IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

15 Pages V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> მეორედ მოსვლა
ano
post May 27 2020, 01:27 PM
Post #41


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(elli @ May 27 2020, 11:04 AM) *
ano
ანო, სავავალდებულო ვაქცინაცია არ იქნება, ეგ გამორიცხე. არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. თან უფასოც არ იქნება, როგორც ჩემი ამერიკელი მეგობარი მეუბნებოდა ამას წინათ სადღაც 30$-დან 75$-მდე იქნება ფასი ამერიკაშიო. ასე რომ სავალდებულო გამორიცხე.

ანტიქრისტეს დაბადება უნდა გამოაცხადოს, როგორც სხვადასხვა ქრისტიანულ სწავლებაში წერია: აუწყოს მსოფლიოს მსოფლიო პატრიარქმა. 1962 წელს ეს ერთხელ უკვე გააკეთა ერთმა პატრიარქმა, სახელი არ მახსოვს, მაგრამ არ გამართლდა, მეორეჯერც იყო მსგავსი განცხადება, მერე მგონი მერენდელმა პატრიარქმა გააკეთა მსგავსი განცხადება და ამიტომაც ყავთ დღემდე დაპატიმრებულიო. თუ უკვე არ გარდაიცვალა, ეს ინფო ერთი შვიდი წლის წინ მაქვს ალბათ წაკიტხული. მოკლედ, გეთანხმები კიდევ ბევრი ამბავია წინ, ჯერ ილია და ენუქიც არ აღმდგარან მკვდრეთით.

მეც მასე ვფიქრობ რომ სავალდებულო არ იქნება მაგრამ ვინაიდან არსებობს უამრავი გაფრთხილება, იყვნენ უამრავი წინასწარმეტყველები და ახლაც არიან ლამის ხალხს ემუდარებოდა რომ დადგნენ ერთად რომ ხმა ამოიღონ და თქვან უარი,
ვიცი რომ ბევრი უკვე ინფორმირებულია ასე თუ ისე და შეძლებენ ამ გამოცდის გადალახვას.
როცა ადამიანი ხედავს წინასწარმეტყველურ ხილვებს ის არის შესაძლო ვარიანტებიდან ერთერთი რომელიც შესაძლოა მოხდეს სადაც დრო არ არსებობს, მაგრამ თუ მოვლენების თანმიმდევრობა გაგრძელდა შესაძლო მომდევნო ვარიანტი უკვე არსებობს.
ასეთი შესაძლო კატასტროფის შესახებ ადამიანებს ეგზავნებათ შეტყობინებები.
რადგან ყველა არ ხედავს ამ შესაძლო ვარიანტებს ხშირად სკეპტიკურად უყურებენ იმ ადამიანს ვინც თავისი აზრი გამოთქვა, ან ხილვა ქონდა.


Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post May 27 2020, 01:42 PM
Post #42


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ვფიქრობ რომ არსებობს რაღაც იდეები ადამიანთა თავებში რაც სანამ განხორციელდება ჩანს იდეათა სამყაროში ან რა დავარქვა არ ვიცი. ანუ ვთქვათ მე მაქვს თავში აზრი რომ ახლა წავალ მარკეტში, ეს იდეა კოლექტიურ იდეათა სამყაროში უკვე ჩანს, მაგრამ მერე შეიძლება გადავიფიქრე და არ წავედი ან წავედი, ეს არის მოვლენათა შესაძლო ვარიანტები.
აი ეს იდეათა სამყარო ზოგჯერ ხდება ისე რომ ვიღაცეები იმ სიხშირეზე ერთვებიან, რადგან იქ დრო არ არსებობს ზუსტი დრო ვერ სახელდება ხოლმე, მაგრამ აღწერენ რა მოვლენას რა შეიძლება მოყვეს.

შეიძლება კოლექტიური ქვეცნობიერიც დავარქვა ალბათ.

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 27 2020, 05:26 PM
Post #43


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
biggrin.gif რავა არ ვაფასებ, ცა


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post May 27 2020, 11:08 PM
Post #44


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
😁


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 2 2020, 06:05 PM
Post #45


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანთროპოსოფიული ცოდნისა და წინასწარმეტყველების მიხედვით ქრისტე ფიზიკურ სამყაროში აღარასდროს აღარ განსხეულდება. მეორედ მოსვლა სულიერი ბუნების მოვლენაა და არა ფიზიკური. თუმცა დღევანდელი პროცესები ნამდვილად მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც გრანდიოზული ახლოვდება...

