUOTE(natashka55 @ 18th July 2015 - 10:06 AM) *
რომ მოდიან და გეწუწუნებიან, გეკამატებიან, წარსულზე გესაუბრებიან და რავიცი კიდევ რამდეი რამ დროს და ენერგიას გართმევენ ენერგო ვამპირიზმია

გეთანხმები, მაგრამ ჩემი აზრით შენ აძლევ ამის უფლებას, ჩემთან არავინ კამათობს, მეწუწუნება და წარსულზე რო იწყებს მოყოლას უბრალოდ ვანახებ რომ არ მაინტერესებს(თუ არ მაინტერესებს). ჩემი მიდგომაა გაეცი პოზიტივი ან არაფერი. მე ვფიქრობ არსებობენ აბსოლუტურად საწინააღმდეგო ადამიანები შენ რაც დაწერე, ანუ გამცემები, ერთ-ერთ ასეთ ადამიანს ახლოს ვიცნობდი და ყველას უხაროდა იმის ახლოს ყოფნა, ამიტომ რომ ყველა სიტყვაში თუ მიმიკაში ჩანს მისი გულწრფელობა. ამიტომ ვფიქრობ ჩვენი პრეროგატივაა ვის მოვუშვებთ ისე რომ ამოგვწოვოს ენერგია ან პირიქით. კიდევ იცი რა არ მესმის, რომ წერ მოდიან და მეწუწუნებიანო, ჩემთან რატომ არ მოდიან? იქნებ შენ უშვებ ასე ახლოს? ან რატომ უნდა ვეწუწუნო ადამიანს?

Posted by: tikoroma Jul 18 2015, 01:43 PM

ჰოდა გამცემის მიმართ ჩვენ ვართ ენერგოვამპირები, იმიტომ გვიხარია მის გვერდით ყოფნა.
ენერგიის გაცვლა ყოველ წუთს ხდება ურთიერთიერთობისას.
კონკრეტულად მიზანმიმართული ბოროტი ვამპირი, რომელიც ძალით ცდილობს დაგთრგუნოს და დაგასუსტოს, იშვიათია. თუმცა ჩვენს საზოგადოებაში წუწუნს და შეზღდუდვას მიჩვეული უამრავი გაუცნობიერებელი ენერგოვამპირი გვხვდება smile.gif

Posted by: natuka Jul 18 2015, 02:09 PM

ichi
არ მითქვამს მე ვინმე მაწუხებს წუწუნითთქო smile.gif უბრალოდ ესეც ენერგო ვაპირიზმია. ზედმეტი "სიყვარულის" გამოხატვაცკი ენერგო ვამპირიზმია ჩემის არით დააკვირდით და იგრძნობთ. აი რომ დაიწყებენ ვგიჯდები შენზე მიყვარხარ ჩემი სიხარული,სიყვარული და რავიცი კიდევ ...

ისე კარგია თუ არვიც აძლევ უფლებას შენთან იწუწუნონ და ეს ადვილად გამოგივა შენზე ნაკლები ენერგიის მქონე ადამიანთან, თანასწორთან ცოტა მოგერიდება რომ შეაჩერო და შენზე ძიერთან გექნება სურვილი წუწუნის და თუ დაიწყე ისიც არ მოგცემს უფებას ...


Posted by: ichi Jul 18 2015, 02:48 PM

QUOTE(tikoroma @ 18th July 2015 - 01:43 PM) *
ჰოდა გამცემის მიმართ ჩვენ ვართ ენერგოვამპირები, იმიტომ გვიხარია მის გვერდით ყოფნა.

;დ მოჯადოებულ წრეს რატო კრავ? ორ ადამიანს ერთმანეთთან ყოფნა რო უსწორდება ეგ რა არის? და ერთმანეთი რო ენატრება ? მაინცდამაინც ენერგოვამპირი უნდა რომელიმე?

QUOTE(natashka55 @ 18th July 2015 - 02:09 PM) *
ედმეტი "სიყვარულის"

ზედმეტი ყველაფერი მავნეა, ფულიც სინანულიც და სიყვარულს რაც შეხება, ეგ ვფიქრობ არ არის სიყვარული, კიდევ დღე და ღამ მიყვარხარის ძახილს ხო არ ჯობია საქმით აკეთOს ეს ყველაფერი?
QUOTE(natashka55 @ 18th July 2015 - 02:09 PM) *
ისე კარგია თუ არვიც აძლევ უფლებას შენთან იწუწუნონ და ეს ადვილად გამოგივა შენზე ნაკლები ენერგიის მქონე ადამიანთან, თანასწორთან ცოტა მოგერიდება რომ შეაჩერო და შენზე ძიერთან გექნება სურვილი წუწუნის და თუ დაიწყე ისიც არ მოგცემს უფებას ...

საერთOდ წუწუნი რა ფენომენია? რატომ ამძIმებ სხვას? აი სუფთა ფსიქიკურად, ხომ არიან ადამიანები ძალიან რომ უყვართ წუწუნი, ხოდა რა სიამოვნებას იღებს? ან რა შვებას იღებს? ერთი რამ ცხადია, მეორე მხარეს ამძიმებს ანუ ზიანს აყენებს, ეს უკვე ნიშნავს იმას რომ სუფთა ეგოცენტრული მოვლენაა.

Posted by: tikoroma Jul 18 2015, 06:22 PM

ichi

ციტატა(blue_velvet @ 18th July 2015 - 02:48 PM) *
საერთOდ წუწუნი რა ფენომენია? რატომ ამძIმებ სხვას? აი სუფთა ფსიქიკურად, ხომ არიან ადამიანები ძალიან რომ უყვართ წუწუნი, ხოდა რა სიამოვნებას იღებს? ან რა შვებას იღებს? ერთი რამ ცხადია, მეორე მხარეს ამძიმებს ანუ ზიანს აყენებს, ეს უკვე ნიშნავს იმას რომ სუფთა ეგოცენტრული მოვლენაა.

