IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> კარმის კანონის გარშემო
jarmen
post Sep 14 2019, 12:29 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს მცირე სტატია დახურულ განყოფილებაში მქონდა, რადგან რამოდწნიმე ადამიანი ნახულობს იქ და არც ისეთ ინფორმაციას შეიცავს რითაც შეიძლება ვინმეს ზიანი მიადგეს, აქაც დავდე.

რამდენიმე დღის წინ ერთი ძველი მეგობარი შემხვდა, რომელიც წლების განმავლობაში არ მყავდა ნანახი და რომელიც ჩვენი ნაცნობობის პერიოდში ეზოთერიკით ღრმად იყო დაინტერესებული, საუბარი დავიწყეთ და მალე ჩვენი საუბარი მისი პრობლემების გარშემო მსჯელობაში გადაიზარდა. თანამშრომლებს ვერ ეგუება, დაუმსახურებლად ჩაგრავენ, პირადიც ვერ ააწყო, ხანგრძლივად ვერავისთან გაჩერდა. ჯანმრთელობაზეც პრობლემები აქვს და დრო უნდა გამონახოს რომ მიხედოს, თუმცა წლებია ასე გრძელდება. იყო რამდენიმე წვრილი პრობლემაც, მაგრამ საქმე იმაში იყო რომ ყველა პრობლემაზე საუბრისას გამეორდა სიტყვა კარმა, კარმული პერიოდია, კარმის გამო, კარმის ბრალია. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლამდე მთელი გზა ვფიქრობდი ამ ადამიანზე, მართლაც კარგი ადამიანია, უკომფლიქტო, მძიმე სოციალურ პირობებში გაიზარდა და ყველაფერი რაც აქვს, მისი პირადი მიღწევაა, მარგამ უცბად გავაცნობიერე ერთი ფაქტი, ამ ადამიანმა არ იცოდა რას ნიშნავდა კარმა, მისთვის კარმა, საკუთარი პრობლემების გამართლება იყო.
როდესაც ინდუსმა ბრაჰმანებმა მიღეს გადაწყვეტილება ინდოეთის საზღვრებს გარეთ გაეტანათ სწავლება, და მოეხსნათ ის ტაბუ, რომელიც მანამდე არსებობდა, პირველი ამ უფლების მქონე ბრაჰმანი სვამი ვივეკანანდა გაემზავრა დასავლეთში და მოახდინა ჯნანების ცოდნისა და უნარების დემონსტრაცია, ვივეკანანდას დებატებს და ლექციებს დიდი რეზონანსი მოყვა, დასავლეთში ინდური სწავლებების მიმართ ინტერესი გაძლიერდა. ეკლესიებისან შევიწროებულმა დასავლელებმა ადამიანებმა აღმოსავლური სწავლებები ერთგვარ გამოსავლად მიიღეს. აქ გასაკვირიც არაფერია, აღმოსავლური სწავლება ფაქტიურად არ ტოვებს ღია კითხვებს და ცდილობს მაქსიმალურად გასცეს პასუხი ადამიანის ყველა ცხოვრებისეულ თუ ტრანსცენდენტულ კითხვებს. მაშინ როდესაც ქრისტიანულ სწავლებებს ახასიათებს საკითხების ღიად დატოვება და ბიბლიური არგუმენტით მოწინააღმდეგისთვის გზის მოჭრა,
იცით რატომ მოაკვდინა ღმერთმა იაკობი? იმიტომ.
რატომ ხდება ისე რომ სომალელ ბავშვებს არ აქვთ საშუალება ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიას ეზიარონ? იმიტომ რომ ღვთის ნებაა.
ამგვარი არგუმენტი დღემდე უდავოდაა მიღებული საზოგადოებების გარკვეულ ნაწილებში. მაგრამ ბუნებრივია საღად მოაზროვნე ადამიანების ნაწილს არ დააკმაყოფილებდათ მსავსი არგუმენტები და ინდური სწავლებები იქცა ერთგვარ თავშესაფარად მსავსი ადამიანებისთვის, ქრისტიანული საზოგადოების მხრიდან მიუღებლობის წინააღმდეგ. თუმცა გაცნობიერებულად მოხვდნენ ეს ადამიანები ამ მხარეს, ეს უბრალოდ წნეხისგან გაქცევა იყო თუ ნიშნისმოგება, ინდივიდუალური განსჯის საკითხია.