ქრისტე პირველ საუკუნეში განსხეულდა დედამიწაზე და ჯვარს ეცვა ორ ავაზაკს შორის. ეს ორი ავაზაკი ლუციფერისა და არიმანის (სატანას), სიმბოლური წარმომადგენლები არიან. ქრისტე ლუციფერსა და არიმანს შორის არის ჩამდგარი და ქრისტეს განსხეულებაც თავისთავად ცენტრალური მოვლენაა ლუციფერისა და არიმანის განსხეულებებს შორის. ლუციფერი განსხეულებული იყო ძველ ჩინეთში, ქრისტეშობამდე მესამე ათასწლეულში, ჩინეთის იმპერატორის სახით. პირველ საუკუნეში პალესტინაში - ქრისტე, ხოლო ახლა შემდეგი მოვლენა გვიახლოვდება, რაც არის არიმანის ინკარნაცია თანამედროვე დასავლეთში. ეს გარდაუვალი მოვლენაა, და ამას უკავშირდება ის ყველაფერი, რაც ეხლა ხდება - ხელოვნურად შექმნილი ვირუსები, 5ჯ ინტერნეტის დანერგვა, ელექტრონული ფული, ვაქცინაციები და სხვა მრავალი "სიკეთე" რომელსაც ახლო მომავალში უნდა ველოდოთ.

ისე კი შემიძლია გითხრათ, რომ რუდოლფ შტაინერმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ნაცისტური რეჟიმის ბატონობის წლები - იმ სიტყვებით, რომ 1933 წლიდან 12 წლის განმავლობაში მზის დემონის (ანტიქრისტეს) გავლენა იქნება დედამიწაზეო. ეს თქვა 1924 წლის ლექციაში. თვითონ 1925 წელს გარდაიცვალა. რა მოხდა შემდეგ? 1933 წელს ნაცისტური პარტია მოვიდა გერმანიის ძალაუფლებაში, მათი სიმბოლო კი იყო შემოტრიალებული სვასტიკა - რომელიც არის მზის სიმბოლოს... ანუ წინასწარმეტყველება ახდა.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ მას ასევე ნაწილასწარმეტყველები აქვს არიმანის მოსვლის შესახებ. ის ამბობს, რომ მესამე ათასწლეულის დაწყებიდან დიდი დრო არ იქნება გასული, როცა არიმანი დედამიწაზე განსხეულდება.

ქრისტეს რაც შეეხება, მის ხილვას კაცობრიობა მხოლოდ ეთერულ სამყაროში შეძლებს, ხოლო ფიზიკურ სამყაროში ქრისტე აღარასდროს აღარ ჩამოვა. ანუ მეორედ მოსვლა სულ სხვა მნიშვნელობას ატარებს. და ეს სახარებიდანაც ჩანს. როდესაც ქრისტე ამბობს:

23 მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით.
24 რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.
25 აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ.
26 ასე რომ, თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ; და, აჰა, თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით.
27 ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
30 და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით.

ამ სიტყვების მნიშვბელობა იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტეს მოსვლას ფიზიკურ-გეოგრაფიული სახე არ ექნება, რადგან ფიზიკურ სამყაროში თუ მოვა, ხომ შეეძლება ხალხს იმის თქმა აგერ აქ არისო, ან აგერ იქო. ხოდა რადგან ქრისტე გვასწავლის, რომ მისი მოსვლა ელვასავით იქნება, და თუ ვინმე იტყვის, აქ არისო ქრისტე ან იქო - სიცრუეს იტყვის, ესეიგი აქ ფიზიკურ რეალობაში მოსვლაზე არ არის ლაპარაკი.

ხოლო სად მოსვლაზეა ლაპარაკი, ჩანს ამ სიტყვებში: "იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე" - ცა და ზეცა ბიბლიური ენით მეტწილად სულიერ სამყაროს აღნიშნავს. მაგალითად: "ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმრთის ანგელოზებს, აღმავალთ და გადმომავალთ". ამ სიტყვებით დასტურდება რომ ბიბლიაში ცა და ზეცა სულიერი სამყაროს მნიშვნელობას ატარებს.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 2 2020, 06:30 PM
Post #46


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ქრისტესთან შესახვედრად ადამიანებმა ეთერული სამყაროს სწორად ხილვა უნდა ისწავლონ. ეს კი უპირველეს ყოვლისა სწორ ეზოთერულ ორიენტაციას საჭიროებს.