კი ეგოიზმია. ის შეიძლება არ ფიქრობს სხვას ამძიმებს თუ ამსუბუქებს. თავად თავისუფლდება და ესაა მხოლოდ მნიშვნელოვანი მისთვის.

ციტატა(blue_velvet @ 18th July 2015 - 02:48 PM) *
;დ მოჯადოებულ წრეს რატო კრავ? ორ ადამიანს ერთმანეთთან ყოფნა რო უსწორდება ეგ რა არის? და ერთმანეთი რო ენატრება ? მაინცდამაინც ენერგოვამპირი უნდა რომელიმე?
იმიტომ სიამოვნებთ რომ ენერგიების გაცვლა სიამოვნებთ ;დ ყველაფერი ენერგიაა, ყოველწუთას იღებ მას ჰაერისგან, წყლისგან, საკვებისგან, ადამიანებისგან, იდეებისგან, ფილმებიდან...ყოველ წუთს ხდება ეს და შენც გასცემ.

Posted by: tikoroma Jul 18 2015, 06:44 PM

საერთოდ იმის მიღება გსიამოვნებს, რის მისაღებადაც მზად ხარ. ზოგს მხიარული ადამიანები არ უყვარს და აღიზიანებს, ზოგს პირიქით.
წინასწარ განწყობას, მზაობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ნუ დაყოფ ადამიენსბ ვამპირებად და კარგებად. ამიტომ ამბბს მატა, რომ ნდობით განეწყო ყველას მიმართ, ეს იყოს ძირითადი გრძნობა.
საერთოდ ენერგიის მიღებამაც ისევე შეიძლება დაგთრგუნოს, როგორც დაცლამ. გააჩნია შენ რა გჭირდება იმ მომენტში.

Posted by: ichi Jul 18 2015, 07:57 PM

QUOTE(tikoroma @ 18th July 2015 - 06:22 PM) *
იმიტომ სიამოვნებთ რომ ენერგიების გაცვლა სიამოვნებთ ;დ ყველაფერი ენერგიაა, ყოველწუთას იღებ მას ჰაერისგან, წყლისგან, საკვებისგან, ადამიანებისგან, იდეებისგან, ფილმებიდან...ყოველ წუთს ხდება ეს და შენც გასცემ.

კი მაგრამ იქნებ სხვანაირადაა მისი ენერგია მოწყობილი? ანუ მიღებაზე კი არ უნდა იყო ორიენტირებული არამედ გაცემაზე? როდესაც სხვისგან ელოდები ყოველდღიურობაში რამე ნაბიჯს როგორ წესი არ იღებ და როდესაც შენ მოქმედებ ყველაფერი კარგადაა. გაეცი რათა მიიღო.
მემგოი გურჯიევის წერილია თავის ქალიშვილისადმი სადაც წერს შეწყვიტე მიღებაზე ფიქრი და დაიწყე გაცემა რათა მიიღო.
თემას რომ არ გადაუხვიო, ენერგო ვამპირი ვერაფერს დააკლებს ადამიანს თU ის თავის სიმაღლეზე იდგება.

Posted by: tikoroma Jul 19 2015, 12:13 AM

ციტატა(blue_velvet @ 18th July 2015 - 07:57 PM) *
ანუ მიღებაზე კი არ უნდა იყო ორიენტირებული არამედ გაცემაზე?

ეს წრეა, მხოლოდ გაცემა და მხოლოდ მიღება არ გამოვა, ეს ორივე დარღვევა. ციკლი უნდა იყოს სრული - როგორც ზღვიდან აორთქლდება წყალი, ღრუბელში გროვდება და წვიმად მოვა და კვლავ ზღვაში ბრუნდება. ასე წრეზე ტრიალებს ენერგიაც

Posted by: mata Jul 19 2015, 03:32 PM

ნუ ე.ი. მაგ გაგებით, რაც აქ წავიკითხე...
ყველაზე დიდი ენერგო ვამპირები ბავშვები გამოდიან...

თვითონ არიან გაყურსული.... გარშემო ყველა კიდე იხარჯება ენერგიულად მისთვის....
თავიდან სასიამოვნოა.... 1 და 2 სთ. მარა აბა მთელი დღე დადექი და ეგრე ელოლიავე ბავშვს...
რო დაიღლები და ის კიდე ითხოვს, რო გაართო... ეთამაშო... და ა.შ.
სულ ფეხზე არ კიდია შენ დაიღალე თუარა?

მერე კიდე თუ წესიერად არ ექცევი და სიყვარულით არ ანებივრებ..... დაიწყებენ ტირილს, ჭყივილს, მაშინ როცა მშობელს აღარა აქ თავი უბრალოდ ამდენი ცანცარის


ერთადერთი პრასვეტი ისარი რო დააძინო ეს ბავშვი და საკუთარ თავს მიხედო.