ვედური სწავლების ქვაკუთხედს წარმოადგენს კარმის შესახებს სწავლება, მოვლენების მიზეზშედეგობრიობის ახსნა კარმის კანონის ჭრილში ბევრად უფრო არგუმენტირებული და თვალნათელი ხდება, მაგრამ რეალური კარმის გაგებისგან განსხვავებით დასავლეთში დიდწილად გავრცელდა კარმის დამახინჯებული აღქმა, რთული სათქმელია ეს აღზრდისა და სწავლებების გავლენისგანაა გამოწვეული თუ მიზანმიმართულ დამახინჯებას აქვს ადგილი მაგრამ ფაქტია რომ კარმის გაგების დომინანტი ვერსია დასავლეთში იდეურად ძალიან გავს ღვთის ნების იდეას და არსობრივად განსხვავდება კარმის ბაზისეული გაგებისგან დააკვირდით:
იცით რატომ მოაკვდინა ღმერთმა იაკობი? იმიტომ რომ ეს იაკობის კარმა იყო.
რატომ ხდება ისე რომ სომალელ ბავშვებს არ აქვთ საშუალება ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიას ეზიარონ? იმიტომ რომ ეს მათი კარმაა.
ცალსახად ამ სიტუაციებში ცვლილება მხოლოდ ისაა რომ პიროვნული „ღმერთის“ ნაცვლად ახლა მიზეზად არის უპიროვნო მოვლენა „კარმა“, ადამიანის პატივმოყვარეობას არ სურდა პიროვნების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი და ახლა მას მოვლენა აკონტროლებს. თუმცა კარმის,ისევე როგორც ღვთის ნების დამსჯელ სამართლიანობად აღქმა ისეთი შეცდომაა რომელიც ჩანასახშივე არასწორ საფუძველს აძლევს პირვნულ განვითარებას.
კარმის კანონი სამყაროს სარკისებრი ეფექტია, სამყარო გაძლევს იმას რასაც გასცემ, მნიშვნელოვანია ასევე როორ გასცემ და სად გასცემ თუმცა ეს სხვა საკითხია. კარმა არის ნიუტონის მესამეკანონი, ქმედება იწვევს უკუქმედებას. თუმცა არ უნდა დავავიწყდეს კარმისგან თავისუფალი ქმედებები, რადან მთლიანობაში კარმის კანონს ახასიათებს ერთგვარი სამართლიანობის პრიმატი, თუმცა რიგ გამონაკლის შემთხვევებში, ამ კანონის სწორი ცოდნით შესაძლებელია ქმედების კარმული უკუგების შემცირება ანდაც საერთოდ ნეიტრალიზება. მახსენდება დალაი ლამას სიტყვები „უნდა იცოდე კანონები რადგან შეძლო სწორად დაარღვიო ისინი“.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Sep 20 2019, 12:00 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სწორად წერ
შემაღონა უკვე ამ კარმის ძახილმა


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
INVICTUS
post Sep 20 2019, 03:44 PM
Post #3


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კარმა ეგ არის ერთგვარი მახსოვრობა სხეულის და გონების, სადჰგურუ ამას კარგად ხსნის.

https://www.youtube.com/watch?v=noTMhmgmpP8&t=513s



https://www.youtube.com/watch?v=MsUuUU2SwIg
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Sep 22 2019, 11:49 PM
Post #4


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



INVICTUS

შეგიძლიათ მოკლედ მაინც რომ დაგვიწეროთ რას ამბობს სადგურუ და რა გაიგეთ ამ ვიდეოგაკვეთილიდან?
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 11:37 PM