დღესდღეობით გავრცელებული სწავლებებისა და მით უმეტეს პრაქტიკების სრული უმრავლესობა იმ მიზანს ემსახურება, რომ კაცობრიობა პირიქით ქრისტეს დააცილოს. რადგან ეს სწავლებები ნათელი ფერებითაა შეღებილი და ბრჭყვიალებს, ადამიანები ცდებიან და ფიქრობენ, რომ კარგ რამესთან აქვთ საქმე. სინამდვილეში ამ მოჩვენებითი სინათლის უკან ლუციფერის ძალები დგას (ძალიან დამახინჯებული სახით - არიმანის მიერ, მაგრამ მაინც), ლუციფერი იძლევა ათასგვარ სინათლეს და ცრუ სიკეთეებს, რომელიც არსობრივად ბოროტებაა. ლუციფერის შესახებ ცოდნის ქონა აუცილებელია, რომ მაძიებელმა შეძლოს გარჩევა მისგან მოცემულ ბრწყინვალებასა და ქრისტეს სიკეთეს შორის. ანუ მარტივად რომ ვთქვა, ყველაფერი რაც ანათებს კარგი არ არის, და არც ყველა სწავლება სადაც სიკეთეზე და სიყვარულზეა ლაპარაკი - ანალოგიურად არ არის ჭეშმარიტი, რადგან ლუციფერი უდიადესი არსებაა, და ნამდვილად არ გაუჭირდება და (არც უჭირს). რომ ყველაზე უფრო ძნელად გამოსაცნობად შეფუთოს თავისი ცდუნებები და სიცრუეები ყველანაირი მოჩვენებითი სიკეთით.

ამის ყველაზე კარგი მაგალითი დღევანდელ სივრცეში არის ოლმეკი. ეს ადამიანი ლუციფერსა და არიმანს ემსახურება აგერ უკვე ოც წელზე მეტია, ისე რომ მას საკუთარი თავი ქრისტეს მსახური ჰგონია. სინამდვილეში აბსოლიტურად ყველაფრით რასაც ის აკეთებს ერთდროულად ემსახურება, როგორც ლუციფერსაც და არიმანსაც.

იქიდან გამომდინარე რაც მიკვლევია ამ სფეროში, არსებობს ძალიან დიდი ვარაუდი, რომ როდესაც არიმანი ფიზიკურ სამყაროში განსხეულდება, თავს ქრისტეს გაასაღებს. შეიძლება პირდაპირ არ თქვას ასე, მაგრამ ისეთ წინაპირობებს შექმნის, რომ ხალხს ასე აფიქრებინოს. ოლმეკის მიერ ბოროტების მსახურების ერთ-ერთი მიმართულება (ის ბევრი განხრით არის ბოროტების მსახური) კი სწორად ამაში მდგომარეობს, რომ ქრისტეს ფიზიკურ სამყაროში განსხეულების ცნობას ავრცელებს. და მისი საიტიც სწორად ამას ემსახურება - პირველივე გვერდზე ის წერია, რომ ამ საიტის მიზანი სწორად ქრისტეს ფიზიკურ სამყაროში განსხეულებისთვის ხალხის მომზადებაა.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამას მარტო ოლმეკი არ აკეთებს, უამრავი სწავლება დაინერგა მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იმისათვის, რომ ქრისტეს ფიზიკური განსხეულების მოლოდინი შეექმნათ ხალხისთვის (მაგალითად, ჩარლზ ლედბიტერი, ანი ბეზანტი, ალისა ბეილის, ბენჟამინ კრემი და ასე შემდეგ), რეალურად კი ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ვინც ახლა მოდის სიცრუის, მატერიალიზმისა, გაქვავებულობისა და სიკვდილის ღმერთია.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 2 2020, 07:25 PM
Post #47


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნამდვილი სიკეთე და სინათლე რა არის?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 2 2020, 07:33 PM
Post #48


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლუციფერს მოაქვს არასწორი სულიერება, სულიერი უნარების არასწორი განვითარება, არასწორი თეორია და არასწორი პრაქტიკა, რომელიც მიზანიმართულია არა მიღმიური სამყაროების ობიექტური შემეცნებისკენ, არამედ იმისკენ, რომ ასეთი შემეცნების შესაძლებლობა წაართვას ადამიანს.