Posted by: tty_ Jul 19 2015, 08:34 PM

mata
ბავშვი ანგელოზიცაა და დემონიც. გააჩნია ვის მიმართ. შენი დაღლილობა შენი არასწორი ცხოვრებიდან და ბავშვთან არასწორი დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, ის ამ დროს დემონია. დემონს, ნუ ამ შემთხვევაში ეშმაკს კი ცუდი არასდროს უნდა შენთვის moderator.gif

Posted by: Sandrika Jul 27 2015, 10:23 PM

accaaccaa ვარ

ზოგადად ენერგო ვამპირი ჩემი აზრით არასწორი ტერმინია

ანუ რა ხდება ჩემი გამოცდილებით, ყველაზე მძიმე და რთული სიტუაციაა ეკლესიაში ღვთის მსახურები ხშირ შემთხვევაში არიან ეგრეთ წოდებული ენერგოვამპირები( ყველაზე არ მაქვს საუბარი არამდედ რაგაც ნაწილზე )

აქ რასაც დავწერ ჩემი გამოცდილებით გიამბობთ არც წაკითხულს არც გაგონილს რაც პირადად მე გადამხდა, რაგაცეები შეიძლება მეშლება მაგრამ იმედია დაგემხარებათ თუ ვინმეს მსგავსი პრობლემა გქონიათ ან გექნებათ.



დავიწყებ ყველაფერს თავიდან ალბათ საინტერესო ისტორიაა smile.gif))



ესეიგი მოხდა ისე რომ ცხოველმა გამჩხაპნა და მოკვდა იქიდან გამომდინარე ჯარის კარანტინი მიწევდა ვერ მოვახერხე აცრის გაკეთება და მოხდა ისე რომ 1 თვით დავიგვიანე აცრა, და ერთ დღესაც ძალიან გავღიზიანდი რაგაცაზე და გამახსენდა ეგ ამბავი, უცფად ვიფიქრე ხომ არ ვცობდები თქო და ამ დროს რაგაც უცნაური გრძნობა დამეუფლა თავი ვერ გავაკონტროლე და ხმასაც ვერ ვიგებდი რამოდენიმე წამი ( პანიკური შეტევა) მაგრამ როგორია მაშინ არ ვიცოდი არაფერი და გადავწყვიტე რომ ვცოფდებოდი სახლში დიდი ვაი ვაგლახით ავედი მეშინოდა არ გავგიჯებული ყავი და ვინმესთვის რამე არ დამეშავა აქედან დაიწყო ყველაფერი უბედურება.


რამოდენიმე დგე თავის ტკივილი და უცნაური შეგრძნებები მქონდა იზმენებში ვიყავი. მერე წავედი ეკლესიაში მოკლედ ბევრი რო არ ვილაპარაკო შვილო ჩემო ეშმაკი გყავსო
თავზე ხელი დამადო წამიკითხა ლოცვა დაამთქნარა და ეგ რა შეგჩენია კინაგამ დამახჩოო
მითხრა ესა და ეს ფსალმუნი წაიკითხეო და 2 თვე მაგასთან დავდიოდი, თავიდან ცოტა მომეშვა თავის ტკივილები მაგრამ მერე დამეწყო ხანდახან დერეალიზაცია ნუ უკეთ რო აგიხსნათ რამოდენიმე წამი კანტუზიაში ხარ ყველაფერი ტრიალებს თავი გგონია ილუზიაში.


ღმერთი დიდია!!! რატომგაც მაკ ეკლესიაში რომ დავდიოდი ერთი გაჩირვეუი კაცი იყო რომელიც ტიროდა და ერთხელაც მივედი და ნუ ნერვიულობთ თქო ყველაფერი კარგად იქნება თქო ღვთის იმედი არ დაკარგოთ თქო ასე გავიცანი ეს ადამიანი.

ესეიგი ეს 2 თვე საჩმელს ძალიან ცოტას ვჭმდი და ძალიან გამოვიტე, ანუ ცოტას რო ვჭამდი გონება უფრო ნათელი მქონდა თავისტკივილი აგარ მაწუხებდა ისე,
ბოლოს უკვე რაგაც რაგაცეები შევამჩნიე ამ მღვდელს რომ მიუხედავად იმისა რომ რაგაც სასწაულებს ახდენდა და რაგაც ძალით მოქმედებდა ეს არ იყო ღვთისგან
ამას მივხვდი როცა მამა გიორგი ბასილაძის წიგნს ვკითხულობდი და ზუსტად მაგ მომენტში არ ვიცი რატომ არც შემშინებია და არც არაფერი მუცელმა კანკალი დაიწყო რაგაც ნერვიული რაგაც უცნაური .


მოხდა ისე რომ გაჭირებულ კაცმა ასეთი რაგაც მითხრა ბოლოს რომ ვნახე, მიუხედავად იმისა რომ მე მისთვის ჩემს შესახებ არაფერი მითქვია ან რანაირად უნდა გაეგო.
ადრე მეც მქონდა ეგეთი რაგაც მეგონდა დამზდევდნენო 1 თვე პატრიარქთან დავდიოდი და მამა აკაკი ლახვრის ლოცვას აკეთებს ავლაბარშიო , ხალხი იყო ჩვენს გარშემო მაგრამ ისე სულელურად თქვა რომ ჩემს გარდა ვერაავინ მიუხვდა.

და კიდე ერთი თვისება ეს მღვდელი რომელთანაც პირველად ვიყავი , ყოველთვის ცდილობდა დავემორჩილებინე აი ელემენტარულებით უთიერთობაში საკუთარ უპირატესობას მაჩვენებდა მაგრამ შენიღბულად თავიდან ვერ ვხვდებოდი, აი მაგალითად ის სანთელი აანთეო , კაცი გაიფიქრებდი მადლია გავაკეთებ ალბათ ისიც ამიტომ მეუბნებაო.


მოკლედ მივედი აკაკისთან მის წირვა ლოცვაზე რაგაც საოცარი შვება ვიგრძენი მაგრამ ვერ ვნახე რატომგაც, მეორე დგეს ისევ პირველ მღვდელთან მივედი მაშინ ბოლომდე მაინც არ მქონდა გაცნობიერებული რომ ის არ იყო ვიზევ ასახებდა თავს, ხოდა მინდოდა კაცურად მეთქვა რომ სხვასთან სიარული მქონდა გადატყვეტილი,


რატომგაც მამა აკაკის ლოცვის მერე გულთან რაგაც სიმსვიდის სითბოს შეგრძნება დამეუფლა ამას ისიც ემატებოდა რომ რაგაცნაირად ენერგიის აღქმა შემეძლო ალბათ ის მიმიხვდება ვისაც დიდი ხანი უმარხულია.
ესეიგი როდესაც შევედი პირველ მღვდელთან ტაძარში რაგაც სიბინძური შეგრძნება დამეუფლა, მეგონა რაგაც მეჩვენება თქო შემდეგ მობრუნდა ეს მღვდელი და ცუდი მზერა რამოდენიმე წამით მომაცერდა და რაგაც უცნაური თავის ტკივილი მქონდა , მეთქი ესეც მეჩვენება თქო და რამოდენიმე წამის შემდეგ ჩვენს შორი ვიგაც საშუალო ასაკის ქალი ატირდა ამის შემდეგ მღვდელმა დაღლილობა იგრძნო და თვალებს იფშვნეტდა, თითქოს არაფერი მაგრამ აშკარად რაგა ბრძოლა რაგაცაშI იყო საქმე.
იმის შემდეგ ბოლომდე დავრწმუნდი და აგარ მივსულვარ მასთან აკაკისთან დავიწყე სიარული.



ესეიგი მასთან დავდიოდი შემდეგ მოვემზადე საზიარებლად და ვეზიარე მაგრამ

გავაგრძელებ







Posted by: tikoroma Jul 28 2015, 12:19 AM

Sandrika
საინტერესოა. ჯერ ერტი კითხვა მაქვს. ეს ყველაფერი იმიტომ დაგეწყო, რომ იფიქრე თითქოს ვცოფდებიო? ამის შიშის გამო?

Posted by: Sandrika Jul 28 2015, 12:38 AM

tikomara

ხო ეგრე იყოsmile.gif ტავითან იოლ ფორმებში და მერე გაძლიერდა, რატო იძახიან რომ ზოგადად ჯადო ადრე თუ გვიან მაინც ამოქმედდებაო , ეს იმიტომ რომ ის ელოდება იმ მომენტს როდესაც სულიერად დაუძლურდები და შიშის საშუალებით ნელ ნელა გაიდგამს ფესვებს, განა ჯადომხოლოდ ერთხელ კეთდება და ვსოsmile.gif)) აქ ცოტა რთულადაა საქმე

სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაა კეთილთა და ბოროტ სისტემათა შორის smile.gif) ამას მოგვიანებით დავწერ უბრალოდ დაგლილი ვარ გუშინ ვმუშაობდი გამენათევი ვარ

ბევრ საინტერესო რამეს დავწერ მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით რაც გადამხდა, და მერე გაავანალიზოთ თქვ ენი აზრიც მაინტერესებს დიდი ხანი არ შემოვდიოდი ფორუმზე

და კიდევ ვისაც მსგავსი რაიმე გჭირთ და ფიქრობთ რომ არაფერი შეიცვლება და უიმედოდ ხართ დამიკავშირდით რითაც შევძლებ ყველაფრით დაგეხმარებით

Posted by: tikoroma Jul 28 2015, 05:36 PM

Sandrika
კარგად მსჯელობ smile.gif

Posted by: mata Jul 29 2015, 02:38 AM

მამა აკაკისთან ერთხელ ვიყავი კვეთებულის ლოცვაზე, მარა ძალიან ცუდად გავხდი... მეთქი ან ეხლა დავეცემი...ან ეხლა და
სასწრაფოდ გამოვედი და წამოვედი... მეტი აღარც მივსულვარ იქ

Posted by: Sandrika Jul 29 2015, 10:08 PM

მე როდესაც მამა აკაკისთან მივედი 2 თვეის ნაშიმშილები ვიყაავი საოცრად გამოფიტული და როდესაც დამლოცა ( მერე მივხვდი თუ რატომ არის ეკლესიაში ეს წესი )
სიტყვით ვერ აღგიწერთ მივხვდი ვინ იყო, მამ გიორგიც წერდა თავის წიგნში 3 დღის ნამარხულები მაინც უნდა იყო როდესაც მიდიხარ ნამდვილ მღვდელთანო.

კვეთებულის საერთო ლოცვაძე მეც ცუდად ვიყავი, ეგ ჩვეულებრივი ამბავია. ( ყველა ცუდადაა გარშემო რო გაიხედო არ ვიცი რატო )

მოკლედ პირველად რო ვეზიარე დავიწვი smile.gif ანუ მუცლიდან მოყოლებული თავამდე ცეცხლი მომეკიდა შიგნიდან ისეთი მტკივნეული არაფერი ყოფილა ჩემს ცხოვრებბაში.
მეორე ზიარების შემდეგ უკვე კარგად ვარ რამოდენიმე თვეა. (მამა აკაკისთან ვეზიარე)

დეტალურად რა და როგორ მოხდა ვერ დავწერ უბრალოდ ძალიან ბევრი რაგაცაა მაგრამ შევეცდები საერთო აზრი გადმოვცე რაშია საქმე



არსებობს ადამიანები რომლებიც ემსახურებიან ბოროტებას უბრალოდ მათ არ იციან, მოვიყავნ მაგალითს აპოკალიპსიდან , განა უფალო ჩვენ შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკს ხოლო ის პასუხობს რო ისინი მას არადროს უცვნია, პირველ მღვდელძე მაქვს საუბარი

რატო ხდება ასე?