არიმანს მოაქვს მატერიალიზმი, მაგრამ როდესაც ის და ლუციფერი ძალებს აერთიანებენ, ორივეს ერთად, მრავალ უბედურებასთან ერთად, მოაქვთ სულიერი მატერიალიზმი, რაც გულისხმობს სულიერ სამყაროზე მატერიალური წარმოდგენებს შექმნას - როგორიცაა მაგალითად ის, რომ სული და სულიერი სამყაროები ელექტრო-მაგნეტიზმისგან შედგება, ან მაგალითად ის, რომ სულიც ატომია, და სულიერი სამყაროებიც ატომური აგებულებისაა. და ზოგადად ნებისმიერი იდეა რაც მატერიალური სამყაროს თვისებებს მიაწერს სულიერ სამყაროებს. როდესაც ადამიანი ასეთი აზრებით აზროვნებს, ეს ძალიან დიდ დახმარებას უწევს ამ ნეგატიურ არსებებს. აქედან მათ ძალიან შორს მიმავალი მიზნები აქვთ... ორიოდე სიტყვით შეიძლება თქმა, რომ ადამიანებისთვის გზის გახსნა სულიერ სამყაროებში კი არა პირიქით ქვე-მატერიალური სამყაროებისკენ. (შეიძლება გაგახსენდეთ კიდევაც ერთი ჩვენი თანაფორუმელი, რომელიც უკვე ატარებს იმ შეხედულებებს, რომლებიც საუკეთესო წინაპირობა იქნება სულიერის ნაცვლად ქვემატერიალურ სამყაროებში გადასასვლელად - ის წერდა, რომ სული სხვა არაფერია თუ არა ელექტრო-მაგნიტური ველი, რომ გარდაცვალების შემდეგ შეიძლება სიცოცხლე საერთოდაც არ არსებობს, და ეს დიდი მასწავლებლები რეალურად იმით იყვნენ გამორჩეულები, რომ მათ იცოდნენ ეს, და ამიტომ ფიზიკური სიკვდილის შემდეგ თავისი სულის - ანუ ელექტრო-მაგნიტური ველის შენარჩუნებას ახერხებდნენ და დედამიწის ველში თავის რეალობებს ქმნიდნენ, სადაც მერე წარმატებულ მიმდევრებს შეუძლიათ, რომ მათ რეალობაში გადავიდნენ... და ასე შემდეგ...).

იმ პრაქტიკათა უმრავლესობას, რომელსაც ნეგატიური ძალები ნერგავენ უმეტესწილად ან საერთო არაფერი აქვთ სულიერ სამყაროებთან და უკიდურესად დაბალ რეალობაზე იძლევიან კავშირის დამყარების შესაძლებლობას (საიდანაც მეტწილად იგივე ინფორმაცია მოდის (თუ რამე კარგი მოვიდა) რაც მანამდე ისედაც ეწერა წიგნებში), ან კიდევ თუ აქვთ კავშირი, მხოლოდ ნეგატიური კუთხით. ასეთი პრაქტიკებია მაგალითად (ვიცი, რომ ეს ბევრს არ მოგეწონებათ): ყველანაირი ჩანელინგები, მედიუმობა, სიზმრების გაცნობიერება (სიზმრები არ არის სულიერი სამყარო), სხეულიდან გასვლები, ასტრალური გასვლები (იმ გაგებით რა გაგებითაც გულისხმობენ, რაც იდენტურია სიზმრების გაცნობიერებისა), და ყველაფერი ამ წყების...

არსებობს ობიექტური ნათელხილვა და არსებობს სუბიექტური ნათელხილვა. რადგან ნეგატიურმა არსებებმა იციან, რომ სულიერი სამყაროები დიდხანს ვეღარ დაიმალება სხვა კუთხიდან დაიწყეს შეტევა: გაავრცელეს და წალეკეს ეზოთერული სფერო ათასგვარი ურთიერთგამომრიცხავი სწავლებით, და ათასგვარი პრაქტიკით (რომელთა დიდი ნაწილი რეალურად მუშაობს), ეს ყველაფერი კი იქამდე მიდის, რომ ადამიანები განივითარებენ ნათელხილვას, რომლითაც ობიექტური რეალობის შემეცნებას ვერ შეძლებენ. ერთი დაინახავს ერთს, მეორე იმის საპირისპიროს, ანუ სრულ სუბიექტურ ილუზიებში და ჰალუცინაციებში დანთქმით ემუქრება ადამიანებს ის, რაც დღეს ხდება ეზოთერულ სივრცეში. ამას ემატება კიდევ ერთი პრობლემა - მალე ფიზიკური გრძნობის ორგანოები ვეღარ იმუშავებენ ობიექტურად, თუ ადამიანი არ იზრუნებს ამაზე. ანუ რიგი ადამიანები ფიზიკურ სამყაროსაც კი ურთიერთგამომრიცხავად დაინახავენ. ეს ორი რამე ერთად შეკარით და მიხვდებით რა საშიშროების წინაშეც დგას ადამიანი - ერთის მხრივ მატერიალური საყრდენის გამოცლა, და მეორეს მხრივ მიღმიურთან დაკავშირებით - ჰალუცინაციები, რომელიც სულიერი გამოცდილებები ეგონება მას. ამ გზით ადამიანთა გარკვეული ნაწილი სადამდე შეიძლება მივიდეს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ.

მიზანი კი ამის საპირისპიროა - ჭეშმარიტების პოვნა, სწორი თეორიული შემეცნება, ობიექტური აზროვნების უნარის გამომუშავება, რომლითაც ადამიანი რეალობას მოიხელთებს, სწორი პრაქტიკა და საბოლოვოდ იმ სულიერი უნარების სწორად ჩამოყალიბება, რომლითაც ქრისტესთან მისვლას შეძლებს ადამიანი.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 2 2020, 07:34 PM
Post #49


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ნამდვილი სიკეთე და სინათლე რა არის?"

გააჩნია რა პერსპექტივიდან მეკითხებით. მოკლედ რომ გიპასუხოთ ნამდვილი სიკეთე და სინათლე ის სიკეთე და სინათლეა, რომელიც ქრისტესგან მოდის და ჭეშმარიტია. მაგრამ ეს პასუხი აბსტრაქტულია ძალიან.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 2 2020, 07:36 PM
Post #50


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყველაზე უბრალოდ და მარტივად რომ ვთქვა, იმის გასაგებად თუ რა არის ნამდვილი სინათლე და სიკეთე, საჭიროა, რომ ადამიანმა ქრისტესა და ლუციფერს შორის ისწავლოს გარჩევა. ამის სასწავლად კი მან ჭეშმარიტებას უნდა მიაგნოს. იმას სადაც არის ქრისტეს სწავლება.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 2 2020, 08:51 PM
Post #51


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თემას რომ დავუბრუნდეთ: არ არის საჭირო, რომ ქრისტე მართლა მოვიდეს. მთავარია, რომ დაიდგმება სცენა, თითქოს მართლა მოვიდა. მეტ ნაკლებად ის იქნება, რაც დაიწერა. და როცა იტყვიან აქ არის ქრისტე, გინდაც იქო - ბევრიც დაიჯერებს. ეს ჩვენი რეალობა იქნება და ესაა მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება ჭეშმარიტებას, შტაინერის სწავლებებს გულისხმობ ალბათ. თუმცა სად არის კონკრეტული პრაქტიკები? მე წავიკითხე მისი ხელდასხმის დონეების შესახებ. ცალკე შეგიძ₾ია გააკეთო თემა მაგაზე


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jun 2 2020, 09:45 PM
Post #52


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
არ მგონია ქრისტეს ბევრი სიკეთე მოეტანოს კაცობრიობისთვის, ისევე, როგორც ლუციფერს ბოროტება... დღევანდელი სწავლება, უძველესი , ჩვენთვის ცნობილი ცივილიზაციიდან მოყოლებული, არის ძალების გადანაწილებისა და გავლენებისთვის ბრძოლის ისტორია, სადაც ნამდვიკი ცოდნა თავდაყირაა დაყენებული და ამით იკვბებება კაცობრიობა რამდენიმე ათასეული წელია... ამიტომ ყოველივე ამაზე საუბარი დღეს, როდესაც ადამიანს გაუჩნდა საშუალება რაღაც შეცვალოს აზრს მოკლებულია. რა თქმა უნდა განათლებისთვის, ინფპრმირებისთვის და მართალ-მტყუანის გასარკვევად აუცილებელია დღეს არსებუ,ი ცოდნის მიღება და გადამუშავება, მაგრამ თუნდაც ქრისტეს ან ლუციფერის გზით ჭეშმარიტების შეცნობა ისევ იგივე წრეზე დაშვებას ნიშნავს. შეკრულ წრეზე სიარულია ეს ყველაფერი, საიდანაც გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს.