მე რო ისეთ მდგომარეობაში უფრო დიდი ხანი ვყოფილიყავი, შიშის გამო დავიწყებდი მაგიის პრაკტიკას, გინდა არ გინდა როდესაც საჩმელს აღარ ჩამ და მარხულობ გეძლევა ღვთისგან ხედვა , იმიტომ რომ ის სამართლიანია, ამა ემატება შენი პანიკური მდგომარეობა და გეძლევა ძალა, უკეთ რო ავხსნა მაგალიტად, როდესაც ერთხელ ესე ცუდად ვიყავი ძაღლმა დაიყეფა გავღიძიანდი და სიკვდილი ვუსურვე გულში დიდი ემოციით ძაღლი გაიქცა და მანქანამ კინაგამ გაიტანა, ასევე ვგძნობდი ენერგიას, ანუ პანიკურ აშლილობა რააა? სულ შფოთვები ანუ ეშმაკები გაწუხებენ , და თუ მაგით პრაკტიკას დაიწყებ გვექცნოვიერით მათთან კავშირს დაამყარებ შეიძლება იფიქრო რომ ღმეთს ემსახურები მაგარმ შენი ბატონი მისი მტერი იქნება ანუ ხიბლშI ამოყობ თავს.

ამ მდგომარეობას გაუარესებს ის რომ ბოროტის მსახურებთან ურთიერთობა გექნებათ, ისინი შეიძლება იყვნენ როგორც მღვდელი ისევე ჩვეულებრივი ერშI მოღვაწერ

მათი ამოცნობა მხოლოდ ამპარტავნებით და ფარისევლობითაა შესაძლებელი ხოლო ღვთის მსახურების თავმდაბლობით და სიწმინდით

რაც შეეხება სასწუაულებს პირველ მღვდელი ჩემს თვალწინ აკეთებდა, ხოლო ნამდვილი მღვდელი შენს სულში მოახდენს სასწაულს რომ ის არ განადიდო .










Posted by: tikoroma Aug 2 2015, 12:56 AM

Sandrika
გააგრძელე როცა მიიცლი

Posted by: Sandrika Aug 2 2015, 09:54 AM

როდესაც ესეთ დაძაბულ სიტუაციაში ხარ რაღაც ცუდი ან კარგი რომ ხდება უკავშირებ არარიალურს ანუ უკეთ რომ ავხსნა სიმბოლიკურ აზროვნებას ეჩვევი
მაგალითად ცოტა ცუდად გახდი თავბრუ დაგეხვა და რამდენიმე წუთის წინ რაღაც გააკეთე, შენ ქვეცნობიერად და ცნობიერად Fიქრობ და გიყალიბდება რწმენა რომ ამას თუ გააკეთებ ესე მოგივა, უკეთ რო ავხსნა სულიერ მონობაში იმყოფები. თავს იძღუდავ მოქმედებებში, შეძღუდული ხარ

პირველ მღვდელზე და მამა აკაკიზე მოვიყვან შედარებებს, მამა აკაკისგან არასდროს მიგვრძნია და გამიგია რომ რაღაც ეიძულებინა გამეკეთებინა, ყოველთვის დისტანცია იჭერდა და რასაც შევეკითხებოდი ზუსტად იმ პასუხს მივიღებდი რაც მჩირდებოდა უანგაროდ, პირველ მღვდლისგან ყოველთვის ვხედავდი მაიძულებდა ეს და ეს გამეკეთებინა, ესე პირდაპირ კი არა ირიბად ხომ ხვდებით, და როდესაც მასთან ვიყავი პირველად შვილო ჩემო ეშმაკები გყავსო. ხო ხვდებით ამის მოსმენის შემდეგ როგორ ცუდად ვიქნებოდი,
ხოლო მამა აკაკის რომ მოვუყევი ჩემი მდგომარებოის შესახებ, არ გიმარხულია შვილო იმარხულე იარე სისტემატიურად ეკლესიაში და გაგივლისო.

ზპგადად საქართველოს მოსახლეობის 90 % ზე მეტს აქვს ეკლესიის ნდობა, ეხლა რო დაუკვირდეთ პირველ რიგში ეშმაკი სად იჩალიჩებს რომ ფეხი მოიდგას რა თქმა უნდა ეკლესიაში მანდაა ყველზე დიდი ბრძოლა.

და ეს ჩარჩოები და დამახინჯებული მართმადიდებული აძროვნება ჩარჩოებშიმოქცეული მრევლი, სიმბოლიკური აზროვნება შედეგია არასწორი სულიერების.


ამის შემხედვარე ნორმალურად პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები ბრკოლდებიან და ზოგადად ცუდი სიტუაციაა.


კიდევ ეთი მომენტი არის სასულიერო პირი რომელივ ცოტა მოსულელურად იქცევა ძალიან მოხუცია მრევლს უყვარს და პატივს სცემენ გგონიათ რომ სალოსობს მაგრამ სამწუხაროდ ნამდვილი სალოლს როგორ წესი ვეხ მიუხვდებიან სალოსობაში smile.gif))


მოკლედ ეს ჩვენი ცხოვრება ტრაგი კომედიაა რა biggrin.gif



კიდევ ერთი რამ, რომ ეშინიათ ეშმაკეულების და აშ
ადამიანი ღმერთსგან შორს რომ არის აკლდება მისი მFარველობბა და ამ სულიერ უძლურების პერიოდში ჯალათებითავს ესხმიან,
ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური ნებისმიერი დავაადები და სენი წყარო არის უღმერთობა ამის მოსაშორებლად აუცილებელია რომ ადამიანმა
უსისხლო მსხვერპლი ანუ მარხვა ან რაიმე ცუდი პრივიჩკის მოშორება რომ გამოჯანმრტელდეს,
თუ რაღაც გინდა უნდა გაიღო მსხვერპლი ესე მართივადააა ყველაფერი.