მეორედ მოსვლის მოლოდინი, ოდესღაც არსებული ცოდნის შემორჩენილი ფრაგმენტია.. რაც მოარგეს რელიგიას. ამიტომ არავინ არ მოვა, არც ქრისტე და არც არიმანი, ეს ყველაფერი მეტაფორაა, თუმცა გარკვეული ძალები ადამიანების დასაბოლებლად კარგად იყენებენ. შესაძლოა ქრისტეს მოსვლის შოუც დაიდგას, რა პრობლემაა, ჩვენი ტექნიკური შესაძლებლობებით ამას ნებისმიერი მცოდნე სტუდენტიც შეძლებს დღესვე..


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jun 2 2020, 11:07 PM
Post #53


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მარტივად რომ ვთქვათ, ლუციფერს უნდა ადამიანები გახადოს მაღალზნეობრივები, ამაღლებულები, მატერიას რაც შეიძლება დააშოროს, ოცნებებში, ფანტაზიებსა და ილუზიებში აცხოვროს (გადახედეთ, ბევრი რელიგიური და ე.წ. სულიერი მოძღვარი ლუციფერის სამსახურშია).
არიმანს პირიქით უნდა, რომ ადამიანებს ჩაუკეტოს სულიერი სამყაროები, მატერიაში გამოკეტოს სამუდამოდ და დაარწმუნოს რომ ფიზიკური სამყაროს მიღმა არაფერი არსებობს (დღეს ასეთი სულისკვეთების ადამიანები უფრო ჭარბობენ)
ამათი შუა გზა არის ქრისტეს გზა. ამ გზას უნდა გაყვეს ადამიანი და ბალანსი შეინარჩუნოს ლუციფერულ და არიმანულ ძალებს შორის
რეალურად ახლა არიმანის ზეობის ხანაა, მატერიის, ტექნოლოგიური განვითარების უმაღლესი ხანა. რაც დაწერილია ის ხდება. შეიძლება არიმანი როგორც პიროვნება არც მოვიდეს და უბრალოდ მისმა ტენდენციებმა პიკს მიაღწიოს, რითაც ადამიანების ნაწილი დიდი ხნით ან სამუდამოდ დაკარგავს სულიერი სამყაროების გზას.
შეიძლება მართლა გამოჩნდეს ფიზიკურ სამყაროში, როგორც ამბობენ 1998 წელს დაიბადა და ახლა 22 წლის ყმაწვილი იქნება )
ქრისტეს უკვე ეთერულ სამყაროში ხედავენ და თავისი იმპულსებით იქიდან ეხმარება კაცობრიობას

პ.ს. ჩემთვის არიმანს კარგად გამოხატავს ილონ მასკი, ხოლო ლუციფერს ოლმეკი)


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 3 2020, 12:15 PM
Post #54


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ოლმეკის და მასკის შედარება სასაცილოა
თუ ჩვენს ექსფორუმელ ოლმეკს გულისხმობთ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 3 2020, 12:49 PM
Post #55


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"თუმცა სად არის კონკრეტული პრაქტიკები?"

კონკრეტული პრაქტიკები არის მოცემული არაერთ ტომში: "როგორ მივაღწიოთ ზენასამყაროთა შემეცნებას", "იდუმალთ მეტყველების ნარკვევი", "თეოსოფია", "ეზოთერული სექსიის გაკვეთილები" (ეს რამოდენიმე ტომია), ამას გარდა კიდევ სხვა მრავალ ტომშია მოცემული პრაქტიკები. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პირველი საფეხური უნდა იყოს სიღრმისეული თეორიული შემეცნება.





--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 3 2020, 12:52 PM
Post #56


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"არ მგონია ქრისტეს ბევრი სიკეთე მოეტანოს კაცობრიობისთვის, ისევე, როგორც ლუციფერს ბოროტება... "

რატომ გგონიათ ასე?