Posted by: tikoroma Aug 2 2015, 04:26 PM

Sandrika
მე რასაც ვუკვირდები, ადამიანის ფსიქიური მდგომარეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეზოთერულ ენაზე მენტალური და ენერგეტიკული სიძლიერე და მზადყოფნა არის მნიშვნელოვანი რათა არმოექცეს სხვისი გავლენის ქვეშ, რათა არ მოექცეს საკუთარი რწმენების გავლენის ქვეშ, რათა შეძლოს სრული სურათი დაინახოს. ამისთვის არ არის აუცილებელი გენიოსად დაიბადო - მთავარია საკუთარ თავში გარკვევას ცდილობდე, სწავლას ცდილობდე და გზები გაგეხსნება. ზოგს უწევს ასეთი გამოცდების გავლა, მეც მომიწია. დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ შეხედავ მოვლნებს.
თუნდაც ენერგო ვამპირთან ან უფრო ძლიერი და მზაკვარი ადამიანების გავლენებზე ვისაუბროთ. როცა ასეთი რამ შეემთხვევათ, ზოგი იწყებს ტირილს, წუწუნს და თავის შეცოდებას, რომ დაჩაგრეს და რა ცოდოა და ამ მდგომარეობაში რჩება. ზოგი კი უყურებს რა ხდება და რატომ და სწავლობს მეტს.
სწორედ ამ დღეებში ვკითხულობდი ოშოზე განაწყენებული მოსწავლის ბალდებებს ოშოს მიმართ. ის საყვედურობს, რომ მართალია დაეხმარა ოშო, მაგრამ სამაგიეროდ მისი გავლენის ქვეშ მოექცა და საძაგლობების ჩადენას აიძულებდა. სინამდვილეში არავინ გაიძულებს რამეს შენი ნების გარეშე. და არავის ბრალი არ არის თუ საკუთარი ნება არ გაქვს, თუ საკუთარი აზრის ქონის გეშინია. ეს პასუხი იმ სტატიის ავტორს, შენ არ გეგონს biggrin.gif
რაც შეეხება ოშოს, მამა აკაკის და შენს პირველ მოძღვარს - არავითარი მნიშვნელობა არ აქვს შენთვის, როგორც მოსწავლისათვის ვინ არიან ისინი - წმინდანები, ცოდვილები, კეთილები, ბოროტები - მთავარია შენ როგორ უყურებ, რას იღებ, რას სწავლობ მათგან. ყოველი მათგანი მნიშვნლოვანია შენს ცხოვრებაში, ყველა მომენტი საჭიროა და უნდა მიიღო მშვიდად, არა ემოციურად. უბრალოდ დააკვირდი იმას, რასაც ვერ ცვლი.
ვიცი რომ ეს გესმის, შენს ნაწერებში ეს იგრძნობა და ამიტომაც მომწონხარ.
არავითარი გურუ-მამაო არ მყოლია, მაგრამ ოჯახის წევრმა მიმიყვანა მსგავს მდგომარეობამდე. ის ჩემს თვალში არის ენერგოვამპირი, მუდმივად ცდილობს გავლენა ჰქონდეს და მართოს. მარტივია თქვა, "დააკვირდი და მიიღე" ასეთ მოვლენებზე. პირიქით ძალიან მტკივნეულია, მას მერეც კი, როცა გათავისუფლდები მისგან და უკვე შორიდან უყურებ რა როგორ მოხდა. მაგრამ ჩვენ შევძელით ამისი დაძლევა და წინ მივდივართ.
იყავი თუ არა სხვა ადამიანი მაგ მოვლენამდე? და რა შეიცვალა მას შემდეგ?
ესაა მნიშვნელოვანი

Posted by: Sandrika Aug 2 2015, 07:23 PM

აუ შენ გენაცვალე რა ტიკომარა ერთი ერთში გაარტყი გეთანხმები ყველააფერში

თავის შეცოდებაზე რაც დაწერე მაგის დაწერა მინდოდა პროსტა სხვა თემის გახსნას ვაპირებდი მაგრამ მაინც ვიტყვი ბარემ აქ
ესეიგი ზიარების მერე რომ დავწერე დავიწვი თქო რატო? მიზეზი არ გაინტერესებთ? smile.gif
ესეიგი ზიარების შემდეგ ცოტა სიმხურვალე ვიგძენი მუცელში( ალბათ ღვინო რომ დავლიე უზმოზე მაგის ბრალი იყო biggrin.gif )

და ზიაების შემდეგ ლოცვებში რომ წერია თხოვნით უფლის მიმართ გთხოვ ნუ დამწვავ მსგავსად უღირსისა

რატომგაც ავიჩემე რომ უნდა დავწვარიყავი, საკუთარ თავს შევუქმენი პრობლემა, და როგორ აგიხსნად ჩემი ცნობიერი თითქოს რაღააც უძლურებამ მომიცვა ღმერთს თავის შეცოდება დავუწყე ლოცვაში
და მაგის შემდეგ მოყვა დაწვა

ცოტა რო ვუკვირდები ეხლა ვფიქრობ ესეიგი სულიერი მდგომარეობა რაა ?? ჩვენ ხო სულ მუდამ განხსვავებულ მდგომარეობაში ვართ ხან ასსე ხან ისე, ის მდგომარეობა როდესაც შენი მთელი ნერვიული სისტემა ეშვება სატანურ მდგომარეობაში ხდება ადამიანი ღმერთს თავს აცოდებს ეს ფარული თავმდაბლოლბა ძალიან საშიში მდგომარეობაა
და ამასა მოყვა ჩემი დასჯა და მადლობა ღმერთს ამას მივხვდი.


ისე მეც მეგონა ადრე რომ რაღაც ოსტატი თუ არ გყავდა უმისოდ ვერანაირად ვერ მოახერხებს ადამიანი განვიტარებას მაგამ ვუკვირდები ეხლა რომ მთავარი ადამიანი რა შენ თუ მოინდომებ და იშრომებ თუმცა ვფიქრობ რო განსაკუთრებულ რთულ მდგომარეობში და ზოგადად ადამიანი როდესაც რთულ განსაცდელს წააწყდება აუცილებელია მათგან რჩევა და დახმარება იმიტომ რომ უბრალოდ მეტუ გამოცდილება აქვთ

ისე კაი იქნებოდა ამ ფორუმზე სულიერი ხედვა გაგვეხსნა თემა რაც ძალიან მნიშველოვანი და ამავდროულად რთული ამოსახსნელია და დავეხმაროთ ერთმანეთს რომ თუნდაც არასწორი რწმენა ჩამოგვიყალიბდეს და ზოგადად სვებს რათა ფანატიკური აზროვნება არ განუვითარდეთ რას იტყვით ? smile.gif)

Posted by: Sandrika Aug 2 2015, 07:28 PM

და ძალიან გლი მწყდება რა ვინც თუნდაც ჩემნაირ მდგომარეობაში იყო რაღაც პერიოდი შემდეგ ეს ფსიქიკური პრობლემები და ძალიან მოწყდნენ რეალობას ამგრად მეცოდებიან საშინელი გაურკვევლობის და დიდი შიშის შეგრძნებაა როცა ფსიქიკურად გაწუხებს რაგაც და ვერ ხვდები და არ იცი რა მოგივა, ბევრი თვითმკვლელობით ამთავრებს sad.gif(((

კაი იქნება რომ რამენაირად გავხსნათ ისეთი თემები რომ ადამიანებს მეტი ინფრმაცია ქონდეთ ამის შესახებ და მკურნალობის გზებიც ვაჩვენოთ როგორ ექიმის ისევე სულიერი ანუ ცხოვრების წესი და მსოფლმხედველობის შეცვლა smile.gif)) ძალიან გამიხარდება თყ თქვენც დაინტერესდებით, ისეთ ქვეყანააშI ვხოვრობთ ყოველ მეორეს ნევროზი აწუხებს sad.gif(

Posted by: tikoroma Aug 2 2015, 07:42 PM

თემა გახსენი რაზეც გინდა შესაბამის განყოფილებაში

რაც შეეხება სხვების მკურნალობას, თვითონ უნდა სურდეს განკურნება და გზას იპოვნის, ამ ნაწერებშიც დაინახავს რამე მინიშნებას.მე პირადად ვერ ავიღებ საკუთარ თავზე ვინმეს ვასწავლო. ჩვენს გამოცდილებებს იმიტომ ვყვებით აქ, რომ ვისაც აინტერესებს და აქვს მსგავსი გამოცდილება წაიკიტხოს და გაიგოს, ან აქეთ გვირჩიოს რამე.

ნერვოზი რომ აქვთ, ეგ ნორმად მიაჩნიათ ბევრს და კიდევ ერთი მიზეზი გაუგონ და აიტანონ მისი კაპრიზები.

რაც შეეხება ზიარებას - გწამდა და განიცდიდი კიდეც, ყველა სხეულით იყავი ჩართული პროცესში და ამიტომაც მოხდა რეაქცია. თორემ იმდენი იძახის მტვერი და მატლი ვარო, ცეცხლი არა ის იგრძნეს კიდე biggrin.gif

Posted by: cerBERus Sep 1 2015, 05:26 PM

მიყვარს ენერგოვამპირებთან თამაში wub.gif

Posted by: earth Sep 1 2015, 08:06 PM

ცეცხლთან თამაში rolleyes.gif

Posted by: cerBERus Sep 2 2015, 03:19 PM

ენერგო ვამპირმა რამე თუ დამიშავა თავიც მექნება მოსაკლავი

Posted by: chemikerin Apr 3 2023, 08:44 PM

ხანდახან ადამიანებთან ლაპარაკი დამღლელი მეჩვენება.. ყოველდღიური საქმიანობა მირჩევნია მარტომ ვაკეთო, ვიდრე ვინმესთან ერთად, იმიტომ რომ ლაპარაკი მომიწევს.

მაგალითად, სამუშაო სივრცეში ერთი ისეთი ადამინია, რომელიც ქაოტურად ფიქრობს და ერთი თემიდან მეორეზე ხტება.. ყურადღება მეფანტება.. ის რაც განსაზღვრული მქონდა რომ გამეკთებინა, ამ ადამიანთან მეტი დრო ჭირდება ყველაფერს...

Posted by: old_man Apr 3 2023, 10:51 PM

რახან ამ თემამ ამოიწია
აი, ნერვები მეშლება ჩემს თავზე biggrin.gif
ამდენი ხანია ეზოთერიკაში ვარ და მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია
დავიწყე დაკვირვება და ენერგეტიკული ცოდნების გამოყენება უშუალოდ პრაქტიკაში, სხვა ადამიანებთან ურთიერთქმედებისას. მანამდე სად ვიყავი?
ვგულისხმობ როდესაც ახორციელებენ ენერგეტიკულ ზემოქმედებებს, ცდილობენ მანიპულაციებს, გავლენის ქვეშ მოქცევას, ენერგოვამპირიზმს და ა.შ.
მანამდე ეზოთერიკა ცალკე იყო და რეალური ცხოვრება ცალკე,
მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს babu.gif
თუმცა ბრძოლებმაც ძაან იკლო, ალბათ გრძნობენ, რომ კარგად შეიარაღებული ვარ და მერიდებიან
გავძლიერდი და ახლა უკვე მე გამირბიან. ვეღარც ვტესტავ kos.gif

Posted by: chemikerin Apr 3 2023, 11:24 PM

QUOTE(old_man @ 3rd April 2023 - 10:51 PM) *
ამდენი ხანია ეზოთერიკაში ვარ და მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია
დავიწყე დაკვირვება და ენერგეტიკული ცოდნების გამოყენება უშუალოდ პრაქტიკაში, სხვა ადამიანებთან ურთიერთქმედებისას. მანამდე სად ვიყავი?