"ამიტომ არავინ არ მოვა, არც ქრისტე და არც არიმანი, ეს ყველაფერი მეტაფორაა"

თქვენ საიდან იცით, რომ არავინ არ მოვა და ეს ყველაფერი მხოლოდ მეტაფორაა?


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jun 3 2020, 01:10 PM
Post #57


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
არ ვადარებ, უბრალოდ ამ ტენდენციების მატარებელი ადამიანები ვინც პირველი მომაგონდა. ჩვენი ფორუმელებიდან ასევე რეალისტი ასოცირდებოდა არიმანულ მიდგომებთან, ზეტი მაგალითად უფრო ლუციფერისკენ იხრებოდა secret.gif ჩენელინგებს და სხვადასხვა საეჭვო რეპუტაციის მქონე კოსმიური არსებების ინფორმაციებს იყო აყოლილი))))ახლა აღარ


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 3 2020, 01:16 PM
Post #58


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man

გეთანხმები, თუმცა არიმანი თავად უნდა მოვიდეს, უშუალოდ ის, როგორც ინდივიდუალობა, უნდა განსხეულდეს ფიზიკურ ადამიანში.

ილონ მასკს და ოლმეკს რაც შეეხება, შედარებით არ შეუდარებია ოლდ მენს. მთელი არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ლუციფერსა და არიმანს კი ბევრი აქვთ საერთო, მაგრამ თვისობრივად მეტწილად ერთმანეთის საპირისპირო არსებები არიან. ხატოვნად რომ ვთქვათ - არიმანი ქვესკნელის არსებაა და ლუციფერი ნატიფი რეალობების, ერთი ქვესკნელისკენ ექაჩება ადამიანს და მეორე პირიქით - მიწიდან ცდილობს მის ატაცებას. მათ მიემართებათ სახარების სიტყვები: "და ნუ შეგვიყვან ჩვენ საცდურში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტებისგან" და ასევე "არ გევედრები, რომ აიტაცო ისინი ამ ქვეყნიდან, არამედ, რათა ბოროტისაგან დაიფარო ისინი." ამ სიტყვების პირველი ნაწილები (საცდური და ქვეყნიდან ატაცება) ლუციფერს მიემართება, მეორე (ბოროტება) - სატანას.

https://i.pinimg.com/originals/48/5d/4a/485...fc5a3e78cfe.jpg


ილონ მასკის და ოლმეკის ერთად ხსენების აზრიც ამაში იყო. ილონ მასკი ნამდვილად ძალიან არიმანულად ფორმირებული ადამიანია. ოლმეკს რაც შეეხება, უფრო ლუციფერულ ილუზიებშია გახვეული, თუმცა მასშიც საკმაო დოზითაა არიმანი, განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ რეალური სულიერი სამყაროების ნაცვლად ქვენა მატერიასთან ახლო მყოფ რეალობებზე აქვს მხოლოდ წვდომა და სულიერი ჰგონია, ამ და სხვა მიზეზების გამო კი სულიერ სამყაროებზე მატერიალური წარმოდგენები აქვს.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 3 2020, 01:17 PM
Post #59


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ილონ მასკი ისე გარეგნულადაც რობოტს გავს, თითქოს რკინის ძვლებზე ტყავი გადააკრესო. განსაკუთრებით შორიდან ჩანს ხოლმე ასეთად. რაღაცნაირად თითქოს მექანიკურ ელექტრონულ ძრავზეა აგებული სხეულებრივადაც კიო, ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jun 3 2020, 01:36 PM
Post #60


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
ჰო, მასკის რომ ვუყურებ და ვუსმენ თითქოს არიმანის ბიძაშვილი ლაპარაკობსო

ადამიანში შეიძლება იყოს როგორც ლუციფერული ისე არიმანული ტენდეციები და ასევე ქრისტეს იმპულსიც.
ახლა ასეთი რაღაც დამჩემდა, ადამიანს რომ გავიცნობ, მოვუსმენ, ვაკვირდები თუ რამდენი პროცენტია მასში არიმანული, ლუციფერული და ქრისტესმიერი
ძირითადად სოციუმში ვხედავ არიმანული ცნობიერების ადამიანებს


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post

15 Pages V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 09:58 PM