QUOTE(old_man @ 3rd April 2023 - 10:51 PM) *
მანამდე ეზოთერიკა ცალკე იყო და რეალური ცხოვრება ცალკე,


მეც ასევე.. biggrin.gif
ჩემთვის ადრე ეზოთერიკა იყო რაღაც ძალიან განყენებული... ლამაზ-ლამაზი ამბები biggrin.gif დრუნვალო მელქისედეკები და მისნაირები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
არადა, მიწიერ ცხოვრებას ახლა ვხედავ როგორც სულიერი სავარჯიშოების პლატფორმად. ალბათ ჭირდებათ სულებს რომ დაეშვან მყარ სამყაროებში და აქ მიიღონ რაღაც გაკვეთილები, რაც სხვა გზებით შეუძლებელი იქნებოდა..

Posted by: earth Apr 4 2023, 06:16 PM

chemikerin

QUOTE(chemikerin101 @ 3rd April 2023 - 09:44 PM) *
ხანდახან ადამიანებთან ლაპარაკი დამღლელი მეჩვენება.. ყოველდღიური საქმიანობა მირჩევნია მარტომ ვაკეთო, ვიდრე ვინმესთან ერთად, იმიტომ რომ ლაპარაკი მომიწევს.

მაგალითად, სამუშაო სივრცეში ერთი ისეთი ადამინია, რომელიც ქაოტურად ფიქრობს და ერთი თემიდან მეორეზე ხტება.. ყურადღება მეფანტება.. ის რაც განსაზღვრული მქონდა რომ გამეკთებინა, ამ ადამიანთან მეტი დრო ჭირდება ყველაფერს...

აუ მეც, ხან შეიძლება არაფერი მოვისმინო რას ამბობენ, უაზრო საუბრები ისე დაამთავრონ, საერთოდ არც გავიგო რა სთქვეს. ასეთ დროს საქმე მართლაც მშველეია ხოლმე biggrin.gif

Posted by: chemikerin Apr 4 2023, 09:56 PM

earth

ადრე ვმუშაობდი მარტო, ეხლა ერთ-ორ ადამიანთან მიწევს მუშაობა და მენატრება ძაან ხანდახან რო მახსენდება რა კარგი იყო unsure.gif

Posted by: earth Apr 5 2023, 07:27 PM

chemikerin
სულ მარტოდ მუშაობდი? მერე არ გაკლდა რამე?

მე ვაპირებ როგორც მოვახერხებ წასვლას სოფელში, (სულ მარტო არა ჩემს ქმართან) თან ისეთ ადგილზეა სახლი, ტყეში თითქმის და ახლოს არავინ ცხოვრობს. მე მიყვარს სიმარტოვე, მაგრამ ხანდახან მიჩნდება ფიქრი, ნუთუ მართლა მომეწონება?

Posted by: chemikerin Apr 6 2023, 02:26 PM

earth

ყოველთვის არა მაგრამ გარკვეული პერიოდი მარტო მიწევდა მუშაობა და უკეთ გამომდიოდა კონცენტრაცია. სამუშაო სივრცეში კარგია სიმარტოვე.. smile.gif
მეზარება small talk-ები biggrin.gif

Posted by: td......... Apr 7 2023, 09:58 AM

ციტატა(chemikerin101 @ 6th April 2023 - 02:26 PM) *
სამუშაო სივრცეში კარგია სიმარტოვე..

გეთანხმები, მეც მარტო ბევრად პროდუქტიული ვარ.
ციტატა(old_man @ 3rd April 2023 - 10:51 PM) *
აი, ნერვები მეშლება ჩემს თავზე
ამდენი ხანია ეზოთერიკაში ვარ და მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია
დავიწყე დაკვირვება და ენერგეტიკული ცოდნების გამოყენება უშუალოდ პრაქტიკაში, სხვა ადამიანებთან ურთიერთქმედებისას. მანამდე სად ვიყავი?
ვგულისხმობ როდესაც ახორციელებენ ენერგეტიკულ ზემოქმედებებს, ცდილობენ მანიპულაციებს, გავლენის ქვეშ მოქცევას, ენერგოვამპირიზმს და ა.შ.
მანამდე ეზოთერიკა ცალკე იყო და რეალური ცხოვრება ცალკე,
მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს

old_man აუ კიი, ეზოტერიკა ეგოს საკვები იყო ადრე. მაგრამ კაი ხანია აღარ არის ასე, იყო მომენტები, როდესაც საოცარი გამოცდილება მივირე და მას შემდეგ სრულებით შეიცვალა ჩემთვის ყველაფერი რაც სულიერ ნაწილს ეხება. ბრძოლებმაც მაგიტომ იკლო ჩემ შემთხვევაში. ვერ ვიტყვი რომ ვირაც მიფთხის ჩემი ძლიერი ენერგეტიკის გამო, ან რაღაც სხვა მიზეზით, უბრალოდ მე აღარ ვებრძვი არავის და არაფერს smile.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)